განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/1200-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ნინო სოლომნიშვილის, სოფიკო კაპანაძის, ანა ჩიკვაიძის,ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორების - კ------------ას, ც-------–---–---ის,მსჯავრდებულ - ნ---------–--ის,ადვოკატების - ა----------–-–---–--------------–---–---–------------------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ნ---------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ა----------–-–---–ის და თამარ პატიეშვილის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ნ---------–--ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–-------------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენით:
ნ---------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ნ---------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 23 დეკემბრიდან.
ნ---------–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.
წარდგენილი ბრალდების თანახმად ნ---------–--ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 04 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ-------–--–----–-------------------------ნში, მ---------–--ის N---ში მდებარე შ---------------ს“ კუთვნილ სუპერმარკეტ „ე----------ში“Б ნ---------–--ე და გამოძიებით დაუდგენელი პირი ყაჩაღურად თავს დაესხნენ მაღაზიის კონსულტანტ მ-------–-–--–---ს და მოლარეს თ-------------ს. ნ---------–--ემ მ-------–-–--–---ს ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ყელიდან ჩამოგლიჯა 320 ლარის ღირებულების ოქროს ცეპი ჯვრით, ხოლო გამოძიებით დაუდგენელმა პირმა თ-------------ს ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, სალაროს უჯრიდან გასტაცა ფულადი თანხა 550 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ნ---------–--ის და მასთან ერთად მყოფი პირის ქმედებით მ-------–-–--–---ს მიადგა მორალური სახის ზიანი და ქონებრივი სახის ზიანი 320 ლარის ოდენობით, ხოლო შ---------------ს“ მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 550 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 04 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ-------–--–----–-------------------------ნში მ---------–--ის N---ში მდებარე შ---------------ს“ კუთვნილ სუპერმარკეტ „ე----------ში“Б ნ---------–--ე და გამოძიებით დაუდგენელი პირი ყაჩაღურად თავს დაესხნენ მაღაზიის კონსულტანტს მ-------–-–--–---ს და მოლარე თ-------------ს. თავდამსხმელებმა, ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით სალაროს უჯრიდან გაიტაცეს ფულადი თანხა 550 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო სასამართლომ დადგენილად არ სცნო ნ---------–--ის ბრალდება მასში, რომ 2017 წლის 04 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ-------–--–----–-------------------------ნში მ---------–--ის N---ში მდებარე შ---------------ს“ კუთვნილ სუპერმარკეტ „ე----------ში“ ნ---------–--ე და გამოძიებით დაუდგენელი პირი ყაჩაღურად თავს დაესხნენ მაღაზიის კონსულტანტ მ-------–-–--–---ს, რა დროსაც ნ---------–--ემ მ-------–-–--–---ს ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ყელიდან ჩამოგლიჯა 320 ლარის ღირებულების ოქროს ცეპი ჯვრით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ---------–--ის ადვოკატებმა - ა----------–-–---–---------------------–---–-ა, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და ნ---------–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტების განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მასში განვითარებული მსჯელობები აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია. სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის მსჯელობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი არ აკმაყოფილებდა უტყუარობის და სანდოობის სტანდარტს, თუმცა მიუხედავად ზემოაღნიშნული მსჯელობისა, სასამართლო განაჩენში მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი. ზემოხსენებული მსჯელობები ურთიერთსაწინააღმდეგო და სუბიექტურია; ამასთან, სასამართლო იზიარებს დაზარალებულ მ-------–-–--–--ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას თავდამსხმელის აღწერილობასთან დაკავშირებით. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ცალსახად ფიქსირდება, რომ თავდამსხმელებს სახე მთლიანად ჰქონდათ დაფარული ნიღბით და არ ფიქსირდება აღნიშნული ნიღბის აწევის ფაქტი. შესაბამისად, აპელანტები მიიჩნევენ, რომ გაურკვეველია, თუ რაზე დაყრდნობით მიიჩნია მოსამართლემ მ-------–-–--–--ის მიერ თავდამსხმელის აღწერილობა ზუსტად და უტყუარად. ვიდეოჩანაწერებთან დაკავშრებით დავის მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე წარმოდგენილი მასალების თანახმად, ბრალდების მხარის მიერ მოხდა მაღაზიაში დამონტაჟებული ყველა კამერების ჩანაწერის გამოთხოვა. თუმცა, ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს არ გადასცა და არც სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა იმ კონკრეტული კამერის ჩანაწერი, რომელიც ნათლად დაადასტურებდა, ნამდვილად გამოუჩნდა თუ არა სახის რაიმე ნაკვთი თავდამსხმელს. დაცვის მხარეს კი შესაძლებლობა ექნებოდა, ჩაეტარებინა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც, არათუ გამორიცხავდა ნ---------–--ის ბრალეულობას, არამედ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის უდანაშაულობას.
სააპელაციო საჩივარში ასევე მითითებულია, რომ სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ალიბის მოწმეთა ჩვენებები და მათ მიანიჭა დაინტერესებული პირების სტატუსი. სასამართლოს განმარტებით, ალიბის ჩვენებებს აბათილებს ისეთი ობიექტური მტკიცებულებები, როგორიცაა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა. გასათვალისწინებელია, რომ ნ---------–--ე ცხოვრობს ხსენებული მაღაზიიდან რამდენიმე მეტრში. აღნიშნული მაღაზია წარმოადგენს მის საცხოვრებელ სახლთან ყველაზე ეს ახლოს მდებარე მაღაზიას. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ნ---------–--ე ნამყოფია აღნიშნულ მაღაზიაში ჩვეულებრივ პირობებში და სწორედ ამ გზით აღმოჩნდა შემთხვევის ადგილზე მისი სუნი. რაც შეეხება გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას, იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფასებული იქნა ნაწილობრივ, კონტექსტიდან ამოგლეჯილად. კერძოდ, განაჩენში სასამართლოს ციტირებული აქვს ის ნაწილი, რომელშიც მითითებულია, რომ ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებულ ყუთის დეტალზე აღმოჩნდა ნ---------–--ის გენეტიკური პროფილი და აღნიშნულზე დაყრდნობით ასკვნის, რომ ნ---------–--ე თავდასხმის დროს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მოსამართლის მსჯელობის მიხედვით, ნ---------–--ეს, რომელიც ერთ-ერთ თავდამსხმელლადაა მიჩნეული, ყუთის დეტალთან შეხება ჰქონდა არა მაღაზიაში, არამედ, შემდგომში - დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ. მოსამართლე ვერ გაექცა იმ რეალობას, რომ თავდამსხმელს, რომელზეც ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ნ---------–--ეა, რეალურად შეხება არ ჰქონია აღნიშნულ ნივთთან. ხოლო მას შემდეგ, რაც ხსენებული ყუთი გადააგდეს თავდამსხმელებმა, მასზე შეხება შესაძლოა ქონოდა ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ნ---------–--ესაც, რომელმაც 2017 წლის 4 ოქტომბერს დილით, მანამ, სანამ ხსენებულ ყუთის დეტალს აღმოაჩენდნენ პოლიციის თანამშრომლები, გაიარა იმ ადგილზე, სადაც ეგდო აღნიშნული ნივთი. დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ როგორც დგინდება, ყუთის დეტალიდან აღებული ბიოლოგიური მასალა შეიცავს ნერწყვს. თუკი თავდამსხმელს, რომელიც ხელით ეხება ხსენებულ ყუთს და რომელსაც ხელზე უკეთია ხელთათმანი, ასევე სახეზე ჩამოფარებული აქვს ნიღაბი, როგორ შეიძლებოდა ყუთზე დაეტოვებინა ნერწყვი ან სხვა ბიოლოგიური მასალა. ამასთან, დაცვის მხარე წარმოადგენს ვერსიას, რომ პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას ნ---------–--ეს პირში გამოუსვეს ხელთათმანიანი ხელი, რითაც არაოფიციალურად მოპოვებული იქნა მისი ნერწყვის ნიმუში; ხოლო მტკიცებულებათა გამოკვლევისას იმ ნივთიერი მტკიცებულების პირველადი შეფუთვის პაკეტზე, სადაც აღმოჩნდა ნ---------–--ის ბილოგიური მასალა, აღმოჩნდა ნაჩხვლეტი დაზიანებები, რასთან დაკავშირებითაც გამოითქვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხსენებულ ნივთზე ბრალდებულის ნერწყვის დატანა შესაძლოა მოხდა შპრიცის გამოყენებით. შესაბამისად, ასეთი საეჭვო მტკიცებულებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს და უარყოფილი იქნეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი ალიბის მტკიცებულებები.
გარდა ამისა, დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ ერთიდაიგივე გამომძიებლის მიერ ერთიდაიგივე დროს ჩატარებულია სხვადასხვა საპროცესო და საგამოძიებო ეს მოქმედებები, კერძოდ, გამომძიებელ ა-----–----–---ის მიერ იმ დროს, როდესაც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ახდენდა მის დათვალიერებას, პოლიციის განყოფილებაში შევსებულია გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, რაც ბუნებრივია, ვერ მოხდებოდა.
აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმეში არ არსებობს გამატყუენებილი განაჩენის გამოტანისათვის აუციელებელი დამაჯერებელი, უტყუარი და შეთანხმებული მტკიცებულების ერთობლიობა და ითხოვს ნ---------–--ის უდანაშაულოდ ცნობას.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ნ---------–--ემ და მისმა ადვოკატემბა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ნ---------–--ის მიმართ გამამრთლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები აშკარად შეუსაბამოა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც ცალსახად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ნ---------–--ის მიერ ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენას. ამასთან, განაჩენის სამოტივაციო ნაწილში პალატა ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და განსაზღვრავს, თუ რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ასევე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე და იმსჯელებს მხარეთა მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა მ-------–-–--–---მ განმარტა, რომ 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში, დაახლოებით სამი საათისთვის იმყოფებოდა სამსახურში, ქ.თბილისში, მ---------–--ის ქუჩა N---ში მდებარე სუპერმარკეტ „ე----------ში“, სადაც მუშაობს კონსულტანტის პოზოციაზე. იგი იჯდა ერთ-ერთ სალაროსთან და ესაუბრებოდა მოლარეს თ-------------ს, რა დროსაც გამჭვირვალე ვიტრინიდან დაინახა, რომ მოდიოდა ორი ნიღბიანი, მთლიანად შავებში ჩაცმული პიროვნება. კარის შეღებისთანავე, მ-------–-–--–---მ დაიწყო ყვირილი და ღილაკის მეშვეობით გამოიძახა დაცვის სამსახური „ა-–---ი“. ერთი თავდამსხმელი მას მიუახლოვდა, მეორე კი - მეორე მოლარის მაგიდას. ორივეს ეკეთა ხელთათმანები და ეჭირათ დანები. თავდამსხმელმა დანა მიადო ყელზე და სკამით აქეთ-იქით აქანავებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სთხოვდა სასწრაფოდ ფულის მიცემას. თ-------------მ დაუძახა ამ თავდამსხმელს, რომ მისთვის (მ-------–-–--–--ისთვის) თავი დაენებებინა, ვინაიდან თანხა იყო მის სალაროში. ამის შემდეგ თავდამსხმელმა მოსთხოვა ძვირფასი ნივთი. იმის გამო, რომ ეცვა ყელიანი სვიტერი და არ იყო შესამჩნევი, ქონდა თუ არა ოქროს ცეპი, თავდამსხმელს განუცხადა, რომ მსგავსი არაფერი ჰქონდა, თუმცა თავდამსხმელმა უთხრა, რომ იცოდა რაც ეკეთა და ნუ ატყუებდა. ამასთან, დანა უფრო მეტი ძალით მიაჭირა და საყელო ჩამოქაჩა. ეტკინა ყელი, ამიტომ თვითონვე ჩამოიგლიჯა ცეპი და მიაწოდა. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ დაინახა თავდამსხმელის ტუჩის ქვემო ნაწილი და თვალები. იგი იყო სუსტი აღნაგობის, სუსტი პირი-სახის, საშუალო სიმაღლის, ნიღბიდან უჩანდა წვერი და მუქი ფერის თვალები. მ-------–-–--–--ის განმარტებით, მან ასევე დაინახა, რომ მეორე თავდამსხმელს ფული ძირს დაეყარა და აგროვებდა. სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ იმავე მარკეტში ყავდა ნანახი; შემთხვევამდე ბოლო სამი დღის განმავლობაში ეცვა ზედა, საიდანაც კარგად ჩანდა მისი ყელსაბამი; ამოცნობაზე, ფოტოს ნახვისას გაახსენდა, რომ თავდამსხმელი ადრეც ჰყავდა ნანახი. ამოცნობა შეძლო წვერით, სახითა და მუქი ფერის თვალებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა თ-------------მ განმარტა, რომ თბილისში, გ-–-------------------------ნში, სუპერმარკეტ „ე----------ში“ მუშაობდა ღამის ცვლის მოლარედ. შუაღამისას ის და მისი თანამშრომელი მ-------–-–--–--- ისხდნენ სალაროებთან და საუბრობდნენ, რა დროსაც მარკეტში შემოვარდა ორი ნიღბიანი პიროვნება დანებით ხელში. ერთი მათგანი გაიქცა მ-------–-–--–--ის მიმართულებით, ხოლო მეორე მისი სალაროსკენ, მიაბჯინა დანა ყელზე და მოსთხოვა ფული. მან (თ-------------მ) მიუთითა სალაროზე, სადაც იდო თანხა. თავდამსხმელმა ამოიღო სალარო და ძირს დააგდო. შემდეგ ამოიღო ის უჯრა, სადაც ქაღალდის ფული იყო მოთავსებული და გაიქცა. თავდამსხმელების მაღაზიაში ყოფნის პერიოდში მას ასევე მოესმა, რომ მარიამთან მყოფი პირიც ითხოვდა ფულს, რაზეც თავდამსხმელს მიუთითა, რომ ფული მასთან იყო და მარიამს არაფერი ჰქონდა. მარკეტიდან მათი გასვლის შემდეგ დაცვა მალე მივიდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ო------------–---–მა განმარტა, რომ აქვს „ე----------ს“ მაღაზიათა ქსელი. ერთ-ერთი მაღაზია მდებარეობს ქ.თბილისში, გ-–-------------------------ნში, მ---------–--ის N---ში, სადაც მოხდა ყაჩაღობა. აღნიშნულის შესახებ თანამშრომლებმა აცნობეს. მაღაზიიდან წაღებულ იყო ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით, საფულე უჯრა და სხვა ნივთები. ო------------–---–მა დაადასტურა, რომ ესწრებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებას. მისი განმარტებით, კამერები დამონტაჟებულია ორივე სალაროსთან, ყველა კამერა მუშაობდა გამართულად. იყო ოთხი გარე კამერა, ხოლო შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული იყო 12 კამერა. პოლიციის თანამშრომელმა ამოიღო კამერის ჩანაწერები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე თ------------–---მ განმარტა, რომ 2017 წლის 4 ნოემბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც გლდანში, მე-3 „ა“ მიკრორაიონში მდებარე N-- კორპუსის მიმდებარედ აღმოაჩინა შავი ფერის პლასტმასის სალაროს თანხის ჩასადები კოლოფი, სამ ცალ 5 თეთრიან მონეტასთან ერთად. ვინაიდან მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო 2017 წლის 4 ნოემბერს ქ. თბილისში, გლდანში, მ---------–--ის ქუჩა N---ში მდებარე სუპერმარკეტ „ე----------ს“ ყაჩაღობის ფაქტთან, ტელეფონით დაუკავშირდა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილების სამორიგეო ნაწილს და აცნობა აღნიშნულთან დაკავშირებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ--------–-----–-ამ განმარტა, რომ 2017 წლის 4 ნოემბერს, გლდანის მე-3 მ/რაიონში, მ---------–--ის ქუჩა N---ში მდებარე მაღაზია „ე----------ში“ მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით 2017 წლის 21 დეკემბერს მიიღო ინფორმაცია მასზედ, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილი უნდა ქონოდა 1999 წელს დაბადებულ ნ----------–-----------–---ს. მან ინფორმაცია პატაკის სახით მოახსენა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც გამოიკითხა მოწმის სახით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ო-------------–--მა განმარტა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს მიიღო ოპერტატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ნ---------–--ე უნდა ყოფილიყო მის საცხოვრებელ სახლში. მან ინფორმაცია პატაკის სახით მოახსენა ხელმძღვანელობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა ი-----–--------–------------–----–---------–----------------–------------------------–-–--–---------------------------–---–----------------–------------------------------------------------–---–-----–-–------------------------------------------------------------------------------–--------–-–---–-ა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ჯ----–------–---მ განმარტა, რომ არის ნ---------–--ის მამა. 2017 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა ბიძამისი - თ---------------–--ლი. 3 ნოემბერს ორი საათის შემდეგ გაუარა სიძემ - გ----------–---–მა და მეუღლესთან, დედაან და ნ---------–--ესთან ერთად წავიდნენ პანაშვიდზე ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ნ---------–--ემ გაპარსვისას სახე გაიჭრა და ამაზე მოუვიდა კონფლიქტი, რომ დროზე წამოსულიყო. პანაშვიდზე ყოფნისას ნ--ას წვერი არ ქონია. იგი (ჯ----–------–---) აპირებდა ღამით იქ დარჩენას, მაგრამ მეორე დღეს ქონდა საქმე და ვერ დარჩა. წამოვიდა დაახლოებით ღამის პირველ საათზე, ღამის გასათევად დარჩნენ ნ---------–--ე და გ----------–---–ი. ჯ----–------–--- დილით ადრე წავიდა ბაზრობაზე, დაახლოებით 9 საათზე დარეკა სახლში და მეუღლემ უთხრა, რომ ნ--ა სახლში მივიდა. პანაშვიდზე ყოფნისას ნ--ას ეცვა ჯინსის შარვალი, მუქი ფერის სვიტერი და შავი ფერის დუტის ქურთუკი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ---------------–---–მა განმარტა, რომ ნ---------–--ე არის მისი მეუღლის ძმის შვილი. 2017 წლის 2 ნოემბერს სამსახურში ყოფნისას მეუღლემ შეატყობინა, რომ დაეღუპა ბიძა თა-------------–---–ი. მან (გ---------------–---–მა) ვ-–----–----–-----------------–ში, სამძიმარზე ავტომობილით გაიყვანა ჯ----–------–---, ნ--ოლოზ ა----–---, ფ-------------ძე და ჯ---------------ე. იგი 3 ნოემბერს საღამოს და ღამით, 4 ნოემბრის ჩათვლით, იმყოფებოდა აღნიშნულ მისამართზე. შუაღამე გადასული იყო, ჯ----–------–--- და მ-------–---–---რი თავის ოჯახის წვერებთან ერთად წავიდნენ აღნიშნული ადგილიდან. დარჩნენ ნ---------–--ე, შ--–-----------–---–ი, ს----------------–---–--------–-----–----–აძე. მთელი ღამე ნ---------–--ე მასთან ერთად იმყოფებოდა, მის გარეშე არსად გასულა გარდა საპირფარეშოსი; გარეთ - აივანზე და ეზოში გადიოდნენ ძირითადად სიგარეტის მოსაწევად. ნ---------–--ეს ეცვა ჯინსის შარვალი და მუქი ფერის ქურთუკი. წვერი არ ქონია, სახეზე დაზიანება არ ქონია. ის და ნ---------–--ე წამოვიდნენ გამთენიისას, დაახლოებით რვა საათის შემდეგ. გზაში იგი (გ---------------–---–ი) პროდუქტების შესაძენად შევიდა გლდანის მე-3 მიკრო რაიონსა და მე-5 მიკრორაიონებს შორის მდებარე „ორი ნაბიჯის“ მაღაზიაში, რომელიც ძალიან ახლოს მდებარეობს ნ---------–--ის სახლთან. 10-15 წუთში გამოვიდა და ნ--ას დაემშვიდობა. ნ---------–--ის ხელზე ქონდა თუ არა „ტატუ“, არ ახსოვს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ--–-----------–---–მა განმარტა, რომ ნ---------–--ე არის მისი ბიძაშვილის, ჯემალ აბულაძის შვილი. 2017 წლის 2 ნოემბერს გარდაეცვალა მამა, 3 ნოემბერს მასთან მივიდნენ გ---------------–---–ი, ჯ----–------–---, ჯ----------------------------------ე და ნ---------–--ე. ნ---------–--ე სამი-ოთხი საათის შემდეგ, თავისი ოჯახის წევრებთან ერთად მთელი საღამო მის სახლში ტრიალებდა. ღამითაც დარჩა გ---------------–---–თან და მისი ბიძაშვილის მეუღლესთან ერთად. მთელი ღამის განმავლობაში ერთად ისხდნენ, მხოლოდ აივანზე გავიდნენ მოსაწევად, დილით, დაახლოებით რვა საათისთვის ყავა დალიეს, რის შემდეგ გიორგი და ნ--ა წავიდნენ. საღამოს მათთან ისევ იყვნენ მისული ოჯახის წევრები. ნ---------–--ეს ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი, რუხი ფერის დუტის ქურთუკი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ე-–----–----–--ემ განმარტა, რომ ნ---------–--ე არის მისი მაზლის შვილიშვილი. 2017 წლის 2 ნოემბერს გარდაეცვალა მეუღლე. 3 ნოემბერს შუადღის მერე სამძიმარზე მივიდნენ ნ---------–--ე, მამამისი ჯ----–------–---, გ----------–---–ი, ფ-------------ძე და ჯ---------------ე. საღამოს ჯემალი ა----–---, ნ---------–--ე და გ----------–---–ი დარჩნენ. ჯემალი ა----–--- წავიდა დაახლოებით 12 საათისთვის, ხოლო სახლში იყვნენ მისი (ე-–----–----–--ის) შვილები - შ--–----------------, ასევე ნ---------–--ე და გ----------–---–ი. დაახლოებით ორ-სამ საათამდე ალაგებდა სახლს, რის შემდეგაც მან და მისმა ქალიშვილმა დაიძინეს, ხოლო მამაკაცები დარჩნენ ოთახში მიცვალებულთან. დილით გაიღვიძა 7 საათზე, ნახევარ საათში ყავა დალიეს და ნ--ა და გია წავიდნენ. ნ---------–--ეს ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი, წვერი გაპარსული ქონდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ-------------მ განმარტა, რომ არის „სმართ ლოჯიქის“ იურისტი. განჩინების საფუძველზე დაცვის მხარეს გადასცა მოთხოვილი დოკუმენტაცია, კერძოდ, 2018 წლის 21 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი N1--- ორ ფურცლად. თავსართი 1 ფურცელი, რომელიც ხელმოწერილი იყო დირექტორ გ----------–-–------ის მიერ და დანართი 1 ფურცელად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ----------–-–------მა განმარტა, რომ „სმართ ლოჯიკი“ წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებერებაში მყოფ ორგანიზაციას, რომელსაც ხელშეკრულებით პროკურატურასთან აქვს ურთიერთობა აიტი მიმართულებით. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მოთხოვნილი იყო დოკუმენტის შექმნის თარიღები და ასევე, გამოძიების დაწყების თარიღი. სისხლის სამართლის საქმის წარმოება ელექტრონულად პროგრამის მეშვეობით ხდება და ყველაფერი ინახება სერვერებზე, პროგრამული ხარვეზები ფიქსირდება და ხდება მოკვლევა შესაბამის ხარვეზზე. დოკუმენტს, რომელიც გენერირდება, ენიჭება ინდივიდულური ნომერი, აღირიცხება დრო, როდესაც შეიქმნა და ხელი მოეწერა; დოკუმენტს ზრდადობის მიხედვით ენიჭება ნომერი; შეიძლება დაკითხვის ოქმი გაკეთდეს ცალკე და მერე მიეტვირთოს, შესაძლებელია დოკუმენტი უფრო ადრე იქნას შექმნილი და დრო სხვა იყოს მითითებული.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისში, გ-–-------------------------ნში, აბაშიძის ქუჩა N---ში მდებარე სადღეღამისო სუპერმარკეტი „ე----------“. აღნიშნული მარკეტი მდებარეობს სამსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, მარკეტში შესასვლელი კარიდან მარცხნივ და მარჯვნივ განთავსებულია სალაროს მაგიდები, რომლებზეც ალაგია სხვადასხვა პროდუქტი, შესასვლელი კარის მარცხენა სალაროს უკან მიდგმულია პატარა ხის უჯრიანი მაგიდა, რომელშიც დათვალიერებაში მონაწილე ო------------–---–ის განმატებით, იდო სალაროს თანხის შემნახველი შავი ფერის პალასტმასის ყუთი. აღნიშნული უჯრა არის ძირს მეტლახზე დაგდებული, სალარო მაგიდის გვერდით, უჯრის გვერდით ასევე გდია შავი ფერის ხურდა ფულის ჩასაყრელი სალაროს ყუთის ნაწილი, რომლის გარშემოც ყრია ხურდა ფულის მონეტები, ასანთის კოლოფები, პოლიეთილენის პარკები და რამდენიმე თაბახის ფურცელი. მარცხენა მხარეს მდებარე სალაროს გვერდით დგას მოყვითალო ფერის „ბ------ოს“ ლითონის სტენდი, რომლის მესამე თაროს გვერდით არის გაღუნული, რომელიც ო------------–---–ის განმარტებით, გაღუნულ იქნა მარკეტში შემოსული ორი პიროვნებიდან ერთ-ერთის დაჯახების შედეგად. მარკეტის ჭერზე ყველა კუთხეში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები. კინოლოგიის ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან აღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუში ორ ქილად, მარკეტში შესასვლელიდან ხელმარცხნივ სალაროს მაგიდის უკან მეტლახის ზედაპირიდან, მეორე შესასვლელიდან ხელმარჯვნივ სალარო მაგიდის უკან მეტლახის ზედაპირიდან. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი ხის უჯრა. ასევე, ექსპერტ კრიმინალისტების მიერ მარკეტში შესასვლელი კარის ხელმარცხნივ სალაროს მაგიდის უკან მეტლახის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის პლასტმასის ხურდის ჩასაყრელი კოლოფი. შემთხვევის ადგილზე ხელის კვლები ნანახი ვერ იქნა.
ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, ადგილმდებარეობის დათვალიერება იწყება ქ-------–--–-----–--------------------------------- კორპუსის მ/ტერიტორიიდან, სადაც კორპუსების უკანა მხარეს განთავსებულია ავტოფარეხები, მე-20 კორპუსის, მე-3 სადარბაზოს წინ ავტოფარეხებს შორის ადის ბეტონის კონსტრუქციის საფეხმავლო კიბეები, კიბეებიდან მარცხნივ გადის საფეხმავლო ვიწრო ბილიკი, სადაც ნარგავებს შორის მიწის ზედაპირზე გდია პლასტმასის მასალის სალაროს თანხის ჩასადები კოლოფი, რომლის მიმდებარედ, ასევე, გდია სამი ცალი 05 თეთრიანი მონეტა. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა პლასტმასის მასალის სალაროს ჩასადები კოლოფი, რომელიც მოთავსდა ერთ სპეც.პაკეტში შტრიხ კოდით F--------, ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა 03 (სამი) ცალი ხუთ თეთრიანი მონეტა, რომელიც მოთავსდა ერთ სპეც. პაკეტში შტრიხ. კოდით F---------.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ვინაიდან ამოსაცნობმა პირმა ნ---------–--ემ უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობაში მონაწილეობაზე, ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა. მ-------–-–--–---მ წარდგენილ ფოტოსურათებიდან საშუალო ზომის სწორი ცხვირით მუქი ფერის წვერის მოყვანილობით, მუქი ფერის წარბებით მუქი ფერის თვალებით, საშუალო ზომის ტუჩებით, სახის ნაკვთების საერთო მოყვანილობით ამოიცნო ნ----------–-----------–--- - პირი, რომელმაც 2017 წლის 04 ნოემბერს დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ჯაჭვი და ჯვარი, ხოლო შემდეგ მიიმალა.
2017 წლის 23 დეკემბრის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ადვოკატ ა----------–-–---–ის თანდასწრებით, ექსპერტ გ-----------ის მონაწილეობით, ნ---------–--ისაგან ნებაყოფლობით აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან სპეციალური ჩხირის მეშვეობით, რაც დაილუქა.
2017 წლის 23 დეკემბრის ხელის კვლების ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ადვოკატ ა----------–-–---–ის თანდასწრებით, ნ---------–--ისაგან ნებაყოფლობით აღებულ იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის კვლების ნიმუშები სპეც. დაქტილოსკოპიური სკანერის მეშვეობით.
2017 წლის 23 დეკემბრის სუნის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ადვოკატ ა----------–-–---–ის თანდასწრებით, მოწმე ნ---------–--ის ორივე ხელისგულზე მოთავსებულ იქნა სტერილური დოლბანდი 15 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც სტერილური დოლბანდი მოთავსებულ იქნა 0,5 ლ. ტევადობის მინის გამჭვირვალე ქილაში, რაც დაილუქა კინოლოგიის სამსხურის ლუქით, 4---- აღნიშნული სუნის ნიმუში მოთავსდა და დაილუქა 1 ც. სპეც პაკეტში შტრიხკოდით F--------.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, მოწმე მ-------–-–--–--ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა 2017 წლის 07 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს N4------ს განჩინებით შ---------------დან“, მდებარე ქ. თბილისი, გ-–-------------------------ნი, მ---------–--ის ქ. N---ში, გამოთხოვილი სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერი, 2017 წლის 02:35 საათიდან 2017 წლის 02:45 საათამდე დროის მონაკვეთში. დისკზე ჩაწერილია ერთი ვიდეოფაილი სახელწოდებით c----------------. ჩანაწერი იწყება 2017 წლის 04 ნოემბერს 02:35 საათიდან, კადრში ჩანს, რომ მაღაზიაში შემოსასვლელიდან მარცხენა სალაროსთან ზის გოგონა, რომელიც მ-------–-–--–--ის განმარტებით არის მოლარე გოგონა თ-------------, ჩანაწერის 02:36 საათზე მარკეტში შემოდის ორი პიროვნება, მათგან ერთ-ერთს აცვია მოლურჯო ფერის ზედატანი და მუქი ფერის შარვალი, ეს პიროვნება მიდის მაღაზიაში შესასვლელიდან მარჯვნივ არსებულ სალაროსთან სადაც მ-------–-–--–--ის განმარტებით ზის თვითონ, ხოლო მეორე პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი მიდის მაღაზიაში შესასვლელიდან მარცხნივ არსებულ სალაროსთან შიდა მხრიდან, სადაც მ-------–-–--–--ის განმარტებით ზის მოლარე თ-------------. ჩანაწერის 02:07 საათზე, პიროვნება რომელიც მიდის მ-------–-–--–---სთან მისი განმარტებით, ამ დროს დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით ყელიდან ჩამოგლეჯს ოქროს ძეწკვს და ჯვარს. ჩანაწერში ჩანს მეორე პიროვნება, რომელიც მიდის მაღაზიაში შემოსასვლელიდან მარცხნივ არსებულ სალაროსთან, შიდა მხრიდან იატაკზე აგდებს სალარო უჯრას. ეს პიროვნება ხელში იღებს სალარო უჯრის ყუთს და მიდის მაღაზიის გასასვლელისკენ, მას ასევე მიყვება მეორე პიროვნება, რომელმაც მ-------–-–--–--ის განმარტებით დანის მუქარით გასტაცა ოქროს ძეწკვი და ჯვარი. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ამ პიროვნებას მარცხენა ხელში უჭირავს მოგრძო ფორმის საგანი, მ-------–-–--–--ის განმარტებით არის დანა, რითაც ემუქრებოდა ბოროტმოქმედი, ჩანაწერის 02:37:21 საათზე ბოროტმოქმედები გადიან მარკეტიდან. ჩანაწერის 02:37:38 საათზე მარკეტში არსებული მარცხენა სალაროდან გამოდის გოგონა, რომელსაც აცვია მოლურჯო ფერის ზედატანი, ასევე შავი ფერის შარვალი. დათვალიერებაში მონაწილე მ-------–-–--–--ის განმარტებით ეს გოგონა არის თვითონ. ჩანაწერის 02:42 საათზე მარკეტში შემოდის ორი მამაკაცი, რომლებიც მ-------–-–--–--ის განმარტებით არიან მარკეტის უსაფრთხოების თანამშრომლები, ჩანაწერის დათვალიერება სრულდება 2017 წლის 04 ნოემბრის 02:45 საათზე.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N4------- თანახმად, 2017 წლის 04 ნოემბერს, ქ. თბილისში, გლდანის მე-3 მიკრორაიონში, მ---------–--ის ქუჩის N---ში მდებარე მარკეტ „ე----------სში“ განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ნ--ა ჯემალის ძე აბულაძისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ბ----------------ემ.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: ,,...1(ერთი)ც. მოშავო ფერის პლასტმასის ყუთი ლითონის დეტალებით ამოღებულ იქნა მეოცე კორპუსის მიმდებარედ ნარგავებს შორის მიწის ზედაპირიდან ...“ მოთავსებული უჯრებიდან გაკეთებული ანაწმენდები (ობ.N1, 2 ) შეიცავს ნერწყვს, ობ.N1, 2-ის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N1-ის შერეული გენეტიკური პროფილის ძირითადი (მაჟორული) წილი ეკუთვნის ნ---------–--ეს. (ობ.N3; პაკეტი, წარწერით: ,,... ნერწყვის ნიმუში აღებული სტერილური ჩხირით პირის ღრუდან, მოწმე ნ---------–--ე ჯემალის ძე...“); ობ N2-ის შერეული გენეტიკური პროფილის ძირითადი (მაჟორული) წილი არ არის გამორიცხული ეკუთვნოდეს მდედრობითი სქესის პირს. ობ N2-ში ვლინდება ნ---------–--ის გენეტიკური პროფილის ალელები, რაც ობ. N2-ში მის გენეტიკურ თანამონაწილეობას არ გამორიცხავს. ობ. N1-ში პარციალურად ვლინდება ობ. N2-ის მაჟორული წილის ალელები. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ-----------–---–--.
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის N9----- თანახმად, 1. სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სალარო აპარატის შავი ფერის ყუთის ზედაპირზე გამოვლენილი პირობითად - კვალი N1 და კვალი N2 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია (იხ.ფოტოცხრილი ფოტო N6 და ფოტოN7); ყუთის ზედაპირზე გამოვლენილი ხელის კვლები პიროვნების იდენტიფიცირებისთვის უვარგისია (იხ.ფოტოცხრილი ფოტო N5); N1 და N2 კვლების იდენტური ანაბეჭდები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები, მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ქ--------------–---–--.
ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, ადვოკატ ა----------–-–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა გამომძიებელ ლ-–--–---------ას მიერ გადაცემული ვიდეოჩანაწერი, კადრში ჩნდება მაღაზიის შიდა ტერიტორია, ვიდეო კამერა განთავსებულია მაღაზიის შიდა პერიმეტრზე შემოსასვლელი კარის მოპირდაპირედ და აფიქსირებს შემოსასვლელ კარს. მაღაზიაში შემოსასვლელ კართან როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ, განთავსებულია სალაროები, ორივე სალაროსთან იმყოფებიან მოლარე ოპერატორები. ჩანაწერი აფიქსირებს 2017 წლის 4 ნოემბრის 02:35:05 საათიდან, 02:46:36 საათამდე დროის მონაკვეთს. მაღაზიის კარი არის მინის, შესაბამისად ვიდეოჩანაწერი აფიქსირებს მაღაზიის გარეთა ტერიტორიასაც. 02:36:46 საათზე მაღაზიაში შემოდის ორი პიროვნება, რომლებიც აღებენ კარს და შემოდიან მაღაზიაში. კარში პირველი შემოდის პიროვნება, რომელიც არის საშუალოზე ოდნავ მაღალი აღნაგობის, ტანზე აცვია ლურჯი ფერის კაპიუშონიანი ქურთუკი, თავზე ჩამოცმული აქვს შავი ფერის ნიღაბი, რომელიც მთლინად უფარავს, როგორც სახეს, ასევე კისერს. გარდა ამისა, ნიღაბს ზემოდან თავზე წამოფარებული აქვს კაპიუშონი და ხელზე უკეთია შავი ფერის ხელთათმანი. შესაბამისად, აღნიშნულ პიროვნებას არ უჩანს სხეულის არცერთი ნაწილი. მას მარცხენა ხელში უჭირავს დიდი ზომის დანა, რომელსაც აქვს მუქი ფერის პირი. აღნიშნულ პიროვნებას უკან მოყვება მეორე პიროვნება, რომელიც არის საშუალოზე ოდნავ მაღალი. ტანთ აცვია შავი ფერის ქურთუკი, რომელსაც აქვს ნაცრისფერი კაპიუშონი. სახეზე ჩამოფარებული აქვს ნიღაბი, რომელიც უფარავს მთელ სახეს და ასევე კისერსაც. გარდა ამისა, თავზე ნიღაბს ზემოდან წამოფარებული აქვს ნაცრისფერი კაპიუშონის ქუდი. მას აცვია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელები. ხელებზე უკეთია შავი ფერის ხელთათმანები, შედეგად აღნიშნულ პიროვნებასაც სხეულის არცერთი ნაწილი არ უჩანს. მაღაზიაში პირველად შემოსული პიროვნება მიდის კამერიდან მარცხნივ, ანუ შემოსასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ განთავსებულ სალაროსთან. 02:36:50 საათზე შედის სალაროს შიდა ტერიტორიაზე, სადაც სავარაუდოდ მოლარეს ართმევს თანხას, თუმცა რაიმეს წართმევის ფაქტი კამერაში არ ჩანს, რადგან მათ ნაწილობრივ ფარავს სალაროს გვერდით განთავსებული თარო. აღნიშნული თარო ფარავს მაღაზიაში შემოსული თავდამსხმელის სხეულის ქვედა ნაწილს, თუმცა სხეულის ზედა ნაწილი მთელი დროის განმავლობაში ხვდება კამერის თვალთახედვის არეალში, შესაბამისად, ჩანაწერში ჩანს, რომ თავდამსხმელს სხეულის ზედა ნაწილზე კონკრეტულად თავისა და სახის არეში, მაღაზიაში მყოფი მოლარე არ ეხება. ასევე, თავდამსხმელი სხეულის ზედა ნაწილით მათ შორის თავით და სახით არ ეხება მაღაზიაში არსებულ არც ერთ ნივთს. შესაბამისად, მას სახეზე აფარებული ნიღაბი არ ეწევა და მაღაზიაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში მისი სახე რჩება უჩინარი. 02:37:17 საათზე აღნიშნული თავდამსხმელი გამოდის სალაროს შიდა ტერიტორიიდან, რა დროსაც მას სხეულის სრულად დაფარული აქვს ტანსაცმლით, ხელთათმანებით და ნიღბით. შესაბამისად, ამ დროისათვის მისი სხეულის არც ერთი ნაწილი არ არის ხილვადი. რაც შეეხება მეორე თავდამსხმელს, რომელსაც თავზე აქვს წამოფარებული ნაცრისფერი კაპიუშონი და მთელ სახეზე კისრის ჩათვლით ჩამოცმული აქვს შავი ფერის ნიღაბი, აღნიშნული თავდამსხმელი მაღაზიაში შემოსავლის შემდეგ 02:36:50 საათზე შედის კამერის მარჯვნივ ანუ შემოსასვლელი კარიდან ხელმარცხნივ განთავსებული სალაროს შიდა ტერიტორიაზე. სალაროს შიგნით შესვლის შემდეგ მის სხეულს ნაწილობრივ ფარავს სალაროსთან განთავსებული თარო, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში მისი სხეულის ზედა ნაწილი, კერძოდ, კი თავი ჩანს კამერის თვალთახედვის არეში. კამერის ჩანაწერის მიხედვით დგინდება, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ხსენებულ თავდამსხმელს სახეზე და თავზე არ შეხებია მაღაზიის მოლარე. ასევე ხსენებული პირი სახით და თავით არ შეხებია მაღაზიაში არსებულ რაიმე ნივთს, შესაბამისად მას სახეზე აფარებული ნიღაბი არ აწევია. ჩანაწერში ჩანს, რომ მაღაზიაში ყოფნის განმავლობაში აღნიშნული თავდამსხმელის სახე მუდმივად დაფარული იყო ქუდით და ნიღბით. 02:36:55 საათზე ნაცრისფერ კაპიუშონიანი თავდამსხმელი სალაროდან იღებს უჯრას და აგდებს სალაროს უკან იატაკზე, რის შემდეგაც აღნიშნული უჯრიდან ეუფლება თანხას. ამ დროს უჯრაში არსებული ხურდები იფანტება მაღაზიის იატაკზე. თავდამსხმელი იღებს უჯრის შავი ფერის პლასტმასის დეტალს და გამოდის სალაროს შიდა ტერიტორიიდან. 02:37:16 საათზე ხსენებული თავდამსხმელი ქურთუკით წამოედო თაროს, თუმცა მოლარე ოპერატორი ამ დროისათვის იმყოფებოდა თაროს მეორე მხარეს, შესაბამისად შეუძლებელი იყო მას დაენახა დაზიანდა თუ არა თავდამსხმელის ქურთუკი. აღნიშნულის გარკვევა ასევე შეუძლებელია ჩანაწერის მიხედვითაც. სალაროს შიდა ტერიტორიიდან გამოსვლის შემდეგ ორივე თავდამსხმელი ტოვებს მაღაზიას. მაღაზიიდან 02:37:20 საათზე პირველი გადის შავ ქურთუკიანი და რუხ კაპიუშონიანი თავდამსხმელი, რომელსაც ხელში უჭირავს სალაროს უჯრის დეტალი. მას ფეხდაფეხ მიჰყვება ლურჯ ქურთუკიანი და კაპიუშონიანი თავდამსხმელი. მაღაზიიდან გასვლის დროსაც ორივე თავდამსხმელს სრულად აქვთ დაფარული სახე და სხეულის სხვა ნაწილები, ასევე ხელებზეც ორივე მათგანს უკეთია ხელთათმანი.
ვიდეო და ფოტო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: 1.გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერზე აღბეჭდილი პიროვნებების სახეების დაფიქსირება ვერ მოხერხდა, ვინაიდან სახეზე მათ უკეთიათ ნიღბები, შესაბამისად აღნიშნული პიროვნებების იდენტიფიცირება შეუძლებელია; 2. გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერის არცერთ მონაკვეთზე არ ფიქსირდება ისეთი კადრები, სადაც პიროვნებებს ეწევათ ნიღაბი ან უჩანთ სახის რომელიმე ნაწილი. სპეციალური პროგრამული უზრუნვლყოფით მოხდა ვიდეო ჩანაწერის ხარისხის გაუმჯობესება, რომელიც ერთვის დასკვნას ჩაწერილი კომპაქტ დისკზე, ასევე, კვლევისას მოხდა ექსპერტიზის დანიშვნის დოკუმენტში მითითებული მონაკვეთების ფოტო რეჟიმში გადატანა (იხ.ფოტო N1,N2, N3,N4). ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მ---------------–----.
2018 წლის 17 დეკემბრის N0-------- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილ შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის პაკეტზე F-------- არსებული დაზიანებების მორფოლოგია დამახასიათებელია რაიმე მჩხვლეტავი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედებით, მაგრამ არ იქმნება დამაზიანებელი ობიექტის კონკრეტული განსაზღვრის შესაძლებლობა, კვლებში რაიმე საინფორმაციო ხასიათის მაინდივიდუალირებელი ნიშნების არასახვის გამო. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა ლევან მაისურაძე და დამატებით განმარტა, რომ პაკეტზე არსებული დაზიანებები განვითარებული იყო შიგნიდან გარეთ, თუ გარედან შიგნით ზემოქმედებით, არ დადგენილ, ვინაიდან კითხვა არ ყოფილა დასმული. რა ნივთით მოხდა ჩხვლეტა ვერ დგინდება.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ნ---------–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით. განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და განმარტავს, რომ დაცვის მხარის არგუმენტები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ნ---------–--ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა მ-------–-–--–---მ და თ-------------მ მისცეს საკამოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება. თითოეულმა მათგანმა თანმიმდევრულად და ურთიერთშესაბამისად მოახსენეს სასამართლოს, თუ როგორ შევიდა ორი თავდამსხმელი სუპერმარკეტ „ე----------ში“ 2017 წლის 04 ნოემბერს ღამის საათებში, რომლებსაც ეკეთათ ხელთათმანები, ნიღბები და ხელში ეჭირათ დანები. ერთი თავდამსხმელი მ-------–-–--–---ს მიუახლოვდა, მეორე კი იმ სალაროსაკენ წავიდა, სადაც იჯდა თ-------------. დაზარალებულების განმარტებით, თავდამსხმელებმა დანა მიადეს ყელზე და სასწრაფოდ ითხოვდნენ თანხის გადაცემას. თეონა ბერაძის განმარტებით, თავდამსხმელმა ამოიღო სალარო და ძირს დააგდო. შემდეგ ამოიღო ის უჯრა, სადაც ქაღალდის ფული იყო მოთავსებული და გაიქცა. ასევე, მ-------–-–--–---მაც მიუთითა, რომ დაინახა როგორ დაეყარა ძირს ფული მეორე თავდამსხმელს, რომელიც აგროვებდა დაცვენილ ფულს. სუპერმარკეტის თანამშორმლებმა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები ასახეს სრულყოფილად და ზედმიწევნით; მათ ჩვენებებში მომხდარი ფაქტის თაობაზე არცერთ დეტალთან დაკავშირებით არ გამოვლენილა წინააღმდეგობები.
ამასთან, დაზარალებულების ჩვენებები სრულ თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეჩანაწერთან და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან. კადრში ნათლად ჩანს, რომ მარკეტში შემოდის ორი პიროვნება, რომელთაგან ერთი მიდის მაღაზიაში შესასვლელიდან მარჯვნივ არსებულ სალაროსთან სადაც მ-------–-–--–--ის განმარტებით ზის თვითონ, ხოლო მეორე პიროვნება, მიდის მაღაზიაში შესასვლელიდან მარცხნივ არსებულ სალაროსთან შიდა მხრიდან. იგი იატაკზე აგდებს სალარო უჯრას შემდეგ ხელში იღებს სალარო უჯრის ყუთს და მიდის მაღაზიის გასასვლელისკენ, მას მიყვება მეორე პიროვნება. ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული სუპერმარკეტში არსებული ვითარება სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულების მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციასთან, თუ რა მოქმედებები განახორციელეს თავდამსხემლებმა და რა გზით დაეუფლნენ შ---------------ს“ კუთვნილ ფულად თანხას.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდანარეობისას შ---------------დან“ სრულად იქნა გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერები, ხოლო სასამართლოს წინაშე წარმოდგენიული იქნა მხოლოდ მათი ნაწილი. ამდენად, დაცვა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ დამალა ნ---------–--ის უდანაშაულობის დამადასტურებელი ერთ-ერთი უტყუარი მტკიცებულება. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, მოეპოვებინა აღნიშნული მტკიცებულება და წარმოედგინა სასამართლოს წინაშე, როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. ბუნებრივია, თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლიდა და წარმოადგენდა დამატებით მტკიცებულებებს (ამ შემთხვევაში ვიდეოჩანაწერებს), მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა აღნიშნული სულაც არ აკნინებს სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერების მტკიცებულებით ძალას, რასაც სასამართლო აძლევს სათანადო შეფასებას.
რაც შეეხება დაზარალებულ მ-------–-–--–--ის მიერ ბრალდებულ ნ---------–--ის ამოცნობას, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმადაც ბრალდებულის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი არ მიიჩნია სარწმუნო მტკიცებულებად. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში მითითებული არ არის ისეთი ნიშან-თვისებები, რომლებიც საკმარისია ამოსაცნობი პირის იდეტიფიცირებისათვის. ამასთან, შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მას არც ექნებოდა მსგავის სახის ნიშან-თვისებების აღქმის შესაძლებლობა. რაც შეეხება სასამართლოს სხდომაზე მ-------–-–--–--ის მიერ აღწერილ თავდამსხმელის გარეგნობას, დაზარალებულმა მიუთითა, რომ იგი იყო სუსტი აღნაგობის, სუსტი პირი-სახის, საშუალო სიმაღლის, ნიღბიდან უჩანდა წვერი და მუქი ფერის თვალები. რათქმა უნდა, აღნიშნული ცალკე აღებული არ წარმოადგენს ნ---------–--ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარის და უტყუარ მტკციებულებას. თუმცა ის გარემოება, რომ დაზარალებულის მიერ აღწერილი თავდამსხმელის მონეცემები და ნ---------–--ის აღნაგობა ემთხვევა ერთმანეთს, საქმეზე წარმდოგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, განამტკიცებს ბრალდების მხარის ვერსიას, რომ 2017 წლის 04 ნოემბერს სუპერმარკეტ „ე----------ზე“ ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო სწორედ ნ---------–--ე.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ ექსპერტიზის დაკსვნებზეც და განარტავს, რომ ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დაკვენებით უტყუარად იქნა დადასტურებული ნ---------–--ის მოანწილეობა ყაჩაღურ თავდასხმაში. კერძოდ: ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ბრალდებულ ნ---------–--ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის იდენტურია. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, კინოლოგიის ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან აღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუში ორ ქილად, მარკეტში შესასვლელიდან ხელმარცხნივ, სალაროს მაგიდის უკან მეტლახის ზედაპირიდან და შესასვლელიდან ხელმარჯვნივ, სალარო მაგიდის უკან მეტლახის ზედაპირიდან. დაცვის მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს ექსპერტ ბ----------------ის განმარტებას, რომელმაც ადვოკატის მიერ დასმულ ზოგადი ხასიათის კითხვაზე უპასუხა, რომ სუნის კვალი ოთახში შესაძლებელია დარჩეს ერთი კვირის განმავლობაშიც და ასევე სუნის მოლეკულებს ახასიათებთ გადაადგილება. აღნიშნული განმარტება ეჭვის ქვეშ არ აყენებს მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, როგორც პირდაპირი მტკიცებულების, რეალობას. ის ფაქტი, რომ ბრალდებულის სუნის ნიმუშები დაემთხვა მარკეტის ორივე სალაროს მაგიდის უკან მეტლახის ზედაპირიდან ამოღებულ სუნის ნიმუშებს, უტყუარად მიანიშნებს, რომ ნ---------–--ემ გარკვეული პერიოდი დაჰყო სწორედ იმ ადგილებში და მისი სუნის კვალი იქ მხოლოდ წინა დღით ან რამდენიმე ხნით ადრე მომხმარებლის სტატუსით შესვლისას არ იქნა დატოვებული.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ პლასტმასის ყუთიდან, რომელიც არის სალაროს უჯრა, აღებული ანაწმენდები შეიცავს ნერწყვს. მისი გენეტიკური პროფილები შერეულია და პირველ მათგანში გენეტიკური პროფილის ძირითადი წილი ეკუთვნის ნ---------–--ეს. ასევე მისი გენეტიკურ თანამონაწილეობა არ გამოირიცხება მეორე ობიექტშიც. დაცვის მხარე ცდილობს სხვადასხვა ვერსიებით გააბათილოს ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგები, რომელითაც უტყუარად დადასტურდა, რომ ნ---------–--ეს ნამდვილად ჰქონდა შეხება სუპერმარკეტ „ე----------დან“ დაუფლებულ სალარო უჯრასთან. თავდაპირველად ადვოკატმა განავითარა ვერსია, რომ შესაძლებელი იყო ყაჩაღობის ჩადენიდან მორე დღეს ნ---------–--ეს გაევლო იმ ადგილას, სადაც ეგდო სალაროს უჯრა და გადაენერწყვებინა, რა გზითაც მისი ბილოგიური მასალა მოხვდებოდა ნივთმტკციებაზე. ამასთანავე, დაცვის მხარეს ეჭვი შეეპარა ნივთმტკიცებაზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალის ხელოვნურად წარმოქმნასთან დაკავშირებით და სააპელაციო სასამართლოს წარმოაუდგინა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნის თანახმად, პაკეტზე, რომელშიც თავდაპირველად იყო მოთავსებული სალაროს თანხის ჩასადები უჯრა (კოლოფი), განვითარებულია დაზიანებები, რაიმე მჩხვლეტავი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედებით, მაგრამ რა კონკრეტული ობიექტის მიერაა წარმოქმნილი ეს დაზიანებები, დადგენა შეუძლებელია. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგები არის ზოგადი ხასიათის, მიუთითებს მხოლოდ დაზიანებებზე და ვერ დგინდება ობიექტზე ზომოქმედების კონკრეტული ვითარება. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდეგნილი უტყუარი და დამაჯერებელი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებაზე პალატას ვერ შეექმნა უარის თქმის საფუძვლები.
2017 წლის 23 დეკემბრის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ნ---------–--ისაგან ნებაყოფლობით იქნა აღებული ნერწყვის ნიმუში, რასაც ასევე ესწრებოდა ადვოკატი ა----------–-–---–ი. გამომძიებელთან და ექსპერტებთან ერთად ოქმს ხელს აწერენ ბრალდებული და ადვოკატი. რაც შეეხება ქ-------–--–-----–--------------------------------- კორპუსის მ/ტერიტორიიდან სალაროს კოლოფის ამოღებას, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა პლასტმასის მასალის სალაროს ჩასადები კოლოფი, რომელიც მოთავსდა ერთ სპეც. პაკეტში შტრიხ კოდით F--------. ბილოგიური ექტპერტისზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტის ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. პალატა მიუთითებს, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება და შედეგების საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მის დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. ამოღებული ნივთი დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. სასამართლოს სხომაზე ასევე დაიკითხნენ ექსპერტები და გამომძიებლები, რომლებმაც ისაუბრეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მათ მიერ განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერებაზე და პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მათ ობიექტურობაში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან.
ამდენად, ხსენებული, უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, საფუძვლიანად ვერ იქნება მიჩნეული დაცვის მხარის ვერია, რომლის თანახმადაც, თითქოს მოხდა მტკიცებულების ფალსიფიკაცია და ნ---------–--ის ნერწყვის ნიმუში ნივთმტკიცებაზე აღმოჩნდა არა მასთან უშუალო შეხებით, არამედ სხვა გარეშე ფაქტორების ჩარევით. დაცვის მხარემ შესაძლოა განავითაროს რამოდენიმე ვერსია, სუპერმარკეტის დაყაჩაღების შემდეგ თუ როგორ უნდა მოხვედრილიყო სალაროს უჯრაზე ნ---------–--ის ბილოგიური მასალა, თამცა ვერსია არგუმენტად რომ იქცეს, საჭიროა შესაბამისი მტკიცებულებითი ბაზა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირისპიროდ კი, დაცვის მხარემ სათანადო დასაბუთების საფუძველზე ვერ დაარწმუნა სასამართლო, რომ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების პირობებში შეუძლებელი იყო თავდამსხმელის ნერწყვის მოხვედრა ნივთმტკიცებაზე.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მითითებაზე, რომლის თანახმადაც გამომძიებლის მიერ ერთიდაიგივე დროს ჩატარებულია სხვადასხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები; კერძოდ, დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამომძიებელ ა-----–----–---ის მიერ, როდესაც ის იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ახდენდა მის დათვალიერებას, პოლიციის განყოფილებაში შევსებულია გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარე აკეთებს დასკვნას, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დრო არის გაყალბებული. როგორც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმე გ----------–-–------ის ჩვენებით დადგინდა, შეუძლებელი იყო გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის შედგენის თარიღის არასწორად დაფიქსირება. თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი არის გაყალბებული. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების, მათ შორის სუპერმარკეტის მესაკუთრის - ო------------–---–ის მიერ. პირველი ისნტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი ა-----–----–---ე, რომელმაც დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალირების ოქმის სისწორე და ავთენტურობა. ამ პიროებებში კი, მხოლოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დაწყების და დასრულების დროის შეუსაბამობა საქმის მასალებთან, შესაძლებელია მივიჩნიოთ როგორც ტექნ--ური ხასიათის ხარვეზი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეებიც, რომლებმაც ერთხმად დაადასტურეს, რომ შემთხვევის დღეს მთელი ღამის განმავლობაში ნ---------–--ე იმყოფებოდა ახლობლის პანაშვიდზე. პალატა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში აანალიზებს რა მოწმეების: ჯემალ აბულაძის, გ---------------–---–ის, შ--–-----------–---–ის და ე-–----–----–--ის ჩვენებებს, მიდის იმ დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა იქნენ გაზიარებულნი; დაცვის მხარე ცდილობს, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს როგორმე შეუსაბამოს და მოარგოს თავისი პოზიცია, თითქოს შეუძლებელი იყო შემთხვევის დროს სუპერმარკეტ „ე----------ში“ ნ---------–--ის ყოფნა. აპელანტი ამ გზით ამტკიცებს ბრალდებულის უდანაშაულობას, თუმცა მოცმეულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა ბრალდებულის 2018 წლის 22 დეკემბრის გამოკითხვის ოქმზე. ადვოკატი აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას ნ---------–--ისათვის არ უკითხავთ, თუ სად იმყოფებოდა შემთხვევის დღეს, რასაც პალატა ვერ დაეთანხმება. ზემოხსენებულ გამოკითხვის ოქმში ნ---------–--ე კითხვაზე პასუხობს, რომ არ ახსოვს სად იყო 2017 წლის ღამის საათებში. იმ პირობებში, როდესაც ნ---------–--ეს განემარტა, რომ იკითხებოდა 2017 წლის 4 ნოემბერს მაღაზია „ე----------ს“ დაყაჩაღების ფაქტზე, ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობას და საღ აზრს მოკლებულია, რომ პირს ჰქონდა ისეთი მნიშვნელოვანი ალიბი, როგორიცაა მთელი ღამით ახლობლის პანაშვიდზე ყოფნა, თუმცა რატომღაც არ გაასხენდა, რომ ამის შესახებ ეთქვა გამომძიებლისათვის.
ასევე, ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის განმარტება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაირღვა მათი უფლებები, სასამართლო იყო მიკერძებული და არ მიეცათ საშუალება, სრულყოფილად, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოეკვლიათ წარმოდეგნილი მტკიცებულებები. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მხარეთა თამნასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია მოსამართლის ბრალდების მხარისადმი მიკერძოებას ან სხვა ფორმით საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას. სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებზეც, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43). დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ---------–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რომ ნ---------–--ემ ჯგუფურად, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ასევე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილშიც, როდესაც მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო დადგენილად არ სცნო ნ---------–--ის ბრალდება მასში, რომ მან მ-------–-–--–---ს ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ყელიდან ჩამოგლიჯა 320 ლარის ღირებულების ოქროს ცეპი ჯვრით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ---------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, საზოგადოებრივი საშიშროება და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრადებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.
შესაბამისად, პალატა ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ---------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენი.
ნ---------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ნ---------–--ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნ---------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 23 დეკემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- შ---------------დან“ გამოთხოვილი, 2017 წლის 4 ნოემბრის ყაჩაღობის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ერთი ცალი კომპიუტერული დისკი და ადგილმდებარეობის ამსახველი ერთი ცალი კომპიუტერული დისკი დალუქულ მდგომარეობაში, 02 პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში 2 ქილად, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ხის უჯრა დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პლასტმასის ხურდის ჩასაყრელი კოლოფი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- 2017 წლის 04 ნოემბერს ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული სალარო უჯრა დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის გადაგზავნილია სსიპ ლ.სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- 2017 წლის 04 ნოემბერს ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებული სამი ცალი 5 თეთრიანი მონეტა დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- 2017 წლის 23 დეკემბერს ნ---------–--ისგან აღებული სუნის ნიმუში ერთ ქილად, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- 2017 წლის 23 დეკემბერს ნ---------–--ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნილია შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე