განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010310017001876993
საქმე N3/ბ-481-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე
აპელანტი _ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ----– დ--------ე; ი----- დ--------ე
მოპასუხე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 06 აპრილს ჯ----– და ი----- დ--------ეების წარმომადგენელმა მინდია ალელიშვილმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საკუთრების უფლების აღიარების კომისიების მიმართ და მოითხოვა ხელაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------–------ საოქმო გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, ი----- დ--------ეზე 2----–-–-------------ს გაცემული №4--- საკუთრების მოწმობისა და 2----–-–----------------ს ჯ----– დ--------ეზე №3--- საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში.
მოსარჩელის მითითებით, 2----–-–--------------------- საოქმო გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ აღიარებულ იქნა ჯ----– და ი----- დ--------ეების საკუთრების უფლება ს------–----–--------ში მდებარე 0.26 ჰა და 0.264 ჰა მიწის ნაკვეთებზე. 2----–-–-------------ს ი----- დ--------ეზე გაცემულ იქნა №4--- საკუთრების მოწმობა, ხოლო 2----–-–----------------ს ჯ----– დ--------ეზე - №3--- საკუთრების მოწმობა. მათ მიერ მოპოვებული საკუთრების უფლება დარეგისტრირებული იქნა, საჯარო რეესტრში. 2----–-–------------ს ი----- და ჯ----– დ--------ეებმა ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიაში დაწერეს განცხადებები და მოითხოვეს, მიწის ნაკვეთებზე მათსავე სასარგებლოდ აღიარებული გაცემული საკუთრების მოწმობების ბათილად ცნობა. აღნიშნული განცხადების დაწერა კი, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, განპირობებული იყო იმდროინდელი ხელისუფლების მიერ ოჯახზე განხორციელებული ზეწოლით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მუქარით და მათი მიმართვა საკუთრების მოწმობის ბათილობის მოთხოვნით, არ ყოფილა ნებაყოფლობითი.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობას ამ ფორმით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ 2----–-–-----------–--------------- გადაწყვეტილებით ბათილად ცნო, ი----- დ--------ეზე 2008 წლოის 03 იანვარს გაცემული №4--- საკუთრების მოწმობა და 2----–-–----------------ს ჯ----– დ--------ეზე გაცემული №3--- საკუთრების მომწობა. აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად კომისიამ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, თუმცა ამ შემთხვევაში, კომისიის 2----–-–--------------------- საოქმო გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგო არანაირი გარემოება არ დგინდება, რადგანაც ორთავე მოსარჩელე წარმოადგენდა მათ საკუთრებაში აღიარებული მიწის ნაკვეთების მართლზომიერ მფლობელებს, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. პირის განცხადება თავის სასარგებლოდ გაცემული მოწმობის ბათილობის თაობაზე, არ შეიძლება წარმოადგენდეს ბათილობის საფუძველს. კომისიას ელემენტარულად, ამ განცხადების წარმდგენი პირები ადმინისტრაციულ წარმოების დროსაც არ დაუბარებია და არ უკითხავს მიზეზი, ასეთი განცხადებისა. მიუხედავად ჯ----– და ი----- დ--------ეების განცხადების შინაარსისა, კომისია მაინც ვალდებული იყო, ემსჯელა განცხადების ირგვლივ და სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება.
მოპასუხეების ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საკუთრების უფლების აღიარების კომისიების წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------–------ საოქმო გადაწყვეტილება, ი----- დიდამანიძის სახელზე 2----–-–-------------ს გაცემული №4--- საკუთრების უფლების მოწმობისა და 2----–-–----------------ს გაცემული, №3--- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის 22 დეკემბერს ჯ----– დ--------ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას და მოითხოვა, საკუთრების უფლების აღიარება, ს------–----–--------ში მდებარე, 2609 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სქემატური ნახაზი, მიწის იჯარის ქვითრები, საარქივო ცნობა საკომლო ამონაწერის შესახებ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა ასევე, ი----- დ--------ემ, რომლის მიერაც მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების აღიარება, ს------–----–--------ში მდებარე, 2643 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სქემატური ნახაზი, მიწის იჯარის ქვითრები, საარქივო ცნობა საკომლო ამონაწერის შესახებ.
2----–-–--------------------- საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ დაკმაყოფილდა ჯ----– დ--------ის განცხადება და აღიარებული იქნა მისი საკუთრების უფლება მოთხოვნილ - 2609 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
2----–-–----------------- საოქმო გადაწყვეტილებით კი დაკმაყოფილდა ი----- დ--------ის განცხადება და აღიარებული იქნა მისი საკუთრების უფლება მოთხოვნილ, 2643 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
მოსარჩელეებზე გაცემულ იქნა შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობები, 2----–-–-------------ს ი----- დ--------ეზე №4--- საკუთრების მოწმობა, ხოლო 2----–-–----------------ს ჯ----– დ--------ეზე №3--- საკუთრების მოწმობა. მათ მიერ მოპოვებული საკუთრების უფლება დარეგისტრირებულ იქნა, საჯარო რეესტრში.
2----–-–------------ს ი----- და ჯ----– დ--------ეებმა განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვეს მათზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობების გაუქმება, ბათილად ცნობა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ 2----–-–------------–------ საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად ცნო ი----- დ--------ეზე 2008 წლოის 03 იანვარს გაცემული №4--- საკუთრების მოწმობა და 2----–-–----------------ს ჯ----– დ--------ეზე გაცემული, №3--- საკუთრების მოწმობა. აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად კომისიამ მიუთითა მათ მოთხოვნაზე, საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად ცნობის თაობაზე.
ი----- და ჯ----– დ--------ეებმა 2016 წლის 07 ივლისს საჩივარი წარადგინეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიაში, რომლითაც მათ მიერ მოთხოვნილია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2----–-–------------–------ საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (მათ ნაწილში), ხოლო კომისიას ამ საჩივარზე გადაწყვეტილება არ მიუღია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ აღნიშნავს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს არეგულირებდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“. აღნიშნული აქტის მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით.
ჯ----– და ი----- დ--------ეების მიერ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მოქმედი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოქმედი რედაქციით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობდა, სარგებლობდა ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი.
კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი: ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული; ბ) სარგებლობაში არსებული; გ) თვითნებურად დაკავებული.
ჯ----– და ი----- დ--------ეების საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი (რედაქციით) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტით განსაზღვრულია თვითნებურად დაკავებული მიწა, როგორც – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული;
დადგენილია, რომ 2007 წლის 22 დეკემბერს ჯ----– დ--------ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას და მოითხოვა, საკუთრების უფლების აღიარება, ს------–----–--------ში მდებარე, 2609 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სქემატური ნახაზი, მიწის იჯარის ქვითრები, საარქივო ცნობა საკომლო ამონაწერის შესახებ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა ასევე, ი----- დ--------ემ, რომლის მიერაც მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების აღიარება, ს------–----–--------ში მდებარე, 2643 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სქემატური ნახაზი, მიწის იჯარის ქვითრები, საარქივო ცნობა საკომლო ამონაწერის შესახებ.
2----–-–--------------------- საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ დაკმაყოფილდა ჯ----– დ--------ის განცხადება და აღიარებული იქნა მისი საკუთრების უფლება მოთხოვნილ- 2609 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
2----–-–----------------- საოქმო გადაწყვეტილებით კი დაკმაყოფილდა ი----- დ--------ის განცხადება და აღიარებული იქნა მისი საკუთრების უფლება მოთხოვნილ, 2643 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
მოსარჩელეებზე გაცემულ იქნა შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობები, 2----–-–-------------ს ი----- დ--------ეზე №4--- საკუთრების მოწმობა, ხოლო 2----–-–----------------ს ჯ----– დ--------ეზე, №3--- საკუთრების მოწმობა. მათ მიერ მოპოვებული საკუთრების უფლება დარეგისტრირებული იქნა, საჯარო რეესტრში.
2----–-–------------ს ი----- და ჯ----– დ--------ეებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართეს წერილობითი განცხადებებით, რომლითაც მოითხოვეს, მათზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობების გაუქმება, ბათილად ცნობა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ 2----–-–------------–------ საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად ცნო ი----- დ--------ეზე 2008 წლოის 03 იანვარს გაცემული №4--- საკუთრების მოწმობა და 2----–-–----------------ს ჯ----– დ--------ეზე გაცემული, №3--- საკუთრების მოწმობა, აგრეთვე, საკუთრების უფლების მოწმობების გაცემის საფუძვლად მიღებული საოქმო გადაწყვეტილება (მათ ნაწილში).
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ 2----–-–------------–------ საოქმო გადაწყვეტილებაში მისი მიღების საფუძვლად მიუთითა მხოლოდ ერთ გარემოებაზე, რომ საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად ცნობა მოთხოვნილი იყო თვითონ ი----- დ--------ისა და ჯ----– დ--------ის მიერ. სამართლებრივ საფუძვლად კი გადაწყვეტილებაში მითითებულია, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
საკუთრების აღიარების კომისიას 2----–-–------------–------ საოქმო გადაწყვეტილებაში მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე კომისიის საოქმო გადაწყვეტილებისა და საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად გამოცხადების შესახებ, სხვა რაიმე გარემოებაზე არ მიუთითებია.
მოქმედი ადმინისტრაციული კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის №525 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია გადაამოწმოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, დარწმუნდეს მის უტყუარობაში და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. ასევე, კომისია ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებანი, მოახდინოს უფლებასაღიარებელი უძრავი ქონების დათვალიერება, გამოითხოვოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია, გამოიყენოს სპეციალისტის დასკვნები.
სასამართლომ განმარტა, რომ იგივე ვალდებულებები გააჩნია საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მის მიერ ადრე, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას.
ი----- და ჯ----– დ--------ეებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას თვითონ მიმართეს წერილობითი განცხადებებით, მათზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობების გაუქმების შესახებ, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებდა იმის ვალდებულებისაგან, რეალურად და არსებითად შეესწავლა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ამავე კომისიის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
ამდენად, მოცემული ნორმის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივითაც გადასინჯოს, მის მიერვე გამოცემული აქტის კანონიერება.
სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმი წარმოადგენს მმართველობითი ორგანოების კონტროლის განხორციელების სამართლებრივ ფუნქციას, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით - შეამოწმოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა და მოქმედებათა (უმოქმედობათა) კანონიერება და მიზანშეწონილობა, რაც დამატებითი საშუალებაა მმართველობის კანონიერების უზრუნველსაყოფად.
მართალია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული რეგულაციის შესაბამისად უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც დაიწყოს წარმოება გადასინჯვასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ინიციატორია აღმჭურველი ხასიათის აქტის ადრესატი (ამ შემთხვევაში მოსარჩელეები), ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ აქტის კანონიერების შესწავლა მისი გამომცემი ორგანოს მიერ არ უნდა მოხდეს საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე, ამ მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საშუალებით.
სასამართლომ განმარტა, რომ მმართველობის ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება და ამ მიზნით ადრესატისათვის აღმჭურველი ხასიათის აქტის (გადაწყვეტილების) გაუქმება საჭიროებს კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების შეპირისპირების შედეგად თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღებას, იმ შემთხვევაშიც, როდესაც დადასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ნდობის დაცვას. კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, თუ დაინტერესებულმა მხარემ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, განხორციელებული ღონისძიებებით დაინტერესებულმა მხარემ მიიღო სარგებელი და აქტის ბათილად გამოცხადებით მას მიადგება ზიანი.
მმართველობის ,,კანონიერების პრინციპს“, რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი“. ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მცდელობასაც კი არ ჰქონია ადგილი, რომ შეესწავლა და გამოეკვლია, მის მიერ გამოცემული აქტის კანონშესაბამისობის, ან არსობრივად კანონწინააღმდეგობის საკითხი და ისე იქნა 2----–-–--------------------- საოქმო და 2----–-–---------------- საოქმო გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადებული. უფრო მეტიც, სადავო აქტით უცნობი დარჩა ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, კომისიამ 2----–-–--------------------- საოქმო და 2----–-–---------------- საოქმო გადაწყვეტილებები კანონსაწინააღმდეგო აქტად შეაფასა თუ არა, რამდენადაც სადავო გადაწყვეტილებაში ამის თაობაზე არაფერია აღნიშნული და მოსარჩელე მხარემ ვერც სასამრთლო სხდომაზე მოახდინა ამ გარემოების სამართლებრივი ანალიზი.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების განსაკუთრებული მაღალი ხარისხია საჭირო იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკუთრების აღიარების კომისიას 2----–-–------------–------ საოქმო გადაწყვეტილება ამ მხრივ საერთოდ მოკლებულია რაიმე სახის შინაარსობრივ დასაბუთებას. მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია. ზემოაღნიშნულ საოქმო გადაწყვეტილებაში არ იქნა ასახული, 2----–-–--------------------- საოქმო და 2----–-–---------------- საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვისას, კომისიამ ხომ არ მოიკვლია რომელიმე ისეთი კონკრეტული გარემოება, რის გამოც ი----- და ჯ----– დ--------ეების საკუთრების უფლების აღიარების გადაწყვეტილება მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მხოლოდ ჯ----– და ი----- დ--------ეების განცხადება მათზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობების გაუქმების, ბათილად ცნობის თაობაზე, ავტომატურად არ ნიშნავს იმ აქტების უკანონოდ მიჩნევას, რომელთა საფუძველზე იქნა ეს მოწმობები გაცემული. განცხადების შინაარსის მიუხედავად, დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიას უნდა შეემოწმებინა 2----–-–--------------------- საოქმო და 2----–-–----------------- საოქმო გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობის საკითხი და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ეცნო ისინი ბათილად, თუ იქნებოდა ამისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზისა და შეფასების გარეშე, ფაქტობრივად უკანონოდ წაართვა მოსარჩელეებს, კანონისმიერი გზით მოპოვებული საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, ისე, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ამ უფლების დაცვის შესაძლებლობაც არ მისცა მათ.
კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით განსაზღვრული წესის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, ვისაც უშუალო ინტერესი აქვს კონკრეტული საკითხის მიმართ. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მოუსმენს ყველას, ვისი უფლება ან კანონიერი ინტერესიც ამ აქტით იზღუდება, ყველას, ვისი უფლებაც შეიძლება შეიზღუდოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და თავისი გავლენა მოახდინოს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მონაწილეობა სავალდებულოა, როცა მისაღები აქტით შესაძლებელია პირის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესება.
კანონის ამ მოთხოვნათა უგულებელყოფითა და დარღვევით, ი----- და ჯ----– დ--------ეებს კომისიის მიერ არ ეცნობათ ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რომელზედაც უნდა მომხდარიყო მათი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება და არ მიეცათ შესაძლებლობა, წარედგინათ თავისი მოსაზრებები, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რა გახდა საფუძველი და მიზეზი, მათ მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადებების დაწერისა, კომისია ამით საერთოდ არ დაინტერესებულა. ი----- და ჯ----– დ--------ეებს კომისიამ არც მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, რაც 2----–-–-----------–--------------- გადაწყვეტილების გამოცემის პროცედურული წესის არსებით დარღვევად უნდა იქნას მიჩნეული.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების გადასინჯვისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ადმინისტრაციულმა ორგანომ ობიექტურად უნდა შეაფასოს მოთხოვილი საკითხის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარდგენილი ყველა დოკუმენტი და სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობის და საბოლოო ჯამში გაზიარების თვალსაზრისით განსაზღვროს მათი მტკიცებულებითი მნიშვნელობა, ანუ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტობრივად არ მოუხდენია საკითხის მართებულად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი გარემოებების დადგენა – სახეზეა აქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. ამავე კოდექსის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ თავისი მტკიცების გასამყარებლად ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები.
ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.
თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2----–-–------------–------ საოქმო გადაწყვეტილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის №525 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით იყო მიღებული, რითაც პირდაპირი ზიანი მიადგა მოსარჩელე ჯ----– და ი----- დ--------ეების კანონიერ ინტერესს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ჯ----– და ი----- დ--------ეების სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ მოდის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში შესაბამამისად არ არსებობს მისი ბათილობის საფუძვლები. აპელანტი მხარე არ ეთანხმება როგორც მოსარჩელის ისე სასამართლოს მსჯელობას იმათან დაკავშირებით, რომ მიუხედავად მოსარჩელეების მიერ კომისიისათვის მიმართვისა, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ქონდა უფლება გაეუქმებინა მის მიერ გამოცემული აქტი. ასევე არ ეთანხმება მოსარჩელე მხარის მტკიცებას (რომელიც გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლომ), რომ მათ მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვა მოხდა ზეწოლით და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. ასეთის არსებობის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება, რასაც მოყვებოდა შემდგომი რეაგირება. გარდა აღნიშნულისა მოსარჩელე მხარეს უნდა ემტკიცებინა აღნიშნული ფაქტის შესახებ და უნდა წარმოედგინა სასამართლოში შესაბამისი მტკიცებულებები, რომ მათ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს მათზე განხორციელებული ზეწოლის თაობაზე. ამ შემთხვევაში რა სამართლებრივი შედეგი დადგებოდა მნიშვნელობა არა აქვს, თუნდაც მოსარჩელეების მიმართვა სამართალდამცავი ორგანოებისათვის დარჩენილიყო რეაგირების გარეშე, მოპასუხე მხარისთვის საკმარისი იქნებოდა, მათი ნათქვამის დამაჯერებლობისთვის. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს მოსარჩელე მხარეს მსგავის მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მათი მითითება დარჩა ზეპირად ნათქვამად. შესაბამისად აპელანტისთვის გაუგებარია შესაბამისი მტკიცებულებებით არ გამყარებულ მოსაზრებას რატომ დაეყრდნო ბათუმის საქალაქო სასამართლო.
აპელანტის განმარტებით მოსარჩელეები საკუთარ თავს მიიჩნევენ სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელებად რაც სინამდვილეს არ შეესაბამება მათ საკურების უფლების აღიარების კომისიისათვის წარმოდგენლი არ ქონდათ უფლებააღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. კომისიაში განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი იქნა მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, მოწმეთა ხელწერილი და მიწის ნაკვეთის იჯარის გადასახადის დამადასტურებელი ქვითრები.
აპელანტის განმარტებით ხელვაჩაურის რაიონის გამგებობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემული, რაიონის გამგეობის მიერ 1999-2005 წლებში მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების შესახებ 2005 წლის 27 დეკემბრის N163 გადაწყვეტილებით. შესაბამისად 2005 წელს გაუქმებული იჯარის ხელშეკრულება ვერ იქნებოდა უფლებააღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას გასაჩივრებული აქტის მომზადების წესების დარღვევასთან დაკავშირებით აპელანტი მხარის განმარტებით განმცხადებლის პოზიცია კომისიისათვის ისედაც ცნობილი იყო და დამატებითი გამოკვლევა, თუ რა მოსაზრებები ქონდათ განმცხადებლებს არ საჭიროებდა დამატებით გამოკვლევას. მათ საკუთარი ინიციატივით მიმართეს კომისიას და მოითხოვეს საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმება. ბუნებრივია კომისია მხედველობაში ვერ მიიღებდა განმცხადებლებზე ზეწოლის შესახებ, რაზეც არ ქონდა ინფორმაცია და რაზეც არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. შესაბამისად კომისიისათვის აზრს კარგავდა დამატებით ეკვლია განცხადების და განმცხადებლების ნების შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
როგორც ნორმის შინაარსი ცხადყოფს, კანონის რეგულაცია შეეხება ორი სახის ურთიერთობას; კერძოდ: ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან (სარგებლობიდან) და მიწის თვითნებურად დაკავებიდან.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2----–-–------------–------ საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ი----- დ--------ეზე 2----–-–-------------ს გაცემული №4--- საკუთრების მოწმობა და 2----–-–----------------ს ჯ----– დ--------ეზე გაცემული, №3--- საკუთრების მოწმობა.
გასაჩივრებულ საოქმო გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციულმა ორგანომ მისი მიღების საფუძვლად მიუთითა მხოლოდ ერთ გარემოებაზე, რომ საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად ცნობა მოთხოვნილი იყო თვითონ ი----- დ--------ისა და ჯ----– დ--------ის მიერ. სამართლებრივ საფუძვლად კი გადაწყვეტილებაში მითითებულია, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
საკუთრების აღიარების კომისიას 2----–-–------------–------ საოქმო გადაწყვეტილებაში მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე კომისიის საოქმო გადაწყვეტილებისა და საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად გამოცხადების შესახებ, სხვა რაიმე გარემოებაზე არ მიუთითებია.
პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის №525 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია გადაამოწმოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, დარწმუნდეს მის უტყუარობაში და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. კომისია ასევე ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებანი, მოახდინოს უფლებასაღიარებელი უძრავი ქონების დათვალიერება, გამოითხოვოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია, გამოიყენოს სპეციალისტის დასკვნები.
საქმეში დაცული მასალით ირკვევა, რომ კომისიამ კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფითა და დარღვევით მიიღო სადაო გადაწყვეტილება. კერძოდ, ი----- და ჯ----– დ--------ეებს არ ეცნობათ ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რომელზედაც უნდა მომხდარიყო მათი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება და არ მიეცათ შესაძლებლობა, წარედგინათ თავისი მოსაზრებები, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რა გახდა საფუძველი და მიზეზი, მათ მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადებების დაწერისა, კომისია ამით საერთოდ არ დაინტერესებულა. ი----- და ჯ----– დ--------ეებს კომისიამ არც მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, რაც 2----–-–-----------–--------------- გადაწყვეტილების გამოცემის პროცედურული წესის არსებითი დარღვევაა.
ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზისა და შეფასების გარეშე, ფაქტობრივად უკანონოდ წაართვა მოსარჩელეებს, კანონისმიერი გზით მოპოვებული საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, ისე, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ამ უფლების დაცვის შესაძლებლობაც მათ არ მისცა.
კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, ვისაც უშუალო ინტერესი აქვს კონკრეტული საკითხის მიმართ. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მოუსმენს ყველას, ვისი უფლება ან კანონიერი ინტერესიც ამ აქტით იზღუდება, ყველას, ვისი უფლებაც შეიძლება შეიზღუდოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და თავისი გავლენა მოახდინოს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მონაწილეობა სავალდებულოა, როცა მისაღები აქტით შესაძლებელია პირის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესება.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტობრივად არ მოუხდენია საკითხის მართებულად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი გარემოებების დადგენა – სახეზეა აქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის ,,კანონიერების პრინციპი’’, რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი’’. ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ამდენად, შეუძლებელია ცალსახად პრობლემის გადაწყვეტა. ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციული სასამართალწარმოების ამოცანაა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოახდინონ ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება. ამასთანავე ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტების და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში; კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან - სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა.
ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მცდელობასაც კი არ ჰქონია ადგილი, რომ შეესწავლა და გამოეკვლია, მის მიერ გამოცემული აქტის კანონშესაბამისობის, ან არსობრივად კანონწინააღმდეგობის საკითხი და ისე იქნა 2----–-–--------------------- საოქმო და 2----–-–---------------- საოქმო გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადებული. უფრო მეტიც, სადავო აქტით უცნობი დარჩა ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, კომისიამ 2----–-–--------------------- საოქმო და 2----–-–---------------- საოქმო გადაწყვეტილებები კანონსაწინააღმდეგო აქტად შეაფასა თუ არა, რამდენადაც სადავო გადაწყვეტილებაში ამის თაობაზე არაფერია აღნიშნული და მოსარჩელე მხარემ ვერც სასამრთლო სხდომაზე მოახდინა ამ გარემოების სამართლებრივი ანალიზი.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების განსაკუთრებული მაღალი ხარისხია საჭირო იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ამდენად, პალატ მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2----–-–------------–------ საოქმო გადაწყვეტილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის №525 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით იყო მიღებული, რითაც პირდაპირი ზიანი მიადგა მოსარჩელეების ჯ----– და ი----- დ--------ეების კანონიერ ინტერესს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თნახმად, კი თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;
3.აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).
მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი