განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.04.2019
საქმის ნომერი
330310018002371613
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
01.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №19031001600371613 (3ბ/1821-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

ხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ი

წარმომადგენელი - მ-------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მ---------–-----–---

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2- მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2- მაისის გადაწყვეტილებით მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე------ის ა------- რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად არაბი, მუსლიმი - სუნიტი, მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ--------- დაიბადა 1--- წლის 2- მ---- ე------ის ა------- რესპუბლიკაში, ქ. კ------ში, დ--------–---ს რაიონში, სადაც წარმოშობის ქვეყნის დატოვებამდე ცხოვრობდა მშობლებთან, სამ ძმასთან, დასთან და ბიძასთან ერთად. თავშესაფრის მაძიებელი 2013 წლიდან 2017 წლამდე სწავლობდა ა-–-–----- უნივერსიტეტში არსებულ კოლეჯში, ტურიზმის მიმართულებით. ზემოაღნიშნულ კოლეჯამდე, განმცხადებელი ორი წლის განმავლობაში განათლებას იღებდა ბიზნეს სკოლაში, სადაც სწავლობდა ბუღალტერიას. განმცხადებელი 2010 წლიდან წელიწადნახევარი დასაქმებული იყო ტანსაცმლის ქარხანაში ხარისხის წარმოების ზედამხედველად. ამის შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელი დასაქმდა იმავე პოზიციაზე სხვა ქარხანაში, სადაც 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. განმცხადებელი 2012 წლიდან 2013 წლამდე კვლავ დასაქმდა ქარხანაში, ტანსაცმლის წარმოების მენეჯერის ასისტენტად, საიდანაც 2014 წელს გადავიდა სხვა ფაბრიკაში სამუშაოდ, სადაც დასაქმებული იყო ხარისხის კონტროლის მენეჯერად 2016 წლამდე. წარმოშობის ქვეყანა დატოვა 2017 წლის 19 მარტს და გამოემგზავრა საქართველოში მეუღლის სანახავად. თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, მეუღლესთან ერთად დაბრუნების შემთხვევაში მას და მის მეუღლეს საფრთხე არ ემუქრებათ ე------ეში, ხოლო მარტო დაბრუნების შემთხვევაში ოჯახის მხრიდან შეექმნება საფრთხე, ვინაიდან ძმამ გააფრთხილა, რომ მარტო დაბრუნების შემთხვევაში მოკლავდა. განმცხადებელი ასევე მიუთითებს, რომ მისი მეუღლე ვერ მოახერხებს ე------ეში დაბრუნებას, ვინაიდან ე------ეში სირიის მოქალაქეებს არ უშვებენ.

 

2.2. 2018 წლის 23 აგვისტოს მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------მა განცხადებით მიმართა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშირისო დაცვის მოთხოვნით.

 

2.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში თავშესაფრის მაძიებელ პირს მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ს ჩაუტარდა გასაუბრება.

 

2.4. თავშესაფრის სამმართველოს მიერ მომზადდა დასკვნა ე------ის ა------- რესპუბლიკის მოქალაქის მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ი ვერ აკმაყოფილებს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ის ვერ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად.

 

2.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 28 თებერვლის №0------------ გადაწყვეტილებით მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ს, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების საფუძველზე, უარი ეთქვა ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 28 თებერვლის №0------------ გადაწყვეტილებით მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ს უარი ეთქვა ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ გაეროს 1951 წლის კონვენციის შესაბამისად, ცნება ,,ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც საფუძვლიანი შიშის გამო შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. საქართველოს კონსტიტუციისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების, რომელთა მ----წილეც არის საქართველო, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებისა და თავისუფლებების საფუძველზე მიღებულ იქნა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს; თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს; უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებსა და სახელმწიფო უწყებათა კომპეტენციებს თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფის სფეროში. ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები: ა) ლტოლვილის სტატუსი; ბ) ჰუმანიტარული სტატუსი; გ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი. ზემოაღნიშნული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. იმავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. თავის მხრივ, 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია დადგინდეს მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ ის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში გახდება დევნის მსხვერპლი გარკვეული გარემოებების გამო (რასის, რელიგიის, ეროვნების გამო და სხვა), ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისთვის კი უნდა გამოვლინდეს, რომ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას პირი ამ კანონით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.

 

2.8. საქალაქო სასამართლოს მითითებით, თავშესაფრის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში. იმავე კანონის 36-ე მუხლის მიხედვით, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ყველა სათანადო ფაქტი, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, აგრეთვე არსებული პრაქტიკა; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და დოკუმენტაცია, მათ შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მაძიებელი იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და რომ მას მიადგა ან შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი; გ) თავშესაფრის მაძიებლის პირადი მ----ცემები; დ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა; ე) განმცხადებლის მიერ იმ ქვეყნის დაცვით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მისი წარმოშობის ქვეყანა არ არის და რომლის მოქალაქეც არის თავშესაფრის მაძიებელი, ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელი გახდა დევნის მსხვერპლი, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მას უშუალოდ დაემუქრნენ დევნით ან სერიოზული ზიანის მიყენებით, აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი შეიძლება დადგეს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი აღარ განმეორდება. ამავე კანონის 43-ე მუხლის თანახმად კი, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ანკეტირება-გასაუბრების მასალების, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1951 ჟენევის კონვენციისა და საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების შესაბამისად, თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ისთვის როგორ ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.

 

2.9. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ე------ის არაბული რესპუბლიკის მოქალაქის მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ისთვის თავშესაფრის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს დასკვნაზე, სადაც ნათქვამია, რომ თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, მეუღლესთან ერთად დაბრუნების შემთხვევაში მას და მის მეუღლეს საფრთხე არ ემუქრებათ ე------ეში, ხოლო მარტო დაბრუნების შემთხვევაში ოჯახის მხრიდან შეექმნება საფრთხე, ვინაიდან ძმამ გააფრთხილა, რომ მარტო დაბრუნების შემთხვევაში მოკლავდა. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ მისი მეუღლე ვერ მოახერხებდა ე------ეში დაბრუნებას, ვინაიდან ე------ეში სირიის მოქალაქეებს არ უშვებენ. თავშესაფრის მაძიებლის აღნიშნული განმარტება სანდოდ არ იქნა მიჩნეული, ვინაიდან, როგორც სამინისტრომ მიუთითა, განმცხადებლის მეუღლე სარგებლობს გ------იაში ლტოლვილის სტატუსით და აქვს გ------იის სამგზავრო დოკუმენტი, რის საშუალებითაც შეძლებს ე------ის ა------- რესპუბლიკაში შესვლას. ამდენად, საქალაქო სასამართლო დაეთანხმა მოპასუხის განმარტებას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ისეთი სახის არსებითი ფაქტი, რომელიც თავისი არსით მიეკუთვნება ,,ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ ნიშანს, შესაბამისად, მართებულად მიიჩნია სამინისტროს უარი მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ამასთან, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის განცხადების განხილვისას შესწავლილ იქნა თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისობა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის (ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება) მოთხოვნებთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მოსარჩელე არ აკმაყოფილებდა არც აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს. საქალაქო სასამართლო დაეთანხმა მოპასუხის არგუმენტაციას და მართებულად მიიჩნია სამინისტროს უარი მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ისთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზეც, ვინიდან მოსარჩელის მიერ ასევე ვერ იქნა დასაბუთებული, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში იგი დადგება სერიოზული ზიანის - საფრთხის წინაშე. ამასთან, სასამართლოს მიერ დამატებით მოპოვებული წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მიხედვით, ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშში ე------ის შესახებ აღნიშნულია, რომ სუნიტები ქვეყნის უმრავლესობას წარმოადგენენ და ე------ური კანონები და პრაქტიკაც მორგებულია სწორედ უმრავლესობის დაცვაზე (Australian Government, Department of Foreign Affairs and Trade, DFAT Country Information Report / Egypt, 19 May 2017 available at: (ნანახია: 13.03.2018)). ე------ეში არ არსებობს გადაადგილების თავისუფლების დამაბრკოლებელი შიდა რეგულაცია, მათ შორის არც მარტოხელა ქალებისთვის, არც კოპტებისთვის (Minority Rights Group International, World Directory of Minorities and Indigenous Peoples - Egypt : Copts of Egypt, October 2017, available at: (ნანახია: 13.03.2018)). თავის მხრივ, ავსტრალიის მთავრობის ანგარიშის თანახმად, ე------ეში დაბრუნებული პირები, რომლებიც წლების მანძილზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდნენ, არ აღმოჩნდებიან უარყოფითი დამოკიდებულების მსხვერპლი იმ მიზეზით, რომ ისინი გარკვეული პერიოდი ე------ეში არ იმყოფებოდნენ. ასევე, აღნიშნული წყარო მიიჩნევს, რომ პრობლემები არ შეექმნებათ არც იმ თავშესაფრის მაძიებლების, რომელთაც საერთაშორისო დაცვა ვერ მიიღეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. წყაროსთვის ცნობილი არ არის აეროპორტის წარმომადგენლების მხრიდან დაბრუნებული ე------ელი თავშესაფრის მაძიებლების შესახებ ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ან სხვა უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემის ფაქტების შესახებ. წყაროს ცნობით, ე------ის საელჩოები საზღვარგარეთ ან სხვა ოფიციალური პირები აღრიცხავენ ე------ელების პოლიტიკურ აქტივობებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თუმცა ეს ეხება მხოლოდ ცნობილ/გახმაურებულ შემთხვევებს (DFAT – Australian Government - Department of Foreign Affairs and Trade: DFAT Country Information Report Egypt, 19 May 2017, p.34, available at: ( ნანახია 04.05.2018)). ქვეყანაში დაბრუნებისას პრობლემების არსებობის შესახებ, არც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია საუბარი. აღნიშნული წყაროს ცნობით, კონსტიტუციის თანახმად, ე------ის არც ერთ მოქალაქეს არ უნდა აეკრძალოს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. ქვეყნის დატოვებაზე და ემიგრაციაზე შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ მამაკაცებზე, რომელთაც მოხდილი არ აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური. ანგარიშში არ არის საუბარი ე------ეში დაბრუნებულებისთვის სახელმწიფოს მხრიდან პრობლემების შექმნის შესახებ და წყაროს ცნობით, არ დაფიქსირებულა მთავრობის მხრიდან ამა თუ იმ პირის გაძევების შემთხვევა (USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 - Egypt, 20 April 2018, available at: (ნანახია 04.05.2018)).

 

2.10. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი კი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევიდან გამომდინარე კი, ასევე არ არსებობს მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა მხოლოდ შემდეგ მტკიცებულებებს: 1. თავშესაფრის მაძიებელ პირთან გასაუბრების მასალები; 2. თავშესაფრის მაძიებლის ანკეტა; 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს დასკვნა თავშესაფრის მინიჭების თაობაზე. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია, თუ რამდენად დაიცვა გადაწყვეტილების მიმღებმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ზაკ-ის 96–ე მუხლი, გამოიკვლია თუ არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მოსამართლე მხარს უჭერს მოპასუხე მხარის არასანდოდ მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, არ იზიარებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე იყო ძალადობის მსხვერპლი, მას აიძულებდნენ დაქორწინებულიყო იმ პირზე, რომელიც ძალადობდა მასზე, როგორც ფსიქიკურად, ასევე ფიზიკურად, არ აძლევდნენ საშუალებას ეცხოვრა მამაკაცთან, რომელზეც თავისი სურვილით დაქორწინდა და რომლისგანაც ამჟამად ელოდება შვილს, სასამართლომ არ გაიზიარა ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ, რომლის თანახმადაც, ქალები ფაქტობრივად უუფლებოები არიან ე------ეში, სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი შიში სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, იყო საფუძვლიანი, სასამართლომ მისი შიში, მიუხედავად ამისა, მიიჩნია უსაფუძვლოდ და დაადგინა, რომ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, არ დადგება მისი ფუნდამენტური უფლებები რისკის ქვეშ.

 

3.2. აპელანტი მიუთითებს, რომ ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ლტოლვილის სტატუსის დადგენა მოიცავს სუბიექტური და ობიექტური ელემენტების შეფასებას, სამინისტროსა და სასამართლოს მიერ კი, არ მოხდა არც სუბიექტური შიშის და არც ობიექტური გარემოებების გამოკვლევა, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას არ დაუდგენია არანაირი გარემოება, არ უმსჯელია ქვეყანაში მისი დაბრუნების შემდეგ შესაძლო დევნაზე, შიშის საფუძვლიანობაზე, ასევე არ არის ნამსჯელი წარმოშობის ქვეყანაში შექმნილ ზოგად სიტუაციაზე, რაც ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლტოლვილის სტატუსის დადგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, დევნის შიშის საფუძვლიანობის შეფასებისთვის საჭირო არ არის თავშესაფრის მაძიებელი იყოს ადამიანის უფლებების სისტემატიური დარღვევის მსხვერპლი. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები აბსოლუტური ხასიათისაა და შეუძლებელია პირის შიში დევნასთან დაკავშირებით აუცილებლად გამომდინარეობდეს აღნიშნული უფლებების სისტემატიური დარღვევიდან.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილტა სამინისტროს 2018 წლის 28 თებერვლის N0------------ გადაწყვეტილება (შეტყობინება) მოსარჩელისათვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან, ასევე ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ აქტებთან - "ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" 1951 წლის კონვენციასთან, "ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" 1967 წლის ოქმსა და "ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახე” საქართველოს კანონთან. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება კანონშესაბამისია, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციისა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმს, „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ამასთან, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული აქტის მომზადება-გამოცემის წესის არსებითი დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც, სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნას საფუძვლად უდევს მისი გამოცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლების მოთხოვნით გათვალისწინებული ფორმის დარღვევით, აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლები არ არის კანონშესაბამისი, კერძოდ, აქტის გამოცემისას არ იქნა გათვალისწინებული 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მოთხოვნები, სამინისტრო ამ შემთხვევაში მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მას წერილობით დასაბუთებაში უნდა მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ამ აქტის გამოცემისას. აპელანტი მიიჩნევს, რომ სამინისტრო გადაწყვეტილებაში დაეყრდნო არაარსებითი მნიშვნელობის და შეუსწავლელ გარემოებებს, საფუძვლიანად არ იქნა შესწავლილი ე------ის ა------- რესპუბლიკიდან მოსარჩელის წამოსვლის რეალური მიზეზები, ასევე ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით იქ არსებული ზოგადი მდგომარეობა. შესაბამისად, სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი, თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებებზე, რომლებიც არ ყოფილა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მითითებული კოდექსის 96-ე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება „ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული მის მიერ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილილია „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „გ" ქვეპუნქტი, რომელიც იძლევა თავშესაფრის მაძიებლის დეფინიციას (თავშესაფრის მაძიებლად ითვლება პირი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ითხოვს სამართლებრივ დაცვას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების გზით), მოსამართლემ მართალია, გადაწყვეტილებაში მოიყვანა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სამართლის ნორმები, თუმცა მსჯელობა არ იქონია ქვეყანაში შექმნილ ზოგად სიტუაციაზე, ასევე იმ ფატზე, რომ სამინისტროს მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები. სწორედ აღნიშნულისა და ზაკ-ის მე-601 მუხლის შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რითაც პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს, ეძიოს და მიიღოს თავშესაფარი საქართველოში. მოსამართლემ სწორედ ის გარემოება არ გაითვალისწინა, რომ კანონის აღნიშნული დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, საქმეზე ნამდვილად უნდა ყოფილიყო მიღებული სხვა გადაწყვეტილება, მან საქმის არსში გარკვევისა და არსებითი მნიშვნელობის გარემოებებზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, უბრალოდ მოახდინა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით საერთაშორისო თუ ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისი მუხლების ციტირება, რომლებშიც საუბარია, თუ ზოგადად როგორ უნდა მოხდეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭება და რა პრინციპების დაცვით უნდა მოქმედებდეს ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად განმარტა კანონი და ასევე არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის შედეგადაც მიღებულ იქნა ნაწილობრივ სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე------ის ა------- რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად არაბი, მუსლიმი - სუნიტი, მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ--------- დაიბადა 1--- წლის 2- მ---- ე------ის ა------- რესპუბლიკაში, ქ. კ------ში, დ--------–---ს რაიონში, სადაც წარმოშობის ქვეყნის დატოვებამდე ცხოვრობდა მშობლებთან, სამ ძმასთან, დასთან და ბიძასთან ერთად. თავშესაფრის მაძიებელი 2013 წლიდან 2017 წლამდე სწავლობდა ა-–-–----- უნივერსიტეტში არსებულ კოლეჯში, ტურიზმის მიმართულებით. ზემოაღნიშნულ კოლეჯამდე, განმცხადებელი ორი წლის განმავლობაში განათლებას იღებდა ბიზნეს სკოლაში, სადაც სწავლობდა ბუღალტერიას. განმცხადებელი 2010 წლიდან წელიწადნახევარი დასაქმებული იყო ტანსაცმლის ქარხანაში ხარისხის წარმოების ზედამხედველად. ამის შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელი დასაქმდა იმავე პოზიციაზე სხვა ქარხანაში, სადაც 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. განმცხადებელი 2012 წლიდან 2013 წლამდე კვლავ დასაქმდა ქარხანაში, ტანსაცმლის წარმოების მენეჯერის ასისტენტად, საიდანაც 2014 წელს გადავიდა სხვა ფაბრიკაში სამუშაოდ, სადაც დასაქმებული იყო ხარისხის კონტროლის მენეჯერად 2016 წლამდე. წარმოშობის ქვეყანა დატოვა 2017 წლის 19 მარტს და გამოემგზავრა საქართველოში მეუღლის სანახავად. თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, მეუღლესთან ერთად დაბრუნების შემთხვევაში მას და მის მეუღლეს საფრთხე არ ემუქრებათ ე------ეში, ხოლო მარტო დაბრუნების შემთხვევაში ოჯახის მხრიდან შეექმნება საფრთხე, ვინაიდან ძმამ გააფრთხილა, რომ მარტო დაბრუნების შემთხვევაში მოკლავდა. განმცხადებელი ასევე მიუთითებს, რომ მისი მეუღლე ვერ მოახერხებს ე------ეში დაბრუნებას, ვინაიდან ე------ეში სირიის მოქალაქეებს არ უშვებენ.

 

4.2. 2018 წლის 23 აგვისტოს მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------მა განცხადებით მიმართა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშირისო დაცვის მოთხოვნით.

 

4.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში თავშესაფრის მაძიებელ პირს მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ს ჩაუტარდა გასაუბრება.

 

4.4. თავშესაფრის სამმართველოს მიერ მომზადდა დასკვნა ე------ის ა------- რესპუბლიკის მოქალაქის მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ი ვერ აკმაყოფილებს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ის ვერ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად.

 

4.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 28 თებერვლის №0------------ გადაწყვეტილებით მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ს, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების საფუძველზე, უარი ეთქვა ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.6. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ მართალია სწორად განმარტა სამართლის ნორმები, მაგრამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4.7. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ გაეროს 1951 წლის კონვენციის შესაბამისად, ცნება ,,ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც საფუძვლიანი შიშის გამო შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. საქართველოს კონსტიტუციისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების, რომელთა მ----წილეც არის საქართველო, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებისა და თავისუფლებების საფუძველზე მიღებულ იქნა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს; თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს; უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებსა და სახელმწიფო უწყებათა კომპეტენციებს თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფის სფეროში. ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები: ა) ლტოლვილის სტატუსი; ბ) ჰუმანიტარული სტატუსი; გ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი. ზემოაღნიშნული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. იმავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. თავის მხრივ, 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია დადგინდეს მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ ის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში გახდება დევნის მსხვერპლი გარკვეული გარემოებების გამო (რასის, რელიგიის, ეროვნების გამო და სხვა), ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისთვის კი უნდა გამოვლინდეს, რომ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას პირი ამ კანონით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.

 

4.8. ამასთან, თავშესაფრის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში. იმავე კანონის 36-ე მუხლის მიხედვით, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ყველა სათანადო ფაქტი, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, აგრეთვე არსებული პრაქტიკა; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და დოკუმენტაცია, მათ შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მაძიებელი იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და რომ მას მიადგა ან შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი; გ) თავშესაფრის მაძიებლის პირადი მ----ცემები; დ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა; ე) განმცხადებლის მიერ იმ ქვეყნის დაცვით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მისი წარმოშობის ქვეყანა არ არის და რომლის მოქალაქეც არის თავშესაფრის მაძიებელი, ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელი გახდა დევნის მსხვერპლი, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მას უშუალოდ დაემუქრნენ დევნით ან სერიოზული ზიანის მიყენებით, აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი შეიძლება დადგეს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი აღარ განმეორდება. ამავე კანონის 43-ე მუხლის თანახმად კი, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ანკეტირება-გასაუბრების მასალების, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1951 ჟენევის კონვენციისა და საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების შესაბამისად, თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ისთვის როგორ ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.

 

4.9. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საკითხი იმის შესახებ, მოსარჩელე იყო თუ არა ძალადობის მსხვერპლი, მას აიძულებდნენ თუ არა დაქორწინებულიყო იმ პირზე, რომელიც ძალადობდა მასზე, როგორც ფსიქიკურად, ასევე ფიზიკურად და არ აძლევდნენ საშუალებას ეცხოვრა მამაკაცთან, რომელზეც თავისი სურვილით დაქორწინდა და რომლისგანაც ამჟამად ელოდება შვილს. მოპასუხემ ასევე სათანადოდ არ გამოიკვლია ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ და ქალების უფლებების დაცვის შესახებ ე------ეში. ასევე, სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მიერ წარმოდგენილია ე.წ. მობილური ტელეფონიდან ამ----რიდი იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს მისი ახლობელი აფრთხილებს არ ჩავიდეს ე------ეში, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ძმის მხრიდან ემუქრება მოკვლის რეალური საშიშროება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, მათ შორის, მითითებული ე.წ. მობილური ტელეფონიდან ამ----რიდი, ასევე, ე------ეში ქალთა უფლებები ხელახლა უნდა იქნეს გამოკვლეული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს გამოცემული დასაბუთებული ადმინისტრაციული აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. ასევე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასურველია მოპასუხემ მიმართოს სახელმწიფო უსაფრთხოების შესაბამის სამსახურს მოსარჩელის საქართველოში ყოფნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით წერილობითი ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2- მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 28 თებერვლის №0------------ გადაწყვეტილება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხის მიმართ.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „პ“ და „უ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2- მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ---- ჰ----- მ--------- ხ--–--– მ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 28 თებერვლის №0------------ გადაწყვეტილება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხის მიმართ.

5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე