განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002753113
საქმე №1ბ/337-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატისა
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ო---------------–---–ის,მსჯავრდებულ: ვ-----–--------–--ეს,მონაწილეობით,გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-----–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-----–----------–---------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ დასაოჯახებელის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: გ------------------------–-------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენით ვ-----–--------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
ვ-----–--------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 4 ნოემბერს, ღამის საათებში, გ------------------------–-------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვ-----–--------–--ემ მამის - დ------–----------–--ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ყელში მოუჭირა ხელი და სახის არეში ორჯერ დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც დ------–----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----–-------–---–მა, რომელმაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, სანქციის ფარგლებში.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დანიშნული სასჯელი შკარად ლმობიერია, ვინაიდან არ გამომდინარეობს დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან და სპეციფიკიდან. ვ-----–--------–--ემ დანაშული ჩაიდინა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, რაც მისი ქმედების დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ვ-----–--------–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ვ-----–--------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დ------–----------–--ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მოწმეების - ე-------------–--ის, დ-----------–----ის, გ----------–--–---–ის, ლ------------–--–---–ის, ნ----------–--–---–ის, ე-------------–--ის, დ------–----------–--ის გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, სანქციის ფარგლებში, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანებს ჩადენილს, გამოხატავს მზაობას, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ექნება ანალოგიური ხასიათის დანაშაულის ჩადენას, იგი ნასამართლობის არმქონეა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, აგრეთვე გათალისწინებული იქნა, ის გარემოება, რომ საქმეზე წარმოდგენილია დაზარალებულის განცხადება, რომლის მიხედვითაც დ------–----------–--ე ადასტურებს შვილთან შერიგების ფაქტს და აცხადებს, რომ პრეტენზია არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ვ-----–--------–--ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ვ-----–--------–--ეს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, მისი განცხადებით, აღარ სვავს, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების, აუცილებლობა არ არსებობს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-----–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ვ-----–--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და ყოველდღიური ოდენობის განსაზღვრა უზრუნველყოს პრობაციის სამსახურმა მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ვ-----–----------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
ვ-----–--------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 5 ნოემბრიდან 2018 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით..
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი