განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2019
საქმის ნომერი
330100118002580232
ინსტანცია
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002580232

საქმე №1ბ/89-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ლუ-----------–--ის

ადვოკატ - ლა–-----------ას

გამართლებულ - მე-----–------–---–ის

მონაწილეობით,თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლუ-----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მე-----–------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. ქარელი, ვ-–----–----–----------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი).

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამათლო და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 დეკემბრის განაჩენით მე-----–------–---–ის ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მე-----–------–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ხუთი ეპიზოდი);

 

მანვე ჩაიდინა, ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).

 

მე-----–------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის მარტში, ქალაქ ქარელში, ვ-–----–----–----------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში, მე-----–------–---–მა, გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან მეუღლეს - ნი------------–---–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ ნი------------–---–მა უსაყვედურა, რომ მას არ აქცევდა ყურადღებას და ურთიერთობა ჰქონდა სხვა გოგონებთან, რამდენჯერმე დაარტყა მუშტები სხეულზე და მოქაჩა თმებით, რითაც ნი------------–---–მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი (2018 წლის მარტის ეპიზოდი);

 

2018 წლის აპრილის დასაწყისში, ქალაქ ქარელში, ვ-–----–----–-------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში, მე-----–------–---–მა, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი მეუღლე - ნი------------–---–ი, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ ნი------------–---–ი მის დაუკითხავად გავიდა სახლიდან მაღაზიაში ნაყინის საყიდლად, წააქცია იატაკზე და ფეხები რამდენჯერმე დაარტყა სხეულზე, რითაც ნი------------–---–მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი (2018 წლის აპრილის თვის დასაწყისის ეპიზოდი);

 

2018 წლის აპრილის შუა რიცხვებში, ქალაქ ქარელში, ვ-–----–----–-------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში, მე-----–------–---–მა, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან მეუღლეს - ნი------------–---–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ ნი------------–---–ი დარეგისტრირდა სოციალურ ქსელში და დაუკავშირდა მეგობრებს, მუშტები მრავალჯერ დაარტყა თავსა და სხეულზე, რითაც ნი------------–---–მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი (2018 წლის აპრილის თვის შუა რიცხვების ეპიზოდი);

 

2018 წლის მაისის ბოლოს, ქალაქ ქარელში, ვ-–----–----–-------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში მე-----–------–---–მა, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან მეუღლეს - ნი------------–---–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მუშტები მრავალჯერ დაარტყა ზურგსა და ხელებზე, რითაც ნი------------–---–მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი (2018 წლის მაისის თვის ბოლო ეპიზოდი);

 

2018 წლის მაისის ბოლოს, ქალაქ თბილისში, დ--------------–---–-----------------ში მდებარე ნი------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში მე-----–------–---–მა, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან მეუღლეს - ნი------------–---–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ეჭვიანობის ნიადაგზე, ხელი გაარტყა სახეში და მოქაჩა თმებით, რითაც ნი------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი (2018 წლის მაისის თვის შუა რიცხვების ეპიზოდი);

 

2018 წლის მარტიდან ივნისის დასაწყისამდე პერიოდში, ქალაქ ქარელში, ვ-–----–----–-------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში მე-----–------–---–მა, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან მეუღლეს - ნი------------–---–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით, უზღუდავდა ხალხთან კომუნიკაციას, არ აძლევდა სახლიდან გასვლის უფლებას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, მის მიმართ სისტემატურად ეჭვიანობდა, მიიჩნევდა თავის საკუთრებად და მიუთითებდა გაეკეთებინა, რასაც თვითონ ეტყოდა, ეუბნებოდა რომ იყო გათხოვილი ქალი და უნდა მჯდარიყო სახლში, ემუქრებოდა ცემით მის უკითხავად სახლიდან გასვლის შემთხვევაში. უზღუდავდა და უკრძალავდა სოციალური ქსელით სარგებლობას. რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ისეთი მიზეზებით, რომ მის უკითხავად გავიდა სახლიდან მაღაზიაში ან დარეგისტრირდა სოციალურ ქსელში. მე-----–------–---–ის ქმედებებით ნი------------–---–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი).

 

აღნიშნული ქმედებებისათვის მე-----–------–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მე-----–------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლუ-----------–--ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებდა, მე-----–------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მითითებული კვალიფიკაციის ფარგლებში სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, ბრალდების მხარემ მე-----–------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ყველა ქმედება დაადასტურა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობით, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა ბრალდებული. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა კონკრეტულად განმარტა მის მიმართ ოჯახში ძალადობის თოთოეული ეპიზოდი და დეტალურად ისაუბრა თითოეულ მათგანზე, სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული ჩვენება და მიუთითა, რომ დაზარალებული ჩვენების მიცემისას იყო თავისუფალი და მოტივირებული, რაც არ შეიძლებოდა გამხდარიყო მის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ძალადობის ფაქტების გაუმჟღავნებლობა გამოწვეული იყო გარშემო მყოფი პირების გავლენით, რომლებიც არწმუნებდნენ, რომ არ დაეტოვებინა ოჯახი, რაც იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული არასრულწლოვანია, ნორმალურ მდგომარეობას წარმოადგენდა. აპელანტის მითითებით, სასამართლომ აქცენტი გააკეთა დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილზე, რომ იგი არ აკონკრეტებდა, ოჯახში ძალადობის კონკრეტული ეპიზოდი თვის დასაწყისში მოხდა, შუა რიცხვებში თუ ბოლოს, მაშინ, როდესაც დაზარალებულმა თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ მე-----–------–---–მა 5-ჯერ ცემა - მარტში, აპრილში და მაისში, შესაბამისად, დიდი დროის გასვლის გათვალისწინებით, უფრო ხელოვნური იქნებოდა დაზარალებულს თითოეული ეპიზოდის განხორციელების კონკრეტული დრო რომ ახსოვდეს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მე-----–------–---–ის მხრიდან აგრესიისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიზეზი, რაც მან განახორციელა დაზარალებულის მიმართ იყო ის ფაქტი, რომ იგი წინააღმდეგი იყო ქორწინების, მას არ უნდოდა ცოლის შერთვა, ვინაიდან ამისთვის მზად არ იყო და ელოდებოდა ნი------------–---–ის სრულწლოვანების ასაკამდე მიღწევას, რომ გაეშვა სახლიდან. აპელანტს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია სასამართლოს მხრიდან დაზარალებულის დედისა და დის ჩვენებების გაუზიარებლობა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი ვერ ასახელებდნენ კონკრეტულ დროს, თუ როდის ნახეს სილურჯეები დაზარალებულის სხეულზე.

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად გაიზიარა დაცვის მხარის მოწმეების - ნა----–-----------–--ის, ნი-----–-----ისა და ია--------------–---–ის ჩვენებები, რომ მათ არასოდეს გაუგიათ კონფლიქტისა და ჩხუბის ხმა მე-----–------–---–ის ბინიდან, თუმცა მათი ჩვენებები წინააღმდეგობრივი და არასრულია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო, გამართლებულმა მე-----–------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლა–-----------ამ მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა მე-----–------–---–ის მიერ არასრულწლოვან მეუღლეზე განხორციელებული ოჯახური ძალადობის ექვსი ეპიზოდი, კერძოდ:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ დაზარალებულ ნი------------–---–ის ჩვენება საკმარისად თანმიმდევრული და ლოგიკურია მისი გაზიარების თვალსაზრისით, რომელმაც პირველი ინსტანციის სხდომაზე განმარტა, რომ მე-----–------–---–ი არის მისი ყოფილი მეუღლე. მათ ერთმანეთი გაიცნეს სოციალური ქსელის ,,ფეისბუქის“ მეშვეობით, რის შემდეგაც შეხვდნენ თბილისში. ურთიერთობის დასაწყისში ნი------------–---–ი იყო 17 წლის, რის თაობაზეც იცოდა მე-----–------–---–მა. თავიდან მე-----–------–---–ი უარს აცხადებდა ნი------------–---–ის ცოლად მოყვანაზე, რადგან არ იყო მზად ოჯახის შესაქმნელად, თუმცა შემდეგ დათანხმდა და ცოლად წაიყვანა ქარელში. 2018 წლის 11 მარტს მათ გადაწყვიტეს ერთად ცხოვრება, რის შემდეგაც 4 თვე იცხოვრეს თანაცხოვრებით. ქარელში, იგივე სახლში ასევე ცხოვრობდნენ მე-----–------–---–ის მშობლები და ძმა. ურთიერთობის დასაწყისში მათი ურთიერთობა ნორმალური იყო, პარკშიც სეირნობდნენ, ხოლო შემდეგ მე-----–------–---–ი გახდა აგრესიული და ეჭვიანი. იგი ნი------------–---–ს ეჩხუბებოდა სხვადასხვა მიზეზით, კერძოდ: თუ რატომ წერდა შეტყობინებებს სხვა ბიჭებს, რატომ არ აქცევდა სათანადო ყურადღებას, რატომ არ აკეთებდა საქმეს, რატომ ატარებდა დროს სოციალურ ქსელში და სხვა მიზეზებით. კონფლიქტის დროს მე-----–------–---–ი მას აყენებდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც ნი------------–---–ი განიცდიდა შიშს და მესამე სართულზე მდებარე ოთახიდან არ ჩამოდიოდა. მე-----–------–---–მა ნი------------–---–ი სულ ხუთჯერ სცემა, პირველად - მარტში, იმ მიზეზით, თუ რატომ წერდა სხვა ბიჭებს; მეორედ - აპრილში, როდესაც უთხრა, ყურადღებას რატომ არ მაქცევო; მესამედ - მაისში, როდესაც უთხრა, სულ ,,ფეისბუქში“ რატომ ხარო. ცემის ფაქტებს, სხვა პირი არ შესწრებია. ამ პერიოდში მე-----–------–---–ის და იმყოფებოდა საზღვარგარეთ, რომელსაც ნი------------–---–ი ინტერნეტის საშუალებით უყვებოდა მომხდარი ძალადობების შესახებ. იგი ურჩევდა, რომ პოლიციისთვის არ მიემართა და მოეთმინა. რაც შეეხება მე-----–------–---–ის დედას, იგი თავის შვილს აქეზებდა ნი------------–---–ის მიმართ ძალადობაზე და კონფლიქტის მიზეზი ხშირ შემთხვევაში იგი იყო. დედასთან სამსახურში ერთ-ერთი ვიზიტისას, ინ---–--–------ემ ნი------------–---–ს შეამჩნია სხეულზე არსებული სილურჯეები, მაგრამ ნი------------–---–ს არ უნდოდა მეუღლის წინააღმდეგ საჩივრის შეტანა და დედას ეუბნებოდა, რომ იგი უყვარდა. ძალადობის შესახებ ასევე იცოდა მე-----–------–---–ის დედამაც, რომელიც ზოგჯერ აქეზებდა კიდეც თავის შვილს მეუღლის ცემაში. ბრალდებულის ოჯახი მას მეზობლებთან ურთიერთობასაც უკრძალავდა. მე-----–------–---–ი მას ეუბნებოდა, რომ როგორც კი 18 წლის გახდებოდა, გააგდებდა. 2018 წლის 21 ივნისს ნი------------–---–ი გახდა 18 წლის. 2018 წლის 23 ივნისს, სოფლიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ, მე-----–------–---–მა თავისი ნივთები და ტანსაცმელები მიაყარა ნი------------–---–ს და უთხრა, რომ აღარ სურდა მასთან ცხოვრება, თავად კი საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას. ამის გამო, ნი------------–---–ი გაბრაზდა და მის მიერ ჩადენილ ძალადობრივი ქმედებების თაობაზე განაცხადა პოლიციაში.

 

თავად ბრალდებულმა მე-----–------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, კატეგორიულად უარყო ნი------------–---–ზე ძალადობის ფაქტი და განმარტა, რომ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასოდეს მიუყენებია.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არსებობს კონფლიქტური ურთიერთობა, ამასთან, დაზარალებული ამხელს ბრალდებულს დანაშაულის ჩადენაში, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს, ამ მოცემულობაში, იმის დასადგენად, ბრალდებულის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა თუ რა ადგილი დაზარალებულის მიერ მითითებულ ფაქტებს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნეიტრალური და საქმის შედეგით დაუინტერესებელი მოწმეების ჩვენებებს. მოცემულ შემთხვევაში კი საქმეზე დაკითხულ არცერთ მოწმეს არ დაუდასტურებია თავის ჩვენებაში მე-----–------–---–ის მიერ ნი------------–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი, კერძოდ:

 

მოწმე ინ---–--–------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მე-----–------–---–ი მისი ყოფილი სიძეა, ხოლო დაზარალებული ნი------------–---–ი - შვილი. 2018 წლის მაისის თვეში, აღდგომის დღესასწაულამდე, მე-----–------–---–ის ძმამ - ლე----–------–---–მა ჩამოიყვანა ნი------------–---–ი თბილისში, დედასთან. შეხვედრისას ინ---–--–------ემ ნი------------–---–ს სილურჯეები შეამჩნია კისერზე, მკლავებზე და ბეჭებზე, რაზეც ნი------------–---–მა განუმარტა, რომ აღნიშნული დაზიანებები იყო მე-----–------–---–ის მიერ ცემის შედეგი. ინ---–--–------ემ თავის შვილს შესთავაზა, რომ პოლიციისთვის მიემართათ, მაგრამ უარი განუცხადა, რადგან მისი ქმარი უყვარდა და ოჯახის შენარჩუნებას ცდილობდა. როგორც ნი------------–---–მა განუმარტა, კონფლიქტის მიზეზი ძირითადად იყო მე-----–------–---–ის მხრიდან ეჭვიანობა, ხოლო თავად ეს უკანასკნელი სხვა გოგოებს წერდა სასიყვარულო შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. მან ნი------------–---–ს სოციალურ ქსელში ყოფნაც აუკრძალა. მანამდე, ალბათ მარტის ბოლოს, დაოჯახებიდან დიდი დრო არ იყო გასული, ინ---–--–------ეს მე-----–------–---–ის მამამ დაურეკა და უთხრა, რომ ჩასულიყო მათთან და ენახა შვილი, რადგან ნი------------–---–ი და მე-----–------–---–ი ჩხუბობდნენ. ინ---–--–------ე ქარელში თავის ნათესავებთან ერთად ჩავიდა, სადაც ნი------------–---–ი ნაცემი დახვდა, მას ეტყობოდა სილურჯეები. მე-----–------–---–ის მშობლებმა მას უთხრეს, რომ მე-----–------–---–ი და ნი------------–---–ი გამუდმებით ჩხუბობდნენ და ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ნი------------–---–ს თავიდან წამოსვლა უნდოდა თბილისში, თუმცა შემდეგ პოლიციაში განცხადების შეტანაც და თბილისში წამოსვლაც გადაიფიქრა და კვლავ მე-----–------–---–თან დარჩენა გადაწყვიტა. 2018 წლის 21 ივნისს ნი------------–---–ი გახდა 18 წლის. 2018 წლის 23 ივნისს ნი------------–---–ი თბილისში დაბრუნდა, მას მატარებელში უნდა შეხვედროდა მე-----–------–---–ი, მაგრამ არ შეხვდა და იგი მარტო ჩამოვიდა თბილისში. მე-----–------–---–ი 2018 წლის 24 ივნისს ჩამოვიდა თბილისში, რომელმაც შეხვედრისას ტანსაცმელი მიაყარა ნი------------–---–ს და გაიქცა. აღნიშნულ დროს ნი------------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები. ინ---–--–------ე მე-----–------–---–ის მიერ ნი------------–---–ის ცემის ფაქტს არასდროს შესწრებია.

 

მოწმე ქ--------–--–------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მე-----–------–---–ი არის მისი ყოფილი სიძე, ხოლო ნი------------–---–ი - და. მათ ერთმანეთი გაიცნეს სოციალურ ქსელში. 2018 წლის 19 მარტს მე-----–------–---–მა ქ--------–--–------ეს მის დაბადების დღეს უთხრა, რომ მას ნი------------–---–ი არ უყვარდა და როდესაც 18 წლის გახდებოდა, მაშინვე გაუშვებდა. ამის შემდეგ სატელეფონო საუბრისას არაერთხელ გაუგია მისი დის ტირილის ხმა, თუმცა ნი------------–---–ი მას მიზეზს არ ეუბნებოდა. სკოლის გამოცდების პერიოდში ნი------------–---–ი სოფელში ჩავიდა, ხარაგაულის რაიონში, თუმცა მას თან არ ახლდა მე-----–------–---–ი. ნი------------–---–მა ამის თაობაზე განმარტა, რომ მ-----საც გამოცდები ჰქონდა და ამის გამო ვერ ჩავიდა მასთან ერთად სოფელში, ხოლო მეორე დღეს აუცილებლად ჩავიდოდა. როდესაც ნი------------–---–მა მაისური გაიხადა, მას ზურგზე სილურჯეები ეტყობოდა, ამის მიზეზი მას თავიდან არ განუმარტავს ქ--------–--–------ისთვის, თუმცა შემდეგ უთხრა, რომ მე-----–------–---–მა ცემა. მე-----–------–---–ი აღარ ჩასულა მათთან სოფელში. 23 ივნისს, თავის დაბადების დღეზე ნი------------–---–ი თბილისში დაბრუნდა. 24 ივნისს მას მე-----–------–---–მა ქარელიდან ტანსაცმლები ჩამოუტანა, მიუყარა და უთხრა, ,,ხომ გეუბნებოდი 18 წლის რომ გახდები შენს თავს დედაშენს მივუბრუნებო“ და წავიდა.

პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განაჩენში ასახულ მსჯელობას, რომელიც ეხება მოწმეთა ჩვენებებში არსებულ წინააღმდეგობებს და აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა ფასდება რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ: თითოეული მტკიცებულება, მათ შორის, მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის წინააღმდეგობები, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მათი უტყუარობის სიღრმისეული შეფასება შეუძლებელია.

პალატას მიაჩნია, რომ მოწმეები - ინ---–--–------ე და ქ--------–--–------ე არ წარმოადგენენ მე-----–------–---–სა და ნი------------–---–ს შორის მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტების თვითმხილველებს და გადმოსცემენ მხოლოდ ნი------------–---–ის ნაამბობს. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

მართალია, აპელანტს მიაჩნია, რომ მოწმეების - ია--------------–---–ის, ნი-----–-----ის და ნა----–-----------–--ის ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი და არასრულია, რის გამოც ისინი არ უნდა გაეზიარებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუმცა ისინი ერთხმად ადასტურებენ, რომ მე-----–------–---–ისა და ნი------------–---–ის თანაცხოვრების პერიოდში, მე-----–------–---–ის ბინიდან კონფლიქტისა და ჩხუბის ხმა არ გაუგიათ და არასოდეს შესწრებიან მათ შორის კონფლიქტურ სცენას.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 9 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის №---------- დასკვნით დასტურდება, რომ 2018 წლის 29 ივნისს მოქალაქე ნი------------–---–ს, პირადი შემოწმებისას, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს არ აძლევს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მე-----–------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობის ექვსი ეპიზოდი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ე. ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა. შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მე-----–------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ექვს ეპიზოდად ჩადენას. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ის ფაქტი, რომ მან ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი არასრუწლოვანი მეუღლის მიმართ.

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის მე-----–------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი მე-----–------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლუ-----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამათლო და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

მე-----–------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ექვსი ეპიზოდი).

 

მე-----–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

მე-----–------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე