განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2019
საქმის ნომერი
330100118002554427
ინსტანცია
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/1401-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - დ-------------ის,მსჯავრდებულ - თ----------------–--ის,ადვოკატ - ს---–-----------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ თ----------------–--ის ადვოკატ ს---–-----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

თ----------------–--ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------ს, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად ქ------–-------------–-----------------ში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენით:

 

თ----------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

თ----------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 აპრილის 11:15 საათიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ თ----------------–--ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის თებერვლის თვეში, თ----------------–--ემ განიზრახა საუდის არაბეთის მოქალაქის - ა-–-----------------–-------------------ს (პასპორტის NP8-----. დაბ:0---------) საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, მ--------------------- მდებარე 0--------------- (989 კვ.მ), 0--------------- (450კვ.მ) და 0------------ (1002კვ.მ) საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 27 თებერვალს, მან საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების წინარე სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ასლები, რათა უშუალოდ გაცნობოდა მესაკუთრის პირად მონაცემებს.

 

2018 წლის 26 მარტს, თ----------------–--ემ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დამზადებული, 2017 წლის 10 ოქტომბრით დათარიღებული N4-- ყალბი უკრაინულენოვანი მინდობილობა, რომლის მიხედვითაც თითქოს საუდის არაბეთის მოქალაქე ა-–-----------------–------------------- მას უფლებას აძლევდა განეკარგა, მათ შორის თავის თავზე გადაეფორმებინა, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, გადასათარგმნად მიიტანა თარჯიმანთა ბიუროში და ნათარგმნი მინდობილობა დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ.

 

2018 წლის 27 აპრილს, თ----------------–--ე მივიდა ქ.თბილისში, ს---------------- N--ში მდებარე იუსტიციის სახლში, შეავსო სამივე ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელთაც ცალ-ცალკე დაურთო უკრაინულენოვანი და ქართული ენაზე გადათარგმნილი ყალბი მინდობილობა და საკუთარ თავთან გაფორმებული ფიქტიური ინფორმაციის შემცველი ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად, საერთო ჯამში 215 000 ლარად, დაჩქარებული წესით დაირეგისტრირა საკუთრებაში 0---------------; 0--------------- და 0------------ საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთები, რომელთა ჯამური საბაზრო ღირებულება შეადგენს 469 168 ლარს და რითაც საუდის არაბეთის მოქალაქე ა-–-----------------–-------------------ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ----------------–--ემ და ადვოკატმა ს---–-----------ემ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების ნაწილში და მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა არის დაუსაბუთებელი და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული; იგი არის შეუსაბამო ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში, ვინაიდან თ----------------–--ე წარსულში არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ზიანი ანაზღაურებულია.

 

პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თ----------------–--ეს სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებები, გარდა ბრალდებულის გამოკითხვის ოქმისა; მანვე განმარტა, რომ გასული წლის ზაფხულში ესპანეთში ყოფნისას გაიცნო უკრაინის მოკალაქე ვინვე სერგეი კუჩენკო, რომელსაც მიაწოდა მიწის ნაკვეთის უცხოელი მესაკუთრის პირადი მონაცემები, პასპორტის ნომერი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდები, რის შემდეგაც აღნიშნულმა პიროვნებამ მას ესპანეთში გადასცა ყალბი მინდობილობა, რომლის გამოყენებითაც საკუთრებასი დაირეგისტრირა საუდის არაბეთის მოქალაქე ა-–-----------------–------------ე------ კუთვნილი, ქ. თბილისში, მ------------ს ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი.

 

მსჯავრდებულ თ----------------–--ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ ა-–-----------------–-------------------ს ჩვენებას; მოწმეების - ი-----–---------–-–---–-------------------–----------------–----–---–-------------------–------–----------------–--–---–---------–---–--------–--------–-----------------------------------–-------------------–---–----------------------------------–----–---–-------------------------------–--------------------–-–--–--–---–-------------------------ს ჩვენებებს; 2015 წლის 07 სექტემბრის და 2018 წლის 27 მარტის ამონაწერებს საჯარო რეესტრიდან; 2015 წლის 07 სექტემბრის ხელშეკრულებებს უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ; 2018 წლის 27 მარტის ხელშეკრულებებს უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ; 2016 წლის 30 მაისის სანოტარო აქტს; 2018 წლის 23 აპრილის დათვალიერების ოქმს; 2018 წლის 25 აპრილის გასაუბრების ოქმს; ბრალდებულის დაკავებისა და გასაუბრების ოქმს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნას; ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული ექსპერტიზის N0-------- დასკვნას; გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თ----------------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ თ----------------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს უფრო მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა თ----------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. კერძოდ, სასამართლომ გაითვალისწინა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება, მონანიება და თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან, თუმცა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის და საზოგადოებრივი საშიშროების, ასევე გამოწვეული ზიანის ოდენობის გათვალისწინებით, დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენება. პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას სრულად იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულია კანონით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენი თ----------------–--ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რისი შემსუბუქების საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ თ----------------–--ის ადვოკატის ს---–-----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენი;

 

თ----------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

თ----------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 აპრილის 11:15 საათიდან.

 

თ----------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით ქ.თბილისში, მესამე რაიხის ქუჩაზე მდებარე 0---------------; 0--------------- და 0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთებზე დადებული ყადაღა;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

თ----------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

უკრაინულენოვანი მინდობილობის დედანი, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტრიოს საგამოძიებო დეპარრტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოში, ხოლო ასლი ერთვის მოცემულ სისხლსი სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადმოგზავნილი 01 (ერთი) კომპაქტდისკი; ჯეოსელი“-დან გამოთხოვილი 01 (ერთი) კომპაკდისკი; ,,მაგთიკომი“-დან გადმოგზავნილი 01 (ერთი) კომპაქტდისკი; კომპიუტერული ექსპერტიზიდან გადმოგზავნილი 01 (ერთი) კომპაქტდისკი; ,,ჯეოსელი“-დან გამოთხოვილი 01 (ერთი) კომპაქტდისკი, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს- შენახული იქნეს სისლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.კაპანაძე