განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120210018002307115
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/5411-18 19 თებერვალი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ქეთევან დუგლაძე
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი - ნანა ველიჯანაშვილი
I აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „დ--–----“
წარმომადგენელი - დ-----------------
II აპელანტი (მოპასუხე) – ბ-----------------–----–---------------
წარმომადგენელი - თ---------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
I აპელანტის შპს „დ--–----“-ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
II აპელანტის ბ-----------------–----–---------------- მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს ,,დ--–----“-ის სარჩელი ბ-----------------–----–---------------- მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბ-----------------–----–---------------ს შპს ,,დ--–---- -ის ’’ სასარგებლოდ დაეკისრა კარებსა და ხის მოაჯირის შეძენაზე გაწეული ხარჯის - 1883.5 ლარის გადახდა; მოპასუხე ბ-----------------–----–---------------ს შპს „დ--–----“-ის სასარგებოდ დაეკისრა 2015 წლის 20 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზედმეტად დაკავებული პირგასამტეხლოს 5963.12 ლარის გადახდა; მოსარჩელე შპს „დ--–---“-ს უარი ეთქვა 2015 წლის 20 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულების შეწყვეტის გამო დაკავებული პირგასამტეხლოს დაბრუნებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 20 აპრილს თვითმმართევლი ერთეული ბ-----------------–----–-------- და შპს ,,დ--–----’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1--. ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ------------–-----------–--------- სავალი ნაწილის და 9-------–--------------ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 233999 ლარით.
2.2. დადგენილია, რომ 20.04.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების და გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის 0.1% ოდენობით, რომლის გადახდა მოხდება მისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან გამოქვითვის მეშვეობით ან მის მიერ ამ თანხის გადახდის გზით.
2.3. დადგენილია, რომ 20.04.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში განისაზღვრა მიმწოდებლის პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% ოდენობით.
2.4. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღით, გეგმა-გრაფიკის მიხედვით. შპს ,,დ--–----’’
2015 წლის 20 აპრილის N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2015 წლის 20 ივლისს.
2.5. დადგენილია, რომ 2015 წლის 5 ივნისს ბ-----------------–----–------------------- მიმართა შპს ,,დ--–----’’ და აცნობა, რომ წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა აქტები, რომელიც ეხება ქ------------–----------–--------- სავალი ნაწილის და ამავე ქუჩაზე მდებარე N-- ორსართულიანი საცხოვრებელის ახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ შეესაბამება არსებულ სამუშაოთა მოცულობებს. ამასთან, განუმარტა, რომ დროებით უხარისხოდ გადახურულ შენობაში ჩავიდა დიდი რაოდენობით წვიმის წყალი, რამაც საგრძნობლად დააზარალა მე-2 სართულზე მაცხოვრებელთა ბინები.
2.6. დადგენილია, რომ 2015 წლის 12 ივნისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 20 აპრილს გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ------------–-----------–--------- და 9-------–-- ქ. N---ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 233999 ლარი, შესრულებულია ნაწილობრივ. ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგენს 54766 ლარი.
2.7. დადგენილია, რომ 2015 წლის 15 ივნისს ბ-----------------–----–------------------- მიმართა შპს ,,დ--–---’’ და აცნობა, რომ ქ------------–-----------–--------- რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყებისთანავე ქუჩაზე ავტომანქანების შესვლას აკონტროლებდა დაცვის პოლიცია. ქუჩაზე შესვლა ნებადართულია ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და აუცილებელი - გადაუდებელი (სახანძრო, სასწრაფო) ავტომანქანებისათვის. კლიმატური პირობები ვერ ჩაითვლება გადახურვის სამუშაოების შეფერხების ობიექტურ მიზეზად. სამუშაოების მიმდინარეობა საგრძნობლად ჩამორჩება გრაფიკს.
2.8. 2015 წლის 16 ივნისს შპს ,,დ--–----’’-ის დირექტორმა მიმართ ბ-----------------–----–------- და ითხოვა 20.04.2015წ. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, რომლის საფუძველზე მიმწოდებელს საბოლოო მიღება-ჩაბარების დასკვნის წარდგენის უფლება მიეცეს არა მხოლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის, არამედ სხვა აკრედიტებული პირის დასკვნის საფუძველზეც.
2.9. დადგენილია, რომ 2015 წლის 16 ივნისს ბ-----------------–----–------------------- მიმართა შპს ,,დ--–---’’ და აცნობა, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია და ხელშეკრულებით განსაზღვრული რეაბილიტაციის სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარებისათვის წარდგენილი უნდა იყოს მხოლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა.
2.10. დადგენილია, რომ ქ---------------------------–--------- სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2015 წლის 10 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით ნალექი აღინიშნა: 10,11,12,13,15,16,19,20,21,25 - ივნისს, სულ 10 დღე.
2.11. დადგენილია, რომ 2015 წლის 9 ივლისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 20 აპრილს გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ------------–-----------–--------- და 9-------–-- ქ. N---ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 233999 ლარი, შესრულებულია ნაწილობრივ. ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 80886 ლარს.
2.12. დადგენილია, რომ 2015 წლის 31 ივლისს ბ-----------------–----–-------- მიმართა შპს ,,დ--–--’’ და აცნობა, რომ გამოვლინდა მშენებლობის პროცესში დაშვებული მთელი რიგი ნაკლოვანებები, რაც გამოიხატა ალაგ-ალაგ სამშენებლო გრანიტის ქვების უსწორმასწორობით, ტალღოვანებით და ღრმულებით, უხარისხოთ არის დაგებული მოსახლეობის ეზოებში შემავალი ტროტუარებზე ბაზალტის ფილები. გაჭინაურებულ ვადებში მიმდინარეობს ამავე ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლის სახურავის და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სახურავის შეცვლის დროს მშენებელთა დაუდევრობით მოხდა დიდი რაოდენობით წვიმის წყლის ჩადინება, რამაც მთლიანად დააზარალა გ. ჯ-----–---–--- და ა. მ-----–-–---–-- საცხოვრებელი ბინები. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 90 დღის განმავლობაში - 2015 წლის 20 ივლისს, რაც არ შესრულდა. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების თანხის 0.1% - 233.9 ლარის ოდენობით.
2.13. დადგენილია რომ 2015 წლის 7 აგვისტოს შპს ,,დ--–---’’ დირექტორმა მიმართა ბ-----------------–----–------- და აცნობა, რომ მოსახლეობის კატეგორიული უარის გამო ვერ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების 100%-ით შესრულებას. ითხოვა ფაქტის შესწავლა და თანხმობა საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმებაზე, იმ მოცულობით, რომელიც შესრულებულია ფაქტიურად.
2.14. დადგენილია, რომ 2015 წლის 12 აგვისტოს ბ-----------------–----–-------- მიმართა შპს ,,დ--–---’’ და აცნობა, რომ არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე შეამოწმეს ხელშეკრულებით შესრულებულ სამუშაოთა ნუსხა - გზის სავალ ნაწილზე დაგებული გრანიტის ქვები ,,ბ-----------’ დამაკმაყოფილებელია, ტროტუარებზე დაგებული ბაზალტის ფილები არადამაკმაყოფილებელია, საჭიროებს შეკეთებას ან მთლიანად შეცვლას, 9-------–-- ქ. N---ის მომიჯნავედ მდებარე სახლის გადახურვითი სამუშაოები ნორმალურია, წყალმიმღები ძაბრი გალვანიზირებული თუნუქის წყალსაწრეტი მილების დაყენება, ორი კარების დაყენება, ოთხი ხის ფანჯრის ჩასმა, ლითონის კიბის შეცვლა ახალით, აივანზე ხის დეკორატიული მოაჯირის მოწყობა, ლითონის მოაჯირის მოწყობა კიბეებზე დამაკმაყოფილებელია. უხარისხოდა არის შესრულებული სახლის ფასადის შებათქაშება-შეღებვა, აღნიშნული სამუშაოები შესრულდა სახლის ფასადის მხოლოდ 1/3-ზე, მობინადრეებმა უარი თქვეს დანარჩენი ფასადის შებათქაშებაზე, უხარისხოდ შესრულების გამო. ითხოვა 2015 წლის 20 აგვისტომდე არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა.
2.15. დადგენილია, რომ ბ-----------------–----–-------- გამგებლის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა ბ-----------------–----–-------- და შპს „დ--–----“ შორის 2015 წლის 20 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება.
2.16. დადგენილია, რომ 2015 წლის 4 სექტემბერს ბ-----------------–----–-------- მიმართა შპს „დ--–---“ და აცნობა, რომ ბ-----------------–----–-------- გამგებლის ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს „დ--–--“ ერიცხება ჯარიმა .
2.17. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ქ------------–-----------–--------- N---ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის სახურავის და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები და რაოდენობები რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება წარმოდგენილ ფორმა N2–ში მოცემული სამუშაოების მოცულობებსა და რაოდენობებს, რა დროსაც ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება დღგ–ს ჩათვლით შეადგენს 49290.0 ლარს, ნაცვლად წარდგენილ ფორმა N2–ში მოცემული 67139.4 ლარისა, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 17849,4 ლარს.
ქ------------–-----------–--------- სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები და რაოდენობები რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება წარმოდგენილ ფორმა N2–ში მოცემული სამუშაოების მოცულობებსა და რაოდენობებს, რა დროსაც ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 151730.7 ლარს, ნაცვლად წარმოდგენილ ფორმა N2–ში მოცემული 158285.9 ლარისა, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 6555.2 ლარს.
2.18. დადგენილია, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 20 აპრილს გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ------------–-----------–--------- და 9-------–-- ქ. N---ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები, შესრულებულია ნაწილობრივ. შესრულებული სამუშაოების ღირებულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად შეადგენს 201020.70 ლარს. ნაკისრი ვალდებულების დაგვიანებით შესრულების და გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო შპს ,,დ--–---’’ დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების
0.1% - 9122.1 ლარი. ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის და არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო შპს ,,დ--–--73’’ დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5% - 11--9.95 ლარი.
2.19. ბ-----------------–----–-------- შპს „დ--–----“ დაკისრებული პირგასმტეხლო დაუკავა შესრულებული სამუშაოდან და არ ჩაურიცხა 20822.05 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 20 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
- 12.06.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო დასკვნა;
- შპს ,,დ--–----’’ დირექტორის 16.06.2015წ. მიმართვა;
- ბ-----------------–----–-------- 24.06.2015წ. მიმართვა N0------;
- ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მიმართვა;
- ბ-----------------–----–-------- 31.07.2015წ. N02----- მიმართვა.
- შპს ,,დ--–----’’ 07.08.2015წ. მიმართვა;
- ბ-----------------–----–-------- 12.08.2015წ. N0------ მიმართვა;
- ბ-----------------–----–-------- გამგებლის 27.08.2015წ. N0---- ბრძანება;
- ბ-----------------–----–-------- 04.09.2015წ. N0------ მიმართვა;
- 18.12.2015წ. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი;
- ბ-----------------–----–-------- 05.06.2015წ. N0------ მიმართვა;
- ბ-----------------–----–-------- 15.06.2015წ. N0------ მიმართვა;
- მოხსენებითი ბარათები;
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.20. დადგენილია, რომ შპს ,,დ--–-----’’ 2015 წლის 20 აპრილის N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა - შპს ,,დ--–----’’ გადააცილა 37 დღით.
მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,დ--–----’’ 2015 წლის 20 აპრილის N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2015 წლის 20 ივლისს. დადგენილია, რომ ბ-----------------–----–-------- გამგებლის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა ბ-----------------–----–-------- და შპს ,,დ--–----’’ შორის 2015 წლის 20 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება. ამდენად, მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 27 აგვისტოს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადის ამოწურვიდან 2015 წლის 20 ივლისიდან, ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 2015 წლის 27 აგვისტომდე არის 37 და არა 39 დღე.
2.21. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, იმის შესახებ, რომ ბ-----------------–----–-------- და შპს ,,დ--–----’’ შორის 2015 წლის 20 აპრილის N1-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულება ვერ შეძლო მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზების გამო.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მოსარჩელე უთითებს, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა აღებული ვალდებულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადის გადაცილება, კერძოდ მოსახლეობის პროტესტის, პარკის შესასვლელის არ გადაკეტვის და ნალექიანი ამინდების გამო, რაც აცნობეს კიდეც მუნიციპალიტეტს, თუმცა შემსყიდველმა არ გაითვალისწინა მითითებული გარემოებები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 20 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით სამუშაოების შესრულების ვადა გ-------------- და 9-------–-- ქუჩაზე განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღით ანუ ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო 2015 წლის 20 ივლისის ჩათვლით, რაც არ შესრულებულა. მოსარჩელე თავადვე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 7 აგვისტოს მიმართა მიმწოდებელს წერილით და აცნობა, რომ ობიექტური მიზეზების გამო, ხელშეკრულებას ვერ ასრულებდნენ, თუმცა ამ დროისათვის ხელშეკრულების შესრულების ვადა უკვე დარღვეული იყო. ამდენად, იმის მტკიცება, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შპს ,,დ--–----’’ დროულად ვერ შეასრულა ბ-----------------–----–-------- გამგეობის ბრალეულობით, რომ არა მუნიციპალიტეტის ბრალეულობა დროულად შეასრულებდა სამუშაოებს და არ დადგებოდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, დაუსაბუთებელია.
ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითებას რომ ბ------------------- შესასვლელში გზის დაგება მიმდინარეობდა შენელებული ტემპით, ვინაიდან ვერ ხერხდებოდა გზის გადაკეტვა. დადასტურებულია, რომ სამუშაოების დაწყებისთანავე ქუჩაზე ავტომანქანების შესვლას აკონტროლებდა დაცვის პოლიცია. ქუჩაზე შესვლა ნებადართული იყო მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და აუცილებელი - გადაუდებელი (სახანძრო, სასწრაფო) ავტომანქანებისათვის.
ამდენად, მხარეთა შორის 2015 წლის 20 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა მიმწოდებლის შპს ,,დ--–----’’ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის და არაჯეროვანი შესრულების გამო. შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 17.5. პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5% -
11--9.95 ლარის ოდენობით.
2.22. შპს „დ--–----“-მა 2015 წლის 20 აპრილის N1-- ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა კარები და ხის მოაჯირი, ხარჯმა შეადგინა - 1883.5 ლარი, რაც ბ-----------------–----–------- არ აუნაზღაურებია. აღნიშნული ნივთები ჩაბარებული აქვთ ქ------------–-, 9-------–-- ქ------ში მცხოვრებ ა-–-----------------–-–---–- და ე-------------–---–-.
მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,დ--–----’’ ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა ხის კარები და მოაჯირი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კარების და ხის მოაჯირის მონტაჟი მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო ვერ მოხდა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, კარებისა და ხის მოაჯირის ღირებულება ჯამში შეადგენს 1460.7 ლარს. ამას დამატებული ზედნადების ხარჯი - 116.8 ლარი და დღგ - 301 ლარი. ჯამში სულ - 1883.5 ლარი. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კარებისა და ხის მოაჯირის თანხა მერიას არ ჩაურიცხია შპს „დ--–----“-ისათვის. შემსყიდველმა არ მიღო მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაო, ვიანიდან მიმწოდებელმა არ მოხდინა მათი მონტაჟი, არ გაუფორმა მიღება-ჩაბარების აქტი და შესაბამისად ანაზღაურებას არ დაექვემდებარა გაწეული სამუშაო. დადგენილია, რომ მითითებული კარები და ხის მოაჯირები ჩაბარებული აქვთ ქ------------–-, 9-------–-- ქ------ის მაცხოვრებლებს. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მიმწოდებლმა ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა კარები და მოაჯირი, რომლის ღირებულება შეადგენს 1883.5 ლარს. შესაბამისად შემსყიდველს - ბ-----------------–----–-------, მიმწოდებლის - შპს ,,დ--–----’’ სასარგებლოდ გადასახდელად დარჩენილი აქვს კარების და მოაჯირის შეძენის ღირებულება. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითთებულ მოგების თანხას - 94.6 ლარს, სასამართლო განმარტავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯები და არა მისაღები მოგება, შესაბამისად საასმართლოს მოსაზრებით 94,6 ლარი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 20 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
- 12.06.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო დასკვნა;
- შპს ,,დ--–----’’ დირექტორის 16.06.2015წ. მიმართვა;
- ბ-----------------–----–-------- 24.06.2015წ. მიმართვა N0------;
- ბ-----------------–----–-------- 31.07.2015წ. N02----- მიმართვა.
- შპს ,,დ--–----’’ 07.08.2015წ. მიმართვა;
- ბ-----------------–----–-------- 12.08.2015წ. N0------ მიმართვა;
- ბ-----------------–----–-------- გამგებლის 27.08.2015წ. N0---- ბრძანება;
- ბ-----------------–----–-------- 04.09.2015წ. N0------ მიმართვა;
- 18.12.2015წ. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი;
- ბ-----------------–----–-------- 05.06.2015წ. N0------ მიმართვა;
- ბ-----------------–----–-------- 15.06.2015წ. N0------ მიმართვა;
- მოხსენებითი ბარათები;
- შპს „დ--–----“-ის მიერ შედგენილი აქტები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება- მოვალეობების წარმოშობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.
დადგენილია, რომ 2015 წლის 20 აპრილს თვითმმართველი ერთეული ბ-----------------–----–-------- და შპს ,,დ--–----’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1--. ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ------------–-----------–--------- სავალი ნაწილის და 9-------–--------------ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 233999 ლარით. ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღით, გეგმა- გრაფიკის მიხედვით, ანუ 2015 წლის 20 ივლისის ჩათვლით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
დადგენილია, რომ მენარდემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ამასთან მენარდის მიერ შერულებული სამუშაოს ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი. კერძოდ, უხარისხოდ იყო შესრულებული 9-------–-- ქ. N---ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის ფასადის შებათქაშება-შეღებვის სამუშაოები, აღნიშნული სამუშაოები შესრულდა სახლის ფასადის მხოლოდ 1/3-ზე, ვინაიდან მობინადრეებმა უარი თქვეს დანარჩენი ფასადის შებათქაშებაზე, უხარისხოდ შესრულების გამო; ასევე, ამავე შენობის სახურავის უხარისხოდ გადახურვის გამო შენობაში ჩავიდა წვიმის წყალი, რამაც დააზარალა მე-2 სართულზე მაცხოვრებელთა ბინები. მენარდის მიერ ასევე უხარისხოდ დაიგო ტროტუარებზე ბაზალტის ფილები, რაც საჭიროებს შეკეთებას ან მთლიანად შეცვლას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისიწნებით შემკვეთმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა.
სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მენარდეს ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წელის 15 დეკემბერის Nას-697-663-2015წ განჩინებაში განმარტა, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა- დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებლი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მენარდემ შპს ,,დ--–----’’-მ 2015 წლის 20 აპრილის N1--4 ხელშეკრულების ფარგელბში შეიძნა კარები და მოაჯირი, რის შეძენაზეც გასწია ხარჯი 1883.5 ლარი, რომლის ღირებულება შემკვეთს მენარდისთვის არ აუნაზღაურებია. სასამართლოს მოსაზრებით, მენარდის მიერ კარების და მოაჯირის შეძენისთვის გაწეული ხარჯი, შეიძლება მოექცეს სსკ-ის 636-ე მუხლის ფარგლებში და შემკვეთს - ბ-----------------–----–---------------ს უნდა დაეკისროს მენარდის სასარგებლოდ გაწეული ხარჯის - 1883,5 ლარის ანაზრაურება. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას აღნიშნული ნივთების შეძენისთვის მოგების - 94.6 ლარის დაკისრებას, სასამართლო განმარტავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯები და არა მისაღები მოგება, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ 94,6 ლარი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
2.24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, ნომინალიზმის პრინციპი და სხ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში (სუსგ Nას-155-155-2018წ., 15 თებერვალი 2018 წელი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
განსახილველ საქმეში, მხარეთა შორის 20.04.2015წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით, სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა არის 37 დღე. შესაბამისად პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით (37 დღე X
233.9 ლ.) შეადგენს 8654.3 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადაში 2015 10 ივნისიდან 2015 წლის 25 ივნისის ჩათვლით ხელშეკრულების შესრულების ადგილზე - ქ------------–- აღინიშნა ნალექი. ნალექიან დღეთა რაოდენობა იყო 10 დღე. შესაბამისად, ვინაიდან მიმწოდებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სფეციფიკიდან გამომდინარე ნალექიან დღეებში შეუძლებელი იყო სამშაოების შესრულება, სასამართლო თვლის, რომ ნალექიან დღეთა რაოდენობა უნდა გამოაკლდეს ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდნეობას და მიმწოდებელს შპს ,,დ--–----'' უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 27 დღით ვადაგადაცილებისათვის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, ბ-----------------–----–---------------- მიერ დაკისრებული და დაკავებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2015 წლის 20 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო 0,1% უნდა შემცირდეს 0.05%-მდე და ვადაგადაცილებულ დღეთა (27 დღე) გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს - 3158.98 ლარით. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის მიერ დაკავებული 5963.12 (8654.3-3158,98) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
მხარეთა შეთანხმებით, 20.04.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში განისაზღვრა მიმწოდებლის პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% ოდენობით.
დადგენილია, რომ 2015 წლის 7 აგვისტოს, როდესაც შპს ,,დ--–-----’’ წერილობით მიმართა შემსყიდველს და აცნობა, რომ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახდენს სამუშაოების დროულად შესრულებას, ამ დროისათვის ხელშეკრულების შესრულების ვადა უკვე დარღვეული იყო, ვალდებულება კი უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადა დაირღვა შპს ,,დ--–---’’ დამოუკიდებელი მიზეზების გამო უსაფუძვლოა. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 20 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა მიმწოდებლის შპს ,,დ--–----’’ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის და არაჯეროვანი შესრულების გამო. შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 17.5. პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5% - 11--9.95 ლარი, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
3.1. I აპელანტის შპს „დ--–----“-ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ „მიმწოდებელმა“ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ამასთან, შესრულებული სამუშაოები ჩათვალა არადამაკმაყოფილებლად. კერძოდ, სასამართლომ უხარისხოდ მიიჩნია 9-------–-- ქ. N-- მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის ფასადის შებათქაშება-შეღებვის სამუშაოები, აღნიშნული სამუშაობი შესრულდა სახლის ფასადის 1/3-ზე, ვინაიდან, მობინადრეებმა უარი თქვეს დანარჩენი ფასადის შებათქაშებაზე, უხარისხოდ შესრულები გამო.
სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მენარდის მიერ ასევე უხარისხოდ დაიგო ტროტუარებზე ბაზალტის ფილები, რაც საჭიროებდა შეკეთებას ან მთლიანად შეცვლას და კომპანიის მიერ არ ყოფილა მცდელობა გამოესწორებინა აღნიშნული ხარვეზი.
3.1.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ არსებობდა „შემსყიდველის“ მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი. სასამართლომ სრულიად უმართებულოდ არ გაიზიარა ის ხელისშემშლელი გარემოებები, რამაც განაპირობა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადის გადაცილება, რომელიც გამოწვეული იყო გზის გადაკეტვის შეუძლებლობით. „მიმწოდებელი“ თავისი ძალით ვერ ახერხებდა გზის გადაკეტვას. სასამართლომ არასწორად დააკავშირა შენობაში წვიმის წყლის ჩასვლის ფაქტი სახურავის უხარისხო გადახურვასთან. რეალურად წვიმის წყლის ჩასვლა შემობაში მოხდა სახურავის გადახდის პროცესში, როდესაც გაუარესდა ამინდი, რასაც ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალსწინებული გეგმა გრაფიკის ვადის დადგომამდე და მას არანაირი კავშირი არ ჰქონია ხელშეკრულების შეწყვეტასთან.
3.1.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ პირგასამტეხლო გაიანგარიშა 27 დღის ვადაგადაცილებისათვის, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.1 % შეამცირა 0.05 %-მდე. შესაბამისად, ორივე კომპონენტის ჩათვლით დაკავებულმა თანხამ შეადგინა 3158.98 ლარი. იმ შემთხვევაშიც თუ სასამართლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს 0.1 %-ს არ შეამცირებდა 0.5 %-მდე მის მიერ გათვლილ დღეთა რაოდენობაზე (27 დღე) გაანგარიშებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვერ გადააჭარბებდა 2015 წლის 20 აპრილის N1-- ხელშეკრულების 17.4. პუნქტით გათვალისწინებულ 3%-იან ზღვარს, მითუმეტეს დაკავებული თანხა 3158.98 არ აჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 233 999 ლარის 3%-ს. ამდენად არ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი და აქედან გამომდინარე 17.5. პუნქტის ამოქმედების პირობებიც. თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა მხოლოდ 3 159.98 ლარის დაკისრების საფუძველი, უნდა ემსჯელა გადაწყვეტილებაში ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლის მე-17 მუხლის 17.4. პუნქტის მიხედვით ფაქტობრივი საფუძვლის არ არსებობის შესახებ და დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა 11 699.95 ლარის მოთხოვნის ნაწილში.
3.2. II აპელანტის ბ-----------------–----–---------------- სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1---ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.1% შეამცირა 0.05%. რაც არასწორია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შორის განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვადებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ბ-----------------–----–---------------ს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არ უნდა შემცირდეს, ვინაიდან ამ კონკრეტულ შემტხვევაში არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
3.2.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმის არსებითი გარემოებები, რის გამოც მოღებულია არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაშ, ხელშეკრულების გაფორმებამდე შპს „დ--–--“ დირექორი გაეცნო სატენდერო დოკუმენტაციას, მიიღო მონაწილეობა ტენდერში, რითიც გამოხატა თანხობა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებზე. გარდა ამისა მხარე გაცნობილი იყო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დაკუმენტაციას და ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს. სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირებისას არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პირგასამტეხლოს როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქცია თავიდან აიცილოს ვალდებუ;ების დამრღვევის დამატებითი მოქმედებები. ასევე, სასამართლოს არ გაუანალიზებია გარემოებები, რომელიც საფუძვლად დაედებოდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება სამართლებრივი და იურიდიული თვალსაზრისით არასრულადაა დასაბუთებული.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
2015 წლის 20 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ------------–-----------–--------- სავალი ნაწილის და 9-------–--------------ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები; ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრული იყო 233 999 ლარით; ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღით, გეგმა-გრაფიკის მიხედვით; შპს „დ--–----“ 2015 წლის 20 აპრილის N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2015 წლის 20 ივლისს; ხელშეკრულების 17.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების და გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისთვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის 0,1%-ის ოდენობით, რომლის გადახდა მოხდება მისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან გამოქვითვის საშუალებით ან მის მიერ ამ თანხის გადახდის გხით; ხეშლეკრულების 17.4. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ვადის გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების 3%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება. საჯარიმო სანქციის გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან; ხელშეკრულების 17.5. პუქნტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით (იხ. ტ.1, ს.ფ. 20-24);
2015 წლის 5 ივნისს ბ-----------------–----–------------------- მიმართა შპს ,,დ--–----’’ და აცნობა, რომ წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა აქტები, რომელიც ეხება ქ------------–----------–--------- სავალი ნაწილის და ამავე ქუჩაზე მდებარე N-- ორსართულიანი საცხოვრებელის ახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ შეესაბამება არსებულ სამუშაოთა მოცულობებს. ამასთან, დროებით უხარისხოდ გადახურულ შენობაში ჩავიდა დიდი რაოდენობით წვიმის წყალი, რამაც საგრძნობლად დააზარალა მე-2 სართულზე მაცხოვრებელთა ბინები; მხარეებს შორის 2015 წლის 12 ივნისს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ქ------------–-----------–--------- და 9-------–-- ქ. N---ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულებულია ნაწილობრივ; ხოლო, ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 54766 ლარს; 2015 წლის 9 ივლისს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ქ------------–-----------–--------- და 9-------–-- ქ. N---ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები,შესრულებულია ნაწილობრივ; ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 80 886 ლარს.
2015 წლის 31 ივლისს ბ-----------------–----–-------- შპს ,,დ--–--’’ და აცნობა, რომ მშენებლობის პროცესში გამოვლინდა მთელი რიგი ნაკლოვანებები, ასევე გაჭინაურებულ ვადებში მიმდინარეობს ამავე ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლის სახურავის და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სახურავის შეცვლის დროს მშენებელთა დაუდევრობით მოხდა დიდი რაოდენობით წვიმის წყლის ჩადინება. ვინაიდან, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 90 დღის განმავლობაში - 2015 წლის 20 ივლისს, რაც არ შესრულდა. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების თანხის 0.1% - 233.9 ლარის ოდენობით (იხ. ტ.1, ს.ფ. 114-115); 2015 წლის 7 აგვისტოს შპს „დ--–---“ დირექტორმა მიმართა ბ-----------------–----–------- და აცნობა, რომ მოსახლეობის კატეგორიული უარის გამო ვერ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების 100%-ით შესრულებას და ითხოვა ფაქტის შესწავლა და თანხმობა საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმებაზე, იმ მოცულობით, რომელიც შესრულებულია ფაქტიურად.
2015 წლის 12 აგვისტოს ბ-----------------–----–-------- შპს ,,დ--–---’’ აცნობა, რომ არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე შეამოწმეს ხელშეკრულებით შესრულებულ სამუშაოთა ნუსხა - გზის სავალ ნაწილზე დაგებული გრანიტის ქვები ,,ბ-----------’ დამაკმაყოფილებელია, ტროტუარებზე დაგებული ბაზალტის ფილები არადამაკმაყოფილებელია, საჭიროებს შეკეთებას ან მთლიანად შეცვლას, 9-------–-- ქ. N---ის მომიჯნავედ მდებარე სახლის გადახურვითი სამუშაოები ნორმალურია, წყალმიმღები ძაბრი გალვანიზირებული თუნუქის წყალსაწრეტი მილების დაყენება, ორი კარების დაყენება, ოთხი ხის ფანჯრის ჩასმა, ლითონის კიბის შეცვლა ახალით, აივანზე ხის დეკორატიული მოაჯირის მოწყობა, ლითონის მოაჯირის მოწყობა კიბეებზე დამაკმაყოფილებელია. უხარისხოდა არის შესრულებული სახლის ფასადის შებათქაშება-შეღებვა, აღნიშნული სამუშაოები შესრულდა სახლის ფასადის მხოლოდ 1/3-ზე, მობინადრეებმა უარი თქვეს დანარჩენი ფასადის შებათქაშებაზე, უხარისხოდ შესრულების გამო. დამკვეთმა ითხოვა 2015 წლის 20 აგვისტომდე არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა. 2015 წლის 20 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა მბ-----------------–----–-------- გამგებლის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით;
2015 წლის 18 დეკემბერს მხარეებს შორის შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 2015 წლის 20 აპრილს გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ------------–-----------–--------- და 9-------–-- ქ. N---ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები, შესრულებულია ნაწილობრივ. შესრულებული სამუშაოების ღირებულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად შეადგენს 201 020.70 ლარს.
ნაკისრი ვალდებულების დაგვიანებით შესრულების და გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო შპს ,,დ--–---’’-ს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1% - 9122.1 ლარი; ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის და არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო შპს ,,დ--–--73’’-ს დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5% - 11 699.95 ლარი; დადგენილია, რომ ბ-----------------–----–-------- შპს „დ--–----“ დაკისრებული პირგასმტეხლო დაუკავა შესრულებული სამუშაოდან და არ ჩაურიცხა 20 822.05 ლარი.
წარმოდგენილი სარჩელით, შპს „დ--–----“-ის მოთხოვნას წარმოადგენს ბ-----------------–----–----------------ათვის შპს „დ--–----“-ის სასარგებლოდ დაეკისროს კარებსა და ხის მოაჯირის დამზადებაზე გაწეული ხარჯის - 1978.1 ლარის გადახდა; ასევე ბ------------------–----–---------------- დაეკისროს მის მიერ პირგასამტეხლოს სახით დაკავებული 20 822.05 ლარის გადახდა;
დადგენილია და მოპასუხის მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ ბ-----------------–----–---------------ს შპს „დ--–----“-ისათვის არ ჩაურიცხავს კარებისა და ხის მოაჯირის თანხა. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ დასახელებული კარები და ხის მოაჯირები ჩაბარებული აქვთ ქ------------–-, 9-------–-- ქ------ის მაცხოვრებლებს, რომელთა ღირებულება შეადგენს 1883.5 ლარს, შესაბამისად, პალატა იზიარებს სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო ბ-----------------–----–-------- მიერ შპს „დ--–----“-სათვის 1883.5 ლარის ანაზღაურების წინაპირობა, რაც სწორად იქნა დაკმაყოფილებული და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, ამ მხრივ რაიმე პრეტენზია არც ბ-----------------–----–-------- სააპელაციო საჩივარში ყოფილა წარმოდგენილი. რაც შეეხება, შპს „დ--–----“-ის მოთხოვნას მოგების თანხის - 94.6 ლარის ანაზღაურების შესახებ, დაუსაბუთებელია და სწორად არ იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, აპელანტ შპს „დ--–----“-ის არგუმენტებს ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულების, ასევე ამ სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით. პალატის შეფასებით, აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ არსებობდა შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზაირებული. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ქ------------–-----------–--------- N---ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის სახურავის და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები და რაოდენობები რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება წარმოდგენილ ფორმა N2–ში მოცემული სამუშაოების მოცულობებსა და რაოდენობებს, რა დროსაც ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება დღგ–ს ჩათვლით შეადგენს 49 290.0 ლარს, ნაცვლად წარდგენილ ფორმა N2–ში მოცემული 67 139.4 ლარისა, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 17 849,4 ლარს; ქ------------–-----------–--------- სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები და რაოდენობები რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება წარმოდგენილ ფორმა N2–ში მოცემული სამუშაოების მოცულობებსა და რაოდენობებს, რა დროსაც ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 15 1730.7 ლარს, ნაცვლად წარმოდგენილ ფორმა N2–ში მოცემული 158285.9 ლარისა, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 6 555.2 ლარს.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება. განსახილველ შემთხვევაში, მართალია მოსარჩელე მიუთითებს, რომ გეგმა გრაფიკით გათვალისწინებული ვადის გადაცილება ძირითადად გამოწვეული იყო კომპანიის მხრიდან გზის გადაკეტვის შეუძლებლობით, რასაც მიმწოდებელი თავის ძალებით ვერ ახრეხებდა, თუმცა როგორც საქმის მასალებით დგინდება, 2015 წლის 15 ივნისს ბ-----------------–----–------------------- შპს ,,დ--–---’’ აცნობა, რომ ქ------------–-----------–--------- რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყებისთანავე ქუჩაზე ავტომანქანების შესვლას აკონტროლებდა დაცვის პოლიცია და ქუჩაზე შესვლა ნებადართული იყო მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და აუცილებელი - გადაუდებელი (სახანძრო, სასწრაფო) ავტომანქანებისათვის. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რაიმე დასაბუთებული შედავება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. შპს „დ--–----“ ხელშემშლელ გარემოებად ასევე უთითებს ადგილობრივი მოსახლეების პრეტენზიებზე, აქტიური საკურორტო სეზონის გამო არსებულ ხელიშემშლელ გარემოებებზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში, პალატა ვერ გაიზიარებს. საბოლოოდ კი, აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევა გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალით დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.
ვინაიდან, დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებას, შესაბამისად, სახეზეა მხარეთა შორის გაფორმებული 2015 წლის 20 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის დაკისრების საფუძელი. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ რადგან შესაბამისასი მეტეოროლოგიური ცნობის საფუძველზე, 10 დღის განმავლობაში აღინიშნებოდა ნალექი - სამუშაოების წარმოებისათვის ხელისშემშლელი გარემოება, ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობას 37 დღეს უნდა გამოაკლდეს 10 დღე და შესაბამისად, პირგასამტეხლოს გაანგარიშება უნდა მოხდეს 27 დღით ვადაგადაცილებისათვის. თუმცა პალატა დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას პირგასამტეხლოს ოდენობის 0.1%-დან 0.05%-მდე შემცირების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.
მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას, განსახილველ შემთხვევაში კი, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არსებობს შემსრულებლისათვის პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით გადახდის დაკისრების საფუძველი, ვადაგადაცილების 27 დღის გათვალისწინებით, რომელიც შეადგენს 6 317.97 ლარს (233 999-ის 0.1%=233.9; 233.9*27 = 6317.97) და რომელიც უნდა დარჩეს მოპასუხეს დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ანგარიშში.
4.10. 2015 წლიხს 20 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულების 17.4. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ვადის გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების 3%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება. ხოლო, ხელშეკრულების 17.5. პუქნტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით (იხ. ტ.1, ს.ფ. 20-24)
დადგენილია, რომ ბ-----------------–----–---------------მ 2015 წლიხს 20 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება შეწყვიტა ცალმხრივად, ვინაიდან შპს „დ--–----“-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ვალდებულების შეუსრულებლობას და არაჯეროვან შესრულებას. ამასთან, შემსყიდველმა ხელშეკრულების 17.5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა - 11 699.95 ლარი.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ვინაიდან დადგენილია, რომ მიმწოდებელისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლება დაკავშირებული იყო იმ შემთხვევაზე, თუკი ვადის გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებდა ხელშეკრულების 3%-ს. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვადის დარღვევისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო შეადგენს 6 317.97 ლარს (27 დღის გათვალისწინებით), ხოლო ხელშეკრულების ღირებულების 233 999 ლარის 3% 7019 ლარს, აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა მოპასუხის მხრიდან პირგასამტეხლოს სახით თანხის - 11 699 ლარის დაკავების საფუძველი, რის გამოც მოსარჩელეს მოპასუხის მიერ დაკავებული თანხიდან 20 822 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 14 505 ლარი. დანარჩენ ნაწილში შპს „დ--–----“-ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება შპს „დ--–----“-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ბ-----------------–----–--------------- გათავისუფლებულია ბიუჯეტის სასარგბლოდ სახ. ბაჟის გადახდისაგან, თანახმად, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტისა.
აპელანტ შპს „დ--–----“-ის მიერ სარჩელზე ბაჟის სახით გადახდილია 700 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 82), ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადახდილია 595 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 215), ჯამში სახ. ბაჟის სახით გადახდილია 1295 ლარი.
მოსარჩელის მოთხოვნას ჯამში წარმოადგენდა 22 800 ლარის ანაზღაურება, წინამდებარე გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა 16 388 ლარის ნაწილში, შესაბამისად, დაკმაყოფილებული მოთხოვნის გათვალისწინებით (სარჩელი დაკმაყოფილდა 72%-ით (163888100/22800=71,87)) ბ-----------------–----–---------------ს შპს „დ--–----“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ბაჟის სახით ბიუჯეტში გადახდილი თანხის 1295 ლარის 72%-ის ანაზღაურება 932 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „დ--–----“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბ-----------------–----–---------------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება:
4. შპს „დ--–----“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
5.ბ-----------------–----–---------------ს შპს „დ--–----“-ის სასარგებლოდ დაეკისროს
1 883.5 ლარის გადახდა.
6.ბ-----------------–----–---------------ს შპს „დ--–----“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 14 505 ლარის გადახდა;
7.ბ-----------------–----–---------------ს შპს „დ--–----“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით ბიუჯეტში გადახდილი თანხის ანაზღაურება 932 ლარის ოდენობით.
8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ქეთევან დუგლაძე
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ბესარიონ ტაბაღუა