განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110210019002610503
საქმე №2/ბ-362-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
თვითაცილების შესახებ
15 აპრილი 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე : ირმა პერანიძე
აპელანტი (მოპასუხე): შპს ,,იმ--------------------------------------–-----–------ი“
მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე): უ-----------ე
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სახელფასო დავალიანებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება
საქმის განხილვის ფორმა: ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული სამოქალაქო საქმის აცილების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 30 აგვისტოს, ზესტაფონის რაიიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა უ-----------ემ, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,იმ--------------------------------------–-----–------ი“ და სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სახელფასო დავალიანებისა და იძულებითი განაცდურის ანაზრაურება მოითხოვა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე შპს ,,იმ--------------------------------------–-----–------ის (თერჯოლამედის) დირექტორის, 2017 წლის 22 დეკემბრის N2017/12/22-132/ო ბრძანება მოსარჩელე უ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;
მოპასუხე შპს ,,იმ--------------------------------------–-----–------ს (თერჯოლამედი)", (ს.კ 4--------) მოსარჩელე უ-----------ის (პ.ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისრა, 2017 წლის 22 დეკემბრიდან-2018 წლის 01 ივლისამდე პერიოდში, მოსარჩელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო, იძულებითი მოცდენის დროისათვის მიუღებელი შრომის ანაზღაურების გადახდა, ხელზე ასაღები ხელფასის სახით, თვეში 560 ლარის ოდენობით (კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადების გარდა), საერთო ჯამში 3520 ლარის ოდენობით.
მოპასუხე შპს ,,იმ--------------------------------------–-----–------ს (თერჯოლამედი)" (ს.კ 4--------) დაეკისრა, მოსარჩელე უ-----------ის (პ.ნ 1----------) სასარგებლოდ, 2017 წლის ნოემბრის და 2017 წლის 22 დეკემბრამდე მიუღებელი სახელფასო დავალიანების 921.16 ლარის გადახდა (კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადების გარდა);
მოპასუხე შპს ,,იმ--------------------------------------–-----–------ს (თერჯოლამედი)" (ს.კ 4--------), მოსარჩელე უ-----------ის (პ.ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისრა, სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, ხელზე ასაღები დაყოვნებული თანხის 0,07%, შემდეგი სახით:
2017 წლის ივნისის თვის მიუღებელი ხელფასის 280 ლარის 0,07% 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 06 აპრილამდე დაყოვნებული 280 დღისათვის 53,2 ლარი (280 დღე*0,19ლ.=53,2 ლ.).
2017 წლის ივლისის მიუღებელი ხელფასის-560 ლარის 0,07% 2017 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 23 ნოემბრამდე დაყოვნებული 114 დღისათვის 44,46 ლარი (114 დღე*0,39ლ.=44,46 ლ).
2017 წლის ივლისის მიუღებელი ხელფასის ნაწილის - 231 ლარის 0,07%, 2017 წლის 23 ნოემბრიდან დაყოვნების ყოველ დღეზე 0.16 ლარი 2018 წლის 06 აპრილამდე დაყოვნებული 134 დღისათვის 21,44 ლარი (134 დღე*0,16 ლ.=21,44 ლ.).
2017 წლის აგვისტოს მიუღებელი ხელფასის - 560 ლარის 0,07% 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე დაყოვნებული 105 დღისათვის 40,95 ლარი (105 დღე*0,39ლ.=40,95 ლ.).
2017 წლის აგვისტოს მიუღებელი ხელფასის ნაწილის - 200 ლარის 0,07% 2017 წლის 15 დეკემბრიდან დაყოვნების ყოველ დღეზე 0.14 ლარი 2018 წლის 06 აპრილამდე დაყოვნებული 111 დღისათვის 15,54 ლარი (111 დღე*0,14 ლ.=15,54 ლ.).
2017 წლის სექტემბრის მიუღებელი ხელფასის-560 ლარის 0,07% 2017 წლის 1ოქტომბრიდან 2018 წლის 13 იანვრამდე დაყოვნებული 105 დღისათვის 40,95 ლარი (105 დღე*0,39ლ.=40,95 ლ.).
2017 წლის სექტემბრის მიუღებელი ხელფასის ნაწილის - 200 ლარის 0,07% 2018 წლის 13 იანვრიდან დაყოვნების ყოველ დღეზე 0.14 ლარი 2018 წლის 06 აპრილამდე დაყოვნებული 82 დღისათვის 11,48 ლარი (82 დღე*0,14 ლ.=11,48 ლ.).
2017 წლის ნოემბრის მიუღებელი ხელფასის - 560 ლარის 0,07% 2017 წლის 1 დეკემბრიდან დაყოვნების ყოველ დღეზე 0.39 ლარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2017 წლის დეკემბრის მიუღებელი ხელფასის - 407,16 ლარის 0,07% 2018 წლის 1 იანვრიდან დაყოვნების ყოველ დღეზე 0.28 ლარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოპასუხე შპს ,,იმ--------------------------------------–-----–------ს (თერჯოლამედი)" (ს.კ 4--------) მოსარჩელე უ-----------ის (პ.ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისრა, საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხე შპს ,,იმ--------------------------------------–-----–------ს (თეჯოლამედი)" (ს.კ 4--------) დაეკისრა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 140.07 ლარის გადახდა.
დასახელებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს ,,იმ--------------------------------------–-----–------ის“ წარმომადგენელმა, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31.1-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 31.2.“თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია.ნათესავებად ითვლებიან პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი.
ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მიხედვით, აცილების საფუძვლების არსებობისას, მოსამართლე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. თვითაცილების შესახებ მოსამართლეს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა მიეთითოს თვითაცილების საფუძველი.
აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე - უ-----------ე არის ირმა პერანიძის მეუღლის, გიორგი ჩუბინიძის ბიძაშვილი და იმავდროულად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, უჯახური ურთიერთობით მოსამართლე ირმა პერანიძესთან დაკავშირებული პირი.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ირმა პერანიძემ თვითაცილება განაცხადა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე 31-ე, 32-ე, 36-ე, 390-ე, 414-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, შპს ,,იმ--------------------------------------–-----–------ის” სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმის განხილვისაგან აცილებულ იქნეს მოსამართლე ირმა პერანიძე;
2. №2/ბ-362-19 სამოქალაქო საქმე გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, სამოქალაქო საქმეთა პალატის სხვა მოსამართლეზე განსახილველად გადაცემისათვის;
3. განჩინება ცალკე არ საჩივრდება. იგი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენნილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე