განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1/ბ-35-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - დ---------------ის,ადვოკატების - ზ----------------–---–ის, ლ----------–-–---–ის,გამართლებულ - ლ---------–-ას მონაწილეობით,ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ლ---------–-ას მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გულრიფშის რაიონი, ბაბუშერა, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–--------–---ის დასახლება, კორპუსი N--; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
ლ---------–-ას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 06:30 საათზე, თბილისში, ა----------------------–---------------------ს მიმდებარედ, ლ---------–-ა ყაჩაღურად თავს დაესხა მის მომსახურე ტაქსის მძღოლ ვ--–----------------ეს, რომელსაც, დანის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცა ფულადი თანხა, 35 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით:
ლ---------–-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ლ---------–-ას მიერ 2015 წლის 6 სექტემბერს ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ---------------ემ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ლ---------–-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
პროკურორმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ დაზარალებულ ვ--–----------------ის ჩვენებით, პირის ამოცნობის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების და მოწმეების - ზ-----------–---------------------–-----ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება ლ---------–-ას მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. დაზარალებულმა თავისუფლად შეძლო ლ---------–-ას ამოცნობა და მიუთითა მასზე, როგორც ყაჩაღობის ჩამდენ პირზე. აგრეთვე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს სრულყოფილად აღწერა ჩადენილი დანაშაულის დეტალები. მისი ჩვენება სრულ თანხვედრაშია პოლიციის თანამშრომლების და ლ---------–-ას თანმხლები პირების ჩვენებებთან, ასევე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით დადგენილ ინფორმციასთან. ხოლო დაცვის მხარის მიერ განვითარებული ვერსია დამაჯერებლობას მოკლებულია და ემსახურება ლ---------–-ასათვის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა დ---------------ემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
გამართლებულმა ლ---------–-ამ და მისმა ადვოკატებმა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ლ---------–-ას ქმედებაში გამოვლენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, პალატა არ იზიარებს, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ვ--–----------------ემ განაცხადა, რომ 2015 წლის 6 სექტემბერს, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით გადაადგილდებოდა ელბაქიძის აღმართზე, სადაც გააჩერა სამმა ახალგაზრდამ. შეუთანხმდნენ, რომ 15 ლარად წაეყვანა ლილოს დასახლებაში. ერთი მგზავრი წინ დაჯდა, ხოლო ორი - უკან, თუმცა ვერ იხსენებს, წინ მჯდომი მგზავრი რომელი იყო. გზა შეეშალა, რის გამოც უკან მოაბრუნეს და წავიდნენ აეროპორტის დასახლებაში. ავტომანქანის გაჩერების შემდეგ, მგზავრებს უნდოდათ გაქცევა, მაგრამ არ მისცა ამის საშუალება. ერთ-ერთმა მგზავრმა უთხრა - ამათ ავიყვან სახლში და დავბრუნდებიო, თუმცა არ გაუშვა, რის შემდეგაც აღნიშნული მგზავრი კვლავ ჩაუდჯა მანქანაში (მიუთითა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ბრალდებულ ლ---------–-აზე) და უთხრა, რომ ის გადაუხდიდა ფულს. წავიდნენ სხვა მისამართზე. ადგილზე მისვლის შემდეგ ლ---------–-ას სთხოვა 10 ლარი მაინც მომეცი, რომ საწვავი ჩავასხაო, მან კი აქეთ უთხრა - ფული პირიქით შენ მომეციო, თან რაღაც გასაღების შეკვრა, ბრელოკით, გადაიტანა მარჯვენა ხელიდან მარცხენა ხელში, გვერდიდან მიაჭირა და მოსთხოვა ფული. მხოლოდ გასაღები იყო თუ დანაც იყო, ვერ დაინახა, შეეშინდა და მისცა 35 ლარი. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თუ არა, ან სხვა მუქარის შემცველი სიტყვები უთხრა თუ არა, ვერ იხსენებს. ეს პირი სწრაფად გადავიდა მანქანიდან და წავიდა. მანქანა ცოტა ზევით გააჩერა, სადაც შეხვდა ერთი კაცი, რომელმაც უთხრა, რომ შენ უკვე მეათე ხარო, თუმცა რასთან დაკავშირებით უთხრა, არ იცის. ასევე შეხვდნენ ქალი და კაცი. დაარეკინეს პოლიციაში, რომელიც მალევე მოვიდა ადგილზე. ასევე განმარტა, რომ დაინახა ის ორ პიროვნება, რომლებიც პირველად გადავიდნენ მანქანიდან, მაგრამ ბოლომდე ვერ გაეკიდა, რადგან მანქანა „ბარდიულზე“ ავიდა. პოლიციაში დარეკვისას არ უთქვამს, რომ სამმა პიროვნებამ წაართვა ფული დანის მუქარით. გამოძიების დროს უკეთესად ახსოვდა ყველაფერი და ადასტურებს, რომ იქ სიცრუე არ უთქვამს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სხვა დეტალები კარგად არ ახსოვს. აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. საგამოძიებო ექსპერიმენტისას პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს შემთხვევის ადგილზე და გაახსენდა რომელი კორპუსიც იყო. მონაწილეობა მიიღო ამოცნობებშიც და ორივე შემთხვევაში ამოიცნო ლ---------–-ა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ არ მიუქცევია ყურადღება, თუ რა ფერის თვალები და თმა, ან როგორი ცხვირი ჰქონდა ლ---------–-ას.
ლ---------–-ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2015 წლის 6 სექტემბერს, ძმასთან და მეგობარ დ-----------–-----ესთან ერთად იმყოფებოდა რამდენიმე ღამის კლუბში, რის შემდეგაც სახლში წასასვლელად გააჩერეს ტაქსი. ფული აღარ ჰქონდათ და მძღოლი წინასწარ გააფრთხილა, რომ ადგილზე მისვლისას სახლში ავიდოდა და ჩამოუტანდა თანხას, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. თვითონ მძღოლის გვერდით სავარძელზე მოთავსდა, მისი ძმა და დ----- კი უკან დასხდნენ. გზად ისაუბრეს სხვადასხვა თემაზე; გაიგო, რომ მძღოლს ვ--–---ი ერქვა და იყო საჩხერიდან. ასევე თვითონაც უთხრა, რომ აფხაზეთიდან იყო. აეროპორტის დასახლებაში მისვლისას ჯერ ძმა და მეგობარი დატოვა, ხოლო როდესაც საცხოვრებელ კორპუსთან მივიდნენ, გადავიდა მანქანიდან, მძღოლს უთხრა, რომ დალოდებოდა და მალე მივიდოდა. სადარბაზოს კიბეზე შეხვდა მეზობელი მანანა, რომელსაც მიესალმა. ასევე დერეფანში გაზის ღუმელთან დაინახა კიდევ ერთი მეზობელი. შემდეგ მივიდა ნ---------------ასთან, ტაქსისათვის გადასახდელი ფულის სათხოვნელად. ნ---------------ას უჭირდა გადაადგილება და სანამ კარი გაუღო, გარკვეული დრო დასჭირდა. ნ----- ასესხა ტაქსისთვის მისაცემი ფული, რაც გამოართვა და გავიდა გარეთ, მაგრამ ტაქსის მძღოლი იქ აღარ დახვდა. იფიქრა, რომ ვინაიდან თანხის გამოტანა დააგვიანდა, ტაქსის მძღოლი აღარ დაელოდა; შებრუნდა სახლში და დაიძინა. მეორე დღეს მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ეკითხებოდნენ, თუ სად ქონდა დანა, რომლითაც ტაქსის მძღოლი დააყაჩაღა. აუხსნა, რომ არავინ დაუყაჩაღებია, სახლში იყო ასული ფულის ჩამოსატანად და ტაქსის მძღოლი არ დაელოდა, თუმცა არ დაუჯერეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ლ---------–-ამ განმარტა, რომ არასდროს არავითარი იარაღი, მათ შორის დანა არ ჰქონია და არ უტარებია. შემთხვევის დღეს სამ კლუბში იყო და სკანერდეტექტორზე ყველგან შეფერხების გარეშე გაიარა შემოწმება, გასაღებიც კი არ ჰქონდა თან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ-----------–-ამ განაცხადა, რომ 2015 წლის 6 სექტემბერს, ძმასთან - ლ---------–-ასთან და მეგობარ დ-----------–-----ესთან ერთად, გვიანობამდე იყო რამდენიმე კლუბში. შემდეგ სახლში წასასვლელად გააჩერეს ტაქსი, მუქი ფერის „მერსედესი“ და შეუთანხმდნენ მგზავრობის საფასურზე (15 ლარი). ამასთან მძღოლს უთხრეს, რომ ფული თან არ ქონდათ და ადგილზე გადაუხდიდნენ. გზად საუბრობდნენ სხვადახვა თემებზე; მღღოლი იყო ვ--–----------------ე, რომელსაც უამბეს, რომ სოხუმიდან იყვნენ დევნილები, ხოლო მისგან გაიგეს, რომ საჩხერიდან იყო წარმოშობით. თავად და დ-----------–-----ე ე.წ. გარადოკში ჩამოვიდნენ მეგობართან დასარჩენად, ლ-----ა კი სახლისკენ განაგრძო გზა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-----------–-----ემ განაცხადა, რომ 2015 წლის 6 სექტემბრის, ღამით იმყოფებოდა რამდენიმე კლუბში, საიდანაც წამოვიდა ლ---------–-ასთან და ზ----------–-----ან ერთად. ელბაქიძეზე გააჩერეს ტაქსი და შეუთანხმდნენ მგზავრობის საფასურზე 15 ლარზე. ამასთან, რადგან ფული არ ჰქონდათ, წინასწარ უთხრეს, რომ ადგილზე მისვლის შემდეგ გადაუხდიდნენ. იცოდა, რომ მზგავრობის საფასური ლ----ს უნდა გამოერთმია გერგედავებისთვის. გზად ისაუბრეს მძღოლთან, რომელმაც უთხრა, რომ იყო ტაბატაძე. აეროპორტის დასახლებაში ზურასთან ერთად ჩამოვიდა ტაქსიდან და დარჩნენ საერთო მეგობარ თ---------------ან, ლ-----ა კი განაგრძო გზა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-------------მ განაცხადა, რომ 2015 წლის 6 სექტემბერს, დილით ადრე, კიბეზე შეხვდა ლ---------–-ა, რომელიც მიესალმა. მანამდე გაიგო ხმა, რომ ლ-----ა ვიღაცას დაუძახა - ფულს მოგიტანო. როგორც ახსოვს, ქუჩაში მხოლოდ ერთი მუქი ფერის უცხოური მარკის მანქანა იდგა; ტაქსის მძღოლი არ დაუნახავს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ-----------------ამ განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს, დილით 6 საათიდან, 7-ის ნახევრამდე პერიოდში იდგა ფანჯარასთან და ეწეოდა სიგარეტს. მისგან დაახლოებით 8 მეტრში გაჩერდა მუქი ფერის „მერესედსის“ მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა მეზობელი ლ---------–-ა. რომელმაც მძღოლს უთხრა - ბიძაჩემო, ფულს მოვიტან და მოვბრუნდებიო, რის შემდეგაც კიბეზე ავიდა. ასევე დაინახა, რომ ამ დროს სადარბაზოდან გამოვიდა მეზობელი მანანა. შემდეგ რა მოხდა, მისთვის უცნობია, ვინაიდან სიგარეტი გადააგდო და შებრუნდა თავის საქმეზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე თ---------------ას ჩვენების თანახმად, 2015 წლის 6 სექტემბერს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე, მისი შვილი სანადიროდ წავიდა კახეთში და ვეღარ დაიძინა. 6 საათის შემდეგ ცუდად იგრძნო თავი, წნევა ჰქონდა მაღალი, სამზარეულოში გავიდა და წყალი დადგა გაზქურაზე. გაზქურა ფანჯარასათან უდგას და დაინახა, მისი ფანჯრების წინ, დაახლოებით 10 მეტრში, გაჩერდა ტაქსი, საიდანაც ლ---------–-ა გადმოვიდა. ლ-----ა ტაქსის მძღოლს უთხრა, ახლავე გამოგიტან ფულსო და სადარბაზოში შევიდა. მანქანა მის ფანჯრებთან იდგა და კარგად ესმოდა ყველაფერი. შემდეგ თავის საქმეს მიუბრუნდა და აღარაფერი გაუგია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---------------ამ განაცხადა, რომ ჯ--–---ი არიან მისი ახლობლები და რადგან მათსავე საცხოვრებელ კორპუსში, ზედა სართულზე ქონდა თავისუფალი ბინა, ლ---------–-ას ათხოვა ცოლის შერთვის შემდეგ. 2015 წლის 6 სექტემბერს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათის შემდეგ, კარზე გაიგო კაკუნის ხმა. კარის გაღება დააგვიანდა, რადგან ნაოპერაციევი იყო და ადგომისა და ჩაცმისთავის გარკვეული დრო დასჭირდა. ნახა, რომ კართან ლ----ი იყო, რომელმაც 15 ლარი სთხოვა ტაქსის მძღოლისთვის გადასახდელად. ფულის მიცემის შემდეგ, ლ----ი დაახლოებით 5-6 წუთში დაბრუნდა და მისთვის გამორთმეული თანხა უკან მისცა; უთხრა - ტაქსი წასულაო და ზემოთ ავიდა. მოწმის განმარტებით, აღნიშნული დაინახა მეზობელმა ნ-----–--------–---–იამაც, რომელსაც სახლში რემონტი ქონდა და იმ დროს დერეფანში აკეთებდა რაღაცას. ლ---------–-ას სხვა დროსაც უთხოვია ფული მისთვის და დაუბრუნებია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–--------–---–იამ განაცხადა, რომ ვინაიდან სახლში ქონდა რემონტი, შემთხვევის დღეს დაახლოებით 06:00-06:30 საათზე, დერეფანში არსებულ გაზის ღუმელზე აკეთებდა საჭმელს. დაინახა, რომ ლ---------–-ა მეზობლად მცხოვრებ ნ---------------ასთან მივიდა და დააკაკუნა. ნ----- კარი ცოტა ხნის შემდეგ გააღო, რა დროსაც ლ-----ა 15 ლარი სთხოვა; უთხრა ტაქსის ფული მაქვს მისაცემიო. მოწმემ ასევე დაინახა, რომ რამდენიმე ხანში ლ----ი უკან შებრუნდა და ნ---------------ას ფული დაუბრუნა - აღარ დამჭირდაო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ფ------------–----ამ განაცხადა, რომ ბრალდებული ლ---------–-ა არის მისი უბნელი, თუმცა ახლო ურთიერთობა არ აქვს. დაზარალებულ ვ--–----------------ეს არ იცნობს. 2015 წლის 6 სექტემბერს, დილით ადრე, დაახლოებით 06:20 საათზე, ჩასული იყო სავარჯიშოდ. 48-ე კორპუსთან მიახლოებისას დაინახა „მერსედესის“ მარკის ტაქსი, რომლის მძღოლი სადარბაზოსკენ იყურებოდა. მოწმე მიუახლოვდა მას და კითხა დახმარება ხომ არ სჭირდებოდა. ტაქსის მძღოლმა განუმარტა - კაცი მოვიყვანე და ზევით არის ასული ფულის ჩამოსატანადო. დაახლოებით 5 წუთი ისაუბრეს, რა დროსაც მძღოლს ჰკითხა: „დიდი ხანია იცდიო?“; ასევე უთხრა, რომ სადარბაზოს უკანა მხარეს ჰქონდა გასასვლელი და ხშირი იყო შემთხვევები, როცა ტაქსს არ უხდიდნენ თანხას და იმ გასასვლელიდან გარბოდნენ. ამაზე მძღოლმა თავი ჩაღუნა, თქვა: „ეს ყაჩაღობაა აბა რა არის, ფული რომ არ ჩამომიტანესო“ და გინებით წავიდა, თავად კი გააგრძელა თავის გზა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა: ი-------------–---–-------------------–---–------------------–---–----------------–--------------–---------–---–-ა, ასევე მოწმეებმა - ვ------------–--------------–----–--ამ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
2015 წლის 6 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერდა თბილისში, ა----------------------–---–------ საცხოვრებელი კორპუსის წინ, ავტომანქანების სავალ გზაზე გაჩერებული, „მერსედესის“ მარკის, მუქი რუხი ფერის ავტომანქანა, სახ.#E------. დათვალიერების დროს ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა სუნის კვალის სამი ნიმუში და ხელის 15 კვალი დაქტილოფირებზე.
2015 წლის 6 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ ვ--–----------------ემ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები მიიყვანა თბილისში, აეროპორტის დასახლებაში, #4------------ს წინ, სადაც მას სამმა პირმა, რომლებიც წამოიყვანა ელბაქიძის აღმართიდან, გააჩერებინა ავტომანქანა, ამ ადგილას ორნი გადავიდნენ მანქანიდან, ერთი კი ჩაუჯდა და უთხრა, სახლამდე მიეყვანა. ამის შემდეგ გაემართნენ ქვემოთ არსებული კორპუსებისკენ და გაჩერდნენ #4-- კორპუსთან, მარცხენა სადარბაზოს წინ, სადაც მესამე პიროვნებამ, დანის მუქარით, წაართვა ფულადი თანხა, 35 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც გადავიდა მანქანიდან და შევიდა მარცხენა სადარბაზოში.
2015 წლის 6 სექტემბრის დათვალიერების ოქმების თანახმად, რომელიც ჩატარდა დეტექტივ-გამომძიებელ ზ------------–---–ის მონაწილეობით, დათვალიერდა სასტუმრო „მ----------–---სა“ და ლომბარდ „გ---–------------ის“ ვიდეოკამარების ჩანაწერები, რომლებშიც მასზე ასახული სამი პიროვნებიდან ერთ-ერთი ამოიცნო ზ------------–---–მა და განაცხადა, რომ არის ლ---------–-ა.
2015 წლის 6 სექტემბრის ლომბარდ „გ---–------------ის“ ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის მიხედვით, 05:25 საათზე კადრში ჩნდება სამი ახალგაზრდა პირი, რომლებიც ხელგადახვეული ჩადიან ჯ-----–---–-ს ქუჩაზე. შუაში მდგომ ბიჭს აცვია მოკლე მუქი ფერის შორტი და მუქი ფერის მოკლესახელოიანი ზედა, არის საშუალო სიმაღლის. მისგან მარცხნივ კედლის მხარეს მდგომ ბიჭს აცვია თეთრი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, თეთრი ფერის შორტი და ახურავს კეპი შემობრუნებით, არის საშუალო სიმაღლის. შუიდან მარჯვნივ გზის მხარეს მდგომ ბიჭს აცვია მუქი ფერის ჯინსის შარვალი და შავი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, ხელში უჭირავს ბოთლი. მოწმე ვ--–----------------ის განმარტებით ხსენებული სამი პიროვნება წამოიყვანა აეროპორტის დასახლებაში, რომელთაგან ორი შორტებში ჩაცმული პირი დატოვა 43-ე კორპუსთან. ხოლო მესამე მუქი ფერის შარვალში ჩაცმული პირი მიიყვანა 48-ე კორპუსთან, სადაც ამ უკანასკნელმა დანის მუქარით გასტაცა 35 ლარი.
2015 წლის 6 სექტემბრის სასტუმრო „მ----------–---ს“ ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, 0---- საათზე კადრში ჩანს ვ--–----------------ე, რომელიც „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით ჩერდება ჯ-----–---–-ს ქუჩის ბოლოს. მის მანქანასთან მოძრაობს რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი. 0------- საათზე ეს პიროვნებები სხდებიან ვ--–----------------ის ავტომანქანაში და მიდიან. დათვალიერებისას ვ--–----------------ემ განმარტა, რომ ხსენებული სამი პიროვნებიდან, რომლებიც მან წაიყვანა აეროპორტის დასახლებაში, ორი შორტებში ჩაცმული პირი დატოვა 43-ე კორპუსთან. ხოლო მესამე - მუქი ფერის შარვალსა და შავი ფერის მოკლესახელოებიან მაისურში ჩაცმულმა პირმა დანის გამოყენებით გასტაცა 35 ლარი.
2015 წლის 6 სექტემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ვ--–----------------ემ ამოიცნო #3 ფოტოსურათზე გამოსახული ლ---------–-ა ასაკით, თმის ფერით, სწორი ცხვირით, მოგრძო პირისახით და მთლიანი სახის აღწერილობით.
2015 წლის 7 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ვ--–----------------ემ ამოიცნო ლ---------–-ა სიმაღლით, სწორი ცხვირით, ყავისფერი თვალებით, მუქი თმით, თხელი წვერით, სახის ნაკვთებით და საერთო იერით.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ლ---------–-ას ბრალეულობასთან დაკავშირებით. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ლ---------–-ა უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და უნდა გამართლდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ყაჩაღობის დროს ერთდროულად სახეზეა ორი სიკეთის - ადამიანის საკუთრების უფლების და ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფის საშიშროება; ხოლო ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. თავდასხმაში თავის მხრივ იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა, თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ერთვის ფიზიკური ძალადობა, მოულოდნელობის მიუხედავადაც, როგორც წესი, კარგად აქვს გაცნობიერებული დაზარალებულს.
პალატა უპირველესად ყურადღებას ამახვილებს თავად დაზარალებულ ვ--–----------------ის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე და ხაზს უსვამს მის ცვალებად პოზიციას არაერთ საკითხთან დაკავშირებით. დაკითხვის დასაწყისში, როდესაც დაზარალებულმა განაცხადა, რომ ელბაქიძის აღმართზე გადაადგილებისას გააჩერა სამმა ახალგაზრდამ, პროკურორის კითხვაზე - იმყოფებოდა თუ არა რომელიმე მათგანი დარბაზში ამ სამი პირიდან, გასცა უარყოფითი პასუხი. მოგვიანებით ვ--–----------------ემ მიუთითა, რომ აეროპორტის დასახლებაში მისვლისას სამივე მგზავრი გადავიდა მისი ავტომანქანიდან, რის შემდეგაც სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის სახით წარმოდგენილი ლ---------–-ა კვლავ ჩაუჯდა მანქანაში და წავიდნენ სხვა მისამართზე. რაც შეეხება უშუალოდ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტს, ვ--–----------------ე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც აშკარად არათანმიმდევრულია, ვინაიდან უტყუარად ვერ დგინდება - ჰქონდა თუ არა დანა ლ---------–-ას და რა ნივთი მიადო მას გვერდიდან. დაზარალებულმა ჯერ ახსენა, რომ ლ---------–-ას ხელში დაინახა ბრელოკი; შემდეგ მიუთითა, რომ ეჭირა გასაღებების შეკვრა, სადაც დანაც იყო თუ არა, არ იცის; შეკვრა გადაიტანა ერთი ხელიდან მეორეში, გვერდიდან მიაჭირა და მოსთხოვა ფული. ვ--–----------------ემ საბოლოოდ მიუთითა, რომ დანა ვერ დაინახა, გასაღებების გვერდიდან მიჭერის დროს ლ---------–-ა არ დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით და არც სხვა რაიმე მუქარის ტექსტი არ გამოუყენებია მისი მისამართით, მხოლოდ ფული ითხოვა. ამ პირობებში პალატისათვის დამაჯერებლობას მოკლებულია, რომ ვ--–----------------ეს შეეშინდა ბრალდებულის და ამის გამო გადასცა ფულადი თანხა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარწმუნოდ და დამაჯერებლად მივიჩნევთ დაზარალებულ ვ--–----------------ის ჩვენებას, მან ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ ლ---------–-ამ განახორციელა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა დაზარალებულის მიმართ. შესაბამისად, სახეზე არ არის ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი ერთ-ერთი ელემენტი.
ვ--–----------------ემ ასევე მიუთითა, რომ ლ---------–-ას მიერ მისი ავტომანქანის დატოვების შემდეგ, ცოტა ზევით გააჩერა ავტომანქანა, სადაც შეხვდა ერთი კაცი და დაეხმარა, თუმცა რაში გამოიხატა მისი დახმარება, არ განუმარტავს სასამართლოსათვის. ერთ შემთხვევაში მიუთითა, რომ მან დაარეკინა პოლიციაში, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ მას ასევე გზაში შეხვდნენ ქალი და კაცი, რომლებთანაც ისაუბრა მომხდარის თაობაზე. საბოლოოდ ვერ შეძლო იმის დაფიქსირება, თუ ვისგან დაუკავშირდა პოლიციას. ორაზროვანია მისი პასუხები იმ საკითხთან დაკავშირებითაც, თუ როდის დაინახა და დაედევნა იმ ორ პიროვნებას, რომლებიც მანამდე ლ---------–-ასთან ერთად იყვენენ ავტომანქანაში.
ვ--–----------------ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციით ასევე ეჭვის ქვეშ იქნა დაყენებული მისი მონაწილეობით ჩატრებული ამოცნობისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების სისწორე. ამ უკანასნელმა სასამართლოს მოახსენა, რომ არ მიუქცევია ყურადღება, თუ რა ფერის თვალები და თმები, ასევე როგორი ცხვირი ჰქონდა ლ---------–-ას; ხოლო ამოცნობის ოქმებში უთითებს სწორედ ამ ინდივიდუალურ მახასიათებლებზე და განმარტავს, რომ მათი საშუალებით ამოიცნო ლ---------–-ა. გარდა ამისა, ვ--–----------------ემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ კარგად არ იცოდა ის ადგილები, სადაც ლ---------–-ა მიიყვანა; საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს, როდესაც შემთვევის ადგილზე გაიყვანეს, შემდეგ გაახსენდა რომელ კორპუსთანაც დააყაჩაღეს, კონკრეტულად თუ სად შევიდა ლ---------–-ა, ყურადღება არ მიუქცევია. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად კი, სამართალდამცავები სწორედ ვ--–----------------ის მიერ მითითებული გზებით მივიდნენ ლ---------–-ას საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც დაზარალებულმა მიუთითა, რომ თანხის გატაცების შემდეგ, ლ---------–-ა შევიდა აღნიშნული კორპუსის მარცხენა სადარბაზოში.
პალატა დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილშიც, რომლის მიხედვითაც ვ--–----------------ის ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიიჩნია საქმეში მოთავსებულ დანაშაულის შეტყობინების შინაარსთან. შეტყობინებაში მითითებულია, რომ 22-23 წლის ახალგაზრდებმა - სამმა პიროვნებამ, დანის მუქარით, წაართვეს 35 ლარის ოდენობის თანხა. თუმცა სასამართლო სხდომაზე ვ--–----------------ემ ყაჩაღობის ჩადენაში სხვა პირების მონაწილეობა გამორიცხა და განმარტა, რომ მსგავსი რამ შეტყობინების გაკეთებისას არ უთქვამს.
პალატა განმარტავს, რომ კანონის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში კი ლ---------–-ას ბრალეულობის დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ვ--–----------------ის დამაჯერებლობას მოკლებული ჩვენება და მის მიერ ამოცნობის ოქმში მითითებული ინფორმაცია, რომლის ერთადერთი წყაროც კვლავ ეს უკანასკნელია და რომლის ჭეშმატირებაც ჩვენების მიცემისას თავადვე დააყენა ეჭვის ქვეშ. ამდენად, მხოლოდ მსგავსი სახის მტკიცებულებებიდან შექმნილი ეჭვი ლ---------–-ას ბრალეულობასთან დაკავშირებით, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება და იგი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლები ინფორმაციას იძლევიან მხოლოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე, ისინი არ არიან ფაქტის შემსწრე პირები, მათთვის უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული და მათი ჩვენებები ვერ ქმნის ობიექტურ საფუძველს პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
რაც შეეხება საქმეზე წარმოდგენილ ვიდეომასალას და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, აღნიშნული მტკიცებულებები ირიბადაც კი ვერ ადასტურებენ, რომ ლ---------–-ამ ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა ვ--–----------------ეზე. ლომბარდ „გოლდენ კრედიტის“ და სასტუმრო „მ----------–---ს“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა მხოლოდ ლ---------–-ას, ზ-----------–-ასა და დ-----------–-----ის ერთად ყოფნისა და მათი ვ--–----------------ის მართვის ქვეშ მყოფ ტაქსიში ჩასხდომის ფაქტი, რასაც თავად გამართლებულიც ადასტურებს.
ყოველივე აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული იქნა ზ-----------–---------------------–-----ის, ასევე მოწმეების მ-------------ს, თ-----------------ას, თ---------------ას, ნ---------------ას და ნ-----–--------–---–იას ჩვენებები, რომლებიც შემთხვევის დღეს განვითარებულ სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკაშირებით, სრულ თანხვედრაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე გამართლებულ ლ---------–-ას ჩვენებასთან. ლ---------–-ამ, ზ-----------–-ამ და დ-----------–-----ემ ურთიერთთანხვედრილად მოახსენეს სასამართლოს, რომ 2015 წლის 6 სექტემბერს იმყოფებოდნენ ღამის კლუბებში, რის შემდეგაც ელბაქიძის აღმართზე გააჩერეს ვ--–----------------ის მართვის ქვეშ მყოფი ტაქსი და წავიდნენ აეროპორტის დასახლებაში. სამივე მათგანმა განმარტა, რომ მათ მგზავრობის საფასური თანხა არ ქონდათ და მძღოლს შეუთანხმდნენ, რომ ადგილზე მისვლის შემდეგ გადაუხდიდნენ.
რაც შეეხება უშუალოდ ლ---------–-ას საცხოვრებელი კორპუსის წინ განვითარებულ მოვლენებს, მოწმეების - თ-----------------ას და თ---------------ას ჩვენებებით დადგენილია, რომ გამთენიისას, დაახლოებით 6 საათის შემდეგ, დაინახეს მათი ფანჯრების წინ როგორ გაჩერდა ტაქსი, საიდანაც გადმოვიდა ლ---------–-ა და მძღოლს უთხრა, რომ ფულს ჩამოუტანდა. ლ----ის ხმა - ,,ფულს მოგიტანო“, გაიგო მოწმე მ-------------მაც, რომელიც იმ დროს სადარბაზოდან გარეთ გადიოდა და კიბეებზე შეხვდა ლ---------–-ას. გარეთ გამოსული მ------------- ფანჯრიდან დაინახა მოწმე თ-----------------ამაც. ამის შემდეგ ლ---------–-ა მივიდა ნ---------------ას საცხოვრებელ ბინასთან და დააკაკუნა. იქვე დერეფანში გაზის ღუმელთან იმყოფებოდა მეზობელი ნ-----–--------–---–ია, რომელმაც დაინახა ნ---------------ას კართან ლ---------–-ას მისვლის ფაქტი და თავის მხრივ ნ---------------ამ და ლ---------–-ამაც დაინახეს, რომ იმ მომენტში ნ-----–--------–---–ია იყო დერეფანში. ლ---------–-ამ, ნ---------------ამ და ნ-----–--------–---–იამ ერთმანეთის იდენტურად განმარტეს, რომ ნ-----------------მ ცოტა მოგვიანებით გააღო კარი; ლ---------–-ამ მას სთხოვა 15 ლარი ტაქსის მძღოლისათვის გადასაცემად; თანხის მიღების შემდეგ ლ----ი გავიდა, თუმცა მალევე დაბრუნდა და თანხა უკან დაგასცა, ვინაიდან ტაქსის მძღოლი წასული დახვდა.
მოწმე ფ------------–----ამ კი ისაუბრა იმ გარემოებაზე, როდესაც ტაქსის მძღოლი ელოდებოდა სადარბაზოში ფულის გამოსატანად შესულ პიროვნებას. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ტაქსის მძღოლს უთხრა, რომ ამ კორპუსში ხშირი იყო ტაქსით მზგავრობის საფასურის გადახდისაგან თავის არიდების შემთხვევები, ამ უკანასკნელმა ჩაილაპარაკა - „ეს ყაჩაღობაა, აბა რა არისო“.
ბუნებრივია, დაცვის მხარის მოწმეებიდან თითოეული მათგანი უწყვეტად არ ადევნებდა თვალყურს, თუ როგორ გაჩერდა ვ--–----------------ის მართვის ქვეშ მყოფი ტაქსი ლ---------–-ას საცხოვრებელ კორპუსთან და რამდენ ხანში დატოვა მან ის ტერიტორია. ყველა მოწმეს ქონდა საკუთარი საქმე და მხოლოდ შემთხვევით გახდნენ მოცემულ საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა დეტალების შემსწრეები. თუმცა, თითოეულმა მათგანმა ცალ-ცალკე გამორიცხა ლ---------–-ას მონაწილეობა ყაჩაღობის ჩადენაში და შექმნეს ამ უკანასკნელის უდანაშულობის დამადასტურებელ გარემოებათა ერთიანი ჯაჭვი. დაცვის მხარემ თანმიმდევრულ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე განავითარა ვერსია ლ---------–-ას უდანაშალობასთან დაკავშირებით, რაც ბრალდების მხარის მიერ სათანადო დასაბუთების საფუძველზე, ვერ იქნა უარყოფილი.
ამდენად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, მათივე მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ლ---------–-ას ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 179 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე–31 მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს და განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს.
ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელ----ტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელმა ორგანომ, რომლის ძირითად ამოცანას დანაშაულის გამოძიება და მისი პრევენცია წარმოადგენს, უნდა უზრუნველყოს გამოძიებისთვის საჭირო ეფექტური და ამავე დროს, მკაფიოდ ფორმულირებული, განჭვრეტადი გამოძიება, რაც სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში სავარაუდო შეცდომის ან თვითნებობის საფრთხეს არსებითად გამორიცხავს, რათა გამორიცხოს პოტენციურად მცდარი, საეჭვო მტკიცებულებების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არაერთი საეჭვო და ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოება, ბრალდების მხარემ კი მოპოვებული და სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით, ვერ უზრუნველყო აღნიშნული ეჭვების გაბათილება და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სასამართლოს დარწმუნება, რომ ლ---------–-ამ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი;
ლ---------–-ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ლ---------–-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გირაოს სახით განსაზღვრული 5000 (ხუთი ათასი) ლარის ნაცვლად შეტანილ, ლ--–--------ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ, თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი #3--–--------------------------------) ბინის (ს/კ0----------------------) ეკვივალენტურ ნაწილს.
გამართლებულ ლ---------–-ას განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულებები: ლ---------–-ასგან ამოღებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; სუნის კვლის ნიმუშები და დაქტილოფირები განადგურდეს, ხოლო DVD და CD დისკები შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე