განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3303-0-19002807903
საქმე №3/b-656-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 მარტი, 20-9 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - ნ---- პაპინაშვილი
საჩივრის ავტორები - ე-–-------------–---–ი და გ-------------–---–ი
წარმომადგენელი: ცირა მაისურაძე
მოწინააღმდეგე მხარე - კ-–-------------ი
დავის საგანი - დამცავი ორდერის გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-9 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-9 წლის 18 იანვრის განჩინებით კ-–-------------ის განცხადება, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, მიღებული იქნა წარმოებაში.
20-9 წლის 12 თებერვალს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა კ-–-------------მა და მისმა წარმომადგენელმა დააზუსტეს დამცავი ორდერის მოთხოვნები და ითხოვეს დამცავი ორდერის გამოცემა შემდეგი პირობით: ე-–-------------–---–ს და გ-------------–---–ს აეკრძალოთ კ-–-------------თან, მის სამუშაო ადგილსა და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც კ-–-------------ი იმყოფება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით განმცხადებელი – კ-–-------------ის (დაბადების თარიღი -0-.0-.1--- წელი, პირადი ნომერი - 0----------, მცხოვრები: თბილისი, გლდანი, მე-2 მ/რ, კორპუსი №3-, ბინა №9-) დაცვის მიზნით მოძალადე - გ------ ბ-----–---–ის (დაბადების თარიღი - 0-.0-.1--- წელი, პირადი ნომერი - 0----------, მცხოვრები - თბილისი, გლდანი, მე-2 მ/რ, კორპუსი №3-, ბინა №9-) და ე-–-------------–---–ის (დაბადების თარიღი - 12.0-.1--- წელი, პირადი ნომერი - 0----------, მცხოვრები - თბილისი, გლდანი, მე-2 მ/რ, კორპუსი №3-, ბინა №9-) მიმართ გაიცა დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით: - გ-------------–---–ს და ე-–-------------–---–ს აეკრძალათ კ-–-------------თან, მის სამუშაო ადგილსა და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც კ-–-------------ი იმყოფება. დამცავი ორდერი გამოიცა 2 (ორი) თვის ვადით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2-12 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის 2-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2-1- მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად დამცავი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე, ხოლო ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2-1- მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს; დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის; ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს; ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს; ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს; კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს; მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.
ამავე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა; ამავე მუხლის „თ” ქვეპუნქტის თანახმად კი მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.
ზემოაღნიშნული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლის სამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ფსიქოლოგიური ძალადობა ე-–-------------–---–ის და გ-------------–---–ის მხრიდან მსხვერპლის - კ-–-------------ის მიმართ და შესაბამისად არსებობს დამცავი ორდერის გამოცემის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ე-–-------------–---–მა და გ-------------–---–მა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა საცხოვრებელი ბინის კუთვნილებასთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით კ-–-------------ს უარი ეთქვა სადაო ბინიდან წილის მიკუთვნებაზე, რამაც იგი უკიდურესად გააღიზიანა. მხარეთა შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა. მისი წარმომადგენელი მაია სვანიძის ოჯახში რძლად მისვლამ უკიდურესად დაძაბა ამ უკანასკნელის რეკომენდაციით საცხოვრებელ ბინაში დააყენეს სათვალთვალო კამერები ცდილობენ ჩხუბის პროვოცირებას და შემდეგ ვიდეო ფირზე გადაღებას, გამოყავთ მდგომარეობიდან ოჯახის სხვა დანარჩენი წევრები და სისტემატიურად იძახებენ პატრულს, რითაც ახორციელებენ მათზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. საჩივრის ავტორების წარმომადგენლის თანდასწრებით კ-–-------------ი იმუქრებოდა, რომ ე-–-------------–---–ს და გ------ი ბ-----–---–ს მიიყვანს ციხის კარამდე გააღიზიანებს მათ და აიძულებს, რომ შეიქმნას ამის საფუძველი, არ აძლევს ოჯახის დანარჩენ წევრებს-მულს ნაირა ბ-----–---–ს და დედამთილს-ასინეთ ბ-----–---–ს საოჯახო ნივთების გამოყენების უფლებას და არ უშვებენ მათ საცხოვრებელი ბინის ზალაში. ასინეთ ბ-----–---–ს, რომელიც 80 წლისაა ემუქრებიან ხელის კვრით და წაქცევით, რის გამოც ოჯახის დანარჩენი წევრები სახლიდან გასვლისას იძულებულები არიან კარები გადაკეტონ, რომ არ მიაყენონ მას კლავდია ნასიევმა და მისმა რძალმა ზიანი, ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ოთხი სული: ნაირა ბ-----–---–ი, ასინეთ ბ-----–---–ი, ე-–-------------–---–ი და გ-------------–---–ი ცხოვრობენ მხოლოდ ერთ ოთახში 20 კვ. მ. საძინებელში რადგანაც როგორც უკვე ავღნიშნეთ კ-–-------------ი და მისი რძალი არ აძლევენ მათ ზალაში ყოფნის უფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებიან პატრულის გამოძახებით და შემაკავებელი ორდერის გამოცემით, შემდგომ კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით. გამომდინარე აქედან, უამრავი განცხადებები იქნა წარდგენილი ნაირა ბ-----–---–ის მიერ მათ წინააღმდეგ გლდანის პოლიციის სამმართველოს პირველ განყოფილებაში და როგორც მათთვის ცნობილია კ-–-------------ისა და მაია სვანიძის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ანუ კლავდია ნასიევი იყენებს რა უფლებას, ბოროტად ცდილობს განცხადება საჩივრებით და პოლიციის გამუდმებული გამოძახებით შექმნას ე-–-------------–---–ისა და გ-------------–---–ის, ასევე ნაირა და ასენეთ ბ-----–---–ების სახლიდან გაძევების საფუძველი. მიუხედავად აღნიშნულისა სასამართლომ მოძალადეებად ცნო ე-–-------------–---–ი და გ-------------–---–ი ისე, რომ არ დაუდგენია რა სახის ძალადობას ქონდა ადგილი მათი მხრიდან განმცხადებლის მიმართ, ფიზიკურს, ფსიქოლოგიურს თუ იძულებას.
სასამართლოში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულების სახით ორი ვიდეო ფირი, სადაც აღბეჭდილი იყო პირიქით კ-–-------------ის მხრიდან მოწინააღმდეგე მხარის ე-–-------------–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა. ვიდეო ფირის მიხედვით კ-–-------------ი დასდევს ე-–-------------–---–ს ტელეფონით და იღებს მის სახლში შემოსვლის და გადაადგილების ტრაექტორიას. ხოლო მეორე ფირზე აღბეჭდილია ასინეთი ბ-----–---–ი 80 წლის როგორ შედის ოთახში ჯოხზე დაყრდნობილი. ამ მტკიცებულებებით დაადგინა სასამართლომ, რომ ე-–-------------–---–ი მოძალადეა, ხოლო გ-------------–---–ის მხრიდან ძალადობის შესახებ არც განმცხადებელს წარმოუდგენია რამე და არც მოწმე გ------ ელგუჯას ძე ბ-----–---–ს მიუთითებია ჩვენებაში რაიმე ისეთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა გ------ი ბ-----–---–ის მხრიდან ძალადობის ფაქტს.
სასამართლომ გადაყვეტილებაში მიუთითა მხოლოდ ადმინისტრციულ საპროცესო კოდექსის იმ ნორმათა ერთობლიობაზე და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ 3-4 მუხლის შინაარსის თაობაზე, თუმცა რით დაარღვიეს ე.წ. მოძალადეებმა აღნიშნული ნორმები ან რით დასტურდებოდა იგი, ამის თაობაზე საერთოდ არ უმსჯელია. სინამდვილეში კ-–-------------ი სისტემატიურად, თანმიმდევრულად განზრახ ცდილობს გამოიყვანოს მდგომარეობიდან ოჯახის წევრები და აიძულოს ისინი რომ მიატოვონ საცხოვრებელი ბინა, რომელიც მას არ ეკუთვნის. აღნიშნულ გარემოებას თავად კ-–-------------ის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ფირები მოწმობს, საიდანაც კარგად ჩანს, როგორ დასდევს იგი ოჯახის წევრებს ტელეფონით და როგორ უღებს ვიდეოს უმიზეზოდ.
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი საფუძვლიანია უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და არ დაკმაყოფილდეს კ-–-------------ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდგე გარემოებებს:
კ-–-------------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ე-–-------------–---–თან 1-.0-.1--- წლიდან.
საქმეში წარმოდგენილი განქორწინების მოწმობით ირკვევა, რომ კ-–-------------ი და ე-–-------------–---–ს შორის ქორწინება შეწყვეტილი იქნა 2019 წლის 16 იანვარს.
კ-–-------------ის და ე-–-------------–---–ის შვილები არიან 2-.0-.1--- წელს დაბადებული ნ---- ბ-----–---–ი (ამჟამად კ-----------ი) და 0-.0-.1--- წელს დაბადებული გ-------------–---–ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ---- კ-----------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ნ---- კ-----------ი ცნობილ იქნა უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი, გლდანის მე-2 მკ/რ-ნი, კორპუსი 3-, ბინა #9--ის (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 0-.1-.12.0-2.0-3) 1/7 ნაწილის მესაკუთრედ. მოსარჩელე გ------ ბ-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოსარჩელე გ-------------–---–ი ცნობილი იქნა უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი, გლდანის მე-2 მკ/რ-ნი, კორპუსი 3-, ბინა 9--ის (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 0-.1-.12.0-2.0-3) 1/7 ნაწილის მესაკუთრედ. მოსარჩელე კ-–-------------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი, გლდანის მე-2 მკ/რ-ნი, კორპუსი 3-, ბინა 9--ის 1/7 ნაწილის მესაკუთრედ ცნობაზე ეთქვა უარი.
დამცავი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის მომენტში ვლინდება და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა დასაცავ სიკეთეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2-1- მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ძალაში შედის გამოცემისთანავე, ხოლო ”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს (1.1 მუხლი). ამ კანონის მიზანს წარმოადგენს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა (2.ა მუხლი).
ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ხოლო ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით, “ზ” ქვეპუნქტის მიხედვით ოჯახის წევრად, სხვა პირებთან ერთად მოიაზრება მამა, მეუღლე, ასევე ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, ხოლო „თ” ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოძალადეა ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.
დამცავი ორდერის გაცემის კანონიერების შემოწმების პროცესში სააპელაციო სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, საქმის მასალები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ქმნის თუ არა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგება მსხვერპლის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის მიხედვით, მხარე ვალდებულია დაადასტუროს საკუთარი მოთხოვნა და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის გადანაწილებას აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ამ ფაქტის დადასტურება ვერ შესძლო.
პალატა განმარტავს, რომ ფიზიკური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლს მიადგს ფიზიკური ტკივილი, რაც გამოიხატება წამებაში, ცემაში, ჯანმრთელობის დაზიანებაში და იწვევს ფიზიკურ ტკივილს... ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა საშუალებას, რომ კ-–-------------ის მიმართ განხორციელებული ქმედებები დაკვალიფიცირდეს, ფიზიკურ ან/და ფსიქოლოგიურ ძალადობად.
პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დასტურდება კონფლიქტის არსებობა, რაც წარმოშობილია არსებითად ქონებრივი დავიდან და ის ვერანაირად ვერ დაკვალიფიცირდება კ-–-------------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობად; შესაბამისად, არ არსებობს ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციების გამოყენების საფუძვლები.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის პრეტენზია დასაბუთებულია, რამდენადაც სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და კ-–-------------ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2112-ე; 2113-ე; 2115-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-–-------------–---–ის და გ-------------–---–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. კ-–-------------ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მანანა ჩოხელი