განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2019
საქმის ნომერი
330210117001830849
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე №2ბ/7667-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი: რევაზ ნადარაია

 

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე, ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივნები: გვანცა კომბეგაშვილი, მარიამ ცისკარიშვილი

 

აპელანტები - დ--------------–---–ი, გ--------------–-–---–ი, ჯ----–---------–ი, მ----------ე

 

წარმომადგენელი - ი-----–-------ა

 

მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „X----------ი“, დ---------------ე, რ-------------------ე, დ--------------–---–ი

 

წარმომადგენელი - ბ------------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. დ--------------–---–ის, გ--------------–-–---–ის, ჯ----–---------–ისა და მ----------ის სარჩელი მოპასუხეების შპს ,,X----------ის“, დ---------------ის, რ-------------------ისა და დ--------------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე შპს ,,X----------ს“ მოსარჩელე დ--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 18 438,2 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი.

 

3. მოპასუხე შპს ,,X----------ს“ მოსარჩელე გ--------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 18 438,2 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი.

 

4. მოპასუხე შპს ,,X----------ს“ მოსარჩელე ჯ----–---------–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 18 546,66 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 300 აშშ დოლარი, სარგებელი 688,5 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2558,16 აშშ დოლარი.

 

5. მოპასუხე შპს ,,X----------ს“ მოსარჩელე მ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 18 438,2 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი.

 

6. დ--------------–---–ის, გ--------------–-–---–ის, ჯ----–---------–ისა და მ----------ის სარჩელი მოპასუხეების დ---------------ის, რ-------------------ისა და დ--------------–---–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

1.1. 2----–-–-----------------ს შპს ,,X----------სა“ და დ--------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,X----------მა“ ისესხა 15000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 72-73);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

1.2. 2----–-–-----------------ს შპს ,,X----------სა“ და გ--------------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,X----------მა“ ისესხა 15000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 74-75);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

1.3. 2----–-–-----------------ს შპს ,,X----------სა“ და ჯ----–---------–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,X----------მა“ ისესხა 15300 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 77-78);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

1.4. 2----–-–-----------------ს შპს ,,X----------სა“ და მ----------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,X----------მა“ ისესხა 15000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 80-81);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

1.5. შპს ,,X----------მა“ არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, შესაბამისად, დ--------------–---–ის, გ--------------–-–---–ის, ჯ----–---------–ისა და მ----------ის მიმართ, 2014 წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შპს ,,X----------ს” ერიცხება დავალიანება ჯამში - 73 861,26 აშშ დოლარის ოდენობით, კერძოდ:

ა) დ--------------–---–ის მიმართ - 18 438,2 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი;

ბ) გ--------------–-–---–ის მიმართ - 18 438,2 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი;

გ) მ----------ის მიმართ - 18 438,2 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი;

დ) ჯ----–---------–ის მიმართ - 18546,66 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 300 აშშ დოლარი, სარგებელი 688,5 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2558,16 აშშ დოლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულებები (ს.ფ. 72-81);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

1.6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს ,,X----------ი“ 25.05.2010 წლიდან რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში (საიდენტიფიკაციო კოდი: 4--------) საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორებს წარმოადგენენ ე-----------ე 50 %, ა-–----------------ე 50%. მოპასუხე დ---------------ე არის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი, ამავე დროს არის საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მოპასუხეები რ-------------------ე და დ--------------–---–ი არიან ასევე საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 58-60);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

1.7. მოსარჩელეები მოპასუხეთათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების საფუძვლად მიუთითებდნენ იმ გარემოებას, რომ დ---------------ემ, რ-------------------ემ და დ--------------–---–მა დაარღვიეს ზრუნვისა და კეთილსინდისიერების მოვალეობა, ე.წ. ,,ფიდუციური მოვალეობები“.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხარეები არ დავობდნენ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც მნიშვნელობა ჰქონდათ დავის გადაწყვეტისათვის და მიუთითა, რომ ისინი განსხვავებულად აფასებდნენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,X----------ის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორის, როგორც ფიზიკური პირის, პასუხისმგებლობის საფუძვლის არარსებობასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:

 

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება საზოგადოების მთელი ქონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ვალდებულებებისათვის საზოგადოების პარტნიორები და, მით უფრო დირექტორი, ჩვეულებრივ შემთხვევაში, პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ. სწორედ ამაში გამოიხატება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფუნქციური და შინაარსობრივი დატვირთვა.

 

თუმცა „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევებს, როცა კომპანიის ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა შესაძლებელია კომპანიის დირექტორებსა და პარტნიორებსაც დაეკისროთ.

 

„მეწარმეთა შესახებ“ კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საზოგადოების დირექტორს, როგორც ხელმძღვანელ ორგანოს, საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქცია აკისრია საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა, ამავდროულად, საზოგადოების ინტერესები და უფლებები დაცულია არა მხოლოდ დირექტორის, არამედ სააქციო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ორგანოების (აქციონერთა კრება, სამეთვალყურეო საბჭო) კანონშესაბამისი ხელმძღვანელობითი და მაკონტროლირებელი საქმიანობით. უდავოა, რომ საზოგადოების დირექტორს თავის მოვალეობათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ, ამავდროულად, დავის შემთხვევაში ზუსტად უნდა გაირკვეს პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი - მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც მოჰყვა უშუალოდ ზიანი. დირექტორის არამართლზომიერი ქმედება ძირითადად ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: პირველს განეკუთვნება ე.წ კანონისმიერი მოვალეობების დარღვევა (მოვალეობები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული), ხოლო მეორეს - მოვალეობები, რომლებიც დირექტორის გადაწყვეტილების თავისუფლების სფეროდან მომდინარეობს (გულმოდგინე ხელმძღვანელობის მოვალეობა, ერთგულების მოვალეობა).

 

კანონი ითვალისწინებს რა დირექტორის პასუხისმგებლობას ვალდებულების დარღვევისათვის, ამავდროულად ადგენს სოლიდარულ პასუხისმგებლობასაც იმ უფლებამოსილი პირების - სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ, თუკი ისინი დირექტორებთან ერთად ღებულობდნენ მონაწილეობას საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ არამართლზომიერ ქმედებაში. კანონი სააქციო საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს განიხილავს, როგორც საზოგადოების ძირითად ორგანოს, ამომწურავად განსაზღვრავს მის კომპეტენციას და სხვა მის მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად სწორედ მას აკისრებს საზოგადოების დირექტორების დანიშვნისა და მათი გამოწვევის უფლებამოსილებას. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა კანონით პირდაპირ დაკისრებული აქვს დირექტორს, მისი ამ საქმიანობის სათანადოდ განუხორციელებლობა არ გამორიცხავს სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობას უმოქმედობისათვის, თუკი მისთვის ცნობილი იყო დირექტორის არამართლზომიერი ქმედების თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები განმარტავდნენ, რომ შპს ,,X----------ის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორის განზრახ ბრალეული ქმედებების გამო მათ სესხის სახით გაცემული თანხები ფაქტიურად დაკარგეს. მოსარჩელეების, როგორც გამსესხებელთა ვითომდა ინტერესების დაცვის მიზნით, თანხების ბუღალტრულად ტრანზაქცირება-პორტირება შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,X----------ის“ ურთიერთდამოკიდებულ პირთან, იმავე სახელწოდების შპს ,,X----------ში“ იყო წინასწარ განზრახ და გამიზნული ქმედება, რათა თავიდან აეცილებინათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალის მიმართებით მოსარჩელეების, როგორც კრედიტორების მხრიდან მოთხოვნის სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა.

 

მოსარჩელეთა განმარტებით, ადგილი ჰქონდა ისეთი ფაქტობრივი რეალობის შექმნას, სადაც საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და დირექტორი საზოგადოების სამართლებრივი შეზღუდვის (ბოროტად) გამოყენების საფუძველზე ერთობლივად ახორციელებდნენ ისეთ ქმედებას, რომ განზრახ ბრალეულად მიეყენებინათ საზოგადოების და საზოგადოების კრედიტორებისათვის ზიანი - საზოგადოების გადახდისუუნარობამდე მიყვანითა და მისი სამართლებრივი შეზღუდვის ბოროტად გამოყენების გზით, რათა თავი აერიდებინათ კრედიტორების მიმართ სამეწარმეო საქმიანობით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებისათვის.

 

მოსარჩელე მხარე დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მხრიდან არამართლზომიერი ქმედებების დადასტურების მიზნით უთითებდა შემდეგ გარემოებებზე:

 

შპს მისო ,,X----------ის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა რ-------------------ემ, დ---------------ემ და დ--------------–---–მა განიზრახეს ოთხი კრედიტორი მოეცილებინათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან, დაარწმუნეს მოსარჩელეები, რომ იმავე სახელწოდების შპს ,,X----------ს“ გააჩნდა საკმაოდ სოლიდური აქტივი მოვალეების ფულადი ვალდებულების შესრულებიდან გამომდინარე. 201--–-–-----------------ს N1-------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2----–-–----------------- გაცემული სააღსრულებო ფურცლის გათვალისწინებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 626869 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში და რომ მათ მიერ გაცემული სესხი უზრუნველყოფილი იქნებოდა 201--–-–-----------------ს ზემოხსენებული N1-------- იპოთეკის ხელშეკრულებით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ შპს ,,X----------ის“ დირექტორის 2015 წლის 20 სექტემბრის წერილობით პასუხში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან შპს ,,X----------ის“ დირექტორს დ---------------ეს, როგორც კრედიტორს 2----–-–----------------- გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 626 869 აშშ დოლარი შეუმცირებია, 1-.1-.2--- წლის სააღსრულებო ფურცელში 2----–-–-------------- N1-------- სანოტარო აქტის საფუძველზე შეუტანია ცვლილება და შპს ,,X----------ის“ სასარგებლოდ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის - 626869 აშშ დოლარის ნაცვლად შპს ,,X----------მა“ დაიტოვა მხოლოდ 102 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის მოთხოვნა დაუთმო სხვა ორ ფიზიკურ პირს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ვალდებული იყო ემტკიცება ის გარემოება რომ საწარმოს დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არამართლზომიერი ქმედების შედეგად მიადგა ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი იყო ერთადერთი მტკიცებულება რომელიც მათი განმარტებით ადასტურებდა მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. ეს იყო სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე 2----–-–------------ის სანოტარო აქტი, რომლის მიხედვითაც შპს ,,X----------ის“, მ--------–---------------სა და თ-------–------------იძეს შორის 20---–-–----------------- დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების (დამოწმებული ნოტარიუს ა-–--–------ას მიერ 2-.1-.2---–. რეგისტრაციის N1--------, N1--------, N1--------) საფუძველზე ცვლილება შევიდა 2--- წლის 1- დეკემბრის N1-------- სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 626 869 აშშ დოლარით, აქედან შპს ,,X----------ის“ მოთხოვნის მოცულობა შეადგენს 102 ლარს, მ--------–------------იძის მოთხოვნის მოცულობა - 503 919 აშშ დოლარს და თ-------–------------იძის მოთხოვნის მოცულობა - 1-2 950 აშშ დოლარს.

 

საქმეში წარმოდგენილი იყო ასევე, შპს ,,X----------ის“ 100% წილის მფლობელი პარტნიორის დ--------------–---–ის 2----–-–------------ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნა მოთხოვნის დათმობისა და სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ მითითებული გარემოებები არ ადასტურებდა, საწარმოს დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ შპს ,,X----------ს“, მ--------–---------------სა და თ-------–------------იძეს შორის 20---–-–----------------- დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუს ა-–--–------ას მიერ 2-.1-.2---–. რეგისტრაციის N1--------, N1--------, N1--------) მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად იქნა დადებული და ემსახურებოდა არა სხვა კრედიტორის ვალდებულების შესრულებას, არამედ მოსარჩელეთა მიმართ სამეწარმეო საქმიანობით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდებას.

 

რაც შეეხება მოსარჩელეების განმარტებას, სესხის ხელშეკრულებაში არსებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა სესხის უზრუნველყოფას 201--–-–-----------------ს იპოთეკის ხელშეკრულების მოთხოვნის უფლებით, სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით ბათილია კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ხოლო 328-ე მუხლით თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისთვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.

 

იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო ივარაუდებდა, რომ სესხის ხელშეკრულების აღნიშნული ჩანაწერი (1.4. პუნქტი) წარმოადგენდა სესხის უზრუნველყოფის საგანს, მაინც არ წარმოშობდა გარიგებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს, რადგან 3111 მუხლით განსაზღვრული გარიგება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ ყოფილა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოპასუხეების მიერ ერთგულებისა და კეთილსინდისიერების მოვალეობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ხოლო საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა, რომ შპს ,,X----------ის“ დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები სადავო პერიოდში მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, რის გამოც სარჩელი მოპასუხეების დ---------------ის, რ-------------------ისა და დ--------------–---–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.

 

2. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე მსჯელობისას საერთოდ არ დაადგინა მოსარჩელე მხარის სასარგებლო ის ფაქტობრივი გარემოებანი, რომლის თანახმად, მოსარჩელეები მოპასუხეთათვის თანხის სოლიდარულად დაკისრებას ითხოვდნენ. ამის ნაცვლად, სასამართლომ განმარტა შემდეგი - „მხარეები არ დავობენ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის, მხარეები განსხვავებულად აფასებენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას“. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შემაჯამებელ დასკვნაში სასამართლო პირდაპირ უთითებს, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს საწარმოს დირექტორის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრისათვის თანხის დაკისრების შესახებ. შესაბამისად, სასამართლო თავისივე გადაწყვეტილებაში თავად მოდის წინააღმდეგობაში, როცა ერთის მხრივ არ ადგენს ფაქტობრივ გარემოებას და მეორეს მხრივ, უთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას და ამ საფუძვლით უარს ამბობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელე მხარე ვალდებული იყო ემტკიცებინა საწარმოს დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არამართლზომიერი ქმედებების გამო ზიანის მიყენების ფაქტი, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, რადგან მოსარჩელეთა მიერ ზუსტად არის გაწერილი მოპასუხე მხარის არამართლზომიერი ქმედებები და სასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში ადასტურებს მოსარჩელე მხარის კანონიერ მოთხოვნას და პრეტენზიას. მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე 2----–-–------------ის სანოტარო აქტი, რომლის მიხედვითაც შპს „X----------ს“, მ--------–---------------ს და თ-------–------------იძეს შორის 20---–-–----------------- დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე ცვლილება შევიდა 2--- წლის 1- დეკემბრის სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 626869 აშშ დოლარით, საიდანაც შპს „X----------ის“ მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 102 ლარი. სწორედ, კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი აქვს ისეთი ფაქტობრივი რეალობის შექმნას, სადაც საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი საზოგადოების სამართლებრივი შეზღუდვის ბოროტად გამოყენების საფუძველზე ერთობლივად ახორციელებდნენ ისეთ ქმედებას, რომ განზრახ ბრალეულად მიაყენონ საზოგადოებას და საზოგადოების კრედიტორებს ზიანი - საწარმოს გადახდისუუნარობამდე მიყვანითა და მისი სამართლებრივი შეზღუდვის ბოროტად გამოყენების გზით, რათა თავი აარიდონ კრედიტორების მიმართ სამეწარმეო საქმიანობით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებას. ამდენად, აშკარად ნათელია მოპასუხეების განზრახ ბრალეული ქმედებები მოსარჩელეების, როგორც საზოგადოების კრედიტორების მიმართ. ასევე, მათი პირადი პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლებიც სახეზეა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად.

 

3.2. გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს, სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. როგორც პროცესის მონაწილეებისათვის, ისე საზოგადოებისათვის ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს ერთიანობაში სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ მოიცავს მსჯელობებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ამომწურავად შეფასების შესახებ და არის დაუსაბუთებელი, აპელანტებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ უხეშად დაარღვია აღნიშნული კონვენციის ნორმები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის განხილვისას მხარეთა შორის სადავო გარემოებათა მტკიცების ტვირთიც არასწორად გაანაწილა, რითაც დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი და კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების დანაწესი ნორმები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათ არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 1.1.- 1.7., 2.1. პუნქტები) და დამატებით განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს, დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში უნდა მიეთითებინა ის გარემოება, რომ დ---------------ეს, რ-------------------ეს და დ--------------–---–ს არ დაურღვევიათ ზრუნვისა და კეთილსინდისიერების მოვალება ე.წ. „ფიდუციური მოვალეობები“, რაც მათთვის თანხის სოლიდარულად დაკისრების საფუძველს გამორიცხავს. თუმცა, აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ ამომწურავად არის განხილული და სამართლებრივად შეფასებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში და ცალკე დადგენას აღარ საჭიროებს.

 

წინამდებარე განჩინებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს შპს „X----------ის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორის, როგორც ფიზიკური პირის, პასუხისმგებლობის საფუძვლის არარსებობა, რასთან დაკავშირებითაც, პალატა მიუთითებს შემდეგს:

 

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება საზოგადოების მთელი ქონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ვალდებულებებისათვის საზოგადოების პარტნიორები და, მით უფრო დირექტორი, ჩვეულებრივ შემთხვევაში, პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ. სწორედ ამაში გამოიხატება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფუნქციური და შინაარსობრივი დატვირთვა.

 

თუმცა „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევებს, როცა კომპანიის ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა შესაძლებელია კომპანიის დირექტორებსა და პარტნიორებსაც დაეკისროთ.

 

„მეწარმეთა შესახებ“ კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

 

სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, არაკეთილსინდისიერად ქცევის ფაქტის მტკიცების ტვირთი იმ მხარეზეა, ვინც ეჭვქვეშ აყენებს სხვის კეთილსინდისიერებას, რადგან ივარაუდება, რომ ყველა ქცევა კეთილსინდისიერია (კეთილსინდისიერების პრეზუმფცია).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებს - დ--------------–---–ს, გ--------------–-–---–ს, ჯ----–---------–ს და მ----------ეს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება იმისა, რომ შპს ,,X----------ს“, მ--------–---------------სა და თ-------–------------იძეს შორის 20---–-–----------------- დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დადება და შპს ,,X----------ის“ 100% წილის მფლობელი პარტნიორის დ--------------–---–ის 2----–-–------------ის გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლად დაედო მოთხოვნის დათმობისა და სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანას, ემსახურებოდა მოსარჩელეთა მიმართ სამეწარმეო საქმიანობით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდებას და ატარებდა მართლსაწინააღმდეგო ხასიათს.

 

მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით.

 

ვინაიდან დადგენილია ის ფაქტი, რომ შპს „X----------ის“ დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მხრიდან კეთილსინდისიერი მოვალეობის დარღვევასა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს ადგილი არ ჰქონია, პალატა არ იზიარებს აპელანტების ძირითად შედავებას იმის თაობაზე, რომ მათ მიერ სასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში ადასტურებს იმ გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიანთ მოთხოვნას და პრეტენზიას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდება შპს „X----------ის“ დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ ზრუნვისა და კეთილსინდისიერი ე.წ. „ფიდუციური“ მოვალეობის დარღვევისა და სადავო პერიოდში მათი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტები. კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შპს ,,X----------ს“, მ--------–---------------სა და თ-------–------------იძეს შორის 20---–-–----------------- დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად იქნა დადებული და ემსახურებოდა არა სხვა კრედიტორის ვალდებულების შესრულებას, არამედ მოსარჩელეთა მიმართ სამეწარმეო საქმიანობით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდებას. ასევე, შპს ,,X----------ის“ 100% წილის მფლობელი პარტნიორის დ--------------–---–ის 2----–-–------------ის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნა მოთხოვნის დათმობისა და სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის გადაწყვეტილება, არ დასტურდება მოპასუხეთა კეთილსინდისიერი მოვალეობის დარღვევისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტებს არ მიუთითებიათ ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე და არ წარმოუდგენიათ ისეთი მტკიცებულებები, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს აპელანტების პრეტენზიას და ასკვნის, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მოთხოვნა საწარმოს დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე და იგი მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით. შესაბამისად, აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ--------------–---–ის, გ--------------–-–---–ის, ჯ----–---------–ის და მ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: რევაზ ნადარაია

 

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

 

ოთარ სიჭინავა