განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
330100118002486121
ინსტანცია
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100118002486121

საქმე №1ბ/25-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და სოფიკო კაპანაძის მდივნობით,პროკურორის: ალ-----------------ს

მსჯავრდებულების: ზუ---------–---ს და ლა---------------ს

ადვოკატების: გო--------------ს და მა------------–---ს

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულების ზუ---------–---ს და ლა---------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულების: ზუ-------------------–---ს მიმართ (---------------- დაბადებული 19---–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განთლების მქონე, რეგისტრირებული: ხ---------–-----------–--------------------- ფაქტობრივად მცხოვრები : გ--------------------------------–-------–----–--

ლა-----------------------------ს მიმართ (---------------- დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განთლების მქონე, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, მისამართის გარეშე; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–----------–------------

დანაშაული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით, ზუ---------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა ვადით;

მსჯავრდებულ ზუ---------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან -2018 წლის 29 მარტიდან.

ლად--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ლად--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან -2018 წლის 29 მარტიდან.

ზუ---------–--ეს და ლა--------------ს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 28 მარტს, დაახლოვებით 19:00 საათიდან 19:30 საათამდე დროის პერიოდში, ქ.თბილისში, მ-------------–---- სანაპიროზე, გ----------–---–-- ქუჩაზე არსებულ მაღაზია ,,ზოდის“ უკანა მხარეს, დიდუბის რკინიგზის სალიანდაგო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ზუ---------–--ემ და ლა--------------მა წინასასწარი შეთანხმებით თა-----------–---–ს ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცეს ხელჩანთა, მასში მოთავსებული ფულადი თანხით 200 ლარის ოდენობით და გასაღების ასხმით, ასევე ,,ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 100 ლარად. ზუ---------–---ს და ლა---------------ს ქმედებით თა-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, კერძოდ, მას მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით და ასევე მიადგა 300 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების ზუ---------–---ს და ლა---------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით სასჯელის განსაზღვრა.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულების, ზუ---------–---ს და ლა---------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მათი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება დაზარალებულის თა-----------–---–ის ჩვენებით, ასევე, მოწმეების: თ----------------–---–-------------–------------------–--- ჩვენებებით, პირისა და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რომლების მხარეებს სადოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ზუ---------–--ემ და ლა--------------მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ვინაიდან სასჯელის განასაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, დამდგარი შედეგი, დანაშაულის მოტივი, მიზანი, ასევე მსჯავრდებულის მიერ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულების ზუ---------–---ს და ლა---------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულების ზუ---------–---ს და ლა---------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი ნ-----–--------------- მიმართ დარჩეს უცვლელად;

3. ზუ---------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა ვადით;

4. მსჯავრდებულ ზუ---------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2018 წლის 29 მარტიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზუ----------–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

6. ლა--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. მსჯავრდებულ ლა--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2018 წლის 29 მარტიდან.

8. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ლა---------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

9.ნივთიერი მტკიცებულებები:

- დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

- მოშავო ფერის ხელჩანთა, გასაღების ასხმა და ლითონის 1 ლარიანი მონეტა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ლურჯი ფერის ე.წ ,,ბახილა“ - განადგურდეს.

10. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

11. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი