განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2019
საქმის ნომერი
080210018001249266
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018001249266

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-829-2018 12 თებერვალი, 2019 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - კ------------ე გ---------ე

წარმომადგენელი - ი-------------ე

მოწინააღმდეგე მხარე - ნ-------–------ა

წარმომადგენელი - დ-------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ-------–------ას სარჩელი. დაეკისრა კ------------ე გ---------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ 17.636.00 ევროს გადახდა. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 1500 ლარი, იურიდიული მომსახურების 500 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი მოპასუხე კ------------ე გ---------ეს გადახდა ნ-------–------ას სასარგებლოდ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა უცვლელი. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ნ-------–------ამ და კ------------ე გ---------ემ, 2010 წლის 3 ოქტომბერს ჯვარი დაიწერეს საბერძნეთში. მათ შეეძინათ ერთი შვილი ლ---- გ---------ე, რომელიც ცხოვრობს მოსარჩელე ნ-------–------ასთან. 2.2. ნ-------–------ა არასრულწლოვან ლ---- გ---------ესთან ერთად ცხოვრობს ქუთაისში რ---------–ის გამზ. N9----ში, კ------------ე გ---------ის სახელზე რეგისტრირებულ ბინაში. 2.3. უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შესახებ ამონაწერით დადგენილია, რომ ნ-------–------ამ კ------------ე გ---------ეს გადაურიცხა 28.353.2 ევრო, ხოლო ნ-------–------ას დედამ, ნ----- კ--–-------მ - 3061,64 ევრო. 2.4. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2014 წლის 01 დეკემბრის შეთანხმებით, დადგენილია, რომ კ------------ე გ---------ემ აიღო ვალდებულება ეჩუქებინა ნ-------–------ასათვის მის საკუთრებაში რიცხული ქონების მდებარე ქ. ქუთაისში რ---------–ის გამზ. N9------ ½ ნაწილი, ს/კ. 0------------------. 2.4.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ რომელიმე მხარე დაქორწინდებოდა ან/და გაუჩნდებოდა შვილი, მაშინვე ქ. ქუთაისში რ---------–ის გამზ. N9------ ნაწილი ს/კ. 0------------------ მდებარე ქონების თავიანთ წილს აჩუქებდნენ შვილს ლ---- გ---------ეს, დაბადებულს 2010 წლის 25 ოქტომბერს. 2.4.2. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მათ შორის არასოდეს არ იქნებოდა ქონებრივი და სხვა სამართლებრივი დავა, გარდა ამ შეთანხმების დარღვევით გამოწვეული დავისა. 2.5. მოპასუხის განმარტებით, 2016 წლის 23 მარტს აღნიშნული შეთანხმება ცალმხრივად გაუქმდა მის მიერ. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. სასამართლომ პირველ ყოვლისა, ყურადღება მიაპყრო მოპასუხის მითითებაზე სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და აღნიშნა, რომ სარჩელი ხანდაზმული არ იყო, რადგან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მესამე ნაწილით - ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. 2.6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. 2.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან გამომდინარე წესებით უნდა დარეგულირებულიყო. კერძოდ - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილით პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. 2.8. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინებით დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის 2014 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულების მოშლა ნამდვილი არ არის და, შესაბამისად, ნ-------–------ა სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელად იქნა მიჩნეული. 2.8.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობდა იმ ფაქტობრივი გარემოებიდან, რომ ნ-------–------ა და კ. გ---------ე საბერძნეთში არარეგისტრირებულ ქორწინებაში ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ნ-------–------ას ჰქონდა ნდობა კ. გ---------ისადმი და მას საცხოვრებელი ბინის შესაძენად უცხოეთიდან უგზავნიდა თანხებს. ბუნებრივია, მას ასევე სურდა ეცხოვრა მისივე თანხებით შეძენილ ბინაში და 2014 წლის 1 დეკემბრის შეთანხმებაც ამ მოტივითაა დადებული. 2.8.2. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, უდავოდ (პრეიუდიციული ფაქტი) დადგენილია, რომ ნ-------–------ა ქ. ქუთაისში რ---------–ის გამზ. N9------ ს/კ. 0------------------ კ.გ---------ის სახელზე რეგისტრირებული ბინის მართლზომიერი მფლობელია, რომელიც მფლობელობის მიმართ კეთილსინდისიერია. 2.9. ვინაიდან კ------------ე გ---------ის მიერ დაირღვა შეთანხმება ქ. ქუთაისში რ---------–ის გამზ. N9------ ს/კ. 0------------------ მდებარე ბინის ½ ნ-------–------ას საკუთრებაში გადაცემის შესახებ, მართლზომიერ მფლობელს, ნ-------–------ას უფლება აქვს სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილით კ. გ---------ეს მოთხოვოს მის მიერ გადმოგზავნილი თანხის დაბრუნება. 2.10. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ და მოპასუხემ ჯვარი დაიწერეს საბერძნეთში და არარეგისტრირებული ფაქტობრივი ქორწინებიდან შეეძინათ ერთი შვილი. მხარეები არ უარყოფენ, რომ ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ საზღვარგარეთ ცხოვრებისას შემოსავალი ჰქონდა როგორც მოსარჩელეს, ასევე მოპასუხეს. 2.11.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ ქორწინების კანონით დადგენილი წესით რეგისტრაცია წარმოშობს მხოლოდ იურიდიულ შედეგებს მეუღლეთა შორის და იგი დამოკიდებულია მეუღლეების სურვილზე. ამდენად, რეგისტრაცია არ წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას და შეიძლება მეუღლეებმა არც მოახდინონ ქორწინების რეგისტრაცია და იცხოვრონ ურთიერთპატივისცემით. 2.11.2. წინამდებარე შემთხვევაშიც, გადაწყვეტილება ჯვრისწერის შესახებ, საერთო მეურნეობის წარმოება, შვილის დაბადება მიანიშნებს იმაზე, რომ მხარეებს სურდათ ეცხოვრათ ერთ ოჯახად, ნ-------–------ას ჰქონდა ნდობა კ. გ---------ისადმი და თანხებს უგზავნიდა საზღვარგარეთიდან, რომლითაც კ. გ---------ემ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში რ---------–ის გამზ. N9------ ს/კ. 0------------------. 2.12. მხარეთა შორის ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ (ოჯახში საცხოვრებლად გადავიდა ნ-------–------ას დედა ნ----- კ--–-------, დისშვილი-ნიკა გვამბერიძე და ბიძაშვილი - გიორგი კ--–-------), კ------------ე გ---------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და ქ. ქუთაისში რ---------–ის გამზ. N9------ ს/კ. 0------------------ მის საკუთრებაში მდებარე ბინიდან, სიდედრის, ნ----- კ--–-------ს და მეუღლის - ნ-------–------ას გამოსახლება მოითხოვა. 2.12.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ქ. ქუთაისში, რ---------–ის გამზ. N9------ ს/კ. 0------------------ - კ------------ე გ---------ის საკუთრებაში მდებარე ბინიდან, გამოსახლებული იქნა სიდედრი - ნ----- კ--–-------, ხოლო ნ-------–------ას გამოსახლების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2.13. მიმდინარე დავის გადაწყვეტისას, სასამართლო სხდომაზე კ------------ე გ---------ემ განმარტა, რომ არ სურს ნ-------–------ასთან ცხოვრება, ბინა მისი საკუთრებაა და სურს დაიბრუნოს, ხოლო ნ-------–------ამ განმარტა, რომ მითითებული უძრავი ნივთი შეძენილია მის მიერ გამოგზავნილი თანხით, რაც შეადგენს 17.636 ევროს და ვინაიდან კ------------ე გ---------ე სადავო ბინაში მისი ცხოვრების წინააღმდეგია, მას უნდა დაუბრუნოს კ------------ე გ---------ემ უსაფუძვლოდ მიღებული 17.636 ევრო და გაათავისუფლებს ბინას. 2.13.1. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სადავოა თანხების წარმომავლობა (კუთვნილება) და ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეები ერთმანეთის ოჯახის წევრები იყვნენ, მოსარჩელეს ევალება, დაამტკიცოს ფაქტი, რომ თანხა, რომლის ანაზღაურებასაც ის ითხოვს, მისი კუთვნილება იყო. მოსარჩელემ მითითებული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა ფულადი ტარნზაქციების დამადასტურებელი მტკიცებულება. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენელის განმარტება აღნიშნული ტრანზაქციების დამადასტურებელი მტკიცებულების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, მათ მიიჩნევას სრულფასოვან მტკიცებულებად და აღნიშნა, რომ ფულადი ტრანზაქციების დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომ გადახდილი თანხის მესაკუთრე არის გადამხდელი. ამ შემთხვევაში, მოსარჩელე ნ-------–------ა. 2.13.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ-------–------ას ჰქონდა სურვილი შეეძინა საცხოვრებელი ბინა ქ.ქუთაისში და ამ მიზნით საბერძნეთიდან თანხას უგზავნიდა კ------------ე გ---------ეს, რომელმაც მიიღო აღნიშნული თანხა და შეიძინა საცხოვრებელი ბინა ქ. ქუთაისში, რ---------–ის გამზ. N9------ ს/კ. 0------------------, რომელიც დაირეგისტრირა საკუთრებაში. ანუ, სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარეეებს შორის დაიდო სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულება. 2.14. მოპასუხე კ------------ე გ---------ის მოთხოვნა, იმავე ბინიდან მართლზომიერი მფლობელის ნანა კ--–-------ს გამოსახლების შესახებ სასამართლომ ჩათვალა გარიგების ბათილობად და ნ-------–------ას სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის საფუძველზე მიანიჭა უფლება კ------------ე გ---------ისაგან მოეთხოვა უსაფუძვლოდ მიღებული თანხის 17.636 ევროს დაბრუნება, რადგან ვალდებულება გარიგების ბათილობის გამო აღარ არსებობდა. 2.14.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე კ. გ---------ის პოზიცია იმის შესახებ, რომ ნ-------–------ას მიერ მისდამი გადმოგზავნილი თანხები მისივე საკუთრება იყო, რადგან მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. 2.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. 2.16. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნებზე საერთო ხანდაზმულობის 10 - წლიანი ვადა ვრცელდებოდა, ამდენად, რადგანაც ძირითადმა მოსარჩელემ წინამდებარე სარჩელით სასამართლოს 2016 წელს მიმართა, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული ვერ იქნებოდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა კ------------ე გ---------ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სადაოა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, სადაც სასამართლო მიუთითებს, რომ ფულადი გზავნილებით დადგენილია, რომ ნ-------–------ამ კ------------ე გ---------ეს გადაურიცხა 28.353.2 ევრო, ხოლო ნ-------–------ას დედამ 3061.64 ევრო. 3.1.1. სასამართლოს მიერ გაზიარებული წერილობითი დოკუმენტი თანხების ჩარიცხვის თაობაზე არ არის გაცემული კანონით დადგენილი წესით, რის გამოც მას მტკიცებულების ძალა აქვს. ამდენად, სასამართლოს მისი შუამდგომლობის საფუძველზე ისინი უნდა ამოეღო საქმიდან და ეცნო დაუშვებლად, თუმცა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილდა და უფრო მეტიც იგი საფუძვლად დაედო დაგაწყვეტილების მიღებას. 3.1.2. რაც შეეხება ნ----- კ--–-------ს მიერ გადმოგზავნილი თანხების ოდენობის განსაზღვრას და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიჩნევას, სასამართლო გაცდა მოთხოვნის ფარგლებს. ნ----- კ--–-------სა და მას შორის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში თანხის დაკისრების მოთხოვნით მიმდინარეობს სხვა სასამართლო დავა, სადაც სასამართლო დაადგენს რა თანხა გადაუგზავნა ნ----- კ--–-------მ და რა თანხა აქვს მიღებული. აქედან გამომდინარე ამ ფაქტის დადგენა სასამართლოს კომპეტენციაში არ შედიოდა და არ უნდა დაედგინა. 3.2. სასამართლო მსჯელობს 2014 წლის 01 დეკემბრის შეთანხმებაზე, სადაც მიუთითებს მორიგების პირობების არსებობაზე და ამავე დროს აღნიშნავს, რომ აღნიშნული შეთანხმება მოპასუხის მიერ ცალმხრივად გაუქმდა 2016 წლის 23 მარტს. 3.2.1. უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 02 აგვისტოს განჩინებით საქმეზე №080210116001275159 იმსჯელა აღნიშნულ გარემობაზე და განმარტა, რომ ამ შეთანხმების ცალმხრივად გაუქმებას სამოქალაქო კანონმდებლობა არ იცნობს. 3.2.2. უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხეს ჰქონდა უფლება მიემართა სასამართლოსათვის, რომ მოეთხოვა ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა და არა წამოეწყო ეს დავები, რომლიც ამ ნამდვილი ხელშეკრულების საფუძველზე საქმის შეწყვეტას ექვემდებარება. ქონების 1/2 ნაწილის სანაცვლოდ მხარეთა შორის აღარ უნდა არსებულიყო ქონებრივი და სამართლებრივი დავა. ასევე დადასტურებულია ნ-------–------ას მიერ საკუთრების მოპოვების ფაქტი, 1/2 ნაწილზე. 3.2.3. სასამართლო ადგენს სადაო გარემოებას, რომ ცალმხრივად გაუქმებულია და დარღვეული მის მიერ აღნიშნული შეთანხმება. თუმცა, ამავე დროს მსჯელობს, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახამად იგი ნამდვილი ხელშეკრულებაა. თუ ხელშეკრულება ნამდვილია და კანონიერ ძალაშია, მაშინ ყველა დავა მხარეებს შორის უნდა შეწყდეს, რის გამოც არ არსებობს ამ საქმის გამხილვის წინაპირობა. 3.2.4. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში უზენაეს სასამართლოს მიერ 2014 წლის 1 დეკემბრის შეთანხმებაზე მსჯელობის საწინააღმდეგოდ სასამართლო მიუთითებს, რომ მან ხელშეკრულება დააარღვია და აქედან გამომდინარე საქმე არ შეწყვიტა. მას ხელშეკრულება არ დაურღვევია, რადგან მოსარჩელის მიერ სარჩელი სასამართლოში შეტანილია, მისი გამოსახლების მოთხოვნით სარჩელის შეტანამდე, ორივე ნ-------–------ას და ნ----- კ--–-------ს მიერ თანხის დაკისრების მოთხოვნით. 3.2.5. სასამართლომ უნდა გაარკვიოს რა თანხა გადაუგზავნა მოსარჩელემ და რა დანიშნულებით. მოსარჩელე ამბობს, რომ მას თანხა ასესხა. ასევე ადასტურებს, რომ თანხა სახლის შესაძენად გადასცა. თუმცა, სასამართლომ არც ერთი გაიზიარა და არც მეორე. 3.2.6. სასამართლომ ჩათვალა, რომ იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა და არ გაიზიარა მათი პოზიცია, რომ ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ საბერძნეთში, ჰყავთ ერთი შვილი და ჰქონდათ საერთო მეურნეობა, ამავე დროს ჯვარი ჰქონდათ დაწერილი. 3.2.7. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოწმე ია გ---------ის და გ--------------ის ჩვენებები, რომლებმაც განმარტეს, რომ იგი 6 წლის განმავლობაში მუშაობდა საბერძნეთში და მისი ყოველთვიური შემოსავალი მერყეობადა 1000-დან 1200 ევრომდე. ამდენად, იგი არ იყო დამოკიდებული ნანა და ნ----- კ--–-------ს შემოსავალზე. 3.3. აპელანტმა ასევე მოითხოვა 31.05.2018წ. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შესაგებელში მითითებული მოწმეების დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე საოქმო განჩინების გაუქმება და ამ მოწმეთა დაკითხვა. კერძოდ ქ------- გ---------ის, ე-–---------------ის, ლ---–-------------ს დაკითხვა. 3.3.1. შუამდგომლობა აღნიშნული მოწმეების დაკითხვის თაობაზე დაყენებული იყო კანონით დადგენილი წესით. სამართალწაროება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით. ამდენად, ამ მოწმეთა დაკითხვის შესახებ სასამართლოს მიერ უარის თქმა არის საპროცესო ნორმის დარღვევა. 3.4. აპელანტმა ასევე მოითხოვა 07.06.2018წ. საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების დოკუმენტების დაუშვებელ მტკიცულებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება, რომელიც დაყენებული იქნა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე. აღნიშნული დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი ქართულ ენაზე მაშინ, როდესაც სასამართლოში სამართალწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ქართულ ენაზე. სამართლებრივი საფუძვლები 3.5. სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპი. მტკიცებულებათა წარმოდგენის, დასაშვებობის გაზიარების და შეფასების ნაწილში. 3.6. იმ შემთხვევაშიც თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო უარი უნდა ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. 3.7. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოწმეთა ჩვენებები. 3.8. სსკ-ის 102-ე; 103-ე მუხლების გამოყენების საფუძველზე სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ ნ-------–------ას თანხა არ გადაუგზავნია. წარმოდგენილი მტკიცებულება არ შეესაბამება სსკ-ის დადგენილ ნორმებს. 3.9. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ნ-------–------ა (მოსარჩელე) და კ------------ე გ---------ე (აპელანტი) 2010 წლის 3 ოქტომბერს საბერძნეთის რესპუბლიკაში დაქორწინდნენ რელიგიური წესით. 4.2. 2010 წლის 25 ოქტომბერს მათ შეეძინათ შვილი, რომელიც, ამჟამად, მოსარჩელესთან ცხოვრობს. 4.3. ბავშვის დაბადების შემდეგ აპელანტი დაბრუნდა საქართველოში და მას 2011 წლის 4 სექტემბრიდან 2011 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელემ ბინის შესაძენად გადმოუგზავნა 17 636 ევრო. 4.4. 2011 წლის 8 დეკემბერს აპელანტმა 39000 აშშ დოლარად ამჟამად N0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა შეიძინა. 4.5. აღნიშნული ბინა საჯარო რეესტრში აპელანტის საკუთრებად დარეგისტრირდა, თუმცა დღესდღეობით მას მოსარჩელე ფლობს. 4.6. მოსარჩელის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2014 წლის 1 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო წერილობითი „შეთანხმება“. 4.7. ამ შეთანხმების თანახმად, აპელანტმა იკისრა მოსარჩელისათვის ბინის 1/2 ნაწილის ჩუქების ვალდებულება. მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ მათ შორის ქონებრივი დავები აღარ იარსებებდა. 4.8. ამის მიუხედავად, აპელანტმა სარჩელი აღძრა მოსარჩელის წინააღმდეგ და მოითხოვა მისი უკანონო მფლობელობიდან ზემოხსენებული ბინის გამოთხოვა. 4.9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიმართ აპელანტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 4.10. ეს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინებით. 4.11. ამასთან, ზემოხსენებულ განჩინებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 1 დეკემბერს დადებული შეთანხმება ნამდვილი იყო. 4.11.1. საკასაციო პალატის განმარტებით: „მოცემული შეთანხმებით მოსარჩელემ დაადასტურა პირველი მოპასუხის მიერ შეთანხმებაში მითითებული უძრავი ნივთის ½ ნაწილზე საკუთრების უფლების მოპოვების ფაქტი... ვინაიდან მან არ შეასრულა შეთანხმებით განსაზღვრული პირობა (საკუთრებაში არ გადასცა პირველ მოპასუხეს შეთანხმებით განსაზღვრული ქონების ნაწილი), პირველ მოპასუხეს უფლება ჰქონდა სასამართლოს მეშვეობით მოეთხოვა ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა“. 4.11.2. საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორის, ამჟამად - აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის დადებული 2014 წლის 1 დეკემბრის შეთანხმება ნამდვილი არ იყო მოსარჩელის მიერ მისი ცალმხრივად გაუქმების გამო და აღნიშნა რომ: „მხარეთა შორის ორმხრივი შეთანხმების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმებას სამოქალაქო კანონმდებლობა არ იცნობს. ამ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების ერთი მხარის ხელშეკრულებიდან გასვლა, თუმცა მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება არ ექცევა სამოქალაქო კოდექსის 352-ე (ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები) ან 405-ე (ვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების დროს) მუხლების მოქმედების სფეროში. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, 2014 წლის 1 დეკემბრის შეთანხმება არის სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით განსაზღვრული იმ სახის ხელშეკრულება, რომელიც მართალია პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. აღნიშნული ხელშეკრულებით კი, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოხდა იმ ფაქტის კონსტანტირება, რომ მხარეებმა ნამდვილად შეიძინეს კერძო საკუთრება და მეორე მხარეს (მოპასუხეს) აქვს ამ ქონების ½ ნაწილზე საკუთრების მოთხოვნის უფლება“. 4.11.3. საკასაციო პალატის პოზიციით: „მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს წარმოეშვა ვალდებულება გადაეცა პირველი მოპასუხისთვის ქონების 1/2 ნაწილზე საკუთრება, შესაბამისად, ეს იყო გარიგება, რომლითაც მოთხოვნის უფლება წარმოეშვა პირველ მოპასუხეს“. 4.12. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ აპელანტისათვის სადავო თანხის გადარიცხვის სანაცვლოდ მოსარჩელემ ბინაზე საკუთრების მოთხოვნის ნამდვილი უფლება წარმოეშვა. სამართლებრივი დასაბუთება 4.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ... სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. 4.13.1. დადგენილია, რომ უკვე განხილულ სამოქალაქო საქმეში იგივე მხარეები მონაწილეობდნენ და ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. 4.13.2. ამის შესაბამისად, ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებსა და სამართლებრივ ურთიერთობებს მხარეები სადავოდ ვეღარ გახდიან. 4.14. როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუპრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე, ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოების შინაარსს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი“ - (იხ. სუსგ №ას-824-790-2016, 23.12.2016 წ. ასევე - №ას-1063-2018, 6.11.2018 წ.). 4.15. დადგენილია, რომ უკვე განხილულ საქმეში მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრა იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამინდელმა მოსარჩელემ აპელანტის მიერ შეძენილ ბინაზე საკუთრების მოთხოვნის უფლება შეიძინა. 4.15.1. ამის შესაბამისად, ზემოხსენებულ ფაქტს მოცემული დავისათვის პრეიუდიციული ძალა აქვს. 4.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესრულების კონდიქციის საფუძველზე მიმღებს მიღებულის დაბრუნება ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. 4.16.1. დადგენილია, რომ მოსარჩელემ აპელანტს თანხა სამართლებრივი საფუძვლით გადაურიცხა და ამ შესრულებას შესაბამისი შედეგი - ქონებაზე საკუთრების მოთხოვნის უფლების წარმოშობა მოჰყვა. 4.16.2. ეს ნიშნავს, რომ სადავო გადარიცხვებით აპელანტი მოსარჩელის ხარჯზე უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა და, ამიტომ, მოსარჩელეს აპელანტის მიმართ მოთხოვნის უფლება არ გააჩნია. 4.17. მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა აღნიშნული გარემოება 2014 წლის 1 დეკემბრის სამართლებრივი ძალის მქონე შეთანხმებით დაადასტურეს და იქვე განმარტეს, რომ ამ შეთანხმების დარღვევით გამოწვეული დავის გარდა, სხვა ქონებრივი დავა მათ შორის აღარ იარსებებდა. 4.17.1. პალატის აზრით, ამ პირობით მხარეებმა სწორედ სადავო გადარიცხვებით წარმოშობილ სამართალურთიერთობები მოაწესრიგეს. 4.18. ამის შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სარჩელი შეცდომით დააკმაყოფილა. 4.19. პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ კონდიქციური სამართალურთიერთობებიდან წარმოშობილ მოთხოვნებზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო ვადა ვრცელდება და სადავო გადარიცხვებიდან სარჩელის აღძვრამდე ეს ვადა დარღვეული არ ყოფილა. 4.19.1. თუმცა, რადგან სარჩელი უსაფუძვლო იყო, მხოლოდ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვა მის დაკმაყოფილებას, ცხადია, ვერ გამოიწვევდა. 4.20. ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ კ------------ე გ---------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და ნ-------–------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ნ-------–------ას კ------------ე გ---------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1976+50=2026 ლარის ანაზღაურება. 6.2. ნ-------–------ას კ------------ე გ---------ის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ წარმომდგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 500 ლარის ანაზღაურება.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და უნდა მოეხსნას ყადაღა კ------------ე გ---------ის კუთვნილ #0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. კ------------ე გ---------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება;

3. ნ-------–------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ნ-------–------ას კ------------ე გ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2026 ლარის გადახდა;

5. ნ-------–------ას კ------------ე გ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 500 ლარის გადახდა;

6. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნას ყადაღა კ------------ე გ---------ის კუთვნილ #0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე