განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2019
საქმის ნომერი
140100118002769585
ინსტანცია
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002769585

საქმე №1ბ/338-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 მარტი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-----–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-----------------------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის, პ--------------------, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: გ------------------------–-------–---–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განაჩენით ვ--------------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

ვ--------------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, გ--------------------------–

 

კ-----–---ში მდებარე ვ--------------------–---–-ს მიწის ნაკვეთთან გამავალ სასოფლო გზაზე, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ვ--------------------–---–მა თავის ძმას - ფ--------------------–---–ს, არასრულწლოვანი შვილის - 6 წლის მ-------------------–---–ის თანდასწრებით, თავის არეში ორჯერ დაარტყა დანა, რა დროსაც ფ--------------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----–-------–---–მა, რომელმაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, აგრეთვე დანაშაულის სპეციფიკა და ის, რომ მსჯავრდებულს დაზარალებულთან წლებია აქვს კონფლიქტი, რომელიც ამ ეტაპზეც არ არის ამოწურული.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ვ--------------------–---–-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. ვ--------------------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეების - დ--–--------------ს, მ-------------------–---–ის, ფ--------------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ტანსაცმლის ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანებს ჩადენილ დანაშაულს, გამოხატავს მზაობას, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ექნება ანალოგიური

 

ხასიათის დანაშაულის ჩადენას და იგი არ არის ნასამართლევი, პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ვ--------------------–---–-სათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში გამოთქვამს ვარაუდს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და არსებობს მომეტებული საფრთხე ოჯახის წევრის - ძმის მიმართ ახალი დანაშაულის ჩადენის შესახებ. პალატა პროკურორის აღნიშნულ ვარაუდზე დაყრდნობილ მოსაზრებას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ არ შეიძლება სასამართლომ ვ--------------------–---–-ს პიროვნება განიხილოს, როგორც აბსტარაქტული დანაშაულის სუბიექტი.

 

აპელანტის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად დანაშაულის ჩადენა იარაღად დანის გამოყენებით წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას და მსჯავრდებულს უნდა დაუმძიმდეს სასჯელი, პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან აღნიშნული გარემოება არ შეიძლება გახდეს ვეფხია ბაზანდარაშვილისათვის პირობითი მსჯავრის პატიმრობით შეცვლის საფუძველი, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებულ სხვა შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად გასათვალისწინებელია ასევე გორის რაიონის სოფელ კ-----–---ის მაცხოვრებლების დახასიათება, საიდანაც ირკვევა, რომ ვ--------------------–---–- არის სოციალურად დაუცველი არ აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი და კმაყოფაზე ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განაჩენი ვ--------------------–---–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-----–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ვ--------------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ვ--------------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, ხოლო განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

ვ---------------------–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 11 ნოემბრიდან 2018 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით.

 

საქმეზე ამოღებული ნივთმტკიცება: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, ფ--------------------–---–ის სისხლის ნიმუში, ვ--------------------–---–-ს სისხლის ნიმუში, ვ--------------------–---–-ს ხელის ანაბეჭდის ნიმუში, რომლებიც ინახება შსს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; ვ--------------------–---–-ს ტანსაცმელი, ფ--------------------–---–ის ტანსაცმელი, რომლებიც ინახება შსს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; ხოლო ვ------- და ფ--------------------–---–ის კუთვნილი ავტომანქანები, რომლებიც ინახება შპს ,,გ-----------ს“ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი