განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002211967
საქმე №1ბ/977-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მარტი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძის
ნინო სანდოძის
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ----------------–---–-ს
მსჯავრდებულების: ო-–------------------–-ის და ლ-----------------ის
ადვოკატების: ს---------–-–-ას და ნ------------------–----ის
თარჯიმნის: ი----------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ო-–------------------–-ის და მისი ინტერესების დამველი ადვოკატის ნ-----------------–----ის, მსჯავრდებულ ლ-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს---------–-–-ას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №090301017002) ო-–------------------–-ის და ლ-----------------ის მიმართ.
ო-–------------------–-ი დაბადებულია 1--- წლის 2 აგვისტოს, უკრაინის მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებული, მცხოვრები: უკრაინა. ქ--–--------–-----------------------------–--
ლ-----------------ი დაბადებულია 1--- წლის 2 ივნისს, უკრაინის მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: უ------------–--------–--------–-----------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო-–------------------–-იმ და ლ-----------------მა ჩაიდინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
ო-–------------------–-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ო-–------------------–-იმ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 72,556 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინის“ შემცველი ნივთიერება და უკანონოდ ინახავდა თბილისში, ვა--------------–----ს ქ. N2-----ში მდებარე სასტუმრო ,,ნ-------------–------–--ში“ - თავის დროებით საცხოვრებელ ოთახში, რაც 2017 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–--- თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა ო-–------------------–-ის მითითებით მისი ქურთუკიდან.
ლ-----------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ლ-----------------მა დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,3964 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი ნივთიერება, რაც 2017 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–--- თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა თბილისში, ვა--------------–----ს ქ. N2-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ-----------------ის პირადი ჩხრეკისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით:
ლ-----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ო-–------------------–-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ლ-----------------ს და ო-–------------------–-ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 30 ოქტომბრიდან.
ლ-----------------ს და ო-–------------------–-ის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ო-–------------------–-იმ და მისი ინტერესების დამველმა ადვოკატმა ნ-----------------–----ემ, ასევე მსჯავრდებულ ლ-----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს---------–-–-ამ.
მსჯავრდებულ ო-–------------------–-ის და მისი ინტერესების დაცველი ადვოკატის ნ-----------------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ო-–------------------–-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ შეცვლა, კერძოდ, დანიშნული სასჯელის შემცირება სანქციის მინიმუმადე და იმ შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, რაც მსჯავრდებულ ო----------–-ის გააჩნია, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილის ჩათვლა პირობით მსჯავრად.
მსჯავრდებულ ლ-----------------ის ინტერესების დაცველი ადვოკატის ს---------–-–-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ლ-----------------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ვინაიდან თვლის, რომ საქმეზე შეკრებილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ლ-----------------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ჩადენა. სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ლ-----------------ის მიმართ დაეყრდნო სამი პოლიციელის ჩვენებას, თუმცა შეფასების გარეშე იქნა დატოვებული სხვა მოწმეთა ჩვენებები და მტკიცებულებები, რომლებიც არაპირდაპირ მიუთითებდნენ ლ-----------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლის არსებობაზე. ადვოკატი გამოძიების ხარვეზად მიიჩნევს იმის დაუდგენლობას, თუ ვისგან და რა გარემოებაში შეიძინა ლ-----------------მა ნარკოტიკული საშუალება, უთითებს, რომ არ მომხდარა ლ-----------------ის პირადი ჩხრეკის ვიდეოგადაღება, რაც იწვევს ეჭვს. პირადი ჩხრეკისა და დაკავებისას არ მისცემია რეალური საშუალება, აეყვანა ადვოკატი. პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებზე გაკეთებულ შენიშვნებზე არ არის თარჯიმნის ხელმოწერა, საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ ფოტოსურათებზე არ ჩანს თარჯიმანი. ლ-----------------ის ჩხრეკაში მონაწილე პირებმა დაადასტურეს, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთიერება არ გახსნილა, რაც შეუძლებელს ხდიდა მის დათვალიერებას და ინფორმაციის მიღებას ნივთიერების ფორმისა და ფერის შესახებ, რაც დაფიქსირებულია ოქმში. აღნიშნულზე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია, ლ-----------------ს, მოთხოვნის მიუხედავად, არ გადაეცა მის მიმართ არსებული მასალების თარგმანი, რითიც დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები. ადვოკატი უთითებს, რომ მოწმეების ჩვენებების თანახმად, ლ-----------------ი ესწრებოდა ო-–------------------–-ის ჩხრეკას და მას იმ დროს ხელბორკილები არ ეკეთა, თუმცა სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეულ ფოტოსურათებზე პ--------- ხელბორკილებითაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი დაკავებულია ა-–---------- მ-------–--ს პირადი ჩხრეკის ჩატარებამდე. ფოტოსურათებზე დაფიქსირებული დრო არ ემთხვევა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს. ეჭვს იწვევს ისიც, რომ ჩხრეკა დასრულებულია 19 საათსა და 35 წუთზე, დაკავების ოქმი კი შედგენილია 21 საათსა და 30 წუთზე. საეჭვოა გარემოება, რატომ არ მოხდა ლ-----------------ის დაკავება ჩხრეკის დამთავრებისთანავე, რა სტატუსი ჰქონდა ლ-----------------ს ამ ორი საათის განმავლობაში.
დაცვის მხარემ ასევე ჩამოაყალიბა მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენის დადგენისას მიუთითა მოწმეების ი---------–---–ის, გ---------–-–---–-ს და თ---------–---–-ს ჩვენებებზე, თუმცა ისინი არ ესწრებოდნენ ლ-----------------ის პირად ჩხრეკას და ვერც დაადასტურებდნენ მისგან რაიმე საგნის ან ნივთის ამოღების ფაქტს.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ო-–------------------–-ის და ლ-----------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის კუთხით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამ თვალსაზრისით სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. ო-–------------------–-ის და ლ-----------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად: ,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყო 2017 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–--- ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ნარკოტიკების შემცველი მედიკამენტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ე-----------------ის 2017 წლის 30 ოქტომბრის პატაკის საფუძველზე. პატაკის თანახმად, 2017 წლის 30 ოქტომბერს მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, ვა--------------–----ს ქუჩა 2-----ში მდებარე სასტუმრო „ნ-------------–------–--ში“ დროებით მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები - ლ-----------------ი, ო-–------------------–-ი და ე-----------------–--ი უნდა ყოფილიყვნენ ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებლები და ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. იმავე ინფორმაციით ლ-----------------ი, ო-–------------------–-ი და ე-----------------–--ი იმყოფებოდნენ თბილისში, ვა--------------–----ს ქუჩა 2-----ის მიმდებარედ და შესაძლებელი იყო, პირადად ან თავიანთ დროებით საცხოვრებელში ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება.
პირადი ჩხრეკის 2017 წლის 30 ოქტომბრის ოქმით დადგენილია, რომ ე-----------------–--ის პირადი ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა.
ლ-----------------ის პირადი ჩხრეკის 2017 წლის 30 ოქტომბრის ოქმით დადგენილია, რომ მისი მარცხენა მხარზე გადაკიდებული მცირე ზომის შავი ტყავის ჩანთიდან ამოღებული იქნა გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოთეთრო ფერის ნივთიერება ფხვნილისა და აბის ნამტვრევების სახით. ოქმის შენიშვნის თანახმად ლ-----------------მა გაურკვეველი მიზეზის გამო ოქმზე ხელის მოწერაზე და ოქმის ასლის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.
ო-–------------------–-ის პირადი ჩხრეკის 2017 წლის 30 ოქტომბრის ოქმით დადგენილია, რომ ამოღებული იქნა მისი პირადი ნივთები. ოქმში დაფიქსირებულია ო-–------------------–-ის შენიშვნა, რომელშიც იგი განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ შენახული აქვს სასტუმროს ნომერში, ქურთუკში და წარმოადგენს ნებაყოფლობით.
ამოღების 2017 წლის 30 ოქტომბრის ოქმით დადგენილია, რომ „ნ-------------–-ს“ ერთ-ერთი ოთახიდან, რომლითაც სარგებლობდა ო-–------------------–-ი, ამ უკანასკნელმა წარმოადგინა კუთვნილი შავი ფერის ტყავის ქურთუკი, რომლის გარეთა მარჯვენა ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა გამჭირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოთეთრო ფერის მასა.
2017 წლის 31 ოქტომბრის ნიმუშის აღების ოქმებით დადგენილია, რომ ლ-----------------ისგან და ო-–------------------–-ისგან ნებაყოფლობით აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხული იქნენ პირადი ჩხრეკის ჩამტარებელი პოლიციის თანამშრომლები, ჩხრეკის და ამოღების მონაწილე თარჯიმნები და სასტუმრო „ნ-------------–-ს“ მეპატრონე. მოწმე ე-----------------ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 30 ოქტომბერს მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, სასტუმრო „ნ-------------–-------–----- მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეებს - ლ-----------------ს და ო-–------------------–-ის უნდა ჰქონოდათ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.
ლ-----------------ის პირად ჩხრეკაში მონაწილე გამომძიებლებმა - დ-------–-------მა, ჯ----------–---მ და გ----------------–---–მა დაადასტურეს, რომ ლ-----------------ის შავი ფერის ტყავის ჩანთიდან ამოღებული იქნა გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში შეხვეული მოთეთრო ფერის ფხვნილი და ნატეხები, ასევე თარჯიმანმა მ-----------–----ემ განმარტა, რომ ჰ-------–-ს მიმდებარე ტერიტორიაზე შეჩერებულ ლ-----------------ის პირადი ჩხრეკისას მარცხენა მხარეს გადაკიდებული პატარა ხელჩანთიდან ამოიღეს თეთრი ფხვნილი პატარა შეკვრით. პირადი ჩხრეკის ოქმი გააცნეს ლ-----------ს, თუმცა მან ოქმს ხელი არ მოაწერა. შესაბამისი შენიშვნა შეტანილი იქნა ოქმში.
გამომძიებლებმა ი-----–---------–---–-----------------------–-–---–---------–------------------–---–მა, ასევე თარჯიმანმა ი-----–------------ემ დაადასტურეს, რომ ო-–------------------–-ის პირადი ჩხრეკის შედეგად კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა, თუმცა ო----------–-იმ განმარტა და პირადი ჩხრეკის ოქმში თვითონ შეიტანა შენიშვნა, რომ სასტუმროს ნომერში, ქურთუკში ინახავდა ნარკოტიკულ ნივთიერება ,,ამფეტამინს“, რაც თავად წარუდგინა სამართალდამცავებს.
გამომძიებლებმა, ,,ნ-------------–-ს“ მეპატრონე მ-------------–---–მა, თარჯიმანმა - ი-----–------------ემ, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ლ--------–----ამ და გ------------–-–---–მა დაადასტურეს, რომ ვა--------------–----ს 2-----ში მდებარე სასტუმრო „ნ-------------–-ს“ მე-2 სართულიდან შავი ტყავის ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს პოლიეთილენის პარკში არსებული მოთეთრო ფერის მასა, რომელიც დაილუქა და გადაღებული იქნა ფოტოები, ამოღება მოხდა უშუალოდ ო-–------------------–-ის მითითებით და ამოღებას მათ გარდა ესწრებოდნენ ო-–------------------–-ი, ლ-----------------ი და ე-----------------–--ი.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 1 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის N1---------------ქრ დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ოლექსანდრე მ-------–--ს ქურთუკიდან ამოღებული უფერო გამჭირვალე პოლიეთილენის პაკეტში გადახვეული მოთეთრო ფერის ნივთიერება, წონით - 85,39 გრამი შეიცავს 72,556 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ამფეტამინს“. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 1 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის N1-----------/ქრ დასკვნის თანახმად კი დადგენილია, რომ ლ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მოთეთრო ნივთიერება წონით 19,82 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“ წონით 0,3964 გრამი. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - თ-----------–---მ და პ-------–--–---–---მ. ამ უკანასკნელმა ასევე დაადასტურა, რომ დალუქული პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2017 წლის 20 ნოემბერის დასკვნის თანახმად გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში, წარწერით „...ლ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება“ მოთავსებული გამჭირვალე პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.№1) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ლ-----------------ს. ობ. N1-ის პროფილში ო-–------------------–-ისა და ე-----------------–--ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. პაკეტში წარწერით: „უკრაინის მოქალაქე ო-–------------------–-ის კუთვნილი ტყავის შავი ფერის ქურთუკის გარე მარცხენა ჯიბიდან ამოღებული გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში შეხვეული მოთეთრო ფერის მასა“ მოთავსებულ გამჭვირვალე პოლიეთილენის ფრაგმენტზე (ობ. N2) გენოტიპირებისთვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასმართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--------–----ემ.
ლ-----------------ის ჩვენების თანახმად მისთვის უცნობი იყო ის ფაქტი, რომ ო-–------------------–-ი სასტუმროს ნომერში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ მას არ უთქვამს ლ-----------------ისათვის ნარკოტიკული საშუალების შეძენის შესახებ და არც იცოდა, ეს უკანასკნელი თუ მოიხმარდა ნარკოტიკს, ვინაიდან მასთან ერთად არასდროს მოუხმარია. ა-–--------- მ-------–--ს ჩვენების ამ ნაწილის სანდოობის შეფასებისას, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2017 წლის 31 ოქტომბერს ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო ო-–------------------–-ი და ლ-----------------ი, რომლებიც კლინიკურად არ იმყოფებოდნენ რაიმე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ლაბორატორიულად კი ორივე მათგანს დაუდგინდა ტეტრაჰიდროკანაბინოლის - მარიხუანის, ამფეტამინის და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი.
როგორც უკვე აღინიშნა, დაცვის მხარე ასევე ავითარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პ---------ს პირად ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღიათ და მისგან რაიმე ნივთმტკიცების ამოღების ფაქტს არ ადასტურებენ მოწმის სახით დაკითხული ი---------–---–------------–-–---–-----------------–---–-- პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ლ------------სგან ამოღებული ნივთმტკიცების ნაწილში ბრალის დასადასტურებლად არ შეუფასებია. მოწმის სახით დაკითხულმა სამართალდამცავი ორგანოს თანამსრომლებმა განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე გასული ჯგუფიდან ნაწილი ჩხრეკდა ო-–------------------–-ის და ნაწილი - ლ-----------------ს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ-----------------ის პირად ჩხრეკას ატარებდნენ ჯ. კ--–----------–------------------------–---–ი. ამ უკანასკნელთა, ასევე თარჯიმან მ-----------–----ის მიერ მიცემული ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ლ-----------------ის პირადი ჩხრეკის დროს მარცხენა მხარზე გადაკიდებული პატარა ხელჩანთიდან ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის ნივთიერება პოლიეთილენის პარკით.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მიერ შეკრებილ და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებზე, რომლითაც დადასტურდა, რომ კოლმეურნეობის მოედანზე, ფ----–--–---სა და ო-----–----ს ქუჩების კვეთაზე, მ-------------–---–ის „ჰ-------––-“, სადაც 2017 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე დროებით საცხოვრებლად განთავსდა უკრაინიდან ჩამოსულ ტურისტთა სამკაციანი ჯგუფი, საღამოს საათებში პოლიციის თანამშრომელთა მიერ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები - ჩხრეკა-ამოღება. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებს გარდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისა ესწრებოდნენ თარჯიმნები - ი-----–------------ე, მ-----------–----ე, ექსპერტ-კრიმინალისტები - ლ--------–----ა, გ------------–-–---–ი და ,---------–-ს“ მეპატრონე მ-------------–---–ი. ლ-----------------ის პირად ჩხრეკაში მონაწილე გამომძიებლებმა - დ-------–-------მა, ჯ----------–---მ და გ----------------–---–მა დაადასტურეს, რომ ლ-----------------ის შავი ფერის ტყავის ჩანთიდან ამოღებული იქნა გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში შეხვეული მოთეთრო ფერის ფხვნილი და ნატეხები. მათივე განმარტებით ფოტოები გადაღებული იქნა სწორედ საპროცესო მოქმედებათა განხორციელებისას, ხოლო რაც შეეხება ფოტოსურათებზე დაფიქსირებულ და ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებულ დროებს შორის სხვაობას, იგი ახსნეს იმით, რომ შესაძლოა ფოტოაპარატზე მითითებული იყო სხვა დრო. ფოტოგადაღება რომ უშუალოდ საპროცესო მოქმედებათა ჩატარების დროს მიმდინარეობდა, გარდა გამომძიებლებისა, დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა თარჯიმანმა მ-----------–----ემ და ,---------–-ს“ მეპატრონე მ-------------–---–მა. თარჯიმანმა ი-----–------------ემ, ექსპერტ-კრიმინალისტებმა - ლ--------–----ამ და გ------------–-–---–მა კი დაადასტურეს, რომ ვა--------------–----ს 2-----ში მდებარე ,---------–-ს“ მე-2 სართულიდან შავი ტყავის ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს პოლიეთილენის პარკში არსებული მოთეთრო ფერის მასა, რომელიც დაილუქა და გადაღებული იქნა ფოტოები. ამოღება მოხდა უშუალოდ ო-–------------------–-ის მითითებით და ამოღებას მათ გარდა ესწრებოდნენ ო-–------------------–-ი, ლ-----------------ი და ე-----------------–--ი.
პალატა განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1.თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2.თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა. მისი ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი).
პალატა ლ-----------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადგენისას საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს სწორედ მითითებული კრიტერიუმებით აფასებს და ადვოკატ ს---------–-–-ას მიერ სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-19 ნაწილის თანახმად, გამოძიება წარმოადგენს უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. აღნიშნული ნორმები მოცემულ საქმეზე გამოძიებას ავალებდა იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, თუ ვისგან და რა ვითარებაში შეიძინეს ო-–------------------–-იმ და ლ-----------------მა ნარკოტიკული საშუალება. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, გამოძიება, ბუნებრივია, უნდა წარმართულიყო იმ ობიექტური ეჭვის გადამოწმების მიმართულებითაც, ხომ არ ჰქონდა ადგილი ნარკოტიკული საშუალების შემოტანას საქართველოს ტერიტორიაზე. ვინაიდან სასამართლო არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანო, მის ამოცანას არ წარმოადგენს იმის შეფასება, თუ მოცემულ შემთხვევაში გამოძიებამ რამდენად სრულყოფილად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ ამ მოვალეობას, რამდენად შეძლო ჩადენილ დანაშაულთან კავშირში მყოფი ყველა ფაქტობრივი გარემოების დადგენა და ამისთვის საჭირო მტკიცებულებების მოპოვება. სასამართლო, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასების შემდეგ წყვეტს პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის საკითხს მისთვის წრდგენილი ბრალდების ფარგლებში და მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია, თუ რა გარემოებებში შეიძინა ლ-----------------მა ნარკოტიკული საშუალება, ვინ იყო ამ საშუალების მისთვის მიმწოდებელი, ან ჰქონდა თუ არა ადგილი ნარკოტიკული საშუალების შემოტანას საქართველოს ტერიტორიაზე, სასამართლო საკმარისობის თვალსაზრისით აფასებს საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს ლ-----------------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასთან და შენახვასთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ სახეზეა რელევანტური, დასაშვები და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც იძლევა საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად მიჩნევისათვის, რომ ლ-----------------მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება და ამგვარი დასკვნის გამოტანის გამომრიცხავად არ შეიძლება შეფასდეს იმის დაუდგენლობა, თუ რა გარემოებებში შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ლ-----------------მა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ მიუთითებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ტექნიკური საშუალებების გამოყენების აუცილებლობაზე და ამის საჭიროებას და გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალების სახეს განსაზღვრავს ამ მოქმედების ჩამტარებელი პირი. მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ არ მომხდარა ლ-----------------ის პირადი ჩხრეკის ვიდეოგადაღება, არ შეიძლება განმარტებული იქნას იმგვარად, თითქოს პირადი ჩხრეკის შინაარსი არ შეესაბამება სინამდვილეს, როგორც ამას ადვოკატი ასაბუთებს სააპელაციო საჩივარში. თარჯიმნის დაკითხვით დგინდება, რომ ლ-----------------ს სრულად გადაეთარგმნა პირადი ჩხრეკის მიმდინარეობა და ოქმის შინაარსი. რაც შეეხება ოქმზე გაკეთებულ შენიშვნას, თარჯიმანმა განმარტა, რომ მისი შინაარსი ასევე გადაეთარგმნა ლ-----------------ს, თუმცა თარჯიმნის შენიშვნის გასწვრივ ხელმოწერა აღარ გაუკეთებია. აღნიშნული ხარვეზი არ შეიძლება მიჩნეული იქნას არსებითად, ვინაიდან მტკიცებულებების გამოკვლევით არ დგინდება ლ-----------------ის უფლებების დარღვევის ფაქტი. მას გადაეცა დაკავების ოქმი, ბრალდების შესახებ დადგენილების ასლები, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კიდექსის 83-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად გადაეცა ბრალდების ყველა მტკიცებულების ასლი. საქმის თარგმნილი მასალების გადაცემის ვალდებულებას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ლ-----------------ი უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნით და ჰქონდა შესაძლებლობა, გაცნობოდა საქმის მასალების შინაარსს.
რაც შეეხება ლ-----------------ის რეალური დაკავების დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ლ-----------------ისა და ო-–------------------–-ის პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა პარალელურად - კერძოდ, ლ-----------------ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა 19:10-19:35 საათებს შორის შუალედში, ხოლო ო-–----------------–--სა კი - 19:10-19:30 საათებს შორის შუალედში. როგორც უკვე აღინიშნა, ო-–------------------–-იმ პირადი ჩხრეკისას მიუთითა სასტუმროში მის მიერ დაქირავებულ ოთახში ნარკოტიკული საშუალების შენახვის შესახებ, რამაც დღის წესრიგში დააყენა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების გადაუდებლად ამოღების საჭიროება. ამ მომენტისათვის ლ-----------------ის პირადი ჩხრეკისას უკვე ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება, რაც ლ-----------------ის დაკავების საფუძველს იძლეოდა თანახმად საქართველოს სსსკ-ის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა, ვინაიდან მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას. სწორედ ამით უნდა აიხსნას მისთვის ხელბორკილის დადება. რაც შეეხება დაკავების ოქმის მოგვიანებით შედგენას, ეს სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ ჯერ მოხდა ო-–------------------–-ის ოთახიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღება, რასაც ესწრებოდა ხელბორკილდადებული ლ-----------------იც. ამას ადასტურებს ამოღების ჩატარების ოქმზე მითითებული დროის ინტერვალიც, რომელიც წინ უსწრებს ლ-----------------ის დაკავების ოქმის შედგენას - ამოღება ჩატარდა 19:56 – 21:15 საათებს შორის შუალედში, ლ-----------------ის დაკავების ოქმის შედგენა კი დაიწყო 5 წუთის შემდეგ - 21:20 საათზე. ადვოკატის მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ დროის ამ მონაკვეთში ლ-----------------ს სწორედ დაკავებულის სტატუსი გააჩნდა მიუხედავად დაკავების ოქმის მოგვიანებით შედგენისა, ვინაიდან დაკავების დრო გამოითვლება იმ მომენტიდან, როცა პირს ფაქტობრივად შეეზღუდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. სწორედ ამ მომენტიდან, ე.ი. მოცემულ შემთხვევაში ლ-----------------ის პირადი ჩხრეკის დამთავრების დროიდან - 2017 წლის 30 ოქტომბრის 19:35 საათიდან უნდა აითვალოს საქართველოს სსსკ-ის 174-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული 48 საათი პირის დაკავებიდან ბრალის წარდგენამდე, რაც მოცემულ შემთხვევაში გასული არ არის (ბრალი წარდგენილი იქნა 2017 წლის 01 ნოემბერს 16:15 საათზე). რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებში იმაზე მითითებას, რომ ო-–------------------–-ის ოთახიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღების დროს იქ მყოფ ლ-----------------ს ხელბორკილები არ ეკეთა (საპირისპიროა დადგენილი ფოტოსურათებით), ეს გარემოება უნდა შეფასდეს როგორც არაარსებითი უზუსტობა, რაც ვერ გახდება ამ მოწმეთა მთლიანი ჩვენებების სანდოობის ეჭქვეშ დაყენების საფუძველი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების თანახმად საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლო არ შეიძლება დუმდეს, ხშირად დამოკიდებულია მხარეთა მოქმედებებზე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეების მიერ წარდგენილ ყველა არგუმენტს შეეხოს (განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება მხარის მიერ წარდგენილ ვრცელ სამართლებრივ არგუმენტაციას), ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ სასამართლომ საქმის განხილვის პროცესში წარდგენილი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო არგუმენტები მიმოიხილოს და გამოთქვას თავისი მოსაზრება.
მოცემულ შემთხვევაში პალატის მიერ დეტალურად მოხდა სააპელაციო საჩივარში გაცხადებული არგუმენტების შეფასება, განისაზღვრა ჩვენებებში გადმოცემული ინფორმაციის სანდოობა და დამაჯერებლობა წერილობით თუ ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. შეფასება ცხადყოფს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს აწვდიან კონკრეტული/კატეგორიული ხასიათის მქონე ინფორმაციას, რომლებიც ურთიერთშეთანხმებულობის და დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით ადასტურებენ მსჯავრდებულებისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულისათვის დამახასიათებელი თითოეული ნიშნის არსებობას. შესაბამისად, ნათელია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია მსჯავრდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
მითითებული გარემოებების შეფასების შემდეგ პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).
პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და მსჯავრდებულებისთვის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ო-–------------------–-ის და ლ-----------------ს მიმართ ბრალად შერაცხული - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პალატა განმარტავს, რომ ო-–------------------–-ის და ლ-----------------ის ქმედება შეიცავს მათ მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები მსჯავრდებულ ლ-----------------ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც მათ პალატა ვერ გაიზიარებს.
რა შეეხება მსჯავრდებულ ო-–------------------–-ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----------------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ო-–------------------–-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ შეცვლის შესახებ, (დანიშნული სასჯელის სანქციის მინიმუმადე შემცირება და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილის ჩათვლა პირობით მსჯავრად) პალატა ვარ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მსჯავრდებულ ო-–------------------–-ის მიმართ გამოყენებული სასჯელის (საქმეში არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით) პროპორციულობის და ადექვატურობის შეფასებამდე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს უნიშნავს საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს რა დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი, პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა ზემოაღნიშნული ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მოთხოვნაზე, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ო-–------------------–-ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს სანქციის მინიმუმამდე, რასაც პალატა უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რადგან დადგენილია, რომ მსჯავრდებულს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის კანონმდებლის მიერ განსაზღვრულია სასჯელები - თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გარემოების შეფასება ცხადყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის უმდაბლეს ზღვართან მიახლოებული ზომა.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას იმასთან მიმართებით, რომ მსჯავრდებულს სასჯელი განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, რადგან აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილის გამოსაყენებლად კანონმდებელი აწესებს გარკვეულ მოთხოვნათა/პირობათა კუმულაციურად არსებობას, კერძოდ, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ: 1) ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), 2) ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და 3) თანამშრომლობს გამოძიებასთან.
მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ მსჯავრდებულმა ო-–------------------–-იმ აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული მას შემდეგ, როცა ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს არ აღმოაჩნდა კანონსაწინააღმდეგო ნივთი/ნივთიერება და თვითონ მიუთითა, სად ინახავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას. თუმცა პალატა მხედველობაში იღებს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას (72,556 გრამი), რაც მაღალი ხარისხით მიუთითებს მისი გასაღების მიზნის შესაძლო არსებობაზე და, შესაბამისად, ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, რის გამოც პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ ო-–------------------–-ის მიმართ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისათვის დაწესებული წინაპირობები.
აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულთა პიროვნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, დამნაშავეთა წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიკური პირობების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის შეფასებით და სასჯელის იდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლებით წარდგენილი ბრალდების ფარგლებში კანონმდებლის მიერ დადგენილი სტანდარტის გათალისწინებით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები - ო-–------------------–-ის - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა (აღიარების გათვალისწინებით) ლ-----------------ს კი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავდრებულების პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა, მითითებული სასჯელით უზრუვნელყოფილი იქნება მსჯავრდებულების შემდგომი ნორმალური ქცევა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზღუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი ო-–------------------–-ის და ლ-----------------ის მიმართ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების კვალიფიკაციის თვალსაზრისით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელები არის სამართლიანი, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი ო-–------------------–-ის და ლ-----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკოს მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ო-–------------------–-ის და მისი ინტერესების დაცმველი ადვოკატის ნ-----------------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ლ-----------------ის ინტერესების დაცმველი ადვოკატის ს---------–-–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი ო-–------------------–-ის და ლ-----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ლ-----------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
ო-–------------------–-ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;
ლ-----------------ს და ო-–------------------–-ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ-----------------ის და ო-–------------------–-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 30 ოქტომბრიდან.
ნივთმტკიცება:
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად მოპოვებული ფოტოსურათები, ჩაწერილი დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
ლ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, სასტუმრო ,,ნ-------------–-დან“ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ლ-----------------ის, ო-–------------------–-ის და ე----------------–--ის ნერწყვის ნომუშები, რომელიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
ო-–------------------–-ის და ლ-----------------ის პასპორტები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
ნ. სანდოძე