განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.01.2019
საქმის ნომერი
330310116001398248
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით , დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310116001398248

საქმე N3ბ/767-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

29 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი - ქ----– რ-------ი

წარმომადგენელი: მ------- ღ----–--ია

 

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი: თ--------–--ე

 

მესამე პირი - ო----- მ----–--ე

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია:

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

2.2. მესამე პირი - ო----- მ----–--ე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ----– რ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2010 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, მიწის ნაკვეთი, მდებარე: მ-------------ა №--, მიწის ნაკვეთის საერთო ფართით - 470 კვ.მ. აღრიცხულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, 1994 წლამდე. მესაკუთრე ტ------- რ-------ი, სააღრიცხვო ბარათი აღრიცხულია 1961 წელს, დოკუმენტი №0-----.

 

საქმეში წარმოდგენილია 1974 წლის 7 აგვისტოს №4-- გადაწყვეტილება მოქალაქეთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების და აღრიცხვაზე აყვანის შესახებ, რომლითაც დადგენილია, რომ მოქ. ხ-----–------------------–-----------, პ------–----------------------------------------------, 16 სული (თ-----------–---–--------------–-------------–---–-–---–-), მცხოვრები მ-------------ა №---ში, სადაც დაკავებული ჰქონდა ორი ოთახი - 34 კვ.მეტრი, რომელიც ლ-------------------------------------------- კომისიის დასკვნით იმყოფება მწვავე ავარიულ მდგომარეობაში, ვინაიდან აღნიშნული სახლი დაინგრა, მოქალაქე ხ---–------------------–-----------ის რვასულიან ოჯახს გამოეყო ოთხოთახიანი იზოლირებული ბინა, ფართით 55,01 კვ.მ. მდებარე თ----- დასახლებაში, მ----------------------ი, კორპ-------, მ---------------------–---- სართულზე.

 

საქმეში წარმოდგენილია ჰ---–----------–---–-----------------------–------------------------ 2012 წლის 09 ივლისის ნოტარიულურად დამოწმებული განცხადება, სადაც აღნიშნული პირები მიუთითებენ, რომ შ----- მ----–--ე (პირადი №0----------) 1976 წლიდან ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობს მათი კუთვნილი უძრავი ქონების - თბილისი, თ--------------------ის მიმდებარედ. ამავე განცხადებაში მითითებულია, რომ ისინი თანახმანი არიან შ----- მ----–--ემ მოახდინოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის ლეგალიზაცია და რეგისტრაცია.

 

საქმეში წარმოდგენილი, საჯარო რეესტრიდან 2012 წლის 09 ივლისის მდგომარეობით ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ თბილისში, თ-------------------, დაზუსტებული ფართობი: 454 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნ----------, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1,№2,№3,№4,№5,№6,№7, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შ----- მ----–--ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: სააღრიცხვო ბარათი №0-----, აღრიცხულია 1978 წელს.

 

2012 წლის 11 ივლისს ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური დაკერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას №1---------- განცხადებით მიმართა შ----- მ----–--ემ, რომელმაც მოითხოვა მიწის ნაკვეთის დაკანონება, მდებარე: ქ.თბილისი, თ--------------------ის მიმდებარედ. საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 416 კვ.მეტრს.

 

ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 1-----–--------- საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის 2------------) მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილს (თ--------------------ის მიმდებარედ) - 347 კვ.მეტრს მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია -სასყიდლიანი და საკუთრების უფლება უღიარდა შ----- მ----–--ეს. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, შ----- მ----–--ის სახელზე 2012 წლის 24 აგვისტოს გაცემული იქნა საკუთრების უფლების მოწმობა №7---.

 

საქმეში წარმოდგენილია 2012 წლის 26 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით შ----- მ----–--ემ (მჩუქებელი) (პირადი ნომერი: 0----------, მცხოვრები: ქ.თბილისი, ნ----–------- რაიონი, თ-------------------) ო----- მ----–--ეს (დასაჩუქრებული) (პირადი ნომერი: 0---------, მცხ: ქ.თბილისი, ნ----–-----ი, თ-------------------) გადასცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქ თბილისში, თ-------------------, ფართობი 454 კვ.მეტრი, საკადასტრო კოდი: №0---------------.

 

საქმეში წარმოდგენილი, საჯარო რეესტრიდან 2012 წლის 02 ოქტომბრის მდგომარეობით ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, თ-------------------, საკადასტრო კოდი: №0---------------, დაზუსტებული ფართობი: 454 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნ----------, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7 საკუთრების უფლებით აღრიცხულია ო----- მ----–--ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 27/09/2012, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრის 2016 წლის 27 იანვრის დადგენილებით (საქმე №2---------) ქ----– რ-------ის განცხადება დაკმაყოფილდა. დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, სახელდობრ - ქ----– რ-------ის (დაბადებული 1----–-–------------------, თბილისში, პ/ნ:0----------) მიერ მამის -ტ-------ი რ-------ის (გარდაცვლილი 1----–-–-------------------; აქტის ჩანაწერი №7--, გარდაცვალების მოწმობა №0----------) მემკვიდრეობის მიღების ფაქტი. დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - ტ-------ი რ-------ისადმი (გარდაცვლილი 1----–-–-------------------, აქტის ჩანაწერი №7--, გარდაცვალების მოწმობა №0----------) უფლების დამდგენი საბუთის, სახელდობრ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 30 აგვისტოს მომზადებული ცნობა-დახასიათების კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული მისი სახელი „ტ-------“ არ ემთხვევა მის გარდაცვალების მოწმობაში №0---------- მითითებულ სახელს „ტ-------ი“.

 

2016 წლის 04 თებერვლის სამკვიდრო მოწმობით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------) დასტურდება, რომ ქ----– რ-------ი (დაბ.0--------- წელს, თბილისი, რეგისტრირებული მისამართზე თბილისი, ჯ-------------------, პირადი ნომერი: 0----------) არის 1----–-–------------------- გარდაცვლილი ტ------- რ-------ის პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი (სამკვიდროს გახსნის ფაქტი დასტურდება ტ------- რ-------ის გარდაცვალების განმეორებითი მოწმობით №0----------, გაც. სსგს თბილისის სრს-ს მიერ 1-----2013წ, სამკვიდრო გაიხსნა 2--------- წელს). ქ----– რ-------მა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის - ტ------- რ-------ის სახელზე რიცხული ქონება, მათ შორის, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები. მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო ასევე მამკვიდრებლის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თბილისი, მ-------------ა №-- (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის მიხედვით-ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, ,,თბილისი, მ-------------ა №---ში” მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია 1956 წელს. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებულია ტ------- რ-------ი/რ--------ი (საფ.სააღრიცხვო მასალა ს/ნ 0-----). აღნიშნულ სააღრიცხვო მასალაში ფიქსირდება სახელი ,,ტ-------”, უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე, არსებული მთლიანი შენობა-ნაგებობის ფართი: ლიტ ,,ა”, საერთო ფართი-34 კვ.მეტრი. აღნიშნული ტექნიკური აღრიცხვის ბარათში მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებულია-470 კვ.მეტრი.

 

შპს ,,უ--------------------------ს’’ 2017 წლის 16 იანვრის №1---------- საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვრა ქ----– რ-------ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რომელიც 2010 წლის 30 აპრილის ცნობა-დახასიათების საფუძველზე იყო მისი მამის - ტ------- რ-------ის საკუთრება, მდებარე ქ.თბილისში, მ-------------ა №--, რომლის ნაწილი ამჟამად რეგისტრირებული აქვს ო----- მ----–--ეს. დასკვნის თანახმად, ობიექტს სამი მხრიდან ესაზღვრება თ---------, მ------ის და ლ---------- ქუჩები. მეოთხე მხრიდან ობიექტზე დღეისათვის არის განთავსებული ორსართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი, რომელიც რეგისტრირებულია მოქალაქე ო----- მ----–--ის სახელზე. ობიექტზე თავისუფალი მიწის ნაკვეთი, რომელზეც რაიმე შენობა არ არის განთავსებული, მოქცეულია, ერთი მხრივ, ამ ორსართულიან შენობასა და მის მოპირდაპირე მხარეს არსებული მ-------------ა №---ს შორის და, მეორე მხრივ, თ--------- ქუჩასა და ლ---------- ქუჩა №12 შორის, რომელიც არის გ-----------–-----ისა და ე---------------–----ს თანასაკუთრებაში. მოკვლევის ობიექტის საზღვრებია სამი მხრიდან: ზემოდან - თ--------- ქუჩა, ქვემოდან - ლ---------- ქუჩა, მარჯვნიდან - მ-------------ა, ხოლო მარცხნიდან -მოქალაქე მ----–--ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სახლით (საკ.კოდი: №0---------------, მონაკვეთი AE, დოკუმენტი №6). 347 კვ.მეტრი გადაფარულია მოქალაქე რ-------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთით, მდებარე მისამართზე: თბილისი, მ-------------ა №--, რომლის ელექტრონული ვერსია ემთხვევა 2012 წლის 11 სექტემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში აღნიშნული ნაკვეთის ელექტრონულ ვერსიაში მოცემულს. 2012 წლის 28 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია, რომ ო----- მ----–--ეს საკუთრებაშია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 347 კვ.მეტრი ფართობი, მდებარე: ქ.თბილისი, თ--------------------ის მიმდებარედ. ექსპერტის დასკვნით, ო----- მ----–--ის საკუთრებაში არსებული აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოიცავს 2010 წლის 30 აპრილის ცნობა-დახასიათებაში ქ----– რ-------ის მამის - ტ------- რ-------ის საკუთრებად აღიარებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, მდებარე: ქ.თბილისი, მ-------------ა №--.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ (სადავო პერიოდში მოქმედი) არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-5 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით, ხოლო მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდეგში - სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. წესების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.

 

დადგენილია, რომ 2012 წლის 11 ივლისს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა შ----- მ----–--ემ და მოითხოვა ქ.თბილისში, თ--------------------ის მიმდებარედ მდებარე 416 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული კომისიაში სარეგისტრაციო წარმოება. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, თუ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს მიწის ნაკვეთი გადაცემული არ ჰქონდა უფლებამოსილი პირის მიერ, იგი ითვლებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებლად, რა დროსაც თვითნებურად დაკავების ფაქტი შეიძლებოდა დადასტურებულიყო სხვადასხვა ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტებით, მიწის ნაკვეთზე მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობით ან მიწის ნაკვეთის სხვა ფორმით ფლობის საფუძველზე. დასახელებული ნორმის საფუძველზე თვითნებური დაკავების საფუძვლით, საკუთრების უფლებით მიწის ნაკვეთის აღიარებას ექვემდებარება ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი(შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ)მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების ფაქტი, ან ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში, შესაბამისი ოდენობით და შესაბამის ვადაში არ იქნა გადახდილი საკუთრების უფლების აღიარების საფასური, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

დადგენილია, რომ შ----- მ----–--ის განცხადებას თან ერთვოდა ინფორმაცია რეესტრიდან, ორთოფოტო, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მოქალაქეების- ჰ---–----------–---–-----------------------–------------------------ 2012 წლის 09 ივლისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც აღნიშნული პირები მიუთითებენ, რომ შ----- მ----–--ე (პირადი №0----------) 1976 წლიდან ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობს მათი კუთვნილი უძრავი ქონების - თბილისში, თ--------------------ის მიმდებარედ. ამავე განცხადებაში მითითებულია, რომ ისინი თანახმანი არიან შ----- მ----–--ემ მოახდინოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის ლეგალიზაცია და რეგისტრაცია. სწორედ დასახელებული განცხადებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციის მიხედვით, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ნაწილი კვეთდა სატრანსპორტო ზონას, - კომისიამ 2012 წლის 19 ივლისს მიიღო №3-- საოქმო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის 2------------) და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილს (თ--------------------ის მიმდებარედ) - 347 კვ.მეტრს მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია და საკუთრების უფლება უღიარდა შ----- მ----–--ეს. შ----- მ----–--ის სახელზე 2012 წლის 24 აგვისტოს გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №7--- და იგი საჯარო რეესტრში მესაკუთრედ დარეგისტრირდა.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ ქ----– რ-------ი არის ტ------- რ-------ის მემკვიდრე და შესაბამისად, სამკვიდრო აქტივები და ასევე სამკვიდრო პასივები გადავიდა ქ----– რ-------ზე. რაც შეეხება სადავო უძრავ ქონებას (ქ.თბილისში, მ-------------ა №--) გარდაცვალების დროს არ წარმოადგენდა ტ------- რ-------ის საკუთრებას, რამეთუ ცნობა-დახასიათების თანახმად მიწის ნაკვეთი, მდებარე: მ-------------ა №--, მიწის ნაკვეთის საერთო ფართით - 470 კვ.მეტრი, აღრიცხული იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 1994 წლამდე (მესაკუთრე ტ------- რ-------ი, სააღრიცხვო ბარათი აღრიცხულია 1961 წელს, დოკუმენტი №0-----). შესაბამისად, დასახელებული უძრავი ქონება, სასამართლოს მოსაზრებით, ვერ იქნება ტ------- რ-------ის სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივი და მასზე საკუთრების უფლება მემკვიდრეობის გზით ქ----– რ-------ზე ვერ გადავა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ პუნქტი განმარტავს მოცემული კანონის მიზნებისათვის დაინტერესებული პირის ცნებას - დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს(სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი(აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ქ----– რ-------ი (და არც მისი მამკვიდრებელი ტ------- რ-------ი) არც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების პერიოდში და არც მის შემდგომ პერიოდში არ ახორციელებდა სადავო მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობას, რაც სადავოდ არ გაუხდია თავად მოსარჩელეს, რომელმაც განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთთან შეხება არ ჰქონია, დაახლოებით, 25 წელია, ხოლო მესამე პირმა განმარტა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობს დაახლოებით 40 წელია თავად და მისი ოჯახი. სასამართლომ განმარტა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მარტოოდენ ცნობა-დახასიათება არ წარმოადგენს საკმარის სარეგისტრაციო დოკუმენტს და არ ქმნის სამართლებრივ საფუძველს ქ----– რ-------ის სახელზე, მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის, ვინაიდან არ ადგენს მასზე ქ----– რ-------ის საკუთრების უფლებას. ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივის სააღრიცხვო ბარათი, რომლის თანახმადაც, მიწის ნაკვეთი, მდებარე: მ-------------ა №--, მიწის ნაკვეთის საერთო ფართით - 470 კვ.მეტრი წარმოადგენდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 1994 წლს ტ------- რ-------ის სახელზე აღრიცხულ ფართს, არ ადასტურებს მემკვიდრეობის გზით სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადასვლას და არ ქმნის საფუძველს აღნიშნული ფართის ტ------- რ-------ის მემკვიდრის ქ----– რ-------ის საკუთრებაში რეგისტრაციისათვის მართლზომიერი მფლობელობის(სარგებლობის) საფუძვლით, ვინაიდან სახეზე არ არის არც მამკვიდრებლის და არც მემკვიდრის მიერ აღნიშნული ფართის ფლობა-სარგებლობის ფაქტი. გარდა აღნიშნულისა, მოქალაქეთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების და აღრიცხვაზე აყვანის შესახებ 1974 წლის 7 აგვისტოს №4-- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ხ-----–-- ა-------- ასული ს-------ს გამოეყო ოთხოთახიანი იზოლირებული ბინა, ფართით 55,01 კვ.მეტრი, მდებარე თ----- დასახლება, მ----------------------ი, კორპ-------, მ---------------------–---- სართულზე.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’(სადავო პერიოდში მოქმედი) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია საქმიანობას ეწევა კომისიის სხდომების მეშვეობით, რომელიც ტარდება საჯაროდ, ხოლო მე-13 მუხლის თანახმად კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლში მითითებულ მოთხოვნებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ სადავო აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ, რამეთუ შ----- მ----–--ის მიერ წარდგენილი იქნა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია, რაც ადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სწორედ შ----- მ----–--ე ფლობდა და სარგებლობდა სადავო უძრავი ქონებით ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. საწინააღმდეგოს დამადასტურებელ მტკიცებულებაზე კი მოსარჩელე ვერ მიუთითებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ----– რ-------ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

4.1. ქ----– რ-------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება მასზედ, რომ ქ----– რ-------ი და მისი მამკვიდრებელი - ტ------- რ-------ი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდილი პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების პერიოდში და არც მას შემდგომ პერიოდში არ ახორციელებდნენ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობას. აპელანტი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, საჯარო რეესტრის მიერ 2013 წლის 30 აგვისტოს მომზადებული ცნობა-დახასიათებით, ასევე სამკვიდრო მოწმობითა და სასამართლოს დადგენილებით დასტურდება, რომ მამკვიდრებელ ტ------- რ-------ის უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისში, მ-------------ა N--, სწორედ მემკვიდრე - ქ----– რ-------ი ფლობს. გარდა ამისა, მოსარჩელემ მამკვიდრებლისგან მიიღო მთელი სამკვიდრო ქონება, ხოლო თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან 2010 წლის 30 აპრილის ცნობა-დახასიათების აქტით დგინდება, რომ სადავო ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ტ------- (ტ-------) რ-------ი.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ მოპასუხემ სადავო აქტის გამოცემისას არ გამოიკვლია და არ შეაფასა ზემოთ მითითებული გარემოებები, რომ სადავო უძრავი ნივთის მიმართ არსებობდა მესამე პირის უფლება. გარდა ამისა, შ----- მ----–--ეს კომისიაში უნდა წარედგინა კანონით გათვალისწინებული, მიწის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება მოწმეთა წარდგენილ განცხადებას, ისინი არ იყვნენ ობიექტურნი, თუმცა ეს ფაქტი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია. ამდენად, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები, გასაჩივრებული აქტი არ აკმაყოფილების ფორმალური და მატერიალური კანონიერების კრიტერიუმებს.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ არასწორია სასამართლოს მითითება ხ-----–-- ს-------ისთვის ბინის გამოყოფასთან დაკავშირებით, რადგან არ დასტურდება უძრავი ქონების საკუთრებაში რეალურად გადაცემა და ბინის გადაცემის შემთხვევაშიც კი, არ დგინდება, რომ აღნიშნული ბინის სასყიდელს შეუძლია მოიცვას ან გაუთანაბრდეს სადავო ქონებას. გარდა ამისა, არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ ფაქტს, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი - ცნობა-დახასიათება კანონიერ ძალაშია და არ არის გაუქმებული.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვისას აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორი სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, არასწორად განმარტა კანონი, რამაც საბოლოოდ არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა პირველი ინსტანციის სასამართლო, რაც განაპირობებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ქ. თბილისში, თ--------------------ის მიმდებარედ 347 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შ----- მ----–--ის საკუთრების უფლების აღიარების კანონიერება, რამდენად გამოიწვია აღნიშნულმა მოსარჩელის საკუთრების უფლება შელახვა. კერძოდ, როგორც აპელანტი აღნიშნავს, მესამე პირის საკუთრების უფლების აღიარება მოხდა იმ მიწის ნაკვეთის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ქ----– რ-------ის საკუთრების უფლების ობიექტს. აპელანტი აღნიშნავს, რომ გააჩნია უფლების დამდგენი დოკუმენტი, თუმცაღა სადავო არ არის, რომ მისი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღრიცხული არ ყოფილა.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის თანახმად, კანონი არეგულირებს ორი სახის ურთიერთობას, კერძოდ, ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მითითებული კანონის მეორე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი - ეს არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო პალატა განმარტავს, გარდა იმისა, რომ საკუთრების უფლების აღიარებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იქნას კონკრეტული ფაქტების არსებობის დადასტურება და წარდგენილი უნდა იქნას შესაბამისი დოკუმენტაცია, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ვის საკუთრებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთი. კერძოდ, საკუთრების უფლების აღიარება ხდება სახელმწიფოს და არა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. ამდენად, საკუთრების უფლების აღიარებამდე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და შეისწავლოს, ხომ არ ჰყავს მიწის ნაკვეთს კერძო მესაკუთრე, ან ხომ არ არსებობს ისეთი პირი, ვისაც სადავო მიწის ნაკვეთის მიმართ გააჩნია საკუთრების უფლებით დაცვის ღირსი ინტერესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა საკუთრების უფლების აღიარების მიზნები და საფუძვლები და გაუმართლებლად შეიზღუდება ნამდვილი მესაკუთრის უფლება. სწორედ ამიტომ, მესამე პირის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ სადავო აქტის უკანონობას გამოიწვევს ისეთი ფაქტის დადგენა, რომ მოსარჩელეს გააჩნდა საკუთრების უფლებით დაცვის ღირსი ინტერესი.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი) 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32). „საკუთრების უფლება წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს, რომელსაც ეფუძნება საბაზრო ეკონომიკა და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საკუთრების როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოადგენს ინდივიდის ძირითად უფლებას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“) საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-5).

 

მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება დაცული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საკუთრების უფლება ვლინდება პირის უფლებაში, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებაში არსებულ ქონებას, კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. მართალია, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობას საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების აღრიცხვას, თუმცაღა მითითებული არ გულისხმობს იმ პირთა უფლებების ხელყოფასა და გაუთვალისწინებლობას, რომლებიც, მართალია, რეესტრში არ არიან რეგისტრირებულნი, მაგრამ გააჩნიათ საკუთრების უფლების წარმომშობი მოთხოვნა, რომელიც ასევე წარმოადგენს საკუთრების უფლებით დაცვის ობიექტს. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ ქ----– რ-------ს გააჩნია სადავო ქონების მიმართ საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტაცია, რომელიც უპირატესია მესამე პირის უფლებაზე, რადგან ამ უკანასკნელს საკუთრების უფლება უღიარდა როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე.

 

რაც შეეხება აპელანტის საკუთრების უფლებას, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2010 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობა-დახასიათება, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთი, მდებარე: მ-------------ა №--, მიწის ნაკვეთის საერთო ფართით - 470 კვ.მ. აღრიცხულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, 1994 წლამდე. ამასთანავე, შენობა-ნაგებობის გრაფაში აღნიშნულია შემდეგი ქონება - ლიტერ ა (საცხოვრებელი), პირველი სართული, 34 კვ.მ. (სხვა), რომლის მესაკუთრედ/მოსარგებლედ აღნიშნულია ტ------- რ-------ი, სააღრიცხვო ბარათი აღრიცხულია 1961 წელს, დოკუმენტი №0-----. (ს.ფ. 21).

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია 2016 წლის 04 თებერვლის სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ ქ----– რ-------ი არის 1----–-–------------------- გარდაცვლილი ტ------- რ-------ის პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი, რომელმაც, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის - ტ------- რ-------ის სახელზე რიცხული ქონება, მათ შორის, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები. მან როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო ასევე მამკვიდრებლის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, მ-------------ა №-- (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის მიხედვით-ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად ,,თბილისი, მ-------------ა №---ში” მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია 1956 წელს. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებულია ტ------- რ-------ი/რ--------ი (საფ.სააღრიცხვო მასალა ს/ნ 0-----). აღნიშნულ სააღრიცხვო მასალაში ფიქსირდება ასევე სახელი ,,ტ-------”, უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე არსებული მთლიანი შენობა-ნაგებობის ფართი: ლიტ ,,ა” საერთო ფართი-34 კვ.მეტრი. აღნიშნული ტექნიკური აღრიცხვის ბარათში მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებულია - 470 კვ.მეტრი. (ს.ფ. 17-20.)

 

სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს შპს ,,უ--------------------------ს’’ 2017 წლის 16 იანვრის №1---------- საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის შესაბამისად, ქ----– რ-------ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელიც 2010 წლის 30 აპრილის ცნობა-დახასიათების საფუძველზე იყო მისი მამის-ტ------- რ-------ის საკუთრება, მდებარე ქ.თბილისში, მ-------------ა №--, ამჟამად რეგისტრირებული აქვს ო----- მ----–--ეს. (ს.ფ. 251-253).

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა, წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს, რომ ქ----– რ-------ს, როგორც ტ------- რ-------ის მემკვიდრეს, გააჩნია სადავო უძრავი ნივთის მიმართ სამართლებრივად დასაბუთებული, საკუთრების უფლების წარმომშობი პრეტენზია, რადგან გააჩნია საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაცია. ამასთან, საკითხი ეხება საკუთრების უფლებას და მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოახდინოს მისი რეალიზაცია, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით და წარადგინოს უფლების დამდგენი დოკუმენტაცია. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას არც ხანდაზმულობის ვადა გამორიცხავს. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ უძრავი ნივთი არ იყო ქ----– რ-------ის სახელზე რეგისტრირებული, არ ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა განეკარგა სადავო უძრავი ნივთი.

 

სააპელაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მითითებულს არ გამორიცხავს 1974 წლის 7 აგვისტოს №4-- გადაწყვეტილება მოქალაქეთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების და აღრიცხვაზე აყვანის შესახებ. პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ, ერთი მხრივ, 1974 წლის გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას, რომ უძრავი ნივთის გადაცემა მოხდა სხვა ქონების სანაცვლოდ ან მოხდა მიწის ჩამორთმევა, მეორე მხრივ კი, მიუხედავად ამ გადაწყვეტილების (1974წ.) არსებობისა, ტექნიკური ბიუროს არქივის მონაცემების მიხედვით, სადავო ქონება ტ------- რ-------ზე ამ გადაწყვეტილების შემდეგაც არის აღრიცხული, (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, 1994 წლამდე).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაცული არ არის კანონმდებლობის მოთხოვნები. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მესამე პირის საკუთრების უფლების აღიარებით მოახდინა ქ----– რ-------ის უპირატესი უფლების, საკუთრების უფლების წარმომშობი, სამართლებრივად დასაბუთებული ინტერესის ხელყოფა. შესაბამისად, სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32.1, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქ----– რ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ქ----– რ-------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 1-----–--------- საოქმო გადაწყვეტილება, შ----- მ----–--ისათვის ქ. თბილისში, თ--------------------ის მიმდებარედ 347 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე, თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანანა ჩოხელი