განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002802390
საქმე №1ბ/138-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ვლ-------------–---–ის
ადვოკატ - თე--------–-–---–ის
გამართლებულ - იო--------–---–ის
მონაწილეობით,კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ვლ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
იო--------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1979 წლის 12 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: ქ. წნორი, რ------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენით იო--------–---–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, იო--------–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
იო--------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის დაახლოებით აპრილის თვეში, ქ. წნორში, რ---------–-------------------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, იო--------–---–მა თავის მეუღლეს ეკ------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის არეში ერთხელ გაარტყა ხელი. ეკ--------------–---–მა, მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის დაახლოებით 24 ივნისს, ქ. წნორში, რ---------–-------------------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, იო--------–---–მა თავის მეუღლეს ეკ------–---–ს მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელში მოუჭირა ხელი. ეკ--------------–---–მა, მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებებისათვის იო--------–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა იო--------–---–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, საქმეზე წარდგენილ იქნა მხოლოდ არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება იო--------–---–ის მხრიდან ძალადობის ჩადენის ფაქტი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ვლ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, იო--------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის და დანაშაულის ჩადენის ხასიათის, ხარისხისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, შესაბამისი კანონიერი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის განმარტებით, მართალია, დაზარალებულმა ეკ--------------–---–მა და ბრალდებულის დედამ რუ--------------–---–მა უარი განაცხადეს თავიანთი ოჯახის წევრის მიმართ საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე, თუმცა საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით დადასტურებულია იო--------–---–ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტი, კერძოდ: კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლის გე-–----------–-–---–ის დაკითხვითა და 2018 წლის 28 ივნისს საქართველოს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში შედგენილი ეკ--------------–---–თან გასაუბრების ოქმით დგინდება, რომ იო--------–---–მა განახორციელა ძალადობა თავისი მეუღლის, ეკ--------------–---–ის მიმართ. გამომძიებელმა გე-–----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს დეტალურად აღწერა, თუ რა ვითარებაში და როდის იძალადა იო--------–---–მა მის მეუღლეზე. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მას მიაწოდა თავად ეკ--------------–---–მა. გამომძიებლის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება სრულ თანხვედრაში იყო ეკ--------------–---–თან გასაუბრების ოქმის შინაარსთან, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გამომძიებელ გე-–----------–-–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება და ეკ--------------–---–თან გასაუბრების ოქმი პირდაპირ მიუთითებენ იო--------–---–ის მიერ ეკ--------------–---–ზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. ასევე, მნიშვნელოვანია მოწმეების - ლე--–----------–---–ის, თი------------–-----–---–ისა და ირ--------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ იო--------–---–სა და მის მეუღლეს ერთმანეთში აქვთ კონფლიქტი და დაძაბული ურთიერთობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა იო--------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თე--------–-–---–მა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას იო--------–---–ის მიერ ეკ--------------–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენაში, კერძოდ:
იო--------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას − დაზარალებულ ეკ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმს, რომელიც იო--------–---–ს ამხელდა მისი მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ეკ--------------–---–მა ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის − იო--------–---–ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს დაზარალებულ ეკ--------------–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე ასევე უარი განაცხადა იო--------–---–ის დედამ - რუ--------------–---–მა.
აპელანტი დამატებით მიუთითებს მოწმეების - ლე--–----------–---–ის, თი------------–-----–---–ის და ირ--------–-–---–ის მიერ წინასწარი გამოძიებისას გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციაზე იო--------–---–სა და ეკ--------------–---–ს შორის არსებულ ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. აღნიშნული პირების გამოკითხვის ოქმები უდავო მტკიცებულებებად იქნა მიჩნეული პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ამასთან, ისინი ადასტურებენ მხოლოდ კონფლიქტის არსებობის და არა იო--------–---–ის მხრიდან მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს.
რაც შეეხება ბრალდების მხარის კიდევ ერთ მოწმეს − გამომძიებელ გე-–----------–-–---–ს, ის პირადად არ შესწრებია ძალადობის ფაქტს და გადმოსცემს მისთვის ეკ--------------–---–ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რის გამოც მიჩნეული ვერ იქნება ფაქტის დამადასტურებელ დამატებით მტკიცებულებად და, შესაბამისად, მტკიცებულებათა ერთობლიობად. ამასთანავე, აღნიშნული მოწმის ჩვენება თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იო--------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ ”ინ დუბიო პრო რეო”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი იო--------–---–ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ვლ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
იო--------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
იო--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
ყადაღა მოეხსნას იო--------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით 5000 (ხუთი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ ი---------–---–-ს (პირადი №-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N------------.
იო--------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე