განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2019
საქმის ნომერი
010210118001926833
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210118001926833

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1287-18 19 აპრილი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი) მოსამართლეები: ლაურა მიქავა ირმა პერანიძე ნანა კალანდაძე სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

I აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი I I აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - შპს ,,I G-- ოპ-----------" - და---- მუ--–--- (დირექტორი) - შპს ,,Ma------- G------" - ს---–--- ფ--–-------–---–ი - შპს ,,Ma------- G------" - ს---–--- ფ--–-------–---–ი - შპს ,,I G-- ოპ-----------" - და---- მუ--–--- (დირექტორი)

დავის საგანი - თანხის დაკისრება -

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება

 

1. I აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

1.1. I I აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- შპს ,,I G-- ოპ-----------ს" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- მოპასუხე შპს ,,M-- - T---- G------"-ს მოსარჩელის შპს ,,I G-- ოპ-----------’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა ნასყიდობის საფასურის - 11 813,97 ლარის გადახდა;

- მოპასუხე შპს ,,M-- - T---- G------"-ს მოსარჩელის შპს ,,I G-- ოპ-----------"-ს სასარგებლოდ დაეკისრა ნარდობის საზღაურის გადაუხდელი ნაწილის - 2101 ლარის გადახდა;

- მოპასუხე შპს ,,M-- - T---- G------"-ს სარჩელი ნარდობის საზღაურის სახით 4 650 ლარის დაკისრების ნაწილში და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულ გადახდამდე, გადასახდელად დარჩენილ ნაშთზე საბანკო დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის, წლიური 7,5%-ის ოდენობით მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

- საქართველოს სსკ-ის 49-ე, 53-ე მუხლების საფუძველზე,მხარეების მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება გადანაწილდა შემდეგნაირად:

- მოსარჩელე შპს ,,I G-- ო-----------ს" სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (681,16 ლარი) 63,03 ლარი. (საგადასახადო დავალება #1, 15/05/2017, გადამხდელი ი-----–- ჭ---–-----ე, პ/ნ 1----------, გადამხდელის ბ-----სს ,,თ----- ბ----", მიმღების ანგარიში - 300693150, ბანკის კოდი - TRESGE22);

- მოპასუხე შპს ,,M-- - T---- G------"-ს მოსარჩელის შპს ,,I G-- ოპ-----------ს" სასარგებლოდ დაეკისრა, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (681,16 ლარი) 417,45 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, გამარტივებული წარმოებისათვის აპლიკაციის საფასურის - 133,34 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურიდან - 856,68 ლარის ანაზღაურება, ჯამში 1457,47 ლარის გადახდა;

- მოსარჩელეს შპს ,,I G-- ო-----------ს" სახელმწიფო ბაჟი 200,68 ლარის ოდენობით, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან, ჩაეთვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

- საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა დარჩა ძალაში, უცვლელი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2015 წლის 02 ნოემბერს შპს შპს ,,I G-- ო-----------სა" და შპს ,,Ma------- G------"-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ მოპასუხე მიაწოდებდა ჯ----- მოწყობილობებს და საწვავის მზომ ხელსაწყოებს, დაამონტაჟებდა მათ და მოახდენდა მოპასუხის პროგრამულ უზრუნველყოფას;

 

2.2. მხარეთა შეთანხმებით, ჯ----- სისტემებით მომსახურებისათვის სააბონენტო გადასახადი განისაზღვრა ყოველთვიურად 55 ლარით (დღგ-ს გათვალისწინებით) ერთ სატ-----პორტო საშუალებაზე;

 

2.3. მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 28 ერთეული ჯ----- მოწყობილობა და 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო, რომლებიც დამონტაჟებული იქნა 28 სატ-----პორტო საშუალებაზე;

 

2.4. დადგენილია, რომ ჯ----- მოწყობილობები და საწვავის ხელსაწყოები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. მხარეებს შორის ასევე სადავო არ არის საწვავის მზომი ხელსაწყოების ღირებულება და 28 ერთეულის ჯამური ღირებულება შეადგენს 11 813,97 ლარს;

 

2.5. მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე 2016 წლის 08 თებერვალს და 08 აპრილს გადახდილია მომსახურების საფასური, საერთო ჯამში 4 650 ლარი;

 

2.6. მხარეთა შორის სადავოა შემდეგი:

- 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო, რომლებიც დამონტაჟებული იქნა მოპასუხის კუთვნილ 28 სატ-----პორტო საშუალებებზე, ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ მიყიდა თუ არა მოპასუხეს და ხელშეკრულების მოშლის შემდეგ მოხდა თუ არა მისი მოსარჩელისათვის უკან დაბრუნება და თუ არა, ექვემდებარება თუ არა რესტიტუციას, თუ მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს მოსარჩელეს მისი საფასური;

- მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, უნდა დაეკისროს თუ არა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით;

 

2.7. სასამართლომ განმარტა, რომ წინამდებარე შემთხვევაში, ხელშეკრულების მოშლის შემდეგ, მოპასუხემ დაუბრუნა თუ არა 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო მოსარჩელეს, ამის მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოპასუხეს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ხელშეკრულების მოშლის შემდეგ განხორციელდა საწვავის მზომი ხელსაწყოების დემონტაჟი ავტოსატ-----პორტო საშუალებების საწვავის ავზებიდან და გადაეცა მოსარჩელეს. ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება მოპასუხის ინტერესში შედის და მისი დამტკიცება მხოლოდ მისთვისაა შესაძლებელი;

 

2.8. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა უფრო მყარი მტკიცებულებები ამის დასამტკიცებლად, ანუ ვერ შეასრულა მტკიცების ტვირთიდან გამომდინარე თავისი ვალდებულება. ამდენად სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება და დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მოშლის შემდეგ, 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო, რომლებიც დამონტაჟებული იქნა მოპასუხის კუთვნილ 28 სატ-----პორტო საშუალებებზე, მოსარჩელეს არ განუხორციელებია მისი დემონტაჟი და არ წაუღია უკან, დარჩა მოპასუხესთან, რომლის საფასურიც გადახდილი არ არის;

 

2.9. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო, ღირებული 11813,97 ლარად. კონტრაქტის 4.5. პუნქტით განისაზღვრა საწვავის მზომი ხელსაწყოების მოპასუხეზე მიყიდვა, ხოლო მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება ჯ----- მოწყობილობების ექსპლუატაციასთან ერთად მათი პროგრამული მომსახურების უზრუნველყოფა და მხარეები შეთანხმდნენ მომსახურების საფასურზეც. მოპასუხეს საწვავის მზომი ხელსაწყოების საფასური ანაზღაურებული არ აქვს;

 

2.10. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ ყიდვა არ განხორციელებულა იმის გამო, რომ მომსახურების ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, ამასთან მომსახურების შეწყვეტის გამო პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე მათი გამოყენება შეუძლებელია და მის გარეშე მოპასუხისათვის რაიმე ღირებულება არ გააჩნია, შეუძლებელია მათი შემდგომში გაყიდვაც. შესაბამისად, მოპასუხისათვის ეს ხელსაწყოები ღირებული იქნებოდა, თუ მოსარჩელე გააგრძელებდა მომსახურების გაწევას, - რადგან მას პრეტენზია მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით მოსარჩელისათვის არ განუცხადებია, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. გარდა აღნიშნულისა, დადგენილია, რომ ჯ----- მოწყობილობები და საწვავის ხელსაწყოები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და მოპასუხეს შეეძლება მიიღოს მესამე პირისაგან პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება ან თავად განახორციელოს ეს, დამონტაჟებული საწვავის მზომი ხელსაწყოები ვარგისია ექსპლუატაციისათვის;

 

2.11. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა წერილი 2016 წლის 10 ოქტომბერს და 2016 წლის 15 ოქტომბრამდე მოითხოვა დავალიანების თანხის სრულად დაფარვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდებოდა. მხარეები არ დავობენ, რომ ხელშეკრულება შეწყვეტილია, მათ შორის სადავოა ვალდებულების ოდენობა და მისი დარღვევის ბრალეულობა;

 

2.12. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ხოლო მოპასუხის მხრიდან ნასყიდობის საფასურის, ასევე ვალდებულების დარღვევის - შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილის გადაუხდელობის ფაქტი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.13. მოსარჩელემ განმარტა, რომ მან 2015 წლის 02 ნოემბერს დადებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, განახორციელა ჯ----- სისტემების და საწვავის მზომი ხელსაწყოების მონტაჟი მოპასუხის კუთვნილ ავტოსატ-----პორტო საშუალებებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ახდენდა ავტოსატ-----პორტო საშუალებების გადაადგილების მონიტორინგს, უწევდა ჯ----- სისტემებით მომსახურებას, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო 11 813,97 ლარის ღირებულების. მომსახურების ღირებულების ჩათვლით კი თანხა შეადგენს 18 565 ლარს და სარჩელის აღძვრის დროისათვის ასანაზღაურებელი თანხაა 18 535 ლარი. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა დავალიანების დაფარვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქტი შეწყდებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეს ვალდებულებები არ შეუსრულებია.

 

2.14. სასამართლომ მხარეთა მიერ 2015 წლის 02 ნოემბერს დადებული ხელშეკრულება განიხილა, როგორც შერეული სახის ხელშეკრულება, ნასყიდობაზე და ნარდობაზე დადებული გარიგება. კერძოდ, ნასყიდობას - საწვავის მზომი ხელსაწყოების მიყიდვის მონტაჟის ჩათვლით მოპასუხის კუთვნილ ავტოსატ-----პორტო საშუალებებზე, ხოლო ნარდობას - ავტოსატ-----პორტო საშუალებების გადაადგილების მონიტორინგის, ჯ----- სისტემებით მომსახურების შესრულებაზე;

 

2.15. დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 02 ნოემბერს დადებული იქნა საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება, რის საფუძველზე მოსარჩელემ განახორციელა ჯ----- სისტემების და საწვავის მზომი ხელსაწყოების მონტაჟი მოპასუხის კუთვნილ ავტოსატ-----პორტო საშუალებებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ახდენდა ავტოსატ-----პორტო საშუალებების გადაადგილების მონიტორინგს, უწევდა ჯ----- სისტემებით მომსახურებას, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო 11 813,97 ლარის ღირებულების. მხარეთა შეთანხმებით, ჯ----- სისტემებით მომსახურებისათვის სააბონენტო გადასახადი განსაზღვრა ყოველთვიურად 55 ლარით (დღგ-ს გათვალისწინებით) ერთ სატ-----პორტო საშუალებაზე;

 

2.16. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა რა 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო 11 813,97 ლარის ღირებულების, რაც მოპასუხეს დღემდე ანაზღაურებული არ აქვს. ასევე დადგენილია, რომ გაწეული მომსახურების საზღაურის თანხიდან - 6721,03 ლარიდან მოპასუხეს მოსარჩელეზე 2016 წლის 08 თებერვალს და 08 აპრილს გადახდილი აქვს მომსახურების საფასური, საერთო ჯამში 4 650 ლარი და დღეისათვის დარჩენილია გადასახდელი 2101 ლარის ოდენობით;

 

2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1 მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მოსარჩელემ შეასრულა თავისი ვალდებულება, გადასცა საწვავის მზომი 28 ერთეული ხელსაწყო მოპასუხეს ავტოსატ-----პორტო საშუალებების საწვავის ავზებზე დამონტაჟებით, რომლის ჯამური ღირებულებაა 11 813,97 ლარი. მართალია, 2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 15 ოქტომბრიდან, მაგრამ ხელშეკრულება შეწყდა მომსახურების (ნარდობის) ნაწილში, ხოლო ნასყიდობის ნაწილში ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე ნასყიდობის საგნის საკუთრებაში გადაცემით და არ არსებობს რესტიტუციის საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ნასყიდობის საფასურის გადახდაც;

 

2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გადაეცა შესრულება. მოპასუხე კი მას აუნაზღაურებდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებას. სამუშაოები ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ გადახდის სერთიფიკატის, მიღება-ჩაბარების აქტისა და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ. მოსარჩელემ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის შეასრულა თავისი ვალდებულება, ხოლო მოპასუხეს გაწეული მომსახურების საზღაურის თანხიდან - 6721,03 ლარიდან მოსარჩელეზე 2016 წლის 08 თებერვალს და 08 აპრილს გადახდილი აქვს მომსახურების საფასური, საერთო ჯამში 4 650 ლარი და დღეისათვის დარჩენილია გადასახდელი 2101 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს დარჩენილი საზღაურის მოსარჩელისათვის ანაზღაურება;

 

2.19. მოპასუხე მოვალეა ვალდებულება შეასრულოს ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს მოსარჩელეს ნასყიდობის საფასური -11 813,97 ლარი, ასევე აუნაზღაუროს ნარდობის საზღაურის დარჩენილი ნაწილი - 2101 ლარი;

 

2.20. მოსარჩელე მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულ გადახდამდე, გადასახდელად დარჩენილ ნაშთზე საბანკო დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი წლიური 7,5%-ის ოდენობით მოპასუხეზე დაკისრებას. თავის მოთხოვნას აფუძნებს იმაზე მითითებით, რომ მოპასუხე თუ არ დაარღვევდა ვალდებულებას და გადაიხდიდა ნასყიდობის საფასურს და მომსახურების საზღაურს, მას შეეძლო ეს თანხები განეთავსებინა საბანკო დეპოზიტზე და მიიღებდა შემოსავალს დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი წლიური 7,5%-ის ოდენობით. აქედან გამომდინარე ის ითხოვს იმ ზიანის ანაზღაურებას, რაც მან განიცადა და განიცდის, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების გადახდა არ მოხდება მოპასუხის მიერ.

 

2.21. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი ზიანის თაობაზე, მოპასუხისათვის წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი, ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ის ამ შემოსავალს აუცილებლად მიიღებდა. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ, მიუხედავად იმისა, მოსარჩელე მოქმედი მეწარმე სუბიექტია, იგი არ წარმოადგენს საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებას და საბანკო ანგარიშებზე თანხების განთავსება სარგებლის მიღების მიზნით არ არის მისი სამეწარმეო პრაქტიკა.

 

2.22. სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების დარღვევა, რა თქმა უნდა, ზოგადად გულისხმობს კრედიტორისათვის ზიანის მიყენებას, მაგრამ ზიანისათვის, როგორც მიუღებელი შემოსავლისათვის თანხის დაკისრებისათვის არაა საკმარისი ვალდებულების დარღვევა, ამისათვის აუცილებელია იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ მიუღებელ შემოსავალს, რომელიც არ მიუღია პირს, იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევას ადგილი რომ არ ჰქონოდა, ასევე ეს ზიანი მოპასუხისათვის წინასწარ უნდა იყოს სავარაუდო და წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამის დასადასტურებლად კი უფრო მყარი, პირდაპირი მტკიცებულების არსებობაა საჭირო, ვიდრე წარმოდგენილია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ

 

3.1. შპს ,,I G-- ოპ-----------"-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, სასამართლომ არასწორად უთხრა მათ უარი ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე. აპელანტმა მოითხოვა იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოპასუხის ბრალეულობით, თანხის დაუბრუნებლობის გამო დღემდე ადგება. მიყიდული ნივთებისა და გაწეული მომსახურების თანხის დათქმულ ვადებში გადახდის შემთხვევაში, კომპანიას მიეცემოდა საშუალება აღნიშნული ფულადი რესურსი გამოეყენებინა იგივე საწვავის მზომი მოწყობილოებების უცხოეთიდან შესაძენად, რომელსაც იგი გამოიყენებდა პოტენციური კლიენტების მომსახურებისათვის;

 

3.1.2. ამდენად, აპელანტის მოთხოვნა შპს ,,მ----ტ----- ჯ-------ას" მათ სასარგებლოდ დაკისრებოდა მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად ფულადი ვალდებულების შესრულების თარიღიდან (2016 წლის 15 ოქტომბრიდან) გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულად დაფარვამდე მოპასუხეზე გადასახდელად დარჩენილ ნაშთზე კომერციული ბანკების დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთის გადახდა 7.5%-ის ოდენობით, გამართლებულია;

 

3.1.3. ამასთან, ფულადი ვალდებულების შესრულების თარიღი არის სწორედ 2016 წლის 15 ოქტომბერი გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მისცა გაფრთხილება მოპასუხეს რომ დაეფარა დავალიანება, მოწინაღმდეგე მხარე 2016 წლის 15 ოქტომბრამდე ვალდებული იყო დავალიანების თანხა დაეფარა, რაც მან არ განახორციელა შესაბამისად სწორედ ამ თაირიღიდან უნდა განხორციელდეს შპს ,,Ma------- G------"-ზე ზიანის ანაზღაურების თანხის დაკისრება;

 

3.1.4. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ მომსახურების საზღაურის 4 620,03 ლარის დაკისრების ნაწილში უარის თქმა, გაუმართლებელია რადგან მოწინაღმდეგე მხარეს აღნიშნული თანხა მათთვის არ აუნაზღაურებია;

 

3.1.5. სარჩელით დასახელებული თანხების გარდა, სხვა თანხების გადაუხდელობას მოპასუხეს არც ედავებოდნენ, მოპასუხის მიერ დასახელებული 4 650 ლარი გამოკლებული ჰქონდათ სარჩელით დაყენებულ მოთხოვნაში ასახულ დავალიანებაზე და აღნიშნული თანხის გადაუხდელობას არც ხდიან სასამართლოში სადავოდ. 4 650 ლარის გადახდის გამოკლებით, მოპასუხეს გადასახდელად დარჩენილი აქვს კომპანიისთვის საწვავის მზომი ხელსაწყობისა და მომსახურების ღირებულების თანხა ჯამში 18 565.06 ლარი. აღნიშნულის დასტურად წარდგენილი აქვთ მხარეების საბუღალტრო ანგარიშის ბრუნვის ბარათი, საიდანაც ნათლად ჩანს შპს ,,Ma------- G------"”-ს მიერ გადახდილი და გადასახდელი თანხების ოდენობები;

 

3.1.6. ვინაიდან, მათი მხრიდან გასაჩივრებულია სასამართლო გადაწყვეტილება ნაწილობრივ და მოთხოვნილია სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შესაბამისად უნდა გადაწყდეს საპროცესო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხიც, რაც ნიშნავს იმას, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მათ მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯების სრულად ანაზღაურება, ისევე როგორც სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.

 

3.2. შპს ,,Ma------- G------"-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.2.1. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების 3.1 პუნქტით არასწორად დადგინდა შემდეგი გარემოება: ,,დადგენილია, რომ ჯ----- მოწყობილობები და საწვავის ხელსაწყოები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს.'' აღსანიშნავია, რომ შპს ,,Ma------- G------"-ს მიერ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე მოწყობილობების დამოუკიდებლად გამოყენება შეუძლებელი იყო მოსარჩელის მიერ მომსახურების შეწყვეტის მომენტისთვის. მოწყობილობები ღირებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ შპს ,,I G-- ოპ-----------" გააგრძელებდა მომსახურების გაწევას;

 

3.2.2. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა 28-ვე მოწყობილობა მოხსნეს ავტომობილებიდან და წაიღეს, რაც რა თქმა უნდა ვერ დადასტურდებოდა შესაბამისი დოკუმენტით, ვინაიდან აღნიშნული გარემოება იყო სრულიად დაუგეგმავი მოპასუხისთვის და მოსარჩელის თანხმობაც არ ყოფილა შეედგინათ რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტი ამის თაობაზე. ამასთან, 2015 წლის 02 ნოემბრის საქონლისა და მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების 1.2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ,,G-- მოწყობილობები წარმოადგენდა ,,გამყიდველის" (მოსარჩელე მხარის) საკუთრებას და ,,მყიდველს" გადაეცემოდა კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში". შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის შედგომ მოსარჩელეს სრული უფლება ჰქონდა წაეღო თავისი საკუთრება, რასაც ხელს ვერ შეუშლიდა მოპასუხე, ვინაიდან ამის ინტერესიც არ ყოფილა გამომდინარე მოწყობილობების უხარისხობიდან;

 

3.2.3. აპელანტის განმარტებით ის გარემოება, რომ დემონტაჟის შედეგად მოწყობილობები ზიანდება, არასწორად დადგინდა სასამართლოს მიერ, ვინაიდან მოსარჩელეს აღნიშნულის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია;

 

3.2.4. რაც შეეხება მტკიცების ტვრითს, მოპასუხე მხარემ შეეძლო საპროცესო ვალდებულების შესრულება გაემყარებინა თავისი ახსნა-განმარტება მტკიცებულებით, კერძოდ, მოპასუხის მიერ დასახალებული მოწმეებით. 2015 წლის 02 ნომებრის საქონლისა და მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების 1.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ ,,G-- მოწყობილობები წარმოადგენს ,,გამყიდველის" (მოსარჩელე მხარის) საკუთრებას და ,,მყიდველს" გადაეცემა კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში". მოცემული დებულებით საკუთრების უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების დროს და არა შემდგომ;

 

3.2.5. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელემ შეასრულა თავისი ვალდებულება, გადასცა საწვავის მზომი 28 ერთეული ხელსაწყო მოპასუხეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებზე დამონტაჟებით, რომლის ჯამური ღირებულებაა 11 813,97 ლარი. მართალია, 2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 15 ოქტომბრიდან, მაგრამ ხელშეკრულება შეწყდა მომსახურების (ნარდობის) ნაწილში, ხოლო ნასყიდობის ნაწილში ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე ნასყიდობის საგნის საკუთრებაში გადაცემით და არ არსებობს რესტიტუციის საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ნასყიდობის საფასურის გადახდაც.'' განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ვერ დადგინდა შესაბამისი მტკიცებულებებით ნასყიდობის საგნის მოპასუხის მფლობელობაში არსებობა, თუმცა ამის მიუხედავად, სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკისრა მათ ნასყიდობის ფასის გადახდა;

3.2.6. დადგენილი ფაქტია, რომ მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად მოწყობილობები დამონტაჟდა 35-ის ნაცვლად 28 სატრანსპორტო საშუალებაზე, ჯ----- სისტემებით მომსახურებისთვის სააბონენტო გადასახადი განისაზღვრა ყოველთვიურად 55 ლარით (დღგ-ს გათვალისწინებით/ჩათვლით). შესაბამისად მომსახურების სააბონენტო საფასური განისაზღვრებოდა 1540 ლარით. თუ დავუჯერებთ წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელე მოითხოვს საერთო ჯამში 18565.06 ლარს, აქედან მოსარჩელის მითითებით 28 ერთეული ჯ----- მოწყობილობების ღირებულებამ შეადგინა 11813.97 ლარი, შესაბამისად, თუ მოთხოვნილ მთლინ თანხას გამოვაკლებთ მოსარჩელე მხარის მიერ განსაზღვრულ მოწყობილობების ღირებულებას თავად მოსარჩელე მხარის დათვლით ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში მომსახურების სააბონენტო გადასახადი განისაზღვრებოდა 6751 ლარით. მოპასუხის მიერ 08 თებერვალს და 08 აპრილს მოსარჩელე მხარისთვის მომსახურების საფასურის სახით გადახდილ იქნა საერთო ჯამში 4650 ლარი. შესაბამისად მომსახურების საფასურის სახით დარჩენილია 2101 ლარის ოდენობის დავალიანება მოსარჩელე მხარის მიმართ, რაც შეეხება მოწყობილობების ღირებულებას, როგორც ზემოათ აღინიშნა მოწყობილობები მათ საკუთრებაში არ გადასცემია, ისინი გამოყენებული უნდა ყოფილიყვნენ კონტრაქტის მოქმედების პერიოდში მომსახურების გაწევისთვის. ფაქტობრივად მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა, რის შემდგომაც მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა 28-ვე მოწყობილობა მოხსნეს ავტომობილებიდან და წაიღეს. მოსარჩელე მხარე იქცევა არაკეთილსინდისიერად, მიუთითებს მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის შესახებ, და მოითხოვს იმ მოწყობილობების საფასურს, რომელიც მას ფაქტობრივად დაუბრუნდა. მოსარჩელის სპეციალური ცოდნის და პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე მოწყობილობების ქონას არა----არი სარგებელი არ გააჩნია. შესაბამისად, არ არსებობს ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა და ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილების 2.1-2.18 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავალიანების თანხის დაკისრებასთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მიუთითებს, რომ:

 

4.2. 2015 წლის 02 ნოემბერს შპს ,,I G-- ო-----------სა" (გამყიდველი) და შპს ,,Ma------- G------"-ს (მყიდველი) შორის დაიდო საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ მოპასუხე მიაწოდებდა ჯ----- მოწყობილობებს და საწვავის მზომ ხელსაწყოებს, დაამონტაჟებდა მათ და მოახდენდა მოპასუხის პროგრამულ უზრუნველყოფას. ამავე ხელშეკრულების თანახმად:

- G-- მოწყობილობები წარმოადგენს ,,გამყიდველის“ საკუთრებას და ,,მყიდველს გადაეცემა კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში;

- მოწყობილობებზე დადგინდა საგარანტიო ვადა - 12 თვე;

- მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა მომსახურებისა და მოწყობილობების ღირებულება;

- ჯ----- სისტემებით მომსახურებისათვის სააბონენტო გადასახადი განისაზღვრა ყოველთვიურად 55 ლარით (დღგ-ს გათვალისწინებით) ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე;

- ერთი საწვავის მზომის ღირებულებაა 150 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში დღგ-ს ჩათვლით;

-მოწყობილობათა საფასურის ანაზღაურება ხორციელდება ფაქტიურად დამონტაჟებული მოწყობილობების საერთო რაოდენობის მიხედვით მიღება-ჩაბარების აქტისა და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. მოწყობილობების ღირებულება ნაწილდება თანაბრად 6 თვეზე (თვეში 875 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში დღგ-ს ჩათვლით), მოწყობილობის საერთო ღირებულების პირველი ნაწილის გადახდა ხორციელდება მონტაჟის დასრულებიდან 5 სამუშაო დღეში, ხოლო დანარჩენი თანხა ნაწილდება მომდევნო 5 თვეზე (იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 16-20);

 

4.3. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 28 ერთეული ჯ----- მოწყობილობა და 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო, რომლებიც დამონტაჟებული იქნა 28 სატრანსპორტო საშუალებაზე;

 

4.4. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დადგენილია, რომ შპს ,,Ma------- G------"-ს (მყიდველი) მიერ დადასტურებული იქნა შპს ,,I G-- ოპ-----------"-ს (გამყიდველი) მიერ საქონლის (მომსახურების) მიწოდების შემდეგი ღირებულება (დღგ-ს და აქციზის ჩათვლით):

- 25/11/2015წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომი ES2-0800-ს ღირებულება 849.96 ლარის ოდენობით;

- 13/11/2015წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომი ES2-0800-ს ღირებულება 1187.88 ლარის ოდენობით;

- 10/11/2015წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომი ES2-0800-ს ღირებულება 2548.56 ლარის ოდენობით;

- 07/11/2015წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომი ES2-0800-ს ღირებულება 2121.1 ლარის ოდენობით;

- 06/11/2015წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომი ES2-0800-ს ღირებულება 2123.4 ლარის ოდენობით;

- 31/03/2016წ. G---ს მომსახურების ღირებულება 1540 ლარის ოდენობით;

- 10/03/2016წ. G---ს მომსახურების ღირებულება 1540 ლარის ოდენობით;

- 06/02/2016წ. G---ს მომსახურების ღირებულება 1488.55 ლარის ოდენობით;

- 31/01/2016წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომის ღირებულება 429.76 ლარის ოდენობით;

- 08/01/2016წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომის ღირებულება 855.08 ლარის ოდენობით;

- 05/01/2016წ. G---ს მომსახურების ღირებულება 1293.38 ლარის ოდენობით;

- 24/12/2015წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომის ღირებულება 848.82 ლარის ოდენობით;

- 15/12/2015წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომის ღირებულება 423.69 ლარის ოდენობით;

- 06/12/2015წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომის ღირებულება 425.72 ლარის ოდენობით;

- 30/11/2015წ. G---ს მომსახურების ღირებულება 889.16 ლარის ოდენობით;

აღნიშნული თანხები ჯამურად შეადგენს 18564.58 ლარს (იხ. ანგარიშფაქტურები, ს/ფ 21-35);

 

4.5. საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დადგენილია, რომ შპს ,,Ma------- G------"-მ შპს ,,I G-- ოპ-----------"-ს ჩაურიცხა მომსახურების ღირებულება 08/04/2016წ. - 3000 ლარის ოდენობით, ხოლო 08/02/2016წ. – 1650 ლარის ოდენობით ანუ ჯამში 4650 ლარი

(იხ. საგადახდო დავალებები, ს/ფ 122-123, ანგარიშის ბარათი, ს/ფ 156);

 

4.6. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მათ შორის დადებული 2015 წლის 02 ნოემბრის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 15 ოქტომბერს;

 

4.7. განსახილველ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დაიდო შერეული ტიპის - განვადებით ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც სადავოა განვადებით ნასყიდობის საფასურისა და შეთანხმებული საზღაურის გადახდა;

 

4.8. სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლის თანახმად, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში;

 

4.9. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო პალატის განმარტებაზე, რომ ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელ ძირითად ნორმას სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმადაც, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე _ მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის სინალაგმატურ ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე _ ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება). კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არც ერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე _ მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშვება გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა (იხ. სუსგ-ებები: №ას-671-642-2016, 20 იანვარი, 2017 წელი; №ას-793-760-2016, 20 იანვარი, 2017 წელი). თავის მხრივ, უდავოა, რომ გაფორმებული ხელშეკრულება, წარმოადგენდა გადახდის განვადებით ნასყიდობას, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 505-ე-508-ე მუხლებით რეგულირდება, თუმცა, არც ამ შემთხვევაში გამოირიცხება ამავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გამყიდველის წინმსწრები ვალდებულება. განსხვავებით ზოგადად ნასყიდობისაგან, გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების სპეციფიკა ისაა, რომ შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ფასის სრულად გადახდამდე (იხ. სუსგ №ას-463-445-2016, 8 ივლისი, 2016 წელი);

 

4.10. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური;

 

4.11. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

 

4.12. პალატა არ იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა, რადგან წარმოდგენილი ხელშეკრულებიდან ნათლად ირკვევა, რომ მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა მომსახურებისა და მოწყობილობების ღირებულება; ამასთან, ხელშეკრულებაში გაწერილი იქნა მოწყობილობების საფასურის ანაზღაურების ოდენობა, ვადები და წესები. დადგენილია, რომ მოწყობილობები დამონტაჟდა ავტომობილებში. ამდენად, მოსარჩელემ შეასრულა მისი ვალდებულება ნივთის გადაცემის თაობაზე, რაც წარმოუშობს მას შეთანხმებული საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოწყობილობები დაუბრუნდა მოსარჩელეს, რაც მის მიერ ვერანაირი სარწმუნო მტკიცებულებით დადასტურებული ვერ იქნა;

 

4.13. დადგენილია, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა 2015 წლის 02 ნოემბრის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის 18535 ლარის მოპასუხეზე დაკისრებას. დადგენილია, რომ შპს ,,Ma------- G------"-ს მიერ დადასტურებული იქნა შპს ,,I G-- ოპ-----------"-ს მიერ საქონლის (მომსახურების) მიწოდებისათვის ჯამში 18564.58 ღირებულების (დღგ-ს და აქციზის ჩათვლით) საგადასახადო ანგარიშფაქტურა;

 

4.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

 

4.15. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულებისა და ანგარიშფაქტურებით მოსარჩელემ, სსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, დაადასტურა მის მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მან ამ ხელშეკრულების ფარგლებში 18535 ლარის საქონელი/მომსახურება მიაწოდა/გაუწია მოპასუხე შპს ,,Ma------- G------"-ს. ამ მხრივ მოპასუხემ წარმოადგინა გადახდის ქვითრები, რომლითაც დასტურდება, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი იქნა მომსახურების ღირებულება ჯამში 4650 ლარის ოდენობით. ხოლო ის გარემოება, რომ აღნიშნული თანხები მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა სხვა ვალდებულების შესრულების მიზნით და არა ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რაც მის მიერ დადასტურებული ვერ იქნა. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას უნდა გამოაკლდეს მოპასუხის მიერ 2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი 4650 ლარი. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნასყიდობის საფასურისა და ნასყიდობის საზღაურის გადახდის დაკისრების თაობაზე სწორია, საფუძვლიანია და არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;

 

4.16. მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დაეკისროს მოპასუხეს 2016 წლის 15 ოქტომბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის დროიდან) გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულ გადახდამდე გადასახდელად დარჩენილ ნაშთზე საბანკო დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი წლიური 7,5%-ის ოდენობით;

 

4.17. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

4.18. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;

 

4.19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია 2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რაც თავის მხრივ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველია;

 

4.20. სააპელაციო პალატა მიუთითებს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმად - მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და, რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.);

 

4.21. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.);

 

4.22. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არის მეწარმე სუბიექტი, ხოლო საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას, მით უფრო მეწარმე სუბიექტისათვის. ამდენად, მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა, ლოგიკურად სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მოპასუხეს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 2016 წლის 15 ოქტომბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის დროიდან) გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულ გადახდამდე გადასახდელად დარჩენილ ნაშთზე საბანკო დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი წლიური 7,5%-ის ოდენობით გონივრული და სამართლიანი, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

4.23. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ შპს ,,Ma------- G------’’ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ხოლო შპს ,,I G-- ოპ-----------’’-ს სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ არ არის სწორი და იგი უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ;

 

4.24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;

 

4.26. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

 

4.27. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,Ma------- G------’’ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ხოლო შპს ,,I G-- ოპ-----------’’-ს სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,I G-- ოპ-----------’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. შპს ,,Ma------- G------’’ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შპს ,,I G-- ოპ-----------’’-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,Ma------- G------’’-ს შპს ,,I G-- ოპ-----------’’-ს სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს დავალიანების 13914,97 ლარის წლიური 7,5%-ის გადახდა - 1043,62 ლარის ოდენობით, 2016 წლის 15 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი;

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

6.2. დადგენილია, რომ შპს ,,I G-- ოპ-----------’’-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად შპს ,,Ma------- G------’’-ს შპს ,,I G-- ოპ-----------’’-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის და სააპელაციო წარმოებისათვის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 291,92 ლარის ოდენობით გადახდა;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,Ma------- G------’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს ,,I G-- ოპ-----------’’-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ,,სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის (13914,97ლ.) სრულ გადახდამდე, გადასახდელად დარჩენილ ნაშთზე საბანკო დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის, წლიური 7,5%-ის ოდენობით მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში’’ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

4. შპს ,,Ma------- G------’’-ს შპს ,,I G-- ოპ-----------’’-ს სასარგებლოდ დამატებით დაეკისროს დავალიანების 13914.97 ლარის წლიური 7,5%-ის გადახდა - 1043.62 ლარის ოდენობით, 2016 წლის 15 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე;

 

5. შპს ,,Ma------- G------’’-ს შპს ,,I G-- ოპ-----------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ პირველ და მე-2 ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 291.92 ლარის გადახდა;

 

6. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე ლაურა მიქავა

 

მოსამართლეები: ირმა პერანიძე

 

ნანა კალანდაძე