განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2019
საქმის ნომერი
330100115738021
ინსტანცია
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3--------------

საქმე №1ბ/240-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - თ----------–--ის,ადვოკატ - ნ--------–-–---–ის,მსჯავრდებულ - ა--------------–---–ის მონაწილეობით,თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა--------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–--------------რს; საქართველოს მოქალაქე; პირადი #0----------; ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები თბილისში, დ----------------------–-----------–-----------------------------ში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით:

 

ა--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 7 000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ა--------------–---–ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5 700 (ხუთიათასშვიდასი) ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ა--------------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ა--------------–---–ი, როგორც შპს ,,დ------------–ის‘‘ დამფუძნებელი, ვითომდა მოქალაქეთა სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრებისა და დასვენების ორგანიზებისათვის, მათგან იღებდა თანხებს, ტრანსპორტირების, საცხოვრებლად განთავსებისა და კვების უზრუნველსაყოფად. არაერთი დაპირების მიუხედავად, ა--------------–---–მა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას, მოქალაქეების მიერ შპს ,,დ------------–ის‘‘ ანგარიშზე შეტანილ 15 000 აშშ დოლარსა და 13 901 ლარს, რაც საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----------–---–მა და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის დამძიმების კუთხით.

 

ბრალდების მხარის მითითებით, სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, თუმცა სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი და აშკარად ლმობიერია; დანიშნული სასჯელი არ გამომდინარეობს დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან და სპეციფიკიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ა--------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, რადგან ასეთი მსუბუქი სასჯელის პირობებში, ვერ მოხდება სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თ----------–--ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა ა--------------–---–მა და მისმა ადვოკატმა ნ--------–-–---–მა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----------–---–ის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ა--------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით; შპს ,,დ------------–ის‘‘ სალაროს შემოსავლის ორდერით; 2014 წლის 16 სექტემბრის დათვალიერების ოქმით; სს ,,ბ----------------ას‘‘ 2014 წლის 27 ივნისის საგადასახადო დავალებით; 2014 წლის 9 ივლისს სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით; 2014 წლის 30 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებით; შპს ,,დ------------–ის‘‘ სალაროს შემოსავლის ორდერების; შპს ,,დ------------–ის‘‘ სალაროს გასავლის ორდერის; შპს ,,დ------------–ის‘‘ სალაროს შემოსავლის ორდერით; მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერებით და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის არგუმენტაციას და მსჯავრდებულ ა--------------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახის შეცვლისა და უფრო მძიმე სახის სასჯელის გამოყენების საფუძვლად. პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

 

საქართველოს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

როდესაც მოთხოვნა მიმართულია სასჯელის დამძიმების კუთხით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს - იყო თუ არა წარსულში კონფლიქტში კანონთან; განიცდის თუ არა ჩადენილს და აქვს თუ არა მონანიების განცდა; აანაზღაურა თუ არა მიყენებული ზიანი; როგორ ხასიათდება იგი და სხვა. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებებლი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ა--------------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

მსჯავრდებულ ა--------------–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (ზიანი სრულად არის ანაზღაურებული; არ არის ნასამართლევი; არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები) გათვალისწინებით, ასევე დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების და მის ქმედების შემდგომი ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, პალატა მიიჩნევს, რომ ა--------------–---–ის მიმართ, სასჯელთა პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპის დაცვით, სამართლიანობისა და სასჯელის მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

 

შესაბამისად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

ა--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 7 000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ა--------------–---–ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5 700 (ხუთიათასშვიდასი) ლარის ოდენობით;

 

ა--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 თებერვლის #------ განჩინებით გირაოს უზრუნველსაყოფად გირაოს თანხის ნაცვლას შეტანილ უძრავ ქონებას - მ-------------–---–ის საკუთრებაში არსებულ, თბილისში, დ-------------------------ლი შესახვევი #-----ში მდებარე, 7----- კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, საკადასტრო კოდით 8-----------.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე