განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.02.2019
საქმის ნომერი
130210017002136546
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/2131-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე - ანა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - შპს „-------------------------------------------ი“;

წარმომადგენელი - ო-–---------–--ე, მ--------------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ------- შ---–--ე, თ----- ქ-------ე, მ-----ე შ---–--ე, მ--- შ---–--ე;

წარმომადგენელი - ქ--------------–--ე;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება;

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

1.1. აპელანტ - შპს „-------------------------------------------ის“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

მ------- შ---–--ის, თ----- ქ-------ის, მ-----ე შ---–--ის და მ--- შ---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ”-------------------------------------------ს" მ------- შ---–--ის, თ----- ქ-------ის, მ-----ე შ---–--ის და მ--- შ---–--ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მიყენებული ზიანის თანხა 13 565 ლარი და 22 თეთრი. მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ს" მ------- შ---–--ის, თ----- ქ-------ის, მ-----ე შ---–--ის და მ--- შ---–--ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯი - 200 ლარი, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 300 ლარი, ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 300 ლარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ი" ხ-–------------–----–----------------–----–----ში აწარმოებს ს--------------------ის მშენებლობას, მშენებლობის პროცესში გამოიყენება, მ-–-----–- ა--------ები.

 

2.2. მოსარჩელეების თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-–------------–----–----------------–----–----ში.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.3. ხ-–------------–----–----------------–----–----ში მდებარე მ------- შ---–--ის, თ----- ქ-------ის, მ-----ე შ---–--ის და მ--- შ---–--ის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ის" მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელებული სისტემატიურად გარკვეული სიხშირით წარმოებული მ-–----–ა ა--------ების შედეგად.

 

2.4. ხ-–------------–----–----------------–----–----ში მდებარე მ------- შ---–--ის, თ----- ქ-------ის, მ-----ე შ---–--ის და მ--- შ---–--ის საცხოვრებელი სახლი საჭიროებს აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებს.

 

2.5. ხ-–------------–----–----------------–----–----ში მდებარე მ------- შ---–--ის, თ----- ქ-------ის, მ-----ე შ---–--ის და მ--- შ---–--ის საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერების ხარჯები მთლიანობაში შეადგენს 13 565 ლარს და 22 თეთრს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-–------------–----–----------------–----–----ში. ამავე სოფლის ტერიტორიაზე მოპასუხე აწარმოებს ს--------------------ის გაყვანის სამუშაოებს, რა დროსაც იყენებენ მ-–-----–- ა--------ებს. მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა სისტემატიურმა ა--------ებმა გამოიწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირება და მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებები, რაც დადასტურებულია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით.

 

ინდივიდუალური მეწარმე ზ-------------–--ის მიერ მომზადებული აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ს--------------------ის სამშენებლო სამუშაოების შედეგად მ------- შ---–--ის, თ----- ქ-------ის, მ-----ე შ---–--ის და მ--- შ---–--ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 13 565 ლარი და 22 თეთრი.

 

მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელის სახლს გ------ში წარმოებული ა--------ები ზიანს ვერ მიაყენებდა მის საცხოვრებელ სახლს, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეთა ბინაზე მიყენებული დაზიანებები გამოწვეულია გ------ის მშენებლობის პროცესში წარმოებული ა--------ითი სამუშაოების შედეგად.

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხ-–------------–----–----------------–----–----ში მდებარე მ------- შ---–--ის, თ----- ქ-------ის, მ-----ე შ---–--ისა და მ--- შ---–--ის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ის" მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში. დადგენილია, რომ ხ-–------------–----–----------------–----–----ში მდებარე მ------- შ---–--ის, თ----- ქ-------ის, მ-----ე შ---–--ისა და მ--- შ---–--ის საცხოვრებელი სახლი საჭიროებს აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებს და ასევე დადგენილია, რომ ხ-–------------–----–----------------–----–----ში მდებარე მ------- შ---–--ის, თ----- ქ-------ის, მ-----ე შ---–--ისა და მ--- შ---–--ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 13 565 ლარი და 22 თეთრი.

 

სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ გაცემული დასკვნით დადგენილია მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლზე არსებულ დაზიანებებს შორის. სხვა რაიმე მიზეზი დაზიანებისა დადგენილი არ არის. ის გარემოება, რომ კომპანია "ე----------ს" დასკვნით ა--------ები წარმოებდა დაშვებული ნორმების ფარგლებში, რასაც არ შეეძლო გამოეწვია სახლების დაზიანება - ვერ იქნება გაზიარებული. ა--------ები იყო მრავალჯერადი სიხშირის და არა ერთჯერადი, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას შესაბამისად დაზიანებების წარმოშობას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში მ------- შ---–--ე, თ----- ქ-------ე, მ-----ე შ---–--ე და მ--- შ---–--ე უფლებამოსილები არიან შპს "ჩ------------------------------------------ს" მოსთხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რამდენადაც ადგილი აქვს ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოპასუხე მხარისთვის დაკისრების კანონით გათვალისწინებულ აუცილებელ წინაპირობებს და 992-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძველს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხ-–------------–----–----------------–----–----ში მდებარე მ------- შ---–--ის, თ----- ქ-------ის, მ-----ე შ---–--ისა და მ--- შ---–--ის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ის" მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების შედეგად.

 

სასამართლომ მოახდინა, რა ადგილობრივი დათვალიერება დარწმუნდა, რომ მოსარჩელე მ------- შ---–--ის, თ----- ქ-------ის, მ-----ე შ---–--ისა და მ--- შ---–--ის სახლის გარეთა კედლებზე ნამდვილად აღინიშნება ვერტიკალური ბზარები, მისაღებ ოთახში ასევე აღინიშნება ვერტიკალური ბზარები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა რომ ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის მოპასუხეს, რომლის მიერ წარმოებულმა ხშირმა, სისტემატიურ ა--------ებით გამოწვეულმა ვიბრაციამ გამოიწვია სახლის დაზიანება. სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ კომპანია "ე----------ს" დასკვნის მიხედვით ა--------ები წარმოებდა რა დასაშვები ლიმიტის ფარგლებში, ამასთან მოსარჩელეთა სახლი არ მდებარეობდა ზემოქმედების ზონაში - მას არ შეეძლო გამოეწვია მოსარჩელეთა სახლის დაზიანება, რადგან, როგორც დადასტურდა ა--------ებს ჰქონდა არა ერთჯერადი, არამედ სისტემატიური - მრვალჯერადი ხასიათი, რამაც, როგორც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება გამოიწვია მოსარჩელეთა სახლის დაზიანება. სხვა, რაიმე მიზეზი მოსარჩელეთა სახლის დაზიანებისა დადასტურებულ ვერ იქნა, რის გამოც სასამართლო უდაოდ დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელის ბრალეულობას ზიანის წარმოშობაში.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კომპანია "ე----------ს" დასკვნა, რომ მ------- შ---–--ის სახლი მდებარეობს სოფელ ქ--–----ში მშენებარე N- გ------ის ა---------–-------------–----------–----------–--- მხარეს, დახრილი მანძილი გ------ის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 4-- მეტრი, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი არის 5-- მეტრი ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე, რაც თითქოსდა გამორიცხავს მოპასუხის ბრალეულობას მიყენებულ ზიანში, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მოპასუხის ბრალეულობა დადგენილია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, რაც სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა დაადასტურეს ზიანის ფაქტი. შპს "ჩ------------------------------------------ის" ბრალი მიყენებულ ზიანში. მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------მა" ვერ დაადასტურა დამდგარი ზიანის მიმართ მისი ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოებები, კერძოდ, სასამართლომ გაიზიარა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა ზიანის წარმოშობაში მოპასუხის ბრალეულობის შესახებ, შესაძლებელია, რომ ა--------ები მართლაც წარმოებდა დასაშვები ნორმების ფარგლებში, მაგრამ ა--------ათა სისტემატიურობა და სიხშირე იწვევდა ვიბრაციულ, დინამიურ დატვირთვებს, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელეთა სახლის დაზიანება, რაც დასტურდება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ-–------------–----–----------------–----–----ში მდებარე მ------- შ---–--ის, თ----- ქ-------ის, მ-----ე შ---–--ის და მ--- ქ-------ის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს ,,ჩ------------------------------------------ის“ მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების პროცესში წარმოებული მ-–-----–- ა--------ების შედეგად. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ეყრდნობა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------ს N#0-------- დასკვნას.

 

ის გარემოება, რომ კომპანია ,,ე----------ს“ დასკვნით ა--------ები წარმოებდა დადგენილი ნორმის ფარგლებში რასაც არ შეეძლო გამოეწვია სახლების დაზიანება ვერ იქნება გაზიარებულლი, ვინაიდან, ეს ა--------ები იყო მრავალჯერადი სიხშირის და არა ერთჯერადი, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას, შესაბამისად დაზიანებების წარმოშობას. სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება კომპანია ,,ე----------ს" დასკვნებს, იმასთან დაკავშირებით, რომ ა--------ები წარმოებდა რა დასაშვები ლიმიტის ფარგლებში და მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი არ მდებარეობდა ზემოქმედების ზონაში მას არ შეეძლო მოსარჩელეთა სახლის დაზიანება და ის ფაქტი რომ დახრილი მანძილი გ------ის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 4-- მეტრი, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი არის 5-- მეტრი ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე, რაც გამორიცხავს მოპასუხის ბრალეულობას მოსარჩელის ქონების დაზიანებაში.

 

კომპანიას მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის. შპს ,,ჩ------------------------------------------ის მუდმივმოქმედი ფილიალი“ სოფელ ქ--–----ის ტერიტორიაზე აწარმოებს ს--------------------ების მშენებლობას, მაგრამ ასა--------ელი მასალა გამოიყენებოდა ნორმის ფარგლებში და მას არ შეეძლო ზიანი მიეყენებინა მოსარჩელეთა ქონებისთვის, რასთან დაკავშირებითაც, სასამართლოს წარედგინა ა--------ების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია ,,ე----------ს" მიერ 2----–-–---------–--ის საექსპერტო დასკვნა. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------ს N#0-------- დასკვნა არ არის კატეგორიული, იგი სავარაუდოა და მისი კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებს და მოსარჩელის განმარტებას. აპელანტს მიაჩნია, რომ მის მიერ წარდგენილ იქნა უტყუარი მტკიცებულება ექსპერტის დასკვნის სახით, რომელიც გამორიცხავს კომპანიის ბრალს მოსარჩელის ქონების დაზიანებაში, თუმცა, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა აღნიშნული მტკიცებულებები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ-–----ის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. განსახილველ დავაში, წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული პრეტენზიების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია წარმოადგენს თუ არა შპს „-------------------------------------------ი“ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს. დასახელებული საკითხის კვლევა უნდა განხორციელდეს 992-ე მუხლით დადგენილი ნორმატიული წინაპირობების გათვალისწინებით, უკეთუ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემობები სწორედ ზემოდასხელებული ნორმის კონსტრუქციას შეესაბამება, სახელდობრ:

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემომითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.

 

პალატა განმარტავს, რომ სკ-ის 992-ე მუხლით პირის პირად და პიროვნულ უფლებებთან ერთად დაცულია პირის ინტერესი მატერიალური და არამატერიალური ქონების მიმართ. შესაბამისად, ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ საკუთრების უფლების შელახვით უშუალოდ გამოწვეული ზიანი და შემდგომი თანმდევი ზიანი. ვინაიდან საკუთრების უფლება მოიცავს საკუთრებაში მყოფი ნივთით სარგებლობის უფლებასაც, ანაზღაურებას ექვემდებარება ნივთის დაზიანებით გამოწვეული ზიანი, ე.ი ნივთის სუბსტანციისათვის ზიანის მიყენება (ნივთის გაუფასურება, შეკეთების ხარჯი), ასევე ის ზიანიც, რომელიც გამოიწვია დაზიანებული ნივთით სარგებლობის შეუძლებლობამ (მიუღებელი შემოსავალი). განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა, ნივთის სუბსტანციისათვის მიყენებული ზიანი. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად.

 

კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. მტკიცების ტვირთი დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად გამოიყურება: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და ზიანის ოდენობა, ხოლო მოპასუხემ ქმედების მართლზომიერება ან მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობა.

 

მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

სამოქალაქო პროცესში ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს მცოდნე პირის (ექსპერტის) დასკვნას ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც მოითხოვენ სპეციალურ ცოდნას. ექსპერტიზა არის სასამართლოს ან მხარეების მიერ ექსპერტისათვის წარდგენილი ობიექტების გამოკვლევა, რომელსაც ატარებს ექსპერტი სპეციალური ცოდნისა და მეცნიერული კვლევის საფუძველზე, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების შესახებ ცნობების მისაღებად. პალატა მიიჩნევს, რომ დასკვნების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ორი ძირითადი კრიტერიუმი, კერძოდ, კვლევის ჩამტარებელი სუბიექტი (ობიექტურობის ხარისხის დასადგენად) და გამოსაკვლევი საკითხის მიმართ დასკვნის კატეგორიულობა.

 

კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ექსპერტიზის დასკვნის მიუკერძოებელი ხასიათი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ვლინდება დასმული საკითხებისადმი, იმ პირთა ნეიტრალური დამოკიდებულებით, რომლებიც ატარებენ კვლევას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2----–-–---------------ს დასკვნით ირკვევა, რომ „ხ-–------------–----–-------- სოფ.ქ--–----ში მდებარე მ------- შ---–--ის საკუთრებაში არსებული ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები II-III ხარისხისაა. შენობაში ახალი ბზარები გაჩენილია ს--------------------ის მშენებლობის პროცესში ა--------ითი სამუშაოების შედეგად გამოწვეული დეფორმაციებით. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია თუმცა საჭიროებს დაკვირვებას. ამ მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე. შენობის შიდა სივრცეში გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები)“.

 

რაც შეეხება კომპანია „ე----------ს“ დასკვნას პალატა განმარტავს, შემდეგს: კომპანია „ე----------ს“ დასკვნა შეეხება ზოგადად ს--------------------ის მშენებლობისას ა--------ითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად არ არის მიღებული. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა თავისი მნიშვნელობით ვერ აქარწყლებს კონკრეტული სახლის დათვალიერებისა და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნას, რომელიც აკმაყოფილებს ობიექტურობისა და კატეგორიულობის კრიტერიუმებს. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნით (კომპანია „ე----------ს“ დასკვნა) კონკრეტული შენობა-ნაგებობები არ გამოკვლეულა, არ შესწავლილა მოსარჩელეთა კუთვნილი ქონებების მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი/რეალური ზემოქმედების დაკვირვება, ზემოქმედების ხანგრძლივობის შესწავლა და ა.შ.

 

რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღსანიშნავია შემდეგი: როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს რომ, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. ინდივიდუალური მეწარმე ზ-------------–--ის მიერ მომზადებული აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ს--------------------ის სამშენებლო სამუშაოების შედეგად მ------- შ---–--ის, თ----- ქ-------ის, მ-----ე შ---–--ის და მ--- შ---–--ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 13 565 ლარი და 22 თეთრი. ამდენად, სახეზეა, სკ-ის 992-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები, რის გამოც, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" პუნქტით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. ამავე საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. ამავე საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

 

ზემოდასახელებული ნორმით დადგენილი მართლწესრიგის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მასზე რომ სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს" დასკვნით, მოსარჩელის სახლის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და საჭიროებს აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას. აღნიშნული კი, წარმოადგენს განსაკუთრებულ გარემოებას, რადგან აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ შპს „-------------------------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც, უცვლელად დარჩეს ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „-------------------------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. შპს „-------------------------------------------ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3.1. ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების პუნქტი მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დარჩეს უცვლელი, რაზედაც კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი