განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.12.2018
საქმის ნომერი
330210017002196298
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002196298

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4245-18 11 დეკემბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - თ---–----------–----–-------ს მ----- (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ქ------- მ-----–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ვ----– ს-----–---–ი (მოპასუხე)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.05.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეს დაეკისროს საიჯარო ქირა 994,52 ლარის, ხოლო პირგასამტეხლო 1108 ლარის ოდენობით;

1.2. მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 2017 წლის 21 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 ლარის გადახდა, საიჯარო ქირის სრულ გადახდამდე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოპასუხის მიერ მოხდა სსიპ ქ----------------- ს---------ს 2014 წლის 08 მაისის N------- ბრძანებაზე თანდართული საიჯარო პირობების დარღვევა. სსიპ ქ----------------- ს---------ს მიერ 2017 წლის 16 აგვისტოს N-------------- წერილით ვ----– ს-----–---–ს გაეგზავნა გაფრთხილება საიჯარო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია. სსიპ ქ----------------- ს---------ს 2017 წლის 31 აგვისტოს N------------ ბრძანებით შეწყდა ვ----– ს-----–---–ის სარგებლობის უფლება იჯარით გადაცემულ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე.

 

მოპასუხეს ერიცხება საიჯარო ქირის დავალიანება 2014 წლის 08 მაისიდან 2017 წლის 20 ნოემბრამდე პერიოდზე 994,52 ლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებულია ასევე გადაიხადოს ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ სარჩელი ცნო ქირის თანხის ნაწილში სრულად, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მოითხოვა მისი შემცირება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.05.2018წ. გადაწყვეტილებით:

1. ქ. თბილისის მუ--–----–-------ს მ----ის სარჩელი ვ----– ს-----–---–ის მიმართ საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. ქ. თ---–----------–----–-------ს მ-----ს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.

3. მოპასუხე ვ----– ს-----–---–ს ქ. თ---–----------–----–-------ს მ----ის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 994,52 ლარის გადახდა.

4. მოპასუხე ვ----– ს-----–---–ს ქ. თ---–----------–----–-------ს მ----ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა - 110,80 ლარის ოდენობით.

5. მოპასუხე ვ----– ს-----–---–ს ქ. თ---–----------–----–-------ს მ----ის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 21 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს - 0,03 ლარის გადახდა, საიჯარო ქირის სრულ გადახდამდე.

 

4.1. ქ. თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის N-- ოქმის თანახმად, ვ----– ს-----–---–ი გამარჯვებულად გამოვლინდა ს----------–ოს რ-ნი, დ------------- საცხ. რ------- 1 მ/რ, მ---- კორპუსის წინ სავაჭრო ობიექტის მოსაწყობად აუქციონის წესით დროებით 15 წლის იჯარის ვადით გადასაცემ N-- მიწის ნაკვეთზე ფართი 50 კვ.მ.; ქ. თბილისის პ--------ის 2000 წლის 2-------------- განკარგულების თანახმად გაფორმებული იქნა საიჯარო ხელშეკრულება.

 

4.2. სსიპ ქ----------------ის ს---------ს 08.05.2014წ. N------- ბრძანებით ცვლილება შევიდა 24.03.2004წ. გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებაში და ხელშეკრულება ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ბრძანების დანართის შესაბამისად, იჯარის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 25 მარტამდე. ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 300 ლარს, რომელიც ვ----– ს-----–---–ს უნდა გადაეხადა თანაბარწილად, ყოველ 6 თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელი დღისა.

 

საიჯარო პირობების 12.1 მუხლის თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვრა ქირის 0.1%-ს, მაგრამ არანაკლებ 1 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

4.3. სსიპ ქ----------------- ს---------ს 16.08.2017წ. წერილით მოპასუხე ვ----– ს-----–---–ს ეცნობა, რომ მის მიერ დაირღვა ქ. თ---–---------იის ქ----------------- ს---------ს 08.05.2014 ბრძანებით განსაზღვრული საიჯარო პირობების 3.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, გადასახდელი იყო 08.11.2014 წლიდან

08.05.2017 წლამდე გადასახდელი სარგებლობის ქირა ჯამში 900 ლარის ოდენობით. პირგასამტეხლო 2017 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა 1011 ლარს.

 

ქ. თ---–----------–----–-------ს სსიპ ქ----------------- ს---------ს 31.08.2017წ. ბრძანებით შეწყდა მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N0---------------) ვ----– ს-----–---–ის იჯარით სარგებლობის უფლება.

 

4.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს 994,52 ლარს, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო 1108 ლარს, რაც მოიცავს 2014 წლის 08 ნოემბრიდან 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით არსებულ პერიოდს.

 

4.5. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ საიჯარო ქირის 994.52 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს ნაწილში, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და ამავე კოდექსის 208-ე მუხლების შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

4.6. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადლებულება, აღნიშნული გარემოება პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

 

4.7. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

სასამართლო სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1108 ლარიდან შეამცირა 110,80 ლარამდე. ხოლო პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად მოთხოვნილი 1 ლარი შეამცირა 0,03 ლარამდე.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.05.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

5.1. სასამართლომ შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა არ დაასაბუთა, რატომ არ იყო მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, და არასწორად განმარტა კანონი. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას, უპირობოდ შეამციროს პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირება უნდა მოხდეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გათვალისწინებით, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება ისეთი გარემოებების არსებობა, რაც საფუძვლად დაედებოდა პირგასამტეხლოს შემცირებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

6.1. ქ. თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის N-- ოქმის თანახმად, ვ----– ს-----–---–ი გამარჯვებულად გამოვლინდა ს----------–ოს რ-ნი, დ------------- საცხ. რ------- 1 მ/რ, მ---- კორპუსის წინ სავაჭრო ობიექტის მოსაწყობად აუქციონის წესით დროებით 15 წლის იჯარის ვადით გადასაცემ N-- მიწის ნაკვეთზე ფართი 50 კვ.მ.. ქ. თბილისის პ--------ის 26.06.2000წ. N--- განკარგულების საფუძველზე მასთან გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება.

 

6.2. სსიპ ქ----------------ის ს---------ს 08.05.2014წ. N------- ბრძანებით ცვლილება შევიდა 24.03.2004წ. გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებაში და ხელშეკრულება ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ბრძანების დანართის შესაბამისად, იჯარის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 25 მარტამდე. ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 300 ლარს, რომელიც ვ----– ს-----–---–ს უნდა გადაეხადა თანაბარწილად, ყოველ 6 თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელი დღისა.

 

საიჯარო პირობების 12.1 მუხლის თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვრა ქირის 0.1%-ს, მაგრამ არანაკლებ 1 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

6.3. სსიპ ქ----------------- ს---------ს 16.08.2017წ. წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ მის მიერ დაირღვა ქ. თ---–---------იის ქ----------------- ს---------ს 08.05.2014 ბრძანებით განსაზღვრული საიჯარო პირობების 3.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. კერძოდ, გადასახდელი იყო 08.11.2014წ.-დან 08.05.2017წ.-მდე გადასახდელი საიჯარო ქირა ჯამში 900 ლარის ოდენობით. პირგასამტეხლო 2017 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა 1011 ლარს.

 

6.4 ქ. თ---–----------–----–-------ს სსიპ ქ----------------- ს---------ს 31.08.2017წ. ბრძანებით შეწყდა მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N0---------------) ვ----– ს-----–---–ის იჯარით სარგებლობის უფლება.

 

6.5. საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს 994,52 ლარს, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო 1108 ლარს, რაც მოიცავს 2014 წლის 08 ნოემბრიდან 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით არსებულ პერიოდს.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.05.2018წ. გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა საიჯარო ქირის - 994,52 ლარის გადახდა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა პირგასამტეხლო - 110,80 ლარის ოდენობით და 2017 წლის 21 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,03 ლარის გადახდა, საიჯარო ქირის სრულ გადახდამდე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დარიცხული პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად მისი შემცირების საფუძველი. სასამართლომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1108 ლარიდან შეამცირა 110,80 ლარამდე, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 ლარი შეამცირა 0,03 ლარამდე.

 

აპელანტი პრეტენზიას აცხადებს გადაწყვეტილებაზე იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი.

 

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით სააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 11.12.2018წ. 17:00 საათზე.

 

11.12.2018წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის (მოსარჩელის) წარმომადგენელი, არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე), რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა 11.12.2018წ. სასამართლო სხდომის და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე (ტ.2, ს.ფ.8). აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

9. პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის საწინააღმდეგო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა და გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

9.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით (ტ.I, ს.ფ.132-143) პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შედავებული არ არის, სადავოა მხოლოდ მათი სამართლებრივი შეფასება, რა შემთხვევაშიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3761 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია სააპელაციო სასამართლოს უფლება საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშეც. შესაბამისად, მაშინაც, როცა ასეთ საქმეზე სხდომა დანიშნულია, მხარის გამოუცხადებლობა არ შეიძლება შეფასდეს მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარის საფუძვლად.

 

9.2. პალატა ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ამ თუ იმ ოდენობის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, სამართლებრივი შეფასების საკითხია, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მოპასუხის არგამოცხადების პირობებშიც იმსჯელოს მისი გონივრულობის საკითხზე (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1125-1072-2014; 29 მაისი, 2015 წელი).

 

9.3. გათვალისწინებით იმისა, რომ სააპელაციო საჩივრით საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გამხდარა, აპელანტის მოთხოვნის იურიდიულ მართებულობასთან მიმართებაში პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად არ ამართლებს აპელანტის მოთხოვნას პირგასამტელხოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასება უნდა მოხდეს სააპელაციო მოთხოვნის სამართლებრივი (იურიდიული) მართებულობის შემოწმების ჭრილში.

 

10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 1108 ლარი მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი 110,80 ლარამდე. ამავე საფუძვლით მართებულად შემცირდა ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 1 ლარიდან - 0,03 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით.

 

ამდენად, აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, აპელანტს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

11. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. თ---–----------–----–-------ს მ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე