განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
010217718002623920
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010217718002623920

საქმე №2/ბ-96-19 წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

13 მარტი 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი: ს-------------–---------------–---------------------------------------------–-------------

წარმომადგენელი: ნ---- პა--------

მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე): გ------- წი-----ე

მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე): შ------------------------------

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

 

გამოარკვია:

2018 წლის 10 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ------- წი-----ის წარმომადგენელმა და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, შ-------------------------------ს (ს/ნ 4--------) მფლობელობაში არსებულ, 10 000 ცალ საბურავზე ყადაღის დადება.

განმცხადებლის განმარტებით, გ------- წი-----ემ, მომავალი მოპასუხისაგან შეიძინა 200000 ლარის ღირებულების საბურავები, რომლის მიღებასაც ვერ ახერხებს. შესაბამისად, აპირებს აღძრას სარჩელი ნივთის გამოთხოვის ან თანხის დაბრუნების მოთხოვნით.

ამასთან, არსებობს საშიშროება, რომ დავის დასრულებამდე შ------------------------------ გაასხვისებს მოძრავ ქონებას, რის გამოც მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე შეექმნება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, გ------- წი-----ის შუამდგომლობა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო შ-------------------------------ს (ს/ნ 4--------) მფლობელობაში არსებულ 10000 ცალ საბურავს.

2018 წლის 14 სექტემბერს, ამავე სასამართლოს განცხადებით მიმართა გ------- წი-----ის წარმომადგენელმა და მოითხოვა, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყადაღადადებული 10000 ცალი საბურავის საქართველოს იუტიციის ს-----------------------–---------------–---------------------------------------------–-------------------- შესანახად გადაცემა.

შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ სააღსრულებო ბიუროში განუმარტეს, რომ ყადაღის დადების შედეგად, მოპასუხის მფლობელობაში არსებული სადავო საბურავები შესანახად გადაეცა თავად მოპასუხეს, რითაც აღმასრულებლის ჩართულობა საქმეში გამოირიცხა.

ვინაიდან, საბურავები მეორადია და მოძრავ ქონებას წარმოადგენს, ამასთან, ყადაღის დადებისას აღმასრულებელს არ განუხორციელებია მათი სათითაოდ აღწერა და დათვალიერება, ნომრებისა და სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნების აღნუსხვა, კვლავ არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ მოხდეს სადავო საბურავების შეცვლა იაფფასიანი საბურავებით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, გ------- წი-----ის შუამდგომლობა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ იმ ინტერესის მიღწევა, რაც განმცხადებელს სურს, შესაძლებელია დამატებითი ღონისძიების გამოყენების გარეშე, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უკვე გამოყენებული ყადაღის ფარგლებშიც, "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ისეთი ღონისძიებების გამოყენებით, როგორიცაა ყადაღის დადება დალუქვით ან/და კრედიტორის მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით, აღმასრულებლის მიერ აღწერილი ნივთების დალუქვით, რასაც აღმასრულებელი აღნიშნავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა გ------- წი-----ის წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის ეფექტური, დაყადაღებული მოძრავი ნივთების აღმასრულებლისათვის შესანახად გადაცემის გარეშე, ვინაიდან, მოპასუხის მხრიდან არსებობს სადავო საბურავების უვარგისი საბურავებით შეცვლის საშიშროება, რაც განმცხადებელს მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს. სწორედ, ამ მიზნით ითხოვს საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით, გ------- წი-----ის წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შ-------------------------------ის (ს/ნ 4--------) მფლობელობაში არსებული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.09.2018 წლის განჩინების (#210უზრ/18) საფუძველზე ყადაღადადებული 10 000 ცალი საბურავი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაეცა ს----------–-----------–----------------------------–---------------–---------------------------------------------–-------------- აღმასრულებელს, დაცულ საცავში შენახვის მიზნით.

პირველი ინსატანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ითვალისწინებდა განმცხადებლის მიერ მითითებულ საფრთხეს, რამაც შესაძლოა სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად შეუქმნას დაბრკოლება.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ უკვე გამოიყენა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ყადაღა დაედო შ-------------------------------ს (ს/ნ 4--------) მფლობელობაში არსებულ 10 000 ცალ საბურავს, კვლავ არსებობდა საშიშროება, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არ იქნებოდა ეფექტური სადავო ქონების შენარჩუნებისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით.

2018 წლის 5 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გ------- წი-----ის წარმომადგენელმა პ----- შა---ემ და ამავე სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განჩინების აღსრულების წესის განსაზღვრა მოითხოვა.

შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ სააღსრულებო ბიურო უარს აცხადებდა განჩინების აღსრულებაზე იმ მოტივით, რომ მათ არ გააჩნიათ სპეციალური საცავი, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს 10000 ცალი საბურავის დაცვა/განთავსება და, რომ არ გააჩნიათ მუშა-ხელისა და საბურავების ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ხარჯები.

ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის განჩინების აღსრულების წესი იმ ფორმით უნდა განსაზღვროს, რომ შესაბამის სათავსში დაყადაღებული საბურავების ტრანსპორტირება-განთავსების, დაცვა-შენახვის ხარჯების ანაზღაურება დაეკისროს განმცხადებელ გ------- წი-----ეს.

2018 წლის 12 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნნით, საჩივარი წარადგინა სსიპ ს----------–-----------–----------------------------–---------------–---------------------------------------------–-------------- წარმომადგენელმა.

საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლომ, სარჩელის უზრუნველყოფის ფორმით განსაზღვრა კონკრეტული მოქმედება (დაყადაღებული მოძრავი ნივთების დაცულ საცავში შენახვა) და მის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი ისე, რომ ეს უკანასკნელი (სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო), არც პროცესში ყოფილა ჩართული და არც პროცესის მხარეს წარმოადგენდა.

გარდა ამისა, სასამართლომ არ გამოიკვლია, რამდენად არსებობდა მის მიერ მიღებული განჩინების აღსრულების ობიექტური შესაძლებლობა, კერძოდ, ჰქონდა თუ არა ბიუროს შესაბამისი მატერიალური რესურსი და ადგილსამყოფელი მოპასუხის მფლობელობაში არსებული ნივთების შესანახად, ასევე არ განსაზღვრა შენახვის ხარჯების გადახდაზე პასუხისმგებელი პირი.

უდავოა, რომ სააღსრულებო ბიურომ განახორციელა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინების აღსრულება-შ-------------------------------ს (ს/ნ 4--------) მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთების დაყადაღება, რაც სრულ შესაბამისობაშია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ წესთან, ხოლო სსსკ-ის 198.2“დ“ მუხლი, მესამე პირის მიმართ, როგორიც სააღსრულებო ბიუროა, უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა გამონაკლის წესს არ განსაზღვრავს.

2018 წლის 25 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ს-------------–---------------–---------------------------------------------–-------------ს წარმომადგენელმა, წარმოადგინა ყადაღადადებული ქონების მოვლა-შენახვის ხარჯთარღიცხვა, ამასთან მიუთითა, რომ რადგან გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება ემსახურება კრედიტორის ინტერესის დაცვას, მართებული იქნებოდა, სწორედ ეს უკანასკნელი დავალდებულდეს გასწიოს ყადაღადადებული ქონების მოვლა/შენახვის ხარჯები.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, გ------- წი-----ის მოთხოვნა განჩინების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა და განიმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შ-------------------------------ის (ს/ნ 4--------) მფლობელობაში არსებული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.09.2018 წლის განჩინების (#210უზრ/18) საფუძველზე ყადაღადადებული 10 000 ცალი საბურავის დაცულ საცავში შენახვის მიზნით, გადაცემა ს----------–-----------–----------------------------–---------------–---------------------------------------------–-------------- აღმასრულებლისათვის განხორციელდა გ------- წი-----ის (6----------) ხარჯებით გულისხმობს იმას, რომ 10 000 ცალი საბურავის დაცვის მიზნით, საცავის, საბურავების ტრანსპორტირების, საცავში საბურავების დაცვა/განთავსების ხარჯების ანაზღაურება უნდა განხორციელდეს გ------- წი-----ის მიერ.

პირველი ინსატანციის სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, გ------- წი-----ის მიერ, სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით აღძრული მოთხოვნის ფარგლებში, სასამართლოსათვის წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის, ს-------------–---------------–---------------------------------------------–-------------ს წარმომადგენლის, ნ---- პა-------ს მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ 10 000 ცალი საბურავის გადაზიდვის და დაცულ საწყობში 1 თვის განმავლობაში განთავსების ღირებულება, ბაზრის კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით შეადგენს 12 800 ლარს. ამ ხარჯის გაწევის შეუძლებლობის გამო, აღმასრულებელი ორგანო მიზანშეწონილად მიიჩნევს სასამართლოს მიერ განისაზღვროს ხარჯების გაწევაზე ვალდებული პირი, რაც გულისხმობს იმას, რომ 10000 ცალი საბურავის დაცვის მიზნით, საცავის, საბურავების ტრანსპორტირების, საცავში საბურავების დაცვა/განთავსების ხარჯების ანაზღაურება უნდა განხორციელდეს გ------- წი-----ის მიერ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის განჩინებით, სსიპ ს----------–-----------–----------------------------–---------------–---------------------------------------------–-------------- საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, გადმოეგზავნა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

2018 წლის 05 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობებით მიმართა გ------- წი-----ის წარმომადგენელმა პ----- შა---ემ და მოითხოვა, ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინების აღსრულების წესისა და საშუალების შეცვლა, თუმცა 2018 წლის 12 ნოემბერს წარდგენილი განცხადებით შუამდგომლობის განუხილველად დატოვება მოითხოვა იმ მოტივით, რომ 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინება აღსრულებულია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გ------- წი-----ის წარმომადგენლის შუამდგომლობა განცხადების გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა და მისი განცხადებები, ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინების აღსრულების წესისა და საშუალების შეცვლის თაობაზე, დარჩა განუხილველად.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ს-------------–---------------–---------------------------------------------–-------------ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, გ------- წი-----ის შუამდგომლობა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო შ-------------------------------ს (ს/ნ 4--------) მფლობელობაში არსებულ 10000 ცალ საბურავს.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით, გ------- წი-----ის წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შ-------------------------------ის (ს/ნ 4--------) მფლობელობაში არსებული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.09.2018 წლის განჩინების (#210უზრ/18) საფუძველზე ყადაღადადებული 10 000 ცალი საბურავი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაეცა ს----------–-----------–----------------------------–---------------–---------------------------------------------–-------------- აღმასრულებელს, დაცულ საცავში შენახვის მიზნით.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ს-------------–---------------–---------------------------------------------–-------------ს წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ განჩინებით დაევალა ისეთი მოქმედების განხორციელება, რომლის აღსრულების ობიექტური შესაძლებლობა, კერძოდ, მოძრავი ნივთების შესანახი ადგილსამყოფელი, გადაზიდვისა და შენახვის ხარჯების მატერიალური რესურსი არ გააჩნდა, ხოლო სასამართლოს განჩინებით ასეთი ხარჯების გადახდაზე პასუხისმგებელი პირი განსაზღვრული არ ყოფილა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით განიმარტა, რომ ამავე სასამართლოს 11.09.2018 წლის განჩინების (#210უზრ/18) საფუძველზე ყადაღადადებული 10 000 ცალი საბურავის დაცულ საცავში შენახვის მიზნით, ს----------–-----------–----------------------------–---------------–---------------------------------------------–-------------- აღმასრულებლისათვის გადაცემა უნდა განხორციელდეს გ------- წი-----ის (6----------) ხარჯებით, რაც გულისხმობს იმას, რომ 10 000 ცალი საბურავის დაცვის მიზნით საცავის, საბურავების ტრანსპორტირების, საცავში საბურავების დაცვა/განთავსების ხარჯების ანაზღაურება უნდა განხორციელდეს გ------- წი-----ის მიერ.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის გაჩინებით, ს-------------–---------------–---------------------------------------------–-------------ს წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საქმეში განთავსებული, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 2018 წლის 12 ნოემბერს წარდგენილი გ------- წი-----ის წარმომადგენელის, პ----- შა---ის განცხადებით ირკვევა, რომ ამავე სასაამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინების შესაბამისად აღსრულება განხორციელებულია.

სააპელაციო პალატა განმარტავს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია გადაუდებელ შემთხვევაში, მიმართოს სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის საფუძვლის შემოწმებისას სასამართლოსათვის ცნობილი უნდა იყოს, თუ კონკრეტულად რომელი მატერიალური უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად არის აღძრული, ან მომავალში იქნება აღძრული სარჩელი.

სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება სწორედ მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე.

განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის პრეტენზია მიმართულია არა სარჩელთან მიმართებაში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე, არამედ, გამოყენებული ღონისძიების აღსრულების წესზე და საშუალებაზე.

ვინაიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით განიმარტა, ამავე სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განჩინების აღსრულების საშუალება და წესი და დადგინდა, რომ 10 000 ცალი საბურავის დაცვის მიზნით საცავის, საბურავების ტრანსპორტირების, საცავში საბურავების დაცვა/განთავსების ხარჯების ანაზღაურება უნდა განხორციელდეს გ------- წი-----ის (მოსარჩელე) მიერ, პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სასამართლო განჩინების აღსრულება ობიექტურად შეუძლებელია, რაც მისი გაუქმების საფუძველია-გაზიარებული ვერ იქნება.

გარდა ამისა, როგორც თავად გ------- წი-----ის (მოსარჩელე) განცხადებით ირკვევა, განჩინება უკვე აღსრულებულია.

ზემოაღნიშნნული მსჯელობიდან გამომდინარე დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით არსებითად სწორი გადაწყვეტილება (განჩინება) გამოიტანა, აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, ს-------------–---------------–---------------------------------------------–-------------ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს-------------–---------------–---------------------------------------------–-------------ს (წარმომადგენელი-ნ---- პა--------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე