განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.02.2019
საქმის ნომერი
330310017002214768
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002214768

საქმე N3ბ/3367-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

აპელანტი (მოსარჩელე) - ლ-–- ბ--------ა, ნ----- ბ--------ა, ნ-----–---- ბ--------ა;

წარმომადგენელი - ი----–----–----ე;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო;

წარმომადგენელი - ე------–--ე;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი;

მესამე პირი (ა.ს.კ. 16.2) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

მესამე პირი (ა.ს.კ. 16.2) - ლ---- ბ--------ა;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება;

1. აპელანტთა მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ-–- ბ--------ას, ნ----- ბ--------ასა და ნ-----–---- ბ--------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

2.2.1. ლ-–- ბ--------ა და მისი შვილები - ნ----- და ნ-----–---- ბ--------ები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარმოებული აღრიცხვით დევნილებად დარეგისტრირდნენ მისამართზე - თბილისი, ჩ-----------ი, ა-------ის ქუჩა N---ში საოჯახო ნომრით-----. ამავე საოჯახო ნომერზე და მისამართზე დარეგისტრირდა ლ-–- ბ--------ას ძმა - ლ---- ბ--------ა, ასევე, მშობლები, და და შვილი. ოჯახის მონაცემები 2013 წელს განხორციელებული რეგისტრაციისას არ შეცვლილა (ს.ფ. 15; 138-149).

 

2.2.2. საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–--------------–ის №-- განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად გადაეცათ დანართში მითითებულ პირებს. მითითებული განკარგულების დანართის მიხედვით, თბილისში, ჩ-----------ი, ა-------ის ქუჩა N---ში მდებარე, 74 კვ.მ 2-------- გადაეცა ლ-–-, ნ----- და ნ-----–---- ბ--------ების ოჯახს. (ს.ფ. 70-71, 72).

 

2.2.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2-----–-–------------------–ს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინსიტროსა და ლ---- ბ-------ას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ლ---- ბ--------ას საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ჩ-----------ში, ა-------ის ქუჩა N---ში მდებარე 74 კვ.მ 2--------. დასახელებული ხელშეკრულების 2.2 და 2.5 პუნქტებში მითითებულია, რომ ლ---- ბ--------ას მისთვის გადაცემულ ქონებაში ჯ----–ი, ლ-–-, ნ----- და ნ-----–---- ბ--------ების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება დაეკისრა, ხოლო 2.4 პუნქტში აღინიშნა, რომ ხელშეკრულებით ბინით დაკმაყოფილებული პირები ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღარ იქნებოდნენ უფლებამოსილნი, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისგან კომპენსაცია ან უძრავი ქონების გადაცემა მოეთხოვათ, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. ხელშეკრულების შესაბამისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 2----–-–----------------–ს (ს.ფ. 22-23).

 

2.2.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩია, რომ ლ-–- ბ--------ასათვის 2----–-–---------------–ის ხელშეკრულების თაობაზე ცნობილი უნდა ყოფილიყო ამ ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---- ბ--------ა და ლ-–- ბ--------ა შვილებთან ერთად ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად იმ ბინაში, რომელიც სადავო ხელშეკრულებით გადაეცათ.

 

2.2.5. საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–--------------–ის №-- განკარგულებისა და მის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისიტროსა და ლ---- ბ--------ას შორის 2----–-–----------------–ს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით ლ-–-, ნ----- და ნ-----–---- ბ--------ების სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოს წარედგინა 2017 წლის 14 დეკემბერს წარედგინა (ს.ფ. 1-13).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე და განმარტა, რომ აღნიშნული უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს, დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოდ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი. მიუთითა, რომ დასახელებული კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი და ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. განმარტა, რომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლისა.

 

განსახილველ დავის ფარგლებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, ჩ-----------ში, ა-------ის ქუჩა N---ში მდებარე ბინის პრივატიზების თაობაზე მოსარჩელეებისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების დროს - 2----–-–----------------–ს, რაც საქმის განმხილველი სასამართლოს მოსაზრებით მეტყველებს მასზე, რომ შესაბამისი ბინით დაკმაყოფილება სადავოდ დასახელებული დროიდან 3 წლის ვადაში უნდა გამხდარიყო, თუმცა სარჩელი არა ამ ვადაში, არამედ 2017 წლის დეკემბერშია წარდგენილი სასამართლოში. მითითებული ნორმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:

 

3.1. ლ-–- ბ--------ას, ნ----- ბ--------ას, ნ-----–---- ბ--------ას სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორთა წარმომადგენლის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების მიღების დროს არ შეუფასებია და არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, თუ ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის სადავო - 2----–-–---------------–ის ხელშეკრულების მხარეები.

 

წარმომადგენლის განმარტებით,------–-–----------------–ს, საქართველოს ეკონომიკური განვიათრების სამინისტროსა და ლ---- ბ--------ას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ლ---- ბ--------ას საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ჩ-----------ში, ა-------ის ქN---ში მდებარე 74 კვ.მ 2--------. შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდნენ საქართველოს ეკონომკური განვიათრების სამინისტრო და ლ---- ბ--------ა. მისივე განმარტებით, მართალია ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, ლ---- ბ--------ას, მისთვის გადაცემულ ქონებაში ჯ----–ი, ლ-–-, ნ----- და ნ-----–---- ბ--------ების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დაეკისრა, თუმცა აღნიშნული ვერ მიიჩნევე იმ გარემოების დამადასტურებლად, რომ მათთვის - აპელანტებისთვის ცნობილი იყო 2----–-–---------------–ის ხელშეკრულების არსებობის შესახებ.

 

წარმომადგენელი სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტები ხელშეკრულების მხარეებს არ წარმოადგენდნენ. შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ ვინაიდან, ლ-–- ბ--------ა შვილებთან ერთად, ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში ცხოვრობდა ხელშეკრულებით გადაცემულ ლ---- ბ--------ას ბინაში, ლ-–- ბ--------ასთვის და მისი შვილებისათვის ცნობილი იქნებოდა აღნიშნული ხელშეკრულების არსებობის თაობაზე. წარმომადგენლის განმარტებით, საქმის მასალებით ასევე ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის აპელანტები ცხოვროვბდნენ ლ---- ბ--------ასათვის ხელშეკრულებით გადაცემულ ბინაში. ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მათ 2017 წლის 25 სექტემბერს მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და სწორდე ამ პერიოდში გახდა მათთვის ცნობილი ბინით დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ძირითადი არსი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის არასწორ გამოყენებას, ანუ არასწორ სამართლებრივ შეფასებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე აღიარებს მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, თუმცა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ემყარება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასრულყოფილ შეფასებას, რაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გამორიცხავს ამ შეფასებების საფუძველზე წარმოდგენილი დასკვნების გაზიარების შესაძლებლობას.

 

სააპელაციო სასამართლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

დადგენილია, რომ ლ-–- ბ--------ა, ნ----- ბ--------ა, ნ-----–---- ბ--------ა არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი.

 

დადგენილია, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–--------------–ის №-- განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქ.თბილისში, ა-------ის ქN--,----- სართული,----------, 74 კვ.მ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა ლ---- ბ--------ას. ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირები (ლ-–- ბ--------ა, ნ----- ბ--------ა, ნ-----–---- ბ--------ა).

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–--------------–ის №-- განკარგულების საფუძველზე,------–-–---------------–ის საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროსა (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და ლ---- ბ--------ას (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ლ---- ბ--------ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ქ.თბილისში, ა-------ის ქN--,----- სართული,----------, 74 კვ.მ.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

ამდენად, პალატა განმარტავს, რომ ზემოთმითითებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშკრულებას, რომლის განმარტებაც მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლით. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის თანხმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება, რომელსაც თავის მხრივ უფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება.

 

პალატა აქვე განმარტავს, რომ მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად პირის თანხმობა იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ ეს ხელშეკრულება პირს აკისრებს რაიმე ვალდებულების შესრულებას ან მის უფლებას ზღუდავს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ კონკრეტული ურთიერთობის რეგულირების წესები მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომელიც ცალსახად ადგენს მესამე პირის ინფორმირებისა და მისი წერილობითი თანხმობის გაცემის ვალდებულებას იმ ხელშეკრულების დადების დროს, რომლითაც იზღუდება ამ პირის უფლება ან მას ეკისრება რაიმე ვალდებულების შესრულება. ამდენად, პალატა იზიარებს აპელანტების იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ლ---- ბ--------ას შორის დადებული ხელშეკრულება ლ-–- ბ--------ას, ნ----- ბ--------ას და ნ-----–---- ბ--------ას ნაწილში, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან არ არსებობს მის დადებაზე აპელანტების წერილობითი თანხმობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–--------------–ის N-- განკარგულება ლ-–- ბ--------ას, ნ----- ბ--------ას და ნ-----–---- ბ--------ას საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ნაწილში.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებიდან გამომდინარე პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ თბილისში, ჩ-----------ში, ა-------ის ქუჩა N---ში მდებარე ბინის პრივატიზების თაობაზე მოსარჩელეებისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების დროს - 2----–-–----------------–ს, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე გამოცხადებული მესამე პირის ლ---- ბ--------ას ახსნა - განმარტებაზე, რომელმაც მიუთითა, რომ ზემოხსენებულ ხელშეკრულებას ისე მოაწერა ხელი, რომ მისთვის არ იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ ხელშეკრულება გულისხმობდა ლ-–-, ნ----- და ნ-----–---- ბ--------ების ფართით დაკმაყოფილებას და მასზე განხორციელებული ხელმოწერა გულისხმობდა ასევე მათთვის ინფორმაციის მიწოდების სავალდებულოობას ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

 

პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულება შედგენილია ერთ ეგზემპლარად. ხელშეკრულება გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციოდ, არ გადასცემიათ მხარეებს. ამდენად, ვარაუდი, რომ ლ-–- ბ--------ას, ნ----- ბ--------ას და ნ-----–---- ბ--------ას უნდა სცოდნოდა სადავო ხელშეკრულების თაობაზე, არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

 

რაც შეეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების“ შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით არ დგინდება ის გარემოება, რომ სადავო ხელშეკრულების დადების შესახებ 2017 წლის 25 სექტემბრამდე ცნობილი იყო აპელანტებისთვის. ამასთან, საქმის მასალებით კერძოდ 2017 წლის 4 ოქტომბრის წერილით გახდა მათთვის ცნობილი ის ფაქტი, რომ ითვლებოდნენ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ საქართველოს ოკუპირებული ტერიოტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 4 ოქტომბრის N-------------- წერილზე, რომლითაც ლ-–- ბ--------ას, 2017 წლის 25 სექტემბრის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 2009 წლის საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, კერძო საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ა-------ის ქN--, დევნილთა განსახლების ობიქეტში „-----------“ მდებარე საცხოვრებელი ფართი. ამდენად ეცნობა, რომ სამინისტრო მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა. აღნიშნული წერილით დგინდება, რომ სადავო ხელშეკრულების თაობაზე აპელანტებმა შეიტყვეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 4 ოქტომბრის N-------------- წერილით. აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგო მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ არის. პალატა მიუთიტებს, რომ სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2017 წლის 14 დეკემბერს.

აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტების: ლ-–- ბ--------ას, ნ----- ბ--------ას და ნ-----–---- ბ--------ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ლ-–- ბ--------ას, ნ----- ბ--------ას და ნ-----–---- ბ--------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინსიტროსა და ლ---- ბ-------ას შორის 2-----–-–------------------–ს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ლ-–- ბ--------ას, ნ----- ბ--------ას და ნ-----–---- ბ--------ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად ჩათვლის ნაწილში. ასევე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–--------------–ის N-- განკარგულება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ'' ლ-–- ბ--------ას, ნ----- ბ--------ას და ნ-----–---- ბ--------ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში.

 

5. პროცესის ხარჯები:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტის ლ-–- ბ--------ას მიერ, სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რის გამოც მას უნდა დაუბრუნდეს მოცემული ბაჟი, როგორც უსაფუძვლოდ გადახდილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლ-–- ბ--------ას, ნ----- ბ--------ას და ნ-----–---- ბ--------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ლ-–- ბ--------ას, ნ----- ბ--------ას და ნ-----–---- ბ--------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინსიტროსა და ლ---- ბ-------ას შორის 2-----–-–------------------–ს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ლ-–- ბ--------ას, ნ----- ბ--------ას და ნ-----–---- ბ--------ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად ჩათვლის ნაწილში.

 

5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–--------------–ის N-- განკარგულება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ'' ლ-–- ბ--------ას, ნ----- ბ--------ას და ნ-----–---- ბ--------ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში.

 

6. ლ-–- ბ--------ას სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს ლ-–- ბ--------ას.

 

7. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა