განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.01.2019
საქმის ნომერი
120310018002546935
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120310018002546935

საქმე N3ბ/3183-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშყმაძე

აპელანტი (მოპასუხე) - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - თ-- კ----ე,მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა------- ო--------ი;

წარმომადგენელი - გ------ კ--–--------–---–ი;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა------- ო--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ე.წ. ვირტუალური აქტი-------------- საკადასტრო კოდთან მიმართებაში) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა (------------- საკადასტრო კოდთან მიმართებაში) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა.

 

2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

2.2.1. 2----–-–------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ა------- ო--------ის განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე უძრავ ნივთზე მდებარე ბორჯომი დ--------------- ნ. ქ----------–---–ის ქუჩის მიმდებარედ (800კვმ) (ზონა ბორჯომი, სექტორი დ---------------). წარდგენილი იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.სფ.11).

 

2.2.2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ს--–------------ის რეგიონული ოფისმა 2----–-–------------ს მიიღო გადაწყვეტილება N--------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმად 2----–-–------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ს--–------------ის რეგიონული ოფისს წარედგინა ა------- ო--------ის განცხადება, რომელიც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციას, მდებარე ბორჯომი დ.------------ ნ. ქ----------–---–ის ქუჩის მიმდებარეთ (800.00კვმ.).

 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–------------ს N------ წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

დადგინდა, რომ რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2----–-–------------ს N------ წერილზე პასუხის მიღებისთანავე (იხ.სფ.12).

 

2.2.3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში 2----–-–------------ს გადაგზავნილი წერილით N------ დადგენილია, რომ 2----–-–------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ს--–------------ის რეგიონული ოფისს წარედგინა ა------- ო--------ის განცხადება, რომელიც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ბორჯომი დ.------------ ნ. ქ----------–---–ის ქუჩის მიმდებარედ.

 

დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლ;ებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას გაეგზავნა ა------- ო--------ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მოთხოვნილ იქნა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (------------- კოდთან მიმართებაში) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება (იხ.სფ.13).

 

2.2.4. 2----–-–----------–--ს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ N------- წერილით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას და მიუთითა, რომ ეგზავნებათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი მოქალაქე ა------- ო--------ის განცხადება და მოთხოვნილ იქნა 2----–-–------------ის N------ წერილზე პასუხი (იხ.სფ.17).

 

2.2.5. 2----–-–-----------ს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მისივე 2----–-–----------ის წერილის პასუხად აცნობა, რომ ბორჯომში, დ. ბ---------–-- ნ. ქ----------–---–ის ქუჩის მიმდებარედ მდებარე ა------- ო--------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო კოდზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხს განიხილავს ბორჯომის მუნიციციპალიტეტის მერია დ---------------ს განაშენიანების რეგულირების გეგმის გათვალისწინებით, შესაბამის ვადებში (ხ.სფ.46).

 

2.2.6. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ს--–------------ის რეგიონული ოფისმა 2----–-–---------–--ს მიიღო გადაწყვეტილება N------------ სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების თაობაზე, რომლის თანახმად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ს--–------------ის რეგიონული ოფისს წარედგინა ა------- ო--------ის განცხადება, რომელიც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციას, მდებარე ბორჯომი დ.------------ ნ. ქ----------–---–ის ქუჩის მიმდებარედ (800.00კვმ.).

 

დადგინდა, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა 2----–-–------------ის N------ და 2----–-–---------- წერილზე პასუხის მიღებისთანავე (იხ.სფ.18).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კანონზე ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" 16-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტზე, რომლის თანახმად სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 2----–-–------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ა------- ო--------ის განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე უძრავ ნივთზე მდებარე ბორჯომი, დ---------------, ნ.ქ----------–---–ის ქუჩის მიმდებარედ (800კვმ) (ზონა ბორჯომი, სექტორი დ---------------). წარდგენილი იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ს--–------------ის რეგიონული ოფისმა 2----–-–------------ს მიიღო გადაწყვეტილება N--------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმად 2----–-–------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ს--–------------ის რეგიონული ოფისს წარედგინა ა------- ო--------ის განცხადება, რომელიც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ბორჯომი დ.------------ ნ. ქ----------–---–ის ქუჩის მიმდებარეთ(800.00კვმ.). საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–------------ს N------ წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

რეგისტრაციის მოთხოვნასთნა დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2----–-–------------ს N------ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში 2----–-–------------ს გადაგზავნილი წერილით N------ დადგენილია, რომ 2----–-–------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ს--–------------ის რეგიონული ოფისს წარედგინა ა------- ო--------ის განცხადება, რომელიც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ბორჯომი დ.------------ ნ. ქ----------–---–ის ქუჩის მიმდებარეთ.

 

დაინტერესებული პირის მიერ წარმდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

- „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

ეგზავნებათ ა------- ო--------ის მიერ წარმდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვენ დაუდასტუროთ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (------------- კოდთან მიმართებაში) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

2----–-–-----------ს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა აცნობა მისი 2----–-–----------ის წერილის პასუხად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N------------ განცხადებასთან დაკავშირებით აცნობებენ, რომ ბორჯომი დ.------------ ნ. ქ----------–---–ის ქუჩის მიმდებარედ მდებარე ა------- ო--------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო კოდზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხს განიხილავს ბორჯომის მუნიციციპალიტეტის მერია დ---------------ს განაშენიანების რეგულირების გეგმის გათვალისწინებით, შესაბამის ვადებში.

 

2----–-–----------–--ს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა N------- წერილით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას და მიუთითა, რომ ეგზავნებათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი მოქალაქე ა------- ო--------ის განცხადება და ითხოვენ მიაწოდონ 2----–-–------------ის N------ წერილზე პასუხი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ს--–------------ის რეგიონული ოფისმა 2----–-–---------–--ს მიიღო გადაწყვეტილება N------------ სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების თაობაზე, რომლის თანახმად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ს--–------------ის რეგიონული ოფისს წარედგინა ა------- ო--------ის განცხადება, რომელიც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ბორჯომი დ.------------ ნ. ქ----------–---–ის ქუჩის მიმდებარედ(800.00კვმ.).

 

სარეგისტრაციო წარმოება განახლდება 2----–-–------------ის N------ და 2----–-–---------- წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს მიერ ა------- ო--------ის განცხადებისა და საქმის მასალების ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–------------ს გადაგზავნის შემდეგ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ კანონით გათვალისწინებულ ვადაში არათუ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ ადმინისტრაციული წარმოებაც არ უწარმოებია, შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სახეზეა ა------- ო--------ის განცხადებაზე უარი (ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში, რადგან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ზიანს აყენებს მოსარჩელის ა------- ო--------ის კანონიერ უფლებას და ინტერესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე მიიღო უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და შეუსწავლია საქმის არცერთი გარემოებები, არც განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ე.წ. ვირტუალური აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი,-------------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ (ვირტუალური) და უნდა დაევალოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას კანონით დადგენილ ვადაში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებათა შესწავლის შედეგად დაადგინოს-------------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ არ არის გამოკვლეული თუ რა გარემოებით იყო განპირობებული საჯარო რეესტრის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის მიმართვის აუცილებლობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2---------წ. N------ წერილში მიუთითებს, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს არ გამოუკვლევია რა გარემოებებით ადასტურებს საჯარო რეესტრი თავის პოზიციას.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ უგულებელყოფილია მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილება აღნისნულ აღნიშნულ საკითხთან დაავშირებით. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს დაადგინოს უფლების დამადსტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. აპელანტი აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებათა შესწავლის ნაცვლად, მუნიციპალიტეტს დაევალა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. სასამართლომ არ გაითვალისწინა მუნიციპალიტეტის მიერ დაფიქსირებული პოზიცია მოსარჩელის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, ა. ო--------ს ეცნობა, რომ მისი განცხადება განიხილებოდა ანუ არ არსებობს ვირტუალური აქტი უარის თქმის შესახებ.

 

4. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. 2----–-–------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ა------- ო--------ის განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე ბორჯომში, დაბა ბ---------–-- ნ. ქ----------–---–ის ქუჩის მიმდებარედ მდებარე 800კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ზონა ბორჯომი, სექტორი დ---------------). წარდგენილი იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.სფ.11).

 

4.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ს--–------------ის რეგიონული ოფისმა 2----–-–------------ს მიიღო გადაწყვეტილება N--------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმად 2----–-–------------ს N------ წერილით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. დადგინდა, რომ რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2----–-–------------ს N------ წერილზე პასუხის მიღებისთანავე (იხ.სფ.12).

 

4.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2----–-–------------ის N------ წერილით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას გაეგზავნა ა------- ო--------ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მოთხოვნილ იქნა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (------------- კოდთან მიმართებაში) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება (იხ.სფ.13).

 

4.1.4. 2----–-–----------–--ს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–---------–--ის N------ წერილით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა 2----–-–------------ის N------ წერილზე პასუხი (იხ.სფ.17).

 

4.1.5. 2----–-–-----------ს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ა------- ო--------ის წარმომადგენელს აცნობა, რომ ა------- ო--------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო კოდზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხს ბორჯომის მუნიციციპალიტეტის მერია განიხილავს დ---------------ს განაშენიანების რეგულირების გეგმის გათვალისწინებით, შესაბამის ვადებში (ხ.სფ.46).

 

4.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ს--–------------ის რეგიონულმა ოფისმა 2----–-–---------–--ს მიიღო გადაწყვეტილება N------------ სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების თაობაზე, რომლითაც დადგინდა, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა 2----–-–------------ის N------ და 2----–-–---------- წერილზე პასუხის მიღებისთანავე (იხ.სფ.18).

 

4.2. სამართლებრივი დასაბუთება:

4.2.1. სააპელაციო პალატას მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

4.2.2 განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ვირტუალური უარის კანონიერება. პალატა აღნიშნავს, რომ ამგვარი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობით მიღებულ აქტს, რაც თავის მხრივ გულისხმობს დასაბუთების არარსებობას. ასეთ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ შედეგი - უარის სახით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების სავალდებულოობა დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. კერძოდ, 53-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას; დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს; ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ამდენად, აქტის კანონიერების განმსაზღვრელ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მისი დასაბუთება. ამასთან, დასაბუთება გულისხმობს ყველა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მითითებას, რაც საფუძვლად დაედო აქტის გამოცემას.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა, ასევე, ითვალისწინებს აქტის გამოცემას შესაბამისი დასაბუთების გარეშე, თუმცა კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, კერძოდ: წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ: ა) ის გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს; ბ) დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; გ) კანონი ითვალისწინებს მისი დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას. აღნიშნული ჩამონათვალი არის ამომწურავი და სხვა შემთხვევებში დაუშვებელია აქტის გამოცემა დასაბუთების გარეშე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქტი შეიძლება გამოიცეს დასაბუთების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუმცა დასაბუთება უნდა გამოიცეს ერთი კვირის განმვალობაში. ამდენად, გადაუდებელი აუცილებლობაც არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის დასაბუთებისაგან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დადგენილი დასაბუთებულობის სავალდებულოობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს აქტის გამოცემის საფუძვლებს, თუ რა გარემოებებმა განაპირობა კონკრეტული სახის აქტის გამოცემა და ჰქონდეს შესაძლებლობა სრულად შეაფასოს აქტის მართლზომიერება და კანონიერება, ამასთან, მიიღოს გადაწყვეტილება გასაჩივრებისა თუ აქტში მოყვანილი დასაბუთების გაზიარების, უფლების დაცვის სხვა ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს აქტის გამოცემის ვადებს, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ითვლება, რომ გამოცემულია აქტი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. კერძოდ, ზაკ-ის 100-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. სწორედ ეს უკანასკნელი სამართლებრივი ნორმა მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ვირტუალურ უარზე, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ქმედების განუხორციელებლობის შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–-–------------ს ა------- ო--------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, უძრავი ნივთზე მდებარე: ბორჯომი, დ---------------, ნ. ქ----------–---–ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ 800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა, რა მიზნითაც საქმის მასალები გადაუგზავნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას, კანონით დადგენილ ვადაში, მოთხოვნილ საკითხზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, წერილობითი ფორმით, არ გამოუცია.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია არსებობდა თუ არა საჯარო რეესტრის მხრიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მიმართვის გაგზავნისა და საკითხის შესწავლის აუცილებლობა. აპელანტის მიერ ხსენებული გარემოება ვერ გახდება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების განმსაზღვრელი, ვინაიდან განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვის კანონიერება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისადმი, არამედ მოსარჩელე სადავოდ ხდის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ვირტუალურ უარს.

 

ამდენად, განსახილველ საქმეზე მოსარჩელეს სადავოდ არ აქვს გამხდარი ის გარემოება, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე არ დგინდებოდა ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა და აღნიშნული საჭიროებდა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკითხის შესწავლას. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, რომელიც მსგავსი საკითხის შესწავლის შედეგად გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. აქტი კი უნდა გამოიცეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, რაც უკვე სასამართლოს მიერ განიმარტა.

 

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ბორჯომის მინიციპალიტეტის მერიამ საჯარო რეესტრის წერილის საფუძველზე, კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ შეისწავლა საკითხი და არ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, გამოცემულია ვირტუალური უარი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. პალატა ვერ გაითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებას მასზედ, რომ არ არსებობს ვირტუალური უარი, ვინაიდან მუნიციპალიტეტის მერიამ გამოხატა პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშრებით და აღნიშნა, რომ საკითხს განიხილავდა დ---------------ს განაშენიანების რეგულირების გეგმის გათვალისწინებით, შესაბამის ვადებში. პალატა აღნიშნავს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფიქსირებული მსგავსი პოზიცია მის კომპეტენციაში შემავალ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს წინაპირობას მასზედ, რომ ამავე საკითხის განხილვისათვის დადგენილი ვადის დარღვევის პირობებში, არ იქნეს მიჩნეული ვირტუალური უარი გამოცემულად.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მიიჩნევს ბათლად თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა საფუძველზე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმ ნაწილში სადაც აღნიშნულია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ე.წ. ვირტუალური აქტი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სააპელაციო პალატიას მიაჩნია, ვინაიდან სადავო ე.წ. ვირტუალური უარი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ასკ-ს 32.4 მუხლის საფუძველზე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს შეისწავლოს საკითხი კანონით დადგენილ ვადაში და წესით და აღნიშნულის შედეგად მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. ვიდრე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ იქნება შესწავლილი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისაღები გადაწყვეტილების შედეგის წინასწარ განსაზღვრა, მათ შორის სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ასკ-ს 32.1 მუხლის საფუძველზე და მითითებას მასზედ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს-------------- საკადასტრო კოდზე, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. პალატა კვლავაც აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებათა შესწავლა-გამოკვლევა განაპირობებს მისაღები გადაწყვეტილების შედეგს, რაც განსახილველი სამართალწარმოების ფარგლებში ვერ იქნება განხორციელებული, შესაბამისად, მისაღები გადაწყვეტილების კონკრეტული სახის შედეგის წინასწარ განსაზღვრაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. სრულყოფილად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემული აქტი შესაძლებელია არ ითვალისწინებდეს იმგვარი შინაარსის აქტის გამოცემას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, აღნიშნული საჭიროებს დამატებით კვლევას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საცივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასაამრთლოს გადაწუყვეტილება, ა------- ო--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, სადავო საკიტხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ვირტუალური უარი და დაევალოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას საქმის გარემოებატა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ მიიღო ახალი გადაწყვეტილება მსოარჩელის საქმესთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.

 

5. პროცესის ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილის 100 (ასი), რაც უნდა დაეკისროს მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

IV. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ა------- ო--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–-----------ის ვირტუალური უარი აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების თაობაზე და დაევალოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა------- ო--------ის საქმესთან დაკავშირებით;

 

5. ა------- ო--------ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება დაეკისროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა