განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2019
საქმის ნომერი
080210018001015564
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამეზობლო
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018001015564

საქმე №2/ბ-865-18

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქ--------- სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე, მოპასუხე): ქ.ქ--------- მუ--–----–---------------

წარმომადგენელი: ი-----–- გი-------ე

აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე, მოპასუხე): შპს ,,ო------ ჩ-------- +“

წარმომადგენელი: მ------ სი----, დ-------- ფხ----ე (დირექტორი)

შეგებებული აპელანტი (მოსარჩელე): ლ------ და-----ი, ლ---- ზვ------ე, ნ---- ზვ------ე

წარმომადგენელი: გ------- გვ--–--ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): შპს ,,ი------ ს----- გ------“

წარმომადგენელი: მ------ სი----

დავის საგანი: სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების გამო, ფულადი კომპენსაციის სოლიდარულად გადახდა; ზიანის ანაზღაურება; გარიგების ბათილად ცნობა; უძრავ ქონებაზე სარემონტო სამუშაოს შესრულების დავალდებულება; უძრავი ქონების ექსპლოატაციისა და ახალი მშენებლობის წარმოების აკრძალვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება

გამოარკვია:

ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ------ და-----ის, ლ---- ზვ------ის და ნ---- ზვ------ის სარჩელი;

მოპასუხეებს: ქ.ქ--------- მუ--–----–---------------ს და შპს „ო------ ჩ--------+“-ს, სოლიდარულად დაეკისრათ, მოსარჩელეების-ლ------ და-----ის, ლ---- ზვ------ის და ნ---- ზვ------ის სასარგებლოდ, სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების გამო, ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის სახით 12.000.00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;

მოპასუხეებს: ქ.ქ--------- მუ--–----–---------------ს და შპს „ო------ ჩ--------+“-ს, სოლიდარულად დაეკისრათ, მოსარჩელეების ლ------ და-----ის, ლ---- ზვ------ის და ნ---- ზვ------ის თანასაკუთრების საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ქ----------–----------–--–----------ში, ეზოს მხარეს, შუშაბანდის ფასადის შეცვლა ახალი მასალით და აივანზე გამოსასვლელი კარების მოწყობა;

ბათილად იქნა ცნობილი, შპს „ო------ ჩ--------+“-ს და შპს „ი------ ს----- გ------“ შორის დადებული 30.06.2017 წ. ხელშეკრულება აღნაგობისა და ინვესტირების შესახებ;

მოპასუხეებს: ქ. ქ--------- მუ--–----–---------------ს, შპს „ო------ ჩ--------+“-ს და შპს „ი------ ს----- გ------“ აეკრძალათ, ქ. ქ-------–---–----------–--–-----------–--------------------ის 615 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (რომელიც წარმოადგენს ქ. ქ--------- თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას) და ც----------–--–----------–---------------------------ის 1009 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (რომელიც წარმოადგენს თანასაკუთრებას) თვითნებურად და უკანონოდ აგებული შენობა-ნაგებობების ექსპლოატაცია და ახალი ისეთი ნაგებობების აშენება, რომლებიც ძველის მსგავსად დაუშვებლად ხელყოფს მეზობლად მცხოვრები მოსარჩელეების ნაკვეთით სარგებლობის უფლებას;

ქ. ქ--------- მუ--–----–---------------ს და შპს „ო------ ჩ--------+“-სთვის სოლიდარულად, მოსარჩელეების მიმართ ფულადი კომპენსაციის თანხის ვადაში გადაუხდელობით მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების წლიური 5%-ის ოდენობით დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო;

მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 807.51 ლარი, მოპასუხეებს, შპს „ო------ ჩ--------+“-ს და ქ--------- მუ--–----–---------------ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელეების სასარგებლოდ;

მოპასუხეებს, შპს „ო------ ჩ--------+“-ს, შპს ,,ი------ ს----- გ------“ და ქ--------- მუ--–----–---------------ს სოლიდარულად დაეკისრათ, მოსარჩელეების სასარგებლოდ, სახ. ბაჟი 120.00 ლარი;

მოპასუხეებს, შპს „ო------ ჩ--------+“-ს და შპს ,,ი------ ს----- გ------“, სოლიდარულად დაეკისრათ, მოსარჩელეების სასარგებლოდ, სახ. ბაჟი 100 ლარი;

სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქ--------- მ----–----–--------------ის წარმომადგენელმა ი-----–- გი-------ემ, ქ. ქ--------- მ----–----–--------------ისათვის ერთჯერადი ფულადი კომპანსაციისა და ქ.ქ-------–---–----------–--–-------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლისათვის ეზოს მხარეს შუშაბანდის ფასადის შეცვლისა და აივნის გამოსასვლელი კარების მოწყობის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა შპს ,,ო------ ჩ-------- +“-ის წარმომადგელმა მ------ სი----მ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2018 წლის 07 სექტემბერს, შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარმოადგინეს ლ------ და-----მა, ლ---- ზვ------ემ, ნ---- ზვ------ემ, მათი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქ--------- სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, ქ. ქ--------- მ----–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

გაუქმდა, ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება ქ.ქ--------- მ----–----–--------------ისათვის მოსარჩელეების-ლ------ და-----ის, ლ---- ზვ------ის და ნ---- ზვ------ის სასარგებლოდ, სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების გამო, ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის სახით 12.000.00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდისა და ქ. ქ----------–----------–--–----------ში, ეზოს მხარეს, შუშაბანდის ფასადის ახალი მასალით შეცვლის და აივანზე გამოსასვლელი კარების მოწყობის დავალდებულების თაობაზე, ასევე ქ. ქ--------- მ----–----–--------------ისათვის საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში;

ლ------ და-----ის, ლ---- ზვ------ის და ნ---- ზვ------ის აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები ქ. ქ--------- მ----–----–--------------ის მიმართ არ დაკმაყოფილდა;

შპს „ო------ ჩ--------+“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

გაუქმდა, ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება შპს „ო------ ჩ--------+“-ს და შპს „ი------ ს----- გ------“ შორის 30.06.2017წ. დადებული აღნაგობისა და ინვესტირების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ასევე იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ო------ ჩ--------+“-ს აეკრძალა ქ. ქ-------–-----–----------–--–----------------ში ს/კ №0------------ის 615 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (რომელიც წარმოადგენს ქ. ქ--------- თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას) და ც----------–--–--------------ში ს/კ №03------------------ის 1009 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (რომელიც წარმოადგენს თანასაკუთრებას) თვითნებურად და უკანონოდ აგებული შენობა-ნაგებობების ექსპლოატაცია და ახალი ისეთი ნაგებობების აშენება, რომლებიც ძველის მსგავსად დაუშვებლად ხელყოფს მეზობლად მცხოვრები მოსარჩელეების ნაკვეთით სარგებლობის უფლებას.

ლ------ და-----ის, ლ---- ზვ------ის და ნ---- ზვ------ის აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები შპს „ო------ ჩ--------+“-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა;

ლ------ და-----ის, ლ---- ზვ------ის, ნ---- ზვ------ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

გაუქმდა, ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების თაობაზე ლ------ და-----ის, ლ---- ზვ------ის, ნ---- ზვ------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

ლ------ და-----ის, ლ---- ზვ------ის, ნ---- ზვ------ის სასარჩელო მოთხოვნა, ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

შპს „ო------ ჩ--------+“-ს ლ------ და-----ის, ლ---- ზვ------ის, ნ---- ზვ------ის სასარგებლოდ დაეკისრა, 2014 წლის 01 იანვრიდან, ფულადი კომპენსაციის-12000 აშშ დოლარის სრულად გადახდამდე მიუღებელი შემოსავლის სახით წლიურად 12000 აშშ დოლარის 5%-ის ოდენობით ზიანის ანაზღაურება.

სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაწყდა შეგებებულ აპელანტთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საკითხი და შპს „ო------ ჩ--------+“-სს, ლ------ და-----ის, ლ---- ზვ------ის, ნ---- ზვ------ის სასარგებლოდ დაეკისრა, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-191,84 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „ო------ ჩ--------+“-ის დაკმაყოფილებული სააპელაციო მოთხოვნის პროპორციულად, მის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილებაზე გადაწყვეტილება გამოტანილი არ ყოფილა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261.1 ”გ” მუხლისა და 31 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

დადგენილია, რომ ქ--------- სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განჩინების საფუძველზე, ხარვეზის შევსების მიზნით, შპს „ო------ ჩ--------+“-მა, 2018 წლის 06 სექტემბრის N- საგადახდო დავალებით, დამატებით გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი-979 ლარი, საიდანაც, შპს „ო------ ჩ--------+“ -სა და შპს ,,ი------ ს----- გ------“ შორის 30.06.2017წ. დადებული აღნაგობისა და ინვესტირების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში წარმოდგენილი სააპელაციო მოთხოვნისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა-902 ლარს.

ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით გადაწყვეტილი არ ყოფილა 30.06.2017წ. დადებული აღნაგობისა და ინვესტირების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში შპს „ო------ ჩ--------+“-ის დაკმაყოფილებულ სააპელაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საკითხი, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ამ ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ვინაიდან, შპს „ო------ ჩ--------+“ -ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ო------ ჩ--------+“ -სა და შპს ,,ი------ ს----- გ------“ შორის 30.06.2017წ. დადებული აღნაგობისა და ინვესტირების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და ლ------ და-----ის, ლ---- ზვ------ის და ნ---- ზვ------ის აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ამ მოთხოვნის პროპორციულად, სააპელაციო წარმოებისათვის შპს „ო------ ჩ--------+“ -ის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი-902 ლარი, შპს „ო------ ჩ--------+“-ის სასარგებლოდ, დამატებითი გადაწყვეტილებით, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ლ------ და-----ს, ლ---- ზვ------ეს და ნ---- ზვ------ეს.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. № 2/ბ-865-18 სამოქალაქო საქმეზე, ქ.ქ--------- მ----–----–--------------ის, შპს ,,ო------ ჩ--------+“-ის სააპელაციო საჩივრის, ასევე ლ------ და-----ის, ლ---- ზვ------ის, ნ---- ზვ------ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის გამო, ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებაზე, ქ.ქ--------- მ----–----–--------------ის, შპს ,,ო------ ჩ--------+“-ის, ლ------ და-----ის, ლ---- ზვ------ის, ნ---- ზვ------ის, შპს ,,ი------ ს----- გ------ს მიმართ, რომელზეც 2019 წლის 30 იანვარს, ქ--------- სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება, მიღებულ იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება;

2. ლ------ და-----ს, ლ---- ზვ------ეს და ნ---- ზვ------ეს, შპს ,,ო------ ჩ--------+“-ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 902,44 ლარის გადახდა;

3. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული დამატებითი გადაწყვეტილების (განჩინების) ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქ--------- სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე

 

სიმონ ჩხაიძე