განაჩენი

სისხლის სამართლის 15.03.2019
საქმის ნომერი
330100116001653821
ინსტანცია
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100116001653821

საქმე №1ბ/1518-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის, ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: და-----–----–---–-ს

გამართლებულის: გი----------–---ს

ადვოკატის: ირ---–-------ს

მონაწილეობით,ქ.თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის და-----–----–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გი----------–---ს მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N 3----------- არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ო--------------------–-----------------------------------–----------------–---------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, გი----------–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

გი----------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 5 ნოემბერს ქ. თბილსში, ც--–--------- მიმდებარედ არსებულ ტყე-პარკში გი----------–--ემ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ელ---------------ს აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის, გასტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ღირებული 10(ათი)ლარად და ფულადი თანხა 180 (ასოთხმოცი) ლარი. ძარცვის შედეგად ელ---------------ს მიადგა 190 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა და-----–----–---–მა, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გი----------–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, არ გამომდინარეობს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, რომლებიც სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო და არ მიიჩნია საკმარისად გი----------–---ს მიმართ გამამტყუნებებლი განაჩენის გამოსატანად. დაზარალებულმა ელ---------------მა ამოცნობის დროს პირდაპირ მიუთითა გი----------–--ეზე, რომ სწორედ ამ პიროვნებამ სცემა და გაძარცვა იგი. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გი----------–---ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულია დაზარალებულის ტელეფონი, რაც პირდაპირ მიუთითებს მასზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. გი----------–---ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ასევე დადასტურებულია თავად ელ----------------ს ჩვენებით, პოლიციის თანამშრომლების: გი---------------–---ს და ნი----–-------------ს, ექსპერტ-კრიმინალისტების ჩვენებებით და ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონით, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან.

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ თითქოსდა დასაბუთების გარეშე არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით მოპოვებული და სასამართლოს წინაშე გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა და ისე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

აპელანტის ასეთი მსჯელობა აშკარად არ გამომდინარეობს და წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებთან. ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მტკიცებულებებით დგინდება მხოლოდ მომხდარი ძარცვის ფაქტი, რომელშიც ბრალდებულ გი----------–---ს მონაწილეობა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ 2016 წლის 4 ნოემბერს ღამის საათებში ორმა პირმა ელ---------------- და ჯა---------–-–---–ი ავტომანქანით აიყვანეს კუ---ს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ორივეს, ხოლო ელ---------------ს გასტაცეს თანხა 180 ლარის ოდენობით და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი. თუმცა, როგორც მოწმეთა ჩვენებების და ასევე წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე, პალატა ვერ მიიჩნევს უტყუარ გარემოებად, რომ აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირებიდან ერთ-ერთი მათგანი იყო გი----------–--ე.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ელ---------------მა დეტალურად და თანმიმდევრულად ისაუბრა შემთხვევის დღეს ჯა---------–-–---–თან ერთად ალკოჰოლური სასმელის მიღების, ასევე დანაშაულში მონაწილე პირებთან შეხვედრის და უშუალოდ კუ---ს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მის მიმართ განხორციელებული ძარცვის დეტალებზე. აღწერა ავტომანქანაში მჯდომი ორივე პირის გარეგნობა და მიუთითა, თუ რომელმა მათგანმა ამოაცალა წინდიდან ფულადი თანხა. თუმცა ელ---------------მა სასამართლოს წინაშე დაკითხვისას გამორიცხა ყოველივე აღნიშნულში გი----------–---ს მონაწილეობა. იმ თავდამსხმელის აღნაგობაზე საუბრისას, რომელიც ბრალდების მხარის ვერსიით მართავდა ავტომანქანას და იყო გი----------–--ე, ელ---------------მა განმარტა, რომ მძღოლი მხოლოდ ცხვირით ჰგავდა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ბრალდებულს. თუმცა, ეს უფრო სუსტია, თავდამსხმელი ძვალმსხვილი პიროვნება იყო. გი----------–--ეს პირველად ხედავს და მისთვის ფულის წართმევისას იგი იქ არ ყოფილა.

ამასთან, დაზარალებულმა ეჭვის ქვეშ დააყენა მისი მონაწილეობით ჩატარებული გი----------–---ს ამოცნობის ოქმის სისწორე და განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას გარეგნობით გაუჭირდა გი----------–---ს ამოცნობა და გამომძიებელს უთხრა, რომ ელაპარაკა ამ პირს. მისი ხმის გაგების შემდეგ კი აღნიშნა, რომ გი----------–---ს ხმა ჰგავდა ერთ-ერთი დამნაშავის ხმას და მისთვის კონკრეტულად არ დაუდია ხელი.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ჯა---------–-–---–ის მიერ მიცემული ჩვენება არ არის თანმიმდევრული და სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდის დაზარალებულ ელ----------------ს ჩვენებასთან. როგორც დაზარალებულმა განმარტა, ავტომანქანაში ჩაჯდომამდე დამნაშავეთაგან ერთ-ერთი ცალკე ესაუბრებოდა ჯა---------–-–---–ს. მოგვინებით კუ---ს სასაფლაოზე მისი ცემისა და ფულის წართმევისას აღმოაჩინა, რომ ჯ--- იქ აღარ იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა დატოვეს შეთხვევის ადგილი, დაახლოებით 5-10 მეტრში გააჩერეს ავტომანქანა, დაუძახეს ჯ---ს, ჩაისვევს მანქანაში და ერთად წავიდნენ. აღნიშნულ დეტალებზე თავის ჩვენებაში არ საუბრობს ჯა---------–-–---–ი და აცხადებს, რომ ძარცვაში მონაწილე არცერთი პირი მას მანამდე ნანახი არ ჰყოლია და არ იცის, ვინ იყვნენ, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს მისი ჩვენების სანდოობის კუთხით. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო ჯა---------–-–---–ის ჩვენებას მიიღებს გი----------–---ს ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ის თავის მხრივ, მხოლოდ მის მიერვე ბრალდებულის ამოცნობის ოქმთან ერთად, ვერ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

კანონის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში კი სახეზეა ჯა---------–-–---–ის ჩვენება და მის მიერ ამოცნობის ოქმში მითითებული ინფორმაცია, რომლის ერთადერთი წყაროც კვლავ ეს უკანასკნელია. მხოლოდ მსგავსი სახის მტკიცებულებებიდან შექმნილი ეჭვი კი გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება და იგი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

- აპელანტი გი----------–---ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიიჩნევს ასევე, ბინის ჩხრეკის ოქმს და მის შედეგად ამოღებულ „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს,რასაც პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის მასალებით, ვერ დგინდება ელ----------------ს კუთვნილი მობილური ტელეფონის და გი----------–---ს საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული მობილური ტელეფონის იდენტურობა. როგორც დაზარალებულმა განმარტა, მას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად წაართვეს „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და ანალოგიური ფირმის მობილური ტელეფონი იქნა ამოღებული გი----------–---ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას. თუმცა, გამოძიებას დაზარალებულსათვის ამოსაცნობად არ წარუდგენია გი----------–---ს საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული მობილური ტელეფონი და არც იმეი კოდის მეშვეობით დადგენილა მათი იდენტურობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე დაიკითხნენ მოწმეები: დ-----------------------–-----–-----–---–----–-–------–-------------------------–---–---------–--------–---–-------------------–-----------–----------------------–---------------, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა.

პოლიციის თანამშრომლები ინფორმაციას იძლევიან მხოლოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე, ისინი არ არიან ფაქტის შემსწრე პირები, მათთვის უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული და მათი ჩვენებები ვერ ქმნის ობიექტურ საფუძველს პირის დამნაშავედ ცნობისათვის. მოცემულ შემთხვევაში საჭირო იყო უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც ბრალდების მხარის მიერ არ მომხდარა.

პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეების: ბ--–-----------–---–--------------------–-----------–--------------–---–-- ჩვენებებზეც, რომლებმაც დაადასტურეს, რომ გი----------–--ე 4 ნოემბერს ღამე სახლში იმყოფებოდა, იყო ნასვამი და არსად არ გასულა. ამასთან, მას ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება და არ ჯდება საჭესთან. აღნიშნული დასტურდება 2016 წლის 13 მაისის დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რომლის თანახმადაც გი----------–--ეს 2016 წლის 13 მაისიდან 6 თვის ვადით შეუჩერდა მართვის უფლება.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა უარყოფილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და გი----------–---ს ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ გი----------–---ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

ამდენად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის და-----–----–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. გი----------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გი----------–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო გაუქმებულია; ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, მადონა ხელაძის (დაბადებული: 1----------–--–---------------------------–------------------–-------------–--–--------------------------------–----–------------------–--------------–--–-------------------------------–-----------–---------------------------------------------------------------------–--------------------–---------------------–----–-------–----------------------------------- 6.000 ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

5. გამართლებულ გი----------–--ეს განემარტოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- ერთი ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- მობილური ტელეფონი (დალუქულ მდგომარეობაში), რომელიც ინახება დიდუბე- ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციიის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი