განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210118001575370
დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ-806-18 27 თებერვალი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოპასუხე) აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - - ქ------- თვ--–--ე, ნ--- მი------–---–ი, ვ-–- ტი------ე, კ------- კა------–--ე დ----- აბ----ე მ-----– ნე----ე სს „-------- ბა--ი“ ნ----- კუ------ე, ქ------- ყო-–----
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება
გამოარკვია:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, სს ,,კ------- ბა--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; დ-----ი აბ----ეს, ქ------- თვ--–--ეს, ნ--- მი------–---–ს, ვ-–- ტი------ეს და კ-------ი კა------–--ეს, სს ,,კ------- ბა--ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 17 752,75 ლარის გადახდა;
დ-----ი აბ----ეს, ქ------- თვ--–--ეს, ნ--- მი------–---–ს, ვ-–- ტი------ეს და კ-------ი კა------–--ეს, სს ,,კ------- ბა--ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 532,58 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის 150 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი 22 ლარის და უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის 42 ლარის გადახდა;
მოპასუხე დ----- აბ----ეს, სს ,,კ------- ბა--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა, 2015 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხის-2680,58 ლარის გადახდა;
მოპასუხე დ----- აბ----ეს, სს ,,კ------- ბა--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა;
მოსარჩელე სს ,,კ------- ბა--ს“ დაუბრუნდა, 2016 წლის 27 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 609.77 ლარიდან ნაწილი-77.19 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში BAGAGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა უცვლელი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს დ----- აბ----ემ, ქ------- თვ--–--ემ, ნ--- მი------–---–მა, ვ-–- ტი-------მ, კ------- კა------–--ემ, რომლებმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვეს.
2019 წლის 16 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განჩინება, რომლითაც დ----- აბ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დარჩა უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ასახული არ ყოფილა ქ------- თვ--–--ის, ნ--- მი------–---–ის, ვ-–- ტი------ის და კ------- კა------–--ის სააპელაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რაც ასევე წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261.1 ”ა” მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა.
იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაზე დ----- აბ----ის, ქ------- თვ--–--ის, ნ--- მი------–---–ის, ვ-–- ტი------ის და კ------- კა------–--ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით საააპელაციო სასამართლომ თავის 2019 წლის 16 იანვრის განჩინების სამოტიცავიო ნაწილში იმსჯელა, ხოლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ასახული იქნა, მხოლოდ დ----- აბ----ის სააპელაციო მოთხოვნასთან დაკავშირებული შედეგი და დანარჩენი აპელანტების მიმართ გადაწყვეტილება არ მიღებულა, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, № 2/ბ-806-18 სამოქალაქო საქმეზე, ქ------- თვ--–--ის, ნ--- მი------–---–ის, ვ-–- ტი------ის, კ------- კა------–--ის, დ----- აბ----ის სააპელაციო საჩივრისა გამო, ქუთისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაზე, სს „-------- ბა--ის“ მიმართ, რომელზეც 2019 წლის 16 იანვარს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გამოტანილია განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მიღებულ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება (განჩინება), რომლითაც ქ------- თვ--–--ის, ნ--- მი------–---–ის, ვ-–- ტი------ის, კ------- კა------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება; აპელანტთა მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. № 2/ბ-806-18 სამოქალაქო საქმეზე, ქ------- თვ--–--ის, ნ--- მი------–---–ის, ვ-–- ტი------ის, კ------- კა------–--ის, დ----- აბ----ის სააპელაციო საჩივრისა გამო, ქუთისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაზე, სს „-------- ბა--ის“ მიმართ, რომელზეც 2019 წლის 16 იანვარს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გამოტანილია განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მიღებულ იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება (განჩინება);
2. ქ------- თვ--–--ის, ნ--- მი------–---–ის, ვ-–- ტი------ის, კ------- კა------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;
4. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
5. დამატებითი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული დამატებითი გადაწყვეტილების (განჩინების) ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. დამატებითი განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია დამატებითი განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება დამატებითი განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე