განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2019
საქმის ნომერი
330210016001294734
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001294734

საქმე №2ბ/6605-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე _ გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი _ ნათია ხოლუაშვილი

 

აპელანტი - შპს ,,ვ-----–------------’’ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ც-------------ი

მოწინააღმდეგე მხარეები - ს------------–---–ი, გ----------------–---–ი (მოსარჩელეები)

წარმომადგენელი - მ--- ჯ--------ა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ს---- ი-–-- და ზ----- ვ-------–---–ების კანონიერმა წარმომადგენლებმა - თ--------------- და გ----------------–---–მა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს ,,ვ-----–------------ს’’ მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისათვის მათ სასარგებლოდ:

ა) 2----–-–----------ის N--------------------------------- ტურისტული და სასწავლო მომსახურების ხელშეკრულებების საფუძველზე გადახდილი თანხის 3800 ლარის დაბრუნება. კერძოდ, ს------------–---–ის სასარგებლოდ N-------- ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი 1300 ლარის, ი-–-- ვ-------–---–ის სასარგებლოდ N-------- ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი - 1250 ლარისა და ზ----- ვ-------–---–ის სასარგებლოდ N-------- ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი - 1250 ლარის დაბრუნება (სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 2090 ლარამდე);

ბ) ს------------–---–ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, ტრანსპორტირების ხარჯი - 300 ლარის ოდენობით, ტრავმატოლოგთან ვიზიტის ხარჯი - 25 ლარის ოდენობით, რენტგენის გადაღებისათვის გადახდილი - 60 ლარი და მომვლელისათვის 21 დღის განმავლობაში გადახდილი თანხა 500 ლარის ოდენობით, ჯამში - 885 ლარი;

გ) ს---- ი-–-- და ზ----- ვ-------–---–ების სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება თითოეულისათვის 3800 ლარის ოდენობით.

 

2. ს---- ი-–-- და ზ----- ვ-------–---–ების კანონიერი წარმომადგენლები სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდნენ:

2----–-–----------ს ს---- ი-–-- და ზ----- ვ-------–---–ების კანონიერ წარმომადგენელ გ----------------–---–სა (მამა) და მოპასუხე შპს „ვ-----–------------ს“ წარმომადგენელს შორის გაფორმდა ტურისტული და სასწავლო მომსახურების შესახებ N--------------------------------- ინდივიდუალური ხელშეკრულებები.

ხელშეკრულებების პირველი მუხლის 1.1 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ქმნიდა საზაფხულო სკოლის პროგრამას 9-17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, პროგრამის ხანგრძლივობა მოიცავდა 20 დღეს (19 ღამე). სასწავლო ჯგუფები დაკომპლექტებული იქნებოდა 20 ბავშვითა და 2 მასწავლებლით, ხოლო აღნიშნულ ჯგუფს ზედამხედველობას გაუწევდა შემსრულებლის ერთი თანამშრომელი.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გ----------------–---–მა გადაიხადა ტურისტული და სასწავლო მომსახურების საფასური - ზ----- და ი-–-- ვ-------–---–ების სასარგებლოდ N--------, N-------- ხელშეკრულებების საფუძველზე 1250-1250 ლარის ოდენობით, ხოლო ს------------–---–ის სასარგებლოდ N-------- ხელშეკრულების საფუძველზე 1300 ლარი, ჯამში - 3800 ლარი. ამავე ხელშეკრულებების თანახმად, მოპასუხე იღებდა ვალდებულებას ბავშვთა მზრუნველობასა და პროგრამის მიმდინარეობისას მათი ჯანმრთელობის საკუთარი ხარჯით დაზღვევაზე.

2015 წლის 5 ივლისს ბავშვები გაემგზავრნენ დასასვენებლად ბ---------ში. 2015 წლის 13 ივლისს, ი-–-- ვ-------–---–ი ღამის თორმეტი საათისთვის ბანაკის თანამშრომელთა მიერ ჩამოყვანილ იქნა სახლში, რა დროსაც აღმოჩნდა რომ ბავშვს აღენიშნებოდა თვალის ჩალურჯება და ჰემატომა. ი-–-- ვ-------–---–ის მშობლებმა სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით მიმართეს სამედიცინო დაწესებულება „ბ--–-------–----ას“, სადაც ბავშვს ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა და მიეცა მედიკამენტოზური მკურნალობისათვის დანიშნულება.

2015 წლის 15 ივლისს ს------------–---–ი მობილურით დაუკავშირდა დედას, თ-------------ს და აუხსნა რომ ორი დღის განმავლობაში ტკიოდა ხელი, იყო ცუდად და არავინ აქცევდა ყურადღებას. აღნიშნული საუბრის შემდგომ თ--------------ი დაუკავშირდა ბ---------ში მოპასუხის წარმომადგენელს, რომელმაც განუმარტა, რომ ბავშვს სერიოზული არაფერი სჭირდა და მხოლოდ ხელი ჰქონდა ნაღრძობი. 2----–-–---------–--ს, მშობლები გაემგზავრნენ ბ---------ში ვითარების გასარკვევად. ადგილზე ჩასულებს ს------------–---–ი დახვდათ ხელგადახვეული. მას ვიზუალურად ეტყობოდა განცდილი ტკივილის კვალი, იყო წონაში დაკლებული და ითხოვდა სახლში დაბრუნებას.

როგორც გაირკვა, ს------------–---–ს ორი დღის განმავლობაში არ ჩატარებია სამედიცინო გამოკვლევა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვის დედა დაუკავშირდა მოპასუხე მხარეს, ს------------–---–ი გასინჯა ექიმმა და ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ხელზე დაადო თხელი ფენის თაბაშირი.

2----–-–---------–--ს, ს------------–---–ის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გასინჯვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მას მოტეხილი ჰქონდა ხელი, საჭირო გახდა ხელზე ახალი თაბაშირის დადება და მედიკამენტოზური მკურნალობა, რაშიც მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს 120 ლარი. ვინაიდან ბავშვი 21 დღის განმავლობაში საჭირდებოდა განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას, ოჯახს დასჭირდა მომვლელის დაქირავება, რომლისთვისაც გადაიხდეს 500 ლარი. ამას გარდა, ბავშვებმა ვერ მოახერხეს ზაფხულის განმავლობაში თბილისიდან გასვლა, რაც ასევე უარყოფითად აისახა მათ ჯანმრთელობაზე.

 

3. მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით შპს „ვ-----–-----------მა“ სარჩელი არ ცნო და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, კომპანიის ვალდებულებას წარმოადგენდა ბავშვებზე მზრუნველობა პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში, ხოლო ამავე ხელშეკრულებათა 2.2 პუნქტების საფუძველზე, დამკვეთი ვალდებული იყო მოპასუხისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია ბავშვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ.

ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ შემსრულებლისათვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ ი-–-- ვ-------–---–ი ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციებს ჯგუფში. ფაქტის შესახებ ეცნობათ ბავშვის მშობლებს. მშობლებთან სატელეფონო კონტაქტის მიუხედავად, ი-–-- კვლავ განაგრძობდა კონფლიქტური სიტუაციების შექმნას, რის თაობაზეც 2015 წლის 13 ივლისს განმეორებით შედგა ბავშვის მშობლებთან კომუნიკაცია და შეთანხმდნენ, რომ ი-–-- დაბრუნდებოდა თბილისში. ვინაიდან მშობლები ვერ ახერხებდნენ ბ---------ში ჩასვლას, მათი თხოვნით, მოპასუხემ თავად უზრუნველეყო ბავშვის ტრანსპორტირება, რაც განხორციელდა 13 ივლისს. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით კი დასტურდება, რომ პაციენტის ვიზიტი ექიმთან განხორციელებულია 2015 წლის 17 ივლისს.

რაც შეეხება ს------------–---–ს, მოპასუხე მხარის განმარტებით, მან 2015 წლის 15 ივლისს, გვიან საღამოს გაამხილა ხელის ტკივილის თაობაზე, რის შემდეგაც დაუყონებლივ იქნა მოწვეული ექიმი-ტრამვატოლოგი. არასრულწლოვანს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა. აღნიშნულზე, იმავე დღეს განხორციელდა მშობლებთან სატელეფონო კომუნიკაცია რამდენჯერმე. მშობლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ 16 ივლისს არასრულწლოვანისთვის უნდა გადაეღოთ რენტგენი, რაზეც ბავშვის დედამ უპასუხა, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა ბ---------ში ჩასვლა და აღნიშნული პროცედურა მის გარეშე არ განეხორციელებინათ. ბ---------ში ჩამოსვლისთანავე, 2016 წლის 16 ივლისს თ--------------- განცხადებით მიმართა მოპასუხეს, ოჯახური პირობების გამო, შვილების _ ს---- ი-–-- და ზ----- ვ-------–---–ების ბანაკიდან გათავისუფლებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ასევე ითხოვა თანხის 1710 ლარის მის ანგარიშზე ჩარიცხვა.

შპს ,,ვ-----–-----------მა“ თანხა, რომელიც დაანგარიშებული იქნა მოსარჩელის შვილების სასწავლო პროგრამის ფარგლებში გამოუყენებელი დღეების შესაბამისად, 2016 წლის 16 ივლისს სს ,,თ----------ის“ მეშვეობით გადაურიცხა მოსარჩელე გ----------------–---–ს, რითაც მხარეთა შორის შეწყდა კონკრეტული ხელშეკრულებები. შესაბამისად, გაურკვეველია რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვდა მოსარჩელე შეწყვეტილი ხელშეკრულებებიდან გასვლას, მაშინ, როდესაც მოსარჩელე მხარეს არანაირი ზიანი არ მიდგომია შპს „ვ-----–------------ს“ მხრიდან.

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მიუხედავად მშობლების ინფორმირებულობისა, რომ მათი შვილები მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეულ იყვნენ და გადაეგზავნათ კიდეც ს------------–---–ის პოლისის ასლი, მოსარჩელე მხარეს დაზღვევით არ უსარგებლია.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით:

ა) გ----------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,ვ-----–------------ს“ მიმართ, 2----–-–----------ისN--------, 6------- დაN-------- ტურისტული და სასწავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე გადახდილი თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

ბ) ი-–-- ვ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს ,,ვ-----–------------ს“ მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

გ) ზ----- ვ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს ,,ვ-----–------------ს“ მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ამავე გადაწყვეტილებით, ს------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს ,,ვ-----–------------ს“ მიმართ, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,ვ-----–-----------ს“ ს------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით. შპს ,,ვ-----–-----------ს“ გ----------------–---–ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 185 ლარის ანაზღაურება.

გადაწყვეტილებით, სასამართლო ხარჯები გადანაწილდა იმდაგვარად, რომ გ----------------–---–ს დაუბრუნდა 2016 წლის 27 იანვარს (საგადასახადო დავალება №1---------) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 497.55 ლარიდან _ 40.65 ლარი. შპს ,,ვ-----–-----------ს“ მოსარჩელე ს------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა, მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 95.55 ლარის ანაზღაურება. შპს ,,ვ-----–-----------ს“ მოსარჩელე ს------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება.

 

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში (ს------------–---–ის ნაწილში) დადგენილად მიიჩნია, რომ ს------------–---–ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენდა 185 ლარს, საიდანაც 85 (25+65) ლარი იყო დოკუმენტურად დადასტურებული პაციენტის ტრავმატოლოგთან ვიზიტისა და რენტგენის გადაღების ხარჯი, ხოლო 100 ლარი - მგზავრობისათვის გაწეული ხარჯის, სასამართლოს მიერ განსაზღვრული გონივრული ოდენობა. სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, 21 დღის განმავლობაში ს------------–---–ის მომვლელისათვის 500 ლარის ოდენობით თანხის გადახდის ფაქტი.

სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარემ დაარღვია N-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი როგორც სამართლებრივი გარანტის ვალდებულება, არასრულწლოვანზე სათანადო მზრუნველობის განხორციელებისა, ამასთან, მოსარჩელე მხარემ, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი როგორც ზიანის არსებობის ფაქტის, ასევე, მისი ოდენობის დადასტურება, რის გამოც საფუძვლიანი იყო ს------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, რომლის ოდენობაც უნდა განსაზღვრულიყო 185 ლარით, საიდანაც 25 ლარი წარმოადგენდა ს-------------–---–ის ტრავმატოლოგთან ვიზიტის ხარჯს, 60 ლარი - რენტგენის გადაღებაზე გაღებულ ხარჯს, ხოლო 100 ლარი - მგზავრობისათვის გაწეულ ხარჯს.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვან ს---- ი-–-- და ზ-----ბ ვ-------–---–ების მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში ცალსახად იკვეთებოდა საზაფხული სკოლის თანამშრომელთა მხრიდან გულგრილი და არაგულისხმიერი დამოკიდებულება ს------------–---–ის მიერ სკოლაში მიღებულ ტრავმაზე, დროული და სათანადო რეაგირების თვალსაზრისით. სასამართლოს მითითებით, დადგენილად მიჩნეული ფაქტების ერთობლიობა _ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ზიანის დადგომა, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, განაპირობებდა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე ს------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.

რაც შეეხება უშუალოდ ფულადი კომპენსაციის ოდენობას, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, უნდა განხორციელებულიყო „გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“, სასამართლომ მიიჩნია რომ ს------------–---–ისათვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, შპს ,,ვ-----–-----------ს“ უნდა დაკისრებოდა 3000 ლარის გადახდა.

 

6. აღნიშნული გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ვ-----–-----------მა’, რომელმაც ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

7. შპს ,,ვ-----–------------ს’’ სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

საქმის მასალებით არ დასტურდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა, რაც საფუძველი გახდებოდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრების; კერძოდ, საქმის მასალებით არ ვლინდება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

შპს ,,ვ-----–------------’’ აპელირებს საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, სადაც მითითებულია, რომ შპს „ვ-----–-----------მა“ ჯეროვნად ვერ შეასრულა N-------- C--- ხელშეკრულების 2.1.5 პუნქტით ნაკისრი, საზაფხულო სკოლის პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში ს------------–---–ზე სათანადო მზრუნველობის განხორციელების ვალდებულება, რამაც კონკრეტული გამოხატულება ჰპოვა არასრულწლოვანზე ზრუნვის ელემენტარული, დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფის სტანდარტის დაუცველობაში.

ამ კუთხით, აპელანტმა მიუთითა სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელე ს------------–---–ის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, ს------------–---–მა 2015 წლის 15 ივლისს გვიან საღამოს გაამხილა, რომ ხელი სტკიოდა, დაუყონებლივ გამოძახებული იქნა ექიმ-ტრავმატოლოგი, ექიმმა ბავშვს გაუწია პირველადი დახმარება, ჩაუტარდა ყველა საჭირო აუცილებელი პროცედურა. კერძოდ, აპელანტის მითითებით, სასამართლო სხდომაზე ახსნა-განმარტების ეტაპზე ს------------–---–მა განაცხადა, რომ: 1. თამაშის დროს ხელი იტკინა (იხ. სხდომის ოქმი 17:06:54; 17:23:01); 2. „ჯერ ხელი არ მტკიოდა, სახლში როდესაც მივედი მერე ამტკივდა (იხ. სხდომის ოქმი 17:23:56) ექიმი მოვიდა და ხელი გადამიხვია" (იხ. სხდომის ოქმი 17:07:!7; 17:31:15; 17:31:26); 3. „წამალს მაძლევდნენ’’ (იხ. სხდომის ოქმი 17:19:22); 4. „დედას ვესაუბრე ხელი რომ ვიტკინე იმ დღესვე"(იხ. სხდომის ოქმი 17:25:19, 17:30:18); 5. ,,ესაუბრა დედას ექიმი როცა მოვიდა’’. (იხ. სხდომის ოქმი 17:32:24); 6. მოპასუხის შეკითხვაზე დედას თუ უთხრა იმის თაობაზე ექიმი რომ იყო და ხელი ჰქონდა დაფიქსირებული? (იხ. სხდომის ოქმი 17:32:58) ს------------–---–მა უპასუხა, რომ ,,ნამდვილად ასე ვუთხარი და დედამ მითხრა ხვალ ჩამოვალო’’ (იხ. სხდომის ოქმი 17:32:58-17:33:18).

აპელანტის მითითებით, აღნიშნულის შესახებ იმავე დღეს, 15 ივლისს რამდენჯერმე განხორციელდა შპს ,,ვ-----–------------ს’’ წარმომადგენლის მხრიდან ს------------–---–ის მშობელთან სატელეფონო კომუნიკაცია (ექიმის მოსვლამდე და ექიმის წასვლის შემდეგ), არსებული მდგომარეობის შესახებ მშობელს მიეწოდა ინფორმაცია. ბავშვის დედას მოპასუხემ აუხსნა, რომ ბავშვისთვის დილით 16 ივლისს რენტგენი უნდა გადაეღოთ, რაზედაც ბავშვის დედამ უპასუხა, რომ იგი აპირებდა ჩამოსვლას და მის გარეშე ბავშვი არ წაეყვანათ. ბავშვის მშობლები ჩავიდნენ 16 ივლისს დილით. სასამართლო სხდომაზე ახსნა-განმარტების ეტაპზე ს------------–---–მა განაცხადა, რომ თბილისში ის გიფსი მომხსნეს და სხვა გამიკეთესო (იხ. სხდომის ოქმი 17:08:41).

აპელანტის მითითებით, ს------------–---–ს ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მას შემდეგ რაც ბავშვმა განაცხადა რომ ხელი სტკიოდა, ექიმმა ხელი დაუფიქსირა. აღნიშნული ასევე დასტურდება 2018 წლის 20 მარტის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სხდომის ოქმის ამონაწერის საფუძველზე სს ს------–----------------–------------------------–--------------------–ის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ჩანაწერებით, სადაც პაციენტის მშობელი ექიმს განუმარტავს, რომ ბ---------ში ჩაუტარდა პირველადი დახმარება, ასევე დასტურდება აღნიშნული ჩანაწერებით, რომ ს------------–---–ი იმყოფებოდა განმეორებით კონსულტაციაზე.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სახეზე არ არის ასევე სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა, ვინაიდან, ს------------–---–ის ჯანმრთელობაზე ხელყოფა არავის განუხორციელებია.

აპელანტის მითითებით, ბავშვების მშობლებმა იცოდნენ, რომ ბავშვები დაზღვეულები იყვნენ ხელშეკრულების მე-2 პუნქტის 2.1.6 ქვეპუნქტის თანახმად გათვალისწინებული პირობებით. შესაბამისად, პოლიკლინიკაში გადახდილი თანხის ქვითრის წარმოდგენა შეეძლოთ, რაც მოსარჩელეებმა არ განახორციელეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში, დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

8. 2--------- წელს, ს------------–---–ის კანონიერ წარმომადგენელ გ----------------–---–სა (მამა) და მოპასუხე შპს „ვ-----–------------ს“ დირექტორ კ. ჩ--------ეს შორის გაფორმდა ტურისტული და სასწავლო მომსახურების შესახებ N-------- C--- ხელშეკრულება (ტომი 1; ს.ფ. 17-19).

 

9. გ----------------–---–მა სრულად გაიდახადა N-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებილი მომსახურების საფასური ჯამში 1 300 ლარის ოდენობით (ტომი 1; ს.ფ. 33).

 

10. 05.07.2015 წელს, ს------------–---–ი გაემგზავრა საზაფხულო ბანაკში, დაბა ბ---------ში (მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

11. 13.07.2015 წელს, ს------------–---–მა საზაფხულო ბანაკში მიიღო მარცხენა ხელის ტრავმა (ხელი მოიტეხა).

 

12. 16.07.2015 წელს, თ--------------- განცხადებით მიმართა შპს „ვ-----–-----------ს“ და ოჯახური პირობების გამო ს------------–---–ის ბანაკიდან გაყვანა, 2----–-–----------ს დადებული ტურისტული და სასწავლო მომსახურების შესახებ N-------- ხელშეკრულებების შეწყვეტა და 1710 ლარის (ი-–--, ს-------ა ზ----- ვ-------–---–ების სასწავლო პროგრამის ფარგლებში გამოუყენებელი დღეების შესაბამისად) მის ანგარიშზე ჩარიცხვა მოითხოვა (ტომი 1; ს.ფ. 62).

 

13. 16.07.2016 წელს, შპს ,,ვ-----–-----------მა“ სს ,,თ-----------ის“ მეშვეობით გ-----------------–---–ს გადაურიცხა თანხა - 1710 ლარის (ი-–--, ს------ა ზ----- ვ-------–---–ების სასწავლო პროგრამის ფარგლებში გამოუყენებელი დღეების შესაბამისად) ოდენობით (ტომი 1; ს.ფ. 64).

 

14. 16.07.2015 წელს, ქ. თბილისში, სს „ტ-----------–-------------------–ში“ მიმართვისას, ს-------------–---–ის ავადმყოფობის მიმდინარეობა იყო მწვავე. მოკლე ანამნეზის თანახმად: პაციენტი უჩიოდა ტკივილს და აღენიშნებოდა შესიება მარცხენა სხივ-მაჯის სახსრების არეში. პალპაციით მტკივნეული. მოძრაობა შეზღუდული. ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, მოსარჩელეს დაუდგინადა მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობა ქვემო-3ში, დამაკმაყოფილებელი დგომით. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: ტრავმატოლოგის კონსულტაცია, R-გრაფია; ჩატარებული მკურნალობა: თაბაშირის იმობილიზაცია. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: ესაჭიროება ორთოპედიული რეჟიმი - თაბაშირის იმობილიზაცია სამი კვირის განმავლობაში (ტომი 1; ს.ფ. 34-35).

 

15. პალატა განმარტავს, რომ საკითხის გადაწყვეტა საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).

სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ

მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ‐ის მე‐4 მუხ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

 

16. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს ,,ვ-----–------------ს’’ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას, კერძოდ, შპს „ვ-----–------------ს“ მიერ N-------- C--- ხელშეკრულების 2.1.5 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების (ბავშვზე მზრუნველობა პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში) არაჯეროვნად შესრულების ფაქტს, რამაც გამოიწვია როგორც მატერიალური, ასევე, მორალური ზიანი. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, პირველ რიგში, უნდა გაირკვევს მიყენებული ზიანის შინაარსი და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა.

 

17. სამოქალაქო კოდექსის 394‐ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.

 

18. პალატა განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა‐ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408‐ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში.

სამოქალაქო კოდექსის 412‐ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც

მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (სუსგ. 11.06.2012, Nას‐630‐593‐2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101‐ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7‐ე (1) მუხლები.

 

19. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, ს------------–---–ის ნაწილში მოპასუხისგან მოთხოვნილია მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელეები სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებებზე, რომ ს------------–---–მა საზაფხულო ბანაკში მიიღო მარცხენა ხელის ტრავმა, კერძოდ, მოიტეხა ხელი, შპს ,,ვ-----–-----------მა’’ კი, ხელშეკრულების 2.1.5 პუნქტის დარღვევით, არ განახორციელა ბავშვზე სათანადო ზრუნვა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ბავშვს არ გაეწია დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, რის გამოც ოჯახმა თვითონ გაიღო ხარჯები ამ მიზნით, არასრულწლოვანმა კი განიცადა როგორც ფიზიკური, ასევე ზნეობრივ-ფსიქიკური ტანჯვა.

 

20. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს დარღვევისას (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მისი გამოყენების წინაპირობებია - მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა (სუსგ №ას-167- 163-2016, 01.07.2016).

 

21. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, იკვეთება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 და 408.1 მუხლებით გათვალისწინებული ზიანის დაკისრების წინაპირობები. კერძოდ, მოსარჩელე მხარემ დაადასტურა როგორც ზიანი, ასევე, მისი ოდენობა. ამასთან, მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა ბრალის გამომრიცხავი გარემოებები.

 

22. სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს, რომ მშობლის ჩავლამდე, ს------------–---–ს მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობით 2 დღის მანძილზე მოუწია საზაფხულო სკოლაში, კვალიფიციური სამედიცინო დახმარებისა და შესაბამისი დანიშნულების გარეშე ყოფნა, მოსარჩელე ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებებით: 1) 2----–-–---------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა 100), სადაც, „ტ-----------–--------------------–ის“ მკურნალი ექიმის მიერ მითითებულია, რომ ავადმყოფობის მიმდინარეობა პაციენტის სტაციონარში მიმართვისას, 16.07.15 წლის 15:00 საათზე იყო მწვავე, „პაციენტი უჩივის ტკივილს და აღენიშნება შესიება მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის არეში, პალპაციით მტკივნეულია, მოძრაობა შეზღუდული“. ტრავმატოლოგის კონსულტაციისა და რენტგენოგრაფიის საფუძველზე, პაციენტს დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობა ქვემო-3ში, დამაკმაყოფილებელი დგომით შ52.5. ჩატარებული მკურნალობა: თაბაშირის იმობილიზაცია. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: ესაჭიროება ორთოპედიული რეჟიმი - თაბაშირის იმობილიზაცია 3 კვირის განმავლობაში. ბ) ს------------–---–ის დედის განმარტება, რომ მას მობილურზე დაუკავშირდა შვილი, რომელმაც აუხსნა, რომ სტკიოდა ხელი და არავინ ყურადღებას არ აქცევდა... რომ ბ---------ში ჩასულ მშობლებს ს------აჟინებით სთხოვდა შინ წაყვანას. გ) სასამართლო პროცესზე თავად ს------------–---–ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება, რომ „ექიმი იყო ქ. თბილისში და ჩამოვიდა მომდევნო დღის მეორე დღეს“, რომ ძალიან სტკიოდა ხელი და ჰქონდა სიცხე (იხ. 20.03.18წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

23. ზემოაღნიშნული არგუმენტების საწინააღმდეგოდ, აპელანტმა (მოპასუხემ) ვერ წარმოადგინა კონკრეტული მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა შპს „ვ-----–------------ს“ მიერ სადავო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტს და შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებით, რომ ბავშვს დროულად გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება. მოპასუხემ ვერ დააკონკრეტა, თუ როდის და რომელი სამედიცინო დაწესებულების ექმის მიერ განხორციელდა არასრულწლოვანისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და რატომ თავად არ ისარგებლა ბავშვის დაზღვევის პოლისით. მოპასუხეს სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ასევე არ გაუქარწყლებია არასრულწლოვნის დედის საფუძვლიანი პრეტენზია, რომ საზაფხულო სკოლის ადმინისტრაციამ დროულად არ აცნობა მისი შვილის მიერ მიღებული ტრავმის თაობაზე, რაც ასევე მოპასუხე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. უფრო მეტიც, მოპასუხის მიერ გაწეული სამედიციო დახმარების არაკვალიფიციურობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ამის თაობაზე არ არსებობს არანაირი ჩანაწერი და დანიშნულება იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ ბავშვს ადგილზე დაედო თაბაშირი, რომელიც თბილისში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ახსნეს და ხელახლა დაადეს. ამასთან, იმ ვითარებაში, როდესაც ს------------–---–ის განმარტებით დგინდება, რომ მას ბანაკში „წამალს აძლევდნენ’’ (იხ.20.03.18წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 17:19:22), გაურკვეველია რა წამალი იყო, ვის მიერ და რა მიზნით დაენიშნა არასრულწლოვანს იგი.

 

24. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ს------------–---–ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი შეადგენს 185 ლარს, საიდანაც 85 (25+65) ლარი არის დოკუმენტურად დადასტურებული პაციენტის ტრავმატოლოგთან ვიზიტისა და რენტგენის გადაღების ხარჯი, ხოლო 100 ლარი - მგზავრობისათვის გაწეული ხარჯის, სასამართლოს მიერ განსაზღვრული გონივრული ოდენობა.

 

25. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებს შორის უმნიშვნელოვანესია ერთ-ერთი მხარის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გზით.

პალატა განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედება არამართლზომიერი ქმედებაა (მოქმედება/უმოქმედობა) და გამოხატავს ქმედების წინააღმდეგობას არა მხოლოდ პოზიტიური სამართლის (კანონის) ნორმებთან, არამედ წინააღმდეგობას კულტურისა და ზნეობის ნორმებთან. შესაბამისად, როდესაც ქმედება ხელყოფს ადამიანის ისეთ ფუნდამენტალურ უფლებებს (როგორიცაა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების და სხვ.), რომლებიც სამართლებრივი დაცვის განსაკუთრებულ საგანს წარმოადგენს, მართლწინააღმდეგობა იმთავითვე სახეზეა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ დაარღვია 6------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი, როგორც სამართლებრივი გარანტის ვალდებულება, არასრულწლოვანზე სათანადო მზრუნველობის განხორციელებისა, რამაც გამოიწვია არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელყოფა.

 

26. ამდენად, მოსარჩელე მხარემ, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი როგორც ზიანის არსებობის ფაქტის, ასევე, მისი ოდენობის დადასტურება. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია ს------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, რომლის ოდენობაც განისაზღვრა 185 ლარით, საიდანაც 25 ლარი წარმოადგენს ს------------–---–ის ტრავმატოლოგთან ვიზიტის ხარჯს, 60 ლარი - რენტგენის გადაღებაზე გაღებულ ხარჯს, ხოლო 100 ლარი _ მგზავრობისათვის გაწეულ ხარჯს.

 

27. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას იმ გარემოებაზე ამყარებს, რომ მოპასუხის უპასუხისმგებლო და უხეში გაუფრთხილებლობით არასრულწლოვან ს------------–---–ს დაუზიანდა ჯანმრთელობა, რასაც მოჰყვა სამედიცინო მკურნალობის გაგრძელება. აგრეთვე, მოპასუხის უყურადღებობით ს------------–---–ი 2015 წლის 14-15 ივლისს განიცდიდა ხელის მოტეხილობით გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილისაგან სულიერ ტანჯვას.

 

28. მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის მარეგულირებელ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი თავისთავად ანიჭებს უფლებას დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის, რაც განპირობებულია იმით, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ადამიანის აბსოლუტურ უფლებებს და სამართლებრივი დაცვის განსაკუთრებულ საგანს წარმოადგენს. ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი უკვე თავისთავად გულისხმობს იმას, რომ დაზარალებულმა განიცადა ტკივილი და სულიერი ტანჯვა, როგორც თვით დაზიანების მიღებისას, ასევე – მკურნალობის პროცესში. ეს სულიერი ტანჯვა შესაძლოა გახანგრძლივდეს იმ შემთხვევაში, თუ, მკურნალობის მიუხედავადაც, დაზარალებული პირი ვერ გამოჯანმრთელდა სრულად ან/და აღენიშნება გადატანილი დაზიანებების კვალი. სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რიტმის შეცვლა, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის უშუალო შედეგია.

უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ტერმინი ,,მორალური ზიანი’’ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებით მიღებული არასასურველი შედეგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა - ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის, რაც ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვაა. ამდენად, ნებისმიერი ხელყოფა, რომელიც არსებითად აზიანებს ამ სიკეთეს, მტკიცებულებების არსებობის პირობებში, შესაძლოა გახდეს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი (იხ, სუსგ. №ას-1477-1489-2011).

ამასთან, სამოქალაქო სამართალში აღიარებული მხარეთა თანასწორობის მიუხედავად, მეწარმე სუბიექტთა სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა სამოქალაქო ბრუნვის სხვა მონაწილეთა პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო აღმატებულია და განსაკუთრებულ გულისხმიერებას მოითხოვს იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე კომპანიის სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ფიზიკურ პირებთან დადებულ ხელშეკრულებებს ეხება.

 

29. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა უკავშირდება არასრულწლოვანი ბავშვის ტურისტული და სასწავლო მომსახურების უზრუნველყოფას. შესაბამისად, მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით, ხელშეკრულების ფარგლებში მშობელთა მიერ შემსრულებლისათვის გადაცემული, საზაფხულო სკოლაში მყოფ ბავშვებზე ზრუნვის სტანდარტების დაცვა მოპასუხე კომპანიის მხრიდან განსაკუთრებულ გულისხმიერებას საჭიროებს, რაც დადგენილია, რომ არასათანადოდ განხორციელდა ს------------–---–ის მიმართ. კონკრეტულ შემთხვევაში, ცალსახად გამოიკვეთა საზაფხულო სკოლის თანამშრომელთა მხრიდან გულგრილი და არაგულისხმიერი დამოკიდებულება ს------------–---–ის მიერ სკოლაში მიღებულ ტრავმაზე დროული და სათანადო რეაგირების თვალსაზრისით.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტების ერთობლიობა _ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ზიანის დადგომა, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, განაპირობებს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე ს------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.

 

30. რაც შეეხება უშუალოდ ფულადი კომპენსაციის ოდენობას, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, უნდა განხორციელდეს „გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ს------------–---–ისათვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, შპს ,,ვ-----–-----------ს“ უნდა დაკისრებოდა 3000 ლარის გადახდა.

პალატა განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან, მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. კომპენსაციის მიზანია დაზარალებულის მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება და მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. უფრო კონკრეტულად კი მორალურ ზიანს გააჩნია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. აღნიშნული სამი - სატისფაქციური, რეპრესიული და პრევენციული ფუნქციების კომბინაცია წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების ერთიან მიზანს, რაც უნდა აისახოს მორალური ზიანის ფულად ანაზღაურებაში.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა ს------------–---–ის ასაკი, ის გარემოება, რომ იმყოფებოდა საზაფხულო ბანაკში მოპასუხის მზრუნველობის ქვეშ, მოზარდის მიერ განცდილი ფიზიკური ტკივილი და დისკომფორტი, რაც ასოცირდება უარყოფით განცდებთან, ამგვარი მდგომარეობით გამოწვეული ნეგატიურ პროცესები და სამართლაინობისა და გონივრულობის კრიტერიუმი, მორალური ზიანის ფუნქციისა და მისი პრევენციული ბუნების გათვალისწინებით, მართებულად დაასკვნა, რომ ს------------–---–ისათვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, შპს ,,ვ-----–-----------ს“ უნდა დაკისრებოდა 3000 ლარის გადახდა.

 

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შპს ,,ვ-----–------------ს’’ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

32. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

33. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 150.00 ლარის ოდენობით წინასწარ გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ვ-----–------------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გ. გიორგიშვილი