განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141319700076053
საქმე №1/აგ-39-19 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
მზია ლომთათიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ბ------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 სექტემბრის განაჩენით:
დამტკიცდა პროკურორ ელისო ტურაშვილსა და ბრალდებულ ბ------------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ბ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით, დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
ბ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 23 ოქტომბრიდან 2015 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.
ბ------------–---–ს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად: 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2019 წლის 27 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ბ------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 სექტემბრის განაჩენში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, ძირითადი სასჯელისგან - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით - გათავისუფლება და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.
მსჯავრდებულ ბ------------–---–ის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით და თანდართული თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 სექტემბრის განაჩენის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2019 წლის 13 მარტის განჩინებით ბ------------–---–ის შუამდგომლობა დასაშვებად ცნო.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ბ------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2019 წლის 13 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, კახეთის პრობაციის ბიუროდან შემოვიდა მსჯავრდებულ ბ------------–---–ის პირადი საქმე, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით იმსჯელა მსჯავრდებულ ბ------------–---–ის მიმართ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის გავრცელების საკითხზე, რის საფუძველზეც თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება და მსჯავრდებულ ბ------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად. აღნიშნული განჩინების შესახებ მსჯავრდებულ ბ------------–---–ის შუამდგომლობის დასაშვებობის ეტაპზე სააპელაციო პალატისთვის ცნობილი არ იყო და განჩინების შესახებ ცნობილი გახდა სააპელაციო სასამართლოში კახეთის პრობაციის ბიუროდან მსჯავრდებულ ბ------------–---–ის პირადი საქმის შემოსვლის შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ბ------------–---–ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფლდეს, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით უკვე მოყვანილია კანონთან შესაბამისობაში მსჯავრდებულ ბ------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ბ------------–---–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც ცვლილება შევიდა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 სექტემბრის განაჩენში, დარჩეს უცვლელი;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე
მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი
მ. ლომთათიძე