განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002610096
საქმე №1/ბ-1437-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ----------------–---–ის
ადვოკატ: მ----------------ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ: მე---------–------ის
მონაწილეობის გარეშე
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მე---------–------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-----–-----------------------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ--–------------------------------ში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით:
მე---------–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მ-----------–------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 30 ივლისიდან 2018 წლის 05 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მთლიანად გათავისუფლდა მისი მოხდისგან.
მე---------–------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მე---------–------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 30 ივლისს, დილის საათებში, ქალაქ თ--–--–-----–--------------------ში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, მე---------–------სა და ი-–----------–-–---–ს მოუხდათ შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფზიკურ დაპირისპირებაში. მე---------–------მა მის ხელში არსებული დანა ი-–----------–-–---–ს განზრახ, სხეულის დაზიანების მიზნით დაარტყა მარცხენა მხარის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ი-–----------–-–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების კუთხით და მისთვის ისეთი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასაჯელის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მე---------–------მა დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანება დაზარალებულ ი-–----------–-–---–ს.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მე---------–------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. მე---------–------ის მიერ
დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ მე---------–------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გააჩნია დაზიანებები და ისე განუსაზღვრა მას, სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში მე---------–------ისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანება დაზარალებულ ი-–----------–-–---–ს, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სსკ-ის 531-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასჯელის დამამძიმებელი გარემოებაა „დანაშაულის ჩადენა .... იარაღის გამოყენებით“, მოცემულ შემთხვევაში კი მსჯავრდებულისაგან ამოღებულ დანაზე არ არის ჩატარებული ექსპერტიზა.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. შესაბამისად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. აქვე, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ ... სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. პალტა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა რატომ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ლმობიერი და მე---------–------ს რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელის სახე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენი მე---------–------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენი მე---------–------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
მე---------–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მ-----------–------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 30 ივლისიდან 2018 წლის 05 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მთლიანად გათავისუფლდეს მისი მოხდისგან.
მე---------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა, დალუქული და ერთი ცალი შავტარიანი დანა, დალუქული; ასევე ი-–----------–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, დალუქული და მე---------–------ის ნერწყვის ნიმუში, დალუქული, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი