განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210016001389957
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ-137
12 მარტი 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე, ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
აპელანტი: დ--–- ბ-------ე
მოწინააღმდეგე მხარე: ს----------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–----
წარმომადგენელი: ნ----- მ---------–--, გ------- ჩ----ე
დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
დ--–- ბ-------ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ს----–-----–-- ა-----------–----ი მ------–-----------–ი ე--–---ის მიმართ, და მოპასუხისათვის მ სახელფასო დავალიანების 15 140 ლარის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით: ქ---------– - გ--------–- მ------ კ--–----------ს 2004 წლის 30 აგვისტოს ბრძანებით შეიქმნა ე-------სთან არსებული რადიომაუწყებლობა ”კ---–--------–ი”, რომლის ხელმძღვანელადაც ის დაინიშნა. რადიოგადაცემების ტრანსლაცია ხდებოდა ს--------------ს რადიო „ი-------“ ეთერით 2007 წლის ნოემბრის ჩათვლით.
2006 წელს ქ. ქუთაისის მერიამ და საკრებულომ, მ------ კ--–----------ს და მოსარჩელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, გამოყვეს თანხა რადიოსათვის 1700 ლარის ოდენობით. ქალაქის ხელმძღვანელობამ, მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, გააგრძელა დაფინანსება 2007 წელსაც, რა დროსაც გაიღო 8000 ლარი სამაუწყებლო (ხელფასებად გასაცემი) თანხა. მ------ კ--–----------მ სხვადასხვა მიზეზებით უარი განაცხადა მითითებული თანხის მოსარჩელისათვის გადაცემაზე და გაათავისუფლა ის თანამდებობიდან, ანუ რადიოს რედაქტორობიდან.
მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, გათავისუფლების ბრძანება დღემდე არ ჩაბარებია. რადიო „კ---–--------–ის“ ყველა თანამაშრომელი გათავისუფლებული იქნა 2007 წლის იანვრიდან, თავად კი მეუფის N--- ბრძანებით დარჩა კორესპონდენტად, შესაბამისად, ყველა სამუშაოს მოსარჩელე ასრულებდა.
ამდენად, რადიო „კ---–--------–ისათვის“ გამოყოფილი 8000 ლარი სრულად უნდა გადაეცეს მას, ასევე უნდა აუნაზღაურდეს სახელფასო დავალიანება, 2007 წლის ნოემბრის თვიდან სასამართლოში სარჩელის შემოტანის დღემდე, თვეში 70 ლარის ოდენობით, რაც 102 თვეზე გაანგარიშებით შეადგენს 7140 ლარს. ჯამში მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 15 140 ლარის დაკისრება.
მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ დ--–- ბ-------ის სარჩელი უსაფუძვლო და ხანდაზმულია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით დ--–- ბ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
_ ქ---------–-გ--------–- მიტროპოლიტის მ------ კ--–----------ს 2004 წლის 30 აგვისტოს N--- ბრძანებით, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრის დ--–- ბ-------ის განცხადების საფუძველზე, 2004 წლის 1 სექტემბრიდან შეიქმნა გ--–---ის სასულიერო აკადემიის სამაუწყებლო რედაქცია. საე--–---ო რადიო „კ---–--------–ი“ დაკომპლექტდა სამი თანამშრომლით, მათგან გადაცემათა პასუხისმგებელ რედაქტორად დაინიშნა დ--–- ბ-------ე. თითოეული თანამშრომლის ხელფასი განისაზღვრა თვეში 50 ლარით.
_ 2004 წლის 11 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების სამმართველოდან მიტროპოლიტმა კ--–----------მ ჩაიბარა არასაცხოვრებელი ფართი თხოვების ფორმით, რადიო „ი-------------------“ განთავსების მიზნით.
_ ქ---------–-გ--------–- მიტროპოლიტი კ--–----------ს წერილობითი თხოვნის საფუძველზე (წერილი N----, 2.08.2006), ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით, ქ---------------ის ეპარქიისათვის 2006 წელში გამოყოფილ ასიგნებებს დაემატა 1700 ლარი, რადიო „კ---–--------–ის“ მაუწყებლობისათვის.
_ 2007 წლის 31 იანვარს, ქ---------–-გ--------–- მიტროპოლიტის მ------ კ--–----------ს 2007 წლის 31 იანვრის ბრძანებით N--- გაუქმდა 2004 წლის 31 აგვისტოს N--- ბრძანება, საე--–---ო რადიო „კ---–--------–ის“ შექმნის და მის რედაქტორად დ--–- ბ-------ის დანიშვნის შესახებ. ამავე ბრძანებით დ--–- ბ-------ე დაინიშნა გ--–---ის სასულიერო აკადემიაში რადიოკორესპონდენტად, ხელფასის შენარჩუნებით.
_2007 წლის 3 ნოემბერს, ქ---------–-გ--------–- მიტროპოლიტის მ------ კ--–----------ს მიერ გამოცემული N--- ბრძანებით დ--–- ბ-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების ბრძანება მოსარჩელეს არ ჩაბარებია სასამართლოში სარჩელის შემოტანამდე. დ--–- ბ-------ეს 2007 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით მიღებული აქვს ხელფასი, დანიშვნის ბრძანებით განსაზღვრული ოდენობით.
_ დადგენილი იქნა, რომ დ--–- ბ-------ემ თავისი გათავისუფლების შესახებ გაიგო 2007 წლის ნოემბერში ზეპირსიტყვიერად, 2011 წლის 16 ნოემბერს მან განცხადებით მიმართა მიტროპოლიტ მ------ კ--–----------ს, სადაც მიუთითა, რომ 2007 წლის ნოემბერში ე-------ში განუცხადეს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. გათავისუფლების ბრძანება, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, მისთვის არ გადაუციათ, შესაბამისად, კვლავ მოითხოვს ბრძანების გადაცემას და შრომის წიგნაკში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებას.
- სარჩელის განმხილველი სასამართლოს მითითებით: სათანადო მტკიცებულებათა არარსებობის გამო მოსარჩელემ ვერ შესძლო იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხეს გააჩნია რაიმე დავალიანება მის მიმართ, ხელფასის ან როგორც თავად მიუთითებს ჰონ-----რის სახით.
- სარჩელის განმხილველმა სასამართლომ დ--–- ბ-------ის სარჩელი უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულად მიიჩნია.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 42-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130, 138-ე, 144-ე მუხლებზე.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა მოსარჩელე დ--–- ბ-------ის მიერ.
აპელანტის მითითებით: სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, თითქოს 2007 წლის ნოემბერში მისთვის ცნობილი გახდა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. აპელანტი აღნიშნავს, რომ ის მუშაობდა ნოემბრის თვის ბოლომდე და ხელფასის მისაღებად ბუღალტერიაში გამოცხადებისას ბუღალტრისაგან გაიგო, რომ მ------ კ--–---------- მასზე განაწყენებული იყო კრიტიკული წერილის გამო, რის გამოც მასზე ხელფასიც არ იყო გამოწერილი. ამის შემდეგ ის სისტემატურად აკითხავდა ეპარქიის ბუღალტერიას, ითხოვდა მ------სთან შეხვედრას, თუ რატომ არ გაიცემოდა მასზე ხელფასი, მაგრამ ვერც ხელფასის გამოწერა და ვერც მ------სთან შეხვედრა ვერ მოხერხდა.
აპელანტის განმარტებით არასწორია სასამართლოს მითითება იმის თაობაზე თითქოს მის მიერ არ იქნა წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რადგან მან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ მუშაობდა 2007 წლის ნოემბრის ბოლომდე, თუმცა, ნოემბრის თვის ხელფასი მასზე არ გაიცა. ასევე ცალსახად იქნა დადასტურებული, რომ მხოლოდ მისი არაერთგზისი მოთხოვნის საფუძველზე გამოყო ქ.ქუთაისის მერიამ საბიუჯეტო დაფინანსებაზე დამატებით 8000 ლარი. ყველა სამუშაო რადიომაუწყებლობაში 2007 wlis იანვრიდან დეკემბრამდე მარტო მან შეასრულა, შესაბამისად, რადიომაუწყებლობისათვს გამოყოფილი თანხა მთელი წლის განმავლობაში მას უნდა მიეღო ეტაპობრივად.
გაუგებარია, კიდევ რა მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს სასამართლო იმის დასადასტურებლად, რომ მას ხელფასის სახით დამატებით უნდა გადაცემოდა გამოყოფილი თანხა.
სასამართლომ არ მისცა შეფასება იმ ფაქტს, იგი თუ განთავისუფლებული იყო 3 ნოემბრის ბრძანებით, ნოემბრის ბოლომდე როგორ აწარმოებდა ის ს--------------ს რადიო მაუწყებლობის ეთერით გადაცემებს.
ამ გარემოებებზე მითითებით აპელანტმა დ--–- ბ-------ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სასამართლოს შეკითხვაზე თუ რატომ არ იდავა მან სასამართლოში ამდენ ხანს, აპელანტმა უპასუხა, რომ ეს მისი უსახსრობით იყო გამოწვეული, რომ მას არასოდეს გააჩნდა საჭირო თანხები იმისათვის რათა დაეფარა ის ხარჯები, რაც სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვას ახლავს.
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ დ--–- ბ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ქ---------–-გ--------–- მიტროპოლიტის მ------ კ--–----------ს 2004 წლის 30 აგვისტოს N--- ბრძანებით, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრის დ--–- ბ-------ის განცხადების საფუძველზე, 2004 წლის 1 სექტემბრიდან შეიქმნა გ--–---ის სასულიერო აკადემიის სამაუწყებლო რედაქცია. საე--–---ო რადიო „კ---–--------–ი“ დაკომპლექტდა სამი თანამშრომლით, მათგან გადაცემათა პასუხისმგებელ რედაქტორად დაინიშნა დ--–- ბ-------ე. თითოეული თანამშრომლის ხელფასი განისაზღვრა თვეში 50 ლარით (იხ. ბრძანება, ს/ფ 17).
2004 წლის 11 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების სამმართველოდან მიტროპოლიტმა კ--–----------მ ჩაიბარა არასაცხოვრებელი ფართი თხოვების ფორმით, რადიო „ი-------------------“ განთავსების მიზნით (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი, ს/ფ 19).
ქ---------–-გ--------–- მიტროპოლიტი კ--–----------ს წერილობითი თხოვნის საფუძველზე (წერილი N----, 2.08.2006), ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით, ქ---------------ის ეპარქიისათვის 2006 წელში გამოყოფილ ასიგნებებს დაემატა 1700 ლარი, რადიო „კ---–--------–ის“ მაუწყებლობისათვის (იხ. წერილი, ს/ფ 21).
ქ.ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის 2007 წლის 15 იანვრის ქ.ქუთაისის თავმჯდომარისადმი მიწერილი მიმართვიდან ირკვევა, რომ საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კომისიას დაეწერა გ--–---ის სასულიერო აკადემიის რადიო ,,კ---–--------–ის“ მაუწყებლობის პასუხისმგებელი რედაქტორის №--- განცხადება რადიო ,,კ---–--------–ისათვის“ 2007 წლისათვის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე. ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხი გადაწყვეტილი ყოფილიყო დადებითად (იხ. მიმართვა, ს/ფ 22).
2007 წლის 25 იანვარს ქ.ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა წერილით აცნობა ქ.ქუთაისის მერს (დ--–- ბ-------ის ქ.ქუთაისის მერიისადმი მიწერილი წერილობითი თხოვნის პასუხად - ქ---------------ის ეპარქიისათვის გამოყოფილ 12000 ლარს დამატებოდა 5100 ლარი, რადიო მაუწყებლობის დასაფინანსებლად), რომ საფინანსო სამსახურის მიერ 2007 წლის ბიუჯეტში ქ---------------ის ეპარქიისათვის გათვალისწინებული იყო 20000 ლარი. აღნიშნულის თაობაზე, 2007 წლის 29 იანვარს თავის მხრის ქ.ქუთაისის მერმა წერილით აცნობა ქ.ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს (იხ. მიმართვები, ს/ფ 23, 25).
2007 წლის 31 იანვარს, ქ---------–-გ--------–- მიტროპოლიტის მ------ კ--–----------ს 2007 წლის 31 იანვრის N--- ბრძანებით გაუქმდა 2004 წლის 31 აგვისტოს N--- ბრძანება, საე--–---ო რადიო „კ---–--------–ის“ შექმნის და მის რედაქტორად დ--–- ბ-------ის დანიშვნის შესახებ. ამავე ბრძანებით დ--–- ბ-------ე დაინიშნა გ--–---ის სასულიერო აკადემიაში რადიოკორესპონდენტად, ხელფასის შენარჩუნებით (იხ. ბრძანება, ს/ფ 26).
2007 წლის 3 ნოემბერს, ქ---------–-გ--------–- მიტროპოლიტის მ------ კ--–----------ს მიერ გამოცემული N--- ბრძანებით დ--–- ბ-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (იხ. ბრძანება, ს/ფ 26).
დადგენილია, რომ დ--–- ბ-------ეს 2007 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით მიღებული აქვს ხელფასი, დანიშვნის ბრძანებით განსაზღვრული ოდენობით (იხ. საბანკო ამონაწერები, ს/ფ 129-132).
ამ ფაქტობრივ გარემოებას არც აპელანტი ხდის სადაოდ.
2011 წლის 16 ნოემბერს დ--–- ბ-------ემ განცხადებით მიმართა მიტროპოლიტ მ------ კ--–----------ს, სადაც მიუთითა, რომ 2007 წლის ნოემბერში ე-------ში განუცხადეს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. გათავისუფლების ბრძანება, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, მისთვის არ გადაუციათ, შესაბამისად, კვლავ მოითხოვა ბრძანების გადაცემა და შრომის წიგნაკში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება (იხ. მიმართვა, ს/ფ 31).
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით დ--–- ბ-------ის სარჩელი ს----------–---------–-----–---------------–-------------–----------–----ი ე--–---ის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის და სამსახურში აღდგენის თაობაზე ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ დ--–- ბ-------ეს 2007 წლის ოქტომბრის ჩათვლით მიღებული აქვს შრომის ანაზღაურება (ხელფასი) (იხ. გადაწყვეტილება).
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით დ--–- ბ-------ის სააპელაციო საჩივარი მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილობასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება (იხ. განჩინება).
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დ--–- ბ-------ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი (იხ. განჩინება).
სამართლებრივი დასაბუთება:
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა გამომდინარეობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“, მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;
შრომით უფლებებს იცავს და განამტკიცებს ისეთი საერთაშორისო აქტები, როგორიცაა 1996 წლის 03 მაისის ,,ევროპის სოციალური ქარტია“ და 1950 წლის 04 ნოემბერის ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“. მათი ხელმომწერ სახელმწიფოთა შორის საქართველოცაა და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას აღებული აქვს პასუხისმგებლობა მასში გაწერილი მოვალეობების შესრულებაზე. აღნიშნული სამართლებრივი აქტებით დაცულია დასაქმებულის მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის სამართლიანი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
დადგენილია, რომ დ--–- ბ-------ესა და საქართველოს ს----–-----–-- ა-----------–----ი მ------–----------–----ი ე--–---ას შორის არსებობდა შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა და მოსარჩელე 2004-2007 წლებში შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან;
დადგენილია, რომ 2007 წლის 3 ნოემბერს, ქ---------–-გ--------–- მიტროპოლიტის მ------ კ--–----------ს მიერ გამოცემული N--- ბრძანებით დ--–- ბ-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, დ--–- ბ-------ის გათავისუფლების თაობაზე 2007 წლის 3 ნოემბრის N 2-- ბრძანების კანონშსაბამისობა.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ;
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის შემდეგი დავალიანების ანაზღაურება: 1) 2007 წლის ნოემბრიდან ვიდრე სარჩელის აღძვრამდე პერიოდში მიუღებელი ხელფასი თვეში 70 ლარის ოდენობით, რაც 70 ლარზე და 102 თვეზე გაანგარიშებით შეადგენს 7140 ლარს და 2)რადიო „კ---–--------–ისათვის“ 2007 წელს გამოყოფილი 8000 ლარისა, რაზეც მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს მისთვის განკუთვნილ ხელფასს. ჯამში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების 15 140 ლარის დაკისრებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
რაკიღა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2007 წელს ნოემბერში დ--–- ბ-------ე სწორად იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან ეს არის იმის უტყუარი დასტური და მტკიცებულება, რომ ვიდრე სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის მისი მოთხოვნა მიუღებელი ხელფასის თაობაზე არის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული. გარდა აღნიშნულისა მხარე თავად მიუთითებს, რომ რეალურად იგი 2007 წლის ნოემბრის ჩათვლით მუშაობდა და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2-ე მუხლის თანახმად ანზღაურება მხოლოდ გაწეული შრომის სანაცვლოდ გაიცემა.... ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობა ცხადია სრულად გამორიცხავს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
რაც შეეხება 8000 ლარს, რომელსაც ასევე თავის ჰოჰორარად, ხელფასად მიიჩნევს მოსარჩელე პალატა განმარტავს შემდეგს:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მოსარჩელე შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ე-------სთან და შესაბამისად ამისა ხელფასსაც ეპარქიისგან იღებდა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დ--–- ბ-------ის ქ.ქუთაისის მერიისადმი მიწერილი წერილის (ქ---------------ის ეპარქიისათვის გამოყოფილ 12000 ლარს დამატებოდა 5100 ლარი, რადიო მაუწყებლობის დასაფინანსებლად) პასუხად ეცნობა, რომ საფინანსო სამსახურის მიერ 2007 წლის ბიუჯეტში ქ---------------ის ეპარქიისათვის გათვალისწინებული იყო 20000 ლარი. ანუ რადიო ,,კ---–--------–ს“ მისი საქმიანობისათვის მერიისაგან დამატებით გამოეყო 8000 ლარი. პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნული გამოყოფილი თანხა წარმოადგენდა უშუალოდ დ--–- ბ-------ისათვის ხელფასის, ჰონ-----რის სახით განკუთვნილ თანხას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;
დადგენილია, რომ ქ---------–-გ--------–- მიტროპოლიტის მ------ კ--–----------ს 2004 წლის 30 აგვისტოს N--- ბრძანებით, დ--–- ბ-------ე დაინიშნა საე--–--იო რადიო „კ---–--------–ის“ გადაცემათა პასუხისმგებელ რედაქტორად და მისი ხელფასი შეადგენდა 50 ლარს. ხოლო 2007 წლის 31 იანვრის N--- ბრძანებით გაუქმდა 2004 წლის 31 აგვისტოს N--- ბრძანება, საე--–---ო რადიო „კ---–--------–ის“ შექმნის და მის რედაქტორად დ--–- ბ-------ის დანიშვნის შესახებ. ამავე ბრძანებით დ--–- ბ-------ე დაინიშნა გ--–---ის სასულიერო აკადემიაში რადიოკორესპონდენტად, ხელფასის შენარჩუნებით. პალატა მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ დ--–- ბ-------ეს ჰქონდა მითითებულზე მეტი ხელფასი. ან და მუნიციპალური ორგანოსაგან გადმორიცხული 8000 ლარი უშუალოდ დ--–- ბ-------ისათვის იყო განკუთვნილი.
ამდენად, უსაფუძვლოა დ--–- ბ-------ის მითითება, რომ დამსაქმებელს გათავისუფლებამდე მის მიმართ გააჩნია რაიმე სახის დავალიანება.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მოცემული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც და განმარტავს შემდეგს:
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლზე, რომლის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადა ესაა მხარის შესაძლებლობა სასამართლოს გზით აღიდგინოს დარღვეული უფლება ან ინტერესი. ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. აღნიშნული შესაძლებლობა განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლში, რომლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.
ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია ვადის ათვლის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ანუ თუ პირმა იცის ან ობიექტურად უნდა ცოდნოდა, რომ მის უფლებას არღვევენ ან ეცილებიან, ამავე დროის მონაკვეთში პირს შეუძლია დაიცვას თავი სამართლებრივად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ 2007 წლის 3 ნოემბერს, ქ---------–-გ--------–- მიტროპოლიტის მ------ კ--–----------ს მიერ გამოცემული N--- ბრძანებით დ--–- ბ-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, მას აღარ მიეცა მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა.
ამდენად, გათავისუფლებამდე რაიმე სახის სახელფასო დავალიანების არსებობის შემთხვევაში დ--–- ბ-------ეს ობიექტურად უნდა სცოდნოდა მის შესახებ, ე.ი. მას წარმოეშვა სასარჩელო წარმოების გზით საკუთარი უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობა 2007 წლის ნოემბრიდან.
პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება რაიმე დროით შეზღუდული არ არის. პირს ყოველთვის შეუძლია წარადგინოს მოთხოვნა მაშინაც კი, როცა ხანდაზმულობის ვადა გასულია. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით;
ხანდაზმულობის ვადების დაწესებით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეხდინა მისი მოთხოვნის იძულებით აღსრულება.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სარჩელი სასამართლოში წარედგინა არაუგვიანეს 2010 წლის ნოემბრისა, რაც მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია, რადგან სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 09 ივნისს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ამ მხრივაც წარმოადგინა შესაბამისი შედავება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავი გარემოებაა.
რაც შეეხება 2007 წლის ნოემბრის თვიდან სასამართლოში სარჩელის შემოტანის დღემდე სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და სამსახურში აღდგენაზე. ამდენად, დ--–- ბ-------ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ გაუქმებულა და იგი კანონიერ ძალაშია.
შესაბამისად, ამ პირობებში მისი გათავისუფლებიდან არანაირი სახელფასო დავალიანების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რაც მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობაზე.
ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით პალატა მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და ამასთან ერთად ნაწილობრივ ხანდაზმულიც, რაც გამორიცხავს დ--–- ბ-------ის სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად: სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. დ--–- ბ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფა ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე