განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002629678
საქმე №1ბ/185-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ირ---–----------ას
ადვოკატ - იო----------–---–ის
გამართლებულ - თე----------------–-–---–ის
მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თა-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
თე----------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: ქ. თბილისი, მ----–---–-----------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამათლო და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით თე----------------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თე----------------–-–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
თე----------------–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, თე----------------–-–---–ი, მისი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის სადარბაზოში, მდებარე ქ. თბილისში, ლ-------------------ში, დახვდა ვი-–----–-----ს, რომელთანაც ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მას თმაში ჩაავლო ხელი, ძალის გამოყენებით შეიყვანა მისსავე საცხოვრებელ №-- ბინაში და 3-4-ჯერ გაარტყა ხელი სახის არეში. დარტყმების შედეგად ვი-–----–-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებისათვის თე----------------–-–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნიდა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თა-------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებდა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა თე----------------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის განმარტებით, მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა შესაძლებელია წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის და მან კვლავ განახორციელოს ძალადობრივი დანაშაული, ამის საფრთხე, ოჯახური ძალადობის ბუნებიდან გამომდინარე, ყოველთვის არსებობს. ამდენად, თე----------------–-–---–ს შეიძლება გაუჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი, რის გამოც აუცილებელია გამოტანილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, რათა დაცულ იქნეს დაზარალებული და თავიდან იქნეს აცილებული თე----------------–-–---–ის მხრიდან მომავალი საფრთხეები. აპელანტმა მიიჩნია, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის დანაშაულებზე სასამართლოს მხრიდან დაზარალებულების უარი ჩვენების მიცემაზე არ უნდა იქნეს განხილული, როგორც ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი ფაქტი, ვინაიდან მსგავსი შემთხვევები წარმოადგენს ოჯახის წევრებისათვის ბუნებრივ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალისებს ოჯახში მოძალადე პირების მიერ ქმედების განმეორებით ჩადენის ალბათობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა თე----------------–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იო----------–---–მა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატის აზრით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას თე----------------–-–---–ის მიერ ვი-–----–-----ს მიმართ ძალადობის ჩადენაში, კერძოდ:
თე----------------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას − დაზარალებულ ვი-–----–-----ს გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმს, რომელიც თე----------------–-–---–ს ამხელდა მის მიმართ ჩადენილ ძალადობაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ვი-–----–-----მ ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის − თე----------------–-–---–ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.
აპელანტი განმარტავს, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის დანაშაულებზე სასამართლოს მხრიდან დაზარალებულების უარი ჩვენების მიცემაზე არ უნდა იქნეს განხილული, როგორც პირის უდანაშაულობის დამადასტურებელი ფაქტი, ვინაიდან მსგავსი შემთხვევები წარმოადგენს ოჯახის წევრებისათვის ბუნებრივ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალისებს ოჯახში მოძალადე პირების მიერ ქმედების განმეორებით ჩადენის ალბათობას. პალატა მიუთითებს, რომ ასეთი მსჯელობა მხოლოდ თეორიულ ხასიათს ატარებს, რაც თანხვედრაში არაა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან, რომელიც განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ სტანდარტს.
აპელანტი მიუთითებს, რომ საქმეში არსებობს ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა თე----------------–-–---–ის ბრალის დასადასტურებლად, თუმცა ფაქტის შემსწრე მოწმის - გი------------------ის ჩვენებით დადასტურებულია 2018 წლის 15 აგვისტოს თე----------------–-–---–სა და ვი-–----–-----ს შორის მომხდარი მხოლოდ უთანხმოების ფაქტი. მოწმემ გამორიცხა ერთად ყოფნის პერიოდში თე----------------–-–---–ის მიერ ვი-–----–-----სთვის ხელის დარტყმა და განმარტა, რომ მსგავსი შემთხვევის არსებობას აუცილებლად შეამჩნევდა. მოწმემ აღნიშნა, რომ ვი-–----–-----მ კონფლიქტის მდგომარეობაში რამდენჯერმე ხელი ჰკრა თე----------------–-–---–ს, თავის დანებების თხოვნით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი წაბორძიკდა და თე----------------–-–---–მა მკლავებზე ხელის მოკიდებით წაქცევის შესაძლებლობა არ მისცა.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, პალატას მიაჩნია, რომ ისინი როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლიობაშიც, უტყუარად ვერ ადასტურებენ თე----------------–-–---–ის მხრიდან ვი-–----–-----ზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს, კერძოდ:
№------ შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით დგინდება, რომ იგი გამოცემულია 2018 წლის 15 აგვისტოს თე----------------–-–---–ის მიერ მისი მეუღლის - ვი-–----–-----ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.
ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ვი-–----–-----, მეუღლის - თე----------------–-–---–ის მხრიდან, მასზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ (მორალურ) დამცირებას და ტანჯვას.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, 15.08.2018 წ. ვი-–----–-----ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, მარჯვენა წინამხრის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე, მარჯვენა მხრის ქვემო მესამედში უკანა ზედაპირზე, მარჯვენა მტევნის პირველი თითის ნების ძვლის საპროექციოდ არსებული სისხლნაჟღენთების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. დანარჩენი სისხლნაჟღენთები /მარცხენა ლოყის მიდამოში, მარცხენა საფეთქელ-
ქვედაყბის სახსრის საპროექციოდ და მარცხენა ძუძუს ზედა გარეთა კვადრანტში არსებული სისხლნაჟღენთები/ ხანდაზმულობით დაახლოებით 5-9 დღისაა.
პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არასაკმარისია თე----------------–-–---–ისათვის წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად, რადგან ცალსახად არ მიუთითებენ ვი-–----–-----ს ფსიქოლოგიური დამცირებისა და ტანჯვის ან სხეულის დაზიანებების წყაროზე, მით უფრო, რომ ფაქტის თვითმხილველი მოწმე არ ადასტურებს თე----------------–-–---–ის მხრიდან ვი-–----–-----ს მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს და თავად თე----------------–-–---–იც კატეგორიულად უარყოფს წარდგენილ ბრალდებას. ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თე----------------–-–---–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი თე----------------–-–---–ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თა-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამათლო და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
თე----------------–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თე----------------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
თე----------------–-–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
ნივთიერი მტკიცებულება - ლაზერული დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე