განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.04.2019
საქმის ნომერი
330210018002520715
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002520715

საქმე №2ბ/744-19

განჩინება

საქართველოს სახელით

28 მარტი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე - გოგიტა თოთოსაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - შ---------------------------ი“

წარმომადგენელი - მ------ ხ----ე

მოწინააღმდეგე მხარე - ნ-------- ც---–---ე

წარმომადგენელი - თ----ა ქ-----ა

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ნ-------- ც---–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შ---------------------------ს“ დაევალა ხაზოვანი ნაგებობის (ს/კ 3--------) გადატანა ნ-------- ც---–---ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან, მდებარე ქ-----------–--------------------------ში (ს/კ 3-----------).

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2010 წლის მდგომარეობით, მოსარჩელე ნ-------- ც---–---ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე ქ--–------------–-------------------------., საკადასტრო კოდი: N------------. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1---–. 2------------ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N----. ამავე უძრავ ქონებაზე 2016 წლის მდგომარეობით ნ--------ი ც---–---ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 9----- კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია N------------. უფლებადამდგენ დოკუმენტს კვლავ N---- მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს (ს.ფ. 19-22).

 

გამომდინარე იქიდან, რომ უძრავი ქონების უფლებადამადასტურებელ დოკუმენტს ორივე შემთხვევაში წარმოადგენს ერთიდაიგივე დოკუმენტი (N---- მიღება-ჩაბარების აქტი) და ამავდროულად, უდავოა, რომ ორივე საკადასტრო კოდის ქვეშ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები იდენტურია (ფართის მიუხედავად), სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ-------- ც---–---ის მხრიდან განხორციელდა მხოლოდ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართის დაზუსტება, რამაც გამოიწვია ფართის გაზრდა.

 

2.2. შ---------------------------ი-ი-------ის“ საკუთრებაშია N--------- საკადასტრო კოდით რ----------------–-----–--------------------–--–----–------–-, მდებარე ქ. ბა-------–-----------------------. საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია 0---------წ. დამოწმებული N------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 53-55).უდავოა, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობა კვეთს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით: N------------.

 

2.3. 2----–-–------------------ ბრძანებით შეთანხმდა ქ-----------–--–------------------------------------------------------------–-------------------------------------–-----–-----------------------–------------–--–----------------–--------------------–--------------–----–-------------–--–-------------------------------------–---–-----–----------------- 2----–-–--------------–-- ბრძანებით კი ზემოაღნიშნულ ქუჩებზე გ---------–--–----–ი ქსელი აღიარებულ იქნა ვარგისად (ს.ფ. 24-29).

 

2.4. ნ-------- ც---–---ეს არაერთხელ აქვს მიმართული მოპასუხისთვის სადავო საკითხის დასარეგულირებლად, თუმცა განუმარტავდნენ, რომ გ-------ენი აშენებულია ტექნიკური რეგლამენტის, უსაფრთხოების ნორმებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით და აღნიშნული გამორიცხავდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, გაზგამანწილებლის გადატანის ან კომპენსაციის დაკისრების თაობაზე (ს.ფ. 45-52).

 

2.5. მხარეთა ახსნა-განმარტებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხის მიერ მ--–------ის გატარება განხორციელდა მოსარჩელის კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, რომელიც 1--- წლიდან შემოსაზღვრულია რკინა-ბეტონის ღობით. შესაბამისად, მოპასუხისთვის ცნობილი იყო რომ აღნიშნული ტერიტორია, რომელზედაც მოხდა ხაზობრივი ნაგებობის გატარება, წარმოადგენდა მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ფართს. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ ნ-------- ც---–---ემ განზრახ შექმნა ისეთი მდგომარება, რომელიც მისთვის იყო ხელსაყრელი, იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მის კუთვნილ ნაკვეთზე განთავსებული ხაზობრივი ნაგებობის არსებობით, ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში, ვინაიდან ამ ნაგებობის მომსახურეობის მიზნით დაინტერესებული პირები მისი ნებართვის გარეშე გადაადგილდებიან მის ეზოში. აღნიშნული გარემოება კი არ შეიძლება შეფასდეს მესაკუთრის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებად; ვინაიდან არ არსებობს კანონისმიერი ან გარიგებითი საფუძველი, რამაც შეიძლება შეზღუდოს მოსარჩელის საკუთრების უფლება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს კვეთს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობა. მოპასუხის მიერ ხაზოვანი ნაგებობის გატარების დროს მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში იყო უძრავი ქონება სრულად და 2016 წელს განხორციელდა მხოლოდ დაზუსტება.

 

სასამართლომ დასაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის პრეტენზია, რომ მის კუთვნილ ნაკვეთზე განთავსებულ ხაზობრივი ნაგებობის არსებობით, ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში, ვინაიდან ამ ნაგებობის მომსახურეობის მიზნით დაინტერესებული პირები მისი ნებართვის გარეშე გადაადგილდებიან მის ეზოში.

 

ხელშეშლის აღკვეთა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის მიმართ და სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების რეალიზაციის წესის სწორ განსაზღვრას. დასახელებული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც იარსებებს ნივთის მესაკუთრე, რომელსაც სხვისი უკანონო მოქმედების გამო ხელი შეეშლება თავისი საკუთრების გამოყენებაში. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ნ--------ი ც---–---ის საკუთრების უფლება, რომელსაც ხელჰყოფს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობა. ასევე, არ არის სადავო, რომ მ--–------ის გატარება განხორციელდა ისე, რომ გ---------ილი მ--–-- გატარებაზე მოსარჩელეს თანხმობა არ გაუცია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. სასამართლო ვალდებულია საქმის განხილვისას დაადგინოს სადავო გარემოებების წრე, შემდეგ კი, კანონით დადგენილი წესით დაადგინოს მათი არსებობა ან/და არარსებობა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება სარჩელის უსაფუძვლობა, თუმცა, სასამართლომ აღნიშნულ მტკიცებულებებს არანაირი სამართლებრივი შეფასება არ მისცა, რამაც გამოიწვია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება კი, ყოველთვის ჩაითვლება უკანონოდ.

 

სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან შ------------------------------ ხაზოვანი ნაგებობის გადატანა. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს სკ-ის 176-ე მუხლიდან, რომელიც ითვალისწინებს დაუშვებელი ხელყოფით განსაზღვრული მესაკუთრის უფლებამოსილების გამოყენებას, კერძოდ, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა. კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც პრეიუდიციული ძალის მქონე მტკიცებულებას წარმოადგენს და რომლითაც დადგენილია ის გარემოებები, რომელიც უნდა გამხდარიყო სარჩელის დაკამაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლოს მხრიდან გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც რომ ნ-------- ც---–---ეს თავდაპირველად მოთხოვნილი ჰქონდა კომპენსაცია, რაზედაც მან ნებაყოფლობით უარი განაცხადა. ფაქტი ისაა, რომ გაიზარდა მიწის ნაკვეთის ფართობი, რის გამოც, შ------------------------------ კუთვნილი ხაზოვანი ნაგებობა აღმოჩნდა ც---–---ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში, კერძოდ ღობის შიგნით. უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი აქვს მიწის ნაკვეთის ფართის გაზრდას, რის გამოც, გ-------ენი მოხვდა მის ფართში.

 

ხაზოვანი ნაგებობა სრულად შეესაბამება პროექტს და დადგენილ სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანია იგი არის კანონიერი, ხოლო თუ ხაზოვანი ნაგებობა არის კანონიერი, როგორ შეიძლება მოხდეს მისი მხრიდან დაუშვებელი ხელყოფა. შენობის კანონიერება გამორიცხავს ხელყოფას, თუმცა ხელყოფის შემთხვევაშიც, უკვე დადგენილია რომ ხელყოფა არის უმნიშვნელო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, ჩნდება კითხვა - აქვს თუ არა, შ---------------------------ს“ სადავო ფართის ფლობისა თუ სარგებლობის უფლება.

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2010 წლის მდგომარეობით, მოსარჩელე ნ-------- ც---–---ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე ქ--–------------–-------------------------., საკადასტრო კოდი: N------------. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1---–. 2------------ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N----. ამავე უძრავ ქონებაზე 2016 წლის მდგომარეობით ნ--------ი ც---–---ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 9----- კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია N------------ უფლებადამდგენ დოკუმენტს კვლავ N---- მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობასა და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, თუმცა, მოპასუხემ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა. ასეთ შემთხვევაში კი, პალატა დადგენილად მიიჩნევს აპელანტის მიერ მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის ფაქტს.

 

შ---------------------------ი-ი-------ის“ საკუთრებაშია N--------- საკადასტრო კოდით რ----------------–-----–--------------------–--–----–------–-, მდებარე ქ. ბა-------–-----------------------. საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია 0---------წ. დამოწმებული N------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 53-55). უდავოა, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობა კვეთს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით: N------------.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან, მოსარჩელე მოითხოვს სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას, სახეზეა ნეგატორული სარჩელი და სამართლებრივი საკითხები გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან.

 

ნეგატორული სარჩელი სანივთო-სამართლებრივი სარჩელის სპეციალური სახეა, რომლის სამართლებრივი შედეგი არა ნივთზე უფლების მოპოვებაზე, არამედ ამ ნივთით სარგებლობის წესის განსაზღვრაზეა ორიენტირებული.

 

ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთით სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთით სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას. ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება. ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, ხოლო, ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს კვეთს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობა. მოპასუხის მიერ ხაზოვანი ნაგებობის გატარების დროს მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში იყო უძრავი ქონება სრულად და 2016 წელს განხორციელდა მხოლოდ დაზუსტება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ნ--------ი ც---–---ის საკუთრების უფლება, რომელსაც ხელჰყოფს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობა. მ--–------ის გატარება განხორციელდა ისე, რომ გ--------ანი მ--–-- გატარებაზე მოსარჩელეს თანხმობა არ გაუცია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ვინაიდან აპელანტს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს 150 ლარის ოდენობით, ხოლო მოცემული დავა წარმოადგენს მაგისტრატის განსჯადს, შ------------------------------ უკან უნდა დაუბრუნდეს 70 ლარი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შ----------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება.

 

3. შ------------------------------ უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 04 თებერვალს N--- საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარიდან 70 ლარი.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი