განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002455125
საქმე №2ბ/5762-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი _ მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - ზ------ პ-----ე
წარმომადგენელი - ვ----------–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - ნ-------------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის გადახდის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკისრებული ალიმენტის თანხის შემცირება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ-------------ის (პირადი №25---------) სარჩელი მოპასუხე ზ------ პ-----ის (პირადი №-----------) მიმართ, მოპასუხე ზ------ პ-----ეს (პირადი №-----------) არასრულწლოვანი ა------ა პ-----ის (დაბადებული 2011 წლის 19 აგვისტოს) ალიმენტის სახით დაეკისრა სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 21 მაისიდან) ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ხოლო არასრულწლოვანი ს-------- პ-----ის (დაბადებული 2017 წლის 8 ივნისს) ალიმენტის სახით - სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 21 მაისიდან) ყოველთვიურად 225 (ორას ოცდახუთი) ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მოსარჩელე ნ-------------ე და მოპასუხე ზ------ პ-----ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ მოსარჩელესთან;
2.2. ნ-------------ე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. იგი მუშაობდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ,,მ-----------------ი“ და ჰქონდა ფიქსირებული ხელფასი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
სსიპ შ--------–---------------ის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, ნ-------------ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის მაისის თვეში - 500 ლარს, თებერვლის თვეში - 285 ლარს, მარტის თვეში - 141.25 ლარს, აპრილის თვეში - 118.75 ლარს, მაისის თვეში - 150 ლარს, ივნისის თვეში - 133.75 ლარს, ივლისის თვეში - 338.25 ლარს. 2017 წლის აგვისტოს თვიდან მოსარჩელე მხარეს დასაბეგრი შემოსავლები არ უფიქსირდება;
2.3. მოპასუხე ზ------ პ-----ე ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე თბილისი, გ-–--------------------------------;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.4. ნ-------------ე და ზ------ პ-----ე დაქორწინდნენ 2010 წლის 16 ივლისს; მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2011 წლის 19 აგვისტოს ა------ა პ-----ე და 2017 წლის 8 ივნისს ს-------- პ-----ე;
2.5. ზ------ პ-----ე 2018 წლის 10 აპრილიდან დასაქმებულია შპს ,,თ---–--------------------------------აში“ ა---------------------------------------------------–--------------ის პოზიციაზე და საშუალო დარიცხული ხელფასი შეადგენს 565 (ხუთას სამოცდახუთი) ლარს; მოპასუხის განმარტებით, მას ხელფასთან ერთად ერიცხება ბონუსის სახით დანამატი, რაც სტაბილურ ხასიათს არ ატარებს; ზ------ პ-----ის 2018 წლის აპრილის თვის ფულადი სახით დარიცხულმა შემოსავალმა შეადგინა 1022.38 ლარი (მათ შორის ხელფასი - 511.19 ლარი სახელფასო დანამატი - 511.19 ლარი). ანგარიშსწორება განხორიელებულია მაისის თვეში. მაისის თვის ფულადი სახით დარიცხულმა შემოსავალმა შეადგინა 1083.32 ლარი (მათ შორის ხელფასი - 541.60 ლარი სახელფასო დანამატი - 541.60 ლარი), ანგარიშსწორება განხორციელებულია ივნისის თვეში;
2.6. სსიპ შ--------–---------------ის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, ზ------ პ-----ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 594.06 ლარს, თებერვლის თვეში - 1483.13 ლარს, მარტის თვეში - 1514.38 ლარს, აპრილის თვეში - 1568.75 ლარს, მაისის თვეში - 1758.75 ლარს, ივნისის თვეში - 1587.19 ლარს, ივლისის თვეში - 1784.38 ლარს, აგვისტოს თვეში - 1720.63 ლარს, სექტემბრის თვეში - 1565.31 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1998.13 ლარს, ნოემბრის თვეში - 2017.50 ლარს, დეკემბრის თვეში - 2641.69 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 1190.94 ლარს, თებერვლის თვეში - 1949.69 ლარს, მარტის თვეში - 1970.63 ლარს, აპრილის თვეში - 1843.75 ლარს და მაისის თვეში - 1533.40 ლარს;
2.7. მოპასუხე ზ------ პ-----ეს სს ,,თ----------ის“ წინაშე 2018 წლის 05 ივნისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება N2-------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 402.92 ლარი და N2-------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1802.42 ლარი;
2.8. მოსარჩელე ნ-------------ე დედასთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გ------------–------–---–ის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე მისამართზე თბილისი, ვ---------–----------–---------------------------–-------------------------------–------------- (საკადასტრო კოდი 0---------------------1). ყოველთვიური ქირის ოდენობა შეადგენს 400 (ოთხასი) ლარს, რასაც იხდის მოსარჩელის დედა. ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია 2018 წლის 1 მაისიდან 2020 წლის 1 მაისამდე ვადით;
2.9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ა------ა პ-----ისათვის ყოველ თვიურად კვებისათვის საჭიროა 300 ლარი, სამოსისათვის - 50-60 ლარი, ბავშვის განვითარებისათვის აქტივობებში მონაწილეობისა თუ გასართობ ცენტრში წაყვანისას საჭიროა თვეში დაახლოებით 80 ლარი. ხოლო არასრულწლოვანი ს-------- პ-----ის კვებისათვის, მედიკამენტების და ჰიგიენური საშუალებებისათვის ყოველ თვიურად საჭიროა 500 (ხუთასი) ლარი; მოპასუხე მხარის განმარტებით, არასრულწლოვან ა------ა პ-----ის კვებისათვის თვეში საკმარისი იქნება 100 ლარი, ხოლო სამოსისათვის საშუალოდ - 10 ლარი, არასრულწლოვანი ს-------- პ-----ისათვის - ჰიგიენური საშუალებებისათვის 15 ლარი, ხოლო კვებისათვის - 80 ლარი;
სასამართლომ მიუთითა, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. შესაბამისად, არასრულწლოვანი ბავშვის საჭიროებებთან დაკავშირებით მხარეთა განსხვავებული პოზიციიდან გამომდინარე, სასამართლომ ადგენს იმ გონივრული ოდენობას, რაც შეესაბამება არასრულწლოვანთა ინტერესებს ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შესაქმნელად.
2.10. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, გ-–------------------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზ------ პ-----ის სახელზე;
2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება სამოქალაქო საქმეზე ზ------ პ-----ის შეგებებული სარჩელისა გამო ნ-------------ის მიმართ განქორწინებისა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარეს არასრულწლოვანი ბავშვისათვის 3.2.4. პუნქტში მითითებული ხარჯების აუცილებლობის თაობაზე საწინააღმდეგო პოზიცია თავის ახსნა-განმარტებაში არ დაუფიქსირებია. მოსარჩელის მიერ დასახელებული კომუნალური გადასახადის 120 (ას ოცი) ლარი უნდა განახევრდეს (საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობენ დედა-შვილი) და მიღებული თანხის (60 ლარის) ნახევარი უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანი რჩენა-აღზრდის საჭიროებისათვის. იმავე პრინციპის გამოყენებით, საცხოვრებელი ბინის ქირის ოდენობა იანგარიშება 142.5 ლარის ოდენობით. სასამართლომ სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია ბავშვის ჯანმრთელობის დაზღვევისათვის ყოველთვიურად 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდის თაობაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.12. სასამართლომ შენიშნა, რომ მოსარჩელე ნ-------------ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები: ა------ა პ-----ე (დაბადებული 2011 წლის 19 აგვისტოს) და ს-------- პ-----ე (დაბადებული 2017 წლის 8 ივნისს).
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.
განხილულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ-------------ე და მოპასუხე ზ------ პ-----ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე დედასთან და არასრულწლოვან ა------ა პ-----ესთან და ს-------- პ-----ესთან ერთად ცხოვრობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გ------------–------–---–ის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე მისამართზე თბილისი, ვ---------–----------–---------------------------–-------------------------------–------------- (საკადასტრო კოდი 0---------------------1). ყოველთვიური ქირის ოდენობა შეადგენს 400 (ოთხასი) ლარს, რასაც იხდის მოსარჩელის დედა. ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია 2018 წლის 1 მაისიდან 2020 წლის 1 მაისამდე ვადით (3.2.5). მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის მოსარჩელის ქირით ცხოვრების და ამ ოდენობით ქირის გადახდის ფაქტს, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა საწინააღმდეგო გარემოებაზე ვერ მიუთითებს. დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ-------------ე ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. იგი მუშაობდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ,,მ-----------------ი“ და ჰქონდა ფიქსირებული ხელფასი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სსიპ შ--------–---------------ში არსებული მონაცემებით, ნ-------------ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის მაისის თვეში - 500 ლარს, თებერვლის თვეში - 285 ლარს, მარტის თვეში - 141.25 ლარს, აპრილის თვეში - 118.75 ლარს, მაისის თვეში - 150 ლარს, ივნისის თვეში - 133.75 ლარს, ივლისის თვეში - 338.25 ლარს. 2017 წლის აგვისტოს თვიდან მოსარჩელე მხარეს დასაბეგრი შემოსავლები არ უფიქსირდება (3.1.2). მოსარჩელის განმარტებით, იგი იმყოფება დედის კმაყოფაზე.
სასამართლოს განმარტებით, სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. დადგენილია, რომ მოპასუხე ზ------ პ-----ე ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე თბილისი, გ-–-------------------------------- (3.1.3., 3.2.7). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, დასტურდება მოპასუხე მხარის დასაქმებისა და ყოველთვიური შემოსავლის მიღების ფაქტი. კერძოდ, ზ------ პ-----ე 2018 წლის 10 აპრილიდან დასაქმებულია შპს ,,თ---–--------------------------------აში“ ა---------------------------------------------------–--------------ის პოზიციაზე და საშუალო დარიცხული ხელფასი შეადგენს 565 (ხუთას სამოცდახუთი) ლარს. მოპასუხის განმარტებით, მას ხელფასთან ერთად ერიცხება ბონუსის სახით დანამატი, რაც სტაბილურ ხასიათს არ ატარებს. ამასთან, სსიპ შ--------–---------------ში არსებული მონაცემებით, მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი ფიქსირებულ ხელფასზე გაცილებით მეტია, კერძოდ, როგორც საქმეში არსებული მასალებით დგინდება, ზ------ პ-----ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 594.06 ლარს, თებერვლის თვეში - 1483.13 ლარს, მარტის თვეში - 1514.38 ლარს, აპრილის თვეში - 1568.75 ლარს, მაისის თვეში - 1758.75 ლარს, ივნისის თვეში - 1587.19 ლარს, ივლისის თვეში - 1784.38 ლარს, აგვისტოს თვეში - 1720.63 ლარს, სექტემბრის თვეში - 1565.31 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1998.13 ლარს, ნოემბრის თვეში - 2017.50 ლარს, დეკემბრის თვეში - 2641.69 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 1190.94 ლარს, თებერვლის თვეში - 1949.69 ლარს, მარტის თვეში - 1970.63 ლარს, აპრილის თვეში - 1843.75 ლარს და მაისის თვეში - 1533.40 ლარს (3.2.2., 3.2.3). შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის მოსაზრებას ყოველთვიურად მხოლოდ ფიქსირებული ხელფასის 565 (ხუთას სამოცდახუთი) ლარის ოდენობით შემოსავლის მიღების თაობაზე. სასამართლომ შენიშნა, რომ მოპასუხე მხარე ასევე მიუთითებდა საბანკო შეუსრულებელ ვალდებულებაზე: მას სს ,,თ----------ის“ წინაშე 2018 წლის 05 ივნისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება N2-------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 402.92 ლარი და N2-------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1802.42 ლარი (3.2.4). აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება ბანკიდან ოჯახის საერთო ან არასრულწლოვანთა ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვების უფლების სათანადო დაცვას. ის გარემოება, რომ მოპასუხე ყოველთვიურად ფარავს კრედიტს, მეტყველებს მის ქონებრივ შესაძლებლობაზე და არა გადახდისუუნარობაზე, რაც ვერ გახდება ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების (ამ შემთხვევაში საალიმენტო ვალდებულების) შესრულების შემდეგ დარჩება.
სასამართლოს განმარტებით, შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. მოპასუხე მხარეს, რომელსაც კანონის ძალით აკისრია ბავშვების რჩენის ვალდებულება, აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. სასამართლომ შენიშნა, რომ მოპასუხე ზ------ პ-----ე თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით თანახმა იყო, არასრულწლოვანი ა------ა პ-----ის და ს-------- პ-----ის ალიმენტის სახით გადაეხადა თითოეულისათვის 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი. სასამართლომ განუმარტა ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ასევე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოპასუხე მხარეს გარდა არასრულწლოვანი შვილებისა, სხვა პირი კმაყოფაზე არ ჰყავს. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება სამოქალაქო საქმეზე ზ------ პ-----ის შეგებებული სარჩელისა გამო ნ-------------ის მიმართ განქორწინებისა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნით (3.2.8). შესაბამისად, განჩინებით განსაზღვრული დროის განმავლობაში, კვირაში გარკვეული დროის მონაკვეთი არასრულწლოვანმა ბავშვებმა უნდა გაატარონ მამასთან და ამ უკანასკნელმა ბავშვების მასთან ყოფნის პერიოდში უნდა უზრუნველყოს ისინი აუცილებელი საჭიროებებით. სასამართლოს შეფასებით, ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან, რა დროსაც აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებები. განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ა------ა პ-----ისათვის ყოველ თვიურად კვებისათვის საჭიროა 300 ლარი, სამოსისათვის - 50-60 ლარი, ბავშვის განვითარებისათვის აქტივობებში მონაწილეობისა თუ გასართობ ცენტრში წაყვანისას საჭიროა თვეში დაახლოებით 80 ლარი. ხოლო არასრულწლოვანი ს-------- პ-----ის კვებისათვის, მედიკამენტების და ჰიგიენური საშუალებებისათვის ყოველ თვიურად საჭიროა 500 (ხუთასი) ლარი. განსხვავებულ თანხის ოდენობაზე მიუთითებს მოპასუხე მხარე, კერძოდ, მისი განმარტებით, არასრულწლოვან ა------ა პ-----ის კვებისათვის თვეში საკმარისი იქნება 100 ლარი, ხოლო სამოსისათვის საშუალოდ - 10 ლარი, არასრულწლოვანი ს-------- პ-----ისათვის - ჰიგიენური საშუალებებისათვის 15 ლარი, ხოლო კვებისათვის - 80 ლარი (3.2.6). სასამართლო აღნიშნავს, რომ საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვების უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. გამომდინარე აღნიშნულიდან, ალიმენტის განსაზღვრისას, სასამართლო ადგენს იმ გონივრული ოდენობას, რაც შეესაბამება არასრულწლოვანთა ინტერესებს ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შესაქმნელად.
სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში მიიღო (კვების, სამოსის ხარჯის დასადგენად) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 16.07.2018წ.), რომლის მხიედვითაც, სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შრომისუნარიანი მამაკაცისათვის შეადგენდა 2018 წლის მაისის თვისათვის - 177.8 ლარს და ივნისის თვისათვის - 173.0 ლარს. სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვების რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არასრულწლოვანები ბავშვები, ა------ა პ-----ე და ს-------- პ-----ე არიან სხვადასხვა ასაკის და მათი ასაკიდან გამომდინარე განსხვავდება მათი საჭიროებები და ამისათვის აუცილებელი თანხის ოდენობაც. შესაბამისად, სასამართლომ გაითვალისწინა სახელმწიფოს მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობა, მოზარდი არასრულწლოვანი ა------ა პ-----ის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობისათვის ყოველთვიურად ერთი მშობლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა (საშუალოდ თვეში 25 ლარი) და ბავშვის სხვადასხვა გასართობ ადგილას თუ განვითარებისათვის აუცილებელ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ყოველთვიური ხარჯის ოდენობაც. არასრულწლოვანი ს-------- პ-----ესთან მიმართებით კი განმარტა, რომ აუცილებელი იყო მისი ასაკიდან გამომდინარე განსაკუთრებული კვების რაციონისა და ჰიგიენური საშუალებების საჭიროებისა და ამისათვის განკუთვნილი ყოველთვიური ხარჯის გათვალისწინება. სასამართლოს შეფასებით, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვებს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვების ასაკისა და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის, ყოველთვიური შემოსავლისა და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტი არასრულწლოვანი ა------ა პ-----ის რჩენა-აღზრდის მიზნით უნდა განსაზღვრულიყო 250 (ორას ორმოცდაათი) ოდენობით, ხოლო არასრულწლოვანი ს-------- პ-----ესთან მიმართებით, 225 (ორას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ზ------ პ-----ეს ერიცხებოდა ყოველთვიური შემოსავალი 1500 ლარზე მეტი ოდენობით. აპელანტი მიუთითებს, რომ 2017 წლის განმავლობაში ჩარიცხული თანხები წარმოადგენდა ბონუსებს, რომელიც 2018 წლის მდგომარეობით მხარეს აღარ ერიცხება, მეტიც - მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 450 ლარს, საიდანაც იგი იხდის სასესხო ვალდებულებას და შესაბამისად, გაუგებარია როგორ უნდა გადაიხადოს აპელანტმა ორივე შვილის ალიმენტის სახით 475 ლარი, როდესაც მისი ხელფასი 450 ლარს შეადგენს. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მისით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა თითოეული არასრულწლოვანისთვის უნდა განისაზღვროს 100 ლარით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- მოსარჩელე ნ-------------ე და მოპასუხე ზ------ პ-----ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ მოსარჩელესთან;
- ნ-------------ე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. იგი მუშაობდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ,,მ-----------------ი“ და ჰქონდა ფიქსირებული ხელფასი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; სსიპ შ--------–---------------ის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, ნ-------------ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის მაისის თვეში - 500 ლარს, თებერვლის თვეში - 285 ლარს, მარტის თვეში - 141.25 ლარს, აპრილის თვეში - 118.75 ლარს, მაისის თვეში - 150 ლარს, ივნისის თვეში - 133.75 ლარს, ივლისის თვეში - 338.25 ლარს. 2017 წლის აგვისტოს თვიდან მოსარჩელე მხარეს დასაბეგრი შემოსავლები არ უფიქსირდება;
- მოპასუხე ზ------ პ-----ე ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე თბილისი, გ-–--------------------------------;
- ნ-------------ე და ზ------ პ-----ე დაქორწინდნენ 2010 წლის 16 ივლისს; მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2011 წლის 19 აგვისტოს ა------ა პ-----ე და 2017 წლის 8 ივნისს ს-------- პ-----ე;
- ზ------ პ-----ე 2018 წლის 10 აპრილიდან დასაქმებულია შპს ,,თ---–--------------------------------აში“ ა---------------------------------------------------–--------------ის პოზიციაზე და საშუალო დარიცხული ხელფასი შეადგენს 565 (ხუთას სამოცდახუთი) ლარს; მოპასუხის განმარტებით, მას ხელფასთან ერთად ერიცხება ბონუსის სახით დანამატი, რაც სტაბილურ ხასიათს არ ატარებს; ზ------ პ-----ის 2018 წლის აპრილის თვის ფულადი სახით დარიცხულმა შემოსავალმა შეადგინა 1022.38 ლარი (მათ შორის ხელფასი - 511.19 ლარი სახელფასო დანამატი - 511.19 ლარი). ანგარიშსწორება განხორიელებულია მაისის თვეში. მაისის თვის ფულადი სახით დარიცხულმა შემოსავალმა შეადგინა 1083.32 ლარი (მათ შორის ხელფასი - 541.60 ლარი სახელფასო დანამატი - 541.60 ლარი), ანგარიშსწორება განხორციელებულია ივნისის თვეში;
- სსიპ შ--------–---------------ის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, ზ------ პ-----ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 594.06 ლარს, თებერვლის თვეში - 1483.13 ლარს, მარტის თვეში - 1514.38 ლარს, აპრილის თვეში - 1568.75 ლარს, მაისის თვეში - 1758.75 ლარს, ივნისის თვეში - 1587.19 ლარს, ივლისის თვეში - 1784.38 ლარს, აგვისტოს თვეში - 1720.63 ლარს, სექტემბრის თვეში - 1565.31 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1998.13 ლარს, ნოემბრის თვეში - 2017.50 ლარს, დეკემბრის თვეში - 2641.69 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 1190.94 ლარს, თებერვლის თვეში - 1949.69 ლარს, მარტის თვეში - 1970.63 ლარს, აპრილის თვეში - 1843.75 ლარს და მაისის თვეში - 1533.40 ლარს;
- მოპასუხე ზ------ პ-----ეს სს ,,თ----------ის“ წინაშე 2018 წლის 05 ივნისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება N2-------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 402.92 ლარი და N2-------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1802.42 ლარი;
- მოსარჩელე ნ-------------ე დედასთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გ------------–------–---–ის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე მისამართზე თბილისი, ვ---------–----------–---------------------------–-------------------------------–------------- (საკადასტრო კოდი 0---------------------1). ყოველთვიური ქირის ოდენობა შეადგენს 400 (ოთხასი) ლარს, რასაც იხდის მოსარჩელის დედა. ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია 2018 წლის 1 მაისიდან 2020 წლის 1 მაისამდე ვადით;
- მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ა------ა პ-----ისათვის ყოველ თვიურად კვებისათვის საჭიროა 300 ლარი, სამოსისათვის - 50-60 ლარი, ბავშვის განვითარებისათვის აქტივობებში მონაწილეობისა თუ გასართობ ცენტრში წაყვანისას საჭიროა თვეში დაახლოებით 80 ლარი. ხოლო არასრულწლოვანი ს-------- პ-----ის კვებისათვის, მედიკამენტების და ჰიგიენური საშუალებებისათვის ყოველ თვიურად საჭიროა 500 (ხუთასი) ლარი; მოპასუხე მხარის განმარტებით, არასრულწლოვან ა------ა პ-----ის კვებისათვის თვეში საკმარისი იქნება 100 ლარი, ხოლო სამოსისათვის საშუალოდ - 10 ლარი, არასრულწლოვანი ს-------- პ-----ისათვის - ჰიგიენური საშუალებებისათვის 15 ლარი, ხოლო კვებისათვის - 80 ლარი;
4.2. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია, ასევე, ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, გასათვალისწინებელია მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერი ინტერესი. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი ა------ა და ს-------- პ-----ეები ცხოვრობენ დედასთან - ნ-------------ესთან ერთად ნაქირავებ ბინაში, ამასთან, დადგენილია, რომ მოცემული მდგომარეობით ნ-------------ე უმუშევარია და არ გააჩნია შემოსავალი, ხოლო მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვანთა აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ამასთან, მშობელთა ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელი არ არის სტაბილური მატერიალური შემოსავლების მქონე, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ ზ------ პ-----ის პოზიციას მისი ყოველთვიური შემოსავლის ოდენობასთან დაკავშირებით და შენიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ შ--------–---------------ის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, ზ------ პ-----ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 594.06 ლარს, თებერვლის თვეში - 1483.13 ლარს, მარტის თვეში - 1514.38 ლარს, აპრილის თვეში - 1568.75 ლარს, მაისის თვეში - 1758.75 ლარს, ივნისის თვეში - 1587.19 ლარს, ივლისის თვეში - 1784.38 ლარს, აგვისტოს თვეში - 1720.63 ლარს, სექტემბრის თვეში - 1565.31 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1998.13 ლარს, ნოემბრის თვეში - 2017.50 ლარს, დეკემბრის თვეში - 2641.69 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 1190.94 ლარს, თებერვლის თვეში - 1949.69 ლარს, მარტის თვეში - 1970.63 ლარს, აპრილის თვეში - 1843.75 ლარს და მაისის თვეში - 1533.40 ლარს; ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ზ------ პ-----ის მტკიცება მასზედ, რომ იგი ყოველთვიურად ხელფასის სახით მხოლოდ 450 ლარს იღებს, ვერ იქნა დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით, და ასეც რომ იყოს, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტის შემცირების საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, რომ ნ-------------ე უმუშევარია, ცხოვრობს ქირით არასრულწლოვნებთან ერთად, ხოლო აპელანტს, გარდა არასრულწლოვანი ს-------- და ა------ა პ-----ეებისა, სხვა პირის რჩენის ვალდებულება არ აკისრია.
ამასთან, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება ბანკიდან ოჯახის საერთო ან არასრულწლოვანთა ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვების უფლების სათანადო დაცვას. ის გარემოება, რომ მოპასუხე ყოველთვიურად ფარავს კრედიტს, მეტყველებს მის ქონებრივ შესაძლებლობაზე და არა გადახდისუუნარობაზე, რაც ვერ გახდება ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი. ამდენად, აპელანტის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს. მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების (ამ შემთხვევაში საალიმენტო ვალდებულების) შესრულების შემდეგ დარჩება.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. პალატა მიუთითებს, რომ მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვების რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის შეფასებას, რომ არასრულწლოვნები - ა------ა პ-----ე და ს-------- პ-----ე არიან სხვადასხვა ასაკის და მათი ასაკიდან გამომდინარე განსხვავდება მათი საჭიროებები და ამისათვის აუცილებელი თანხის ოდენობაც. ამდენად, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა სახელმწიფოს მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობა, მოზარდი არასრულწლოვანი ა------ა პ-----ის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობისათვის ყოველთვიურად ერთი მშობლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა (საშუალოდ თვეში 25 ლარი) და ბავშვის სხვადასხვა გასართობ ადგილას თუ განვითარებისათვის აუცილებელ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ყოველთვიური ხარჯის ოდენობაც, ხოლო არასრულწლოვანი ს-------- პ-----ესთან მიმართებით, მისი ასაკიდან გამომდინარე განსაკუთრებული კვების რაციონისა და ჰიგიენური საშუალებების საჭიროება და ამისათვის განკუთვნილი ყოველთვიური ხარჯი მიიჩნია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საპირწონედ. პალატა მიუთითებს აგრეთვე, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვებს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას, ამ თვალსაზრისით კი ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება.
შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ------ პ-----ისთვის არასრულწლოვანი შვილებისთვის გადასახდელი ალიმენტის თანხა - 250 და 225 ლარის ოდენობით სავსებით სამართლიან და გონივრულ ოდენობას წარმოადგენდა, არასრულწლოვანთა ინტერესების და აპელანტის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
4.3. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ------ პ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი