განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2019
საქმის ნომერი
330100114621436
ინსტანცია
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3--------------

საქმე №1/ბ-365-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორების - გ---–--------------–---–ის, ნ---------------ის,ადვოკატ - ი-----–-----------–---–ის,გამართლებულ - ლ-------–--------–---–ის მონაწილეობით,ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლ-------–--------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: გ----------------------------–-------------–------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

 

ლ-------–--------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ.თბილისში, ვახტანგ გ--------–-- ქ.#9-ის მიმდებარედ, ლ-------–--------–---–მა ტაქსის მძღოლს ზ--------------–---–ს მუცლის არეში მიადო დანა და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ფული.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით:

 

ლ-------–--------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, ლ-------–--------–---–ის მიერ 2014 წლის 9 სექტემბრის დილის საათებში, ტაქსის მძღოლის მიმართ ყაჩაღობის ჩადენა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------ემ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ლ-------–--------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

პროკურორმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან მოსამართლემ ცალმხრივი შეფასება მისცა როგორც ბრალდებულის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ასევე დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებს. ბრალდების მხარის მიერ გამოძიება ჩატარდა ყოველმხრივ და სრულყოფილად, რის საფუძველზეც მოპოვებული იქნა უტყუარი მტკიცებულებები. დაზარალებულ ზ--------------–---–ის ჩვენება, ასევე მოწმეების: რ------------------------–--------–---–-------------------–---–ის, გ----------–---–---–ის, დ-----------–---–ის ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ-------–--------–---–ის მიერ ბრალად წადგენილი დანაშაულის ჩადენას. ამის საპირისპიროდ არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ დაზარალებულს პირადი ინტერესი გააჩნია ლ-------–--------–---–ის მიმართ და მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება განზრახ მისცა სასამართლოს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

გამართლებულმა ლ-------–--------–---–მა და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ლ-------–--------–---–ის ქმედებაში გამოვლენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, პალატა არ იზიარებს, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ზ--------------–---–მა განმარტა, რომ 2014 წლის 9 სექტემბერს, გამთენიისას, მისი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით გადაადგილდებოდა ორთაჭალაში. ბალნეოლოგიური კურორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა და უთხრეს წაეყვანა თელეთში. მან მგზავრებს მოახსენა, რომ მგზავრობის ღირებულება იქნებოდა 15 ლარი და იმის გამო, რომ ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მოითხოვა თანხის წინასწარ გადახდა. მათ განუმარტეს, რომ თანხა სრულად არ ჰქონდათ და სოფელში ასვლისას მისცემდნენ. აღნიშნულზე არ დაეთანხმა, რის გამოც მგზავრებს მისი ავტომანქანიდან გადასვლა მოსთხოვა. ვინაიდან ისინი გადასვლის წინააღმდეგები იყვნენ, იგი (ზ--------------–---–ი) გადავიდა მანქანიდან და მგზავრებს თხოვა - გადმოსულიყვნენ. მას შემდეგ, რაც ორივე მათგანმა დატოვა მისი კუთვნილი ავტომანქანა, ჩაჯდა მასში და დააპირა წასვლა. ამ დროს ლ-------–--------–---–მა ხელი კრა მეორე პიროვნებას, უთხრა - „შენ იქით გადიო“ და ჩაუჯდა ავტომობილში წინა სალონში, მარჯვენა მხარეს; ამოიღო გასაშლელი ვერცხლისფერი დანა, გვერდიდან მიადო მუცლის არეში და მოსთხოვა ფულის გადაცემა, რაც ჰქონდა იმ ოდენობით. მან (ზ--------------–---–მა) მანქანა სწრაფად დაძრა, ამასთანავე ლ-------–--------–---–ს ხელში ჩაარტყა და დანა გააგდებინა. შემდეგ იგი სწრაფი მოძრაობით წაიყვანა ორთაჭალიდან ჩუღურეთის მიმართულებით და ა------–-----------ას ქუჩიდან აუხვია 31-ე სკოლისაკენ. ვინაიდან იმ ტერიტორიაზე ასფალტი იყო გაფუჭებული და ავტომანქანა ნელა გადაადგილდებოდა, ლ-------–--------–---–მა ისარგებლა ამით, გააღო კარები, გადახტა და გაიქცა. ამის შემდეგ გამორთო ტაქსის ნიშანი და დაბრუნდა იმავე ტრიტორიაზე, რა დროსაც დაინახა ლ-------–--------–---–ი. ამ უკანასკნელმა მისი მისი მანქანა ვერ იცნო და ხელი დაუქნია, გააღო კარი და ჩაწვა უკანა სალონში, თან უთხრა - ჩქარა იარე პოლიციელები მომდევენო. როდესაც იმყოფებოდნენ სვანეთის უბანში სემინარიასთან, ლ---- ე-–--------–---–მა თავი ამოყო და მიხვდა, რომ მის მანქანაში იჯდა. დაზარალებულის განმარტებით, იმავე ტერიტორიაზე მივიდა პოლიციის „პოსტთან“ და თანამშრომლებს მიუთითა, რომ მანქანაში მჯდომმა პირმა დააყაჩაღა. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ დანა, რომელიც ე-–--------–---–ს მისი მანქანის სალონში ჩაუვარდა, დაკითხვის შემდეგ წარუდგინა გამომძიებელს. აღნიშნული დანა ჩავარდნილი იყო ავტომანქანის სავარძელსა და ღვედის შესაკრავს შორის და ძლივს ამოიღო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ---------------ა განმარტა, რომ 2014 წლის 9 სექტემბერს, მეწყვილე ი-----–--------–---–--ან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სვანეთის უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამთენიისას, დაახლოებით ექვსის ნახევარზე, დიდი სისწრაფით შემოვიდა ზ--------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა და მათ წინ გაჩერდა. ზ-----მა გამოაღო ავტომანქანის უკანა კარები და სალონში მჯდომ პიროვნებას მათ გასაგონად ეუბნებოდა - „თუ მაგარი ბიჭი ხარ, აბა ახლაც დამაყაჩაღეო“. სამართალდამცავები ტაქსის გაჩერებისთანავე გადავიდნენ ავტომანქანიდან და მიუახლოვდნენ ზ--------------–---–ს. მან ავტომანქანაში მჯდომ ახალგაზრდა მამაკაცზე მიუთითა, რომ გ--------–-- ქუჩაზე დანის მუქარით ითხოვდა მისგან ფულს. მოწმემ და ი-----–--------–---–-ა ადგილზე დააკავეს ლ-------–--------–---–ი, რომელსაც წინააღმდეგობა არ გაუწევია, ეს უკანასკნელი მძღოლის მიმართ იყო განწყობილი აგრესიულად და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა. ჩხრეკის შედეგად დაკავებულისგან ამოღებული იქნა მხოლოდ სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, კანონსაწინააღმდეგო ნივთი მას არ ჰქონია. დაზარალებულს მათთვის დანა არ წარუდგენია. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია, თუ როგორ მიხვდა დაზარალებული, რომ ისინი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რადგან ისხდნენ კერძო ავტომანქანაში, ამოსაცნობი ნიშნების გარეშე. ხელმძღვანელობას შეატყობინეს, რომ ყაჩაღობა მოხდა ძველი თბილისის ტერიტორიაზე, ხელმძღვანელმა კი, ქვემდებარეობის შესაბამისად, აცნობა ძველი თბილისის პირველ განყოფილებას, რომლის თანამშრომლებიც მივიდნენ მათთან, შეავსეს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და გადაიბარეს დაკავებული ლ-------–--------–---–ი.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ი-----–--------–---–-ა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------–---–---–მა განმარტა, რომ 2014 წლის 9 სექტემბერს, გამთენიისას, პოლიციის განყოფილებიდან მიიღო შეტყობინება, რომ სვანეთის უბანში, სემინარიის მიმდებარედ დააკავეს ლ-------–--------–---–ი, რომელიც მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანის მუქარით ტაქსის მძღოლისაგან ითხოვდა ფულს. მოწმის ადგოლზე მისვლისას ბრალდებულის ჩხრეკა დასრულებული ჰქონდათ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებს, მათ უთხრეს დაკავების დრო, რაც ასახა შედგენილ ოქმში. დანა, რომლითაც ზ--------------–---–ის განმარტებით ემუქრებოდა ლ-------–--------–---–ი, საგამოძებო ორგანოში დაკითხვის შემდეგ წარადგინა დაზარალებულმა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეება მ--–--------------- და დ-----------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ-------------–---–-ა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ლ-------–--------–---–თან ერთად, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა თბილისში და აპირებდნენ თელეთში წასვლას. გააჩერეს ტაქსი, რომლის მძღოლმაც მოითხოვა 15 ლარი მგზავრობის საფასური. ვინაიდან მათ მხოლოდ 5 ლარამდე ხურდა ფული ჰქონდათ, სთხოვეს, რომ დარჩენილ ნაწილს ადგილზე დაუმატებდნენ. ტაქსის მძღოლმა უარი უთხრათ, რის გამოც გადმოვიდნენ მანქანიდან, თუმცა ლ--------–--------–---–სა და მძღოლს შორის გაგრძელდა კამათი. მძღოლი ისევ მანქანაში დაბრუნდა და მას გვერდით მარჯვენა მხრიდან მიუჯდა ლ----ც. მოწმის განმარტებით, ვერ გააცნობიერა რა მოხდა, მოშორებით იდგა, არც ლ----ს და მძღოლის საუბარი ესმოდა. მანქანა სწრაფი სვლით დაიძრა ადგილიდან, რა მიმართულებით წავიდა, მისთვის უცნობია. თვითონ იმავე ადგილზე დარჩა. ზ-------------–---–-ა დაადასტურა, რომ 2014 წლის 8-9 სექტემბერს მან ლ----სთან ერთად გაატარა დღე და დანა მის ხელში არ დაუნახავს.

 

ბრალდებულმა ლ-------–--------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მეგობართან - ზ-------------–---–--ან ერთად იმყოფებოდა თბილისში და აპირებდნენ თელეთში დაბრუნებას. გააჩერეს ტაქსი, რომლის მძღოლმაც მგზავრობის ღირებულების -15 ლარის გადახდა წინასაწრ მოითხოვა. უთხრეს, რომ 5 ლარი ჰქონდათ და დანარჩენს სოფელში მიყვანისთანავე გადაიხდიდნენ. მძღოლმა მათ უხეშად მიმართა და მოსთხოვა მანქანიდან გადასულიყვნენ. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ზ----- ე-–--------–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც თავადაც უპასუხა. ზ--------------–---–ი კამათში არ ჩარეულა და გვერდზე იდგა. მძღოლმა უთხრა - „დაჯექი მანქანაში, შენთან მაქვს საქმეო“. ჩაჯდომისთანავე ზ--------------–---–მა მოულოდნელად სახეში ხელი გაარტყა, რის გამოც მას ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და ტანსაცმელი დაესვარა. მანვე მანქანა ადგილიდან სწარფად დაძრა და არ მისცა ჩამოსვლის საშუალება. ეუბნებოდა - „მე ვიცი სადაც წაგიყვან და რასაც გიზამო“. აიყვანა ორთაჭალიდან სვანეთის უბანში და იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ მან მანქანაში დანით დააყაჩაღა. პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება მისგან არ ამოუღიათ. ლ-------–--------–---–ის თანდასწრებით არ მომხდარა ზ--------------–---–ის მიერ ხსენებული დანის ამოღება. ბრალდებულის განმარტებით, დაზარალებული არის თავად, რადგან ზ--------------–---–მა მას სახეში ხელი გაარტყა და თავისუფლება აღუკვეთა. თვითონ მხოლოდ იმაზე განაწყენდა, რომ ვინაიდან მგზავრობის თანხა სრულად არ ჰქონდათ, მძღოლმა შეურაცხმყოფელად მიმართა - „ჩაეთრიეთ მანქანიდანო“.

 

2014 წლის 09 სექტემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, დაკავებული იქნა ლ---- ა-------ს ძე ე-–--------–---–ი. დაკავებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის სამსუნგის ტიპის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3--------------. ამოღებული ნივთი მოთავსდა პაკეტში და დაილუქა სათანადო წესით.

 

2014 წლის 09 სექტემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, ზ--------------–---–მა გამომძიებელ გ----------–---–---–ს წარუდგინა ვერცხლისფერი გასაშლელი დანა, რითაც ლ-------–--------–---–მა დააყაჩაღა. დანა არის ვერცხლისფერი ტარით, გასაშლელ მდგომარეობაში დაახლოებით 20 სმ სიგრძის, რომლის პირზეც აღენიშნება ჟანგები. დათვალიერების შემდეგ დანა დაილუქა სათანადო წესით.

 

2014 წლის 12 სექტემბრის შარვლისა და პერანგის დათვალიერების ოქმის თანახმად, ლ-------–--------–---–მა ნებაყოფლობით წარუდგინა გამომძიებელ გ----------–---–---–ს ტანსაცმელი - ჯინსის შარვალი და ლურჯი ფერის პერანგი. ჯინსის შარვალს წინა მარცხენა ფეხის ტოტზე მუხლთან აღენიშნება მოწითალი ფერის ლაქები. ასევე, ლაქები აღენიშნება შარვლის ღილებით შესაკრავთან. მოწითალო ლაქები ფიქსირდება შარვლის უკანა ჯიბესთან და უკანა ქვედა მხარეს. ასევე, პერანგს შესაკრავთან ზემოთ აღენიშნება მოწითალო ლაქა.

 

2014 წლის 12 სექტემბრის სისხლის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ექთნის მიერ ლ-------–--------–---–ისგან, მისი თანხმობით და ადვოკატის თანდასწრებით, აღებული იქნა სისხლის ნიმუში.

 

2014 წლის 24 სექტემბრის სისხლის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ექთნის მიერ ზ--------------–---–ისაგან, მისი თანხმობით აღებული იქნა სისხლის ნიმუში.

 

2014 წლის 26 სექტემბრის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის #3---/ცი დასკვნის თანახმად, დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა დ---------------მ.

 

2014 წლის 10 ოქტომბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის #8--/სბ დასკვნის თანახმად, ლ-------–--------–---–ის სისხლის მიეკუთვნება Аβ /II/ ჯგუფს; ზ--------------–---–ის სისხლი მუეკუთვნება Βα /III/ ჯგუფს; ლ-------–--------–---–ის პერანგზე და შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Аβ /II/ ჯგუფს; ლ-------–--------–---–ის სისხლი და ლ-------–--------–---–ის პერანგზე და შარვალზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Аβ /II/ ჯგუფს; ბიოლოგიური ექსპერტიზის განყოფილებაში სისხლის იდენტურობაზე გამოკვლევა არ ტარდება. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ--------------.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ლ-------–--------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს თუ რამდენად ქმნიან ისინი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მიიჩნევს, რომ ლ-------–--------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და უნდა გამართლდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

პალატის შეფასებით, ბრალდების მხარის პოზიცია ლ-------–--------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს, რამდენადაც ლ-------–--------–---–ის ბრალდების დასადასტურებლად პროკურორმა სასამართლოში წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებულ ზ--------------–---–ის დამაჯერებლობას მოკლებული ჩვენება. მხოლოდ მსგავსი სახის მტკიცებულებებიდან შექმნილი ეჭვი კი ლ-------–--------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება. სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი სხვა მოწმე, ასევე წერილობითი მტკიცებულება არ მიუთითებს ლ-------–--------–---–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ ემყარება ლ-------–--------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება.

 

პალატა უპირველესად ყურადღებას ამახვილებს თავად დაზარალებულ ზ--------------–---–ის ჩვენებაზე და განმარტავს, რომ მართალია მტკიცებულებად მიიჩნევა მოწმის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, თუმცა ის ფაქტი, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე და სასამართლოს სხდომაზე მიცემული ჩვენებები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. ზ--------------–---–მა სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას მიუთითა მის მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის განსხვავებულ დეტალებზე, რაც გამომძიებლის წინაშე არ განუმარტავს, ხოლო სასამართლო სხდომაზე მის ჩვენებებს შორის წინააღმდეგობის გამოვლენისას გამარტა, რომ გამოძიების ეტაპზე უბრალოდ რაღაც დეტალები კარგად არ გაასხენდა. პალატას არ მიაჩნია სარწმუნოდ ზ----- მეზვრიშივლის განმარტებები ლ-------–--------–---–ის მიერ დანის გამოყენებასთან დაკავშირებით. თუკი ნამდვილად ჰქონდა ადგილი მოვლენების ისეთ განვითარებს, როგორც აღწერს დაზარალებული და მან ნამდვილად გადააგდებინა ხელიდან დანა ლ-------–--------–---–ი, რომელიც ავტომობილის სავარძლის ქვემოთ ჩავარდა, საეჭვოა, რატომ არ წარუდგინა იგი სვენეთის უბანში მყოფ პოლიციის თანამშრომლებს. იგი გადმოვიდა ავტომანქანიდან და უთითებდა სამართალდამცავებს, რომ ლ-------–--------–---–მა დანის მუქარით დააყაჩაღა, თუმცა არ უხსენებია, რომ დანაშაულის იარაღი ინახებოდა მის ავტომანქანაში.

 

პალატა დაზარალებულის ჩვენებასთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ზ--------------–---–ი პირდაპირი დაკითხვის რეჟიმში შეეცადა ყურადღება გაემახვილებინა მხოლოდ ისეთ ფაქტებზე, რომლებიც უშუალოდ ამხელს ლ-------–--------–---–ს. თუმცა ჯვარედინი დაკითხვის ეტაპზე, მაშინ როდესაც ადვოკატი ცდილობდა სიღრმისეულად გამოეკვლია საქმის დეტალები და ეკითხებოდა ისეთ გარემოებებზე, რაც ლოგიკურად შეიძლება განეხორციელებინა ყაჩაღობის მსხვერპლს, ზ--------------–---–ს არ ჰქონდა კონკრეტული პასუხები და ცდილობდა მისი მოქმედებები აეხსნა იმ მომენტში აღელვებულ მდგომარეობაში ყოფნით. ამდენად, დაზარალებულის ჩვენების ანალიზის საფუძველზე ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონმდებლის მიერ უტყუარობის მაღალი კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტი, რაც გულისხმობს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას რამდენიმე პირდაპირი, სარწმუნო მტკიცებულების საფუძველზე.

 

პროკურორი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია საქმის განხილვისას გამოკვლეული არაერთი მტკიცებულებით, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლები ინფორმაციას იძლევიან მხოლოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე; რაც შეხება დანაშაულს, აღნიშნულზე რევაზ ბექაურს და ირაკლი გოჩიაშვილს დაზარალებულმა განუცხადათ, რომ ლ-------–--------–---–მა დააყაჩაღა. შესაბამისად, ისინი არ არიან ფაქტის შემსწრე პირები, მათთვის უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული და მათი ჩვენებები ვერ ქმნის ობიექტურ საფუძველს, პირის დამნაშავედ ცნობისათვის. რაც შეეხება საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, მათ შორის ბიოლოგიური და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებს, აღნიშნული მტკიცებულებები ირიბადაც კი ვერ ადასტურებენ, რომ ლ-------–--------–---–მა ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა ზ--------------–---–ზე.

 

ყოველივე აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული იქნა ბრალდებულ ლ-------–--------–---–ის და მოწმე ზ--------------–---–ის ჩვენებები, რომლებიც სრულ თანხვედრაში არიან ერთმანეთთან შემთხვევის დღეს განვითარებულ სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკაშირებით. ლ-------–--------–---–მა და ზ-------------–---–-ა ურთიერთთანხვედრილად მოახსენეს სასამართლოს, რომ შემთხვევის ღამეს ერთად იმყოფებოდნენ თბილისში, რესტორანში და აპირებდნენ თელეთში დაბრუნებას. ვინაიდან არ ჰქონდათ მზგავრობის საფასური სრულად, ტაქსის მძღოლი კი მგზვარობის დაწყებამდე ითხოვდა გადახდას, ამ უკანასკნელსა და ლ-------–--------–---–ს შორის მოხდა სიტყვიერი შეკამათება. სამივე მათგანი გადმოვიდა ავტომანქანიდან, ხოლო მცირე დროში ლ-------–--------–---–ი და მძღოლი კვლავ დაბრუნდნენ მანქანაში, რომელიც დაიძრა და სწრაფად წავიდა ადგილიდან. ამ დროს ზაურ მერაბიშვილი იდგა მოშორებით და ბრალდებულის და დაზარალებულის კამათში არ ჩარეულა. ასევე, ლ-------–--------–---–ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ ავტომანქანაში ჩაჯდომისთანავე ზ--------------–---–მა სახეში ხელი გაარტყა და მას ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, შესაბამისობაშია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმადაც, ლ-------–--------–---–ის სისხლი და ლ-------–--------–---–ის პერანგზე და შარვალზე არსებული სისხლი მიეკუთვნება ერთი და იგივე ჯგუფს.

 

დაცვის მხარის მიერ განვითარებული ვერსიის ფონზე, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც საკმარისი იქნებოდა დაცვის მხარის ვერსიის გასაბათილებლად და თავის მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დაადასტურებდა ლ-------–--------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 179 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ შემთხვევაში საჭირო იყო ისეთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც უტყუარად დაადასტურებდა დაზარალებულის მიერ წადგენილ დანაზე ლ-------–--------–---–ის შემხებლობას და მისი გამოყენების მუქარით ზ--------------–---–ისათვის ფულადი თანხის მოთხოვნას, რაც ბარალდების მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი.

 

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები და მიიჩნია, რომ ლ-------–--------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა არ წარმოადგენს უტყუარად, მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე დადასტურებულ ფაქტს. წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში იძლევიან მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–31 მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს და განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს.

 

უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელმა ორგანომ, რომლის ძირითად ამოცანას დანაშაულის გამოძიება და მისი პრევენცია წარმოადგენს, უნდა უზრუნველყოს გამოძიებისთვის საჭირო ეფექტური და ამავე დროს, მკაფიოდ ფორმულირებული, განჭვრეტადი გამოძიება, რაც სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში სავარაუდო შეცდომის ან თვითნებობის საფრთხეს არსებითად გამორიცხავს, რათა არ იქნას დაშვებული პოტენციურად მცდარი, საეჭვო მტკიცებულებების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არაერთი საეჭვო და ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოება, ბრალდების მხარემ კი მოპოვებული და სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით, ვერ უზრუნველყო აღნიშნული ეჭვების გაბათილება და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სასამართლოს დარწმუნება, რომ ლ-------–--------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი;

 

ლ-------–--------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ-------–--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

გამართლებულ ლ-------–--------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: მობილური ტელეფონი და ტანსაცმელი დაუბრუნდეს ლ-------–--------–---–ს; ხოლო ზ--------------–---–ის და ლ-------–--------–---–ის სისხლის ნიმუშები განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე