განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119002831707
საქმე №1ბ/464-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 აპრილი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---------------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ხ-–------------------------------–----------–---ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით გ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 წელი.
გ--------------- მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ქ------––---–----------------------ში დროებით მცხოვრები გ--------------- გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ამცირებდა და შეურაცხყოფდა მის მეუღლეს ხ---------------------ს, ეჭვიანობის ნიადაგზე მუდმივად აკონტროლებდა მის გადაადგილებას, უშლიდა ოჯახში მეგობრების მიღებას და მათთან კომუნიკაციის დამყარებას, რითაც გ--------------- თვლიდა რომ ოჯახში იგი იყო მამაკაცი და მისი მითითება იყო სავალდებულოდ შესასრულებელი, მეუღლის პატივისა და ღირსების შელახვისათვის ოჯახში მოძალადე გ---------------ს მიმართ 2018 წლის 25 ოქტომბერს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ოჯახის ერთი წევრის მიერ მსხვერპლის მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტები, მიუხედავად აღნიშნულისა 2018 წლის 21 დეკემბერს დაახლოებით 19:30 საათზე სახლში დაბრუნებულმა გ---------------მ ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილების 10 წლის ნ--–--------–-–---–ისა და 3 წლის მ-----------ას თანდასწრებით მეუღლეს ხ---------------------ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ხელის კვრით წააქცია იატაკზე, რა დროსაც ხ---------------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კახებერ ლეკიშვილმა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ვერ იქნება შემაკავებელი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხოციელებას, ვინაიდან იგი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ---------------ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ---------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:
დაზარალებულ ხ--------------------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 21 დეკემბერს მისი მეუღლე გ--------------- წავიდა სამსახურში, ცოტა ხანში ეწვივნენ სტუმრები მ----------ე და მარი, მიიტანეს ლუდი და ცოტაც დალიეს. მათი წასვლის შემდეგ ხ---------------------მ დაიწყო სახლის დალაგება რა დროსაც გ--------------- დაბრუნდა სახლში. სახლში ასევე იმყოფებოდნენ ხ--------------------ის შვილები ნ--–--------–-–---–ი და მ--------------. გ---------------მ როდესაც დაინახა, რომ სუფრა იყო გაშლილი დაიწყო ეჭვიანობდა და ჩხუბი, თუ სახლში ვინ კაცები ჰყავდა მოყვანილი, რაზეც ხ-------მ უთხრა, რომ იყვნენ მისი დაქალები. იგივე გაუმეორა შვილმაც. გ---------------მ ორივე ხელი მოჰკიდა ხ---------------------ს ხელის მაჯებში და მოუჭირა, ხ------- ცდილობდა მის გაშვებას, რა დროსაც ბორძიკში ხ--------------------- წააქცია იატაკზე და განიცადა ძლიერი ტკივილი. გ--------------- არის ეჭვიანი, რაზეც წარსულში მის მიმართ გამოყენებულ იქნა შემაკავებელი ორდერი. იგი უკრძალავს ხ---------------------ს ყველაფერს, მათ შორის სტუმრების მიღებასაც.
ნ--–--------–-–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 21 დეკემბერს იგი დედასთან ხ---------------------სთან და დასთან მ--------------სთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც სტუმრად მიუვიდნენ დედის მეგობრები, რომლებიც საღამოს წავიდნენ. მოგვიანებით როდესაც მისი მამინაცვალი გ--------------- დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში სახლში სუფრის დანახვაზე დაიწყო ხმამაღლა ყვირილი და გინება თუ ვინ ყავდა დედას სახლში, რაზედაც მან და მისმა დედამ ხ---------------------მ უპასუხეს, რომ მეგობრები იყვნენ სტუმრად მოსული. გ---------------მ არ დაიჯერა და დაიწყო გინება, დედას ხ---------------------ს მოკიდა ხელები მაჯის არეში და აჯანჯღარებდა რა დროსაც ხ------- წაიქცა ძირს და თქვა, რომ წელი ეტკინა.
2018 წლის 23 დეკემბრის N9--------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხ---------------------ს სხეულზე არსებული ნაჭდევი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეული დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2018 წლის 22 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული დაზარალებულის ხ--------------------ის ჩვენება, რომელმაც ადგილზე აღწერა, 2018 წლის 21 დეკემბერს ღამით მეუღლის გ---------------ს მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დეტალები.
2018 წლის 22 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული ნ--–--------–-–---–ის ჩვენება, რომელმაც ადგილზე აღწერა, 2018 წლის 21 დეკემბერს ღამით მამობილის გ---------------ს მიერ მისი დედის ხ--------------------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის დეტალები.
2018 წლის 25 ოქტომბერს შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის მიერ შედგენილი შემაკავებელი ორდერის თანახმად, ხ--------------------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გ---------------ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა.
2018 წლის 22 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ხ--------------------- ცნობილ იქნა დაზარალებულად 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით.
აღნიშნული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, ქმედების გულწრფელი მონანიება, პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება, დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ---------------სათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში გამოთქვამს ვარაუდს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის. სააპელაციო პალატა, სახელმწიფო ბრალმდებლის აღნიშნულ, ვარაუდზე დაყრდნობილ მოსაზრებას, არ იზიარებს და მიუთითებს, რომ არ შეიძლება სასამართლომ გ---------------ს პიროვნება განიხილოს, როგორც აბსტარაქტული დანაშაულის სუბიექტი.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი გ---------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი.
არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით
გ---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია; ყადაღა მოეხსნას 10000 ლარის ფარგლებში გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ა-------------------------------- საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ხ-–------------–----–----------------------------------–----- ს---------------------------------.(2019 წლის 08 იანვარის განჩინება).
მსჯავრდებულ გ---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 21 დეკემბრიდან 2019 წლის 09 იანვრის ჩათვლით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი