განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N120100117002126372, N1/ბ-897-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კა------ ლე--–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ირ---–- მე-–--ე, დაბადებული 198--–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბ--–----------–---------------------------------------;
ადვოკატი: რა---- ჩი----–--ე.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობის მცდელობა).
სასჯელი:
7 (შვიდი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
მსჯავრდებულ ირ---–- მე-–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ახ--––--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან მსჯავრდებულ ირ---–- მე-–--ის ქმედების გადაკვალიფიცირება ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:
▪ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოსამართლემ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით არ დადასტურდა, რომ ირ---–- მე-–--ეს გააჩნდა ნუ------ ხო-----–---–ის მკვლელობის განზრახვა.
▪ ირ---–- მე-–--ეს განზრახვის შემთხვევაში ჰქონდა დრო და საშუალება მის სისრულეში მოსაყვანად, თუმცა, განმეორებითი დარტყმა დაზარალებულისთვის არ მიუყენებია და არც მის მიერ შემთხვევის ადგილის დატოვება ყოფილა სხვა პირების გაშველების შედეგი. მხოლოდ ჭრილობის ლოკალიზაცია და მძიმე დაზიანების არსებობა კი არ უნდა გახდეს მკვლელობის მცდელობით მსჯავრდების საფუძველი.
▪ მოწმე თა---- აფ------–---–ი შემთხვევის ადგილზე მივიდა მოგვიანებით, რასაც ადასტურებს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რადგან შეუძლებელია მხოლოდ ამ მოწმეს გაეგო ირ---–- მე-–--ის სიტყვები „მოგკლავ“.
▪ დაზარალებულმა ნუ------ ხო-----–---–მა განმარტა, რომ ირ---–- მე-–--ემ დაჭრა მას შემდეგ, რაც გინების გამო გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ასევე აღნიშნა, რომ ირ---–- მე-–--ეს, განზრახვის არსებობის შემთხვევაში, შეეძლო განმეორებითი დარტყმების განხორციელება.
▪ მოწმე და---- ხი------–---–მა აღნიშნა, რომ ნუ------ ხო-----–---–ის დაჭრის შემდეგ ირ---–- მე-–--ე ჩავარდა აფექტურ მდგომარეობაში, რადგან არ ეგონა, რომ დაჭრიდა ადამიანს და წავიდა იმ ადგილიდან. შესაბამისად მიაჩნია, რომ ჩხუბი, იქ მყოფების ჩარევის შემთხვევაშიც კი აღარ გაგრძელდებოდა. და---- ხი------–---–ის ჩვენება თანხვედრაშია ლა–------------ის ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ ნუ------ ხო-----–---–ის მოკვლის განზრახვის შემთხვევაში ირ---–- მე-–--ეს ჰქონდა შესაძლებლობა კიდევ რამდენჯერმე დაერტყა დანა დაზარალებულისთვის, რადგან მისთვის ხელები არავის გაუკავებია (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის პოზიცია - ახ--––--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
ახ--––--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენით, ირ---–- მე-–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 1 სექტემბერს, შუადღის საათებში, დაბა აბ---------ში, რუ-------–ის ქუჩა N90-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიასთან, ირ---–- მე-–--ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნუ------ ხო-----–---–ს მოკვლის განზრახვით დაარტყა დანა მუცლის არეში, რითაც დაზარალებულ ნუ------ ხო-----–---–ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
ახ--––--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენით, ირ---–- მე-–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის და 6 თვის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულმა ნუ------ ხო-----–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 1 სექტემბერს, შუადღით, იმყოფებოდა დაბა აბ--------ის ცენტრში მდებარე მაღაზიის წინ, რა დროსაც მას მიუახლოვდა ირ---–- მე-–--ე, რომელსაც არ მოეწონა მისი სათვალე და დამცინავი ტონით უთხრა ,,რანაირად გიკეთიაო“, რაც არ ესიამოვნა და ირ---–- მე-–--ეს მოუწოდა ზრდილობისკენ. ასევე უთხრა, რომ უნდა სცოდნოდა უფროსი და უმცროსი. აღნიშნული არ მოეწონა ირ---–- მე-–--ეს, რის გამოც მოუვიდათ შელაპარაკება. ირ---–- იწევდა მისკენ, თუმცა ამ უკანასკნელთან ერთად მყოფმა პირებმა ისინი დააშორეს ერთმანეთს. ირ---–- მე-–--ეს თავადაც ეუბნებოდა წასულიყო და დაენებებინა თავი, რაზეც ამ უკანასკნელმა შეაგინა. აღნიშნულზე გინებითვე უპასუხა თავად, შემდეგ შებრუნდა და დააპირა იმ ადგილის დატოვება. ამ დროს ზურგში იგრძნო ხელის ან ფეხის დარტყმა, შებრუნდა და დაინახა, რომ ირ---–- მე-–--ე მისი მისამართით იქნევდა ხელ-ფეხს, როგორც ჩანს იგი დაუსხლტა იმ პირებს, რომლებიც აკავებდნენ. იგი ცდილობდა ირ---–- მე-–--ის მოგერიებას, რა დროსაც მათ შორის დაიწყო ჩხუბი. ისინი ერთმანეთისგან დაახლოებით ერთი მეტრით ან მეტრა ნახევრით იყვნენ დაშორებულნი. ამ დროს მუცელში იგრძნო ჩხვლეტა, თუმცა დანა არ დაუნახავს. დაიხედა მუცელზე, დაინახა, რომ მოსდიოდა სისხლი და ჩაიკეცა. ამ დროს შეიკრიბა ხალხი, თუმცა ირ---–- მე-–--ე აღარ დაუნახავს. დაჭრილ მდგომარეობაში მყოფი, ბე---------–---–მა და სო----------ემ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. შემთხვევის დროს ირ---–- მე-–--ე იყო ცოტა ნასვამი. მათ შორის კონფლიქტი გრძელდებოდა დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში. ირ---–- მე-–--ის მიმართ პრეტენზია არ აქვს, რადგან თვლის, რომ ირ---–- მე-–--ე არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც მოუვიდა შეცდომა და აღნიშნული ჩაიდინა გაუაზრებლად. ირ---–- მე-–--ეს კიდევ შეეძლო დანით მის მიმართ დარტყმის განხორციელება, აღნიშნულს სჭირდებოდა მცირე დრო და სურვილის შემთხვევაში თავისუფლად მოასწრებდა კიდევ რამდენჯერმე დარტყმას, მაგრამ მისთვის აღარ დაურტყამს. მანვე განმარტა, რომ დაჭრის შემდეგ არ დაუნახავს ვინმეს შეეჩერებინა ირ---–- მე-–--ე, ან ხელი შეეშალა მისთვის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მოწმე და---- ხი------–---–ი. მისი ჩვენებით, 2017 წლის 1 სექტემბერს, ირ---–- მე-–--ესთან და ლა–------------ესთან ერთად იმყოფებოდა რესტორანში, სადაც დალიეს ალკოჰოლური სასმელი, შემდეგ სასმელის ამოსატანად ჩავიდნენ ქვედა აბ---------ში და ტაქსით დაბრუნდნენ უკან, დაბა აბ--------ის ცენტრში აფთიაქის წინ მდებარე მაღაზიასთან. ტაქსიდან გადასვლის შემდეგ ირ---–- მე-–--ესა და ნუ------ ხო-----–---–ს შორის დაიწყო ურთიერთშელაპარაკება, თუმცა მიზეზი მისთვის უცნობია. მან და ლა–------------ემ ირ---–- მე-–--ე გაიყვანეს დაახლოებით 10-20 მეტრის მოშორებით და ეგონათ, რომ ყველაფერი დამშვიდდა, რადგან ირ---–- უკან მიბრუნებას აღარ აპირებდა. იგი ესაუბრებოდა ლა–------------ეს, რა დროსაც უკნიდან მოესმა ნუ------ ხო-----–---–ის გინების ხმა, რომელმაც საკმაოდ მწარედ შეაგინა ირ---–- მე-–--ეს. გინების გამო, ირ---–- მე-–--ე სწრაფი ნაბიჯებით გაბრუნდა ნუ------ ხო-----–---–ისკენ და მათ შორის დაიწყო ხელჩართული ბრძოლა, კერძოდ, ეჯიკავებოდნენ ერთმანეთს და ურტყამდნენ ხელებს, რა დროსაც გაიგო ნუ------ ხო-----–---–ის ხმა ,,დამჭრაო“. იგი ამ დროს იმყოფებოდა მათგან დაახლოებით 10 მეტრში. დაჭრის შემდეგ, ირ---–- მე-–--ემ დატოვა იქაურობა და წავიდა ზევით მაღაზიისკენ, ხიდთან, რა დროსაც ირ---–-ს ხელში დაინახა პატარა ზომის დანა. მას დაზარალებულის დაჭრის მომენტი არ დაუნახავს, თუმცა მიაჩნია, რომ ირ---–- მე-–--ე სხვა დარტყმას აღარ განახორციელებდა, რადგან მისთვისაც მოულოდნელი იყო ადამიანის დაჭრა. შემდეგ ძალიან ნანობდა და ნერვიულობდა, ამბობდა, რომ დალაგდებოდა ცოტა და თავის ფეხით ჩავიდოდა პოლიციაში. კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ სურვილის შემთხვევაში განზრახვის სისრულეში მოყვანა ირ---–- მე-–--ეს თავისუფლად შეეძლო, თუმცა მას სხვა დარტყმა არ განუხორციელებია. მას ირ---–-მ უთხრა, რომ დანა გადააგდო მდინარეში. მოწმემ აღნიშნა, რომ მთელი ამ ინციდენტის განმავლობაში პოლიციის თანამშრომელი იდგა იქ და უყურებდა.
მოწმე ლა–------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს ირ---–- მე-–--ესთან და და---- ხი------–---–თან ერთად იმყოფებოდა აბ---------ში მდებარე ერთ-ერთ კაფეში, შემდეგ წავიდნენ აბ--------ის ცენტრში და დაბრუნდნენ უკან. ტაქსიდან გადმოსვლის შემდეგ იმყოფებოდა გზის მეორე მხარეს, რა დროსაც მოესმა ხმამაღალი საუბარი დაზარალებულს და ირ---–- მე-–--ეს შორის. მივიდა, ხელი ზურგზე მოჰკიდა ირ---–-ს და და---- ხი------–---–თან ერთად გაიყვანა დაახლოებით 15-20 მეტრის მოშორებით, ტაქსების ძველი გაჩერებისკენ. ირ---–-ს ხელში ეჭირა ყურსასმენები და აპირებდა ტელეფონის ჩართვას, რა დროსაც უკნიდან მოესმათ ხმა, კერძოდ, დაზარალებულმა ძალიან მწარე სიტყვებით შეაგინა ირ---–- მე-–--ეს. ირ---–- მე-–--ე შეტრიალდა და წავიდა დაზარალებულისკენ, იგი გაჰყვა ირ---–-ს უკან, თუმცა ვერ დაეწია. იმ ადგილას, სადაც იმყოფებოდა დაზარალებული, გამოსულები იყვნენ ქალებიც და მოესმა ყვირილი: დაჭრილია, სასწრაფოს დაუძახეთო. მისვლისას ნახა, რომ ნუ------ ხო-----–---–ი იყო ჩაცუცქული და ხალხი ეხვეოდა, ხოლო ირ---–- მე-–--ე იქ არ ჩანდა. ირ---–- მე-–--ის გარდა ნუ------ ხო-----–---–თან არავინ ჩხუბობდა, სხვები მხოლოდ აშველებდნენ და შესაბამისად მათ ნუ------ ხო-----–---–ის დაჭრა არ შეეძლოთ. ირ---–- მე-–--ეს დაზარალებულის მოკვლის სურვილი რომ ჰქონოდა, შეეძლო კიდევ დაერტყა მისთვის, რადგან აღნიშნულში ხელს არავინ უშლიდა. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გინების და ჩხუბის ხმას გაიგებდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა თა---- აფ------–---–ი. მისი ჩვენების თანახმად, არის შსს ად----ის რაიონული სამმართველოს აბ--------ის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 1 სექტემბერს, შუადღის საათებში სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობდა კურორტ აბ---------ში, რუ-------–ის ქუჩაზე, რა დროსაც ცენტრში არსებული მაღაზიის მხრიდან გაიგო ხმამაღალი ყვირილის და გინების ხმა. იგი დააკვირდა და ამოიცნო, რომ იგინებოდა ირ---–- მე-–--ე, რომელსაც გვერდით ედგა ორი პირი - და---- ხი------–---–ი და ლა–------------ე, რომლებიც აკავებდნენ მას, თუმცა ირ---–- მე-–--ე აგრძელებდა ნუ------ ხო-----–---–ის მიმართულებით გინებას. მან შეანელა მანქანით სვლა და დაინახა, რომ ამ დროს ირ---–- მე-–--ე აღნიშნულ პირებს დაუსხლტა ხელიდან და გაემართა ნუ------ ხო-----–---–ის მიმართულებით, რა დროსაც ამოიღო დანა, ნუ------ ხო-----–---–ს უთხრა ,,მოგკლავ, ამას არ შეგარჩენ, როგორ გამიბედეო“. მან გააჩერა ავტომანქანა, გადავიდა, მიუახლოვდა მათ და ირ---–- მე-–--ეს დაუყვირა ,,რას აკეთებო“. ამ დროს იმყოფებოდა სამსახურებრივი ფორმით, ამასთან ირ---–- მე-–--ე იცნობს მას და ეგონა, რომ მის დანახვაზე შეჩერდებოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა დაზარალებულს მუცლის არეში ერთხელ დაარტყა დანა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა შემთხვევის ადგილიდან. ამ დროს მას დანა კვლავ ხელში ეჭირა. მისი მისვლისთანავე მივიდნენ ირ---–- მე-–--ესთან მყოფი ბიჭებიც. იგი ირ---–- მე-–--ეს უკან არ გაჰკიდებია, რადგან დაინახა, რომ ნუ------ ხო-----–---–ს მუცლის არედან მოსდიოდა სისხლი. იქ შეკრებილებმა დაიწყეს ყვირილი, რა დროსაც მათთან მივიდა სო----------ე წითელი ჯიპით და ამ მანქანით გადაიყვანეს იქ მყოფებმა დაჭრილი საავადმყოფოში. ამის შემდეგ მან დაურეკა ხელმძღვანელობას და აცნობა მომხდარის შესახებ. დაახლოებით 15-20 წუთში პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს დაკავებული ირ---–- მე-–--ე, რომელსაც ეცვა სხვა ზედა. მანვე განმარტა, რომ ირ---–- მე-–--ეს კიდევ შეეძლო განეხორციელებინა დარტყმა დაზარალებულის მიმართ.
მოწმე გი-----------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის ტაქსის მძღოლი და შემთხვევის დღეს მანქანით მოემსახურა ირ---–- მე-–--ეს, და---- ხი------–---–ს და ლა–------------ეს. აბ--------ის ცენტრში მისვლისას, ხსენებული პირები გადავიდნენ ავტომანქანიდან, თავად კი აყენებდა მანქანას, რა დროსაც დაინახა, რომ ირ---–- მე-–--ე და ნუ------ ხო-----–---–ი ხმამაღლა საუბრობდნენ, ესმოდა სიტყვები ,,რატომ მითხარიო“, თუმცა მისთვის უცნობია, ვინ ვის რა უთხრა. ლ-–-სთან და დ-----სთან ერთად ჩადგა ამ პირებს შორის და აშველებდნენ, რის შემდეგაც ირ---–- მე-–--ე გაიყვანეს მოშორებით. ამის შემდეგ ირ---–- და ნუ------ი ისევ შეკამათდნენ, რაც გადაიზარდა სერიოზულ ჩხუბში, ერთმანეთს ურტყამდნენ ხელებს. ისინი კვლავ აშველებდნენ მათ, კერძოდ, ხელებაწეული იდგა მათ შორის და დანა არავის ხელში დაუნახავს. ამ დროს გაიგო, რომ ჩხუბის დროს დაჭრილა ნუ------ ხო-----–---–ი და დაინახა, რომ ეს უკანასკნელი იჯდა მაღაზიის კედელთან, ხოლო ირ---–- მე-–--ე მიდიოდა ჩვეულებრივი ნაბიჯებით. ადგილზე შეგროვდა დაახლოებით 30 ადამიანი, რის შემდეგაც დაჭრილი ნუ------ ხო-----–---–ი იქ მყოფებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში.
მოწმე ოლ----------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 1 სექტემბერს, თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა დაბა აბ---------ის ცენტრში არსებულ მაღაზიაში, რა დროსაც გაიგო ხმაური, რასაც ყურადღება არ მიაქცია, თუმცა შემდეგ ხმაური გაძლიერდა, გამოვიდა მაღაზიიდან და დაინახა დაჭრილ მდგომარეობაში მყოფი ნუ------ ხო-----–---–ი, რომელიც იყო ჩაკუზული და მუცლიდან მოდიოდა სისხლი. იქ მყოფები კი ამბობდნენ, რომ ნუ------ ხო-----–---–ი დაჭრა ირ---–- მე-–--ემ. მერე მივიდა ჯიპი, რომლითაც წაიყვანეს დაჭრილი.
მოწმე მა--------–---–ი შემთხვევის დღეს ასევე იმყოფებოდა მაღაზიაში. მისი ჩვენებით, გარეთ ატყდა ჩოჩქოლი, თუმცა მას ყურადღება არ მიუქცევია. ო-–--- მალევე გავიდა მაღაზიიდან. გარედან შემოესმა ხმა, ითხოვდნენ სკამს. მაღაზიიდან გასულს ჩაუარა წითელმა მანქანამ, რომლითაც დაჭრილი წაუყვანიათ საავადმყოფოში, ხოლო მაღაზიასთან დაინახა სისხლი. კითხვაზე თუ რა მოხდა, მას ო-–---მ უპასუხა, რომ დაჭრეს ნუ------ი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ბე-----------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათის შემდეგ, სახლიდან გამოსვლისას შენიშნა ხალხმრავლობა, დაინტერესდა რა ხდებოდა და მივიდა მათთან. ხალხი ყვიროდა უშველეთ-უშველეთო, რა დროსაც დაინახა ჩაკუზული ნუ------ ხო-----–---–ი, რომელიც წამოაყენა ფეხზე. დაზარალებული იყო სისხლიანი. იქვე გაჩერებული იყო წითელი ფერის ავტომანქანა, რომლის მეპატრონე არის სო----------ე. მათ ნუ------ ხო-----–---–ი ჩასვეს აღნიშნულ ავტომანქანაში და წაიყვანეს ექიმთან. ამასთან, გზად დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება, რათა სასწრაფო დახმარება შეხვედროდათ გზაში, თუმცა მათ თავად მიიყვანეს ნუ------ ხო-----–---–ი საავადმყოფოში, რომელიც მიყვანიდან ხუთ წუთში შეიყვანეს საოპერაციოდ. დაზარალებულს მომხდართან დაკავშირებით გზაში არაფერი უთქვამს, მხოლოდ მუცელს იტკიებდა. მოგვიანებით ჭორის დონეზე შეიტყო, რომ ნუ------ ხო-----–---–ს და ირ---–- მე-–--ეს მოსვლიათ შელაპარაკება.
მოწმე იო--- ბე----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა 2017 წლის 1 სექტემბერს მისი ავტომანქანით დაჭრილი ნუ------ ხო-----–---–ის საავადმყოფოში წაყვანის ფაქტი. მოწმის განმარტებით, გაიგო ხალხის ხმა და დაინახა, რომ ცენტრში მდებარე სასურსათო ჯიხურთან შეკრებილი იყო ხალხი. ხიდთან გააჩერა ავტომანქანა, გადავიდა და ნახა, რომ კედელზე მიწოლილი იყო მისი სკოლელი ნუ------ ხო-----–---–ი, რომელიც იყო დაჭრილი, პერანგი ჰქონდა გახსნილი და მოსდიოდა სისხლი. მეორე პირის დახმარებით დაჭრილი წაიყვანეს ქ.ახ--––--ეში მდებარე საავადმყოფოში.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს დაბა აბ---------ში, რუ-------–ის ქუჩა N90-ის მიმდებარედ, სასურსათო მაღაზიასთან, ახ--––--ე აბ--------ის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. გზის საფარს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლის მსგავსი ლაქები. მსგავსი ფერის ლაქების კვალი აღენიშნებოდა ცენტრალური გზიდან ახ--––--ის მიმართულებით, გზის სავალი ნაწილის გარეთ, სიმონ გიქოშვილის სურსათის მაღაზიის გვერდით ხუთ ადგილას. შემთხვევის ადგილზე არსებულ პატარა ზომის ხელნაკეთ სკამს და სკამთან ახლოს მდებარე ცარიელ თამბაქოს კოლოფს ასევე აღენიშნებოდა სისხლის მაგვარი ლაქები. თამბაქოს კოლოფთან იყო სათვალე. ამოღებული ნივთები დაილუქა სამ ფუთად და მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოფიქსაცია.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 1 სექტემბერს, 15:34 საათზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ირ---–- მე-–--ე. პირადი ჩხრეკის შედეგად ირ---–- მე-–--ისგან კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოღებულა.
ამოღების ოქმით, 2017 წლის 1 სექტემბერს, 15:40 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში, ამოღებულ იქნა შპს ,,უ-----------–-ე“ ახ--––--ის სამედიცინო ცენტრის საოპერაციოში მყოფი ნუ------ ხო-----–---–ის ტანსაცმელი. კერძოდ, შავი ფერის სპორტული სტილის შარვალი და ლურჯი ფერის მოკლე მკლავებიანი მაისური, რომლებსაც აღენიშნებოდა სისხლის მაგავარი მუქი ფერის ლაქები, ამასთან, მაისურს აღენიშნებოდა დაზიანების კვლები.
2017 წლის 1 სექტემბერს ამოღებულ იქნა ნი---–---–---------ის კუთვნილი აფთიაქის გარე სათვალთვალო პერიმეტრის ვიდეო ჩანაწერები. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა DVD დისკი, სადაც დაფიქსირებულია 2017 წლის 1 სექტემბერს 14:12 საათზე დაბა აბ---------ში ირ---–- მე-–--ის გადაადგილების ფაქტი.
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე დაადასტურეს სხდომაზე დაკითხვისას მოწმეებმა: შო---------–---–მა, გი----------------ემ, თე----------------–--ემ, შმ------------ემ, გე-------------–--ემ, სო-------–-------–---–მა და მი----–-–-----ემ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 11 სექტემბრის ექსპერტიზის N5--------- დასკვნით, შპს ,,უ-----------–-ე“ ახ--––--ის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N5------------ის მიხედვით, ნუ------ ხო-----–---–ს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი სწორ კიდეებიანი ჭრილობა ღვიძლისა და X ნეკნის არტერიის ტოტის დაზიანებით, სისხლჩაქცევები დიაფრაგმაზე და დიდ ბადექონზე. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა და---- მე-----–---–მა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას პა--–-------–---–მა განმარტა, რომ ექიმ ქირურგად მუშაობს შპს ,,უ-----------–-ე“ სამედიცინო ცენტრში. 2017 წლის 1 სექტემბერს, სამედიცინო ცენტრში შეიყვანეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ნუ------ ხო-----–---–ი, რომელიც პირდაპირ იქნა შეყვანილი საოპერაციოში, რადგან პაციენტს აღენიშნებოდა მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა, ჰქონდა მარჯვნივ მეათე ნეკნის არტერიის ტოტის დაზიანება, ღვიძლის მარცხენა წილის დაზიანება, ბადექონის სისხლჩაქცევა და დიაფრაგმაზული სისხლჩაქცევა, ჭრილობა იყო დაახლოებით 10-12 სანტიმეტრის, შემავალი მუცლის ღრუში, რისი გათვალისწინებითაც ნუ------ ხო-----–---–ს ჩაუტარდა ოპერაცია.
ირ---–- მე-–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 1 სექტემბერს შუადღით და---- ხი------–---–თან და ლა–------------ესთან ერთად იმყოფებოდა დაბა აბ---------ში მდებარე კაფეში. კაფედან გამოსვლის შემდეგ ჩასხდნენ ტაქსში და მივიდნენ აბ--------ის ცენტრში მდებარე მაღაზიასთან, სადაც კონფლიქტი მოუვიდა ნუ------ ხო-----–---–თან. ამ უკანასკნელს ხუმრობით უთხრა, რომ ჰქონდა კარგი სათვალე. აღნიშნულზე ნუ------ ხო-----–---–ი გახდა აგრესიული და მიაყენა სიტყვიერი შურაცხყოფა. იგი თანმხლებმა პირებმა გაიყვანეს მოშორებით, თუმცა ნუ------ ხო-----–---–ი არ ჩერდებოდა და მას მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ბოლოს კი შეაგინა ძალიან მწარედ, რაზეც აღელდა, ვერ მოითმინა, მიბრუნდა უკან, მივიდა ნუ------ ხო-----–---–თან და დაიწყო ჩხუბი. დაზარალებული არის მასზე მაღალი და ძლიერი. ჩხუბის დროს მიხვდა, რომ ნუ------ ხო-----–---–ი მას ერეოდა, ამიტომ აღელვებულ მდგომარეობაში მყოფმა, თავდაცვის მიზნით იხმარა დანა. მას ნუ------ ხო-----–---–ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, ფიქრობდა, რომ ნუ------ ხო-----–---–ს ფეხში უჩხვლეტდა დანას, თუმცა დაზარალებულს დანა მოხვდა ღვიძლში, რასაც დღემდე ნანობს. მას ნუ------ ხო-----–---–ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, ამის სურვილი რომ ჰქონოდა ხელს არაფერი უშლიდა. მომხდარის შემდეგ დანა გადააგდო, ტანსაცმელი კი გამოიცვალა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმყოფილდეს და ირ---–- მე-–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენი საქმეზე N227აპ-16).
უზენაესმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლს მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულება განასხვავებს, რომლის დასადგენად მნიშვნელოვანია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე, თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანების ხასიათი და არაერთგზისობა (ვრცლად იხილეთ 2015 წლის 2 დეკემბრის განაჩენი საქმეზე №322აპ-15). ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (ვრცლად იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე N42აპ-13, 12.02.2014).
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2017 წლის 1 სექტემბერს, შუადღის საათებში, დაბა აბ---------ში, რუ-------–ის ქუჩა N90-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიასთან დაზარალებულ ნუ------ ხო-----–---–ს და ირ---–- მე-–--ეს შორის მოხდა შელაპარაკება და ირ---–- მე-–--ემ დაზარალებულ ნუ------ ხო-----–---–ს დანა დაარტყა მუცლის არეში, რის გამოც დაზარალებულმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. სადავო საკითხს წარმოადგენს ირ---–- მე-–--ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების კვალიფიკაცია.
დაზარალებულმა, სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც თავადაც შეაგინა ირ---–- მე-–--ეს და შებრუნდა, რათა გარიდებოდა იქაურობას, ზურგში იგრძნო ხელის ან ფეხის დარტყმა. იგი ცდილობდა ირ---–- მე-–--ის მოგერიებას, რა დროსაც მათ შორის დაიწყო ჩხუბი. ამ დროს მან მუცელში იგრძნო ჩხვლეტა, თუმცა დანა არ დაუნახავს. შემდეგ დაიხედა მუცელზე, დაინახა, რომ მოსდიოდა სისხლი და ჩაიკეცა. ამ დროს შეიკრიბა ხალხი, თუმცა ირ---–- მე-–--ე აღარ დაუნახავს.
დასკვნის თანახმად, ნუ------ ხო-----–---–ს აღენიშნებოდა 1 ჭრილობა. ჭრილობა იყო სწორ კიდეებიანი, შემავალი მუცლის ღრუში, ღვიძლისა და X ნეკნის არტერიის ტოტის დაზიანებით, სისხლჩაქცევები დიაფრაგმაზე და დიდ ბადექონზე.
პალატა არ უარყოფს ჭრილობის ლოკალიზაციის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჭრილობის მიმართულება, სიღრმე, მდებარეობა მნიშვნელოვანია განზრახვის დასადგენად, თუმცა, მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებების შეფასების საფუძველზე, ირ---–- მე-–--ის ქმედება უნდა იქნეს დაკვალიფიცირებული დამდგარი შედეგის - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიხედვით.
პალატა ხაზს უსვამს როგორც დაზარალებულის, ისე ბრალდებულის ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დანაშაულის დამთავრებამდე. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კონფლიქტი გამოიწვია ირ---–- მე-–--ის მიერ ნუ------ ხო-----–---–ისთვის ნათქვამმა სიტყვებმა. დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება განმუხტეს ადგილზე მყოფმა პირებმა: და---- ხი------–---–მა, ლა–------------ემ, გი-----------–---–მა და ირ---–- მე-–--ე დააშორეს ნუ------ ხო-----–---–ს. ამის შემდეგ, მოწმეთა ჩვენებებით, ნუ------ ხო-----–---–მა შეაგინა ირ---–- მე-–--ეს, რის გამოც დაშორებული ირ---–- მე-–--ე კვლავ მიდის ნუ------ ხო-----–---–თან და იწყებს ჩხუბს.
როგორც დაზარალებული, ისე მოწმეები ადასტურებენ ირ---–- მე-–--ის მხრიდან რამდენიმე დარტყმის მიყენების შესაძლებლობას, თუმცა, ერთი დარტყმის შემდეგ ირ---–- მე-–--ემ დატოვა შემთხვევის ადგილი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა, რომ ირ---–- მე-–--ეს ვინმემ ან რამემ შეუშალა ხელი, დაუჭირა დანიანი ხელი ან დააშორა ნუ------ ხო-----–---–ს.
დაზარალებულის ჩვენებით, ირ---–- მე-–--ეს კიდევ შეეძლო დანით მის მიმართ დარტყმის განხორციელება, აღნიშნულს სჭირდებოდა მცირე დრო და სურვილის შემთხვევაში თავისუფლად მოასწრებდა კიდევ რამდენჯერმე დარტყმას, მაგრამ აღარ დაურტყამს. მოწმე და---- ხი------–---–ის ჩვენებით, სურვილის შემთხვევაში განზრახვის სისრულეში მოყვანა ირ---–- მე-–--ეს თავისუფლად შეეძლო, თუმცა მას სხვა დარტყმა არ განუხორციელებია. მოწმე ლა–------------ის ჩვენებით, ირ---–- მე-–--ეს დაზარალებულის მოკვლის სურვილის შემთხვევაში შეეძლო კიდევ დაერტყა მისთვის, რადგან აღნიშნულში ხელს არავინ უშლიდა. მოწმე თა---- აფ------–---–ის ჩვენებით, ირ---–- მე-–--ემ დაზარალებულს მუცლის არეში ერთხელ დაარტყა დანა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა შემთხვევის ადგილიდან. ამ დროს მას დანა კვლავ ხელში ეჭირა. მას კიდევ შეეძლო განეხორციელებინა დარტყმა დაზარალებულის მიმართ. მოწმე გი-----------–---–ის განმარტებით, ირ---–- და ნუ------ი ისევ შეკამათდნენ, რაც გადაიზარდა სერიოზულ ჩხუბში, ერთმანეთს ურტყამდნენ ხელებს. ისინი კვლავ აშველებდნენ მათ, კერძოდ, ხელებაწეული იდგა მათ შორის და დანა არავის ხელში დაუნახავს. ამ დროს გაიგო, რომ ჩხუბის დროს დაჭრილა ნუ------ ხო-----–---–ი და დაინახა, რომ ეს უკანასკნელი იჯდა მაღაზიის კედელთან, ხოლო ირ---–- მე-–--ე მიდიოდა ჩვეულებრივი ნაბიჯებით, არ გარბოდა.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს მოწმე თა---- აფ------–---–ის შემთხვევის ადგილზე არყოფნის თაობაზე. დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის დროს განმარტა, რომ თა---- აფ------–---–ი მოცემულ ეტაპზე არ ახორციელებს უფლებამოსილებას და ირ---–- მე-–--ის ოჯახს შემოუთვალა ბოდიში მისი არასწორი ჩვენების გამო. პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ განაჩენი ეყრდნობა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მხარეებიც, დასკვნით სიტყვებში უნდა იმოწმებდნენ მხოლოდ სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს და არა გაგონილს. შესაბამისად, დაცვის მხარის ვარაუდს და ვერსიას პალატა ვერ მიიჩნევს დადასტურებულად. მოწმეებმა დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე ერთი პოლიციელის ყოფნის ფაქტი და ის გარემოება, რომ მაღაზიაში მყოფ პირებს არ გაუგონიათ ირ---–- მე-–--ის სიტყვები, არ წარმოადგენს მოწმის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს.
მოწმე თა---- აფ------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა თუ როგორ დაუსხლტა ხელიდან და---- ხი------–---–ს და ლა–------------ეს ირ---–- მე-–--ე და გაემართა ნუ------ ხო-----–---–ის მიმართულებით, რა დროსაც ამოიღო დანა და ნუ------ ხო-----–---–ს უთხრა ,,მოგკლავ, ამას არ შეგარჩენ, როგორ გამიბედეო“. მან გააჩერა ავტომანქანა, გადავიდა, მიუახლოვდა მათ და ირ---–- მე-–--ეს დაუყვირა, თუ რას აკეთებდა. ეგონა, რომ მის დანახვაზე ი----–- მე-–--ე შეჩერდებოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა დაზარალებულს მუცლის არეში ერთხელ დაარტყა დანა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა შემთხვევის ადგილიდან.
მიუხედავად იმისა, რომ თა---- აფ------–---–ი იძლევა სხვა მოწმეთაგან ოდნავ განსხვავებულ ჩვენებას, როდესაც უთითებს ირ---–- მე-–--ის სიტყვებზე და მის მოწოდებაზე, პალატას მიაჩნია, რომ ირ---–- მე-–--ის მიერ განხორციელებული ქმედება არ წარმოადგენს მკვლელობის განზრახვით მოტივირებულ ქმედებას. თავად მოწმემაც კი განმარტა, რომ ირ---–- მე-–--ეს ჰქონდა სხვა დარტყმის მიყენების შესაძლებლობა, თუმცა ჩქარი ნაბიჯით გაშორდა შემთხვევის ადგილს. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ირ---–- მე-–--ემ დაინახა თა---- აფ------–---–ი და სწორედ ამის გამო არ განახორციელა სხვა დარტყმა.
ახ--––--ის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ირ---–- მე-–--ეს მკვლელობის განზრახვა წარმოეშვა მას შემდეგ, რაც ნუ------ ხო-----–---–მა შეაგინა დედის მისამართით.
ამ მხრივ მნიშვნელოვანია როგორც მოწმე თა---- აფ------–---–ის, ისე დაზარალებულის ჩვენებების ურთიერთშედარება. თა---- აფ------–---–ის ჩვენებით, ირ---–- მე-–--ემ ნუ------ ხო-----–---–თან მიახლოვებამდე ამოიღო დანა. დაზარალებულის ჩვენებით, ის იდგა ზურგით, როდესაც იგრძნო დარტყმა უკნიდან. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დაზარალებულს ზურგის მხრიდან მიყენებული აქვს მჭრელი საგნით რაიმე სახის დაზიანება. მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში კი დაუსაბუთებელია, თუ რატომ არ მიაყენა ზურგიდან დანით ჭრილობა ირ---–- მე-–--ემ დაზარალებულს ან შეუშალა თუ არა რამემ ხელი. თუ ირ---–- მე-–--ეს მკვლელობის განზრახვა წარმოეშვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნუ------ ხო-----–---–მა დაიწყო წინააღმდეგობის გაწევა, ასევე დაუდგენელია თუ რატომ ვერ მოახერხა მან თავისი დანაშაულებრივი განზრახვის (მკვლელობის) სისრულეში მოყვანა, მით უფრო იმ პირობებში, როცა დარტყმის შემდეგ დაზარალებული ჩაიკეცა, ხოლო ირ---–- მე-–--ემ, ნაცვლად განმეორებითი დარტყმისა, დატოვა შემთხვევის ადგილი.
პალატას მიაჩნია, რომ ირ---–- მე-–--ის ქმედება - შემთხვევის ადგილის დატოვება ჩქარი ნაბიჯით თუ გაქცევით, არ წარმოადგენს გადამწყვეტ მტკიცებულებას განზრახვის დასადასტურებლად. მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებული გარემოებები კი მიუთითებს იმაზე, რომ მსჯავრდებულისთვის ხელი არაფერს შეუშლია დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად. ბრალდების მხარის არგუმენტების გათვალისწინებით, ნებისმიერი დაზიანების მიყენების შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილ მკვლელობის მცდელობას. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალდების პოზიციას და განმარტავს, რომ მხოლოდ დანის დარტყმის ფაქტი და დაზიანების ლოკალიზაცია, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით შეფასდა როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო, უპირობოდ ვერ გახდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით მსჯავრდების საფუძველი.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 1 სექტემბერს, შუადღის საათებში, დაბა აბ---------ში, რუ-------–ის ქუჩა N90-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიასთან, ირ---–- მე-–--ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნუ------ ხო-----–---–ს დაზიანების მიყენების მიზნით დაარტყა დანა მუცლის არეში, რითაც დაზარალებულ ნუ------ ხო-----–---–ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ ირ---–- მე-–--ემ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს ახ--––--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენში და ირ---–- მე-–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა, ხოლო სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი (2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არსებული რედაქციის მიხედვით), სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნების განსასაზღვრად, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხე ან საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ თუ ქმედებებმა.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. რესოციალიზაციის მიზანი მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან და სასჯელი მიაღწევს თუ არა მიზანს, უნდა იქნეს შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნებითაც.
შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს უნდა შეფასდეს არამხოლოდ სხეულის დაზიანება და შემდეგ დაზარალებულის მიერ პრეტენზიის არარსებობა, არამედ ირ---–- მე-–--ის ქმედება 2017 წლის 1 სექტემბერს. მოცემულ შემთხვევაში კონფლიქტის დაწყება გამოწვეული იყო ირ---–- მე-–--ის მიერ, როდესაც მან სათვალესთან დაკავშირებით დამცინავად მიმართა დაზარალებულს, მაშინ, როდესაც აღნიშნული მის გადასაწყვეტ საკითხს არ წარმოადგენდა. აღნიშნულის გამო წარმოშობილი კონფლიქტი განეიტრალებული იქნა ირ---–- მე-–--ის მეგობრების მიერ. ის ფაქტი, რომ გინების გამო ირ---–- მე-–--ე გაემართა დაზარალებულისკენ და ურთიერთდაპირისპირების დროს დანა დაარტყა სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილზე, არ მიუთითებს მინიმალური ვადით სასჯელის დანიშვნის მიზანშეწონილობაზე, ისევე, როგორც დარტყმის შემდეგ განხორციელებული ქმედება - შემთხვევის ადგილის დატოვება და ნივთიერი მტკიცებულების გადამალვა/განადგურება.
მართალია, ირ---–- მე-–--ე არ არის ნასამართლობის მქონე პირი, თუმცა, მხოლოდ ნასამართლობის არქონა არ წარმოადგენს სასჯელის მინიმალური ვადით განსაზღვრის საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, მის მიერ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების ჩადენის ხერხი, შედეგი, ძალადობრივი ქმედების ხასიათი, ახასიათებს მსჯავრდებულის პიროვნებას. ამასთან, შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს შვილი) გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ სასჯელის სახით 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა შესაბამისობაშია მსჯავრდებულის პიროვნებასთან, წარდგენილი ბრალდების სიმძიმესთან და ხასიათთან. პალატა იმედოვნებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებული დრო იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც ხელს შეუწყობს როგორც ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, ისე სამართლიანობის აღდგენას და მის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ირ---–- მე-–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
ცვლილება შევიდეს ახ--––--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენში.
ირ---–- მე-–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ირ---–- მე-–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ირ---–- მე-–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 1 სექტემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
● პატარა ზომის ხის სკამი, ნუ------ ხო-----–---–ის და ირ---–- მე-–--ის სისხლის ნიმუშები, სისხლისმაგვარი ლაქები, გატეხილი სათვალე, ცარიელი თამბაქოს კოლოფი, ირ---–- მე-–--ის ფრჩხილის ანაწმენდები - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
● CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
● ირ---–- მე-–--ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს ირ---–- მე-–--ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო ნუ------ ხო-----–---–ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს ნუ------ ხო-----–---–ს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე