განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002695728
საქმე №1ბ/329-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მარტი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ გ--------------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ----–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქის, პ--------------------, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: სი---------------–----------------, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–---------------–---–----------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: გ--------------–-–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის უმცროსი ინსპექტორი, გ--------------–-–---–ი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ-----------–---–თან, რა დროსაც გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, დამორჩილების მიზნით, სისტემატურად სცემდა, კბენდა, ყელში ხელს უჭერდა, ბუნებრივი აირით გუდავდა, ცეცხლსასროლ იარაღს ადებდა შუბლზე და მოკვლით ემუქრებოდა მეუღლეს - მ-----------–---–ს. ამასთან, უზღუდავდა გადაადგილების თავისუფლებას, კერძოდ, უშლიდა მისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლასა და ადამიანებთან ურთიერთობას. გ--------------–-–---–მა მ-----------–---–ს განუცხადა, რომ იგი იყო მისი მონა და რასაც სურდა იმას უზამდა. ამდენად, მას, როგორც ქალს, არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის უფლება. მუქარის და ფსიქოლოგიური ტერორის გამო, მ-----------–---–ი იძულებული იყო დაჰყოლოდა მის ნებას.
დაქორწინებიდან მალევე, ქ-------–--–----------–---–-------------ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ--------------–-–---–მა მ-----------–---–ი ხელებით მიაბა გაზის გამათბობელთან და პირში ჩაუდო გადაჭრილი მილი, რომელშიც ბუნებრივი აირი მოედინებოდა. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია მ-----------–---–ის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. 2016 წლის ზაფხულში, ქ.------–--–--------------–-----------------ში მდებარე ხინკლის სახლში, გ--------------–-–---–მა მ-----------–---–ს, რესტორანში მყოფი ხალხის თანდასწრებით, ყელში მოუჭირა ხელი, გაათრია სცენიდან და ემუქრებოდა მოკვლით, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. 2018 წლის აგვისტოში, ქ-------–--–----------–---–------------- ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ--------------–-–---–მა ფეხი ჩაარტყა მ-----------–---–ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 2018 წლის 13 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ-------–--–----------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, გ--------------–-–---–მა მ-----------–---–ს ხელები მრავალჯერ დაარტყა და უკბინა თავის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამასთან, გ------- მ-----–-–---–ის მიერ მ-----------–---–ის სისტემატურმა შეურაცხყოფამ, ფსიქიკურმა ძალადობამ და დამცირებამ გამოიწვია მ-----------–---–ის ტანჯვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენით გ--------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
გ--------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ-------–--–----------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტისას, გ--------------–-–---–მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ-----------–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი და უკბინა მკლავზე, რამაც ამ უკანასკნელს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ--------------–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----–-------–---–მა, რომელთაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთის 6 თვემდე შემსუბუქება ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მსჯავრდებულის ქმედებას წინ უსწრებდა ცოლ-ქმარს შორის კამათი და გამოიკვეთა დანაშაულის ჩადენის მოტივიც, არ იქნა გათვალისწინებული მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და ის წინაპირობები რაც უძღოდა წინ დანაშაულის ჩადენას. გ--------------–-–---–ი არ არის უარყოფითი პიროვნება, იგი ხასიათდება დადებითად, ნასამართლევი არ ყოფილა ადრე. იგი გახლავს პოლიციის თანამშრომელი და გათვითცნობიერებული აქვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე. აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლო სხდომების დროს მსჯავრდებულს გარდაეცვალა მამა და მისი ავადმყოფი დედა მის კმაყოფაზეა დარჩენილი, ასევე ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და მისი ოჯახი ელოდება მის დაბრუნებას, მათ შორის დაზარალებულიც.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ--------------–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ--------------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:
დაზარალებულმა მ-----------–---–მა, გ--------------–-–---–ის მეუღლემ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 13 სექტემბერს მეუღლის ნებართვის გარეშე წავიდა მეგობრებთან. აღნიშნულის და იმის გამო, რომ ფსიქოტროპული წამლების მიღების მიუხედავად, მიიღო ალკოჰოლური სასმელი, შინ დაბრუნებულს, გ--------–-–---–თან მოუვიდა ჩხუბი. მედიკამენტებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების გამო ძალიან აღგზნებული იყო, თავადაც ეჩხუბა მეუღლეს და სახლიდან წასვლა გადაწყვიტა. ასეთ მდგომარეობაში მყოფისთვის სახლიდან გასვლის შესაძლებლობა რომ არ მიეცა, გ--------–-–---–მა ძლიერად ჩასჭიდა ხელი, რამაც ტკივილი მიაყენა. გაუძალიანდა და დაიწყეს ძიძგილაობა. გ--------–-–---–მა ხელზე უკბინა. გაწევ-გამოწევის დროს დაეცა და კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც მიიღო დაზიანებები. ძალიან გამწარდა და შემთხვევით ნანახი დანაც კი მოუქნია შესაშინებლად მეუღლეს, რომელიც კარის გახსნის შესაძლებლობას არ აძლევდა. დაზარალებულმა მ---------–---–მა განმარტა, რომ გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობას ვერ დაადასტურებს, რადგან საგამოძიებო მოქმედებისას მეუღლეზე გაბრაზებული იყო და ჯერ ისევ ფსიქოტროპული მედიკამენტებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მანვე განმარტა, რომ მსგავს ინციდენტს სხვა დროს ადგილი არასდროს ჰქონია. დაზარალებულმა მ---------–---–მა ასევე აღნიშნა, რომ მეუღლეს შემთხვევიდან მეორე დღესვე შეურიგდა და ოჯახში მისი დაბრუნება სურს.
გ--------------–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (გარდა დაზარალებულ მ-----------–---–ის და თავად გ--------------–-–---–ის ჩვენებებისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე:
მოწმე ი-----------–---–ის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იგი მ------------–---–ის მეგობარია. მ---ს მეუღლეს, გ---------–-–---–ს თავიდანვე შეატყო, რომ რთული ხასიათი ჰქონდა, ეჭვიანი და აგრესიული იყო, მ---ს მარტოს არსად უშვებდა და ნელ-ნელა ჩამოაშორა სამეგობროს. საერთო ნაცნობებისაგან არაერთხელ გაუგია, რომ გ------- მ---ს ცუდად ექცეოდა, თუმცა თავად მ--- არაფერს უყვებოდა. მის სხეულზე არსებულ დაზიანებებს მ--- იმით ხსნიდა, რომ ნაზი კანი ჰქონდა და გ-------სთან თამაშისა და მოფერების შედეგად რჩებოდა ამგვარი კვალი. მ---ს განმარტებები საეჭვოდ ეჩვენებოდა, რადგან, ქორწინების შემდეგ, ყველაფერთან ერთად, მ--- შეიცვალა, დაღონებული იყო და არსად დადიოდა. 2018 წლის აგვისტოში, მ---სთან მისულს იგი ატირებული დახვდა. მ---------–---–მა უთხრა, რომ გ------- ცუდად ექცეოდა და იმ დღეს წიხლი ჩაურტყამს მისთვის. როცა ურჩია პოლიციისთვის მიემართა, მ---მ უთხრა, რომ მალე საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და გ-------სთვის საქმის გაფუჭება არ სურდა.
2018 წლის 13 სექტემბერს მ---მ დაურეკა. იგი ისტერიულად ტიროდა, უთხრა, რომ მასთან მიდიოდა, რადგან გ-------მ იძალადა მასზე. მ---------–---–ის ზარის შემდეგ გ--------–-–---–იც დაუკავშირდა, უთხრა, რომ მის კორპუსთან იდგა, იცოდა, მ--- მასთან რომ აპირებდა მისვლას და ყველაფერს მას რომ დააბრალებდა. ძმასთან ერთად მ---ს ქუჩაში დახვდა და თავის ბინაში აიყვანა. მ---მ უამბო, რომ მეუღლე წლების განმავლობაში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე, მაგრამ ვინაიდან გ------- პოლიციელი იყო, სამართალდამცველი ორგანოებისთვის მიმართვის ეშინოდა. მ---ს ურჩია პოლიციისთვის მიემართა, რაზეც დასთანხმდა და ერთად მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში.
მოწმე ი-----–---------–---–ის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იგი მ-----------–---–ის მეგობრის - ი-----------–---–ის ძმაა და მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მ---სთან მეგობრობს, მის მეუღლეს - გ--------------–-–---–ს კი არ იცნობს. 2018 წლის 13 სექტემბერს, გვიან ღამით, დამ, მასთან მისულს, აცნობა, რომ მ-----------–---–ს მეუღლესთან უჩხუბია, სახლიდან წამოსულა და მასთან დასარჩენად მოდიოდა. დაახლოებით 15-20 წუთში ის და მისი და კორპუსთან დახვდნენ მ---ს, რომელიც ძალიან განერვიულებული იყო და ტიროდა, თვალთან შესიება და სიწითლე ეტყობოდა. მ-----------–---–მა მათ უამბო, რომ დაახლოებით ერთი საათით ადრე, მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე ეჩხუბა და სცემა. მ---------–---–მა მათ აჩვენა ყელსა და ორივე მკლავზე არსებული დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც, მისი განმარტებით, მეუღლემ მიაყენა. ზემოაღნიშნულის მოსმენისთანავე, მან და მისმა დამ მ-----------–---–ს ურჩიეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიემართა პოლიციისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი, როგორც პოლიციელი, თავად მიიღებდა ზომებს. მ---------–---–მა გამოთქვა პოლიციაში წასვლის სურვილი, რის გამოც მან და მისმა დამ იგი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.
მოწმე მ-----------ის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იგი გ--------------–-–---–ის მეგობრის, ლ--------------ს მეუღლეა და ბრალდებულთან და დაზარალებულთან მეგობრობს. არაერთხელ შესწრებია გ--------------–-–---–ისა და მ-----------–---–ის კამათს, რა დროსაც მათ ერთმანეთისთვის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებიათ. დაახლოებით ორი წლის წინ შემსწრე იყო მ---ს და გ-------ს კამათის, რომლის დროსაც გაბრაზებულმა გ-------მ კედელზე თავის დარტყმით თვითდაზიანება მიიყენა. 2018 წლის 13 სექტემბრის ინციდენტის შესახებ შეიტყო თავად მ-----------–---–ისგან, რომელმაც უამბო, რომ გვიან ღამით გ--------------–-–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანებები და იძულებული გახდა ჯერ სახლიდან გაქცეულიყო, შემდეგ კი პოლიციისთვის მიემართა.
მოწმე ლ--------------ს მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იგი გ------- მ-----–-–---–ის მეგობარია. გ------- მ-----–-–---–სა და მ-----------–---–ს შორის კამათს, ჩხუბს ან ფიზიკურ დაპირისპირებას არასდროს შესწრებია და არც გაუგია რაიმე. მისთვის ცნობილია, რომ მეუღლე, მ----------ე შესწრებია გ--------------–-–---–ის და მ-----------–---–ის კამათს, რომელიც სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. მეუღლისგანვე იცის, რომ 2018 წლის 13 სექტემბერს, გვიან ღამით, გ--------------–-–---–ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია მ---სთვის, რა დროსაც ამ უკანასკნელს სხეულის დაზიანებები მიუღია.
მოწმე ქ---------------------ის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იგი მ-----------–---–ის თანამშრომელია, იცნობს მის მეუღლეს - გ--------------–-–---–საც. 2016 წლის ზაფხულის პერიოდში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, მ-----------–---–თან, გ--------------–-–---–თან და თანამშრომელ მარისთან ერთად რუსთაველის გამზირზე მდებარე ხინკლის სახლში ყოფნისას მ---ს და გ-------ს მოუვიდათ უთანხმოება, თუმცა კონფლიქტს თავად არ შესწრებია და რაში გამოიხატებოდა და რით იყო გამოწვეული, არ იცის. მხოლოდ მ---ს მოწყენილობითა და სუფრასთან არსებული დაძაბულობით მიხვდა, რომ მათ შორის რაღაც უთანხმოებას ჰქონდა ადგილი. სხვა სახის კონფლიქტს გ--------------–-–---–სა და მ-----------–---–ს შორის არასდროს შესწრებია.
მოწმე თ-------------–---–ის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იგი მ-----------–---–ისა და გ--------------–-–---–ის მეზობელია და მათთან ყოველდღიური ურთიერთობა აკავშირებს. 2018 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით
02:00 საათისათვის მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მ-----------–---–ი, რომლისგანაც შეიტყო, რომ მეუღლემ სცემა და ამ ფაქტის პოლიციაში გაცხადებას აპირებდა. იმავე დღეს, შუადღის საათებში, მ--- საცხოვრებელ სახლთან შეხვდა, რა დროსაც, მას მარჯვენა მკლავზე ეტყობოდა სილურჯე. ორი დღის შემდეგ მ-----------–---–მა უამბო, რომ 2018 წლის 13 სექტემბერს, ღამის საათებში, მას და გ--------------–-–---–ს მოუვიდათ კამათი, რაც გადაიზარდა კონფლიქტში. ჩხუბის დროს, გ--------------–-–---–ს მისთვის მკლავზე უკბენია, რის გამოც მკლავი დალურჯებული ჰქონდა. მ---ს საჩივარი შეუტანია პოლიციაში, რის საფუძველზეც სამართალდამცველებს გ--------------–-–---–ი დაკავებული ჰყავდათ. მოწმემ აღნიშნა, რომ არასდროს შესწრებია მ-----------–---–სა და გ--------------–-–---–ს შორის კამათს, სიტყვიერ თუ ფიზიკურ დაპირისპირებას და არც რაიმე სმენია ამის შესახებ.
ექსპერტიზის N9-------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 13 სექტემბერს ჩატარებული შემოწმებისას მ-----------–---–ს მარჯვენა და მარცხენა წინამხრის, ნიკაპქვედა და შუბლის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია, რომ მ-----------–---–ი ზემოაღნიშნულ დაზიანებებს უკავშირებს 2018 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 00:00-02:00 სთ. დროის ინტერვალში მეუღლის მიერ მის ფიზიკურ შეურაცხყოფას.
ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, გ------- მ-----–-–---–ს სასამართლო- სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა ბეჭის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, ხოლო მუცლის მიდამოში - ნაკაწრი. სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მსხვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 13 სექტემბერს. ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ გ--------------–-–---–ი ზემოაღნიშნულ დაზიანებებს უკავშირებს 2018 წლის 13 სექტემბერს მეუღლესთან მომხდარ „ძიძგილაობას“.
გ--------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო ნაწილობრივ და დაკითხვისას განმარტა, რომ მეუღლეს, მ--- ღ-----–---–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მხოლოდ 2018 წლის 13 სექტემბერს, სხვა დროს მისი მხრიდან მსგავს ფაქტს, ისევე, როგორც გენდერული ნიშნით მ-----------–---–ის დისკრიმინაციას, ადგილი არ ჰქონია. 2018 წლის 13 სექტემბრის ინციდენტთან დაკავშირებით გ--------------–-–---–მა განმარტა, რომ მეუღლესთან შელაპარაკება მოუვიდა, იმის გამო, რომ მორიგეობაზე მისი ყოფნის პერიოდში გვიან ღამით სახლიდან გასვლის ფაქტი დაუმალა. კამათი ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რადგან მ---მ სახლიდან წასვლა დააპირა, ის კი ხელით იჭერდა მას და მის შეჩერებას ცდილობდა. მ---ს ხელი ეტკინა და მუხლი ამოარტყა, რამაც გაამწარა და მ---ს ხელზე უკბინა, გაწევ-გამოწევაში მ--- ხელიდანაც გაუსხლტა და თავი კედელს მიარტყა. მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, მ---მ სახლიდან წასვლა მაინც შეძლო.
სააპელაციო პალატა აგრეთვე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ გ--------------–-–---–ის მიერ დანაშაულის დისკრიმინაციული მოტივით ჩადენამ და ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობის სხვა ფაქტებმა, საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადასტურება ვერ ჰპოვა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ გ--------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთის 6 თვემდე შემსუბუქების ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ გ--------------–-–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა (დამახასიათებელია განმეორებითობის ტენდენცია), აგრეთვე ის გარემოება, რომ გ--------------–-–---–ი 2018 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობდა პოლიციის ინსპექტორად, შესაბამისად, დანაშაულის ჩადენისას, მის მიერ უგულვებელყოფილ იქნა არამარტო სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაწესებული აკრძალვა, არამედ პოლიციის ეთიკის ძირითადი პრინციპები და ქცევის წესები, რომელთა დაცვაც, როგორც პოლიციის თანამშრომელს, ევალებოდა, როგორც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს, ისე - სამსახურს გარეთ და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ--------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ--------------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ----–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ--------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
გ--------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 სექტემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
მ-----------–---–ისა და გ--------------–-–---–ის მობილური ტელეფონები და მათში მოთავსებული სიმბარათები - გადაეცეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი