განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001886373
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/472-18 19 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ნ------ა---–-ა (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ლ--–--------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - გ------------–--–---–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2017 წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის გაზრდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის - 100 ლარის გაზრდა 600 ლარით და ალიმენტის სახით 700 ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ალიმენტის ოდენობის გაზრდის შესახებ ცნო ნაწილობრივ და დაეთანხმა ყოველთვიურად არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ 150 ლარის გადახდას. მოპასუხემ აღნიშნა, რომ იგი უმუშევრობის მიუხედავად იხდის დაკისრებულ ალიმენტს, ასევე, მონაწილეობას იღებს ბავშვის მკურნალობასთან დაკავშირებულ ხარჯებში. მამასთან ყოფნისას უზრუნველყოფს არასრულწლოვანს კვებითა და საჭირო ნივთებით. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა არაგონივრულია და ემსახურება მოსარჩელის პირად მიზნებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2017წ. გადაწყვეტილებით:
1. ნ--- და---–-ას შეგებებული სარჩელი გ------- ყუ-–--–---–ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. მოპასუხე გ------- ყუ-–--–---–ს (პირადი №0----------) დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, ნი----–---- ყუ-–--–---–ის (დაბადებული 2--- წლის 2------ს) სასარგებლოდ, გაზრდილი ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან, 2017 წლის 10 ივლისიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე;
3.1. გ------------–--–---–სა და ნ------ა---–-ას ყავთ არასრულწლოვანი შვილი - 2--- წლის 2------ს დაბადებული ნი----–---- ყუ-–--–---–ი. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან - ნ------ა---–-ასთან ერთად (ტ.1, ს.ფ.32).
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 07 ნოემბრის მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებით, გ------------–--–---–მა აიღო ვალდებულება არასრულწლოვანი ნი----–---- ყუ-–--–---–ის სასარგებლოდ, ყოველთვიურად გადაიხადოს ალიმენტის თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით - რომლის გადახდევინებაც განისაზღვრა სარჩელის აღძვრის დღიდან - 2012 წლის 21 აგვისტოდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე. განჩინების აღსრულება ხდება ნებაყოფლობით.
3.3. გ------- ყუ-–--–---–ის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი ნი----–---- ყუ-–--–---–ისა, სხვა პირი არ იმყოფება.
3.4. ნ------------------ის ცენტრის მიერ 2014 წლის 15 ოქტომბერს ნი----–---- ყუ-–--–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაცემული დიაგნოზია - გ----------------------ი ა–-–--–--ბა, დაუზუსტებელი ფორმით. ბავშვის ქცევაზე განხორციელებული დაკვირვებით გამოვლინდა ა--------ური სიმპტომატიკა, მაგრამ ქ–---- გამოხატული პრობლემის გამო, სრულად ვერ მოხერხდა რეალური მდგომარეობის შეფასება. განისაზღვრა რეკომენდაცია - ინტენსიური ქცევითი თერაპიის კურსის გავლა, ქ–---- პრობლემის დარეგულირების შემდეგ კი მონიტორინგი. 2014 წლის 06 ოქტომბერს მონიტორინგის კლასიფიკაციის მიხედვით, ბავშვის ქცევაზე დაკვირვების შედეგად A----ის მიხედვით მიღებული ქულობრივი მაჩვენებლები შეესაბამება ა---------------------------–-–--–----ს.
ნ------------------ის ცენტრის მიერ 2014 წლის 07 ოქტომბერს ვა---–----ის ადაპტაციური ქ–---- სკალის მიხედვით გამოკვლევის შედეგად, ნი----–---- ყუ-–--–---–ის ადაპტაცია გარემოსთან (--- ზ------------------–-ა.
ნ------------------ის ცენტრის მიერ 2015 წლის 02 ივნისს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, ინტენსიური ქცევითი თერაპიის გავლის შემდეგ, ბავშვს აღენიშნება გამოხატული დადებითი დინამიკა, განსაკუთრებით ქ–---- მხრივ. დიაგნოზი ქრონიკულია, ბავშვის შეფასების მიღებული ქულობრივი მაჩვენებელი კვლავ შეესაბამება ა--------ური სპექტრის ზღვრულ ქულობრივ მაჩვენებლებს, არასრულწლოვანს ესაჭიროება ფ----- -სოციალური რეაბილიტაციის კურსი სოციალურ - კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესებისათვის, მდგომარეობის მონიტორინგი 6-8 თვის შემდეგ.
ნ------------------ის ცენტრის 2017 წლის 02 თებერვალს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, დიაგნოზი უცვლელია, რეკომენდაციებია გაგრძელდეს თერაპიული პროცესი (ჯგუფური აქტივობები, სოციალური სიტუაციები), დაწყებულ იქნას სპეც.პედაგოგიკა სკოლისათვის მოსამზადებლად.
შპს ,,ქ. თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ მიერ 2017 წლის 20 თებერვალს ნი----–---- ყუ-–--–---–ის დიაგნოზია - სხვა გ-------------------------–---ა ქ–---- მნიშვნელოვანი ა–-–--–--ბით, განვითარების ზოგადი ა–-–--–--ბა, დაუზუსტებელი.
3.5. ნ-------–----ისა და ნ--------------–----ის ინსტიტუტის მიერ ნი----–---- ყუ-–--–---–ის შესახებ 2017 წლის 25 აპრილს გაცემული ნ--------------–----ური დასკვნის შესაბამისად, არასრულწლოვანს აღენიშნება ფსიქიკური განვითარების, ე-----------–ი და ი----------–ი მ-------–--ის განვითარების შეფერხება, ვერბალურად გაშუალებული უნარების განვითარების მოუმწიფებლობა, ყურადღების კ---–-------–-ის გამოხატული სირთულეები. ვლინდება ა--------ური სპექტრისათვის დამახასიათებელი ქცევები სოციალურ ინტერაქციაში, კომუნიკაციაში... ვლინდება იმ ბაზისური უნარების განვითარებაში მოუმწიფებლობა, რომლებიც საფუძვლად უდევს ე.წ. წინასასკოლო მზაობას, შეიმჩნევა გამოხატული სირთულეები საკუთარი ქ–---- მართვის და კონტროლის მხრივ, ამიტომ არ არის რეკომენდირებული სწავლის დაწყება 2017-2018 სასწავლო წელს. რეკომენდირებულია სწავლის დაწყება ე.წ. წინასასკოლო მომზადების ჯგუფში.
3.6. 2017 წლის 10 მაისს ნ--- და---–-ასა და შპს ,,თ---–--------–---- სკოლას“ შორის დაიდო ნი----–---- ყუ-–--–---–ის 2017 -2018 სასწავლო წლისათვის ,, თ---–--------–---- სკოლის“ წინასასკოლო მოსამზადებელ ცენტრში ჩარიცხვის შესახებ ხელშეკრულება. სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს 3500 ლარს.
3.7. 2017 წლის 06 ივნისის მდგომარეობით ნ------ა---–-ას მიერ 2015, 2016 და 2017 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 116.8 ლარს.
3.8. 2017 წლის 23 ივნისს ნი----–---- ყუ-–--–---–ის შეფასების შედეგად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამ--------ოს მ---–-------–---–------ი გუნდის გადაწყვეტილებით, ბავშვს აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება. თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით აღენიშნება სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს, საჭიროებს სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას, კერძოდ, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას.
3.9. გ------- ყუ-–--–---–ის მიერ 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ს----------–----–-----------------------------დან ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალია საშუალოდ - 1138.5 ლარი. საქართველოს შ-------------------------ის 2017 წლის 02 მაისის ბრძანებით, გ------------–--–---–ი დათხოვნილ იქნა შ---------------------------------ოს ს-----------------–--ის რეზერვში. გ------------–--–---–ის მიერ 2017 წლის მარტის თვიდან - სექტემბრის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
3.10. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ს----------–---------–---ი“ -ს, რომელიც წარმოადგენს ქ.თ---–----------ის ,,ა-------მის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის“ განმახორციელებ ორგანიზაციას, ერთ -ერთი მოსარგებლეა - ნი----–---- ყუ-–--–---–ი, სადაც იგი გადის ჯგუფური მუშაობის თერაპიას. ორგანიზაცია ადასტურებს წინასასკოლო უნარებზე მუშაობის საჭიროებას, როგორც აკადემიური უნარების, ასევე, ქ–---- მართვის მხრივ.
3.11. სპეც-პედაგოგ ნ----- მ--------ის მიერ 2017 წლის 25 აპრილს გაცემული რეკომენდაციით, ვინაიდან ნი----–---- ყუ-–--–---–ს ესაჭიროება ნატიფი მ----------ის განვითარება, სასურველია, სასკოლო მზაობის ე.წ. ,,0 კლასის“ გავლა, სადაც ყურადღება გამახვილდება ნატიფი მ----------ის განმავითარებელ აქტივობებზე. ასევე, სასურველია, რომ წინა სასკოლო მზაობის დროს ყურადღება მიექცეს რიგის/წესების დაცვის მასტიმულირებელ აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს პირველ კლასში ნი----–----ის უკეთ ადაპტაციას.
3.12. ნი----–---- ყუ-–--–---–ს ქალაქ თ---–----------–----–----------------------–-----ის რაიონის გამგეობის მიერ 2015 წლის 29 იანვარს დაუფინანსდა შპს ნ------------------ის ცენტრის სამედიცინო მომსახურება 624 ლარის ფარგლებში, 2015 წლის 10 ნოემბერს შპს ,,მ------–------------------–---ის ცენტრის“ სამედიცინო მომსახურება 500 ლარის ფარგლებში და ამავე ცენტრის მომსახურება 2016 წლის 26 თებერვალს 150 ლარის ფარგლებში. ნ------------------ის ცენტრში ნი----–---- ყუ-–--–---–ის მკურნალობის 2 კურსის ღირებულებამ, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიაში, 2014 წლის 19 ნოემბერს შეადგინა - 1248 ლარი.
ნი----–---- ყუ-–--–---–ს ა.ა.ი.პ. ,,პ------–-------------------------–--ს“ მიერ 2017 წლის 17 ნოემბერს გაცემული კალკულაციის მიხედვით, 2017 წლის სენსორული თერაპიის მომსახურების საფასურმა შეადგინა - 960 ლარი.
,,პ------–---------------------–ოს“ მიერ 2017 წლის 17 ნოემბერს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, ნი----–---- ყუ-–--–---–ის დიაგნოზია: გ----------------------ი ა–-–--–--ბა, მ-------–--ის განვითარების სხვა ა–-–--–--ბა, ქრონიკული ფორმით. ბავშვს ესაჭიროება სენსორული ინტეგრაცია, ჯგუფური თერაპია, მ-------–--ის თერაპევტის დროული ჩართულობა.
3.13. გ------- ყუ-–--–---–ის მიერ 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ს----------–----–-----------------------------დან ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალია საშუალოდ ყოველთვიურად შეადგენდა - 1138.5 ლარს, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 07 ნოემბრის განჩინებით, გ------- ყუ-–--–---–ისათვის ალიმენტის დაკისრების შემდეგ 2017 წლის ივნისამდე, ალიმენტ ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული.
3.14. სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლი ადგენს, რომ მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანამხად, არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, თუმცა ასეთი შეთანხმების მიუღწევლობისას 1214-ე მუხლი დავის გადაწყვეტას სასამართლოს მიანდობს. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა- აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ ნ------ა---–-ასა და გ------------–--–---–ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2--- წლის 2------ს დაბადებული ნი----–---- ყუ-–--–---–ი. მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან, ნ------ა---–-ასთან ერთად.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი გაზრდის გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს; 3. დადგენილი ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო -სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.
წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, ნ------ა---–-ას ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა, იგი არ იმყოფება ქორწინებაში, არ არის დასაქმებული, 2017 წლის 06 ივნისის მდგომარეობით ნ------ა---–-ას მიერ 2015, 2016 და 2017 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 116.8 ლარს.
დადგენილია ასევე, რომ გ------------–--–---–ის მიერ 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ს----------–-----–---------------------------------ან ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა ყოველთვიურად საშუალოდ - 1138.5 ლარს, რაც ამ პერიოდის განმავლობაში მისი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს. საქართველოს შ------ ს------- მ--------ის 2017 წლის 02 მაისის ბრძანებით, გ------------–--–---–ი დათხოვნილ იქნა შ------ ს------- სამ--------ოს ს--------ო ძ--–---ს რეზერვში.
მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ 2012 წლის 07 ნოემბრის შემდეგ არ შეცვლილა ალიმენტ გადამხდელის ოჯახური მდგომარეობაც. გ------------–--–---–ის კმაყოფაზე, არასრულწლოვანი ნი----–---- ყუ-–--–---–ის გარდა, სხვა პირი არ იმყოფება. რაც შეეხება თავად არასრულწლოვანს, მშობლისათვის ალიმენტის დაკისრების შემდეგ ნი----–---- ყუ-–--–---–ს დაუდგინდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და საჭიეროებს გრძელვადიან მკურნალობას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ბავშვის რჩენა- აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ოდენობას.
შესაბამისად, სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მართალია გ------------–--–---–ი ამ ეტაპზე არის უმუშევარი, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში შეფასებით, ნაწილობრივ სახეზეა სსკ-ის 1221-ე მუხლით ალიმენტის ოდენობის გაზრდისათვის აუცილებელი წინაპირობები, მათ შორის, გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - ალიმენტვალდებული პირის, გ------------–--–---–ის მატერიალური მდგომარეობის შეცვლა მისი გაუმჯობესების სახით, არასრულწლოვანის სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანი ხარჯების მატება, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდა, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
სასამართლო დავის გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მხარეთა საერთო შვილი ცხოვრობს დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მის აღზრდა -განვითარების ხარჯებს, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხე მხარე კი მართალია ამ ეტაპზე ოფიციალურად არ არის დასაქმებული, მაგრამ აქვს პროფესია, უნარები, გამოცდილება, რაც ქმნის სამომავლოდ მისი დასაქმების მაღალ ალბათობას, ადასტურებს მოსალოდნელ შემოსავალუნარიანობას.
მოცემულ შემთხვევაში ნი----–---- ყუ-–--–---–ის ნორმალური განვითარებისათვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, იმაზე მეტი ოდენობით ხარჯის გაღებაა საჭირო, რაც ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველმყოფ ალიმენტის ოდენობას აღემატება . ასეთ შემთხვევაში კი, მშობლის ფინანსური მდგომარეობა მხედველობაში მიიღება, თუმცა, საბოლოოდ, ალიმენტის ოდენობის დაანგარიშებას ბავშვის საჭიროებანი განაპირობებს. არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა- აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს 100 (ასი) ლარით, რაც აუცილებელია ნი----–---- ყუ-–--–---–ის ფიზიკური, გონებრივი და სოციალური განვითარებისათვის ადეკვატური ცხოვრების დონის უზრუნველსაყოფად და მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2017 წლის 10 ივლისიდან არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისროს 200 (ორასი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4.1. ნი----–----ს დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და მას სჭირდება მეტი ხელშეწყობა. არასრულწლოვანი საჭიროებს მუდმივად ჯგუფურ და სენსორულ თერაპიას, რომლის ღირებულებაც თვეში 440 ლარს შეადგენს. ნი----–---- ყუ-–--–---–ი საკმაოდ ხშირად საჭიროებს ექიმის კონსულტაციას. ჩასატარებელი აქვს ოპერაცია, რომელის ღირებულებაც 550 ლარია.
4.2. ბავშვი დადის მ–---- სკოლაში, რომელიც წინასასკოლო მომზადებისთვის პროფესიონალების რეკომენდაციების შედეგად შეირჩა. მ–---- სკოლის ღირებულება შეადგენს წელიწადში 3500 ლარს. ბავშვს სჭირდება სპეციალური კვების რაციონი. ხარჯებთან არის დაკავშირებული ნი----–----ის ტრანსპორტირება და მისი სამოსი. შესაბამისად, ყოველთვიურად ნი----–----ის რჩენისთვის აუცილებელია 1100–1200 ლარი.
4.3. გასათვალისწინებლია, რომ სექტემბრიდან ნი----–----მა სწავლა უნდა განაგრძოს მ–---- სკოლის პირველ კლასში, რომლის ღირებულებაც ყოველწლიურად 5400 ლარია. მ–---- სკოლასთან ნ------ა---–-ას უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება და გადახდილი აქვს წინასწარი გადასახადი 540 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სექტემბრიდან ნი----–---- ყუ-–--–---–ის დასჭირდება 200 ლარით კიდევ უფრო მეტი ყოველთვიურად და მისი ყოველთვიური საჭიროება სექტემბრიდან იქნება 1400 ლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
6. გ------------–--–---–ს (შემდგომში „მოპასუხე“) და ნ------ა---–-ას (შემდგომში „მოსარჩელე“) ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი - 2---------წ. დაბადებული ნი----–---- ყუ-–--–---–ი (ტ.1, ს.ფ.168).
7. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს მოსარჩელესთან.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო ს------- კოლეგიის 07.11.2012წ. განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება. მოპასუხემ აიღო ვალდებულება არასრულწლოვანი ნი----–---- ყუ-–--–---–ის სასარგებლოდ, ყოველთვიურად გადაეხადა ალიმენტის თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით - რომლის გადახდევინებაც განისაზღვრა სარჩელის აღძვრის დღიდან - 2012 წლის 21 აგვისტოდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე (ტ.1, ს.ფ. 124-126).
9. შე-------–---------------ის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 2017 წლის 06 ივნისის მდგომარეობით მოსარჩელის მიერ 2015, 2016 და 2017 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 116.8 ლარს (ტ.1, ს.ფ.246, 247); მისი 01.01.2017 წ.-დან 31.10.2018წ. ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 525 ლარს (ტ.4, ს.ფ.106,107).
10. მოპაუხის მიერ 01.01.2016წ.-დან 30.06.2017წ. ჩათვლით, ს----------–----–-----------------------------დან ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალია საშუალოდ - 1138.5 ლარი (ტ.1, ს.ფ.280,281). საქართველოს შ-------------------------ის 02.05.2017წ. ბრძანებით, მოპასუხე დათხოვნილ იქნა შ---------------------------------ოს ს-----------------–--ის რეზერვში (ტ.2, ს.ფ.49). მოპასუხის მიერ 2017 წლის მარტის თვიდან - სექტემბრის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება (ტ.2, ს.ფ. 187).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.11.2018წ. საოქმო განჩინებით სსიპ შე-------–---------------იდან გამოთხოვილი იქნა 2017 წლის 30 ნოემბრიდან დღემდე მოპასუხის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია (ტ.4, ს.ფ.86). 13.11.2018წ. განჩინების პასუხად შე-------–---------------ის 12.12.2018წ. წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ შე-------–---------------ის ერთიან ელექტრონულ ბაზაში მოპასუხეს უფიქსირდება შემდეგი შემოსავალი: 2017 წლის ნოემბერი - 50 ლარი (მომსახურების ანაზღაურება); 2018 წლის თებერვალი - 625 ლარი (ხელფასი); 2018 წლის მარტი - 625 ლარი (ხელფასი); 2018 წლის აპრილი - 625 ლარი (ხელფასი); 2018 წლის ივლისი - 625 ლარი (ხელფასი); 2018 წლის აგვისტო - 625 ლარი (ხელფასი); 2018 წლის ოქტომბერი - 1250 ლარი (ხელფასი); 2018 წლის ნოემბერი - 625 ლარი (ხელფასი) (ტ.4, ს.ფ.109,110). მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი ამჟამად დასაქმებულია შპს “თ---–-------ს.ქ---“-ში, სადაც მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 500 ლარს (იხ.: 19.12.2018წ. სხდომი ოქმი 13:49:09- 13:51:23).
11. უდავოა, რომ მოპასუხის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი შვილისა, სხვა პირი არ იმყოფება.
12. საქმის მასალებით დგინდება, რომ არასრულწლოვან ნი----–---- ყუ-–--–---–ს აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, ესაჭირება თერაპიის კურსი სოციალურ-კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესებისათვის, ასევე საჭიროებს სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას:
12.1. ნ------------------ის ცენტრის 15.10.2014წ. გაცემული ცნობის თანახმად, ნი----–---- ყუ-–--–---–ის დიაგნოზია - გ----------------------ი ა–-–--–--ბა, დაუზუსტებელი ფორმით. ბავშვის ქცევაზე განხორციელებული დაკვირვებით გამოვლინდა ა--------ური სიმპტომატიკა, მაგრამ ქ–---- გამოხატული პრობლემის გამო, სრულად ვერ მოხერხდა რეალური მდგომარეობის შეფასება. განისაზღვრა რეკომენდაცია - ინტენსიური ქცევითი თერაპიის კურსის გავლა, ქ–---- პრობლემის დარეგულირების შემდეგ კი მონიტორინგი (ტ.1, ს.ფ.60,61). მონიტორინგის კლასიფიკაციის მიხედვით, ბავშვის ქცევაზე დაკვირვების შედეგად A----ის მიხედვით მიღებული ქულობრივი მაჩვენებლები შეესაბამება ა--------ური სპექტრის ა–-–--–--ბას (ტ.1, 64-72).
12.2. 07.10.2014წ. ნ------------------ის ცენტრის მიერ ვა---–----ის ადაპტაციური ქ–---- სკალის მიხედვით გამოკვლევით დადგინდა, რომ ბავშვის ადაპტაცია გარემოსთან (--- ზ------------------–-ა (ტ.1, ს.ფ.95-98).
12.3. ნ------------------ის ცენტრის მიერ 02.06.2015წ. გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად: ინტენსიური ქცევითი თერაპიის გავლის შემდეგ, ბავშვს აღენიშნება გამოხატული დადებითი დინამიკა, განსაკუთრებით ქ–---- მხრივ. დიაგნოზი ქრონიკულია, ბავშვის შეფასების მიღებული ქულობრივი მაჩვენებელი კვლავ შეესაბამება ა--------ური სპექტრის ზღვრულ ქულობრივ მაჩვენებლებს, არასრულწლოვანს ესაჭიროება ფ----- -სოციალური რეაბილიტაციის კურსი სოციალურ-კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესებისათვის, მდგომარეობის მონიტორინგი 6-8 თვის შემდეგ (ტ.1, ს.ფ.79,80).
12.4. ნ------------------ის ცენტრის 02.02.2017წ. ცნობის თანახმად, დიაგნოზი უცვლელია, რეკომენდირებულია გაგრძელდეს თერაპიული პროცესი (ჯგუფური აქტივობები, სოციალური სიტუაციები), დაწყებულ იქნას სპეც.პედაგოგიკა სკოლისათვის მოსამზადებლად (ტ.1, ს.ფ.77,78).
12.5. შპს ,,ქ. თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ 20.02.2017წ. ცნობით, ნი----–---- ყუ-–--–---–ის დიაგნოზია - სხვა გ-------------------------–---ა ქ–---- მნიშვნელოვანი ა–-–--–--ბით, განვითარების ზოგადი ა–-–--–--ბა, დაუზუსტებელი (ტ.1, ს.ფ.83).
12.6. ნ-------–----ისა და ნ--------------–----ის ინსტიტუტის მიერ ნი----–---- ყუ-–--–---–ის შესახებ 25.04.2017წ. გაცემული ნ--------------–----ური დასკვნის შესაბამისად, არასრულწლოვანს აღენიშნება ფსიქიკური განვითარების, ე-----------–ი და ი----------–ი მ-------–--ის განვითარების შეფერხება, ვერბალურად გაშუალებული უნარების განვითარების მოუმწიფებლობა, ყურადღების კ---–-------–-ის გამოხატული სირთულეები. ვლინდება ა--------ური სპექტრისათვის დამახასიათებელი ქცევები სოციალურ ინტერაქციაში, კომუნიკაციაში... ვლინდება იმ ბაზისური უნარების განვითარებაში მოუმწიფებლობა, რომლებიც საფუძვლად უდევს ე.წ. წინასასკოლო მზაობას, შეიმჩნევა გამოხატული სირთულეები საკუთარი ქ–---- მართვის და კონტროლის მხრივ, ამიტომ არ არის რეკომენდირებული სწავლის დაწყება 2017 -2018 სასწავლო წელს. რეკომენდირებულია სწავლის დაწყება ე.წ. წინასასკოლო მომზადების ჯგუფში (ტ.1, ს.ფ.99-104).
12.7. ნი----–---- ყუ-–--–---–ის შეფასების შედეგად 23.06.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამ--------ოს მ---–-------–---–------ი გუნდის გადაწყვეტილებით, ბავშვს აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება. თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით აღენიშნება სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს, საჭიროებს სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას, კერძოდ, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას (ტ.1, ს.ფ.253-258).
12.8. სპეც.პედაგოგ ნ----- მ--------ის მიერ 25.04.2017წ. გაცემული რეკომენდაციით, ვინაიდან ნი----–---- ყუ-–--–---–ს ესაჭიროება ნატიფი მ----------ის განვითარება, სასურველია, სასკოლო მზაობის ე.წ. ,,0 კლასის“ გავლა, სადაც ყურადღება გამახვილდება ნატიფი მ----------ის განმავითარებელ აქტივობებზე. ასევე, სასურველია, რომ წინა სასკოლო მზაობის დროს ყურადღება მიექცეს რიგის/წესების დაცვის მასტიმულირებელ აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს პირველ კლასში ნი----–----ის უკეთ ადაპტაციას (ტ.2, ს.ფ.130-134).
12.9. ქ.თ---–----------ის ,,ა-------მის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის“ განმახორციელებელ ორგანიზაციას წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ს----------–---------–---ი“. პროგრამის ერთ-ერთ მოსარგებლეა ნი----–---- ყუ-–--–---–ი, რომელიც გადის ჯგუფური მუშაობის თერაპიას. ორგანიზაცია ადასტურებს წინასასკოლო უნარებზე მუშაობის საჭიროებას, როგორც აკადემიური უნარების, ასევე, ქ–---- მართვის მხრივ (ტ.2, ს.ფ. 135, 136, 138).
12.10. არასრულწლოვანს ქალაქ თ---–----------–----–----------------------–-----ის რაიონის გამგეობის მიერ 2015 წლის 29 იანვარს დაუფინანსდა ნ------------------ის ცენტრის სამედიცინო მომსახურება 624 ლარის ფარგლებში, 2015 წლის 10 ნოემბერს შპს ,,მ------–------------------–---ის ცენტრის“ სამედიცინო მომსახურება 500 ლარის ფარგლებში და ამავე ცენტრის მომსახურება 2016 წლის 22 თებერვალს 150 ლარის ფარგლებში (ტ.2, 197-199).
12.11. ნ------------------ის ცენტრში ნი----–---- ყუ-–--–---–ის მკურნალობის 2 კურსის ღირებულებამ, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიაში, 2014 წლის 19 ნოემბერს შეადგინა - 1 248 ლარი (ტ.1, ს.ფ.236).
12.12. 17.11.2017წ. გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, ნი----–---- ყუ-–--–---–ის დიაგნოზია: გ----------------------ი ა–-–--–--ბა, მ-------–--ის განვითარების სხვა ა–-–--–--ბა ქრონიკული ფორმით. ბავშვს ესაჭიროება სენსორული ინტეგრაცია, ჯგუფური თერაპია, მ-------–--ის თერაპევტის დროული ჩართულობა (ტ.3, ს.ფ.5-6). ა.ა.ი.პ. ,,პ------–-------------------------–--ს“ მიერ ნი----–---- ყუ-–--–---–ისთვის 2017წ. გაწეული მომსახურების - სენსორული თერაპიის საფასურმა შეადგინა - 960 ლარი (ტ.3, ს.ფ.7).
12.13. 10.05.2017წ. მოსარჩელესა და შპს ,,თ---–--------–---- სკოლას“ შორის დაიდო ნი----–---- ყუ-–--–---–ის 2017 -2018 სასწავლო წლისათვის შპს ,,თ---–--------–---- სკოლის“ წინასასკოლო მოსამზადებელ ცენტრში ჩარიცხვის შესახებ ხელშეკრულება. სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს 3 500 ლარს (ტ.1, ს.ფ.242-245). მოსარჩელის განმარტებით, ამ სკოლაში მაქსიმალურადაა შესაძლებელი სპეციალური საგანმანათლებლო მომსახურების მიღება.
12.14. 27.11.2018წ. ხელშეკრულებით შპს „თბილისის მ–---- სკოლის“ მოსწავლე ნი----–---- ყუ-–--–---–ი ჩაირიცხა სკოლასთან არსებულ კალათბურთის წრეზე. სწავლის ღირებულება შეადგენს 40 ლარს (ტ.4, ს.ფ. 104,105). მოსარჩელის განმარტებით, სპორტის ეს სახეობა ბავშვის მ----------ის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეირჩა.
12.15. ფ-----ნ-------–----ური კლინიკა „ვ--–----2----ის“ 11.12.2018წ. წერილის თანახმად, ნი----–---- ყუ-–--–---–ი კლინიკაში რეგისტრირდება ქ. თბილისის მ----–----–------ის ს---------–ოს 26.12.2017წ. N---- დადგენილებით დამტკიცებული „ა-------მის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამის მოსარგებლედ და იტარებს თვეში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ 20 სეანსს (ქცევითი თერაპია და მ-------–--ის თერაპია). ამასთან, ბავშვის თერაპიული მომსახურებისთვის სხვა დამატებითი გადასახადი კლინიკაში არ დაფიქსირებულა (ტ.4, ს.ფ.122).
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.11.2012წ. განჩინებით მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების შემდგომ პერიოდს და ასახავს არასრულწლოვანის ამჟამინდელ საჭიროებებს.
13. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, ნი----–---- ყუ-–--–---–ის (დაბადებული 2--- წლის 2------ს) სასარგებლოდ, გაზრდილი ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან, 2017 წლის 10 ივლისიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მოსარჩელის მიერ. აპელანტი ითხოვს ახალი გადაწყვეტილებით ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრებას. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ნაწილობრივ და არა აპელაციით მოთხოვნილ თანხამდე სრულად, გაზრდის წინაპირობა.
ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო გონივრულად და სამართლიანად მიიჩნევს ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტი განისაზღვროს 300 ლარით.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანხმად: მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
„ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1222-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ, ან შვილებმა - შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა.
მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობაზე შეთანხმდნენ თავად მშობლები, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.11.2012წ. განჩინებით მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების საფუძველი გახდა. ანუ ალიმენტის ოდენობის გონივრულობა იმ მომენტისათვის თავად მშობლების მიხედულების შესაბამისად გადაწყდა. ამ ეტაპზე მოსარჩელე ითხოვს მის გაზრდას.
პალატა მიუთითებს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ასეთ ოდენობად მიაჩნია ყოველთვიური ალიმენტის 300 ლარით განსაზღვრა.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით იმ პირის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოსარჩელე საალიმენტო დავაში გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 75 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ------ა---–-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის (ალიმენტის გაზრდის თაობაზე) შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. გ------------–--–---–ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის ნი----–---- ყუ-–--–---–ის (დაბადებული 2---------წ.) სასარგებლოდ გაზრდილი ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (10.07.2017წ.-დან) ნი----–---- ყუ-–--–---–ის სრულწლოვანებამდე.
4. გ------------–--–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 75 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ზამბახიძე