განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100118002719117
საქმე №1ბ/374-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
3 აპრილი, 2019 წელი თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: მ-------------–-–---–ი
დაცვის მხარე:
გამართლებული: ჯ--–--–--------, (პირადი №4----------) დაბადებული 1----–-–--------------, თურქეთის მოქალაქე, რეგისტრირებული: თურქეთი, ქ--–------------------------------–-------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ო---------------–---ში. (მონაწილეობის გარეშე)
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი)
ადვოკატი: თ-------------–--ე
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-------------–-–---–მა და ითხოვა გამართლებული ჯ--–--–--------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება.
ბრალდების არსი:
2018 წლის 28 სექტემბერს, ქ.თბილისში, ს--------------------ში მდებარე იუსტიციის სახლში, ჯ--–--–-------- მეუღლეს - თ------------ს და მის შვილს ლ--–----------–---–ს დაემუქრა მოკვლით და შვილების ამოწყვეტით, რაც თ------------მა და ლ--–----------–---–მა აღიქვეს რეალურად, შეეშინდათ და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დაუყოვნებლივ დატოვეს იუსტიციის სახლი.
2018 წლის 30 სექტემბერს, ჯ--–--–-------მა მეუღლის - თ------------ის შვილის ლ--–----------–---–ის კუთვნილ ნომერზე გააგზავნა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინებები, კერძოდ, თ------------ს ურჩია გაქცევით ეშველა თავისთვის და შვილისთვის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ლ--–----------–---–ის სახეს ვეღარ ნახავდა და მის გასვენებაში მივიდოდა. აღნიშნული მუქარა ლ--–----------–---–მა და თ------------მა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა ჯ--–--–--------ს მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულებმა თ------------მა და ლ--–----------–---–მა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ჯ--–--–--------ს წინააღმდეგ.
მოწმე ნ-----–-------–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობდა თ------------თან და ლ--–----------–---–თან ერთად. თ------------ს სურდა მეუღლესთან - ჯ--–--–-------თან განქორწინება, რომელიც იყო წინააღმდეგი. 2018 წლის 28 სექტემბერს, მას დაურეკა ჯ--–--–მა და უთხრა, რომ თ------ და ლ--–- სასწრაფოდ მისულიყვნენ იუსტიციის სახლში. თ------ და ლ--–- იუსტიციის სახლიდან შეშინებულები და აღელვებულები დაბრუნდნენ, ამბობდნენ, რომ ჯ--–--–მა გადაიფიქრა განქორწინება და დაემუქრათ. მისთვის ცნობილია, რომ ჯ--–--–ი, ლ--–-ს ტელეფონზე, თ-----ს ინტენსიურად უგზავნიდა მუქარის შემცველ მესიჯებს, რომლებსაც თ------ მოგვიანებით აღარც კითხულობდა. თ------ს თქმით, ჯ--–--–ი ხან სიყვარულს უხსნიდა, ხან ემუქრებოდა. 2018 წლის 30 სექტემბერს, იგი იყო ქალაქგარეთ. სახლში დაბრუნებულმა ნახა, რომ თ------ და ლ--–- იყვნენ აღელვებულები, რადგან ჯ--–--–ი ისევ ემუქრებოდათ. მან სთხოვა, მიემართათ პოლიციისთვის, რადგან ისინი ერთად ცხოვრობდნენ და შეშინდა. კონფლიქტის შემდეგ თ------ და ჯ--–--–ი შერიგდნე და ერთად განაგრძეს ცხოვრება.
მოწმე ი---------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ თ------------ი (გ---–----) არის მისი და, რომელიც დაქორწინებულია ჯ--–--–-------ზე. 2018 წლის შემოდგომაზე, მის დასა და მეუღლეს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ კონფლიქტს, რა დროსაც გამოიძახეს პატრული, დაკითხეს მისი სიძე და გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. მისთვის არავის უთქვამს, რომ ჯ--–--–ი თ-----ს ემუქრებოდა, არ იცის 2018 წლის 29 სექტემბერს რა მოხდა და არ ახსოვს რა ინფორმაცია მიაწოდა მან გამოძიებას გამოკითხვის დროს.
შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსის სახელზე თ------------ის მიერ შედგენილი განცხადებით (30.09.2018): ,,მოგახსენებთ, რომ 2017 წლიდან ოფიციალურ ქორწინებაში ვიმყოფები თურქეთის მოქალაქე ჯ--–--–-------თან. თანაცხოვრების პერიოდში გვქონდა ოჯახური კონფლიქტი, რის გამოც ისანი-სამგორის მე-3 განყოფილების მიერ 2018 წლის 22 სექტემბერს გამოწერილია შემაკავებელი ორდერი. მას შემდეგ, როდესაც საცხოვრებლად გადმოვედი აღნიშნულ ადგილზე და ვიმყოფებოდი სახლში, ამა წლის 30 სექტემბერს დამიკავშირდა მითითებულ ნომერზე და მითხრა, რომ განქორწინებას ხელს არ მოაწერდა და თუ არ ვიქნები მისი მეუღლე, დამემუქრა მოკვლით, როგორც მე, ასევე ბავშვებზე, რომელიც მყავს პირველი მეუღლისგან.“
შემაკავებელი ორდერით N0------ის დადგენილია, რომ შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მე-3 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ ჯ--–--–--------ს მიმართ თ------------ზე ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი.
დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 1 ოქტომბერს 01:35-01:55 ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება დათვალიერება, რა დროსაც მოწმის სახით გამოკითხულმა ლ--–----------–---–მა, ნებაყოფლობით წარადგინა „ჰუავეის“ მობილური ტელეფონი, რაშიც მოთავსებულია „ბილაინის“ ქსელში ჩართული სიმ ბარათი 5--------. მობილურის სენსორიან ეკრანზე გამოტანილია შეტყობინებების ფანჯარა, სადაც ნანახი იქნა ლ--–----------–---–ის მითითებით ჯ--–--–--------ს მიერ 5-------- ნომრიდან გამოგზავნილი 2018 წლის 30 სექტემბრის სმს შეტყობინებები, შესრულებული ლათინური ასოებით, თურქულ ენაზე.
ჯ--–--–--------ს მობილური ტელეფონის ნომრიდან 5--------, ლ--–----------–---–ის მობილურ ტელეფონზე, გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები (30.09.2018) შეიცავდა არაერთ მუქარისშემცველ ტექსტს, თ------------ის და ლ--–----------–---–ის მიმართ.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, ჯ--–--–--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით და უარი განაცხადეს ახალო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ნ-----–-------–---–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ჯ--–--–--------ს მხრიდან მუქარის ფაქტს არ შესწრებია და 2018 წლის 28 სექტემბრისა და 30 სექტემბრის მუქარასთან დაკავშირებით იცის მხოლოდ თ------------ის ნაამბობიდან, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მისი გადამოწმება დაზარალებულთან შეუძლებელია, ისევე, როგორც ჯ--–--–--------ს მობილური ტელეფონის ნომრიდან ლ--–----------–---–ის მობილურ ტელეფონზე გაგზავნილ მუქარის შემცველ ტექსტური შეტყობინებებისა, ვინაიდან სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განსაზღვროს თუ რამდენად რეალურად აღიქვეს დაზარალებულებმა მათ მიმართ განხორციელებული მუქარა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548; §52). შესაბამისად, ამ ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, დანაშაულის ჩადენა/არჩადენის ფაქტის დასადგენად, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი ჯ--–--–--------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ჯ--–--–-------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 28 სექტემბერის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 30 სექტემბერის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ჯ--–--–--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ჯ--–--–-------ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/