განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2019
საქმის ნომერი
120210017002055949
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120210017002055949

საქმე №2ბ/4783-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

14 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - ირაკლი ბონდარენკო

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

ნატალია ნაზღაიძე

 

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი, მედეა წიკლაური

 

აპელანტი - ს----- გ---------ი

წარმომადგენელი - ე---------- ა-----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ----- გ---------ი, თ-------- გ---------ი

წარმომადგენელი - კ------- მ----------ი

 

მესამე პირი - ა-------- მუნიციპალიტეტეის გამგეობა

წარმომადგენელი - მ------- გ-----------ი

 

დავის საგანი - საკომლო ჩანაწერის გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს----- გ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ა-------- რაიონის სოფელ უ---- სასოფლო საბჭოს/საკრებულოს სოფ. უ---- საკომლო წიგნში - ს----- გ---------ის კომლში 1986-1994 და 2001-2005 წლებში არსებული ჩანაწერი მ------- გ-------ს ასული გ---------ის კომლში რეგისტრაციის თაობაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მოსარჩელე ს----- გ---------ის აწ გარდაცვლილი შვილი გ------- გ---------ი და მოპასუხე ნ----- გ---------ი 1991 წლის 05 ივნისიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა N4-----, გაცემული უ---- სასოფლო საბჭოს მიერ (იხ. საქმის ფურცელი ტ.1 გვ.105);

- ახალციხის რაიონული სასამართლოს 05.09.2017წ N3------- გადაწყვეტილება (იხ. საქმის ფურცელი ტ.1 გვ.107-112);

 

2.2. გ------- გ---------ს და ნ----- გ---------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 1------–-–---------------- თ-------- გ---------ი და 1------–-–------------------–- მ------- გ---------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ------ გ---------ის დაბადების მოწმობა N------ (იხ. საქმის ფურცელი ტ.1 გვ.106);

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.3. გ------- გ---------ი გარდაიცვალა 2----–-–---------–---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გარდაცვალების მოწმობა N----------- (იხ. საქმის ფურცელი ტ.1 გვ.24);

 

2.4. ა-------- რაიონის სოფელ უ---- მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1997 წლის 19 ივნისს ს----- გ---------ის სახელზე გაიცა მიწის მიღება-ჩაბარების N--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

1997 წლის 19 ივნისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N-- (იხ. საქმის ფურცელი ტ.1 გვ.25).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.5. ახალციხის რეგიონულ არქივში დაცული ა-------- რაიონის სოფელ უ---- საბჭოს/საკრებულოს, კერძოდ სოფელ უ---- 1986-1994 წლის საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ---------ი ს----- პ------- ძე - ოჯახის უფროსი. კომლში ირიცხებიან: 1. გ---------ი ს----- პ------- ძე - ოჯახის უფროსი; 2. გ---------ი მ------ ა-------ს ას - ცოლი; 3. გ---------ი ლ---------ის ას - შვილი (გადახაზული), 4. გ---------ი გ------- ს-----ის ძე -შვილი, 5. გ---------ი ნ----- ა-–----------ს (დოკუმენტში ასეა) - რძალი, 6. გ---------ი თ-------- გ------- (დოკუმენტში ასეა) -შვილისშვილი, 7.გ---------ი მ------ გ------- ასული - შვილისშვილი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ახალციხის არქივის 03.04.2017წ. NA-------------- (იხ. საქმის ფურცელი ტ.1 გვ.18).

 

2.6. ახალციხის რეგიონულ არქივში დაცული ა-------- რაიონის სოფელ უ---- საბჭოს/საკრებულოს, კერძოდ სოფელ უ---- 2001-2005 წლის საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ---------ი ს----- პ------- ძე - ოჯახის უფროსი. კომლში ირიცხებიან: 1. გ---------ი ს----- ა-–-------რ (დოკუმენტში ასეა)- უფროსი; 2. გ---------ი მ------ ა-------ს (დოკუმენტში ასეა) - ცოლი; 3. გ---------ი გ------- ს-----ის (დოკუმენტში ასეა) -შვილი, (გადახაზულია, გარდაიცვალა), 4. გ---------ი ნ----- ა-–-------რი (დოკუმენტში ასეა) - რძალი, 5. გ---------ი თ-------- გ------- (დოკუმენტში ასეა) - შვილისშვილი, 6. გ---------ი მ------ გ------ (დოკუმენტში ასე) - შვილისშვილი;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. დღეისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ.

 

სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, მხარეთა შორის ურთიერთობები წარმოშობილია, როგორც 1997 წლის 25 ნოემბრამდე, ისე მის შემდეგ, განსახილველ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც 1964 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ისე 1997 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო კოდექსი.

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122–ე და 125-ე მუხლების თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ, ამასთან კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანს და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნოდათ.

 

ამავე კოდექსის 123-ე მუხლიდან გამომდინარე, კომლის წევრს წარმოადგენდა პირი, რომელიც ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა საკოლმეურნეო ქონებას კომლის ყველა წევრის თანხმობით.

 

- ვინაიდან, წარმოდგენილი საკომლო წიგნების ჩანაწერების საარქივო ცნობების თანახმად, ს----- გ---------ის კომლი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს, მასზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო სამართლის კოდექსით საკოლმეურნეო კომლისათვის განსაზღვრული წესები.

 

2.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ" მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. ამ დროიდან საკოლმეურნეო კომლებს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და არსებობა შეწყვიტა. ხოლო ქონება, რომელიც კომლის ქონებას და შესაბამისად კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, სამოქალაქო კოდექსის (1964 წ. რედ) 122- 125-ე მუხლების შესაბამისად თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა იმ პირებზე, რომელიც იმ პერიოდისთვის კომლის წევრები იყვნენ. შესაბამისად ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროისათვის.

 

-დადგენილია, რომ როდესაც კოლმეურნეობები გაუქმდა, გაუქმდა ს----- გ---------ის საკოლმეურნეო კომლიც და კომლის საერთო ქონება გადაიქცა ამ პერიოდში ს----- გ---------ის კომლში მცხოვრები წევრების თანასაკუთრებად.

 

-დადგენილია, რომ ა-------- რაიონის სოფელ უ---- მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1997 წლის 19 ივნისს ს----- გ---------ს და მის ოჯახს, ანუ ამ პერიოდისათვის ოჯახში მცხოვრებ წევრებს მიწის მიღება-ჩაბარების №-- აქტის საფუძველზე გადაეცა მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების თანახმად, როდესაც 1993 წლიდან საკოლმეურნეო კომლმა არსებობა შეწყვიტა, კომლის ქონება თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა იმ პირებზე, რომელიც იმ პერიოდისთვის კომლის წევრები იყვნენ. შესაბამისად ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროისათვის. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ იმ დროსათვის ს----- გ---------ის კომლის წევრები იყვნენ ნ----- და თ-------- გ---------ები. რაც შეეხება მ------- გ---------ს, ამავე საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ------- გ---------ი დაიბადა 1-----–-–------------------–-. ამდენად, იგი კომლის გაუქმების და მიწის ნაკვეთის გადაცემის პერიოდისათვის ვერ იქნებოდა ს----- გ---------ის კომლის წევრი და შესაბამისად, მას არ მიუღია თანასაკუთრების უფლება კომლის ქონებაზე და ის არ წარმოადგენს სადაო ქონების თანამესაკუთრეს.

 

2.10. სასამართლომ არ გაიზიარა, მოსარჩელის პოზიცია, რომ მიწის მიღება- ჩაბარების აქტით უძრავი ქონება მხოლოდ ს----- გ---------ს გადაეცა საკუთრებაში და მის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოდგენდა მიწის ნაკვეთი. ასევე იმ გარემოებას, რომ ვინაიდან მოპასუხეებმა ბინა მიიღეს ქ. ახალციხეში აღნიშნული გარემოება წარმოადგენდეს მათ ამორიცხვას საკომლო ჩანაწერებიდან. მიწა რეფორმამდე მფლობელობაში ერიცხებოდა კომლს და რეფორმის შედეგად კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთი გადაეცა მთლიანად კომლს და არა ინდივიდუალურად მოსარჩელეს. შესაბამისად იგი, იმ დროისათვის კომლის ყველა წევრის, მათ შორის ნ----- და თ-------- გ---------ების თანასაკუთრებაც გახდა.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით სადავო გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს არ უმსჯელია და არც სამართლებრივი შეფასება არ მიუცია წარდგენილ საარქივო ცნობისათვის რომლითაც დგინდება, რომ ნ----- და თ-------- გ---------ების კომლში რეგისტრაციის საფუძველი არ ფიქსირდება, არ არიან ჩაწერილები როგორც კომლის წევრები და რაც მნიშვნელოვანია მათი რეგისტრაცია განხორციელებულია 1999 წელს, საკომლო წიგნში ცვლილების შეტანის გზით. აპელანტის მითითებით როდესაც კომლის არსებობა შეწყვეტილი იყო, ამ პერიოდში რეგისტრაცია ვერ განხორციელდებოდა ს----- გ---------ის თანხმობის გარეშე, მითუმეტეს რომ ს----- გ---------ის აწ გარდაცვლილი შვილი დაქორწინებამდე უკვე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამხედროს სამსახურში და მისი მეუღლეც ასევე დასაქმებული იყო სამხედრო სამსახურში.

 

3.2. აპელანტის განმარტებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 123-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც კომლის წევრს წაროადგენდა პირი, რომელიც ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა საკოლმეურეო ქონებას კომლის ყველა წევრის თანხმობით. აპელანტის მითითებით საქმეში არ არის მოსარჩელეების მიერ ქონების ფლობის, სარგებლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ან მათ მიერ ქონების განკარგვის შესახებ სხვა დანარჩენი წევრების მიერ გაცემული თანხმობა, აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ნ----- და თ-------- გ---------ების კომლის წევრებად აღიარების საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუU სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.1. საქმეში წარმოდგენილი 03.04.2017წ. საარქივო ცნობის თანახმად ახალციხის რეგიონულ არქივში დაცული ა-------- რაიონის უ---- სასოფლო საბჭოს/საკრებულოს კერძოდ სოფელ უ---- 1986-1994 წწ. საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ---------ი ს----- პ------- ძე. კომლში ირიცხებიან: გ---------ის ს----- პ------- ძე - უფროსი; გ---------ი მ------ ა-------ს ასული - ცოლი; გ---------ი ლ---------ის ას - შვილი (გადახაზულია); გ---------ი გ------- ს-----ის ძე - შვილი; გ---------ი ნ----- ა-–----------ს - რძალი; გ---------ი თ-------- გ-------ს - შვილიშვილი; გ---------ი მ------- გ-------ს ასული - შვილიშვილი.

ამავე საარქივო ცნობის თანახმად 2001-2005 წლის საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ---------ი ს----- პ------- ძე - ოჯახის უფროსი. კომლში ირიცხებიან: 1. გ---------ი ს----- ა-–-------რ (დოკუმენტში ასეა)- უფროსი; 2. გ---------ი მ------ ა-------ს (დოკუმენტში ასეა) - ცოლი; 3. გ---------ი გ------- ს-----ის (დოკუმენტში ასეა) -შვილი, (გადახაზულია, გარდაიცვალა), 4. გ---------ი ნ----- ა-–-------რი (დოკუმენტში ასეა) - რძალი, 5. გ---------ი თ-------- გ------- (დოკუმენტში ასეა) - შვილიშვილი, 6.გ---------ი მ------ გ------ (დოკუმენტში ასეა) - შვილიშვილი.

 

4.1.2. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ თ-------- და ნ----- გ---------ების კომლის წევრებად რეგისტრაცია განხორციელდა 1999 წელს.

 

ამ მიმართებით სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საკომლო ჩანაწერის გაუქმება და უძრავ ნივთის მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ თ-------- გ---------ი და ნ----- გ---------ი მოსარჩელის კომლის წევრებს არ წარმოადგენდნენ, კომლის წევრებად მათი რეგისტრაცია განხორციელდა 1999 წელს კომლში ცვლილების შეტანის საფუძველზე. შესაბამისად, სწორედ ს----- გ---------ის მტკიცების საგანში შედიოდა ზემოაღნიშნული გარემოების სარწმუნოდ დადასტურების ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებად სააპელაციო პალატა ვერ მიიჩნევს საარქივო ცნობას, რადგან მართალია აღნიშნულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ,,სოფელ უ---- 1986-1994 წწ. საკომლო წიგნში ცვლილება შეტანილია 1999 წელს,’’ თუმცა აღიშნული დოკუმენტით არ დასტურდება, რომ საკომლო წიგნში შეტანილი ცვლილება სწორედ მოპასუხე მხარეების კომლში რეგისტრაციას შეეხებოდა და შესაბამისად, მათი ს----- გ---------ის კომლის წევრებად რეგისტრაცია საკომლო წიგნში 1999 წელს განხორცილებული ცვლილების საფუძველზე მოხდა.

 

4.1.3. საქმეში წარმოდგენილი 1997 წლის 19 ივნისს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დასტურდება, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმების შედეგად, ს----- გ---------ის კომლს საკუთრებაში გადაეცა რეფორმამდე სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი და დამატებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთი. მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილ--------- გ---------ის სახელზე.

 

4.1.4. სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე დააკონკრეტა მოთხოვნა და მიუთითა, რომ საკომლო ჩანაწერის გაუქმების მიმართ მისი იურიდიული ინტერესი 1997 წლის 19 ივნისს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებაა. (იხ. სხდომის ოქმი 28.02.2019წ. 15:23:17-15:23:35)

 

4.1.5. პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ 1992 წლის შემდგომ განხორციელებული მიწის რეფორმის შედეგად, თ-------- გ---------ს და ნ----- გ---------ს კომლის ქონებაზე, კომლის დანარჩენ წევრებთან ერთად, საერთო თანასაკუთრების უფლება წარმოეშვათ.

 

„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა.

 

პალატა განმარტავს, რომ მიწის რეფორმა საქართველოში დაიწყო 1992 წელს, რომლის საფუძველი გახდა ნორმატიული აქტები, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის დადგენილება N48 „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის დადგენილება N128 „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე.

 

„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბარე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში.

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის N128 დადგენილების მეორე პუნქტით დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა უნდა განხორციელებულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები დაკმაყოფილდნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ.

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის N148 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთს იღებს დამოუკიდებელი ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრი. მიწის ნაკვეთების მისაღებად მოქალაქეებმა განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინონ ა) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ბ) ცნობა საბაღე ან სააგარაკო ნაკვეთის მფლობელობის შესახებ; გ) ცნობა სამუშაო ადგილიდან ოჯახში შემავალი ყველა სრულწლოვანი წევრისა, რომ არ იღებდნენ სხვა მიწის ნაკვეთს.

 

ზემოაღნიშნული ნორმატიული ბაზის ანალიზის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მიღება - ჩაბარების აქტების საფუძველზე მიწის ნაკვეთი გადაეცემოდა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მიუხედავად ქონების ოჯახის მხოლოდ ერთი სრულწლოვანი წევრისათვის გადაცემისა, აღნიშნულ ქონებაზე უფლებას იძენდნენ ოჯახის სხვა წევრებიც. ამ მიმართებით არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ფაქტს, რომ ნორმატიული აქტით დადგენილი პერიოდისათვის, პირი ოჯახის წევრად უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული (აღრიცხული). ამავე ნორმატიული ბაზიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან დამოუკიდებელ ოჯახად გასულ და რეგისტრირებულ ოჯახს უფლება წარმოეშობოდა სხვა ადგილას მიეღო ასევე ქონება მიღება-ჩაბარების აქტით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმატიული წყაროს მიზანი იყო ოჯახების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწების დაკანონება, ამდენად, აღნიშნული პერიოდისათვის ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლებას იძენდა ამავე ოჯახის ყველა ის წევრი, რომელსაც სხვა მიწის ნაკვეთის მიღებაზე უფლება არ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, აპირებდა თუ არა იგი აღნიშნული უფლების რეალიზებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ #-- მიღება-ჩაბარების აქტით, სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმების შედეგად, ს----- გ---------ს 1997 წელს საკუთრებაში გადაეცა რეფორმამდე სარგებლობაში არსებული და დამატებით გამოყოფილი უძრავი ქონება (ტ. I, ს.ფ. 25). სწორედ მითითებული ქონება წარმოადგენს მხარეთა შორის დავის საგანს.

 

დადგენილია, რომ ს----- გ---------ისთვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე სადავო უძრავი ქონების გადაცემის მომენტისათვის (1997 წელს) მოპასუხეები თ-------- გ---------ი და ნ----- გ---------ი კომლის წევრებად ირიცხებოდნენ. შესაბამისად, მათ კომლის ქონებაზე, კომლის დანარჩენ წევრებთან ერთად, საერთო თანასაკუთრების უფლება წარმოეშვათ.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ს----- გ---------ს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან თ-------- გ---------ს და ნ----- გ---------ს, როგორც კომლის წევრებს, ს----- გ---------ის კომლის ქონებზე თანსაკუთრების უფლება გააჩნიათ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი’’ პუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) შეადგენს – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი 10.04.2018წ. აუდიტორული დასკვნით ირკვევა, რომ მთლიანი უძრავი ქონების ღირებულება განსაზღვრულია 7800 ლარით. აღსანიშნავია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია უძრავი ნივთის მთლიანი ღირებულების შესაბამისად. საკომლო წიგნის გაუქმების მიმართ მოსარჩელის/აპელანტის ინტერესის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ს----- გ---------ი სადავოდ ხდის უძრავ ნივთთან მიმართებით ნ----- გ---------ის და თ-------- გ---------ის უფლებას. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია ზედმეტად, რადგან როგორც აღინიშნა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მთლიანი უძრავი ქონების ღირებულების მიხედვით. საბოლოოდ, პალატა მიიჩნევს, რომ ს----- გ---------ს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფი ბაჟის ანგარიშში სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 162 ლარი, დარჩენი სხვაობა კი 150 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს ბიუჯეტში .

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს----- გ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3. ს----- გ---------ს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფი ბაჟის ანგარიშში სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს 162 ლარი.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო

 

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

 

ნატალია ნაზღაიძე