განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2019
საქმის ნომერი
330210017002183277
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002183277

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/7531-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - დ----- კ-----------

წარმომადგენელი - ზ---- ბ-------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს- ,,თ--–---’’

წარმომადგენელი - ზ---- ბ------

 

დავის საგანი - მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს- „თ--–---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. დაეკისრა მოპასუხე დ----- კ-----------ს მოსარჩელე ს- „თ--–---ს“ სასარგებლოდ 6031.78 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. თ---–--–-----------–------------------------------------------ზე სააბონენტო ნომერს N5------, 2013 წლის დეკემბრიდან ერიცხება დავალიანება 6031.78 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3).

აბონენტის ისტორია (ს.ფ. 18-19).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ს- „თ--–---ს“ სარჩელი მოპასუხე ქ------- კ-----ის მიმართ, აბონენტის ნომერზე N5------, 2013 წლის 19 სექტემბრიდან 2015 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ის გარემოება, რომ ქ------- კ-----ე არ წარმოადგენს ს- „თ--–---ს“ მიერ აბონენტის ნომერზე 5------ მიწოდებული ელექტრონერგიის მომხმარებელს, მასთან 2013 წლიდან 2015 წლის სექტემბრის მდგომარეობით პერიოდზე არ დადებულა ელექტრონერგიის მიწოდების ხელშეკრულება არც ზეპირად ელექტრონერგიის ფაქტობრივი მოხმარებით და არც წერილობით ქ------- კ-----ის მიერ ს- „თ--–---სათვის“ აბონენტად დარეგისტრირების შესახებ განცხადების მიმართვით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება (ს.ფ. 48-52).

 

2.3. უძრავი ქონება, მდებარე, ქ-------–--–----------------------------------------------, 2015 წლის 13 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 15 იანვრიდან საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ------- კ-----ის სახელზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.22-23).

 

2.4. 2013 წლის თებერვლის თვიდან ქალაქ თ---–--–-----------–------------------------------------------ში ფაქტობრივად ელექტროენერგიას მოიხმარს დ----- კ-----------, რომელიც ბინას ფლობს ბინის თავდაპირველ მესაკუთრესთან ქ------- მ-------–---–თან დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოპასუხე სადავოდ ხდის მისი სადავო სააბონენტო ნომრის მისამართზე ცხოვრების ფაქტს.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით:

 

2013 წლის 08 თებერვალს ქ------- მ-------–---–სა და დ----- კ-----------ს შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ქ------- მ-------–---–მა დ----- კ-----------ს სარგებლობაში გადასცა, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თ---–--–-----------–-----------------------------------------. (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 33-37). სამოქალაქო საქმეზე N2--------- მოპასუხე დ----- კ----------ის მიერ წარდგენილი შესაგებლით, რომელსაც თავად დ----- კ----------- აწერს ხელს, მან დაადასტურა, შესაგებლის წარდგენის დროისათვის 2017 წლის 25 ივლისის მდგომარეობით ზემოაღნიშნულ ბინაში ცხოვრების ფაქტი. (ს.ფ. 24-32). განსახილველ საქმეზე, მოპასუხე დ----- კ-----------მ შესაგებელში, მის მისამართად მიუთითა, ქ-------–-------------------------------------------------------. ამ მისამართზე ჩაბარდა მას სარჩელი თანდართული საბუთებით და სასამართლო უწყება. (იხ. შესაგებელი, ს.ფ. 59, გზავნილი-ს.ფ. 71, შეტყობინების უკუგზავნილი). 2017 წლის 17 ნოემბრის წერილის შინაარსითაც დადასტურებულია ზემოაღნიშნული აბონენტის მისამართზე დ----- კ----------ის ცხოვრების ფაქტი.

 

მოპასუხემ ბინაში ცხოვრების ფაქტის გასაქარწყლებლად წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები: ს- „თ--–---ს“ ქვითარი, სააბონენტო მისამართზე, ა------–-------------------------------, აბონენტის N5-----; ზემოაღნიშნულ აბონენტზე რიცხული დავალიანების გადახდის დამადასტურებელი სალაროს შემოსავლის ორდერი და ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის აქტი N2-----.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ მრიცხველი N6----- ემსახურება აბონენტის N5------ს, გ------- მ-------–---–ს- მისამართი: ა------–-----------------------------, ხოლო N7----- მრიცხველი ემსახურება სააბონენტო N5-------ს, ქ------- კ-----ის კუთვნილ ფართს, მისამართზე: ა-------–-------------------------------------ს. დ----- კ----------ის მიერ 2014 წლის 15 აგვისტოს გადახდილია გ------- მ-------–---–ის სააბონენტო ნომერზე არსებული დავალიანება.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ რეალურად ბინა N8-- გამიჯნულია ორ ნაწილად და დამონტაჟებულია ორი სხვადასხვა მრიცხველი, რომელთაგანაც მოპასუხე ელექტროენერგიას მოიხმარს გ------- მ-------–---–ის სააბონენტო ნომერზე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ვერ გააქარწყლა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სადავო სააბონენტო ნომერის მისამართზე დ----- კ----------ის ცხოვრებისა და შესაბამისად, ამ სააბონენტო ნომრით ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ.

 

2.5. ს- „თ--–---ს“ მოთხოვნა 2015 წლის 22 ნოემბრამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების მოთხოვნით, არ არის ხანდაზმული. სარჩელი დ----- კ----------ის მიმართ აღძრულია 2017 წლის 22 ნოემბერს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია ელექტროენერგიის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129- ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა

 

მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც დადგენილია, რომ ს- „თ--–--მა“ N5------ აბონენტის ნომერზე, 2013 წლის 19 სექტემბრიდან 2015 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდზე დარიცხული დავალიანების 4039.36 ლარის ოდენობით, გადახდევინების მოთხოვნით სარჩელი აღძრა 2015 წლის 11 დეკემბერს. (იხ. მოსარჩელის ახსნა-განმარტება, ს.ფ. 3), რომელზეც გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებულია 2017 წლის 2 ოქტომბერს, სარჩელი სასამართლოში შემოტანილია გადაწყვეტილების მიღებიდან დაახლოებით 1 თვეში. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა, ხანდაზმულობის ვადის დენის შესაწყვეტად, კრედიტორის ს- ”თ--–---ს” ქმედება, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა აბონენტის N5-------ზე დაგროვილი გადაუხდელი დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით არ არის ხანდაზმული.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას ამომწურავად არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”. აღნიშნული წესების მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილების მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

 

ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებლისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).

 

„ელექტრონერგიის (სიმძლავრის)მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად ელექტროენერგიით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააბონენტო ნომერზე N5------, დ----- კ----------ის მიერ ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარებით, ს- „თ--–--სა“ და დ----- კ-----------ს შორის წარმოიშვა ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება ელექტრონერგიის მიწოდების შესახებ, რომლის შესაბამისად, აბონენტის დ----- კ----------ის ვალდებულებას წარმოადგენს ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვა ყოველთვიურად ქვითარში მითითებული ვადის განმავლობაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ დ----- კ-----------ს არ შეუსრულებია მოხმარებული ელექტრონერგიის ღირებულების გადახდის ვალდებულება, რაც ს- „თ--–--ს“ ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს მისგან დაგროვილი დავალიანების 6031.78 ლარის ოდენობით, გადახდევინება.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ გაიზიარა საქმეში წარდგენილი მტკიცებულბები, კერძოდ, ქვითრები, ცნობები, ბრუნვის ისტორია, გაზიარებული არ იქნა ასევე მისი ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელს დიდი ხანია არ მიეწოდება ელ. ენერგია, მითითებული მრიცხველიდან კი ელ. ენერგიას იღებენ სხვა პირები. კერძოდ, აპელანტის მითითებით უძრავი ნივთის ძველმა მესაკუთრემ საცხოვრებელი სახლი გაყო ორ ნაწილად, საიდანაც ერთი ნაწილი მას გადასცა საცხოვრებლად, ხოლო საცხოვრებელი სახლის მეორე ნაწილში ვინ ცხოვრობს მისთვის უცნობია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1 მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ ხდება, რომ:

 

- 08.02.2013 წლის სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე საცხოვრებელ სახლს მდებარე: ქ--–---------–--------------------------------------------------–-----------------, ფართი 32.48 კვ.მ ამავე პერიოდიდან ფლობს დ----- კ-----------.

 

- ქ. თ---–--–-----------–------------------------------------------ზე რეგისტრირებულ სააბონენტო ნომერს N5------, 2013 წლის დეკემბრიდან 2017 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე ერიცხება დავალიანება 6031.78 ლარის ოდენობით.

 

4.1.2. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი სადავოდ ხდის ქ. თ---–--–-----------–------------------------------------------ზე რეგისტრირებული სააბონენტო ნომრიდან N 5------ ელ. ენერგიის მოხმარების ფაქტს და განმარტავს, რომ მას ელ. ენერგია საერთოდ არ მიეწოდება, გარდა ამისა, ქ-------–--–-----------–-------------------------–---------------------- გაყოფილია ორ ნაწილად, შესაბამისად, მხოლოდ ა-------–-------------------------–-----------------------ში ცხოვრების ფაქტი თავისთავად არ ადასტურებს მის მიერ სააბონენტო ნომრიდან N 5------ ელ. ენერგიის მოხმარებას.

 

4.1.3. სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქ-------–--–----------–--------------------------------ზე სადავო სააბონენტო ნომრის N5------ რეგისტრაციის, 08.02.2013წ. ხელშეკრულების საფუძველზე ქ-------–--–----------–------------------------------------------ში დ----- კ----------ის ცხოვრების და იმ გარემოების მხედველობში მიღებით, რომ ქ-------–--–----------–------------------------------------------ზე რეგისტრირებულ სააბონენტო ნომერს N5------ 2013 წლიდან - 30.10.2017 წლამდე მდგომარეობით მოხმარებული ელ. ენერგიის ღირებულების სახით ერიცხება დავალიანება 6031.78 ლარის ოდენობით, აპელანტს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები 1. ქ. თ---–--–-----------–------------------------------------------ის ორ ნაწილად გაყოფის, სხვა სააბონენტო ნომრიდან ელ. ენერგიის მოხმარების და მოგვიანებით ამ სააბონენტო ნომრიდანაც ელ. ენერგიის მიწოდების შეწყვეტის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად უნდა ემტკიცებინა.

 

4.1.4. აღსანიშნავია, რომ დ----- კ-----------მ მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სამტკიცებლად სასამართლოში ა-------–----------------------------, რეგისტრირებულ #5-----0 აბონენტის ნომერზე 31.07.2014 წელს გამოცემული #1--------- ქვითარი, 15.08.2014 წლის სალაროს შემოსავლის ორდერი და 25.09.2018 წლის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი #2----- წამოადგინა. 31.07.2017წ. #1--------- ქვითრით ირკვევა, რომ მისამართზე: ა-------–---------------------------- რეგისტრირებულ სააბონეტო ნომერზე გ------- მ-------–---–ის დავალიანება ქვითრის გამოცემის მომენტისთვის 16.36 ლარს შეადგენდა, 15.08.2014წ. სალაროს შემოსავლის ორდერით ირკვევა, რომ დ----- კ-----------მ ს- ,,ს----------–--------ის’’ მეშვეობით სააბონენტო ნომერზე #5-----0 არსებული დავალინება 16.90 ლარის ოდენობით გადაიხადა, ხოლო 25.09.2018 წელს ს- ,,თ--–---ს’’ მიერ შედგენილი ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტით ირკვევა, რომ #0---------- წერილის საფუძველზე განხორციელდა აბონენტის გ------- მ-------–---–ის, ფაქტიური მისამართი ა-------–--------------------------ში მდებარე #6----- მრიცხველის შემოწმება, რომლის ფარგლებშიც დადგინდა, რომ მრიცხველი ემსახურება გ------- მ-------–---–ს, აბონენტის ნომრით 5-----, ხოლო მრიცხველი #7----- ემსახურება აბონენტს #5------. სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოთდასახელებული არცერთი მტკიცებულებით აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, რომ ქ-------–--–-----------–-----------------------–----------------------, ფართით 32.48 კვ.მ., რომელზეც ს- ,,თ--–--ში’’ რეგისტრირებულია სადავო #5------ სააბონენტო ნომერი, გამიჯნულია ორ ნაწილად, საიდანაც დ----- კ----------- იმ ნაწილში ცხოვრობს, რომელსაც ელ. ენერგია არათუ სადავო #5------ სააბონენტო ნომრიდან, არამედ საერთოდ არ მიეწოდება არ დასტურდება.

 

ამდენად, საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოებების, კერძოდ, 1. 08.02.2013 წლის სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე საცხოვრებელ ბინაში მდებარე: ქ--–---------–--------------------------------------------------–-----------------, ფართი 32.48 კვ.მ. დ----- კ----------ის ცხოვრების, 2. ქ-------–--–----------–------------------------------------------ზე სადავო სააბონენტო ნომრის N5------ რეგისტრაციის და აღნიშნული სააბონეტო ნომრის მიერ 2013 წლის დეკემბრიდან 30.10.2017 წლამდე პერიოდისთის 6031.78 ლარის ღირებულების ელ. ენერგიის მოხმარების საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილი არ არის სამართლებრივად ვარგისი არცერთი მტკიცებულება, რაც დ----- კ----------ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების არსებობის შესახებ სასამართლოს მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას შეუქმნიდა. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი დაძლია, მან სადავო პერიოდიში 2013 წლის დეკემბრიდან 2017 წლის 30 ივნისამდე სადავო სააბონენტო ნომრის რეგისტრაციის მისამართზე დ----- კ----------ის ცხოვრების და მისამართზე რეგისტრირებული აბონენტის მიერ 6031.78 ლარის ღირებულების ელ. ენერგიის მოხმარების ფაქტი დაადასტურა. რაც შეეხება მოპასუხეს (აპელანტს), მან მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში ვერ შეძლო იმგვარი საპირწონე მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც ს- ,,თ--–---ს’’ მიერ განვითარებული მსჯელობას და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს ეჭვქვეშ დააყენებდა და სასამართლოს შეუქმნიდა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს ქ-------–--–----------–------------------------------------------ზე რეგისტრირებულ სააბონენტო ნომერზე #N5------ დ----- კ----------ის მიერ ელ. ენერგიის მოხმარების არ არსებობის შესახებ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სახ. ბაჟის გადახდა საბოლოოდ ეკისრება წაგებულ მხარეს. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი მასზე აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, მისთვის ანაზღაურებას არ ექვემდებარება და იგი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- კ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური