განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120210118002302787
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4112-18 19 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი – ხ------------–---–------------------–---–-----------------–---–----------------–---–-
წარმომადგენელი - კ--------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე – ს-----------------
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებისათვის ი----------------–---–------------------–---–-------------------–---–--------------------–---–------------------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ს------------------ სასარგებლოდ, საკრედიტო დავალიანების 6068,76 ლარის გადახდის სოლიდარულად დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4445.67 ლარი, პროცენტი - 746.12 ლარი, პირგასამტეხლო - 864,64 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 12.33 ლარი
1.2. მოპასუხეებისათვის ი----------------–---–------------------–---–-------------------–---–--------------------–---–------------------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ს------------------ სასარგებლოდ, დავალიანებულ ძირ თანხაზე - 4445,67 ლარის გადახდის დაკისრება, ასევე გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტის - წლიური 25% და მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 92,61 ლარის გადახდის დაკისრება, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 23.12.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 23.06.2018 წლისა და თანხით არაუმეტეს 555,66 ლარისა.
1.3. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადწყვეტილებით ს------------------ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2.1. მოპასუხე ი----------------–---–-----------------–---–------------------–---–-------------------–---–- მოსარჩელე ს------------------ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა საკრედიტო დავალიანების 5504.12 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4445.67 ლარი, პროცენტი - 746.12 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა 12,33 ლარი.
2.2. მოპასუხე ი----------------–---–-----------------–---–------------------–---–-------------------–---–- მოსარჩელე ს------------------ სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავალი ყოველთვიურად - 92.61 ლარი, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 23.12.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 23.06.2018 წლისა და არაუმეტეს 555.66 ლარისა.
2.3. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2----–-–----- თებერვალს ს------------------ და ი----------------–---–- შორის დაიდო N---------------- ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, რომლის თანახმადაც ბანკი და კლიენტი შეთანხმდნენ ხელშეკრულებაში აღწერილი საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წესსა და პირობებზე, კერძოდ ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტს მომსახურებოდა შემდეგი საკრედიტო პროდუქტებით - საბანკო კრედიტით, საკრედიტო ხაზით, ოვერდრაფტით, საკრედიტო ლმიტით, საბანკო გარანტიით, აკრედიტივით, ფაქტორინგით და სხვა საკრედიტო პროდუქტებით.
3.2. 2----–-–----- მაისს ს---------------ს“ და ი----------------–---–- შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 3--------------, რომლითაც ხ------------–-ილზე სესხის სახით გაიცა 5748 ლარი, წლიური 25% სარგებლის გადახდევინებით, 19 თვის ვადით, სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა მიმდინარე სესხის რეფინანსირება.
3.3. 2----–-–----- მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2----–-–----- მაისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N-------------, რომლის მიხედვითაც ზ------------–---–-- სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა7472,4 ლარით.
3.4. 2----–-–----- მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2-----–-–------------- გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N-------------, რომლის მიხედვითაც რ-------------–---–-- სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა7472,4 ლარით.
3.5. 2----–-–----- მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2----–-–----- მაისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N-------------, რომლის მიხედვითაც ი------------–---–-- სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა7472,4 ლარით.
3.6. 2017 წლის იანვრიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი.
3.7. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 0---------–- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N----------------;
- 2---------–. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------;
- 2---------–. სესხის დაფარვის გრაფიკი;
- 2---------–. თავდებობის ხელშეკრულება N-------------;
- ზ------------–---–-- 2---------–. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- 2---------–. თავდებობის ხელშეკრულება N-------------;
- რ-------------–---–-- 2---------–. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- 2---------–. თავდებობის ხელშეკრულება N-------------;
- ივ-----------–---–-- 2---------–. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- 2---------–. N1/პოლისი N3--------------;
- გამაფრთხილებელი წერილები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
- საფოსტო გზავნილები;
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეების დავალიანება ს------------------ მიმართ 23.05.2016 წ. სესხის N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 6068.76 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4445.67 ლარი, პროცენტი - 746.12 ლარი; პირგასამტეხლო - 864.64 ლარი; სიცოცხლის დაზღვევა - 12.33 ლარი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
3.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
წარმოდგენილ შემთხვევაში, ს------------------ და ხ------------–-ილს შორის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთახმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ხ-------------–---–-- მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა (ს------------------ და ხ------------–-ილს) შორის გაფორმებული 2----–-–----- მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ხ------------–-ილის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 4445,67 ლარი, რაც ძირითად მოვალემ - ხ------------–-ილმა აღიარა და სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში ცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე. ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.
3.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს - 746,12 ლარს.
3.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, ასევე გასათვალისწინებელია მოპასუხეთა მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და ოდენობით სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია შეამციროს პირგასამტეხლო, დარიცხული პირგასამტეხლო შემცირდა 564,64 ლარით და გადასახდელად დარჩა 300 ლარი.
3.12. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, ს------------------ და ხ------------–-ილს შორის 2----–-–----- მაისს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა ს------------------ და მეორეს მხრივ ზ------------–---–-----------------–---–--------------------–---–- შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხეებმა - ზ------------–---–--, რ------------–---–-- და ი------------–---–-- იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 7472,4 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანმხებული პირობების შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ თავდებებს ძირითად მსესხებელთან ერთად ესკირებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა 2----–-–----- მაისის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ოდენობით.
3.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხებისათვის ს---------------------' სასარგებლოდ 2----–-–---------------------- (ხელშეკრულების შეწყვეტიდან), 2016 წლის 23 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 4445,67 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 25%-ის სარგებლის გადახდის სოლიდარულად დაკისრებას არაუმეტეს 23.06.2018 წლისა და არაუმეტეს 555,66 ლარისა.
აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლომ მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. ამდენად, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება, დაეყრდნო მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტა, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 25%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 4445,67 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 25%-ის სარგებლის გადახდა არაუმეტეს 23.06.2018 წლისა და არაუმეტეს 555,66 ლარისა.
3.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ითხოვს მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, რაც ასევე ასახულია მხარეებს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებაში (საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 13.12 პუნქტი, თავდებობის ხელშეკრულებების 4.9 პუქტი), შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებული დასაბუთებული პოზიცია.
5.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოპასუხე ხ------------–-ილი არის მრავალშვილიანი მამა და ქვს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.
9. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
10. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1.-3.1.7. პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.-3.7. პუნქტები), შესაბამისად, მათ, როგორც უდავო ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლოც იზიარებს.
11. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მოპასუხეებისათვის სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, თავად მოპასუხის ხ------------–---–-- მიერ სარჩელის ცნობას ემყარება, რაც აპელანტთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი. მოპასუხის მხრიდან სარჩელის აღიარება (ცნობა) არის მხარის მიერ თავისი მატერიალური უფლების განკარგვის აქტი, რითაც იგი ცნობს სარჩელის მოთხოვნის მართლზომიერებას.
13. პალატა განმარტავს, რომ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია და სასამართლო ვალდებული აღარ არის შეამოწმოს და შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარე ნების ნამდვილობის ნაკლზე მიუთითებს. აღიარება ნამდვილია, თუ იგი გამოხატავს ამღიარებლის თავისუფალ ნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება ნების არარსებობა, აღიარება გაქარწყლდება. ამავე კოდექსის 133-ე მუხლით მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. ამავე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში. ამდენად, აღიარების გაქარწყლება დასაშვებია, თუ დაცული იქნება ზემოთმითითებული ნორმით განსაზღვრული პირობები.
14. განსახილველ შეთხვევაში, აპელანტი მხარე სადავოდ არ ხდის მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის ცნობასთან დაკავშირებით გამოვლენილი ნების ნამდვილობას და არ მიუთითებს გამოვლენილი ნების შეუსაბამობაზე მის ნამდვილ ნებასთან, უფრო მეტიც, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტების მიერ სადავოდ არ არის გამხდარი პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ, როგორც უდავო გარემოება, უნდა გაიზიაროს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხეების დავალიანება ს------------------ მიმართ 23.05.2016 წლის სესხის N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 6068.76 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4445.67 ლარი, პროცენტი - 746.12 ლარი; პირგასამტეხლო - 864.64 ლარი; სიცოცხლის დაზღვევა - 12.33 ლარი.
15. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ – დაკისრებული აქვს მოპასუხეს.
16. პალატა ყურადღებას მიაცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეთა მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილია არაკვალიფიციური შესაგებელი. კერძოდ, მოპასუხეთა შესაგებელი არ შეიცავს მითითებებს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო გარემოებებზე და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები. ასეთი შესაგებელი განიხლება, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება) სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა (შტეფან შმიტი, ჰარალდ რიხტერი „მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში“).
17. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მოპასუხეთა მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთ გარემოებების დადასტურება, რაც ს------------------ წინაშე მოპასუხეთა ვალდებულების არსებობას გამორიცხავდა, თუმცა აპელანტ მხარეს ასეთი მტკიცება სააპელაციო სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
19. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 418-420-ე, 427-ე, 867-ე, 873-ე, 891-ე, 896-ე მუხლების სამართლებრივ საფუძველზე მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი, რაც დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
21. აპელანტი მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ხ------------–---–--, ზ------------–---–--, რა-----------–---–--, ივ-----------–---–-- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე