განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010141319700075748
საქმე № 1აგ/37-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მარტი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მურმან ისაევი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ-–-----------ის და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატის მ--–--------–------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის განაჩენით, ვ-–-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, ვ-–-----------ეს დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით, ვ-–-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ-–-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ვ-–-----------ეს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ვ-–-----------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--–--------–------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენებში ვ-–-----------ის მიმართ შევიდა ცვლილება.
ვ-–-----------ე გათავისუფლდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.
ვ-–-----------ეს მოსახდელად განესაზღვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
2019 წლის 25 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ვ-–-----------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--–--------–------–---–მა, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, კვალიფიკაციის შეცვლა.
პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ-–-----------ის და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატის მ--–--------–------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: ვ-–-----------ეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანას უკანონოდ შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია). „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებების მიღებამდე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის ვ-–-----------ის სისხლის სამარათლებრივ პასუხისმგებლობას ამსუბუქებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება (რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით იქნა გავრცელებული ვ-–-----------ის მიმართ), რომელიც კრძალავას 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანის“ შეძენა, შენახვისთვის მსჯავრდებისას პირის მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, ხოლო მისი სამართლებრივი მდგომარეობა ქმედების საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლზე გადაკვალიფიცირებით არ უმჯობესდება. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი. (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განჩინება N83 აგ-17).
რაც შეეხება, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვ-–-----------ისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენას, აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობის მოთხოვნა არც ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის განაჩენით, ვ-–-----------ეს უფლებები ჩამორთმეული აქვს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, რასთან დაკავშირებითაც, რაიმე ცვლილება რაც მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას გააუჯობესებდა კანონში არ განხორცილებულა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ-–-----------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--–--------–------–---–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მურმან ისაევი