განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/234-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე
აპელანტი - ს----------–---------------–ი გ-----------ისა და ი--------------------ის ს------------;
წარმომადგენელი - ზ-------------–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარეები – ზ---- მ-------–---–ი, ნ-----–---- ნ------–---–ი;
წარმომადგენელი - ვ--------–------–--ე;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ს----------–---------------–ი გ-----------ისა და ი--------------------ის ს------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხებს ზ---- მ-------–---–სა და ნ-----–---- ნ------–---–ს სოლიდარულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ - 1 950 ლარის გადახდა.
2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2----–-–-------------ს, ს----------–---------------–ი გ-----------ისა და ი--------------------ის ს------------სა და შპს სადაზღვევო კომპანია „--–---ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, დაზღვეულ იქნა ს------------ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა H-----------, სახელმწიფო ნომრით H------, ვინკოდი -------------------. ხელშეკრულების 8.1 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი შემთხვევაზე, რომელსაც შედეგად მოჰყვა გასაღების ავტომობილში დატოვებას, გასაღების არაუფლებამოილი მძღოლისათვის გადაცემას, მათ შორის გასაღების ნებისმიერი დაცვის, პარკირების ან სხვა მსგავსი სამსახურისათვის გადაცემას, შუშების ჩაწეულ მდგომარეობაში ან კარების ღიად დატოვებას.
2.2. 2----–-–----------------–ს, ზ---- მ-------–---–მა, რომელიც წარმოადგენდა ს------------ს ი--------------------ის გ-----------ის დ-------------------------------------–---------–-------–--------–----–ს, ს----------–---------------–ი გ-----------ისა და ი--------------------ის ს------------ს ეზოსთან არსებულ სამრეცხაოში ნ-----–---- ნ------–---–ს, დასუფთავების მიზნით, ჩააბარა ავტომანქანა H-----------. ნ-----–---- ნ------–---–ი უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე დაეუფლა ავტომანქანას და ვ-–----–----–-------------ე გადაადგილების დროს შეეჯეხა მის წინ მოძრავ ავტომანქანას.
2.3. შპს სადაზღვევო კომპანია „--–---მ“ ს----------–---------------–ი გ-----------ისა და ი--------------------ის ს------------ს ხელშეკრულების 8.1 პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან, ავტომანქანას მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი, უარი განუცხადა იმ ზიანის ანაზღაურებაზე, რაც შედეგად მოჰყვა ავტომანქანა H----------- დაზიანებას.
2.4. სს „----------------------------–--ს“ მიერ ავტომანქანა H-----------, სახელმწიფო ნომრით H------, ვინკოდი ------------------- შეკეთების ხარჯმა 3036.20 ლარი.
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგინდა, რომ ავტომანქანა H----------- დაზიანებით ს----------–---------------–ი გ-----------ისა და ი--------------------ის ს------------ს მიადგა 1950 ლარის ოდენობით ზიანი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. დადგენილია, რომ 2----–-–----------------–ს, ზ---- მ-------–---–მა, რომელიც წარმოადგენდა ს------------ს ი--------------------ის გ-----------ის დ-------------------------------------–---------–-------–--------–----–ს, ს----------–---------------–ი გ-----------ისა და ი--------------------ის ს------------ს ეზოსთან არსებული სამრეცხაოს თანამშრომელ - ნ-----–---- ნ------–---–ს, დასუფთავების მიზნით, ჩააბარა ავტომანქანა H----------- და ამ ავტომანქანის გასაღები. ნ-----–---- ნ------–---–ი უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე დაეუფლა ავტომანქანას და ვ-–----–----–-------------ე გადაადგილების დროს შეეჯახა მის წინ მოძრავ ავტომანქანას.
ზემოთდასახელებული ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, ირკვევა, რომ ნ-----–---- ნ------–---–მა ს------------ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანით განახორციელა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი. რაც შეეხება, ზ---- მ-------–---–ს, მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმ სამოქალაქო რისკისათვის, რომელიც მან გასწია.
მოპასუხე, რომელიც შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ს------------სთან უნდა გამოეჩინა სათანადო წინდახედულება კონტრაჰენტის შერჩევისას, რომელსაც, როგორც მომსახურების გამწევს (ავტომანქანის დასუფთავება) დაეკისრებოდა იმ უფლება-მოვალეობების განხორციელება, რაც ზეგავლენას მოახდენდა როგორც მომსახურების მიმღების, ასევე, დამსაქმებლის ინტერესებსა და ქონებრივ მდგომარეობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, ს------------ს ყოფილი თანამშრომლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო და გაუფრთხილებელ ქმედებას, რომელმაც გამოიწვია ზიანის დადგომა. სამოქალაქო სამართალში ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის ქონებაზე, ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზ---- მ-------–---–ი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, რომელმაც თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნები დაარღვია უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. შესაბამისად, სამოქალაქო რისკის არასათანადოდ გაწევის უარყოფითი შედეგები, ზ---- მ-------–---–ის უფლება-მოვალეობებზეც უნდა აისახოს.
2.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეების მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას და მიზეზობრივი კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანი. ამასთან, საყურადღებოა, რომ სკ-ის 998-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან ზიანის დადგომაში მონაწილეობდა რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
2.8. საქმეში წარმოდგენილია ინვოისი, რომლის მიხედვითაც, სს „----------------------------–--ს“ მიერ ავტომანქანა H-----------, სახელმწიფო ნომრით H------, ვინკოდი ------------------- შეკეთების ხარჯმა 3036.20 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით კი დადგენილია, რომ ავტომანქანა H----------- დაზიანებით ს----------–---------------–ი გ-----------ისა და ი--------------------ის ს------------ს მიადგა 1950 ლარის ოდენობით ზიანი. სასამართლო ზიანის ოდენობის შეფასებისას, მიზანშეწონილად მიიჩნევს დაეყრდნოს წარმოდგენილ განაჩენს, რაც გახდა პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი მასში მითითებული ზიანის მიყენებისათვის, რაც 1950 ლარია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს----------–---------------–ი გ-----------ისა და ი--------------------ის ს------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეებს ზ---- მ-------–---–სა და ნ-----–---- ნ------–---–ს სოლიდარულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 1 950 ლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ს------------ს მიერ, დაზიანებული ავტომანქანის (-------------, სახ. ნომრით N------) შეკეთებისათვის გაწეული ფაქტობრივი ხარჯების ოდენობა დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებით (სს "----------------------------–--ს" ინვოისი), რომლის თანახმადაც, ს------------ს მიერ ავტომანქანის შესაკეთებლად გაწეულმა ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა 3036.20 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული თუ რატომ არ იქნა მხედველობაში მიღებული ს------------ს მიერ მოწინააღმდეგეების მიერ დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობა, მაშინ როდესაც სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ს------------ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანის დაზიანების ფაქტი. სასამართლო მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა განაჩენში მითითებულ ზიანის ოდენობას, რომლის შესახებ ს------------სთვის ცნობილი გახდა მხოლოდ აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის დროს და გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე მიეთითა აღნიშნული თანხა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარის მიერ ს------------სთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენის ნაწილში და მიღებულ იქნეს აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება, ს------------ს მიერ ავტომანქანის შესაკეთებლად ფაქტობრივად გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, კერძოდ, 3036.20 ლარის ანაზღაურების შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წინამდებარე განჩინებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რასთან დაკავშირებითაც, პალატა მიუთითებს შემდეგს:
კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით (შდრ. ლილუაშვილი თ., ლილუაშვილი გ., ხრუსტალი ვ., ძლიერიშვილი ზ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 1 ნაწილი, თბილისი, 2014, გამომცემლობა „სამართალი“, გვ: 259, 284, 308).
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, კერძოდ: საქმეში წარმოდგენილია ინვოისი, რომლის მიხედვითაც, სს „----------------------------–--ს“ მიერ ავტომანქანა H-----------, სახელმწიფო ნომრით H------, ვინკოდი ------------------- შეკეთების ხარჯმა შეადგინა 3036.20 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით კი, დადგენილია, რომ ავტომანქანა H----------- დაზიანებით ს----------–---------------–ი გ-----------ისა და ი--------------------ის ს------------ს მიადგა 1950 ლარის ოდენობით ზიანი. პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მართებულად დაეყრდნო კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს. აპელანტს არ მიუთითებია ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის პრეტენზიას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სწორად დაადგინა მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------–---------------–ი გ-----------ისა და ი--------------------ის ს------------ს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დასახელებული კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, ხოლო აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს----------–---------------–ი გ-----------ისა და ი--------------------ის ს------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა გოგიშვილი