განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001913752 (საქმე №3ბ/1593-18)
გGა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოსარჩელე)- საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე - ვ-–-------- ქ--–--------ი;
დავის საგანი - თანხის დაბრუნება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი მოპასუხე - ვ-–-------- ქ--–--------ის მიმართ, თანხის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
2013 წლის 21 ივნისს, ერთის მხრივ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტსა (შემდგომში ,,გრანტის გამცემი’’) და ვ-–-------- ქ--–--------ს შორის (შემდგომში ,,გრანტის მიმღები’’) დაიდო N3--------------- ხელშეკრულება ,,გრანტის შესახებ’’. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, პროგრამა ,,ცოდნის კარის’’ ფარგლებში, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს აშშ-ში, ე---------ოს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2013-2014 სასწავლო წელს სწავლის საფასური ასანაზღაურებლად. ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“, ,,გრანტის მიმღებს“ გრანტის სახით გადასცემს 7.000 (შვიდი ათას) აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში. ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული
თანხების ხარჯვის მონიტორინგი. ხელშეკრულების 3.1.2. მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“ ,,გრანტის მიმღების’’ მიერ 3.4.1, 3.4.4 და 3.4.5. პუნქტებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, იტოვებს გაცემული საგრანტო თანხის უკან დაბრუნების უფლებას. ხელშეკრულების 3.4.1. მუხლის თანახმად, ,,გრანტის მიმღები“ ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1-ლი და მე-2 მუხლის 2.1 უნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის. ხელშეკრულების 3.4.3. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია მისთვის გამოყოფილი გრანტის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, გრანტის გამცემს დაუბრუნოს მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული თანხა ,,გრანტის გამცემის’’ ანგარიშზე. ხელშეკრულების 3.4.5. პუნქტის თანახმად, სწავლის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს წარუდგინოს ე---------ოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
2013 წლის 21 ივნისის N3--------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 15, 18);
2013 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ვ-–-------- ქ--–--------მა წარადგინა განცხადება და მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მას შორის 2013 წლის 21 ივნისს დადებული გრანტის ხელშეკრულების თანახმად სწავლის საფასურის 7000 აშშ დოლარის გადარიცხვა ე---------ოს უნივერისტეტის ანგარიშზე.
2013 წლის 08 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გადახდილ იქნა სწავლის საფასური 7000 აშშ დოლარის (ექვივალენტი 11,634.00 ლარი) ოდენობით, ე---------ოს უნივერსიტეტის ანგარიშზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 23 სექტემბრის განცხადება (ს.ფ. 19);
- სავალუტო საგადახდო დავალება N0----------------) ; N0----------------- (ს.ფ. 24-25);
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 12 ოქტომბრის № MES7---------- მიმართვის თანახმად, ვ-–-------- ქ--–--------ს ეთხოვა 2013 წლის 21 ივნისის სსიპ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტსა და მას შორის დადებული გრანტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის უმოკლეს ვადაში სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 12 ოქტომბრის
№ MES7---------- მიმართვა (ს.ფ. 26)
საერთაშორისო ურთიერთობისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 03 თებერვლის NMES 0---------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ე---------ოს უნივერსიტეტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ვ-–-------- ქ--–--------ი აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლობდა 2011 წლის შემოდგომის სემესტრიდან 2013 წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვით და 2014 წლის შემდგომის სემესტრში, ხოლო ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა ოთხი წელი/რვა სემესტრი (120) კრედიტი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის 2017 წლის 03 თებერვლის № MES0---------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 27-28);
3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული მისი შეხედულებით უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯარო სამართლებრივ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251 მუხ, სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის
2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს (სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.2012წ. №ბს -1394 -1377(კ -11) განჩინება).
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტსა და ვ-–-------- ქ--–--------ს შორის 2013 წლის 21 ივნისს გაფორმებული ,,გრანტის შესახებ’’ N3--------------- ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს. დასახელებული კანონის 2.1 მუხლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია ის სუბიექტები, თუ ვინ შეიძლება წარმოადგენდეს გრანტის მიმღებს, ხოლო მე-5 მუხლით განსაზღვრულია გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, დასახელებული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბებისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და ამ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტისგამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით.
,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა არსებითი პირობები, კერძოდ, ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, პროგრამა ,,ცოდნის კარის’’ ფარგლებში, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს აშშ-ში, ე---------ოს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2013-2014 სასწავლო წელს სწავლის საფასური ასანაზღაურებლად. ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“, ,,გრანტის მიმღებს“ გრანტის სახით გადასცემს 7.000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში. ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის თანახმად,,,გრანტის გამცემს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების ხარჯვის მონიტორინგი. ხელშეკრულების 3.1.2. მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“ ,,გრანტის მიმღების’’ მიერ 3.4.1, 3.4.4 და 3.4.5. პუნქტებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, იტოვებს გაცემული საგრანტო თანხის უკან დაბრუნების უფლებას. ხელშეკრულების 3.4.1. მუხლის თანახმად, ,,გრანტის მიმღები“ ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1-ლი და მე-2 მუხლის 2.1 უნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის. ხელშეკრულების 3.4.3. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია მისთვის გამოყოფილი გრანტის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, გრანტის გამცემს დაუბრუნოს მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული თანხა ,,გრანტის გამცემის’’ ანგარიშზე. ხელშეკრულების 3.4.5. პუნქტის თანახმად, სწავლის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს წარუდგინოს ე---------ოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ვ-–-------- ქ--–--------ს წარმოეშვა თუ არა ხელშეკრულებით მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულება.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებზე, კერძოდ: ვ-–-------- ქ--–--------ის 2013 წლის 23 სექტემბრის განცხადებაზე და საქმეში წარმოდგენილ 08.10.2013 წლის N0---- და 07.10.2013 წლის N0---- სავალუტო საგადახდო დავალებებზე, რომელთა მიხედვითაც დასტურდება ე---------ოს უნივერსიტეტისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ვ-–-------- ქ--–--------ის სწავლის საფასურის გადარიცხვის ფაქტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის 2017 წლის 03 თებერვლის № MES0---------- სამსახურებრივი ბარათზე, რომლის თანახმად, ვ-–-------- ქ--–--------ი ე---------ოს უნივერსიტეტში სწავლობდა 2011 წლის შემოდგომის სემესტრიდან 2013 წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვით და 2014 წლის შემდგომის სემესტრში. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა ოთხი წელი/რვა სემესტრი (120) კრედიტი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, იმის თაობაზე, რომ ვ-–-------- ქ--–--------მა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ვერ წარადგინა სწავლის შედეგად შესაბამისის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაასკვნა, რომ ვ-–-------- ქ--–--------ი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიიღო თანხა -7000 აშშ დოლარის (ექვივალენტი 11,634.00 ლარი) ოდენობითთ, ამ თანხის მიზნობრიობის დასადასტურებლად წარმოდგენილია ე---------ოს უნივერსიტეტში სწავლის დამადუასტურებელი ფაქტი, რომლის თანახმად ვ-–-------- ქ--–--------ი უნივერსიტეტში სწავლობდა 2011 წლის შემოდგომის სემესტრიდან 2013 წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვით და 2014 წლის შემდგომის სემესტრში. სასამართლომ ასევე მიუთითა მხარეთა ახსნა-განმარტებებზე, რომლის თანახმადაც, მოპასუხე დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ დაუსრულებია, აღნიშნული მოიცავდა - 120 კრედიტს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება შეწყდა 2014 წლის შემოდგომაზე მოპასუხეს სწავლა არ გაუგრძელებია, ამდენად, მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას პროგრამის ფარგლებში დაესრულებინა სწავლა და წარედგინა სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გრანტის მიმღებმა დაარღვია 2013 წლის 21 ივნისის N3--------------- ხელშეკრულების 3.4.5 პუნქტი - სასამართლოს მიერ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე გაზიარებული არ იქნა, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომლის თანახმად გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით. ამასთან, ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N40 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული პროგრამის მე-8 მუხლის თანახამად, პროგრამა ,,ცოდნის კარის" ფარგლებში შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისიის ტექნიკური დახმარების უზრუნველმყოფ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტსა და ვ-–-------- ქ--–--------ს შორის 2013 წლის 21 ივნისს გაფორმდა გრანტის შესახებ ხელშეკრულება N3------------- (შემდგომში - ხელშეკრულება). ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემი" ,,გრანტის მიმღებს" უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს აშშ-ში, ე---------ოს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2013-2014 სასწავლო წლის სწავლის საფასურის ასანაზღაურებლად.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2 პუნქტის თანახამდ "გრანტის გამცემი" "გრანტის მიმღებს" გრანტის სახით გადასცემს 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის 3.1.1 ქვეპუნქტის თანახმად ,,გრანტის გამცემს" უფლება აქვს ნებისმიერ დროს, მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით მოახდინოს ,,გრანტის მიმღებისათვის" გადარიცხული თანხების ხარჯვისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტორინგი. ამავე მუხლის 3.4 პუნქტის 3.4.1 ქვეპუნქტის თანახმად, "გრანტის მიმღები" ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების პირველი და მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის.
ამავე მუხლის 3.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, ,,გრანტის გამცემს" უფლება აქვს ,,გრანტის მიმღების" მიერ 3.4.1. 3.4.4 და 3.4.5 ქვეპუნქტებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს საგრანტო თანხის უკან დაბრუნება. აღნიშნული ქვეპუნქტები ითვალისწინებს შემდეგს - გრანტის მიმღები ვალდებულია: ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების პირველი და მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის (3.4.1 ქვეპუნქტი), შეინარჩუნოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სასწავლო დაწესებულებაში არსებული შეფასების სისტემის მიხედვით მაღალი აკადემიური მოსწრება (3.4.4 ქვეპუნქტი), სწავლის დასრულების შემდეგ, ,,გრანტის გამცემს" წარუდგინოს ე---------ოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი (3.4.5 ქვეპუნქტი).
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სრულყოფილად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ვ-–-------- ქ--–--------ის მოთხოვნის შესაბამისად გადარიცხა მოთხოვნილი საგრანტო თანხა 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი 11634.00 (თერთმეტი ათას ექვსას ოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის 3.1.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2016 წლის 12 ოქტომბრის N1------ წერილით მიმართა ვ-–-------- ქ--–--------ს და მოთხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის უმოკლეს ვადაში სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, თუმცა ვ-–-------- ქ--–--------ს აღნიშნული დოკუმენტი დღემდე არ წარმოუდგენია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და მხარეთა შორის გაფორმებული 2013 წლის 21 ივნისის N3------------- ხელშეკრულების 3.1.2 და 3.4.7 ქვეპუნქტების შესაბამისად, ვ-–-------- ქ--–--------ი ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააბრუნოს მისთვის გადარიცხული გრანტი სრულად - 11634.00 (თერთმეტი ათას ექვსას ოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტში სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება, სასამართლოს დასაბუთების ძირითად ნაწილს წარმოადგენს იმ გარემოების მტკიცება, რომ სახეზეა ადმინისტრაციული ხელშეკრულება რომელსაც განიხილავს სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ასევე მითითებულია ზოგადი ნორმები ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოება სადავო არ გამხდარა საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე. ამასთან სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში ყოვლად დაუსაბუთებლად და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლად აღნიშნა, რომ ის ვერ გაიზიარებდა მოსარჩელის პოზიციას, იმის თაობაზე, რომ ვ-–-------- ქ--–--------მა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ვერ წარადგინა სწავლის შედეგად შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ დაუსრულებია, აღნიშნული მოიცავდა 120 კრედიტს, "ხოლო იმის გათვალისწინებით რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება შეწყდა 2014 წლის შემოდგომაზე მოპასუხეს სწავლა არ გაუგრძელებია, ამდენად მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას პროგრამის ფარგლებში დაესრულებინა სწავლა და წარედგინა სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი." სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება, გარდა იმისა რომ სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ შეიცავს არც ერთ მითითებას სამართლებრივ ნორმაზე, ასევე არალოგიკურია და გაურკვეველია აღნიშნული მსჯელობის შინაარსი. სასამართლომ მხარის მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობა განმარტა, როგორც ხელშეკრულების შეწყვეტა და შესაბამისად ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა. სწორედ აღნიშნულ მცდარ და გაურკვეველ მსჯელობას დააფუძნა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ "საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთიანობაში ანალიზის საფუძველზე გაზიარებული ვერ იქნება მოსარჩელის პოზიცია, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფიდლეს."
აპელანტის განმარტებით, ასევე აღსანიშნავია, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N40 დადგენილება, რომლითაც დამტკიცებული პროგრამა "ცოდნის კარის" ფარგლებში დაფინანსდა მოპასუხე, განსაზღვრავს აღნიშნული პროგრამის მიზანს - ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც სწორედ შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებული ხარისხის მიღებით დასტურდება. ამდენად სასამართლოს მსჯელობა ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის ვერცერთ რეგულაციას ვერ შეესაბამება.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა თითქოს ვ-–-------- ქ--–--------ი მოკლებული იყო შესაძლებლობას წარმოედგინა მოთხოვნილი დოკუმენტი, სრულიად დაუსაბუთებელია, ვინაიდან ხელშეკრულება პირდაპირ ითვალისწინებდა აღნიშნულ ვალდებულებას და სწორედ ამ პირობით დაფინანსდა მოპასუხე შესაბამისი გრანტით.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს;
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 21 ივნისს, ერთის მხრივ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტსა (შემდგომში ,,გრანტის გამცემი’’) და ვ-–-------- ქ--–--------ს შორის (შემდგომში,,გრანტის მიმღები’’) დაიდო N3--------------- ხელშეკრულება ,,გრანტის შესახებ’’. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, პროგრამა ,,ცოდნის კარის’’ ფარგლებში, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს აშშ-ში, ე---------ოს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2013-2014 სასწავლო წელს სწავლის საფასურის ასანაზღაურებლად. ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“, ,,გრანტის მიმღებს“ გრანტის სახით გადასცემს 7.000 (შვიდი ათას) აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში. ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების ხარჯვის მონიტორინგი. ხელშეკრულების 3.1.2. მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“ ,,გრანტის მიმღების’’ მიერ 3.4.1, 3.4.4 და 3.4.5. პუნქტებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, იტოვებს გაცემული საგრანტო თანხის უკან დაბრუნების უფლებას. ხელშეკრულების 3.4.1. მუხლის თანახმად, ,,გრანტის მიმღები“ ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1-ლი და მე-2 მუხლის 2.1 უნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის. ხელშეკრულების 3.4.3. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია მისთვის გამოყოფილი გრანტის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, გრანტის გამცემს დაუბრუნოს მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული თანხა ,,გრანტის გამცემის’’ ანგარიშზე. ხელშეკრულების 3.4.5. პუნქტის თანახმად, სწავლის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს წარუდგინოს ე---------ოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააპელაციო პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2013 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ვ-–-------- ქ--–--------მა წარადგინა განცხადება და მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მას შორის 2013 წლის 21 ივნისს დადებული გრანტის ხელშეკრულების თანახმად სწავლის საფასურის 7000 აშშ დოლარის გადარიცხვა ე---------ოს უნივერისტეტის ანგარიშზე. 2013 წლის 08 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გადახდილ იქნა სწავლის საფასური 7000 აშშ დოლარის (ექვივალენტი 11,634.00 ლარი) ოდენობით, ე---------ოს უნივერსიტეტის ანგარიშზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული მისი შეხედულებით უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯარო სამართლებრივ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251 მუხ, სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს (სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.2012წ. №ბს-1394-1377(კ-11) განჩინება).
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ 2013 წლის 21 ივნისს, ერთის მხრივ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტსა (შემდგომში ,,გრანტის გამცემი’’) და ვ-–-------- ქ--–--------ს შორის დადებული N3--------------- ხელშეკრულება ,,გრანტის შესახებ’’ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
პალატა იზიარებს აპელანტის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ სადავო თანხის დაბრუნების საფუძველი უნდა გახდეს ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ვ-–-------- ქ--–--------ისათვის აკადემიური ხარისხის მინიჭებას.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს. დასახელებული კანონის 2.1 მუხლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. იმავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია ის სუბიექტები, თუ ვინ შეიძლება წარმოადგენდეს გრანტის მიმღებს, ხოლო მე-5 მუხლით განსაზღვრულია გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბებისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და ამ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით. ,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვ-–-------- ქ--–--------მა დაარღვია 2013 წლის 21 ივნისს გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულების 3.4.5 ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად გრანტის მიმღები ვალდებულია სწავლის დასრულების შემდეგ, ,,გრანტის გამცემს" წარუდგინოს ე---------ოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ვ-–-------- ქ--–--------ის მიერ არ განხორციელებულა, რაც ამავე ხელშეკრულებიას 3.1.2. ქვეპუნქტის თანახმად, გაცემული საგრანტო თანხების უკან დაბრუნების საფუძველია. სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სწავლის დასრულების შემდეგ, ე---------ოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, გრანტის გამცემის მიერ (დონორი) გრანტის მიმღებისათვის დადგენილ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N40 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული პროგრამის მე-8 მუხლის თანახამად, პროგრამა ,,ცოდნის კარის" ფარგლებში შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისიის ტექნიკური დახმარების უზრუნველმყოფ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტსა და ვ-–-------- ქ--–--------ს შორის 2013 წლის 21 ივნისს გაფორმდა გრანტის შესახებ ხელშეკრულება N3------------- (შემდგომში - ხელშეკრულება). ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემი" ,,გრანტის მიმღებს" უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს აშშ-ში, ე---------ოს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2013-2014 სასწავლო წლის სწავლის საფასურის ასანაზღაურებლად.
სააპელაციო პალატა მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტსა და ვ-–-------- ქ--–--------ს შორის 2013 წლის 21 ივნისს გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებდა ფულად სახსრების გადაცემას ე---------ოს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ 2013-2014 სასწავლო წლის სწავლის საფასურის ასანაზღაურებლად, რაც გრანტის მიმცემის მიერ შესრულებულია. მითითებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა გრანტის მიმღების ე---------ოს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მის სრულ დაფინანსებას. საქმეში ასევე არ მოიპოვება მტკიცებულება ვ. ქ--–--------ის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტისათვის 2013-2014 სასწავლო წლის შემდგომი საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსების მოთხოვნასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასებით, არარელევანტურია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე რომ, ე---------ოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო სრული პროგრამა მოიცავდა 120 კრედიტს, და იმის გათვალისწინებით რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება შეწყდა 2014 წლის შემოდგომაზე, მოპასუხეს სწავლა არ გაუგრძელებია, რის გამოც მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას პროგრამის ფარგლებში დაესრულებინა სწავლა და წარედგინა სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააპელაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის 3.1.1 ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად ,,გრანტის გამცემს" უფლება აქვს ნებისმიერ დროს, მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით მოახდინოს ,,გრანტის მიმღებისათვის" გადარიცხული თანხების ხარჯვისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტორინგი. ამავე მუხლის 3.4 პუნქტის 3.4.1 ქვეპუნქტის თანახმად, "გრანტის მიმღები" ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების პირველი და მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის. ამავე მუხლის 3.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, ,,გრანტის გამცემს" უფლება აქვს ,,გრანტის მიმღების" მიერ 3.4.1. 3.4.4 და 3.4.5 ქვეპუნქტებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს საგრანტო თანხის უკან დაბრუნება. აღნიშნული ქვეპუნქტები ითვალისწინებს შემდეგს - გრანტის მიმღები ვალდებულია: ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების პირველი და მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის (3.4.1 ქვეპუნქტი), შეინარჩუნოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სასწავლო დაწესებულებაში არსებული შეფასების სისტემის მიხედვით მაღალი აკადემიური მოსწრება (3.4.4 ქვეპუნქტი), სწავლის დასრულების შემდეგ, ,,გრანტის გამცემს" წარუდგინოს ე---------ოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი (3.4.5 ქვეპუნქტი).
ხელშეკრულების 3.4.7. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში გრანტის გამცემს სრულად უბრუნებს გრანტის სახით გაცემულ თანხას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სრულყოფილად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ვ-–-------- ქ--–--------ის მოთხოვნის შესაბამისად გადარიცხა მოთხოვნილი საგრანტო თანხა 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი 11634.00 (თერთმეტი ათას ექვსას ოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის 3.1.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2016 წლის 12 ოქტომბრის N1------ წერილით მიმართა ვ-–-------- ქ--–--------ს და მოთხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის უმოკლეს ვადაში სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, თუმცა ვ-–-------- ქ--–--------ს აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოუდგენია. შესაბამისად ამავე ხელშეკრულების 3.1.2, 3.1.5. და 3.4.7 ქვეპუნქტების შესაბამისად წარმოეშვა ვალდებულება სრულად დააბრუნოს გრანტის სახით გადაცემული თანხა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები:
აპელანტი გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2-ლი, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება;
3. მოპასუხე ვ-–-------- ქ--–--------ს დაეკისროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 11634.00 ( თერთმეტი ათას ექვსას ოცდათოთხმეტი ) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);
მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი