განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.02.2019
საქმის ნომერი
130210017002112101
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/837-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე - ანა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - შპს „ჩ------------------------------------------ი“;

წარმომადგენელი - ო-–---------–--ე, მ--------------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - თ------ გ--------–ი;

წარმომადგენელი - მ---------ე;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

1.1. აპელანტ - შპს „ჩ------------------------------------------ის“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თ------ გ--------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ”ჩ------------------------------------------ს" თ------ გ--------–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მიყენებული ზიანის თანხა 15 295 ლარი და 4 თეთრი, ექსპერტიზის ხარჯი - 500 ლარი, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 500 ლარი, ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 300 ლარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ი" ხ-–------------–----–-------ს სოფელ ქ--–----ში აწარმოებს ს------------ გ-------ს მშენებლობას, მშენებლობის პროცესში გამოიყენება, მიწისქვეშა აფეთქებები.

 

2.2. მოსარჩელე თ------ გ--------–ის თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-–------------–----–-------ს სოფელ ქ--–----ში.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.3. ხ-–------------–----–-------ს სოფელ ქ--–----ში მდებარე თ------ გ--------–ის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ის" მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელებული სისტემატიურად, გარკვეული სიხშირით წარმოებული მიწიქვეშა აფეთქებების შედეგად.

 

2.4. ხ-–------------–----–-------ს სოფელ ქ--–----ში მდებარე თ------ გ--------–ის საცხოვრებელი სახლი საჭიროებს აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებს.

 

2.5. ხ-–------------–----–-------ს სოფელ ქ--–----ში მდებარე თ------ გ--------–ის საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერების ხარჯები მთლიანობაში შეადგენს 15 295 ლარს და 04 თეთრს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა განხილულ უნდა იქნეს ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან) გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობად, რამდენადაც მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------მა" მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, რაც გამოიხატა მის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-–------------–----–-------ს სოფელ ქ--–----ში. ამავე სოფლის ტერიტორიაზე მოპასუხე აწარმოებს ს------------ გ-------ს გაყვანის სამუშაოებს, რა დროსაც იყენებენ მიწისქვეშა აფეთქებებს. მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა სისტემატიურმა აფეთქებებმა გამოიწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირება და მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებები, რაც დადასტურებულია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით.

 

ი------------–----- მ-–----- ზ----- გ------–--ის მიერ მომზადებული აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ს------------ სამშენებლო სამუშაოების შედეგად თ------ გ--------–ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 15 295 ლარი და 4 თეთრი. მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელის სახლი მდებარეობს აფეთქების არეალიდან მოშორებით და გვირაბში წარმოებული აფეთქებები ზიანს ვერ მიაყენებდა მის საცხოვრებელ სახლს, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით უდავოდ დადგენილია, რომ თ------ გ--------–ის ბინაზე მიყენებული დაზიანებები გამოწვეულია გ-------ს მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხ-–------------–----–-------ს სოფელ ქ--–----ში მდებარე თ------ გ--------–ის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ის" მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში. დადგენილია, რომ ხ-–------------–----–-------ს სოფელ ქ--–----ში მდებარე თ------ გ--------–ის საცხოვრებელი სახლი საჭიროებს აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებს და ასევე დადგენილია, რომ ხ-–------------–----–-------ს სოფელ ქ--–----ში მდებარე თ------ გ--------–ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 15 295 ლარი და 4 თეთრი.

 

სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ გაცემული დასკვნით დადგენილია მიზეზობრივი კავშირი თ------ გ--------–ის საცხოვრებელ სახლზე არსებულ დაზიანებებს შორის. სხვა რაიმე მიზეზი დაზიანებისა დადგენილი არ არის. ის გარემოება, რომ კომპანია "------------- დასკვნით აფეთქებები წარმოებდა დაშვებული ნორმების ფარგლებში, რასაც არ შეეძლო გამოეწვია სახლების დაზიანება - ვერ იქნება გაზიარებული. ვინაიდან ეს აფეთქებები იყო მრავალჯერადი სიხშირის და არა ერთჯერადი, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას შესაბამისად დაზიანებების წარმოშობას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში თ------ გ--------–ი უფლებამოსილია შპს "ჩ------------------------------------------ს" მოსთხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რამდენადაც ადგილი აქვს ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოპასუხე მხარისთვის დაკისრების კანონით გათვალისწინებულ აუცილებელ წინაპირობებს და 992-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძველს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხ-–------------–----–-------ს სოფელ ქ--–----ში მდებარე თ------ გ--------–ის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ის" მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების შედეგად.

 

სასამართლომ მოახდინა, რა ადგილობრივი დათვალიერება დარწმუნდა, რომ მოსარჩელე თ------ გ--------–ის სახლის კედლებზე ნამდვილად აღინიშნება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბზარები ყველა ოთახში მეორე სართულზე. მათგან ოთახებს შორის არსებულ ფანჯრებზე ქვემოთ კუთხეებთან გამჭოლი ბზარებია, მისაღებ ოთახში გასასვლელ კარებებთან ზემოთ მხარეს ჭერამდე გამჭოლი ბზარებია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის მოპასუხეს, რომლის მიერ წარმოებულმა ხშირმა, სისტემატიურ აფეთქებებით გამოწვეულმა ვიბრაციამ გამოიწვია სახლის დაზიანება.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ კომპანია "------------- დასკვნის მიხედვით აფეთქებები წარმოებდა - რა დასაშვები ლიმიტის ფარგლებში, ამასთან მოსარჩელეთა სახლი არ მდებარეობდა ზემოქმედების ზონაში- მას არ შეეძლო გამოეწვია მოსარჩელეთა სახლის დაზიანება, რადგან, როგორც დადასტურდა აფეთქებებს ჰქონდა არა ერთჯერადი, არამედ სისტემატიური - მრვალჯერადი ხასიათი, რამაც, როგორც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება გამოიწვია მოსარჩელეთა სახლის დაზიანება. სხვა რაიმე მიზეზი თ------ გ--------–ის სახლის დაზიანებისა დადასტურებულ ვერ იქნა, რის გამოც, სასამართლომ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის ბრალეულობას ზიანის წარმოშობაში.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კომპანია "------------- დასკვნა, რომ თ------ გ--------–ის სახლი მდებარეობს ზემოქმედების ზონის გარეთ და მანძილით დაშორებულია გ-------ან დახრილი მანძილით 230 მეტრზე, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი არის - 291 მეტრი, რაც თითქოსდა გამორიცხავს მოპასუხის ბრალეულობას მიყენებულ ზიანში, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მოპასუხის ბრალეულობა დადგენილია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, რაც სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე თ------ გ--------–მა დაადასტურა ზიანის ფაქტი. შპს "ჩ------------------------------------------ის" ბრალი მიყენებულ ზიანში. მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------მა" ვერ დაადასტურა დამდგარი ზიანის მიმართ მისი ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოებები, კერძოდ, სასამართლომ გაიზიარა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნას ზიანის წარმოშობაში მოპასუხის ბრალეულობის შესახებ, შესაძლებელია, რომ აფეთქებები მართლაც წარმოებდა დასაშვები ნორმების ფარგლებში, მაგრამ აფეთქებათა სისტემეტიურობა და სიხშირე იწვევდა ვიბრაციულ, დინამიურ დატვირთვებს და რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის სახლის დაზიანება, რაც დასტურდება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით.

 

ამდენად, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ს'' დაეკისრა მოსარჩელე თ------ გ--------–ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის თანხა 15 295 ლარი და 4 თეთრი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, რომელიც ეფუძვნება მოსარჩელის სახლის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას და საფრთხის შემცველ დაზიანებებს, რომლებიც საჭიროებენ აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას - საფუძვლიანია, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით მოსარჩელის სახლის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საჭიროებს აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას, ანალოგიური დადასტურდა ასევე ადგილობრივი დათვალიერებით, სახლზე არსებული მრავლობითი გამჭოლი ბზარები ფაქტობრივად წარმოადგენს სახლის მთლიანობისათვის საფრთხეს და საჭიროებს აღდგენას, წარმოადგენს განსაკუთრებულ გარემოებას, რადგან აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 1--------- #0-------- დასკვნა არ არის კატეგორიული, იგი სავარაუდოა და მისი კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათავლიერების შედეგებს და მობინადრეთა განმარტებას. არის დაუსაბუთებელი და აგებულია ვარაუდზე, არ გამომდინარეობს რაიმე კონკრეტული გამოკვლევებისა და ოფიციალური ჩანაწერებიდან.

 

სამუშაოების გავლენის შეფასება სოფელ ქ--–----ზე, საქართველოს რ--------- მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში საქართველოს რ--------- დაკვეთით აწარმოა კომპანია ,,------------- იმ მიზნით, რომ განხორციელებულიყო აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგი და გაუმჯობესებულიყო აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური მაჩვენებლები, ასევე აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგები ყოფილიყო დასაშვებ ნორმებში. რაც შეეხება ხარჯთაღრიცხვას მისი შემდგენი პირი ზ----- გ------–--ე საერთოდ არ ითვალისწინებს ექსპერტის დასკვნას, სადაც ექსპერტი მიუთითებს, რომ უნდა მოხდეს შენობაზე აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება და არა სრულიად ახალი შენობის აშენება. ამდენად, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა ზიანის ოდენობის განსაზღვრისას. ხარჯთაღრიცხვის შემდგენი პირი მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო ობიექტური გადაწყვეტილება და მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით დაედგინა შენობაზე აფეთქებების შედეგად მიყენებული ზიანი. თუმცა, სახლზე არსებული დაზიანებები რომ აფეთქების შედეგადაა მიყენებული, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. განსახილველ დავაში, წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული პრეტენზიების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია წარმოადგენს თუ არა შპს „ჩ------------------------------------------ი“ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს. დასახელებული საკითხის კვლევა უნდა განხორციელდეს 992-ე მუხლით დადგენილი ნორმატიული წინაპირობების გათვალისწინებით, უკეთუ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემობები სწორედ ზემოდასხელებული ნორმის კონსტრუქციას შეესაბამება, სახელდობრ:

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემომითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.

 

პალატა განმარტავს, რომ სკ-ის 992-ე მუხლით პირის პირად და პიროვნულ უფლებებთან ერთად დაცულია პირის ინტერესი მატერიალური და არამატერიალური ქონების მიმართ. შესაბამისად, ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ საკუთრების უფლების შელახვით უშუალოდ გამოწვეული ზიანი და შემდგომი თანმდევი ზიანი. ვინაიდან საკუთრების უფლება მოიცავს საკუთრებაში მყოფი ნივთით სარგებლობის უფლებასაც, ანაზღაურებას ექვემდებარება ნივთის დაზიანებით გამოწვეული ზიანი, ე.ი ნივთის სუბსტანციისათვის ზიანის მიყენება (ნივთის გაუფასურება, შეკეთების ხარჯი), ასევე ის ზიანიც, რომელიც გამოიწვია დაზიანებული ნივთით სარგებლობის შეუძლებლობამ (მიუღებელი შემოსავალი). განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა, ნივთის სუბსტანციისათვის მიყენებული ზიანი. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად.

 

კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. მტკიცების ტვირთი დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად გამოიყურება: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და ზიანის ოდენობა, ხოლო მოპასუხემ ქმედების მართლზომიერება ან მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობა.

მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

სამოქალაქო პროცესში ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს მცოდნე პირის (ექსპერტის) დასკვნას ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც მოითხოვენ სპეციალურ ცოდნას. ექსპერტიზა არის სასამართლოს ან მხარეების მიერ ექსპერტისათვის წარდგენილი ობიექტების გამოკვლევა, რომელსაც ატარებს ექსპერტი სპეციალური ცოდნისა და მეცნიერული კვლევის საფუძველზე, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების შესახებ ცნობების მისაღებად. პალატა მიიჩნევს, რომ დასკვნების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ორი ძირითადი კრიტერიუმი, კერძოდ, კვლევის ჩამტარებელი სუბიექტი (ობიექტურობის ხარისხის დასადგენად) და გამოსაკვლევი საკითხის მიმართ დასკვნის კატეგორიულობა.

 

კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ექსპერტიზის დასკვნის მიუკერძოებელი ხასიათი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ვლინდება დასმული საკითხებისადმი, იმ პირთა ნეიტრალური დამოკიდებულებით, რომლებიც ატარებენ კვლევას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 1- ა--------- დასკვნით ირკვევა, რომ თ------ გ--------–ის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებების და ასევე სოფელ ქ--–----ში მდებარე სხვა შენობების დაზიანების ხასიათის და თავისებურებების გათვალისწინებით, სოფელ ქ--–----ში მდებარე თ------ გ--------–ის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია ს------------ გ-------ს სამშენებლო სამუშაოების წარმოების შედეგად. რაც შეეხება კომპანია „------------- დასკვნას პალატა განმარტავს, შემდეგს: კომპანია „------------- დასკვნა შეეხება ზოგადად ს------------ გ-------ს მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად არ არის მიღებული. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა თავისი მნიშვნელობით ვერ აქარწყლებს კონკრეტული სახლის დათვალიერებისა და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნას, რომელიც აკმაყოფილებს ობიექტურობისა და კატეგორიულობის კრიტერიუმებს. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნით კონკრეტული შენობა-ნაგებობები არ გამოკვლეულა, არ შესწავლილა მოსარჩელეთა კუთვნილი ქონებების მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი/რეალური ზემოქმედების დაკვირვება, ზემოქმედების ხანგრძლივობის შესწავლა და ა.შ.

 

ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია შემდეგი: როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს რომ, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. ი------------–----- მ-–----- ზ----- გ------–--ის მიერ მომზადებული აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ს------------ სამშენებლო სამუშაოების შედეგად თ------ გ--------–ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 15 295 ლარი და 4 თეთრი. ამდენად, სახეზეა, სკ-ის 992-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები, რის გამოც, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. ამავე საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. ამავე საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

 

ზემოდასახელებული ნორმით დადგენილი მართლწესრიგის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მასზე რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მოსარჩელის სახლის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, და საჭიროებს აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას. აღნიშნული კი, წარმოადგენს განსაკუთრებულ გარემოებას, რადგან აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.

4.3. რაც შეეხება ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1------------ განჩინებას, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2017 წლის 2-----–--- გაცემული ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე დართვაზე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურსამართლებრივი საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ შპს „ჩ------------------------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც, უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „ჩ------------------------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. შპს „ჩ------- რ--------- 2-----------------------“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების პუნქტი მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დარჩეს უცვლელი, რაზედაც კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი