განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002526772
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/522-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--- - ს----------–----------------------–-–--
წარმომადგენელი - მ------ კ------
მოწინააღმდეგე მხარე - ა--- ,,ბ-----------“
წარმომადგენლები - ა---------– ბ-–--- (დირექტორი), ნ---- დ---–--------
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--- - ს----------–----------------------–-–-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 2017 წლის 17 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ა--- ,,ბ-----------“-ს მოსარჩელე ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--- - ს----------–----------------------–-–-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2990 (ორიათას ცხრაას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2017 წლის 17 ნოემბერს, „შემსყიდველს“ - ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--- ს----------–----------------------–-–--სა და „მიმწოდებელს“ - ა--- ,,ბ-----------“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N1-------. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული საოჯახო ტექნიკა (შეშისა და დიზელის ღუმელები, ღუმელების მილები და მუხლები).
ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 56 700 (ორმოცდათექვსმეტი ათას შვიდასი) ლარით. მიმწოდებლის მიერ პროდუქციის მიწოდების ვადად - 2017 წლის 15 დეკემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1------ ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19).
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართი N1 (ს.ფ 20-21).
2.2. 2018 წლის 30 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმებ N2, რომლის თანახმადაც 17.11.2017 წელს გაფორმებული N1------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების საფუძველზე ხელშეკრულების მოქმედების ვადა გადაიწია და განისაზღვრა 2018 წლის 30 მარტის ჩათვლით.
2018 წლის 29 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება N3, რომლის თანახმადაც 17.11.2017 წელს გაფორმებული N1------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების საფუძველზე ხელშეკრულების მოქმედების ვადა გადაიწია და განისაზღვრა 2018 წლის 30 მაისის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 30.01.2018 წლის დამატებითი შეთანხმება N2 (ს.ფ. 23).
- 29.03.2018 წლის დამატებითი შეთანხმება N3 (ს.ფ. 24).
2.3. ა---“ბ-----------“ მიერ შემსყიდველისათვის პროდუქციის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად:
- 2017 წლის 11 დეკემბერს მიწოდებული იქნა 3650 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 11.12.2017წ);
- 2017 წლის 18 დეკემბერს 2511.40 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 18.12.2017წ.);
- 2017 წლის 22 დეკემბერს 2108.60 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 22.12.2017წ.);
- 2018 წლის 15 იანვარს 4400 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 15.01.2018წ.);
- 2018 წლის 23 იანვარს 1320 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 23.01.2018წ.);
- 2018 წლის 26 იანვარს 3520 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 26.01.2018წ.);
2018 წლის 12 დეკემბერს 8800 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 12.02.2018წ.);
- 2018 წლის 26 თებერვალს 4400 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 26.02.2018წ.);
- 2018 წლის 14 მარტს 2640 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 14.03.2018წ.);
- 2018 წლის 21 მარტს 6160 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 21.03.2018წ.);
- 2018 წლის 02 აპრილს 6600 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 02.04.2018წ.);
- 2018 წლის 12 აპრილს 5280 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 12.04.2018წ.);
ა--- ,,ბ-----------“-მ შემსყიდველისათვის 5310 ლარის ღირებულების საოფისე ქონების ბოლო მიწოდება განახორციელა 2018 წლის 19 აპრილს (სასაქონლო ზედნადები N ე-–------------, 19.04.2018წ.).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ 28-41).
2.4. ს----------–----------------------–-–-ის მიერ 2018 წლის 14 მაისს ა--- ,,ბ----------ის“ გამგეობის წევრ ა---------– ბ-–---ს გაეგზავნა შეტყობინება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%) 14175 (თოთხმეტი ათას ას სამოცდათხუთმეტი) ლარის დარიცხვის თაობაზე და ტანხის გადასახდელად განესაზღვრა ორკვირიანი ვადა.
მოპასუხეს დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 14/05/2018 წლის შეტყობინება (ს.ფ 25).
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ
2.6. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს ა--- ,,ბ-----------“-ს და ს----------–------–----------------------------------------–-–-------------–---------–-------–--- ს----------–----------------------–-–--ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება - მიმწოდებლის მიერ შესყიდვების ობიექტის ვადაგადაცილებით მიწოდება - ნაწილობრივ განპირობებული იყო მოსარჩელის მიზეზით.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა მიერ ხელმოწერილ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 17 ნოემბერის N1------- ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულ საქონლის მიწოდების ვადაზე, რომლის თანახმადაც საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით; ასევე მხარეთა შორის 2018 წლის 30 იანვარს და 29 მარტს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების 17.11.2017 წლის N1------- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ N2, N3 დამატებით შეთანხმებებზე, რომლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადამ გადაიწია და განისაზღვრა 2018 წლის 30 მაისის ჩათვლით, თუმცა უცვლელი დარჩა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა - 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით;
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით და განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ კონკრეტული უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს ასევე კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
შესაბამისად, „მიმწოდებელს“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე რისკები სწორედ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე/გაფორმებისას უნდა შეეფასებინა და მხარის სიტყვიერი აპელირება იმ გარემოებებზე, რომ საქონლის მიწოდების ვადა არაგონივრული აღმოჩნდა და რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გადაწევით, იგი იმედოვნებდა რომ ასევე გადაიწევდა საქონლის მიწოდების ვადებიც - სასამართლოს მოსაზრებით ხელშეკრულების პირობების დარღვევის ობიექტურ მიზეზად ვერ შეფასდება, რამდენადაც ზემოხსენებულიდან გამომდინარე ივარაუდება რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და დამატებით შეთანხმებებზე ხელმოწერით მხარე დაეთანხმა ხელშეკრულების/ შეთანხმებების პირობებს და შეიბოჭა კონკრეტული სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობებით.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის პრეტენზიას, შემსყიდველის მიერ ტენდერის დაგვიანებით გამოცხადებასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება და არც მოპასუხე მხარე უთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემსყიდველის მიერ 24.10.17წ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობაზე დათანხმების მიზნით მოპასუხის მიმართ ადგილი ჰქონდა მოტყუებას, ძალადობას ან სხვა არამართლზომიერი ქმედების განხორციელების ფაქტს, რაც გამორიცხავდა მოპასუხის თავისუფალი ნების გამოვლენას.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება - ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ა--- ,,ბ-----------“-მ წარმოდგენილი დაზუსტებული შესაგებლით და 2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი ნაწილობრივ ცნო 2990 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია. ზემოაღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 2990 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა.
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლომ დადაგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს ა--- ,,ბ-----------“-ს და ს----------–----–--------------------------------------–-–--------------–----------–-------–--- ს----------–----------------------–-–--ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1------- ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა: მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა შემკვეთისათვის საოჯახო ტექნიკა, კერძოდ, შეშის და დიზელის ღუმელები, ღუმელის მილები და მუხლები.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1------- ხელშეკრულების დანართი N1-ის თანახმად, მოპასუხეს შემსყიდველისათვის საქონელი უნდა მიეწოდებინა 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
უდავო გარემოებაა, რომ ა--- ,,ბ-----------“-მ შემსყიდველისათვის საოფისე ქონების ბოლო მიწოდება განახორციელა 2018 წლის 19 აპრილს.
სასამართლომ დაუსაბუთებულობის გამო, არ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია, რომ შესყიდვის ობიექტის ვადაგადაცილებით მიწოდება განხორციელდა შემსყიდველის ბრალით.
2.9. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკირება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
კონკრეტულ შემთხვევაში, ა--- ,,ბ-----------“-ს და ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--- ს----------–----------------------–-–--ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1------- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის. კერძოდ, ხელშეკრულების 10.3 ,,ბ“ პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობებს ვერ შეასრულებს (შესრულების ვადა, ხარისხი) ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა რომ მოპასუხის მიერ დაირღვა 2017 წლის 17 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებაში, რაც ს----------–---------------------------–-–--ს წარმოუშობს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ა--- ,,ბ----------ისათვის“ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.
2.10. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მიუხედავად იმისა, რომ მხარეები მოქმედებენ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რაც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო, ისე რომ პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა ობიექტური გარემოებანი.
პირგასამტეხლოს პროპორციულობის განსაზღვრის თვალსაზრისით სასამართლომ ასევე მიუთითა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაზე, რომლის თანახმადაც, „არაპროპორციულად მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობა, ცალკეულ შემთხვევებში, იწვევს სამართლიან უკმაყოფილებას მიმწოდებლების მხრიდან, რასაც, ხშირ შემთხვევაში, იზიარებს სასამართლო, კერძოდ, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ არაპროპორციულად მაღალი პირგასამტეხლო მცირდება გონივრულ ოდენობამდე და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულია მყარი სასამართლო პრაქტიკა“. სწორედ ეროვნული სასამართლო პრაქტიკისა და საერთაშორისო პრაქტიკის განზოგადების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციებს აძლევს რეკომენდაციას: ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე 2016წ. 2017წ).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მისი ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით, თუმცა ვინაიდან ა--- ,,ბ-----------“-მ სასარჩელო მოთხოვნა ცნო 2990 ლარის ფარგლებში, რაც დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უპირობო დაკმაყოფილების საფუძველია, მოპასუხე ა--- ,,ბ-----------“-ს მოსარჩელე ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---- ს----------–----------------------–-–-ის სასარგებლოდ დაეკისრა - 2990 (ორიათას ცხრაას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მითითებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი და მიიჩნია, რომ კონკრეტული ზიანის არსებობის მიუხედავად სახეზე იყო ხელშეკრულების დარღვევის საფუძვლით პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი. აპელანტის აზრით ხელშკრულების პირობების დარღვევის დადასტურებულება მიჩნევის პირობებში არ არსებობდა დარიცხული პირგასამტეხლო ,,შეუსაბამოდ მაღალ’’ ოდენობად მიჩნევის და მისი შემცირების საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1 ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1.1 სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 17.11.2017წ. ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტზე სახელმწიფო ტენდერის გამოცხადებამდე და 17.11.2017 წელს ერთი მხრივ მოსარჩელე და მეორე მხრივ მოპასუხე ორაგანიზაციებს შორის გარიგების გაფორმებამდე, მოსარჩელე მხარის შესაბამისი სამსახურის, კერძოდ, ბაზრის კვლევის ჯგუფის წარმომადგენლები 2017 წლის ზაფხულის პერიოდში მოპასუხე მხარესთან თანამშრომლობის ფარგლებში მის მიერ წარმოებული პროდუქციას იკვლევდნენ.
- 17.11.2017 წელს ერთი მხრივ ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--- - ს----------–----------------------–-–--ს და მეორე მხრივ ა--- ,,ბ-----------ს’’ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #1------- ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტს ხელშეკრულების დანართი #1-ით განსაზღვრული საოჯახო ტექნიკა (შეშის და დიზელის ღუმელები, ღუმელის მილები და მუხლები) წარმოადგენდა. ამავე დანართით გათვალისწინებული იქნა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 15 დეკემრის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა. ხელშეკრულების ღირებულება 56 700 ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 30 იანვრამდე განისაზღვრა. (ს.ფ. 16-21)
- გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მხარეებს შორის 30.12.2017 წელს, 30.01.2018 წელს და 29.03.2018 წელს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 17.11.2017 წლის #1------- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ დამატებითი შეთანხმებები #1, #2, და #3 გაფორმდა. 30.12.2017 წლის დამატებითი შეთანხმებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ 17.11.2017 წლის ხელშეკრულებით დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხა 48 430 ლარის ოდენობით ანაზღაურებული იქნებოდა 2018 წლის ასიგნებებიდან. 30.01.2018 წლის დამატებითი შეთანხმება #2-ის საგანს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება წარმოადგენდა, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 30 მარტის ჩათვლით განისაზღვრა. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება იყო ასევე მხარეებს შორის 29.03.2018 წელს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება #3-ის საგანიც, აღნიშნული შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადად 30 მაისის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა. (ს.ფ. 22-24)
- უდავოა, რომ ა--- “ბ-----------ს“ მიერ შემსყიდველისათვის პროდუქციის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად:
- 2017 წლის 11 დეკემბერს მიწოდებული იქნა 3650 ლარის ღირებულების პროდუქცია (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 11.12.2017წ);
- 2017 წლის 18 დეკემბერს 2511.40 ლარის ღირებულების პროდუქცია (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 18.12.2017წ.);
- 2017 წლის 22 დეკემბერს 2108.60 ლარის ღირებულების პროდუქცია (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 22.12.2017წ.);
- 2018 წლის 15 იანვარს 4400 ლარის ღირებულების პროდუქცია (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 15.01.2018წ.);
- 2018 წლის 23 იანვარს 1320 ლარის ღირებულების პროდუქცია (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 23.01.2018წ.);
- 2018 წლის 26 იანვარს 3520 ლარის ღირებულების პროდუქცია (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 26.01.2018წ.);
2018 წლის 12 დეკემბერს 8800 ლარის ღირებულების პროდუქცია (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 12.02.2018წ.);
- 2018 წლის 26 თებერვალს 4400 ლარის ღირებულების პროდუქცია (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 26.02.2018წ.);
- 2018 წლის 14 მარტს 2640 ლარის ღირებულების პროდუქცია (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 14.03.2018წ.);
- 2018 წლის 21 მარტს 6160 ლარის ღირებულების პროდუქცია (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 21.03.2018წ.);
- 2018 წლის 02 აპრილს 6600 ლარის ღირებულების პროდუქცია (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 02.04.2018წ.);
- 2018 წლის 12 აპრილს 5280 ლარის ღირებულების პროდუქცია (სასაქონლო ზედნადები Nე-–-----------, 12.04.2018წ.);
- 2018 წლის 19 აპრილს მიწოდებული იქნა 5310 ლარის ღირებულების პროდუქცია (სასაქონლო ზედნადები Nე-–------------, 19.04.2018წ.).
- ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--- - ს----------–----------------------–-–-ის საფინანსო სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 14.05.2018 წლის წერილით ა--- ,,ბ----------ის’’ დირექტორს ეცნობა, რომ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის და ბოლო მიწოდების ვადის 125 დღით დაგვიანების გათვალისწინებით საზოგადოებას ერიცხებოდა საურავი 14 175 ლარის ოდენობით. (ს.ფ. 25-26)
4.1.2. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი გაზიარების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა, არამედ ვალდებულების ბრალეული დარღვევა. ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის ზიანის მიყენების მიუხედავად, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა მისმა ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია. უფრო მეტიც, ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს პირობებში, ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალის ბრალეული ქმედებით არ არის განპირობებული, ვადაგადაცილებად და შესაბამისად, ვალდებულების დარღვევად საერთოდ არ მიიჩნევა. ამგვარ რეგულირებას შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როდესაც ხელშეკრულების დარღვევამ ზიანის დადგომა არ გამოიწვია. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“, თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს კანონიერი ნდობა სახელმწიფო ორგანოს ქცევის კეთილსინდისიერების მიმართ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებამ კომპანია გადახდისუუნარობის პირას არ უნდა მიიყვანოს. სანქციის სახით დაწესებული პირგასამტეხლო უნდა ატარებდეს იმ სამართლებრივ მიზანს, რაც მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ანიჭებს.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 17.11.2017 წლის ხელშეკრულების საგანს გათბობის საშუალებების, კერძოდ, შეშის და დიზელის ღუმელების, ღუმელის მილების და მუხლების შეძენა წარმოადგენდა. საყურადღებოა, რომ მიუხედავად მოსარჩელე მხარის წარმომადგენლების მხრიდან ტენდერის გამოცხადების და მოპასუხე მხარესთან ხელშეკრულების დადებამდე, კერძოდ, 2017 წლის ზაფხულში მოპასუხე საზოგადოების მიერ დამზადებული გათბობის საშუალებების შესწავლისა/შემოწმებისა, მხარეებს შორის ზამთრისთვის საჭირო სპეციკური ნივთების შეძენის მიზნით, რომელიც მოსარჩელისთვის მიყიდვის მიზნით მოპასუხე საზოგადოებას თავად უნდა დაემზადებინა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შემოდგომის მიწურულს 17.11.2017 წელს გაფორმდა. აქვე საგულისხმოა ის უდავო დეტალიც, რომ სახელმწიფო შსყიდვის შესახებ ხელშკრულების დადების მიზნით სატენდერო პროცედურები გაჭიანურდა, რაც პირველი ტენდერის ჩაშლაში გამოიხატა. პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მხარეებს შორის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების მიზნით 30.01.2018წ. და 29.03.2018წ. დამატებითი შეთანხმებები გაფორმდა. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება საბოლოოდ, 17.11.2017 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის საგნის მიღების მიზანს ემსახურებოდა, ანუ, ფაქტობრივად დამატებითი შეთანხმებების გაფორმებით მხარეებმა გამოხატეს ხელშეკრულების საგნის დაგვიანებით მიღების ნება. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც დამატებითი შეთანხმების გაფორმების ეტაპზე (30.01.2018წ. 29.03.2018წ.) შემსყიდველი ორგანიზაციისთვის უკვე ცალსახა იყო მიმწოდებლის მხრიდან 17.11.2017 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში (25.12.2017წ.) ნასყიდობის საგნის მიწოდების შეუძლებლობის შესახებ, ასეთ მოცემულობაში მხარესთან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებით შემსყიდველი ორგანიზაცია გარკვეულწილად დაეთანხმა მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესრულების ვადაში შესრულების შეუძლებლობის შესახებ წინადადებაზე და გამოხატა თანხმობა ნასყიდობის საგნის დაგვიანებით მიღებაზე. საყურადღებოა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მიმწოდებელმა ორგანიზაციამ ნასყიდობის საგანი შემსყიდველ ორგანიზაციას მისთვის მისაღები ხარისხით მიაწოდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებით დადასტურებული ვერ იქნა ნასყიდობის საგნის დაგვიანებით მიწოდების შედეგად ზიანის დადგომის ან/და რაიმე საჯარო ინტერესის შელახვის ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარის მიერ ჩადენილი გადაცდომის, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დაგვიანებით მიწოდებული ნასყიდობის საგანი შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მისაღებია, სახეზე იყო გარიგებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს, როგორც ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მოახდინა პირგასამტეხლოს სახით, ნაცვლად სარჩელით მოთხოვნილი 14175 ლარისა, 2990 ლარის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. აპელანტი განთავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--- - ს----------–----------------------–-–-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური