განაჩენი

სისხლის სამართლის 08.04.2019
საქმის ნომერი
330100115820840
ინსტანცია
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100115820840

საქმე №1ბ/1082-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: თა---------–-----–---–-ს

გამართლებულის: ირ---–----------–------ს

ადვოკატების: გე-–--------–--–---–-ს, ნა----------------–-----ს

მონაწილეობით,ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის თა---------–-----–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გამართლებულ ირ---–----------–------ს მიმართ - დ----------–-------–-–------------–--------------–----------–------------------------------------------–----–------------------–-----–----------------–--–---------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

გამართლებულ ზა-----------ს მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 1----–-–---------------–--------------–----------–--------------------------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქ------–-----–---------------–------------------–---------------–------------–---------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით,ზა----------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ირ---–----------–------ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ზა-----------ს და ირ---–----------–-----ს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 20 მარტს, შუადღის საათებში, თბილისში, წ----------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირ---–----------–------ მი---------------–-–---–ს დაემუქრა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მოუსპობდა სიცოცხლეს, თუკი კონკრეტულ დრომდე არ გადასცემდა 1000 ლარს. 2015 წლის 21 მარტს ანალოგიურს - ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას ჰქონდა ადგილი ირ---–----------–------ს მხრიდან, ზა-----------სთან ერთად, რა დროსაც ფსიქოლოგიური ზეწოლით მი---------------–-–---–მა ზა-----------ს გადასცა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორმა თა---------–-----–---–მა, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ირ---–----------–------სა და ზა-----------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ირ---–----------–------ს და ზა-----------ს ბრალეულობას. სააპელაციო საჩივარში მითთებულია, რომ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მი---------------–-–---–ის განცხადება, რომლის თანახმადაც, 2015 წლის 20 მარტს ირ---–----------–-----მა მას ყელის არეში მიაბჯინა ბრაუნინგის ტიპის პისტოლეტი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუ დღის ბოლომდე არ მიუტანდა 1000 ლარს. ასევე განცხადების თანახმად ირ---–----------–------ მი---------------–-–---–ისაგან 1000 ლარის გადაცემას ითხოვდა 2015 წლის 17 მარტს და აფრთხილებდა, რომ თანხის გადაუცემლობის შემთხვევაში შეექმნებოდა პრობლემები. ამასთანავე, აპელანტი უთითებს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები: სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, კაზინო „-------- საპირფარეშოს ვიდეოჩანაწერი, მოწმეების დი-----------–---–-ს და ირ---–-----–-–---–-ს ჩვენებები ერთობლიობაში მიუთითებს, რომ მი---------------–-–---–ის მიმართ ადგილი ჰქონდა გამოძალვის ფაქტს.

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ თითქოსდა დასაბუთების გარეშე არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული და სასამართლოს წინაშე გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა და ისე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

აპელანტის ასეთი მსჯელობა აშკარად არ გამომდინარეობს და წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებთან. ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მტკიცებულებები არათუ პირდაპირ, არამედ ირიბადაც კი არ მიანიშნებენ, რომ ირ---–----------–------ს და ზა-----------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა მი---------------–-–---–ისათვის თანხის გამოძალვას.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მი----------------–-–---–მა განაცხადა, რომ ბრალდებულები ზა----------- და ირ---–----------–------ არიან მისი მეგობრები. განსახილველ დანაშაულთან დაკავშირებით მისი დაზარალებულად ცნობა განაპირობა მხოლოდ იმ გარემოება, რომ ძალიან სერიოზულ ზეწოლას ჰქონდა ადგილი მის მიმართ. ამის გამო საქართველოდან მოუწია წასვლა, საიდანაც ნოტარიულად დამოწმებული განცხადებაც გამოაგზავნა, რომ ბრალდებულების მხრიდან არანაირი დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. მას როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად აიძულეს, რომ მეგობრების წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. კერძოდ, პროკურორი ბაკ-------------ი იყო განსაკუთრებულად დაინტერესებული, რომ ირ---–----------–------ და ზა----------- აღმოჩენილიყვნენ ციხეში. ყველაფერი ვ---- პოლიციის მე-5 განყოფილებაში დაიგეგმა და განხორციელდა. განყოფილების უფროსი გ-----–--–--- და პროკურორი ბაკ-------------ი ახდენდნენ მასზე ზეწოლას. ისეთ სერიოზულ იძულებას ჰქონდა ადგილი მის მიმართ, რომ უახლოეს ადამიანებზეც კი მოუწია ასეთი რამის თქმა. რეალურად კი ბრალდებულები არაფერში არ არიან დამნაშავეები. მის მიმართ განხორციელებული დანაშაულის შესახებ შეტყობინებით მას არ მიუმართავს საგამოძიებო ორგანოსთვის, მანქანიდან მოიტაცეს და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში; უთხრეს რასაც გეტყვით, ის უნდა გააკეთოო, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ამბავი, 1 კვირა სახლშიც არ გაუშვეს. პოლიციის თანამშრომლების მიერ დამონტაჟებული კადრებიც აქვს ნანახი, სადაც ზა----------- მეუღლესთან ერთად ზის ავტომანქანაში. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მასსა და ირ---–----------–-----ს შორის კაზინო „-------- საპირფარეშოში არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ირ---–----------–------ სვამდა ძილის წამალს, სტრესი და ნერვოზი ჰქონდა. ეგონა, რომ მოწმეს საფულეში ედო წამალი და მისი გამორთმევის მიზნით შეიყვანა საპირფარეშოში, მაგრამ მი---------------–-–---–მა არ მისცა, რადგან წამლის მიღების შემდეგ ირ---–-ს 24 საათის განმავლობაში ეძინა ხოლმე. ირ---–----------–-----ს და ზა-----------ს მისთვის თანხა არ მოუთხოვიათ. რაც შეეხება სატელეფონო საუბრებში ასახულ ვითარებას თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ირ---–-მ ასესხა 500 აშშ დოლარი და უნდა დაებრუნებინა, ვინაიდან ბინა ჰქონდა იპოთეკით დატვირთული და გადახდა ეჩქარებოდა. კრებსებშიც ჩანს, რომ თანხის მოთხოვნისას მასზე არანაირი იძულება არ განუხორციელებიათ. ზა-----------ს რა შეხება ჰქონდა ირ---–-ს ვალთან დაკავშირებით, არ ახსოვს. ზა-----------მ საუბრისას თუ დააფიქსირა, რომ ირ---–----------–------სთვის 1000 ლარი უნდა მიეტანა, ვერ იხსენებს, იმ პერიოდიდან გასული ხანგრძლივი დროის გამო. სისხლის სამართლის საქმეში არსებულ დოკუმენტებზე ბრმად, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად აქვს ხელი მოწერილი. ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. ირ---–----------–-----თან შეხვედრისას მის ხელში არანაირი იარაღი არ შეუნიშნავს. ამ უკანასკნელთან ჩხრეკის ჩატარების შემდეგ გაგიჟებულები იყვნენ სამართალდამცავები, ვინაიდან ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს. გ-----–--–--- ამბობდა, ავიღოთ და ერთი ცალი მივუგდოთო. ბა---------------- მას მოსთხოვა ჩვენების მიცემისას იარაღი აუცილებლად ეხსენებინა; ბრალი რომ დავუმძიმო ღუ----–-----ს ასეა საჭირო, ეს იარაღი საქმეს განამტკიცებსო.

კანონის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი თუნდაც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რაც ირ---–----------–------ს და ზა-----------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიანიშნებდა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, პალატა აფასებს რა მი---------------–-–---–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლს სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, მიუთითებს, რომ სასამართლოს წინაშე დაკითხვისას დაზარალებულის ჩვენებით უარყოფილი იქნა ირ---–----------–------ს და ზა-----------ს მიერ მის მიმართ დანაშაულის განხორციელების ფაქტი. ასევე, მი---------------–-–---–ის განმარტებით, მის მიმართ გამოძალვის განხორციელების შესახებ შეტყობინება საკუთარი სურვილით არ გაუკეთებია საგამოძიებო ორგანოში. მასზე პროკურორის და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რამაც განაპირობა მეგობრების მხილება იმ ქმედების ჩადენაში, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია.

იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ირ---–----------–------ს და ზა-----------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების ერთობლიობა, პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაზარალებულ მი---------------–-–---–ის ჩვენების სანდოობასა და სისწორეში. აპელანტის მხრიდან სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლები.

აპელანტი ირ---–----------–------ს და ზა-----------ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიიჩნევს ასევე, მოწმეების დი-----------–---–-ს, ირ---–-----–-–---–-ს და კ----------------–--ს ჩვენებებს, რასაც პალატა ვერ დაეთანხმება და მიუთითებს, რომ აღნიშნული მოწმეების მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია არ არის საკმარისი ბრალდებულთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

მოწმე დი-----------–---–-ა გამორიცხა ირ---–----------–------ს ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა. მიუთითა, რომ მისგან მი---------------–-–---–ი ითხოვდა ირ---–----------–------ს შავ სიაში შეყვანას, ვინაიდან ამ უკანასკნელმა საპირფარეშოში სცადა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და ფულის წართმევა. თუმცა, მოწმემ დაათვალიერა კამერები და ნახა, რომ ირ---–-მ მ------- ჯიბიდან ამოუღო საფულე, დაათვალიერა და უკან დაუბრუნა, რის შემდეგაც დაშორდნენ ერთმანეთს. ვინაიდან მან ფულის ამოღების ფაქტი ვერ ნახა, ამიტომ მი---------------–-–---–ს უპასუხა, რომ კამერებში არაფერი ჩანდა და, შესაბამისად, ირ---–----------–-----ს შავ სიაში ვერ შეიყვანდა. ამდენად, დაზარალებულისათვის თანხის გამოძალვასთან დაკავშირებით მოწმის ჩვენება წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას. ხოლო თავად მი---------------–-–---–მა სასამართლოს წინაშე არ დაადასტურა მსგავსი ფაქტის არსებობა. ირ---–-----–-–---–- და კ----------------–-- კი ინფორმაციას იძლევიან მხოლოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე, ისინი არ არიან ფაქტის შემსწრე პირები და მათი ჩვენებები ვერ ქმნის ობიექტურ საფუძველს პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

რაც შეეხება საქმეზე წარმოდგენილ წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს, 2015 წლის 20 მარტის კაზინო „-------- ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ შედიან ირ---–----------–------ და მი---------------–-–---–ი საპირფარეშოში. ირ---–- ათვალიერებს მირ----- საფულეს, შემდგომ თვითონ უყოფს ჯიბეში ხელს და რაღაც საგანს უღებს ჯიბიდან, რის შემდეგაც ისინი გამოდიან საპირფარეშოდან.

2015 წლის 25 მაისის ფონოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოკვლეული ვიდეოგრამა (წარწერით: ,,კაზინოდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი‘‘) ერთი მთლიანია; მასში არ დაფიქსირებულა ჩანაწერის მთლიანობის დარღვევის რაიმე ნიშანი: წყვეტა, შერჩევითი ჩაწერა, ხარვეზები, გამოსახულების შეყოვნებები, კადრის გაუმართლებელი ცვლილებები, კადრების გადაფარვა სხვა გამოსახულებებით და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიზის დასკვნით დადასტურდა სამორინე „-------- ვიდეოჩანაწერების ერთიანობა, მოცემული ვიდეოჩანაწერიდან არც ერთ შემთხვევაში არ იკვეთება ირ---–----------–------ს მხრიდან მი---------------–-–---–ისათვის თანხის გამოძალვის, წართმევის, მის მიმართ მუქარის ან ძალადობრივი ქმედების განხორციელების ფაქტი.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მი---------------–-–---–ისა და ირ---–----------–------ს სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონის ნომრებზე განხორციელებული საუბრების თანახამდ, ირ---–----------–------ მი---------------–-–---–ისაგან ითხოვს ფულად თანხას. ასევე, ზა----------- მი---------------–-–---–თან საუბრობს თანხასთან დაკავშირებით. აღნიშნულ აუდიოჩანაწერებზე დანიშნული იქნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა, თუმცა ბრალდების მხარემ სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნა ვერ წარმოადგინა.

დაზარალებულმა მი---------------–-–---–მა წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის და სატელეფონო საუბრების შინაარსთან დაკავშირებით განავითარა საკუთარი ვერსია, რომლის გაბათილებაც ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო.

ბრალდების მხარე ცდილობს არასარწმუნოდ წარმოაჩინოს მი---------------–-–---–ის ჩვენება და განმარტავს, რომ მი---------------–-–---–მა მიუთითა ვიდეოჩანაწერის მონტაჟზე, მაშინ როდესაც სამორინე „აჭ-------ნ“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების ნამდვილობა დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით. თუმცა მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ მი---------------–-–---–მა დაკითხვისას მიუთითა არა სამორინე „აჭ-------ნ“ გამოთხოვილ ვიდეოჩანწერებზე, არამედ სულ სხვა, ზა-----------ს ავტომანქანაში გადაღებული კადრების მონტაჟზე, რაც განსახილველ საქმეში არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, პალატის შეფასების მიღმა რჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ირ---–----------–------ს და ზა-----------ს ქმედებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ ირ---–----------–------ს და ზა-----------ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

ამდენად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის თა---------–-----–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ზა----------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზა-----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია.

5. ირ---–----------–------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ირ---–----------–------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

7. ნივთიერი მტკიცებულებები - მი---------------–-–---–ის კუთვნილი ავტომანქანა „მერსედესი“ (რომელიც ინახება დაზარალებულთან) და ირ---–----------–------ს კუთვნილი მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო DVD და CD დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

8. გამართლებულებს - ზა-----------სა და ირ---–----------–-----ს უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

9. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

10. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი