განაჩენი

სისხლის სამართლის 05.04.2019
საქმის ნომერი
330100116001353619
ინსტანცია
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001353619

საქმე №1ბ/831-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ეკა კოკილაშვილის, მარიამ ნანეიშვილის, გი------ სვანიძის და ვ------- ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: თა----------------------------------ს,ადვოკატების: მალ--------–-----ს და არ---–-–---–---–ის

გამართლებულის: გი------ გ--------ის

მონაწილეობით,ქ.თბილისის ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის პროკურორის თა-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გი------ ნუ-------ს ძე გ--------ის მიმართ - და---------–-------–-–--------------------------–----------–--------------------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.-----–---------------–---–----------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის 2018 წლის 14 მაისის განაჩენით, გი------ გ--------ე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

გი------ გ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, სხვისი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში: 1998 წელს ქ.თბილისში, ვ-–----------–---–ის, ნ-------- ო--------ის, ა-–------- ს---–----–---–ის და ს------ მ--------ის მიერ დაფუძნებული იქნა შპს „ჩ------------ 2---“, სადაც წილობრივად 32% ეკუთვნოდათ ვ-–----------–---–ს, 32% ნ-------- ო--------ეს და 32% ა-–------- ს---–----–---–ს, ხოლო 4% ს------ მ--------ს. შპს „ჩ------------ 2---“-ს გააჩნდა უძრავი ქონება - 1354 კვ.მ მიწის ფართი და შენობა-ნაგებობანი ქ.თბილისში, გ--------–---–-------------ში.

2006 წლის აპრილში გი------ გ--------ემ განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა შპს „ჩ------------ 2---“-ის უძრავ ქონებას. ამ მიზნით გი------ გ--------ე შეუთანხმდა ვ-–----------–---–ს და ნ-------- ო--------ეს, რომელიც ასევე იყო ა-–------- ს---–----–---–ისა და ს------ მ--------ის წარმომადგენელი, რომ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სანაცვლოდ, გადაუხდიდა 400 000 აშშ დოლარს ან გადასცემდა ქ.თბილისში, გ--------–---–-------------ში არსებულ სს „მ-----------ს“ კუთვნილ 1350 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობდა აღნიშნული ტერიტორიის მარცხენა განაპირა მხარეს.

2006 წლის 20 აპრილს, ქ.თბილისში, რ---------–------------------ში, ნოტარიუს ნ---- ხ--------ას სანოტარო ბიუროში, შპს „ჩ------------ 2---“-ის დამფუძნებლებმა ვ-–----------–---–მა და ნ-------- ო--------ემ, რომელიც ასევე იყო ა-–------- ს---–----–---–ის და ს------ მ--------ის წარმომადგენელიც, გი------ გ--------ესთან ფორმალურად გააფორმეს წილის დათმობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ვ-–----------–---–მა და შპს „ჩ------------ 2---“-ის დამფუძნებლებმა წილი დაუთმეს გი------ გ--------ეს. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გი------ გ--------ე თაღლითურად დაეუფლა ქ.თბილისში, გ--------–---–-------------ში არსებულ შპს „ჩ------------ 2---“-ის უძრავ ქონებას, ღირებულს 363 500 აშშ დოლარად, რაც შეადგენდა 665 100 ლარს, რითაც ვ-–----------–---–ს, ნ-------- ო--------ეს, ს------ მ--------ს და ა-–------- ს---–----–---–ს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის პროკურორმა თა-----------მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გი------ გ--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკან-----, სასამართლომ ცალმხრივი სამართლებრივი შეფასება მისცა როგორც გამართლებულის მიერ ჩადენილ ქმედებას, ასევე მის მამხილებელ მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გი------ გ--------ის ბრალეულობას. ის გარემოება, რომ დაზარალებულები ვ-–----------–---–ი და ნ-------- ო--------ე გი------ გ--------ესთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 400 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაყიდვასთან, ან სხვა მიწის ნაკვეთში გაცვლასთან დაკავშირებით, დადასტურებულია როგორც დაზარალებულების, ასევე, ისეთი ობიექტური და მიუკერძოებელი მოწმეების ჩვენებებით, როგორებიც არიან ბ---- მ---------–ი და ნოტარიუსი ნ----- ხ--------ა. გი------ გ--------ის მიერ დაგეგმილი თაღლითობის განხორციელებისათის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა ის გარემობაც, რომ იგი მოლაპარაკებებს დაზარალებულებთან აწარმოებდა როგორც სს „მ-----------ს“ წარმომადგენელი, რის გამოც ნ-------- ო--------ეს და ვ-–----------–---–ს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ისინი მათთვის კუთვნილ თანხას მიიღებდნენ სს „მ-----------ს“ ქონებიდან. თუმცა, საბოლოოდ გი------ გ--------ემ ხანგრძლივი დროის მიუხედავად არ წარადგინა იმ სააქციო საზოგადოების თანხობის კრების ოქმი, რომელსაც ის წარმოადგენდა და მოახერხა ისე, რომ ხელშეკურლება გაფორმდა მასთან, როგორც ფიზიკურ პირთან. ასევე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებეული, რომ შპს „ჩ------------ 2---“-ის კუთვნილი ფართები იყო საკმაოდ ძვირადღირებული უძრავი ქონება და სწორედ თავად გი------ გ--------ეს გააჩნდა ინტერესი დაუფლებოდა ამ ქონებას. უსაფუძვლოა დაცვის მხარის განმარტებები თითქოს ვ-–----------–---–ი და ნ-------- ო--------ე იყვენენ დაინტერესებულები უძრავი ქონების გაყიდვით. ამდენად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობა: შპს „ჩ------------ 2---“-ის 2006 წლის 19 აპრილის კრების ოქმი, 2006 წლის 20 აპრილის ხელშეკრულება წილის დათმობის შესახებ, 2009 წლის 5 მაისის „თ-------------------ს“ აუდიტორული დასკვნა, საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, დაზარალებულების ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი ჩვენებები, რომლებსაც ავსებს და ემთხვევა მოწმეების: ო-–-- ს---–----–---–ის, ტ------- მ--------ას, მ------ ჩ------ის, ბ---- მ---------–ის, ნ---- ხ--------ას, ნ---- ო--------ის, ი-----–- ო--------ის და ს------ ხ----–--–--ას ჩვენებები, სრულად ადასტურებენ გი------ გ--------ის მიერ სწორედ თაღლითობის ჩადენის ფაქტს.

გამართლებულმა გი------ გ--------ემ და მისი ინტრესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც არც დაცვის მხარის მიერ იქნა მიჩნეული სადავოდ.

2006 წლის 19 აპრილის შპს „ჩ------------ 2---“-ის დამფუძნებელთა კრების ოქმის N1-ით დადგენილია, რომ შპს „ჩ------------ 2---“-ის დამფუძნებლებმა ა-–------- ს---–----–---–მა, ს------ მ--------მა და ნ-------- ო--------ემ მოისმინეს - დირექტორის ვ-–----------–---–ის ინფორმაცია მასზედ, რომ წარმოება წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, შენობა-ნაგებობა იყო მძიმე ავარიულ მდგომარეობაში, რის გამოც დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს წილის გასხვისება - გი------ გ--------ეზე. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე ნ-------- ო--------ე და კრების მდივანი - ვ-–----------–---–ი.

2006 წლის 20 აპრილის წილის დათმობის N------ ხელშეკრულებით დადგენილია, რომ შპს „ჩ------------ 2---“-ის დამფუძნებლებს: ნ-------- ო--------ეს, ვ-–----------–---–ს, ა-–------- ს---–----–---–ის, ს------ მ--------ის წარმომადგენელ - ნ-------- ო--------ეს და გი------ გ--------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ჩ------------ 2---“-ის დამფუძნებლებმა დაუთმეს თავიანთი კუთვნილი წილი გი------ გ--------ეს 8000 ლარის სანაცვლოდ. ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგები ნოტარიუსის მიერ განემარტათ მხარეებს.

განსახილველ შემთხვევაში პალატამ უნდა იმსჯელოს აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისას გი------ გ--------ეს ჰქონდა თუ არა წინასწარ განზრახული ვ-–----------–---–ისა და ნ-------- ო--------ის კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად, მოქმედებდა თუ არა ის დაზარალებულებთან სპეციალური ხერხის - მოტყუების გამოყენებით, კერძოდ, მათ შორის არსებული ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, შეიყვანა თუ არა დაზარალებულები შეცდომაში.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ-------- ო--------ემ განაცხადა, რომ 1998 წლიდან ჩამოყალიბდა შპს „ჩ------------ 2---“, რომლის დამფუძნებლები იყვნენ თავად, ვ-–----------–---–ი და ა-–------- ს---–----–---–ი 32-32%-იანი წილით, ხოლო ს------ მ--------ი 4%-იანი წილით. შპს „ჩ------------ 2---“-ის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა დაახლოებით 8000 ლარს. მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთი შეადგენდა 1350 კვ.მ. ხოლო შენობა-ნაგებობებიდან მათი კუთვნილი ფართი იყო 226 კვ.მ და 449 კვ.მ, ანუ ჯამში 675 კვ.მ, დანარჩენი მიწის ნაკვეთი და ნაგებობები იყო სს „მე---------- ლ-----ს“ საკუთრება. მათი კუთვნილი ერთ-ერთი შენობა გაქირავებული ჰქონდათ 2006 წლამდე 1000 აშშ დოლარად. ქარხნის კუთვნილი შენობა იყო დაახლოებით 100 წლის, რომელშიც ცხოვრობდნენ იძულებით გადაადგილებული პირები. მისთვის მეგობრისგან ცნობილი გახდა, რომ შპს „მ ლ-----ს“ დირექტორი მა---------–-------ა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გი------ გ--------ე დაინტერესებული იყვნენ აღნიშნული ტერიტორიით, ვინაიდან უნდოდათ მშენებლობის დაწყება. ს------ მ--------ისგან და ა-–------- ს---–----–---–ის ოჯახისგან ჰქონდათ მინდობილობა, რის გამოც, ვ-–----------–---–თან ერთად შეხვდა მა---------–-------ას და გი------ გ--------ეს აღნიშნულ საკითხზე მოსალაპარაკებლად. შეხვედრისას მა---------–-------ამ და გი------ გ--------ემ განუმარტეს, რომ საწარმოს ტერიტორიაზე აპირებდნენ მშენებლობის დაწყებას და სჭირდებოდათ მათი კუთვნილი ფართი, რის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ფულად თანხას ან სხვა ალტერნატიულ ფართს. მათ მიერ საწარმოს ღირებულებად დასახელებული იქნა 400 000 აშშ დოლარი, რაზეც გი------ გ--------ემ და მა---------–-------ამ განაცხადეს, რომ აღნიშნული ოდენობის თანხა არ ჰქონდათ, რის გამოც, მათი წილის სანაცვლოდ საწარმოს ტერიტორიაზე გადასცემდნენ სხვა ფართს. მათ შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება, თუმცა მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება გაეფორმებინათ შეთანხმება ნოტარიულად. ვ-–----------–---–თან ერთად მივიდა მის ნაცნობ ნოტარიუსთან, გაიარეს კონსულტაცია, რა დროსაც, ნოტარიუსმა ურჩიათ, რომ გაეფორმებინათ წილის დათმობის ხელშეკრულება. ვინაიდან ნოტარიუსთან შეხვედრას და საუბარს არ ესწრებოდა გი------ გ--------ე, შესაბამისად მისთვის ცნობილი არ იყო ხელშეკრულების ფორმის თაობაზე. აღნიშნულის შემდეგ, 2006 წლის აპრილის თვეში, ვ-–----------–---–თან ერთად მივიდა სანოტარო ბიუროში, სადაც ნოტარიუსს წინასწარ გაამზადებინეს მათთვის სასურველი ხელშეკრულების ფორმა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდა გი------ გ--------ე ხელშეკრულების გასაფორმებლად. წილის დათმობის ხელშეკრულება გაფორმდა არა შპს „მე---------- ლ-----ს“ დირექტორთან - მა---------–-------ასთან, არამედ ფიზიკურ პირ - გი------ გ--------ესთან. ხელშეკრულებაში ქონების ღირებულებად მიეთითა 8000 ლარი, თუმცა რეალურად გი------ გ--------ეს თანხა არ გადაუცია. 2006 წლის ივლისის თვეში მოხდა მისი დაკავება, ხოლო 7 სექტემბერს მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ გადაიხადა გირაო 50 000 ლარი, გაანთავისუფლეს პატიმრობიდან. ამის შემდგომ მას დაუკავშირდა ვ-–----------–---–ი, რომელსაც აინტერესებდა მისი გირაოს თანხის ნაწილი - 10000 აშშ დოლარი გამოართვა თუ არა თ------ ფ------მ გი------ გ--------ეს. მოწმე გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა თ------ ფ------ს, რომელმაც უარყო მისთვის თანხის გადაცემის ფაქტი. ამის შემდეგ მასსა და გი------ გ--------ეს შორის კვლავ გაგრძელდა მოლაპარაკებები ფართის დათმობის თაობაზე, თუმცა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და სამოქალაქო სარჩელით მიმართეს სასამართლოს. სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მხარეებს შესთავაზა მორიგება, რაზეც გი------ გ--------ე დათანხმდა. მორიგების მიზნით ვ-–----------–---–თან ერთად გი------ გ--------ეს შეხვდნენ ვაკეში მდებარე ერთ-ერთ ოფისში. შეხვედრას ესწრებოდნენ მათი ადვოკატი - ც---- შ--------ე, მისი მეგობარი ვ------- ჯ-----ე და სიძე - ლ---- გ------ა. მათ შორის საუბარი მიმდინარეობდა ნორმალურ ვითარებაში, თუმცა მოლაპარაკებას ხელი შეუშალა მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც გაამწვავა სიტუაცია. შესაბამისად, ვერ შედგა შეთანხმება და მათი კუთვნილი ფართი არ მიუღიათ. აღნიშნულის შემდეგ სასამართლომ განიხილა მათი სარჩელი, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ვ-–----------–---–მა განაცხადა, რომ რომ 1998 წელს წინამორბედი საწარმოს გარდაქმნის შედეგაც ჩამოყალიბდა შპს „ჩ------------ 2---“, რომლის დამფუძნებლებიც მასთან ერთად იყვნენ ნ-------- ო--------ე, ა-–------- ს---–----–---–ი და ს------ მ--------ი. 2006 წლის იანვრის ბოლოს დაუკავშირდა სს „მე---------- ლ-----ს“ ქარხნის ყოფილი დირექტორი - ვ-–------------------, რომელმაც სთხოვა ქარხანაში მისვლა. მივიდა ვ-–------------------სთან სასაუბროდ, რომელმაც უთხრა, რომ ქარხნის შეძენა უნდოდათ და შეახვედრებდა გი------ გ--------ეს. შეხვედრაზე გ-------------მ მას და ნ-------- ო--------ეს გააცნო გი------ გ--------ე, რომელმაც უთხრა, რომ უნდოდათ მთლიანი ქარხნის, მათ შორის შპს „ჩ------------ს“ შეძენა, რაზეც უპასუხა, რომ დაფიქრდებოდა და მიიღებდა გადაწყვეტილებას, თუმცა წილს 400 000 აშშ დოლარზე ნაკლებად ვერ დაუთმობდა. ერთი კვირის შემდეგ კვლავ დაუკავშირდა გ-------------, რომელმაც დაიბარა ნ-------- ო--------ესთან ერთად. შეხვედრაზე გი------ გ--------ემ უთხრა, რომ 400 000 აშშ დოლარი არ ჰქონდათ, შესაბამისად ვერ შეიძენდნენ ქონებას. გი------ გ--------ემ წაიყვანა და დაათვალიერებინა კონკრეტული ადგილი და უთხრა, რომ „ჩ------------ 2----ის“ ფართის სანაცვლოდ სს „მ-----------ს“ კუთვნილ ფართს გამიჯნულ მდგომარეობაში გადასცემდნენ სწორედ იქ. ვინაიდან შპს „ჩ------------ 2---“-ში მათი კუთვნილი ფართი გაყოფილი იყო ორ ნაწილად 226 კვ.მ და 449 კვ.მ, გი------ გ--------ის შეთავაზება მოეწონათ და თანხმობა განაცხადეს. გი------ გ--------ეს შეუთანხმდნენ, რომ შპს „ჩ------------ 2---“-ის შეძენა უნდა მომხდარიყო სს „მე---------- ლ-----ს“ მიერ, თუმცა გი------ გ--------ის და მა---------–-------ას მიერ ვერ იქნა წარდგენილი კრების ოქმი, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ სამეწარმეო ამონაწერის საფუძველზე გაეფორმებინათ წილის დათმობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში ქონების ღირებულებად მიეთითა 8000 ლარი. გი------ გ--------ის მიერ ზაფხულის ბოლომდე არ მოხდა შეპირებული მიწის ნაკვეთის გადაცემა. ამის შემდგომ დააკავეს მისი პარტნიორი - ნ-------- ო--------ე. მოგვიანებით როგორც მა---------–-------ამ განუმარტა, მასთან ქარხანაში მისული იყო თ------ ფ------, რომელსაც გადასცეს ნ-------- ო--------ისათვის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად საჭირო თანხა - 10.000 დოლარის ოდენობით და ამით თანხასთან დაკავშირებით საუბარი დასრულებული იყო. ნ-------- ო--------ეს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჰკითხა თუ ჰქონდა მსგავს ფაქტს ადგილი, რაც ნ-------- ო--------ემ უარყო. ამის შემდეგ კვლავ გაგრძელდა რამდენიმე შეხვედრა მოლაპარაკების მიხნით, თუმცა საბოლოოდ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოწმის ჩვენებით, წილის დათმობის ხელშეკრულებაზე მისი ნებით მოაწერა ხელი, ნოტარიუსი შერჩეული იქნა ნ-------- ო--------ის მიერ, რომელთანაც გააფორმეს ხელშეკრულება. გი------ გ--------ეს არ მიუცია რჩევა ნოტარიუსთან დაკავშირებით. ნ-------- ო--------ისგან იცის, რომ თ------ ფ------ არის მისი ოჯახის ახლობელი.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გი------ გ--------ემ განაცხადა, რომ პროფესიით არის ფინანსისტი და 2004 წლის მდგომარეობით მუშაობდა გაერთიანებულ ქართულ ბანკში ფინანსების მიმართულებით. იგი ამ პერიოდში ფინანსურ კონსულტაციას უწევდა სს „მე----------ს“ და რამდენიმე თვე იყო ამ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც. მას სს „მე----------ში“ არასოდეს არ ეკავა ისეთი თანამდებობა, რომლიც მისცემდა აღნიშნული საწარმოს ქონების გადაცემის უფლებას. მოგვიანებით საზოგადოებამ შეიცვალა სტატუსი და შეიქმნა შპს „მე---------- ლ-----“. 2005 წლის ბოლოს 2006 წლის დასაწყისში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა საწარმოს დირექტორსა და აქციონერებს შორის, რის გამოც აირჩიეს ახალი დირექტორი კონსტანტინე მალაზონია. ამ პერიოდში მათთვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა შპს „ჩ------------ 2---“, რომელსაც გააჩნდა გარკვეული უძრავი ქონება, მოიკვლიეს არქივის საბუთები და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ვ-–-----------–---–თან და ნ-------- ო--------ესთან შეხვედრა. თუმცა, თავდაპირველად სწორედ ამ ადამიანებისგან იყო წამოსული ინიციატივა შეხვედრების და მოლაპარაკებების წარმოების. მათი გააქტიურება უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით მოხდა მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ინვესტორები იქნა მოძიებული, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ გარკვეული ტერიტორიებით და შესაძლებელი იქნებოდა შემოსავლის მიღება. ამ პირებმა მოისურვეს, რომ უშუალოდ გი------ გ--------ესთან დაემყარებინათ კავშირი და მას ეკონტაქტებოდნენ როგორც მომლაპარაკებელ პირს. მათ შორის მოლაპარაკებები საერთო ჯამში მიმდინარეობდა დაახლოებით 5 თვის განმავლობაში და გარკვეულ ეტაპზე გადაწყვიტა, რომ მას როგორც ფიზიკურ პირს ეწარმოებინა მორიგება უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით. მასსა და დაზარალებულებს შორის ერთ-ერთი შეხვედრა გაიმართა ლ----–---- ქუჩაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნ-------- ო--------ე და ვ-–----------–---–ი, რომლებიც ცდილობდნენ, რომ მათი კუთვნილი აქტივი გაეყიდათ, რაც შეიძლება ძვირად. თუმცა ისეთ სოლიდურ თანხაზე როგორიცაა 400 000 აშშ დოლარი, სერიოზული საუბარი არასოდეს ყოფილა. საწარმო რეალურად იმყოფებოდა ძალიან სავალალო მდგომარეობაში, ვინაიდან ის აქტივი, რომელსაც ფლობდნენ, იყო ძალიან ავარიულ მდგომარეობაში და შესაბამისად მისი ღირებულება იყო მიზერული. ერთ-ერთ შეხვედრაზე ნ-------- ო--------ე, ვ-–----------–---–ი და თ------ ფ------ მოულოდნელად გამოცხადდნენ საწარმოს ტერიტორიაზე. ახსოვს, რომ თ------ ფ------მ წარმოადგინა თავის ისე, რომ იყო ფიქტიური მფლობელი ამ აქტივების, რაც დაუდასტურა კიდეც ორივე დაზარალებულმა. ამის შემდეგ ერთხელ თუ ორჯერ დაურეკა თ------ ფ------მ, რომელმაც უთხრა, რომ ქონების ღირებულება იყო 200 000 აშშ დოლარი, რაზეც უპასუხა, რომ შეუძლებელი იყო აღნიშნული თანხის გადახდა. რეალურად ქონება არ ღირდა ამდენი, ვინაიდან ქარხნის ტერიტორიაზე შესახლებული იყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები და ქონებას ედო იპოთეკა. მოგვიანებით კვლავ დაუკავშირდა თ------ ფ------, რომელმაც შესთავაზა 50 000 აშშ დოლარი მათი წილის დათმობის სანაცვლოდ, თუმცა უარი უთხრა აღნიშნული თანხის გადახდაზე. ამის შემდეგ თ------ ფ------მ შესთავაზა შპს „ჩ------------ 2----ის“ შეძენა 30 000 დოლარად. გი------ გ--------ემ მიიღო აღნიშნული შეთავაზება და შეხვდა ვ-–----------–---–ს, როგორც საწარმოს დირექტორს და ბუღალტრულ დეტალებზე პასუხისმგებელი პირს. ამ უკანასკნელმა წარუდგინა ბალანსი და ის დოკუმენტაცია, რომელიც ასახავდა, რომ შპს „ჩ------------ 2---“-ს 1999 წლის მერე რაიმე სამეწარმეო საქმიანობა არ განუხორციელებია. ასევე, იქნა მოკვლეული ის დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც გახდნენ თანამესაკუთრეები. აღნიშნულის შემდგომ რამდენჯერმე შეხვდა ვ-–----------–---–ს, ბუღალტრულ დოკუმენტებთან დაკავშრებით. მას(გი------ გ--------ეს) სურდა შეეძინა უძრავი ქონება, მაგრამ ამ ადამიანებმა უთხრეს, რომ ასხვისებდნენ საწარმოს, რაზეც თანხმობა განაცხადა. მას დაუკავშირდა ნ-------- ო--------ე და უთხრა, რომ თუკი მზად იყო შპს „ჩ------------ 2---“-ის შესაძენად, მას ჰყავდა ნაცნობი ნოტარიუსი, რომელიც მოამზადებდა საბუთებს. დანიშნეს შეხვედრის თარიღი, მივიდა სანოტარო ბიუროში ნოტარიუსთან ჭ-------ის ქუჩაზე, სადაც დახვდა ვ-–----------–---–ი და ნ-------- ო--------ე. არ ახსოვს თანხა ნოტარიუსის თანდასწრებით გადასცა მათ თუ ნოტარიუსთან შესვლამდე მოსაცდელ ოთახში, თუმცა მან 30 000 აშშ დოლარი ნამდვილად გადასცა ნ-------- ო--------ეს ხელში, რაც აშკარად დაინახა ვ-–----------–---–მაც. ამის შემდეგ გადაინაცვლეს ნოტარიუსთან და გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაცნობისას მისთვის უხერხული აღმოჩნდა, რომ გასხვისების თანხად მითითებული იყო 8 000 ლარი. დაინტერესდა და იკითხა რა ხდებოდა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ აღნიშნული თანხა იყო საწარმოს საწესდებო კაპიტალის ღირებულებასთან მიახლოებული თანხა. მას არ დაუწყია დავა და კამათი, უბრალოდ უკმაყოფილება გამოხატა აღნიშნულთან დაკავშირებით. დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ჩ------------ 2---“-ის 100%-იანი წილი გადაეცა მას. მოაწერეს ხელშეკრულებას ხელი და დაშორდნენ ერთმანეთს. აღნიშნულის შემდეგ გარკვეული პერიოდი თვითონ მართავდა საწარმოს, თუმცა რეალურად შპს „ჩ------------ 2---“ იმ ეტაპზე არ ფუნქციონირებდა, დაკეტილი იყო.

პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება დაზარალებულების და ბრალდებულ გი------ გ--------ის ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიები შპს „ჩ------------ 2---“-ის უძრავი ქონების გასხვისების თაობაზე, მათ შორის რეალურად არსებული ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით. ამდენად, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მათი ჩვენებების სანდოობასა და დამაჯერებლობაზე; ასევე იმ გარემოებებზე თუ რამდენად თანხვედრაშია თითოეული მხარის ვერსია საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან. ამ თვალსაზრისით პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საქმეზე წარმოედგინა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დააწმუნებდა სასამართლოს გი------ გ--------ის მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებაში. კერძოდ, პალატის წინაშე სათანადოდ ვერ იქნა დადასტურებული, რომ გი------ გ--------ე შეუთანხმდა ვ-–----------–---–ს და ნ-------- ო--------ეს, მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სანაცვლოდ, 400 000 აშშ დოლარის გადახდაზე, ან ქ.თბილისში, გ--------–---–-------------ში არსებულ სს „მ-----------ს“ კუთვნილ 1350 კვ.მ მიწის ნაკვეთის დათმობაზე. თუმცა, მან დაზარალებულებთან მათი ნდობის გამოყენებით და მოტყუებით ნოტარიულად გააფორმა წილის დათმობის ხელშეკრულება, ხოლო შეთანხმებული თანხა არ გადაიხადა და თაღლითურად დაეუფლა ქ.თბილისში, გ--------–---–-------------ში არსებულ შპს „ჩ------------ 2---“-ის უძრავ ქონებას.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში წარმოაჩენს, რომ წარდგენილი ბრალდება უტყუარად დასტურდება ნოტარიუს ნ---- ხ--------ას ჩვენებით. ამ უკანასკნელმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მუშაობს ნოტარიუსის პოზიციაზე. 2006 წლის 20 აპრილს მის სანოტარო ბიუროში მივიდა ნ-------- ო--------ე, რომელიც ხშირად სარგებლობდა მასთან სანოტარო მომსახურებით. ნ-------- ო--------ეს ახლდა მეგობარი. ხელშეკრულების მხარეები იყვნენ ვ-–----------–---–ი, ნ-------- ო--------ე, რომელსაც ჰქონდა წარმომადგენლობა და გი------ გ--------ე. აღნიშნული ხელშეკრულებით შპს „ჩ------------ს“ წარმომადგენლების მიერ სს „მე---------- ლ-----ს“ პარტნიორი ფიზიკურ პირის - გი------ გ--------ისათვის მოხდა შპს-ს წილის დათმობა. თვითონ მხარეთა მოლაპარაკებებში მას არ მიუღია მონაწილეობა, გამომდინარე იქედან, რომ ნოტარიუსი ვალდებულია დაიცვას ნეიტრალური პოზიცია. როგორც ახსოვს გარკვეული შეუთანხმებლობა არსებობდა მხარეებს შორის ხელშეკრულების დეტალებთან დაკავშირებით. მოწმემ დაადასტურა, რომ წილის გადაცემის რელური მოტივი იყო უძრავი ქონება, რაც ამ წილთან იყო დაკავშირებული და ახსოვს, რომ ამ ქონების თანხაზე იყო დავა, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხაში გამოიხატებოდა. მაგარამ, მისთვის ამ უთანხმოების დეტალები უცნობია, საუბრისას მათ არ უსმენდა. როდესაც მხარეები მასთან მივიდნენ, უკვე შეთანხმებულები იყვნენ, რაც გამოიხატა შესაბამისად მათ მიერ ხელშეკრულების გაფორმებასა და მასზე ხელმოწერაში. წილის დათმობის ხელშეკრულებაში ქონების წილის ღირებულებად მიეთითა 8000 ლარი, თუმცა უფრო მეტ თანხას იხდიდნენ როგორც მისთვის ცნობილია. თანხის გადაცემა მისი თანდასწრებით არ მომხდარა, ასე რომ ყოფილიყო ხელშეკრულებაშიც იქნებოდა მითითებული. მოწმის განმარტებით, მის მიერ გაფორმებული წილის დათმობის ხელშეკრულება ვერ იქნება თვალთმაქცური გარიგება. როდესაც მის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება, მხარეებმა იგი წაიკითხეს და მოაწერეს ხელი. შესაბამისად, გამოხატეს მათი ნების ნამდვილობა აღნიშნული ხელმოწერით. მის მიერ მხარეებისათვის განმარტებული იქნა ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგები.

ამდენად, მოწმე ნ---- ხ--------ას მითითებით გი------ გ--------ე იხდიდა იმ თანხაზე მეტს, ვიდრე ეს ხელშეკრულებაში აღინიშნა, თუმცა მისთვის უცნობია, რა თანხაზე იყო შეთანხმება. მან შედარება გააკეთა, რომ 8000 ლარზე სოლიდური თანხა იყო, რაც არ მოდის წინააღმდეგობაში თავად გი------ გ--------ის ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ 30000 აშშ დოლარი გადასცა ხელშეკრულების გაფორმებამდე დაზარალებულებს. ასევე, გი------ გ--------ის ჩვენება არ არის წინააღმდეგობაში ნოტარიუსის ჩვენების იმ ნაწილთან, სადაც ეს უკანასკნელი განმარტავს, რომ თუ თანხა მისი თანდასწრებით იქნებოდა გადაცემული, ამას ხელშეკრულებაში დააფიქსირებდა. როგორც გი------ გ--------ემ მოახსენა სასამართლოს, მას არ ახსოვს თანხის გადაცემა უშალოდ ნოტარიუსის წინ მოხდა თუ მოსაცდელ ოთახში. მაგრამ ადასტურებს, რომ ჯერ გადასცა 30000 აშშ დოლარი და შემდეგ დაიწყეს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები. ნოტარიუსმაც დაადასტურა, რომ იგი არ ჩარეულა მხარეთა საუბარში. მართალია ,მათი კონფლიქტის თაობაზე ესმოდა, მაგრამ კონკრეტულად რაზე დაობდნენ ისინი, არ იცის, არ უსმენდა და შესაბამისად, სავსებით ლოგიკურია, რომ არც თანხის გადაცემისათვის ედევნებინა თვალყური. მითუმეტეს, ნ---- ხ--------ას რომც დაენახა ეს გარემოება, ვერ მოხდებოდა მისი ხელშეკრულებაში ასახვა, ვინაიდან გი------ გ--------ის თქმით, ნ-------- ო--------ისათვის თანხა არ გადაუცია ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.

როგორც ნ---- ხ--------ამ დაადასტურა, მხარეები მასთან უკვე შეთანხმებულები მივიდნენ და გააფორმეს ხელშეკრულება მასში ასახული პირობებით. ნ-------- ო--------ემ მოახსენა სასამართლოს, რომ მას ნაცნობმა ნოტარიუსმა ურჩია ხელშეკრულების წარმოდგენილი შინაარსით გაფორმება. იგი ვ-–----------–---–თან ერთად მივიდა სანოტარო ბიუროში, სადაც ნოტარიუსს წინასწარ გაამზადებინეს მათთვის სასურველი ხელშეკრულების ფორმა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდა გი------ გ--------ე ხელშეკრულების გასაფორმებლად. ამდენად, ტექსტის ავტორები იყვნენ თავად დაზარალებულები. ასევე, მათი ინიციატივა იყო, რომ სწორედ 8000 ლარის სანაცვლოდ დაეთმოთ წილი გი------ გ--------ის სასარგებლოდ. ამ პირობებში კი პალატისათვის გაურკვეველია, რაში გამოიხატა გი------ გ--------ის მხრიდან მათი მოტყუება და ნდობის ბოროტად გამოყენება. გი------ გ--------ის თქმით, თავად მას გაუჩნდა პრეტენზია , თუ რატომ იყო ხელშეკრულებაში მითითებული 8000 ლარი, მაგრამ რადგან მეორე მხარეს ასე სურდა, გაითვალისწინა, რომ ამ გზით მათ გარკვეულ საგადასახადო ვალდებულებებს აარიდებდა, თვითონ კი ზიანი არ ადგებოდა და თანხმობა განაცხადა ამ ფორმით წარმოდგენილი ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

აპელანტი არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს ნოტარიუსის ჩვენებას, თითქოს გაფორმებული ხელშეკრულება იყო მხოლოდ ფორმალური ხასიათის და რეალურად მხარეთა შორის მოლაპარაკება წარმოებდა არა წილის დათმობაზე, არამედ უძრავი ქონების ნასყიდობის პირობებთან დაკავშირებით. ნ---- ხ--------ამ აღნიშნა, რომ როგორც ახსოვს, თავდაპირველად მხარეებს სურდათ სხვა შინაარსის ხელშეკრულების დადება, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ მომხდარიყო წილის დათმობა. მისი განმარტებით, როდესაც მის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება, მხარეებმა იგი წაიკითხეს და მოაწერეს ხელი. შესაბამისად, გამოხატეს მათი ნების ნამდვილობა აღნიშნული ხელმოწერით.

პალატა ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის აპელირებაზე იმასთან დაკავშირებითაც, რომ გი------ გ--------ემ არ წარადგინა სს „მ-----------ს“ პარტნიორთა კრების ოქმი და თვითონ გააფორმა ხელშეკურლება დაზარალებულებთან. იმის დასადასტურებლად, რომ გი------ გ--------ემ განზრახ არ წარადგინა კრების ოქმი ხელშეკრულების დადებისას, ბრალდების მხარე ვერ უთითებს ვერც ერთ გარემოებას. ფაქტია, რომ ხელშეკრულება შედგენილი იყო დაზარალებული მხარის მიერ და მასში მითითებული იყო არა სს „მ-----------ს“ წარმომადგენელი, არამედ ფიზიკური პირი გი------ გ--------ე. დაზარალებულებმა იცოდნენ, რომ ამ პირთან აფორმებდნენ ხელშეკულებას, მათთვის ისიც ცნობილი იყო, რომ ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი მათ წინაშე იქნებოდა გი------ გ--------ე. თუმცა ყოველივე აღნიშნულზე მათ პრეტენზია არ გამოუთქვამთ, არ მოუთხოვიათ გ--------ისათვის, რომ მიეტანა კრების ოქმი ან კომპანიის მიერ გაცემული მინდობილობა. ნოტარიუსის მიერ მხარეებისათვის განმარტებული იქნა ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგები, რის შემდეგაც დაზარალებულებმა ხელშეკრულება გააფორმეს ფიზიკურ პირთან. ამდენად, ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია მოლოდინი მათი მხრიდან, რომ გი------ გ--------ე დაუთმობდათ სააქციო საზოგადოების კუთვნილ ქონებას. გი------ გ--------ის განმარტებით, თავდაპირველად მოლაპარაკებებს ნამდვილად აწარმოებდა როგორც სს „მ-----------ს“ წარმომადგენელი, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი შეხვედრებში ჩართული იყო, როგორც კერძო პირი, რაც ცნობილი იყო დაზარალებულებისთვისაც.

ასევე, აპელანტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ საკითხების შეფასებას, თუ რომელი მხარე იყო თავდაპირველად დაინტერესებული ეწარმოებინათ მოლაპარაკებები უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და ამ ქონებას გააჩნდა თუ არა რაიმე სახის ღირებულება. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ამ გარემოებებს თაღლითობის შეფასებისათვის არ ენიჭებათ არსებითი მნიშვენლობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინიციატორი იყო გი------ გ--------ე, რა თქმა უნდა, პირის დაინტერესება შეიძინოს გარკვეული ქონება, იმთავითვე არ მიუთითებს თაღლითობის განზრახვაზე. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკების პროცესში მხარეები თანაბრად იყვნენ ჩართულები, მიაღწიეს გარკვეულ შეთანხმებას და გააფორმეს ხელშეკრულება სწორედ იმ ფორმით, როგორც მისაღები იყო დაზარალებული მხარისათვის.

ბრალდების მხარემ ქონების ღირებულების დასადასტურებლად წარმოადგინა 2009 წლის 5 მაისის თ.ჯ.ბეგა აუდიტის გენ. დირექტორის ს. ხ----–--–--ას მიერ გაცემულ N1--------- აუდიტორულ დასკვნა, რომლის თანახმადაც, ვ-–-----------–---–ის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და საწარმოო ფართის ღირებულებამ შეადგინა 665 100 ლარი, რომელიც მოქმედი 2006 წლის მარტის თვის მდგომარეობით შეადგენს 363 500 აშშ დოლარს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ს------ ხ----–--–--ამ, რომელიც 2009 წლის მაისის თვეში იყო აუდიტორული ფორმა „თ----------“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი.

მხოლოდ ის გარემოება, რომ ქონება შესაბამისი სპეციალისტების მიერ შეფასებულია ბევრად მეტი ღირებულების მქონედ, ვიდრე ეს ხელშეკრულებაში ჩაიწერა, ან ვიდრე ამას მიუთითებს ბრალდებული გი------ გ--------ე, არ ნიშნავს, რომ გამყიდველი კომპანია ვალდებული იყო სწორედ სპეციალისტების მიერ შეფასებულ თანხად გაეყიდა წილი. თანხის ოდენობასთან დაკავშირებით წარმოდგენილია ერთადერთი ოფიციალური ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ წილი გაიყიდა 8000 ლარის სანაცვლოდ. ზეპირსიტყვიერად შეთანხმებული თანხის ოდენობა დაზარალებულებისთვის არის 400 000 აშშ დოლარი, ხოლო ბრალდებულმა განაცხადა, რომ საერთო ჯამში მათთვის 40 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა თუნდაც ერთი დამატებითი მტკიცებულება, რაც პალატას საშუალებას მისცემდა გაეზიარებინა ერთი მხარის ვერსია და შესაბამისად, ეჭვი შეეტანა მეორე მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ნამდვილობაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 12 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კო-–--იის გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების არსებობა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის წილის დათმობის სანაცლოდ 400 000 ლარის ან სანაცვლო მიწის ფართობის გადაცემის თაობაზე საქმის მასალებში აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებათა არ არსებობის გამო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან მოტყუების ფაქტის არსებობა, ანუ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც მოსარჩელე უთითებდა, ნ-------- ო--------ის, ვ-–----------–---–ის, ნინა ს---–----–---–ის და ს------ მ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ასევე თ------ ფ------, რომელმაც უარყო გი------ გ--------ის ჩვენება მათი ნაცნობობის ნაწილში და განაცხადა, რომ იცნობს ნ-------- ო--------ეს და მისი ოჯახის წევრებს, თუმცა მათთან ახლო ურთიერთობა არ აქვს. გი------ გ--------ეს არ იცნობს. ნ-------- ო--------ესა და გი------ გ--------ეს შორის ურთიერთობაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. მისთვის ცნობილია, რომ ნ-------- ო--------ე იყო დაკავებული, მაგრამ მისთვის შეფარდებული გირაოს თანხის გადახდაში მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ნ-------- ო--------ეს და გი------ გ--------ეს შორის შუამავალი არ ყოფილა 10 000 დოლარის გადახდასთან დაკავშირებით. არ იცნობს ვ-–----------–---–ს და არც სს „მ-----------ს“ ტერიტორიაზე არ ყოფილა არასოდეს.

განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან აღნიშნული მოწმის შემხებლობის თვალსაზრისით პალატა ყურადღებას ამახვილება თავად დაზარლებულების მიერ მიცემულ ჩვენებებზე გამოძიებისა და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. კერძოდ, 2009 წლის 16 ოქტომბრის ვ-–----------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ როგორც მას გი------ გ--------ემ ერთ-ერთი საუბრისას განუცხადა, მისთვის უცნობი პირისთვის ნ-------- ო--------ეზე გადასაცემად გაუტანებია 10000 აშშ დლარი. მოწმისათვის უცნობი იყო, რისთვის გაატანა გი------ გ--------ემ ეს თანხა ნ-------- ო--------ესთან, ხოლო თავად ნ--------მა განუმარტა, რომ მას არანაირი თანხა არ მიუღია. 2016 წლის 18 იანვრის დაკითხვის ოქმში კი მომწემ მიუთითა, რომ არც გი------ გ--------ეს, არც თ------ ფ------ს და არც ნ-------- ო--------ეს მისთვის არ უთქვამთ, რომ ნ-------- ო--------ის საპროცესო შეთანხმებისათვის საჭირო თანხა თ------ ფ------ს გადასცა გი------ გ--------ემ. მან აღნიშნულის შესახებ შეიტყო მამუკა მალაზოანიასთან სატელეფონო საუბრისას. რის შემდეგაც დაელაპარაკა ნ-------- ო--------ეს. იმ მომენტში მანაც არაფერი იცოდა ამის თაობაზე და შეპირდა გავარკვევო, მოგვიანებით კი უთხრა, რომ გ--------ეს მართლაც მიუცია 10000 აშშ დოლარი, თუმცა ეს თანხა ფ------ს მასთან არ მიუტანია.

მოწმე ნ-------- ო--------ის 2009 წლის 16 ოქტომბრის ჩვენებით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არანაირი თანხა გი------ გ--------ეს მათთვის არ გადაუცია, მათ შორის არც 8000 ლარი, ვინაიდან მას უნდა დაეთმო მიწის ნაკევთი. 2010 წლის 21 მარტს დამატებითი დაკითხვისას ნ-------- ო--------ემ განაცხადა, რომ იგი გი------ გ--------ესთან სანამ დადებდა წილის დათმობის ხელშეკურლებას, მოლაპარაკებებს აწარმოებდა მეგობრის - თ------ ფერაძის დამხარებით. ვინაიდან ფ------ს ახლო ურთიერთობა ჰქონდა „გ-------------–----------–---------“, ხოლო გ--------ე იქ მუშაობდა. ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე ხანში იგი დააკავეს და საპროცესო შეთანხმებისათვის ესაჭიროებოდა გარკვეული თანხა, რისი შეგროვებაც სთხოვა თ------ ფ------ს, რომელიც თავის მხრივ დასახმარებლად მისულა გ--------ესთან, რომელსაც 10.000 აშშ დოლარი მიუცია და უთქვამს, რომ ამ თანხის სანაცვლოდ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ო--------ეს ეშუმდგომლა ვ-–----------–---–თან, რათა მათ ფართი შეღავათიან პირობებში დაეთმოთ. მოწმის განმარტებით, გი------ გ--------ემ არ ისურვა მისი მხრიდან 10.000 აშშ დოლარის დაბრუნება და უთხრა, რომ წლის ბოლომდე მათ კუთვნილ ფართს გადაუფორმებდა, რაც არ გაუკეთებია. 2016 წლის 21 იანვრის დაკითხვის ოქმში ნ-------- ო--------ემ კვლავ დადასტურა, რომ მისი ციხეში ყოფნის დროს თ------ ფ------მ მართლაც ისესხა 10.000 აშშ დოლარი მისთვის გირაოს გადახდის მიზნით, თუმცა ამ თანხას არანირი კავშირი არ ჰქონია შპს „ჩ------------ს“ გაყიდვის საფასურთან. ამასთან, ვ-–----------–---–ი არ იყო ინფორმირებული ამ თანხის შესახებ, ვინაიდან იგი წარმოადგენდა მის პირად ვალს გი------ გ--------ესთან მიმართებაში.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, როგორც თ------ ფ------მ, ასევე ვ-–----------–---–მა და ნ-------- ო--------ემ უარყვეს გი------ გ--------ის მიერ თ------ ფერაძისათვის 10000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი. დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაამოწმეს ფ------სთან და გაირკვა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

პალატა აანალიზებს რა დაზარალებულების ჩვენებებში ასახულ გარემოებებს, მიიჩნევს, რომ დამაჯერებლობის კუთხით ისინი ვერ უძლებს კრიტიკას და არ უნდა იქნეს გაზიარებული. შეუძლებელია, რომ ერთი პირის მიერ სხვადასხვა დროს მიცემულ ჩვენებებს შორის არსებობდეს კატეგორიული და აბსოლუტური თანხვედრა, თუმცა ბუნებრივია, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება განაჩენი, უნდა იყოს ურთიერთშესაბამისი, ისინი ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით, უნდა ემთხვეოდნენ ერთმანეთს.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოწმეებს, რომლებიც ბრალდების მხარის აზრით განამტკიცებენ გი------ გ--------ის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტს, პალატა მიუთითებს, რომ მოწეები ბ---- მ---------–ი, ტ------- მ--------ი, ვ------- ჯ-----ე, ო-–-- ს---–----–---–ი, მ------ ჩ------ე, ნ---- ო--------ე და ი-----–- ო--------ე ადასტურებენ მხოლოდ იმ გარემოებებს, რომ შპს „ჩ------------ს“ 32%-იანი წილის მფლობელი იყო ნ-------- ო--------ე, 32%-ის - ვ-–----------–---–ი, 32%-ის - ალბერტ ს---–----–---–ი, ხოლო 4%-იანი წილის - ს------ მ--------ი. ასევე მათი ნაწილი ფლობს ინფორმაციას, რომ ნ-------- ო--------ემ და ვ-–----------–---–მა გაასხვისეს აღნიშნული შპს-ს უძრავი ქონება. თუმცა იმ ფაქტის შეფასების თვალსაზრისით, რომ გი------ გ--------ემ ისარგებლა დაზარალებულების ნდობით, მოტყუებით გააფორმა მათთან ხელშეკრულება და თაღლითური გზით დაეუფლა შპს „ჩ------------ 2---“-ის კუთვნილ უძრავ ქონებას, აღნიშნული პირების მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბი ხასიათის მტკიცებულებას. მათთვის უცნობია დაზარალებულებსა და ბრალდებულ გი------ გ--------ეს შორის არსებული მოლაპარაკებებისა და დადებული ხელშეკრულების დეტალები, ისინი უშუალოდ არ მონაწილეობდნენ მოლაპარაკების პროცედურებში და შესაბამისად პალატა მათ ჩვენებებს ვერ შეაფასებს, როგორც გი------ გ--------ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.

ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ საქმეში არსებული 2014 წლის 20 ნოემბერის ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის პროკურორის მა----------ს სისხლის სამართლის საქემზე გამოძების შეწყვეტის შესახებ დადგენილების თანახმად, გამოძიების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ გი------ გ--------ეს და შპს „ჩ------------ 2---“-ს შორის არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება ფართის გაცვლის თაობაზე. თუმცა საბოლოოდ გაფორმდა წილის დათმობის ხელშეკრულება, რასაც ნებაყოფლობით ხელი მოაწერეს ვ-–----------–---–მა და ნ-------- ო--------ემ. ამასთან, მხარეთა შორის არსებული დავა გადაწყდა სამოქალაქო სამართალწარმოებით და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მართალია, ვ-–----------–---–ი უთითებს, გ.გ--------ის მიერ ნდობის ბოროტად გამოყენებით შპს „ჩ------------ 2---“-ის ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტს, თუმცა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით ვერ იქნა დადასტურებული, რის გამოც სისხლის სამართლის საქმეზე უნდა შეწყდეს გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

აღნიშნულის შემდეგ, 2016 წლის 15 იანვრის ძ---–-------–---- რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ გურასპაშვილის დადგენილებით, შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეზე განახლდა გამოძიება, იმ მიზნით, რომ წარმოიშვა საქმეზე ახალი მოწმეების დაკითხვის აუცილებლობა, ასევე საჭირო იყო დაზარლებულების დამატებითი გამოკითხვა და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. თუმცა მოცემულ შემთხვევაში გამოძიების განახლების შემდეგ ვერ იქნა მოპოვებული იმ არსებითი და პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც დაზარალებულების სასარგებლოდ შეცვლიდა გამოძიების შეწყვეტამდე არსებულ ვითარებას. თავად ბრალდების მხარემ, სააპელაციო სასამართლოში დაადასტურა, რომ განახლებული გამოძიების პირობებში რაიმე ახალი მტკიცებულება არ ყოფილა მათი მხრიდან მოპოვებული და გი------ გ--------ის ბრალეულობის დასადასტურებლად კვლავ მიუთითა დაზარალებულების, მათი ოჯახის წევრების, ნოტარიუსის და ბ---- მ---------–ის ჩვენებებზე, რომლებზეც პალატამ ზემოთ იქონია ამომწურავი შეფასება და მიაჩნია, რომ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ისინი ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ვერ ქმნიან ობიექტურ საფუძველს პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და გი------ გ--------ის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. რასაც სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატა და აღნიშნავს, რომ აპელანტის პოზიცია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს.

საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ გი------ გ--------ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. ისინი იძლევიან მხოლოდ ეჭვის საფუძველს რაც უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის 2018 წლის 14 მაისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის 2018 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. გი------ გ--------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

4. გამართლებულ გი------ გ--------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გი------ გ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კო-–--იის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით ბრალდებულ გი------ გ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 20 000 (ოცი ათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: გი------ გ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ო------------------–----–----------------------------------------------------------------------------------- იმ წილს, რაც ეკვივალენტურია შეფარდებული გირაოს თანხისა;

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კო-–--იის 2016 წლის 5 აპრილის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: გი------ გ--------ის (პი------------------------------------------–--------------–--–--------–-------------–-–---------------------------------------------–---------------------------------------------------------–-.

ასევე, ამავე განჩინებით დადებული ყადაღა გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გი------ გ--------ეზე (პი------------------------------------------–--------------–--–----------------------–------------------------–----------------------–---------–------------–-–-----–----------------------------–-------------------------------------------------- და ო------------------–----–---------------------–- მდებარე 401.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთს - საკადასტრო კოდი №2------------

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია (დოკუმენტაცია) შპს „ჩ------------ 2---“-ის და „მე---------- ლ-----ს“ შესახებ, ჩაწერილი ერთ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი